მიანმარელი ქრისტიანის გამოცდილება ჯოჯოხეთში გარდაცვალების შემდეგ

ივლისი 8, 2026

პატარა როცა ვიყავი, ქრისტიანობა მაინტერესებდა, მაგრამ რადგან ჩემი ოჯახი ბუდისტური იყო, ქრისტიანი არ გავხდი. იმ დროს ჯოჯოხეთის შესახებ გაგონილი მქონდა, თუმცა სინამდვილეში, არ მჯეროდა ამის.

2022 წლის აპრილში, მეგობარმა ონლაინ შეკრებაზე მიმიწვია, სადაც პირველად წავიკითხე ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვები. ვიგრძენი, რომ ღვთის სიტყვები თავად ზეციური შემოქმედის მიმართვა იყო კაცობრიობისადმი. ამის შემდეგ ინტერნეტში ყოვლისშემძლე ღმერთის უამრავი სიტყვა წავიკითხე. გავიგე, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია და რომ ღმერთი დედამიწაზე ადამიანების გადასარჩენად მოვიდა. თუმცა, ვინაიდან ჩემი ოჯახი გზაზე მეღობებოდა და ასევე, იმიტომ, რომ ამქვეყნიურ რაღაცებს ვებღაუჭებოდი, შეკრებებს რეგულარულად არ ვესწრებოდი და გარკვეული ხნით ჩემი ჯგუფიც კი დავტოვე.

შემდეგ, 2023 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით დილის 9:30 საათზე, შეკრების შემდეგ რაღაცნაირად დაღლილი ვიყავი. ამიტომ, ცოტა ხნით დასასვენებლად დავწექი. მოგვიანებით, ჩემმა უმცროსმა ძმამ მითხრა, რომ ჩემმა ოჯახმა, უამრავი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით გამაღვიძა, ამიტომ სასწრაფოდ საავადმყოფოში გამაქანეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის. ექიმმა გამსინჯა და თქვა, რომ უკვე აღარ ვსუნთქავდი, ამიტომ გარდაცვალების ცნობა გასცა. ჩემს ოჯახს სხვა გზა აღარ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ სახლში დავებრუნებინე. მათ ნათესავებსა და მეზობლებს შეატყობინეს და მოემზადნენ პანაშვიდის ჩასატარებლად და სამი დღის შემდეგ ჩემს დასაკრძალად.

იმ დროს არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩვენს სახლში. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სხვა სამყაროში გადავედი. ტანზე თეთრი სამოსი მეცვა და მარტო მივუყვებოდი ჩაბნელებულ, კვამლით მოცულ პატარა ბილიკს. ცას ვერ ვხედავდი და ვერც იმას, რაც ჩემს წინ იყო. ბილიკი დაღმართზე ეშვებოდა – ოღროჩოღრო, ორმოებით სავსე, უსწორმასწორო და მიხვეულ-მოხვეული იყო. ორივე მხარეს ძლივს ვარჩევდი ათასგვარ უცნაურ მცენარეს, რომლებიც მანამდე არასდროს მენახა და რომლებიც ეკლებით იყო დაფარული. ირგვლივ ცხოველების ხმებიც მესმოდა… ბილიკზე ფეხშიშველი მივდიოდი და ქვები ტერფებში მესობოდა. მთელი სხეული მიხურდა და სუნთქვაც მიჭირდა. მივდიოდი და მივდიოდი, შემდეგ კი შავებში ჩაცმულ დემონს გადავეყარე. ის თავიდან ფეხებამდე შავი იყო — ვერც მის სახეს ვხედავდი და ვერც მის ტერფებს. მან თქვა: „წამომყევი!“ მისი ხმა მართლაც შემაძრწუნებელი იყო. შეშინებულმა, ძლივს ვკითხე: „სად მიგყავარ? არასდროს ვყოფილვარ — არ წამოვალ. სახლში მინდა წასვლა.“ გაქცევა მინდოდა. სწორედ ამ დროს, ლურჯ და შავ სამოსში გამოწყობილი ოთხი თუ ხუთი დემონი მოცურდა, ჩამავლეს ხელი და თქვეს: „შენ მკვდარი ხარ — უკან ვეღარ დაბრუნდები. ბევრი ცოდვა გაქვს ჩადენილი და უნდა დაისაჯო იმ ცოდვებისთვის, რომლებიც სიცოცხლეში ჩაიდინე.“

შემდეგ დიდი კარიბჭის წინ მიმიყვანეს, სადაც რამდენიმე დემონი დავინახე, რომლებიც იქაურობას დარაჯობდნენ. მაღლები იყვნენ, ჰქონდათ დიდი თვალები და ყურები, ზოგს კი წვეტიანი კბილები გამოსჩროდა პირიდან, რაც მათ გარეგნობას შემზარავს ხდიდა. ხელში იარაღი ეჭირათ და წელს ზემოთ არაფერი ეცვათ. ძვლებისგან დამზადებული ყელსაბამები ეკეთათ, ხოლო სხეულზე მიცვალებულთა თავის ქალები ეკიდათ. სხეული ნაწიბურებით ჰქონდათ დაფარული. როგორც კი კარიბჭის მცველებმა კარიბჭე გააღეს, უამრავი სასოწარკვეთილი კივილი გავიგონე. ახლოს თუ შორს, იქაურობა სავსე იყო საშინელი აგონიისგან გამოწვეული ბრძოლის ხმებით. იქაურობა გახურებული იყო და მბუგავი ხვატი იდგა. მართლა ძალიან შეშინებული ვიყავი და დემონებს ვკითხე: „რა დავაშავე? მე აქ არ უნდა ვიყო“. მათ სათითაოდ მაჩვენეს ყველა ის ცოდვა, რაც კი ცხოვრებაში ჩამიდენია – რომელ დღეს, რომელ საათზე და თუნდაც რომელ წუთსა და წამზე ჩავიდინე ეს ცოდვები. ის ტყუილიც კი, რომელსაც მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, სრულიად ნათლად იყო ჩაწერილი. აი, რამდენიმე მაგალითი. 2022 წლის 5 სექტემბერს, ძმებმა და დებმა დამირეკეს და შეკრებაზე მიმიწვიეს, მაგრამ ოჯახის ზეწოლის გამო ნეგატიურად ვიყავი განწყობილი და შეკრებას არ დავესწარი. 2022 წლის 10 სექტემბერს, შეკრება გავაცდინე და ძმებისა და დების ზარებს არ ვუპასუხე, რადგან მათი ნახვა არ მინდოდა. 2022 წლის 5 ოქტომბერს, ყველა შეკრების ჯგუფი დავტოვე და ეკლესიის სხვა წევრებთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე. 2022 წლის 6 ოქტომბერს, ღმერთს დავშორდი და მას ამქვეყნიური ტენდენციები და გართობა ვამჯობინე. გაოგნებული ვიყავი. როცა დავინახე, რამდენი ცოდვა მქონდა ჩადენილი, ძალიან შევშინდი.

მერე შავებში ჩაცმულმა დემონმა წამიყვანა სადღაც, სადაც ხის აბრა იყო, რომელზეც ეწერა, რომ აქ ისჯებიან ისინი, ვინც ცრუობს, სხვებს განსჯის ან გმობს ღმერთს. სწორედ ამ ადგილას ვნახე ყველაზე სასტიკი სასჯელები. პირველი ტიპის სასჯელისას დასჯილი ადამიანების პირიდან და კანიდან მწერები ამოდიოდნენ და კბენდნენ მათ, მთელ სხეულს უღრღნიდნენ, რაც მართლაც შემზარავი იყო. მეორე სახის სასჯელისას დასჯილი ადამიანები შიშვლები იყვნენ და ისინი სათითაოდ მიჰყავდათ გრძელ ფიცართან, სადაც ერთდროულად 10 ადამიანის დასჯა იყო შესაძლებელი. მათ მუხლებზე აჩოქებდნენ, ხელებს ზურგს უკან უბამდნენ, ნიკაპს კი ფიცარზე ადებინებდნენ. კისერზე თოკები ჰქონდათ შემოხვეული და როდესაც თოკს უკნიდან მოქაჩავდნენ, ენა გარეთ უვარდებოდათ. ფიცრის მოპირდაპირე მხარეს რქებიანი, საზარელი დემონი მათ ენაში კაუჭს უყრიდა, შემდეგ კი მთელი ძალით ქაჩავდა. ზოგის ენა ჩვეულებრივ სიგრძეზე ორჯერ მეტადაც იწელებოდა. ამის შემდეგ დემონი საწერკალმის სიგრძის ლურსმანს იღებდა და მათ ენით ფიცარზე აჭედებდა, რომლის ქვეშაც ცეცხლი გიზგიზებდა. ეს დემონი განუწყვეტლივ ასხამდა მათ ენაზე მდუღარე, ცეცხლოვან წყალს. ამ ცეცხლისმაგვარ წყალს შორეული აუზიდან ეზიდებოდნენ და უწყვეტად აწვდიდნენ ყველა დემონს. როდესაც წყალს ენაზე დაასხამდნენ, ენა მთლიანად იშლებოდა. ზოგს თვალის კაკლებიც კი სცვიოდა ბუდიდან. შემდეგ დემონები მთელ სხეულზე ასხამდნენ ცეცხლოვან წყალს, რათა მთლიანად გაენადგურებინათ ისინი. დასჯილი ადამიანები ტანჯვისგან მანამ ღმუოდნენ, სანამ არ მოკვდებოდნენ. ეს საზარელი სანახაობა იყო. ზოგიერთი ადამიანი ამ ყველაფერს ვერ უძლებდა და მალევე კვდებოდა, მაგრამ თუკი საჭირო იყო მათი სხვა ცოდვებისთვის დასჯა, მათ აბრუნებდნენ სიცოცხლეში, რათა დასჯა გაეგრძელებინათ. თუ დასჯის დასრულებისას ადამიანი არ იყო ჯერ გარდაცვლილი, მისი სხეულიდან გამოდიოდნენ მწერები და ცოცხლად ჭამდნენ. ამის შემდეგ ისინი კვლავ უბრუნდებოდნენ სიცოცხლეს და სხვა ფორმით ისჯებოდნენ.

მესამე სახის სასჯელი ცეცხლოვანი წყლის აუზში ჩაგდება იყო. დავინახე უზარმაზარი, მრგვალი რკინის თეფში, რომელზეც ოთხი ცალი თოკი იყო მიმაგრებული. ასი თუ ორასი ადამიანი სულ რამდენიმე წამში გადმოვიდა სხვა სასჯელის ადგილიდან და თეფშზე აღმოჩნდა. მათ დაიჩოქეს გავარვარებულ თეფშზე, ყოველგვარი სამოსის გარეშე, ხოლო ეკლიანი თოკები მათ ავტომატურად შემოეხვია და ხელები და ტანი დაუბა. ეს ადამიანები სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობისანი იყვნენ. ზოგს არ სწამდა ღმერთის, ზოგიც კი ქრისტიანი ან ბუდისტი იყო. ისინი ისჯებოდნენ იმისთვის, რომ არ მიიღეს ღვთის ახალი საქმე, გმობდნენ და განსჯიდნენ ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ღვთის ახალი საქმე მიიღო, მათი რწმენა ზედაპირული, დაუდევარი და ღვთის წინაშე თვალთმაქცური იყო. ასეთ ადამიანსაც სჯიდა ღმერთი. ყველა მათგანი თავისი რწმენის ღმერთს მოუხმობდა. ზოგი ამ ღმერთს უხმობდა, შემდეგ კი – იმ ღმერთს. იყო ხმების კაკაფონია და მათი სიტყვები მკაფიოდ არ მესმოდა. თუმცა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ გაჰყვიროდნენ – პასუხს მაინც არ იღებდნენ. ამის შემდეგ ეს ადამიანები დიდ აუზთან მიიყვანეს, რომელშიც ცეცხლოვანი წყალი დუღდა. თოკები ავტომატურად მოეშვა, რკინის თეფში გადაიხარა და ყველანი შიგნით ჩაცვივდნენ. ისინი იქ იხარშებოდნენ და იწვოდნენ; ისე ძალიან იწვოდნენ, რომ მტანჯველი აგონიისგან კიოდნენ. ზოგიერთი ადამიანი ნაპირთან იყო და მთელი ძალით ცდილობდა აუზიდან ამოსვლას, მაგრამ ისევ უკან ვარდებოდა. ცოტა ხანში კივილის ხმები შეწყდა. თითოეული მათგანი მკვდარი იყო და ცეცხლოვანი წყლით სავსე აუზის ზედაპირზე ტივტივებდა. როცა ყველა დაიხოცა, გიგანტურმა ბადემ ისინი ერთიანად ამოიღო და შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ სიცოცხლეს, რათა მომდევნო სასჯელი მიეღოთ.

ამის შემდეგ კიდევ სადღაც წამიყვანეს. იქ ადამიანებს ყველანაირი სახით სჯიდნენ მშობლების, უფროსების ან მასწავლებლების შეურაცხყოფისათვის. ზოგი მათგანი შიშველი იყო, ხოლო კისერი, ხელები და ფეხები ეკლიანი ჯაჭვებით ჰქონდათ შეკრული. მათი გამათრახება იქამდე გრძელდებოდა, სანამ ხორცის ნაფლეთების და სისხლის მასა ძირს არ ჩამოდინდებოდა. ტკივილისგან იკლაკნებოდნენ და ყვიროდნენ. ჯოჯოხეთის დემონები იყენებდნენ ნაჯახებს მათთვის ხელებისა და ტერფების დასაჭრელად, ხოლო ჩაქუჩისმაგვარ რაღაცას იმისთვის, რომ ისინი ფხვნილად ექციათ. დასჯის დროს ეკითხებოდნენ: „მაშინ, როცა ამ ცოდვას სჩადიოდი, არ გიფიქრია, რომ არ ჩაგედინა?“ ისინი ინანიებდნენ, მაგრამ არავის შეეძლო მათი გადარჩენა და წამებით იხოცებოდნენ. ამის შემდეგ ისინი ცოცხლდებოდნენ და მომდევნო სასჯელს იღებდნენ. ზოგიერთი ადამიანი ცოცხლად იყო დამარხული. იქაური მიწა მოძრაობდა, ირყეოდა და ნიადაგში ცეცხლი ენთო. დასჯილებს ნელ-ნელა მიწა ისრუტავდა და იქამდე იძირებოდნენ, სანამ არ დაიხოცებოდნენ.

შემდეგ იმ ადგილას წამიყვანეს, სადაც მრუშებს სჯიდნენ. ისინი გარბოდნენ, რათა საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ. ზოგს ისარს ესროდნენ და ასე კლავდნენ, ზოგსაც კი დანით. ზოგიერთს ცხოველები მისდევდნენ და სასიკვდილოდ გლეჯდნენ. საბოლოოდ, ვერავინ ახერხებდა თავის დაღწევას და ყველა მათგანი კვდებოდა. გარდაცვლილები ისევ ცოცხლდებონენ, რათა შემდეგი სასჯელი მიეღოთ.

კიდევ ერთი ადგილი ვნახე, რომელიც განკუთვნილი იყო იმათ დასასჯელად, ვინც ატყუებდა ადამიანებს ან ბოროტი ზრახვები ედო გულში სხვების მიმართ, ვინც საკუთარი სარგებლისთვის იყენებდა ადამიანებს, ან ვინც ანგარიშიანი ან შურიანი იყო სხვების მიმართ. იქ იყო დაკიდებული ხიდი, რომლის იატაკიც ხის იყო, ხოლო ორივე მხარეს ეკლიანი თოკები იყო გაბმული. ეკლიან თოკებზე მოჭიდება ხელებს ასისხლიანებდა, თუმცა, რომ არ მოჭიდებოდნენ, ჩაცვივდებოდნენ და მათ ქვეშ კი ცეცხლის ტბა იყო. თუ იქ არ ჩაცვივდებოდნენ, მაშინ ხორცსაკეპ მანქანაში მოუწევდათ გატარება და დაფქვა, რის შემდეგ მაინც ცეცხლის ტბაში აღმოჩნდებონენ.

ზოგიერთი ადამიანი ძალიან ზრუნავდა საკუთარ გარეგნობაზე, ფუჭად კარგავდა დროს კარგად ჩაცმაზე, ღმერთი კი საერთოდ არ სწამდა, განიკითხავდა და გმობდა კიდეც მას. მათ სახეებს მწერები ნაწილ-ნაწილ უჭამდნენ. ამათ გარდა, იყვნენ ასევე ადამიანები, რომლებიც სხვების დაწყევლის, ნივთების ქურდობის და ა.შ. გამო ისჯებოდნენ. იმის მიხედვით, თუ რა ცოდვები ჰქონდათ ჩადენილი, ადამიანებს განმეორებით სჯიდნენ ჯერ ერთი სახის სასჯელით, ხოლო შემდეგ სასჯელის სხვა ფორმაზე გადადიოდნენ. ამ სანახაობის ხილვამ მთელი სხეული ამიკანკალა. ასეთი დასჯა მართლაც სრული საშინელება იქნებოდა! ვინანე ჩემ მიერ ჩადენილი ცოდვები, მაგრამ არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა მუდარით, ვის შეეძლო ჩემი ხსნა. იმ მომენტში, გაოგნებულმა, რამდენიმე სუტრა წავიკითხე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე და შიშიც არ გამინელდა. უცებ გამახსენდა, რომ მწამდა ერთი ჭეშმარიტი ღმერთი — ყოვლისშემძლე ღმერთი. თავში ყოვლისშემძლე ღმერთის ნათქვამი ამომიტივტივდა: „რა სირთულეებსაც უნდა წააწყდეთ რეალურ ცხოვრებაში, ღვთის წინაშე უნდა წარდგეთ. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, მუხლმოდრეკით ლოცვაა. ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის(სიტყვა, ტ. 3. უკანასკნელი დღეების ქრისტეს საუბრები. ღვთისადმი რწმენაში ჭეშმარიტების მოპოვება უმნიშვნელოვანესი რამ არის). ვიცოდი, რომ ღმერთი მართავს ყველაფერს და ის, რასაც მე გავდიოდი, მისი ნებით ხდებოდა. ამიტომ მისთვის უნდა მიმემართა. დავფიქრდი ჩემს სხვადასხვა ცოდვაზე. ღმერთისადმი ზედაპირული ვიყავი და უგულებელვყოფდი მას. ჩემს რწმენას პრაქტიკაში ვიყენებდი და შეკრებებს ვესწრებოდი, როცა თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ, როცა კარგად არ ვიყავი, შეკრებებს ვაცდენდი. ქრისტიანი ვიყავი, მაგრამ ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენა არ მქონდა. მის მიმართ ზედაპირული და თვალთმაქცი ვიყავი. სიამოვნებით ვფლანგავდი დროს გართობაში, ხოლო ღმერთის თაყვანისცემისთვის დროს საერთოდ არ ვხარჯავდი. სინანულმა შემიპყრო, როცა ამ ყველაფერზე დავფიქრდი და მთელი გულით ვილოცე ღვთისადმი: „ყოვლისშემძლე ღმერთო, ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი. ზედაპირული და შენს მიმართ გულგრილი ვიყავი, ვტკბებოდი ცოდვის ჩადენის სიხარულითა და ჩემი მოვალეობის ცუდად შესრულებით. ახლა კი ნამდვილად შეშინებული და სინანულით სავსე ვარ. არ მინდა აქ მოვხვდე და ამ ცოდვებისთვის დავისაჯო. მზად ვარ, მოვინანიო — გთხოვ, მომეცი ამის შანსი. მსურს დავემორჩილო შენს განაწესს და ყველაფერი შენი განზრახვის შესაბამისად გავაკეთო“. ვლოცულობდი და კვლავ და კვლავ ამგვარად ვაგრძელებდი აღსარებას, ერთმანეთის მიყოლებით, ვინანიებდი ღმერთის წინაშე ჩემ მიერ ჩადენილ ცოდვებს. ნელ-ნელა დავმშვიდდი და აღარ მეშინოდა ისე ძალიან. მოგვიანებით ვიგრძენი, თითქოს ვიღაცამ ჩემი სახელი დაიძახა. შემდეგ დავინახე სინათლის სხივი და სინათლიდან გაისმა ხმა და მითხრა: „დანი, მოინანიე? ბევრი ცოდვა გაქვს ჩადენილი. ღმერთს უნდა დაეყრდნო და შეწყვიტო ამ ცოდვების ჩადენა — ნუ დაელოდები სასჯელს, რათა მერე მოინანიო. ღვთის სიტყვები გულში ჩაიბეჭდე და ჭეშმარიტება ეძიე. ის, რასაც შეიმეცნებ და პრაქტიკაში განახორციელებ, სწორი უნდა იყოს. ეს შენი ბოლო შანსია და შემდეგ ჯერზე ხსნა შენთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. სანამ ცოცხალი ხარ, ბევრი იშრომე, რათა შენი მოვალეობა კარგად შეასრულო და ღვთის სასუფეველში მოხვდე. ნუ გაიმეორებ შენს ცოდვებსა და შეცდომებს და ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რასაც ინანებ. ვინაიდან შენი მოვალეობა ჯერ არ დაგისრულებია, არ მოკვდები. შენ გადაარჩენ მათ, ვინც გასაჭირში აღმოჩნდება“.

ეს ხმა არავის ეკუთვნოდა, ვისაც ვიცნობდი. თითქოს ქარის ხმას მოჰყვებოდა. სრულიად მკაფიოდ არ ჟღერდა, მაგრამ მაინც შევძელი სიტყვების გარჩევა. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვები მკაცრი იყო, ისინი შეგონებას შეიცავდა და სიმშვიდეს მგვრიდა. მათგან სითბო და უსაფრთხოების განცდა მოდიოდა. ისეთი ბედნიერება ვიგრძენი, როგორიც მანამდე არასდროს განმეცადა. ვიცოდი, რომ ღმერთი მშველოდა და მეორე შანსს მაძლევდა ცხოვრებაში. ამ ხმის გაგონების შემდეგ ნელ-ნელა გონს მოვედი.

გაღვიძების შემდეგ ვკანკალებდი, რადგან ისევ ძალიან მეშინოდა. საშინლად ვგრძნობდი თავს და ძალიან ვნანობდი ამდენი ცოდვის ჩადენას. ვიცოდი, რომ ეს ღვთის გაფრთხილება იყო ჩემთვის. ყველაფერი, რაც ღმერთმა თქვა, სიმართლე იყო. მისი ნათქვამი უნდა დამეჯერებინა და მისთვის მომესმინა. არ მქონდა უფლება ღმერთს გულგრილად მოვქცეოდი და ზედაპირული ვყოფილიყავი. ღმერთი მაძლევდა შანსს, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შემეძლო. ჩემს უმცროსს ძმას ვუთხარი: „მინდა და სამერს გავესაუბრო“. და სამერი იყო ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესიის მომრწყველი, რომელიც ხშირად ესწრებოდა ჩემთან ერთად ონლაინ შეკრებებს. სამერმა ღვთის სიტყვები გამომიგზავნა მას შემდეგ, რაც ჩემი მდგომარეობის შესახებ შეიტყო. ყოვლისშემძლე ღმერთი ამბობს, „ღმერთი პასუხისმგებელია თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე და იგი ბოლომდე პასუხისმგებელია. ღმერთი გარჩენს, და თუნდაც სატანის მიერ განადგურებულ ამ გარემოში დაავადდე, შეიბილწო ან ძალადობის მსხვერპლი გახდე, ამას მნიშვნელობა არ აქვს — ღმერთი მაინც გარჩენს და სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას მოგცემს. თქვენ უნდა გქონდეთ ამის რწმენა. ღმერთი ასე მარტივად არ დაუშვებს ადამიანის სიკვდილს(სიტყვა, ტ. 2. ღვთის შემეცნების შესახებ. თავად ღმერთი, ერთადერთი VII). „დაბადებიდან დღემდე ღმერთმა ბევრი საქმე აღასრულა შენზე, მაგრამ იგი დაწვრილებით არ გაბარებს ანგარიშს ყველაფერზე, რაც გააკეთა. ღმერთმა არ დაუშვა, რომ ეს გცოდნოდა და არც უთქვამს შენთვის. თუმცა, კაცობრიობისთვის ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, მნიშვნელოვანია. ღვთის გადმოსახედიდან, ეს არის ის, რაც მან უნდა აღასრულოს. მის გულში არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოს და რაც ბევრად აღემატება ყოველივე ამას. ანუ ადამიანის დაბადებიდან დღემდე ღმერთმა უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. … ეს «უსაფრთხოება» ნიშნავს, რომ სატანა არ შთანგთქავს. არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი? ის, რომ სატანამ არ შთანგთქას — ეხება თუ არა ეს შენს უსაფრთხოებას? დიახ, ეს შენს პირად უსაფრთხოებას ეხება და ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი შეიძლება იყოს. თუკი სატანამ შთანგთქა, შენი სული და ხორცი აღარ ეკუთვნის ღმერთს. ღმერთი აღარ გადაგარჩენს. ღმერთი ტოვებს იმ სულებსა და ადამიანებს, რომლებიც სატანამ შთანთქა. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ღმერთმა უნდა გააკეთოს, შენი ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, იმის უზრუნველყოფა, რომ სატანამ არ შთანგთქას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასე არ არის?(სიტყვა, ტ. 2. ღვთის შემეცნების შესახებ. თავად ღმერთი, ერთადერთი VI).

ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვების წაკითხვამ უსაფრთხოების განცდა მომანიჭა, თითქოს საყრდენი მომეცა. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ დაბადებიდან ამ წუთამდე, ღმერთი გვხელმძღვანელობს, თვალყურს გვადევნებს და ყოველ წამს გვიცავს. მე უნდა წარვდგე ღვთის წინაშე, ჩემი მოვალეობა ჯეროვნად აღვასრულო და გადავუხადო მისი საოცარი მადლისთვის. უნდა დამემოწმებინა, რომ ღმერთს ნამდვილად აქვს მეუფება ყველაფერზე, მათ შორის სულიერ სამყაროზე, რომელიც ჩვენი თვალებისთვის უხილავია. ჯოჯოხეთი ნამდვილად არსებობს. მე არ გამოვცადე ჯოჯოხეთის სასჯელის ტანჯვა, მაგრამ ვნახე, თუ როგორ ისჯებოდნენ ადამიანები ჯოჯოხეთში. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც მიწიერი ტენდენციებისკენ ისწრაფვის და სატანას მიჰყვება. ისინი ღვთის წინაშე არ მისულან. მე ძალიან ვდარდობ მათზე და არ მინდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ, ჯოჯოხეთში მოხვდნენ და იმგვარად დაიტანჯონ. იმის მიუხედავად, მიიღებენ თუ არა ისინი ყოვლისშემძლე ღმერთის უკანასკნელი დღეების საქმეს, მე ჩემს პასუხისმგებლობას შევასრულებ და მათთვის დავამოწმებ, რომ ჯოჯოხეთი ნამდვილად არსებობს და რომ ღვთის ხელმწიფება ჭეშმარიტად არსებობს. მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია ჩვენი ხსნა ჯოჯოხეთის ტანჯვისგან. მსურს წავიკითხო ნაწყვეტი ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვებიდან მათთვის, ვინც ჯერ არ მისულა მის წინაშე და მათთვის, ვინც მიიღო ყოვლისშემძლე ღმერთი, მაგრამ მის ხსნას საგანძურად არ მიიჩნევს.

ყოვლისშემძლე ღმერთი ამბობს, „ჩემი საბოლოო საქმის მიზანი არა მხოლოდ ადამიანის დასჯაა, არამედ მისი მომავალი დანიშნულების განსაზღვრაც. უფრო მეტიც, ეს ემსახურება იმას, რომ ყოველმა კაცმა სცნოს და აღიაროს ჩემი საქმენი და მოქმედებანი. მე დავანახებ ყოველსა კაცსა, რომ ყოველი, რაც მიქმნია, სამართლიანია და ხასიათის გამოხატულებაა. ეს არ არის კაცის ნამოქმედარი და მით უმეტეს, არც ბუნების ნაყოფი, რომელმაც კაცობრიობა შვა, არამედ მე ვარ იგი, რომელიც ასაზრდოებს ყოველსა ცოცხალსა არსებას ყოველივე არსებულში. ჩემი არსებობის გარეშე კაცობრიობა მხოლოდ დაიღუპება და გაუბედურდება. ვერცერთი ადამიანი ვეღარ იხილავს მშვენიერ მზესა და მთვარეს ან მწვანე სამყაროს. კაცობრიობას მხოლოდ ბნელი და ცივი ღამე და სიკვდილის ჩრდილის ულმობელი ხეობა ელის. მე ვარ კაცობრიობის ერთადერთი გამომსყიდველი და ერთადერთი იმედი, უფრო მეტიც, მე ვარ იგი, ვისზეც მთელი კაცობრობის არსებობაა დამოკიდებული. ჩემს გარეშე კაცობრიობა მყისვე გაჩერდება და გამანადგურებელ კატასტროფას განიცდის. მას ფეხქვეშ გათელავენ ყოვლგვარი ბოროტი სულები, თუმცა ჩემს არსებობას ყურად არავინ აგდებს. მე ვქმენი საქმე, რომლის ქმნაც სხვას არ ძალუძს და მხოლოდ იმას მოველი კაცისგან, რომ სიკეთით გადამიხადოს იგი. თუმცა მხოლოდ ცოტამ შეძლო ეს, მე მაინც დავასრულებ ჩემს გზას კაცთა შორის და დავიწყებ ჩემი საქმის შემდეგ ეტაპს, რომელიც განწესებულია აღსასრულებლად, ვინაიდან ამ მრავალი წლის განმავლობაში ჩემი მიმოსვლა კაცთა შორის ნაყოფიერი იყო და მე კმაყოფილი ვარ. მადარდებს არა კაცთა სიმრავლე, არამედ მათი კეთილი საქმენი და ნებისმიერ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ თქვენ შეამზადებთ საკმარის კეთილ საქმეებს თქვენივე საბოლოო სამყოფელისთვის. მაშინ მე კმაყოფილი ვიქნები, ხოლო თუ არა, ვერც ერთი თქვენგანი ვერ განერიდება უბედურებას. ეს უბედურება მომდინარეობს ჩემგან და ჩემივე ნებით იმართება. თუ თქვენ ვერ გამოჩნდებით კეთილნი ჩემს თვალში, უბედურებას ვერ გაექცევით(სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. შეამზადეთ საკმარისი კეთილი საქმენი თქვენი საბოლოო სამყოფლისთვის).

უნდა ითქვას, რომ შენ იღბლიანი ხარ, რადგან აქ გექნება შესაძლებლობა შეხვდე უფალს, იპოვო ტანჯვისგან თავის დაღწევისა და კარგი ცხოვრების გზა; ეს არის ღვთის კურთხევა, რომელიც შენზე მოდის. გსურს ამის მიღება?