ღმერთის ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ მადლის მიღების სურვილია?
ავტორი მუ შენგი, ჩინეთი სანამ უფალ იესოს ვიპოვიდი, მრავალი ტკივილი, განსაცდელი, მარცხი და სირთულე გამოვიარე. თავდაპირველად, ტყუპი ვაჟები...
მივესალმებით ყველა მაძიებელს, ვისაც ღვთის გამოჩინება სწყურია!
სამხრეთ ჩინეთის ერთ პატარა ქალაქში დავიბადე. მამაჩემი იქ ცნობილი ექიმი იყო, და ჩვენი ოჯახიც საკმაოდ შეძლებული გახლდათ. ბავშვობიდანვე, ჩემს თანატოლებთან შედარებით, უკეთეს პირობებში ვიზრდებოდი, რამაც ჩემში უპირატესობის განცდა გააღვივა. რაც თავი მახსოვს, მამაჩემი ხშირად მარიგებდა: „ადამიანმა უდიდესი განსაცდელები უნდა გადაიტანოს, რათა უდიდეს ადამიანად იქცეს“. ვისმენდი მამაჩემის ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ წამოვიდა სოფლიდან და დაიმკვიდრა თავი ქალაქში, ვხედავდი, რომ ხალხი ჩვენს სახლში მამაჩემის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ყოველთვის მოდიოდა ხოლმე და თვალს ვადევნებდი, თუ როგორ აღფრთოვანებითა და სითბოთი ხვდებოდნენ მას ყველგან, სადაც კი წავიდოდა. ყმაწვილური უმეცრებით, ნელ-ნელა გავიაზრე სხვებზე აღმატებულობის ფასი და გადავწყვიტე, ისეთი მაღალი სტატუსის მქონე ადამიანი ვყოფილიყავი, რომლითაც სხვები აღფრთოვანდებოდნენ და რომელსაც პატივს სცემდნენ. მაგრამ 12 წლის რომ ვიყავი, სავარაუდო უკანონო ბიზნესგარიგებების გამო მამაჩემი დააპატიმრეს და ჩვენი ოდესღაც ხალხმრავალი სახლი უცებ დაცარიელდა. მე, დედაჩემი და ჩემი და ერთმანეთის ამარა დავრჩით. ის ხალხი კი, ვინც ადრე ჩვენ მიმართ სითბოს იჩენდა, სადღაც გაუჩინარდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავინახე, თუ როგორ იტანჯებოდა დედაჩემი ფულის სასესხებლად კარდაკარ სიარულით, მიუსაფრობის მწარე განცდა დამეუფლა და გადავწყვიტე, ბეჯითად მესწავლა და სხვებისგან გამოვრჩეულიყავი, რათა სხვებზე მაღლა ვმდგარიყავი, შემძლებოდა ისეთი ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც სხვებში შურსა და აღფრთოვანებას გამოიწვევდა, და ჩვენი დაკარგული ღირსება დამებრუნებინა. თავდაუზოგავი შრომა დამიფასდა და ბოლოს და ბოლოს უნივერსიტეტში ჩავაბარე. მაგრამ მოდუნებას მაინც ვერ ვბედავდი. მამაჩემის სიტყვები — „ადამიანმა უდიდესი განსაცდელები უნდა გადაიტანოს, რათა უდიდეს ადამიანად იქცეს“ — გამუდმებით მაძლევდა მოტივაციას. მჯეროდა, თუ ბევრს ვიშრომებდი, ერთ დღესაც წარმატებას მივაღწევდი და დიდებასა და სარგებელს მოვიპოვებდი.
2006 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შანხაიში მარტო ჩამოვედი და ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების სფეროში დავიწყე მუშაობა. მეტი შეკვეთის მოსაპოვებლად, კლიენტებთან შესახვედრად რეგულარულად მივემგზავრებოდი სხვა ქალაქებში. მგზავრობისას ცუდად ვხდებოდი, ამიტომ სხვადასხვა ქალაქში სიარული მფიტავდა, ავტობუსიდან ჩამოსულს კი ძალების მოკრება მიწევდა, რათა კლიენტებს შევხვედროდი. ფიზიკური გადაღლის გარდა, კოლეგებთან და კლიენტებთან მუდმივი საქმიანი შეხვედრები და წვეულებები კიდევ უფრო მეტად მქანცავდა. კლიენტებისგან შეკვეთების მისაღებად ვიყიდე წიგნები: „სქელი და შავი თეორია“ და „მგლის გზა“. ამ წიგნებიდან ინდუსტრიის ბევრი ფარული წესი და ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფია ვისწავლე. მოგვიანებით, სამსახურში, კომპანიის შიგნით კოლეგებს ღიად თუ ფარულად ვეჯიბრებოდი, რათა მათთვის მეჯობნა. გარე ურთიერთობებში კი, არა მხოლოდ პირფერობით ვექცეოდი კლიენტებს, არამედ ფარულ გარიგებებშიც ვმონაწილეობდი და ფულად წილს ვთავაზობდი. თავიდან ამ ყველაფრის გამო თავს უხერხულად ვგრძნობდი. ეს რომ გამჟღავნებულიყო, კომპანიის რეპუტაციაც შეილახებოდა და მეც ციხეში ამოვყოფდი თავს, ამიტომ ყოველდღე დაძაბული ვიყავი. როდესაც ზეწოლა აუტანელი ხდებოდა, შუაღამისას ხშირად კოშმარებისგან მეღვიძებოდა. ყოველდღიურად მუდმივ შიშსა და შფოთვაში ვცხოვრობდი. ხანდახან, გვიან ღამით, როცა ირგვლივ ყველაფერი ჩუმდებოდა, ვფიქრობდი: „გაყიდვებში მუშაობა უზარმაზარ ზეწოლასთანაა დაკავშირებული, იქნებ პროფესია შემეცვალა-მეთქი.“ მაგრამ მერე ვფიქრობდი: „ადამიანმა უდიდესი განსაცდელები უნდა გადაიტანოს, რათა უდიდეს ადამიანად იქცეს“. და თავს ვიმხნევებდი: „თუ წარმატება მინდა, ეს ტკივილი უნდა ავიტანო, სხვაგვარად, ამ ნიჭიერი ხალხით სავსე მეტროპოლისში წარმატებასა და სახელს როდისღა მივაღწევ-მეთქი?“ ამიტომ, მოთმინებით გავაგრძელე გზა. ორი წლის შემდეგ სამსახურში ახალბედობიდან ჩემი გუნდის გაყიდვების ჩემპიონი გავხდი. არა მხოლოდ ხელმძღვანელები მაფასებდნენ და კოლეგებს შურდათ ჩემი, არამედ ჩემი ხელფასიც სულ უფრო იზრდებოდა და, ბოლოს და ბოლოს, ნანატრი „თეთრსაყელოიანის“ ცხოვრება მქონდა. დედაჩემმა სიხარულით მითხრა: „შვილო, ჩვენი მძიმე დღეები დასრულდა. ახლა, როცა შენი შესაძლებლობები დაამტკიცე, აღარ უნდა გვეშინოდეს, რომ ვინმე დაგვჩაგრავს. ვგრძნობ, რომ თავი მაღლა შემიძლია ავწიო. შრომა ასევე გულმოდგინედ უნდა გააგრძელოო!“ გულში კი ჩემს თავს ვეუბნებოდი: „შანხაიში სახლი და მანქანა კი არ უნდა ვიყიდო, არამედ ინდუსტრიის ლიდერიც უნდა გავხდე, რათა პატივსაცემი ცხოვრებით დიდხანს ვიცხოვრო-მეთქი.“
2008 წელს, დაქორწინებიდან მალევე, ჩემმა დედამთილ-მამამთილმა ყოვლისშემძლე ღვთის უკანასკნელი დღეების სახარება მიქადაგეს. ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ღვთის მიერ კაცობრიობის გადარჩენის სამეტაპიანმა საქმემ ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ ყოვლისშემძლე ღვთის მიერ გამოხატული სიტყვები ჭეშმარიტებაა და რომ მათ მრავალი ისეთი საიდუმლო გააცხადეს, რომელიც კაცობრიობამ არ იცოდა, ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვებმა იმდენად მიმიზიდა, რომ მე და ჩემმა მეუღლემ სახარება მივიღეთ. ღვთის პოვნის შემდეგ, ჩვენ ვიკრიბებოდით, ვკითხულობდით ღვთის სიტყვებს და ღვთის სადიდებლად საგალობლებს ვმღეროდით. ძმები და დებიც გვიზიარებდნენ თავიანთ ემპირიულ ცოდნას. დავინახე, რომ თითოეული მათგანი ისეთი სუფთა და ალალი იყო, სრულიად განსხვავებული იმ ხალხისგან, ვისთანაც სამსახურში მიწევდა ურთიერთობა. მათ შორის არ იყო პირფერობა და ფარული ინტრიგები და ისინი ამბობდნენ იმას, რაც გულში ჰქონდათ. მათთან ურთიერთობა მახარებდა, ასევე მიხაროდა შეკრებებზე სიარული და ღვთის სიტყვებზე თანაზიარება.
2008 წლის ივნისში მე და ჩემმა ქმარმა სესხი ავიღეთ და სახლი ვიყიდეთ, ჩემი კოლეგები, კლასელები და ოჯახის წევრები კი შურით შემოგვყურებდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენმა მეზობლებმა გაიგეს, რომ ჩამოსულები ვიყავით და სახლი მხოლოდ ორ წელიწადში შევიძინეთ, კიდევ უფრო მეტად აღფრთოვანდნენ და გვაქებდნენ. გულში ძალიან კმაყოფილი ვიყავი — ვფიქრობდი, რომ სულ უფრო ვუახლოვდებოდი აღმატებულ ცხოვრებას, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მოგვიანებით დამაწინაურეს, ჩემს სავიზიტო ბარათზე წოდება შეიცვალა და „გაყიდვების მენეჯერი“ გახდა, ხოლო ჩემი ოფისი პატარა კუთხიდან უფრო გამორჩეულ, დამოუკიდებელ სივრცეში გადაიტანეს. კოლეგები თავს მიკრავდნენ და პატივისცემით მესალმებოდნენ, კლიენტებიც „მენეჯერ იეთი“ მომმართავდნენ. წელში გამართული დავდიოდი. უცებ ვიგრძენი, რომ ყველასგან განვსხვავდებოდი, და მართლაც ვტკბებოდი იმ განცდით, რომ ყველაზე მაღლა ვიდექი და ძალაუფლება მქონდა. იმ პერიოდში, შეკრებებზე დასწრების გარდა, თითქმის მთელ დროს მუშაობას ვუთმობდი. ვფიქრობდი იმაზე, რომ ფული სწრაფად მეშოვა სესხის დასაფარად, რათა უფრო დიდი სახლი მეყიდა და დედაჩემიც ჩვენთან საცხოვრებლად გადმომეყვანა, და ამგვარად მისთვისაც მიმეცა საშუალება, ჩვენთან ერთად დამტკბარიყო ამ აღმატებული ცხოვრებით. კომპანიის გაფართოებასთან ერთად, წესები და რეგულაციები უფრო მკაცრი და რთული გახდა, და როგორც გაყიდვების მენეჯერს, კომპანიის სხვადასხვა შეფასებით აქტივობაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელება მიწევდა. ასეთ ვითარებაში დილემის წინაშე აღმოვჩნდი: თუ კომპანიაში საქმეს კარგად შევასრულებდი, ეს ჩემს ეკლესიურ ცხოვრებას შეუშლიდა ხელს, მაგრამ თუ ეკლესიური ცხოვრებით ვიცხოვრებდი, ჩემი სამუშაო დაზარალდებოდა, ხოლო თუ საქმეს კარგად ვერ შევასრულებდი, ის აღმატებული ცხოვრება, რაც მქონდა, აუცილებლად გაქრებოდა. თავიდან შეკრებებზე სიარულს კიდევ ვახერხებდი, მაგრამ ერთ დღესაც, კოლეგებისგან გავიგე, რომ ჩემი ქვეშევრდომები პირად საუბრებში განიხილავდნენ, თუ როგორ ვტოვებდი სამსახურს ყოველდღე დროულად, ყოველგვარი ხელმძღვანელის იმიჯის გარეშე. იმასაც ამბობდნენ, რომ ალბათ რაღაც ეშმაკობებს მივმართე უფროსების საამებლად და ეს თანამდებობაც ასე მივიღე. ამ კომენტარების მოსმენამ ძალიან დამამწუხრა და შემაშფოთა. ვფიქრობდი: „ბაზარზე ახლა ისეთი სასტიკი კონკურენციაა. თუ ამ თანამდებობის შესანარჩუნებლად უფრო მეტს არ ვიშრომებ, შეიძლება ერთ დღესაც ვიღაცამ ჩამანაცვლოს, და ეს პრესტიჟული, პატივსაცემი და შესაშური სამსახური და ცხოვრება, რისთვისაც ამდენი ვიბრძოლე, სულ წყალში ჩამეყრება. ასე არ გამოვა. რაღაც კონკრეტულ შედეგებს უნდა მივაღწიო-მეთქი.“ ამის შემდეგ დილის სულიერი პრაქტიკის შემოკლება დავიწყე, ზოგჯერ კი სულიერი პრაქტიკისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩებოდა და პირდაპირ სამსახურში გავრბოდი. სამსახურის შემდეგ, თუ შეკრება არ მქონდა, ვცდილობდი, კომპანიაში დავრჩენილიყავი და ზეგანაკვეთურად მემუშავა. გარდა ამისა, ვცდილობდი უფროსებთან და კლიენტებთან ერთად ყველა სადილსა თუ ვახშამს დავსწრებოდი, და მათთან ყოფნისას იძულებით ვიღიმებოდი. სინამდვილეში ვიცოდი, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, ღვთის განზრახვასთან თანხვედრაში არ იყო, და საკუთარი თავი მეზიზღებოდა სხვების წინაშე ასეთი პირფერობის გამო. მაგრამ როცა ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი პოზიციის გამყარების ერთადერთი გზა იყო, სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ასე გამეგრძელებინა.
იმ პერიოდში შეკრებებზე თითქმის ყოველთვის ბოლო წუთს მივდიოდი, და იყო შემთხვევებიც, როცა მრავალდღიანი მივლინებების გამო შეკრებებს საერთოდ ვერ ვესწრებოდი. ყოველ ჯერზე, როდესაც ძმები და დები ჩემი მდგომარეობის შესახებ მეკითხებოდნენ, დანაშაულის გრძნობა მიპყრობდა, თუმცა არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ხანგრძლივმა არარეგულარულმა რეჟიმმა და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია. თავიდან მხოლოდ თმა მცვიოდა, მაგრამ მერე გამუდმებით ვიმატებდი წონაში, ქვედა კიდურები კი იისფერი ლაქებით დამეფარა. საავადმყოფოში გამოკვლევაზე მისვლის შემდეგ, მაღალი ქოლესტერინისა და ალერგიული პურპურის დიაგნოზი დამისვეს. ექიმმა მითხრა, რომ ჩემი ავადმყოფობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩემს პროფესიასთან, და რომ სამსახურში არსებულმა უზარმაზარმა ზეწოლამ და არარეგულარულმა რეჟიმმა ჩემი იმუნური სისტემა დაარღვია, ხოლო ხშირმა საქმიანმა წვეულებებმა და არაჯანსაღმა კვებამ მეტაბოლური დისფუნქცია გამოიწვია. მან მითხრა, რომ თუ ცხოვრების ასეთ წესს გავაგრძელებდი და ამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში დავრჩებოდი, ეს მხოლოდ გააუარესებდა ჩემს მდგომარეობას, გამოიწვევდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, და სიცოცხლესაც კი შემიქმნიდა საფრთხეს. ჩემს ჯანმრთელობაზე ვღელავდი, მაგრამ თავს უმწეოდ ვგრძნობდი. ვფიქრობდი: „დღევანდელ საზოგადოებაში სხვებზე მაღლა რომ დადგე, ამისთვის ფასი უნდა გადაიხადო; თუ რაღაცას იგებ, რაღაცას კარგავ კიდეც. ერთ დღესაც ზეწოლა რომ აღარ მქონდეს და სამსახურებრივ ღონისძიებებზე დასწრება აღარ დამჭირდეს, მაშინ ნამდვილად აღარ ვიდგები სხვებზე მაღლა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ჩემი ორგანიზმი ამას გაუძლებს და ამ ეტაპს რამენაირად გადავლახავ-მეთქი.“
ერთ დღეს, 2009 წლის აპრილში, ეკლესიის წინამძღოლმა მკითხა: „მზად ხარ ახალმოსულთა მორწყვის მოვალეობა შეასრულო?“ ვიფიქრე იმაზე, რომ მოვალეობის შესრულება ყველა ქმნილების პასუხისმგებლობაა, და მოვალეობების მეშვეობით ადამიანს მეტი ჭეშმარიტების გაგება შეუძლია, ამიტომ სიხარულით დავთანხმდი. მაგრამ როცა გავიგე, რომ შეკრებები თითქმის ყოველ საღამოს იქნებოდა, შევყოყმანდი: „კომპანია მუდმივად აფასებს კლიენტებთან ვიზიტების რაოდენობას, და მე ასევე განყოფილების გაყიდვების ხელმძღვანელობაზე ვარ პასუხისმგებელი. თუ ყოველდღე შეკრებებზე ვივლი, ჩემს საქმეს როგორღა შევასრულებ? გუნდს თუ ვერ ვმართავ კარგად და გაყიდვების გეგმას ვერ შევასრულებ, მაშინ გაყიდვების მენეჯერად მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ. მერე განა უბრალოდ არ გაქრება მენეჯერის თანამდებობა და ის სტაბილური, კომფორტული ცხოვრება, რომლის მისაღწევადაც ამდენი ვიშრომე? მომავალში წინსვლა კიდევ უფრო არ გაჭირდება-მეთქი?“ ამაზე ფიქრისას ჩემს დას ვუთხარი: „ამაზე კიდევ უნდა დავფიქრდე-მეთქი.“ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, გამუდმებით ამ საკითხზე ვფიქრობდი. ღამით კარგად ვერ ვიძინებდი, წინააღმდეგობრივი განცდები მქონდა და ვშფოთავდი.
ერთ-ერთ შეკრებაზე ჩემი საწუხარი ძმებსა და დებს გავუზიარე, და ჩვენ ღვთის სიტყვები წავიკითხეთ: „ადამიანი, რომელიც ასეთ ბინძურ მიწაზე დაიბადა, საზოგადოებისგან მძიმედ მოიწამლა, ფეოდალური ეთიკით აღიზარდა და «უმაღლესი სასწავლებლების» განათლება მიიღო. ჩამორჩენილი აზროვნება, გახრწნილი მორალი, ცხოვრებისადმი დამახინჯებული ხედვა, ამქვეყნიური ურთიერთობების საძულველი ფილოსოფია, სრულიად უსარგებლო არსებობა, მდაბალი ჩვევები და ყოველდღიური ყოფა — ყოველივე ეს ღრმად იჭრება ადამიანის გულში და სასტიკად აზიანებს და ანადგურებს მის სინდისს. შედეგად, ადამიანი სულ უფრო შორდება ღმერთს და სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება მას. ადამიანის ბუნება დღითიდღე უფრო დაუნდობელი ხდება და არ მოიძებნება არავინ, ვინც ნებაყოფლობით დათმობს რაიმეს ღვთისთვის; ვინც ნებაყოფლობით დაემორჩილება მას და მით უმეტეს, ისეთი, ვინც ნებაყოფლობით ეძიებს ღვთის გამოცხადებას. ნაცვლად ამისა, ადამიანი სატანის ძალაუფლების ქვეშ საკუთარი გულის კარნახით მიილტვის სიამოვნებებისკენ და თავის ხორცს ჭუჭყში თავშეუკავებლად ხრწნის. ჭეშმარიტების მოსმენისასაც კი სიბნელეში მცხოვრებთ არ აქვთ მისი პრაქტიკაში გამოყენების სურვილი და არც ძიებისკენ არიან მიდრეკილნი მაშინაც კი, როდესაც ხედავენ, რომ ღმერთი უკვე გამოჩნდა. როგორ შეიძლება ასეთ გახრწნილ კაცობრიობას ხსნის რაიმე შესაძლებლობა ჰქონდეს? როგორ შეუძლია ასეთ დეგრადირებულ კაცობრიობას ნათელში ცხოვრება?“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ადამიანის ბუნების უცვლელობა ღმერთთან მტრობას ნიშნავს). „ათეულობით, ათასობით, ათიათასობით წლის განმავლობაში ვიდრე დღემდე ადამიანები ამგვარად ფლანგავდნენ თავიანთ დროს; არავინ ქმნის ყველაზე ბრწყინვალე ადამიანურ ცხოვრებას — ისინი მხოლოდ ერთმანეთის ხოცვით, სახელისა და სარგებლისთვის რბოლით და ამ ბნელ სამყაროში ერთმანეთის წინააღმდეგ ხრიკების ხლართვით არიან გართულნი. ოდესმე ვინმეს უძებნია ღვთის განზრახვები? განა ვინმეს ოდესმე ყურად უღია ღვთის საქმე? ადამიანის ყველა ნაწილი, რომელიც სიბნელის გავლენამ დაიკავა, დიდი ხანია უკვე ადამიანურ ბუნებად იქცა, ამიტომ ღვთის საქმის შესრულება საკმაოდ რთულია, ხოლო ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლებად მიუწევთ გული იმისკენ, რომ ყურადღება მიაქციონ იმას, რაც ღმერთმა დღეს მათ მიანდო“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. საქმე და შესვლა (3)). ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ღრმად დავფიქრდი. წარსულს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ ბავშვობიდან ისეთი იდეების გავლენის ქვეშ ვიყავი, როგორიცაა: „სხვებისგან გამოირჩეოდე და წინაპრებს პატივს მიაგებდე“, „ადამიანი მაღლა მიისწრაფვის, წყალი კი დაბლა მიედინება“ და „ადამიანმა უდიდესი განსაცდელები უნდა გადაიტანოს, რათა უდიდეს ადამიანად იქცეს“. გადაწყვეტილი მქონდა, გაზრდის შემდეგ გამოვრჩეულიყავი, სახელი მომეხვეჭა და აღმატებული ცხოვრებით მეცხოვრა. ამის მისაღწევად სტუდენტობის წლებში გვიან ღამემდე ვსწავლობდი, და სამსახურის დაწყების შემდეგ ფეხის მოსაკიდებლად საკუთარ პრინციპებზე უარს ვამბობდი, და შეკვეთების მისაღებად კლიენტებთან ფარულ გარიგებებზე მივდიოდი. გამუდმებით ვნერვიულობდი იმაზე, რომ ჩემი ქმედებები გამჟღავნდებოდა და პატივისცემას დავკარგავდი, და უზარმაზარმა ზეწოლამ ჩემს სხეულსა და გონებაზე უარყოფითად იმოქმედა. როდესაც ის მაღალი ხელფასი და თანამდებობა მივიღე, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, და გარშემომყოფების აღფრთოვანება და შური დავიმსახურე, ჩემი პოზიციის გასამყარებლად კოლეგებთან ინტრიგების ხლართვასა და კონკურენციას ვაგრძელებდი, კლიენტებსა და უფროსებს პირფერობით ვექცეოდი და ყოველდღე სხვადასხვა სამსახურებრივ ღონისძიებაში ვიყავი ჩაფლული. არარეგულარული რეჟიმის ხანგრძლივმა პერიოდმა და არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა გამოიწვია ის, რომ ჩემმა სხეულმა გამაფრთხილებელი ნიშნების ჩვენება დაიწყო. მაგრამ დიდებისა და სარგებლის გამო, შეჩერებას ვერ ვბედავდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, სხვების მიმართ პირფერობა და მლიქვნელობა სავსე იყო სიცრუით, და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ღმერთს სძულდა ჩემი მზაკვრული ქმედებები და ტყუილები, მე მაინც ვერ ვეშვებოდი დიდებისა და სარგებლისკენ სწრაფვას. თუნდაც ამას ჩემი ჯანმრთელობის მსხვერპლად შეწირვა, შეკრებების გაცდენა და ჩემი სულიერი ზრდის შეფერხება გამოეწვია, მერჩივნა, ფრთხილად შემენარჩუნებინა ჩემი სამსახური, რის გამოც ყოველდღე ტკივილსა და ტანჯვაში ვცხოვრობდი. მერე კი დავფიქრდი: „რა აზრი აქვს მაღალ თანამდებობას ან მეტ სიმდიდრეს-მეთქი?“ გავიხსენე ცნობილი ადამიანები, მდიდრები და ჩემი ნაცნობები, რომლებიც დიდების, სარგებლისა და სტატუსის მიღწევის შემდეგ, შინაგანი სიცარიელის გამო, მძაფრ შეგრძნებებს ეძებდნენ. ზოგიერთმა შეგნებულად დაარღვია კანონი და ციხეში აღმოჩნდა, ზოგმა მორალური კანონები დაარღვია, რამაც დანგრეულ ოჯახებამდე და შელახულ რეპუტაციამდე მიიყვანა ისინი, ზოგმა კი თვითმკვლელობაც აირჩია და ისინი შეუქცევად გზას დაადგნენ. მამაჩემი ამის ცოცხალი მაგალითი იყო. ოდესღაც მას უსაზღვრო დიდება ჰქონდა და სხვები მას ფართოდ აქებდნენ და აღმერთებდნენ, მაგრამ სიხარბის გამო ის ბოროტ ტენდენციებს აჰყვა, და საბოლოოდ, მან თავის ბიზნესგარიგებებში კანონი დაარღვია და ციხეში აღმოჩნდა. დავინახე, რომ დიდება, სარგებელი და სტატუსი ის საშუალებებია, რომლებსაც სატანა ადამიანების გასახრწნელად იყენებს. ამ მომენტში გავაცნობიერე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის მწამდა, სინამდვილეში კვლავ სატანის კონტროლის ქვეშ ვიყავი. სატანა იყენებდა დიდებასა და სარგებელს ჩემს საცდუნებლად და სატანჯველად, მაიძულებდა, მეცხოვრა პატიოსნებისა და ღირსების, ან თუნდაც სინდისის ყველაზე ელემენტარული დონის გარეშე. გავაცნობიერე, რომ დიდების, სარგებლისა და სტატუსისკენ სწრაფვა მხოლოდ დაღუპვამდე და გახრწნილებაში ჩავარდნამდე მიმიყვანდა, და საბოლოოდ მიმატოვებინებდა ღმერთს, მაიძულებდა მისთვის მეღალატა და ხსნის შანსი დამეკარგა.
მოგვიანებით, ღვთის მეტი სიტყვა წავიკითხე: „ის კაცები და ქალები, რომლებიც ტკბებიან პირადი დიდებითა და სარგებლით და სხვებს შორის პირად სტატუსს ეძიებენ; ის მოუნანიებელი ადამიანები, რომლებიც ცოდვაში არიან გამომწყვდეულნი — განა ყველა ისინი გადარჩენის შესაძლებლობას მოკლებულნი არ არიან?“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. პრაქტიკა (7)). „თქვენ ჩემთან ერთსა და იმავე გარემოში იმყოფებით, თუმცა სიბინძურით ხართ დაფარულნი; დასაბამში შექმნილ ადამიანებთან პირვანდელი მსგავსების უმცირესი ნატამალიც კი აღარ გაგაჩნიათ. მეტიც, რადგან ყოველდღე ბაძავთ იმ არაწმინდა სულებს, აკეთებთ იმას, რასაც ისინი აკეთებენ და ამბობთ იმას, რასაც ისინი ამბობენ, თქვენი ყოველი ნაწილი — ენები და ბაგეებიც კი — მათი ბინძური წყლით არის გაჟღენთილი, იქამდე, რომ მთლიანად ასეთი ლაქებით ხართ დაფარულნი და თქვენი არცერთი ნაწილის გამოყენება არ შეიძლება ჩემი საქმისთვის. ეს ისეთი გულსატკენია! ცხენებისა და პირუტყვის ასეთ სამყაროში ცხოვრობთ, მაგრამ ამის გამო სულაც არ წუხხართ; სიხარულით ხართ სავსენი და თავისუფლად და ლაღად ცხოვრობთ. იმ ბინძურ წყალში დაცურავთ, თუმცა სინამდვილეში ვერ აცნობიერებთ, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდით. ყოველდღე არაწმიდა სულებთან ურთიერთობ და «ექსკრემენტებთან» გაქვს საქმე, და შენი ცხოვრება საკმაოდ ვულგარულია; ვერც კი აცნობიერებ, რომ საერთოდ აღარ ცხოვრობ ადამიანთა სამყაროში და საკუთარ თავსაც აღარ ფლობ. ნუთუ არ იცი, რომ შენი ცხოვრება დიდი ხნის წინ გათელეს იმ არაწმიდა სულებმა, ან რომ შენი ზნეობა დიდი ხნის წინ შეიბილწა ბინძური წყლით? გგონია, რომ მიწიერ სამოთხეში ცხოვრობ და ბედნიერების შუაგულში ხარ? ნუთუ არ იცი, რომ მთელი ცხოვრება არაწმიდა სულების გვერდით გაატარე და თანაარსებობდი ყველაფერთან, რაც მათ შენთვის მოამზადეს? როგორ შეიძლება შენს ცხოვრების წესს რაიმე აზრი ჰქონდეს? როგორ შეიძლება შენს ცხოვრებას რაიმე ღირებულება ჰქონდეს?“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. თქვენ ყველანი ასე მდაბალი ზნეობისანი ხართ!). ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ისინი, ვინც ნებისმიერი საშუალებით მიისწრაფვიან დიდების, სარგებლისა და სტატუსისკენ, ღვთის თვალში უკეთურნი და ბინძურნი არიან, და მათი გადარჩენა შეუძლებელია. გავიხსენე ამქვეყნიური ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები და ბიზნესელიტის წარმომადგენლები. მათ უმეტესობას განვითარებული სოციალური უნარები აქვს და საზოგადოებაში ცბიერი გზებით მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ბრწყინვალედ გამოიყურებიან და სხვებში შურს იწვევენ, მათი ქმედებები გახრწნილი, გადაგვარებული, ვერაგული და უკეთურია, და ისინი სწორედ ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც ღმერთი არაწმიდა სულებად ამხელს. დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ ვისწავლე წლების განმავლობაში სხვადასხვა სოციალური ტაქტიკა სამსახურში დიდების, სარგებლისა და სტატუსის მოსაპოვებლად — იქნებოდა ეს კლიენტების მოსყიდვა და ფარული გარიგებები, თუ პირფერობა და ხელმძღვანელებისა და კლიენტების საამებლად ქცევა — ეს ყველაფერი მზაკვრული საშუალებები იყო, და ეს იყო ადამიანების მოსატყუებლად და მათით მანიპულირებისთვის გამიზნული ეშმაკობები. განა მეც არ ვისწავლე იმ არაწმიდა სულების მსგავსად უსამართლო საქმეების კეთება? რა განსხვავება იყო ჩემს ქმედებებსა და ამ არაწმიდა სულების ქმედებებს შორის? ამის გაცნობიერებისას შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო. ღმერთი ბოროტების მოძულე ღმერთია, და მისი სასუფეველი უწმინდურებას არ უშვებს. თუ არ მოვინანიებდი და კვლავ დიდების, სარგებლისა და სტატუსის მორევში დავრჩებოდი, მაშინ, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობა ან დიდი მატერიალური კეთილდღეობა მომეპოვებინა, ღმერთი მაინც დამწყევლიდა, და საბოლოოდ ხსნის შანსს სამუდამოდ დავკარგავდი.
მოგვიანებით, ღვთის სიტყვები წავიკითხე: „ჩემი წყალობა მათზე ვრცელდება, ვისაც ვუყვარვარ და ვინც საკუთარ თავსტოვებს. ბოროტთათვის მიზღული სასჯელი კი ჩემი მართალი ხასიათისა და უფრო მეტიც, ჩემი რისხვის დასტურია. როდესაც უბედურება დატრიალდება, ყველა ატირდება, ვინც მე მეწინააღმდეგება, რადგან ისინი შიმშილობისა და ჟამიანობის მსხვერპლნი გახდებიან. ისინი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მომყვებოდნენ, თუმცა ყოველგვარ ბოროტებას სჩადიოდნენ, ვერ გაექცვიან საკუთარ ცოდვებზე პასუხისმგებლობას; ისინიც ჩაეფლობიან ისეთ უბედურებაში, რომლის მსგავსი მილიონობით წლის მანძილზე იშვიათად თუ მომხდარა და მუდმივ პანიკასა და შიშში იცხოვრებენ. ხოლო ჩემი მიმდევრებიდან ისინი, ვინც ჩემდამი განუყოფელი ერთგულება გამოიჩინა, გაიხარებენ და ტაშს შემოჰკრავენ, და განადიდებენ ჩემს დიად ძალას. ისინი შეიგრძნობენ უდარდელი ბედნიერების ენით აუწერელ განწყობას და იცხოვრებენ ისეთ სიხარულში, როგორიც აქამდე არასდროს მიბოძებია ადამიანთა სამყაროსთვის. რამეთუ ვაფასებ კაცთა კეთილ საქმეებს და მძულს მათი ბოროტი ნამოქმედარი. მას შემდეგ, რაც კაცობრიობის წინამღძოლი გავხდი, მოუთმენლად ველი იმ კაცთა ჯგუფის მოპოვებას, რომლებიც ჩემი თანამოაზრენი იქნებიან. ხოლო მათ, რომლებიც ჩემი თანამოაზრენი არ არიან, არასოდეს ვივიწყებ; მუდამ მძულან ისინი და ველოდები ხელსაყრელ მომენტს, რათა პასუხი ვაგებინო ჩადენილი ბოროტებისთვის, რისი ხილვაც დიდ სიამოვნებას მომანიჭებს. აჰა, დადგა ჩემი დღე და მეტს აღარ დავიცდი!“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. შეამზადეთ საკმარისი კეთილი საქმენი თქვენი საბოლოო სამყოფლისთვის). ღვთის სიტყვებმა გამაგებინა, რომ ისინი, ვინც საბოლოოდ ღვთის კურთხევას მოიპოვებენ, არიან ადამიანები, რომლებიც იძენენ ჭეშმარიტებას და ღმერთთან ერთი გული და გონება აქვთ. ის შესაძლებლობა, რაც ღმერთმა დღეს მომცა ჩემი მოვალეობის შესასრულებლად, ემსახურებოდა იმას, რომ მომეპოვებინა ჭეშმარიტება, მეძია ღვთის შეცნობა და საბოლოოდ ღვთის ხსნა მიმეღო. მხოლოდ დიდებისა და სარგებლის მოპოვებაზე რომ ვყოფილიყავი ორიენტირებული, და არ მეზრუნა ჭეშმარიტების ძიებასა და კეთილი საქმეების მოსამზადებლად ჩემი მოვალეობების შესრულებაზე, ხსნის შანსს ხელიდან გავუშვებდი. ამ ეტაპზე საბოლოოდ გავიაზრე ღვთის განზრახვა, და მივხვდი, რომ მოვალეობის შესრულების ეს შესაძლებლობა ღვთის მიერ ჩემი გადარჩენა იყო, რაც მეხმარებოდა დიდების, სარგებლისა და სტატუსის ჭაობიდან თავის დაღწევაში. მადლობა გადავუხადე ღმერთს მის მიერ ნათლის მოფენისთვის და გულზე საგრძნობლად მომეშვა. ამიტომ ვილოცე ღვთის წინაშე: „ო, ღმერთო, მადლობა შენი სიტყვების ნათლის მოფენისთვის. აღარ ვიდარდებ სამსახურის სირთულეებზე და აღარც სტატუსთან დაკავშირებულ მოგებასა თუ დანაკარგზე. მზად ვარ, დავემორჩილო შენს განგებას და შევასრულო ჩემი მოვალეობა.“ მოგვიანებით, ახალმოსულთა მორწყვის მოვალეობის შესრულება დავიწყე. დღისით კომპანიაში ვმუშაობდი, სამსახურის შემდეგ კი ძმებსა და დებთან ერთად ვიკრიბებოდი ღვთის სიტყვებზე თანაზიარებისთვის, და კომპანიის სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა თითქმის შევწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოვალეობა ცოტა რთული და დამღლელი იყო, გულში სიმშვიდესა და სიხარულს ვგრძნობდი. რასაც ნამდვილად არ ველოდი ის იყო, რომ ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში, არა მხოლოდ ჩემმა გუნდმა შეასრულა გაყიდვების გეგმა, არამედ იმ კლიენტებმაც კი, რომლებთანაც მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციას ვინარჩუნებდი, რამდენიმე შეკვეთას მოაწერეს ხელი, და ჩემმა უფროსმა კომპანიის კრებაზე პირადად შემაქო. ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვიყავი, და დავინახე, თუ როგორ წარმართავდა და განაგებდა ამ ყველაფერს ღვთის ხელი და როგორ მეუფებდა მასზე.
2009 წლის 14 ნოემბერს ეკლესიის წინამძღოლად ამირჩიეს. ვიცოდი, რომ ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ჭეშმარიტება-რეალობების გასაგებად და მათში შესასვლელად, და რომ ღმერთისთვის იმედი არ უნდა გამეცრუებინა. წინამძღოლის მოვალეობა ძალიან დატვირთული იყო და მის სათანადოდ შესასრულებლად პარალელურად მუშაობას ვეღარ შევძლებდი, ამიტომ ვიცოდი, რომ სამსახურიდან წამოსვლის დრო დადგა. სწორედ მაშინ, როცა სამსახურიდან წასასვლელად გამბედაობა მოვიკრიბე, კომპანიამ განცხადება გამოსცა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩვენთვის, სტაჟიანი თანამშრომლებისთვის, ადგილობრივი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეძლებდნენ, ჩემს შემთხვევაში კი, პირდაპირ ადგილობრივ რეგისტრაციაზე შევძლებდი განაცხადის შეტანას. ამ სარგებლის დანახვისას, ცოტა შევყოყმანდი. ვიფიქრე: „ადგილობრივი რეგისტრაციის ქონა ისაა, რაზეც ბევრი ჩამოსული ოცნებობს! არა მხოლოდ უკეთესი ცხოვრებითა და სოციალური დაცვის შეღავათებით ვისარგებლებდი, არამედ ჩემი სოციალური სტატუსიც გაუმჯობესდებოდა და უფრო მეტი ადამიანის პატივისცემას დავიმსახურებდი. ეს იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელი შესაძლებლობაა! თუ სამსახურიდან წამოვალ, ასეთი კარგი შანსი აღარასდროს მექნება. იქნებ ჯობია დაველოდო, სანამ ჩემი რეგისტრაციის საკითხი მოგვარდება და სამსახურიდან მერე წამოვიდე-მეთქი?“ მაგრამ მერე ადამიანთა გადასარჩენად ღვთის გადაუდებელ განზრახვაზე დავფიქრდი, და მივხვდი, კვლავ დიდების, სარგებლისა და სტატუსის მოსაპოვებლად რომ გამეგრძელებინა ზრუნვა, ღმერთს იმედს გავუცრუებდი. სახლში დაბრუნების შემდეგ, ვილოცე ღვთის წინაშე, და ვთხოვე, რომ ეწინამძღოლა ჩემთვის თავისი განზრახვის გასაგებად და სწორი არჩევანის გასაკეთებლად. მე წავიკითხე ღვთის სიტყვები: „როგორც კაცობრიობის წევრები და ღვთისმოსავი ქრისტიანები, ყველანი პასუხისმგებელნი და ვალდებულნი ვართ მივუძღვნათ ჩვენი გონება და სხეული ღვთის დავალების აღსრულებას, რადგან მთელი ჩვენი სიცოცხლე ღვთისგანაა ბოძებული და ღვთის მეუფების წყალობით არსებობს. თუ ჩვენს გონებასა და სხეულს არ ვუძღვნით ღვთის დავალების აღსრულებასა და კაცთა მოდგმის საქმეს, მაშინ ჩვენი სულები შერცხვენილი იქნება იმათ წინაშე, ვინც ღვთის დავალებისათვის მოწამებრივად აღესრულა, და გაცილებით მეტად შერცხვენილი იქნება ღვთის წინაშე, რომელმაც ყველაფერი მოგვმადლა“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. დანართი 2: ღმერთი ხელმწიფებს მთელი კაცობრიობის ბედზე). „თუ შეგიძლია, მიუძღვნა შენი გული, სხეული და მთელი შენი გულწრფელი სიყვარული ღმერთს, დადო ეს ყველაფერი მის წინაშე, იყო მის მიმართ სრულიად მორჩილი და ითვალისწინებდე მის განზრახვებს, და მოქმედებდე არა ხორცისთვის, ოჯახის ან საკუთარი სურვილებისთვის, არამედ ღვთის სახლის ინტერესებისთვის, სადაც ღვთის სიტყვა იქნება შენი პრინციპი და ყველაფრის საფუძველი, მაშინ შენი მოტივები და პერსპექტივები სწორად განისაზღვრება და იქნები პიროვნება, რომელიც ღმერთის მოწონებას იმსახურებს მის წინაშე“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ღვთის ჭეშმარიტი მოყვარულნი არიან ისინი, ვისაც შეუძლია მისი პრაქტიკულობის უპირობო მორჩილება). „რასაც თქვენგან ვითხოვ, კვლავაც არის ის, რომ მთელი თქვენი არსება ჩემს საქმიანობას მიუძღვნათ და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ნათლად განასხვავოთ და სიზუსტით დაინახოთ ის, რაც მე თქვენში აღვასრულე, დახარჯეთ მთელი თქვენი ენერგია, რათა ჩემმა საქმიანობამ დიდ შედეგებს მიაღწიოს. აი, რა უნდა გესმოდეთ: ნუ ეცილებით ერთმანეთს, ნუ ეძებ სათადარიგო გეგმებს და ნუ ეძიებ ხორციელ კომფორტს, რათა თავიდან აიცილო ჩემი საქმიანობის დაყოვნება და შენივე დიდებული მომავლის შეფერხება. ეს ქმედება, შენი დაცვის ნაცვლად, მხოლოდ დაღუპვას მოგიტანს. განა ეს შენი მხრიდან სისულელე არ იქნებოდა?“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. სახარების გავრცელების საქმიანობა ადამიანის გადარჩენის საქმიანობაც არის). ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, თითქოს ღვთის ძახილი გავიგონე. ღმერთი იმედოვნებს, რომ ჩვენ შეგვიძლია მთელი ჩვენი ენერგია ჭეშმარიტების ძიებასა და მოვალეობების შესრულებას მივუძღვნათ, და ის მოელის ჩვენგან, ვეძიოთ აზრიანი ცხოვრება. სამსახურიდან რომ წამოვიდე, შესაძლოა, ჩემი მატერიალური პირობები ისეთივე კარგი აღარ იყოს, როგორც ადრე, და არც ჩემი სოციალური სტატუსი იყოს ისეთივე მაღალი, მაგრამ შევძლებ ღვთის სახლში ცხოვრებას და ყოველდღე მისი სიტყვების მორწყვითა და საზრდოთი ტკბობას, და შევძლებ ძმებთან და დებთან თანამშრომლობას მოვალეობების შესრულებისას და მათთან ერთად ჭეშმარიტების ძიებას. ჩემი მოვალეობის მეშვეობით შევძლებ ჭეშმარიტების გაგებას, სატანის გახრწნილი ხასიათის მოშორებას, და ღვთის ხსნის მიღებას. ეს არის ცხოვრების სწორი გზა და ყველაზე აზრიანი ცხოვრება. იმ მომენტში ვიგრძენი, თითქოს ღმერთი ჩემს არჩევანს, ჩემს პასუხს ელოდა. ღვთის სიტყვებმა ღრმად შეძრა ჩემი გული და ვიგრძენი მზაობა, რომ ღვთის დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე ნებაყოფლობით მეთქვა უარი. ვილოცე ღვთის წინაშე: „ო, ღმერთო, ვხედავ, რომ არ გამაჩნია ჭეშმარიტება და ჩემს გულში შენთვის ადგილი არ არის. ადგილობრივი რეგისტრაციის მისაღებად, კინაღამ ისევ დიდების, სარგებლისა და სტატუსის მახეში გავები. მადლობა, რომ შენმა სიტყვებმა დამიცვა, საშუალება მომცა გამეგო, რომ ჩემთვის მონდობილი მოვალეობა ჩემდამი შენი სიყვარულია, და გამეცნობიერებინა, რომ ჭეშმარიტების ძიება და ჩემი მოვალეობის შესრულება ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა დამაკმაყოფილებელი პასუხი გაგცე.“ ასე რომ, კომპანიაში სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. კომპანიის ხელმძღვანელობა გამუდმებით ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ ერთხელაც არ შევყოყმანებულვარ. ღვთის მფარველობის წყალობით, შევძელი ცდუნების დაძლევა.
კომპანიის დატოვებისთანავე, შევხედე ლურჯ ცასა და ხშირ ხეებს, და აღუწერელი სიხარული ვიგრძენი. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც გალიიდან გამოფრენილი პატარა ჩიტი, რომელიც თავისუფლად მილივლივებდა ცაში, და გამახსენდა ღვთის სიტყვების ერთი მონაკვეთი, რომელიც ძალიან მიყვარს: „როდესაც ადამიანებს აქვთ ცხოვრების სწორი მიზნები, მათ ძალუძთ, ეძიონ ჭეშმარიტება და საკუთარი თავი ჭეშმარიტების მიხედვით წარმართონ, როდესაც ისინი აბსოლუტურად ემორჩილებიან ღმერთს და ცხოვრობენ მისი სიტყვებით, როდესაც ისინი გულის სიღრმეში გრძნობენ სიმყარესა და სინათლეს, და მათი გულები თავისუფალია სიბნელისგან, და როდესაც მათ შეუძლიათ იცხოვრონ სრულიად თავისუფლად და ლაღად ღვთის წინაშე, მხოლოდ მაშინ მოიპოვებენ ისინი ჭეშმარიტ ადამიანურ ცხოვრებას და მხოლოდ ასეთი ადამიანები არიან ისინი, ვინც ფლობენ ჭეშმარიტებასა და ადამიანობას. გარდა ამისა, ყველა ჭეშმარიტება, რომელიც გაიგე და მოიპოვე, ღვთის სიტყვებიდან და თავად ღვთისგან მოდის. მხოლოდ მაშინ, როდესაც მოიპოვებ უზენაესი ღმერთის — შემოქმედის მოწონებას, და ის იტყვის, რომ ხარ ქმნილება, რომელიც სტანდარტის შესაბამისია, და რომ ცხოვრებაში ავლენ ადამიანურ მსგავსებას, შენი ცხოვრება ყველაზე აზრიანი იქნება“(სიტყვა, ტ. 3. უკანასკნელი დღეების ქრისტეს საუბრები). მხოლოდ ღმერთის რწმენითა და ღვთის თაყვანისცემით, ჭეშმარიტების ძიებით, სატანის ბნელი გავლენისგან თავის დაღწევით და ღვთის სიტყვების მიხედვით ცხოვრებით, შეგვიძლია, ვიცხოვროთ ყველაზე ფასეული ცხოვრებით, და მხოლოდ მაშინ იპოვის ჩვენი გული ნამდვილ სიმშვიდესა და სიმსუბუქეს. სწორედ ღვთის სიტყვებმა მიბიძგა სწორი არჩევანის გაკეთებისკენ. მადლობა ყოვლისშემძლე ღმერთს!
ავტორი მუ შენგი, ჩინეთი სანამ უფალ იესოს ვიპოვიდი, მრავალი ტკივილი, განსაცდელი, მარცხი და სირთულე გამოვიარე. თავდაპირველად, ტყუპი ვაჟები...
პატარა როცა ვიყავი, ქრისტიანობა მაინტერესებდა, მაგრამ რადგან ჩემი ოჯახი ბუდისტური იყო, ქრისტიანი არ გავხდი. იმ დროს ჯოჯოხეთის შესახებ...