მიანმარელი ქრისტიანის გამოცდილება ჯოჯოხეთში გარდაცვალების შემდეგ
პატარა როცა ვიყავი, ქრისტიანობა მაინტერესებდა, მაგრამ რადგან ჩემი ოჯახი ბუდისტური იყო, ქრისტიანი არ გავხდი. იმ დროს ჯოჯოხეთის შესახებ...
მივესალმებით ყველა მაძიებელს, ვისაც ღვთის გამოჩინება სწყურია!
სანამ უფალ იესოს ვიპოვიდი, მრავალი ტკივილი, განსაცდელი, მარცხი და სირთულე გამოვიარე. თავდაპირველად, ტყუპი ვაჟები შემეძინა, რომლებიც ნაადრევად დაიბადნენ და ვერ გადარჩნენ, შემდეგ ბიზნესში არაერთი მარცხი განვიცადე და ხალხი ჩემ წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა, იმ დონემდე, რომ საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შევძელი. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მძიმე ასატანი ჩემი ქმრის ღალატი იყო. ყველა ამ დარტყმამ, ერთმანეთის მიყოლებით, ისე დამტანჯა, რომ თითქმის ცხოვრების გაგრძელების სურვილიც დავკარგე. 2001 წელს, როდესაც უფალი იესო ვიპოვე, დავინახე იმედი. უფლის პოვნის შემდეგ დავიწყე ბიბლიის კითხვა, შეკრებებზე დასწრება, ყოველდღე უფლისადმი ლოცვა და ჩემი ტვირთისა და ტკივილის მისთვის მინდობა, ნელ-ნელა ჩემი ტკივილი და დარდი გაქრა და გულში ისეთმა მშვიდობამ და სიმშვიდემ დაისადგურა, როგორიც მანამდე არასოდეს განმიცდია. ასევე, ბევრად უფრო ბედნიერი და თავისუფალი გავხდი. მოგვიანებით კიდევ ერთი ვაჟი შემეძინა და ცხოვრება თანდათან დალაგდა. ამ ცვლილებებმა მაგრძნობინა, რომ უფალი იესო ნამდვილად ერთგული და საოცარია. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ უფალი ვიპოვე და გულწრფელად მადლიერი ვიყავი უფალი იესოსი ჩემი ხსნისთვის.
2003 წლის მაისში მივიღე ყოვლისშემძლე ღმერთის უკანასკნელი დღეების საქმე და შევეგებე უფლის დაბრუნებას. გავიგე, რომ ეს არის კაცობრიობის გადასარჩენად ღვთის საქმის საბოლოო ეტაპი, რომლის მიზანიც ადამიანის ცოდვის ფესვისა და მისი გახრწნილი ხასიათის აღმოფხვრაა, და საბოლოოდ გადარჩენილთა ღვთის სამეფოში შეყვანა. ჭეშმარიტად კურთხეულად ვგრძნობდი თავს და უზომოდ აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი, ამიტომ, მტკიცედ გადავწყვიტე გულმოდგინედ მევლო ამ გზაზე. ამის შემდეგ ყოველდღე ვლოცულობდი და ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვებს ვკითხულობდი, და ნებისმიერ ამინდში, წვიმა იქნებოდა თუ მზე, შეკრებებს არასოდეს ვაცდენდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი ჩემს რწმენას ეწინააღმდეგებოდა, ეს ვერ მზღუდავდა. სახლში მასპინძლობის მოვალეობას ვასრულებდი და როცა დრო მქონდა, სახარებასაც ვქადაგებდი. ვფიქრობდი, რომ ასეთი ენთუზიაზმით სწრაფვის წყალობით, ღმერთი აუცილებლად მომიწონებდა უფრო მეტ მადლსა და კურთხევას მომანიჭებდა და მომავალში მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას მაჩუქებდა.
მოგვიანებით, ჩემი ერთი წლის ვაჟს მუდმივად ჰქონდა სიცხე, ზოგჯერ 39°C-მდეც ასდიოდა, ასევე მძიმე ასთმაც აწუხებდა. ხანდახან აღებინებდა და წამლები არ მოქმედებდა, და საჭირო ხდებოდა საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც რამდენიმე დღის ან თუნდაც ნახევარი თვის განმავლობაში მუდმივი ინტრავენური მკურნალობა უტარდებოდა, სანამ მდგომარეობა არ გაუუმჯობესდებოდა. ყოველდღე იმის ყურება, როგორ უკეთებდნენ ჩემს შვილს ინექციებს, ან როგორ იღებდა წამლებს, როგორ უთხელდებოდა ფუმფულა ლოყები, ეკარგებოდა უწინდელი ვარდისფერი ფერი და ბზინვარება, გულს მიფლეთდა და ცრემლებამდე მივყავდი. მხოლოდ ის მინდოდა, რომ მის ნაცვლად მე ვყოფილიყავი ავად. ექიმმა თქვა, რომ ეს თანდაყოლილი ალერგიული ასთმა იყო და რომ ეს დაავადება საკმაოდ რთული იყო, რადგან სპეციალური მკურნალობის გეგმა არ არსებობდა და მხოლოდ ჩვეულებრივი მკურნალობით შეიძლებოდა მისი კონტროლი, მაგრამ ასევე თქვეს, რომ ასაკის მატებასთან და იმუნური სისტემის გაძლიერებასთან ერთად მდგომარეობა შესაძლოა გაუმჯობესებულიყო. ექიმის ბუნდოვანი სიტყვების მოსმენა ტკივილითა და უმწეობის გრძნობით მავსებდა. ხშირად ვლოცულობდი ღვთის მიმართ და ვთხოვდი, რომ ჩემი შვილი ავადმყოფობისგან განეკურნა. თუმცა, ჩემი შვილის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა და ჩემში ეჭვები გაჩნდა, ვფიქრობდი: „მე ყოველთვის გულმოდგინედ მივყვებოდი ჩემს რწმენას, ყოველდღე ვლოცულობდი და ვკითხულობდი ღვთის სიტყვას, არასოდეს ვაცდენდი შეკრებებს და აქტიურად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს. განა ღმერთმა არ უნდა დამლოცოს? როდესაც უფალი იესოსი მწამდა, მადლს, კურთხევას, მშვიდობასა და სიხარულს ვგრძნობდი. მაგრამ ახლა, როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთის მჯერა, რატომ არ განკურნა ჩემი შვილი ავადმყოფობისგან? ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშ, განა არ შეეძლო თუნდაც ერთი სიტყვით განეკურნა ჩემი შვილი? რატომ არ ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვებს?“ განსაკუთრებით მახსენდებოდა ჩემი ნათესავის შვილი, რომელსაც მაღალი სიცხის დაგვიანებული მკურნალობის გამო ტვინი დაუზიანდა. ჩემი შვილი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო და ვფიქრობდი, რომ მისი ხშირი მაღალი სიცხეები ტვინს დააზიანებდა და მის ინტელექტზეც იმოქმედებდა. ამაზე ფიქრიც კი გულსაკლავი ტკივილით მავსებდა. ჩემი ტყუპები უკვე აღარ მყავდა და ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ორგანიზმს დაორსულების პრობლემა ჰქონდა, ამიტომ თუ ჩემს შვილს რამე დაემართებოდა, როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას? ამ ყველაფერზე ფიქრისას გულამომჯდარი ვტიროდი, ტირილით ვლოცულობდი ღვთის მიმართ, ვთხოვდი, რომ შეეწყალებინა და დაეცვა ჩემი შვილი და სწრაფად განეკურნა იგი. მაგრამ რამდენიც არ უნდა მელოცა, თითქოს ღმერთი არ მისმენდა. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემი შვილის ავადმყოფობა არა მხოლოდ არ გაუმჯობესებულა, არამედ მას უფრო ხშირად ჰქონდა სიცხე და როცა ტემპერატურა აუწევდა, სუნთქვაც უჭირდა, არაფერს ჭამდა და ჭამის შემდეგ აღებინებდა. ჩემი შვილის ასეთ პატარა ასაკში ამდენი ტკივილის ატანა თითქმის აუტანელ გულისტკივილს მაყენებდა და ჩემში ეჭვები გაჩნდა ღმერთის მიმართ, ვფიქრობდი: „როდესაც უფალი იესოსი მწამდა, ავადმყოფობისას ლოცვის შემდეგ ყოველთვის ვიღებდი განკურნებას, მაგრამ ახლა, როცა ყოვლისშემძლე ღმერთის მჯერა, რატომ არ მოქმედებს ჩემი ლოცვები? ნუთუ არასწორი რამის მწამს? არის თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთი ნამდვილად დაბრუნებული უფალი იესო?“ რადგან ჩემი შვილი ასე ხშირად ავადმყოფობდა, მთელი ჩემი ყურადღება მის მოვლაზე მქონდა გადატანილი. შეკრებებს რეგულარულად აღარ ვესწრებოდი, ვეღარ ვახერხებდი ღვთის სიტყვების მშვიდად კითხვას და ლოცვებში სათქმელიც აღარ მქონდა. ჩემი გული თითქოს ღმერთს შორდებოდა.
მოგვიანებით რამდენიმე და მესტუმრა, რომ დამხმარებოდნენ და მხარი დაეჭირათ და მათ ჩემთვის ღვთის სიტყვებიდან რამდენიმე ნაწყვეტი მოიძიეს წასაკითხად. მე წავიკითხე ყოვლისშემძლე ღმერთის ეს სიტყვები: „ღვთის მიერ ადამიანებზე შესრულებული საქმის ყოველი ნაბიჯი გარეგნულად ადამიანებს შორის ურთიერთქმედებად ჩანს, თითქოს ადამიანური განაწესითა თუ ადამიანური არევ-დარევის შედეგად გაჩნდა. მაგრამ საქმის ყოველი ნაბიჯის, ყოველი მოვლენის მიღმა დგას სატანის მიერ ღვთის წინაშე დადებული სანაძლეო და ის ადამიანებისგან მოითხოვს, რომ მტკიცედ იდგნენ ღვთისადმი თავიანთ მოწმობაში. აიღეთ, მაგალითად, როდესაც იობი გამოიცადა: კულისებს მიღმა სატანა ღმერთთან სანაძლეოს დებდა, ხოლო ის, რაც იობს დაემართა, ადამიანთა ქმედებები და ადამიანთაგან გამოწვეული არევ-დარევა იყო. საქმის ყოველი ნაბიჯის მიღმა, რომელსაც ღმერთი თქვენზე ასრულებს, დგას სატანის სანაძლეო ღმერთთან — მის მიღმა ბრძოლაა. … ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, მისი გულის სისხლის გარკვეულწილად გაღებას მოითხოვს. ნამდვილი ტანჯვის გარეშე ისინი ვერ დააკმაყოფილებენ ღმერთს. ისინი ახლოსაც კი ვერ მიდიან ღვთის კმაყოფილებასთან და მხოლოდ ფუჭ ლოზუნგებს ისვრიან! ეს ფუჭი ლოზუნგები ღმერთს დააკმაყოფილებს? როდესაც ღმერთი და სატანა სულიერ სამყაროში ერთმანეთს ებრძვიან, როგორ უნდა ასიამოვნო ღმერთს და როგორ უნდა იდგე მტკიცედ მისთვის შენს მოწმობაში? უნდა იცოდე, რომ ყველაფერი, რაც თავს გადაგხდება, დიდი განსაცდელია და დრო, როდესაც ღმერთს შენი მხრიდან მოწმობის გაცემა სჭირდება“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. მხოლოდ ღვთის სიყვარულია ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა). ერთ-ერთმა ჩემმა დამ თქვა: „ცხოვრებაში ბევრ იმედგაცრუებას შევხვდებით და ყოველი მათგანის მიღმა სულიერი ბრძოლა იმალება. ღვთის მხრიდან — ეს განსაცდელია, რითაც ღმერთი ამოწმებს, რამდენად მტკიცეა ჩვენი რწმენა მის მიმართ და შევძლებთ თუ არა ჩვენს მოწმობაში მტკიცედ დგომას; სატანის მხრიდან კი — ეს არის შეტევა და ცდუნება, რომლის მიზანიცაა, დაგვაეჭვოს ღვთის საქმეში და საბოლოოდ ღმერთი უარვყოთ და ვუღალატოთ. ეს ზუსტად იობის შემთხვევას ჰგავდა. ერთი შეხედვით, თითქოს ყაჩაღებმა მისი ქონება გაიტაცეს და მთელი სხეული მტკივნეული წყლულებით ჰქონდა დაფარული, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო სატანის მიერ ღმერთთან დადებული გამოცდა. სატანას სურდა ენახა, ბოლოს იობი რომელ მხარეს დადგებოდა. დღეს, ყოვლისშემძლე ღმერთი მოვიდა, რათა ჭეშმარიტება გამოგვიცხადოს და გვიხსნას და სატანა ამას ვერ ეგუება. ამიტომ, ის ჩვენი შვილების ავადმყოფობას იყენებს, რომ დაგვესხას და დაგვაბრკოლოს, ცდილობს, ღმერთში ეჭვი შეგვატანინოს, ან თუნდაც მისი უარყოფისა და მიტოვებისკენ გვიბიძგოს. ჩვენ კი, საჭიროა, უფრო მეტად ვილოცოთ და ღმერთს მივენდოთ, რათა სატანის ხრიკები გავარჩიოთ“. დის თანაზიარების მოსმენის შემდეგ, საკუთარ ქცევებსა და გამოვლინებაზე დავფიქრდი და დავინახე, რომ ღმერთის მიმართ ნამდვილი რწმენა და მორჩილება არ მქონდა, ასევე, არ მქონდა სატანის ხრიკების გარჩევის უნარი. მე მხოლოდ ჩემს ენთუზიაზმს ვეყრდნობოდი რწმენაში და საკუთარი წარმოდგენებით ვფიქრობდი, რომ უფალმა იესომ ავადმყოფები განკურნა, დემონები განდევნა და მადლი და კურთხევა გასცა და რადგანაც მჯეროდა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი დაბრუნებული უფალი იესოა, ვფიქრობდი, რომ ის აუცილებლად გამოავლენდა ნიშნებსა და სასწაულებს, განკურნავდა ავადმყოფებს და ბოროტ სულებს განდევნიდა. ამიტომაც, განუწყვეტლივ ვლოცულობდი ღვთის წინაშე და ვთხოვდი, ჩემი შვილი განეკურნა. ვფიქრობდი, რომ ღმერთი აუცილებლად გაითვალისწინებდა ჩემს გულწრფელ მისწრაფებას და ჩემს შვილს სწრაფად განკურნავდა. თუმცა, როდესაც რეალობა ჩემი მოლოდინისგან სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა და ბავშვის მდგომარეობა არა მხოლოდ არ გაუმჯობესდა, არამედ კიდევ უფრო დამძიმდა, დავიწყე ღმერთში ეჭვის შეტანა და თანდათან დამეკარგა ლოცვის, შეკრებებზე დასწრებისა და მოვალეობების შესრულების სურვილი. გაუცნობიერებლად ძალიან ბევრი გახრწნილი მდგომარეობა გამოვავლინე. თვითონაც მეგონა, რომ ჩემი წარმოდგენები სრულად სწორი იყო, მაგრამ საბოლოოდ დავინახე, რომ ღმერთისადმი ჩემს რწმენაში სრულიად დაბნეული ვიყავი. როდესაც საკუთარი ნაკლოვანებები გავაცნობიერე, შეგნებულად დავიწყე ღვთის სიტყვების უფრო ინტენსიურად კითხვა და მათზე დაფიქრება, უფრო ხშირად ვესწრებოდი შეკრებებს, ასევე, ვლოცულობდი ღვთის წინაშე და ვთხოვდი, ჩემი შვილის ავადმყოფობის საშუალებით მესწავლა.
ერთ დღეს, სულიერი პრაქტიკის დროს, ღვთის სიტყვებიდან რამდენიმე მონაკვეთი წავიკითხე და მისი საქმის შესახებ გარკვეული გაგება მივიღე. ოვლისშემძლე ღმერთი ამბობს: „ადამიანის წარმოდგენებში ღმერთი ყოველთვის უნდა გვიჩვენებდეს ნიშნებს და აღავლენდეს სასწაულებს, უნდა კურნავდეს სნეულებს და დევნიდეს ეშმაკებს, და ყოველთვის იესოს მსგავსი უნდა იყოს. მაგრამ ამჯერად ღმერთი ასეთი საერთოდ არ არის. უკანასკნელ დღეებში, ღმერთს რომ კვლავ ეჩვენებინა ნიშნები და აღევლინა სასწაულები, განეკურნა სნეულები და განედევნა ეშმაკნი — ანუ აღესრულებინა იგივე, რაც იესომ უკვე აღასრულა, მაშინ ღმერთი გაიმეორებდა ერთსა და იმავეს, და იესოს ღვაწლს მნიშვნელობა ან ღირებულება დაეკარგებოდა. ამრიგად, ღმერთი ყოველი ჟამისას ერთ ეტაპს ახორციელებს. ყოველი ეტაპის დასრულებისას, ბოროტი სულები მას იმეორებენ და სატანა ღმერთის ღვაწლს კუდში მიჰყვება, რის შემდეგაც ღმერთი მეთოდებს ცვლის. როდესაც ღმერთი თითოეულ ეტაპს აღასრულებს, ბოროტი სულები მას იმეორებენ. თქვენ ეს კარგად უნდა მოისმინოთ და გაითავისოთ. რატომ განსხვავდება დღევანდელი ღმერთის საქმე იესოს საქმისგან? რატომ არ გვიჩვენებს დღეს ღმერთი ნიშნებს და არ აღავლენს სასწაულებს, არ დევნის ეშმაკთ და არ კურნავს სნეულებს? თუ იესოს საქმენი დაემთხვეოდა მის მიერ სჯულის ჟამს აღსრულებულ საქმეს, მაშინ როგორ წარსდგებოდა ის, როგორც მადლის ჟამის ღმერთი? აღასრულებდა ის ჯვარცმას? სჯულის ჟამის მსგავსად, იესოსაც რომ ტაძარში ევლო და შაბათი დაეცვა, მას არავინ განდევნიდა და ყველანი გულში ჩაიკრავდნენ. და თუკი ეს ასე იქნებოდა, შეძლებდა ის ჯვარცმას? შეძლებდა გამოსყიდვის საქმის აღსრულებას? რა აზრი ექნებოდა ამ ყოველივეს, თუ უკანასკნელ დღეებში ღმერთი ხორცშესხმული იესოსავით ადამიანებს ნიშნებს უჩვენებდა და საოცრებებს აღავლენდა? მხოლოდ მაშინ, თუ უკანასკნელ დღეებში ღმერთი აღასრულებს მისი მმართველობის საქმის შემდგომ ნაწილს, ადამიანი ღირსეულად შეიცნობს ღმერთს, და მხოლოდ ამ შემთხვევაში აღსრულდება ღმერთის განგებულება“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ღმერთის ამჟამინდელი მოღვაწეობის შეცნობა). „ამ ეპოქაში ღვთის მიერ შესრულებული საქმე უმთავრესად ადამიანისთვის სიცოცხლის სიტყვების ბოძებაა; ესაა ადამიანის ბუნება-არსებისა და მისი გახრწნილი ხასიათის მხილება; ესაა მისი რელიგიური წარმოდგენების, ფეოდალური აზროვნების, მოძველებული აზროვნების, ცოდნისა და კულტურის აღმოფხვრა. ყოველივე ეს ღვთის სიტყვებით მხილების გზით უნდა განიწმინდოს. უკანასკნელ დღეებში ღმერთი იყენებს სიტყვებს, ნიშნებისა და სასწაულების ნაცვლად, რათა ადამიანი სრულყოფილი გახადოს. იგი იყენებს სიტყვებს, რათა გამოააშკარავოს ადამიანი, განსაჯოს, გაკიცხოს და სრულყოს ის, რათა ღმერთის სიტყვებში ადამიანმა მისი სიბრძნე და მშვენიერება დაინახოს, რათა შეიცნოს ღვთის ხასიათი რათა ღვთის სიტყვების მეშვეობით ადამიანმა ღვთისავე საქმეები იხილოს“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ღმერთის ამჟამინდელი მოღვაწეობის შეცნობა). „დღეს ყველა თქვენგანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკანასკნელ დღეებში ღმერთი უმთავრესად იმ ფაქტს აღასრულებს, რომ «სიტყვა ხორცად იქცევა». თავისი პრაქტიკული საქმის აღსრულებით დედამიწაზე, ის საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ გაიცნოს ის, ურთიერთობა ჰქონდეს მასთან და დაინახოს მისი პრაქტიკული საქმეები. იგი ადამიანს საშუალებას აძლევს, ნათლად იხილოს, რომ მას შეუძლია ნიშნებისა და სასწაულების მოხდენა და რომ ასევე არსებობს დრო, როდესაც მას ამის გაკეთება არ ძალუძს; ეს ეპოქაზეა დამოკიდებული. აქედან შეგიძლია იხილო, რომ ღმერთი კი არ არის უძლური ნიშნებისა და სასწაულების მოხდენაში, არამედ იგი თავის მოქმედების წესს ცვლის შესასრულებელი საქმისა და ეპოქის შესაბამისად. საქმის ამჟამინდელ ეტაპზე იგი არ ახდენს ნიშნებსა და სასწაულებს; მან მოახდინა გარკვეული ნიშნები და სასწაულები იესოს ეპოქაში, ვინაიდან მისი საქმე იმ ეპოქაში განსხვავებული იყო. ღმერთი დღეს ამ საქმეს არ აკეთებს, ამიტომ ზოგს იგი ნიშნებისა და სასწაულების მოხდენაში უძლური ჰგონია, ან ფიქრობენ, რომ რაკი იგი ნიშნებსა და სასწაულებს არ ახდენს, ესე იგი ღმერთი არ არის. განა ეს აბსურდული დასკვნა არ არის? ღმერთს შეუძლია ნიშნებისა და სასწაულების მოხდენა, მაგრამ იგი სხვა ეპოქაში მოქმედებს, ამიტომაც არ აკეთებს ამგვარ საქმეს. სხვადასხვა ეპოქაში და თავისი საქმის სხვადასხვა ეტაპის შესაბამისად, ღმერთი სხვადასხვა საქმეს ავლენს. ადამიანის რწმენა ღმერთისადმი არ არის ნიშნებისა და სასწაულების რწმენა, არც საოცრებების რწმენაა, არამედ რწმენა მისი პრაქტიკული საქმისა ახალ ეპოქაში. ადამიანი ღმერთს მისი მოქმედების წესით შეიცნობს; ეს ცოდნა ადამიანში შობს ღვთისადმი რწმენას, ესე იგი, რწმენას ღვთის საქმისა და მისი საქმეების მიმართ. საქმის ამ ეტაპზე ღმერთი ძირითადად სიტყვებით საუბრობს. ნუ დაელოდები ნიშნებისა და სასწაულების ხილვას; შენ მათ ვერ იხილავ! ეს იმიტომ, რომ შენ არ დაბადებულხარ მადლის ეპოქაში. მადლის ეპოქაში რომ ყოფილიყავი, ნიშნებისა და სასწაულების ხილვას შეძლებდი, მაგრამ შენ უკანასკნელი დღეების პერიოდში დაიბადე, ამიტომ შეგიძლია მხოლოდ ღმერთის პრაქტიკულობა და ნორმალურობა იხილო. ნუ მოელი, რომ უკანასკნელ დღეებში ზებუნებრივ იესოს იხილავ. შენ მხოლოდ განკაცებულ, პრაქტიკულ ღმერთს ხედავ, რომელიც არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისგან. თითოეულ ეპოქაში ღმერთი განსხვავებულ საქმეს ავლენს. თითოეულ ეპოქაში იგი ავლენს თავის საქმეთა ერთ ნაწილს, ხოლო ყოველი ეპოქის საქმე წარმოადგენს ღვთის ხასიათის ერთ ნაწილს და ღვთის საქმეთა ერთ ნაწილს. საქმეები, რომლებსაც ის ავლენს, იცვლება იმ ეპოქის მიხედვით, რომელშიც ის მოქმედებს, თუმცა ყველა მათგანი საშუალებას იძლევა, რომ ადამიანის ცოდნა ღვთის შესახებ გაღრმავდეს და ადამიანს ღვთისადმი უფრო ჭეშმარიტი და მტკიცე რწმენა ჰქონდეს. ადამიანს ღმერთის სწამს მისი ყველა საქმის გამო, რადგან ღმერთი ისეთი საკვირველია, ისეთი დიდებული და ყოვლისშემძლე, და რადგან იგი შეუცნობელია — სწორედ ამიტომ სწამს ადამიანს ღმერთის“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ღმერთის ამჟამინდელი მოღვაწეობის შეცნობა).
ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ გული საგრძნობლად გამინათდა. დავინახე, რომ უკანასკნელ დღეებში ღმერთის საქმე არ ნიშნავს იმას, რომ მას აღარ შეუძლია ნიშნებისა და სასწაულების გამოვლენა, არამედ იმას, რომ ამ უკანასკნელ ეპოქაში ის უკვე აღარ მოქმედებს იმავე გზით. ამჟამად ღმერთი ადამიანების სრულყოფისა და განწმენდის საქმეს თავისი სიტყვებით ასრულებს. მისი სიტყვების მეშვეობით ის ამხელს ადამიანში არსებულ სატანურ გახრწნილ ხასიათს, ძველ აზროვნებას და ღმერთთან დაკავშირებულ რელიგიურ წარმოდგენებს, რათა ადამიანებმა შეძლონ ამ ყველაფრისგან განთავისუფლება და მათი სატანური, გახრწნილი ხასიათის დატოვება. თუ უკანასკნელ დღეებში ღმერთის საქმე კვლავ ავადმყოფთა განკურნება, დემონების განდევნა და ნიშნებისა და სასწაულების გამოვლენა იქნებოდა და ადამიანები ღმერთს განსაკუთრებით ზებუნებრივ არსებად აღიქვამდნენ, მაშინ ადამიანების გახრწნილი ხასიათი, მათი ურჩობა და ღმერთისადმი წინააღმდეგობა ადვილად ვერ გამჟღავნდებოდა და ჩვენ ვერასდროს გავაცნობიერებდით საკუთარ გახრწნილ ხასიათს, ხოლო განწმენდასა და გარდაქმნაზე საუბარიც კი რთული იქნებოდა. ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნებოდა: ჩემი შვილის ავადმყოფობა ლოცვის შემდეგ მაშინვე რომ განკურნებულიყო, ღმერთზე არანაირი წარმოდგენები და ეჭვები არ გამიჩნდებოდა. პირიქით, ვიფიქრებდი, რომ დიდი რწმენა მქონდა და ჭეშმარიტად ვისწრაფოდი მისკენ. მაგრამ როდესაც ჩემი შვილის ავადმყოფობა არ განიკურნა, ღმერთის მიმართ გაუგებრობები და მცდარი წარმოდგენები შემექმნა. ვჩიოდი, რომ ღმერთი ჩემს ლოცვებს არ ისმენდა და მასში ეჭვიც კი შემეპარა. ლოცვასა და შეკრებებზე დასწრების სურვილიც კი დავკარგე, ხოლო ჩემი თავდაპირველი ენთუზიაზმი მალევე გაქრა. როდესაც ამ რეალობის წინაშე დავდექი, სრულად გამოვლინდა ჩემი გახრწნილება, ურჩობა და ღმერთის მიმართ მცდარი წარმოდგენები. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემი შეხედულება მცდარი იყო — ღმერთის საქმის ჭეშმარიტებას იმის მიხედვით ვაფასებდი, ვლინდებოდა თუ არა ნიშნები და სასწაულები, იკურნებოდნენ თუ არა ავადმყოფები და იდევნებოდნენ თუ არა დემონები. ყოველ ეპოქაში ღმერთი თავისი საქმის კონკრეტულ ეტაპს ასრულებს, ხოლო ყოველი ახალი ეპოქა ახალ საქმეს მოითხოვს. მადლის ეპოქაში უფალმა იესომ გამოსყიდვის საქმე აღასრულა; იგი კურნავდა ავადმყოფებს, განდევნიდა დემონებს და მრავალ ნიშანსა და სასწაულს ახდენდა. მაგრამ ახლა სასუფევლის ეპოქაა — უკანასკნელი ეპოქა და ღმერთი თავისი სიტყვების მეშვეობით ადამიანთა განსჯისა და განწმენდის საქმეს ასრულებს, რათა თითოეული მათი გვარისამებრ დაახარისხოს, შემდეგ კეთილნი დააჯილდოოს, ბოროტნი კი დასაჯოს და საბოლოოდ ეს ძველი ეპოქა დაასრულოს. თუ ყოვლისშემძლე ღმერთი კვლავ ისე იმოქმედებდა, როგორც უფალი იესო; ნიშნებსა და სასწაულებს გამოავლენდა, ავადმყოფებს განკურნავდა და დემონებს განდევნიდა, განა ეს მისი საქმის გამეორება არ იქნებოდა? მაშინ როგორ დასრულდებოდა ეს ეპოქა? გარდა ამისა, არაწმინდა სულებსაც შეუძლიათ ღმერთის უკვე განხორციელებული საქმის მიბაძვა. თუ მე ღმერთის საქმის ჭეშმარიტებას იმის მიხედვით შევაფასებდი, ვლინდება თუ არა ნიშნები და სასწაულები ან იკურნებიან თუ არა ადამიანები, მაშინ სატანისა და არაწმინდა სულების საქმეს ღმერთის საქმედ მივიჩნევდი და ამით თავად ღმერთს შეურაცხყოფას მივაყენებდი. მხოლოდ სახელით, მე მივიღე ყოვლისშემძლე ღმერთის უკანასკნელი დღეების საქმე, მაგრამ ღვთის შესახებ ჭეშმარიტი გაგება არ მქონდა და ღვთის უკანსაკნელ სამუშაოს კვლავ მადლის ეპოქაში პურის ჭამით გაძღომის პერსპექტივიდან ვუყურებდი. მე უბრალოდ ვცდილობდი ძველი გზა ახალებურად გამევლო. ასეთი სახის რწმენა ღმერთის მოწონებას ვერ იმსახურებს. უკანასკნელ დღეებში ღმერთის საქმე არ ისახავს მიზნად ადამიანების ნიშნებითა და სასწაულებით სრულყოფას, არამედ მისი სიტყვების მეშვეობით სრულყოფას. ეს არის ნამდვილად ღვთის ყოვლისშემძლეობა და სიბრძნე! თუ ნიშნები და სასწაულები მუდმივად გამოვლინდებოდა, ადამიანები დაიჯერებდნენ მხოლოდ მათი ხილვის საფუძველზე და წინააღმდეგობაც აღარ იარსებებდა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში როგორ იქნებოდა შესაძლებელი ცხვრებისა და თხების, ხორბლისა და სარეველას, ჭეშმარიტი მორწმუნეებისა და ცრუ მორწმუნეების, კეთილი მსახურებისა და ბოროტი მსახურების ერთმანეთისგან გარჩევა? როგორ შეძლებდა ღმერთი ადამიანების სრულყოფის, გამჟღავნებისა და განდევნის საქმის შესრულებას? ამჟამად, ყოვლისშემძლე ღმერთი ადამიანების დასაპყრობად და გადასარჩენად ჭეშმარიტების გამოცხადებით მოქმედებს და აღარ ავლენს ნიშნებსა და სასწაულებს. ის უბრალოდ უყურებს, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ჭეშმარიტების მიღება და ამ გზით მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვისაც ნამდვილად სწამს ღმერთის, ხოლო ისინი, ვინც ეშმაკს და სატანას ეკუთვნიან, გამოაშკარავდებიან და განიდევნებიან. ვხედავ, რომ რაც უფრო ნორმალური და პრაქტიკული ხდება ღმერთის საქმე, მით უფრო მეტად ვლინდება მისი სიბრძნე. ღმერთის ასეთი მოქმედების გზა ნამდვილად საოცარია! რომ არა ფაქტების გაცხადება და ღვთის სიტყვების მხილება, ვერასოდეს გავაცნობიერებდი, რომ ღმერთი ბუნდოვანებითა და წარმოდგენებით მწამდა, ვერც იმას მივხვდებოდი, რომ კვლავ ვეწინააღმდეგებოდი და ვეურჩებოდი ღმერთს და, მით უმეტეს, ვერ შევიცნობდი ღმერთის პრაქტიკულ საქმეს. იმ მომენტში გულში დიდი შვება და თავისუფლება ვიგრძენი და უკვე აღარ მქონდა სასოწარკვეთილი სურვილი, რომ ღმერთს ნიშნები და სასწაულები გამოევლინა და ჩემი შვილის ავადმყოფობა განეკურნა.
ჩემი შვილის ავადმყოფობის მეშვეობით გავაცნობიერე ღვთისადმი რწმენის შესახებ ჩემი მცდარი შეხედულება. ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი: როგორია ღვთისადმი სწორი რწმენა? წავიკითხე ღვთის სიტყვები: „ახლა თუ გესმით, რას ნიშნავს ღვთისადმი რწმენა? განა ღვთისადმი რწმენა ნიშნებისა და სასწაულების ხილვას ნიშნავს? განა ეს ზეცად ამაღლებას ნიშნავს? ღვთისადმი რწმენა არც ისე ადვილია. ეს რელიგიური წეს-ჩვეულებები უნდა განიწმინდოს. სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნისკენ სწრაფვა, ნიშნებსა და სასწაულებზე კონცენტრირება, ღვთის მეტი მადლის, მშვიდობისა და სიხარულისკენ ლტოლვა, ხორციელი სიამოვნებისა და კომფორტის დევნა — ყოველივე ეს რელიგიური პრაქტიკაა, ასეთი რელიგიური პრაქტიკა კი რწმენის ბუნდოვანი სახეობაა. რა არის დღეს ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა? ეს არის ღვთის სიტყვის მიღება შენს ცხოვრებისეულ რეალობად და ღვთის შემეცნება მისივე სიტყვიდან, რათა მის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული მოიპოვო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: ღვთისადმი რწმენა იმისთვის არსებობს, რომ შენ დაემორჩილო ღმერთს, გიყვარდეს იგი და აღასრულო ის მოვალეობა, რომელიც ყოველმა ქმნილებამ უნდა აღასრულოს. ეს არის ღვთისადმი რწმენის მიზანი. შენ უნდა მიაღწიო ღვთის მშვენიერების შემეცნებას, გააცნობიერო, რამდენად ღირსია იგი მოკრძალებისა და როგორ აღასრულებს ის თავის ქმნილებებში ხსნისა და მათი სრულყოფის საქმეს. ესაა შენი რწმენის უმთავრესი საფუძვლები. ღვთისადმი რწმენა, უპირველეს ყოვლისა, ხორციელი ცხოვრებიდან ღვთის სიყვარულით სავსე ცხოვრებაზე გადასვლაა. გარყვნილი ცხოვრებიდან — ღვთის სიტყვებით ცხოვრებაზე გადასვლა; ეს არის სატანის ძალაუფლებისგან თავის დაღწევა და ღვთის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ ცხოვრება. ესაა ღვთისადმი მორჩილების უნარის მოპოვება და არა ხორცისადმი მორჩილება; ესაა უფლება მისცე ღმერთს, დაეუფლოს შენს მთელ გულს, სრულგყოს და გაგათავისუფლოს სატანური, გარყვნილი ბუნებისგან. ღვთისადმი რწმენა, უპირველეს ყოვლისა, იმისთვისაა, რომ ღვთის უდიდესი ძალა და დიდება შენში გაცხადდეს, რათა მის ნებას მიჰყვე, ღვთის გეგმა აღასრულო და სატანის წინაშე ღვთის დამოწმება შეძლო. ღვთისადმი რწმენის მიზანი არც ნიშნებისა და სასწაულების ხილვა უნდა იყოს და არც პირადი, ხორციელი ინტერესი. მისი მიზანი ღვთის შემეცნების ძიება და მისი მორჩილება უნდა იყოს, ისეთივე მორჩილება სიკვდილამდე, როგორიც პეტრემ გამოიჩინა. სწორედ ეს არის ღვთისადმი რწმენის მთავარი მიზნები. … თუ ღვთისადმი შენს რწმენაში მუდამ ნიშნებისა და სასწაულების ხილვას ესწრაფვი, მაშინ შენი შეხედულება რწმენაზე მცდარია. ღვთისადმი რწმენა, უპირველესად, ღვთის სიტყვის ცხოვრებისეულ რეალობად მიღებაა. როდესაც ადამიანები ღვთის ბაგეთაგან გამოსულ ყოველ სიტყვას საქმედ აქცევენ და საკუთარ თავზე აღასრულებენ, ღვთის მიზანიც მიღწეულია. ღვთისადმი რწმენაში ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს ღვთის მიერ სრულყოფას, მორჩილების უნარსა და ღვთისადმი სრულ მორჩილებას. თუკი შეძლებ ღვთისადმი უდრტვინველ მორჩილებას, იქნები მისი განზრახვების თანაზიარი, მიაღწევ პეტრეს სულიერ სიმაღლეს და შეიძენ მის თვისებებს, რაზეც ღმერთი საუბრობდა — სწორედ მაშინ მიაღწევ წარმატებას ღვთისადმი რწმენაში და ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შენ ღმერთმა მოგაქცია“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ყოველივე ღვთის სიტყვით აღესრულება). ღვთის სიტყვებიდან შევიცანი ღმერთის რწმენის ჭეშმარიტი ხედვა. ღმერთის რწმენა არ არის მადლისა და კურთხევების მიღებისთვის და არც ხორციელი ცხოვრების მშვიდი და უმტკივნეულო კეთილდღეობის მისაღწევად. ეს არ არის ღმერთის ჭეშმარიტი რწმენა. ღმერთს სურს, რომ ჭეშმარიტება ვეძიოთ, ცხოვრებისეულ სიტუაციებში მისი სიტყვების მიხედვით ვიქცეოდეთ და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით ვმოწმობდეთ და ვადიდებდეთ მას. ეს არის ღმერთის ჭეშმარიტი რწმენა. მხოლოდ შვილის განკურნებას ვნატრობდი და არ ვიცოდი, რა იყო ღვთის განზრახვა ან როგორ დავმდგარიყავი მტკიცედ მის დასამოწმებლად. სრულიად ჩავეფლე ჩემს გახრწნილ ხასიათში; ღმერთს საკუთარი წარმოდგენებით განვსჯიდი და ვსაზღვრავდი, ეჭვიც კი მეპარებოდა მასში და უარვყოფდი მის საქმეს. განა საერთოდ გამაჩნდა ღვთისადმი გულწრფელობა ან მორჩილება? არანაირი მოწმობა არ გამაჩნდა! შვილის ავადმყოფობისას ღმერთი ჩემს დამოკიდებულებას გულდასმით იკვლევდა, რათა ეხილა ჩემი ჭეშმარიტი რწმენა და მორჩილება. საკუთარი წარმოდგენები უნდა დამევიწყებინა და, შვილის ავადმყოფობის მიუხედავად, აღარ უნდა ვყოფილიყავი უარყოფითად განწყობილი, სუსტი და ღვთისგან განმდგარი.
თუმცა, დასკვნების გამოტანა მარტივია. გაცილებით რთულია ჭეშმარიტება პრაქტიკაში ჭეშმარიტად განახორციელო. ერთ დღეს, შეკრების წინ, ბავშვს ისევ სიცხემ აუწია. მაშინვე მივხვდი: სატანა მცდიდა, რომ შეკრებაზე წასვლა გადამეფიქრებინა. ღვთის სიტყვები გამახსენდა: „თუ სატანის წინაშე მოწმობის გაცემას ვერ შეძლებ, ის დაგცინებს, მასხრად აგიგდებს და თავის სათამაშოდ გაქცევს; იგი გამუდმებით მასხრად აგიგდებს და შენს გონებაში ქაოსს დათესავს“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. მხოლოდ ღვთის სიყვარულია ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა). სატანამ იცოდა, რომ ყველაზე მეტად შვილზე ვნერვიულობდი, ამიტომ, ბავშვის ავადმყოფობით მცდიდა, რომ შეკრებაზე არ წავსულიყავი. ადრე, ჭეშმარიტებასა და სატანის მზაკვრობას ვერ ვარჩევდი, როცა არჩევანი შეკრებასა და შვილის ავადმყოფობას შორის დგებოდა, პანიკაში ვვარდებოდი, შეკრებას ვტოვებდი და ექიმთან გავრბოდი — სატანას სრულად ვყავდი დამორჩილებული. ბავშვს მხოლოდ შეკრებების დროს უწევდა სიცხე, სხვა დროს კარგად იყო. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ეს სატანის მზაკვრობა იყო და მისი კონტროლის ქვეშ ყოფნას აღარ ვაპირებდი. გულში ღმერთს შევევედრე: „ღმერთო, აღარ მინდა სატანამ მომატყუოს და მტანჯოს. მინდა ჩემს დებსა და ძმებთან ერთად შევიკრიბო. გთხოვ, დამეხმარე“. ლოცვის შემდეგ ცოტათი დავმშვიდდი. ვნახე, რომ შვილს სიცხემ დაუწია და კარგ ხასიათზეც დადგა; ჩემს დედამთილს დავუტოვე და წამლის დალევინება ვთხოვე, მე კი შეკრებაზე წავედი. ჩემდა გასაკვირად, შეკრებიდან დაბრუნებულს შვილი მხიარულად მოთამაშე დამხვდა. დედამთილმა მითხრა, სიცხემ წამლის გარეშე, თავისით დაუწიაო. სიხარულისა და აღელვებისგან ცრემლები წამსკდა. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ არ უწევდა ადრე ჩემს შვილს სიცხე და როგორ გვიწევდა საავადმყოფოში წასვლა გადასხმებისთვის, რომ ის უკეთ გამხდარიყო, მაგრამ ამჯერად სიცხე ყოველგვარი წამლის გარეშე თავისით დაიწია. მომხდარს ძლივს ვიჯერებდი; გული ღმერთისადმი მადლიერებითა და დიდებით მქონდა აღვსილი. ამ გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ როდესაც ბავშვის ავადმყოფობის გამო ღმერთს ვევედრებოდი, მან მაშინვე არ განკურნა იგი, ამაშიც ღვთის სიბრძნე იმალებოდა. იმ დროს გონება ღმერთზე საკუთარი წარმოდგენებით, ფანტაზიებითა და შეზღუდვებით მქონდა სავსე; არაფერი გამეგებოდა უკანასკნელი დღეების ღვთის საქმისა, რომელიც ადამიანებს მისივე სიტყვებით იმორჩილებს და სრულყოფს და არც სატანისგან ცდუნების და არეულობის გარჩევა შემეძლო. ამიტომაც დაუშვა ღმერთმა სატანისგან არეულობა და ცდუნება ჩემს ცხოვრებაში — რათა განვეწმინდე, ჩავწვდომოდი ჭეშმარიტებას და შემეცნო ღმერთი. ამ პროცესში, მე გამოვავლინე ღვთისადმი ჩემი წარმოდგენები, გაუგებრობები, ჩივილები და ეჭვები, შემდეგ კი, ღმერთმა გამოიყენა თავისი სიტყვები ჩემთვის ნათლის მოსაფენად და წინამძღოლობისთვის, ამხილა და განსაჯა ჩემი წარმოდგენები და გახრწნილება, რითაც მომცა საშუალება, გამეგო უკანასკნელ დღეებში ღვთის საქმის ნორმალური და პრაქტიკული ბუნება, მეცნო საკუთარი ურჩობა და წინააღმდეგობა და, ასევე, დამეხმარა, მესწავლა სატანის მზაკვრობების გარჩევა. საბოლოოდ, შევძელი ჩემი წარმოდგენების გვერდზე გადადება, საკუთარი ხორცის წინააღმდეგ აჯანყება და ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. დავინახე, რომ ამგვარად მოქმედი ღმერთი ჭეშმარიტად ყოვლისშემძლე, პრაქტიკული და უაღრესად ბრძენია. ამ გამოცდილებით ჭეშმარიტად შევიცანი ღვთის სიტყვის ძალაუფლება და ძალა; საკუთარი თვალით ვიხილე, თუ როგორ იყენებს ღმერთი პრაქტიკულ სიტყვასა და საქმეს ადამიანთა დასამორჩილებლად, მათ სრულყოფისა და მათი გულების მოსაპოვებლად. ღვთის ამგვარი მოქმედება უკანასკნელ დღეებში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება. ამან ღვთის სიტყვების ერთი მონაკვეთი გამახსენა: „ბოლო დღეების საქმეში სიტყვის ძალა აღემატება ნიშნებისა და სასწაულების გამოვლინებას და სიტყვის მნიშვნელობა აღემატება ნიშნებისა და სასწაულების მნიშვნელობას“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. განკაცების საიდუმლო (4)). ეს სიტყვები საოცრად რეალურია!
მოგვიანებით, ღვთის სიტყვების კიდევ ორი მონაკვეთი წავიკითხე და ჩემი გახრწნილი ხასიათის შესახებ გარკვეული გაგება შევიძინე. ოვლისშემძლე ღმერთი ამბობს: „მრავალთა რწმენა ჩემს მიმართ მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ განვკურნავდი მათ; მრავალთა კი მხოლოდ იმით, რომ მათი სხეულებიდან უწმინდურ სულებს განვდევნიდი. ბევრს იმისთვის სწამდა ჩემი, რომ ჩემგან მშვიდობა და სიხარული მიეღო. ბევრს — მატერიალური კეთილდღეობის სურვილი ამოძრავებდა, ხოლო ბევრს, უბრალოდ ამ ცხოვრების მშვიდად გატარება და მომავალ სოფელში უსაფრთხოდ ყოფნა სურდა. მრავალთა რწმენის მიზანი ჯოჯოხეთის ტანჯვისთვის თავის არიდება და ზეციური კურთხევის მიღებაა. მრავალი მხოლოდ დროებითი ნუგეშის გამო მირწმუნებს და არ ესწრაფვის რაიმე მოიპოვოს მომავალი სოფლისათვის. როდესაც ადამიანთა მიმართ მძვინვარებას ვავლენ და ვუწყვეტ იმ სიხარულსა და მშვიდობას, რომელიც ოდესღაც ჰქონდათ, ისინი ეჭვით ივსებიან. როდესაც ადამიანებს ჯოჯოხეთურ ტანჯვას ვუგზავნი და ზეციურ კურთხევებს უკან ვიბრუნებ, ისინი განრისხდებიან. როდესაც განკურნებას მთხოვენ და მე მათ არ ვპასუხობ, მათდამი ზიზღს ვავლენ და ვუგულებელვყოფ, ისინი განმეშორებიან და ბოროტი მკურნალობისა და ჯადოქრობის გზას ეძებენ. როდესაც ყველაფერს ვართმევ, რასაც ჩემგან ითხოვდნენ, ისინი უკვალოდ ქრებიან. ამიტომაც ვამბობ, რომ ადამიანებს იმიტომ კი არ სწამთ ჩემი რომ მე შემიცნეს, არამედ იმიტომ, რომ ჩემი მადლი მეტისმეტად უხვია და იმიტომ, რომ ჩემგან უამრავი სარგებლის მიღება სურთ“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. რა იცით რწმენის შესახებ?). „თქვენ უნდა ჩასწვდეთ იმას, თუ რა არის ჩემი რწმენის ნამდვილი მიზეზი. თუ თქვენი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ იყოთ ჩემი მოწაფეები ან ჩემი პაციენტები, ან დაიმკვიდროთ ადგილი ზეციერ წმინდანთა შორის, მაშინ ჩემი გამოყოლა ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნება. ამგვარი მიდგომით ჩემი გამოყოლა მხოლოდ ენერგიის ამაო ფლანგვა იქნებოდა. ჩემდამი ასეთი რწმენა იქნებოდა უბრალოდ დღეების უქმად გალევა და თქვენი საუკეთესო წლების წყალში გადაყრა. და საბოლოო ჯამში, თქვენ ვერაფერს მიიღებდით. განა ეს არ იქნებოდა ამაო შრომა? დიდი ხანია, რაც იუდეველთაგან წამოვედი და აღარც ადამიანთა მკურნალი ვარ და აღარც წამალი ადამიანისთვის. აღარ ვარ საპალნის მზიდი პირუტყვი, რომელსაც ადამიანი თავისი ნება-სურვილისამებრ მართავს ან კლავს, არამედ, მე მოვედი ადამიანთა შორის, რათა განვსაჯო და ვამხილო ადამიანი, რათა მან შემიცნოს მე. უნდა იცოდე, რომ ერთ დროს მე შევასრულე გამოსყიდვის საქმე. ერთ დროს ვიყავი იესო, მაგრამ მუდამ იესოდ ვერ დავრჩებოდი, ისევე როგორც ერთ დროს ვიყავი იეჰოვა, მოგვიანებით კი გავხდი იესო. მე ვარ კაცობრიობის ღმერთი, შემოქმედი, მაგრამ მუდამ იესოდ ან იეჰოვად ვერ დავრჩები. მე ვიყავი ის, ვისაც ადამიანი მკურნალად მიიჩნევს, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი მხოლოდ კაცობრიობის მკურნალია. ამიტომ, თუ შენს რწმენაში ჩემ მიმართ კვლავ ძველ შეხედულებებს ეჭიდები, მაშინ ვერაფერს მიაღწევ. როგორც არ უნდა მადიდო დღეს: «რაოდენ მოწყალეა ღმერთი ადამიანთა მიმართ. ის მკურნავს და მანიჭებს კურთხევას, მშვიდობასა და სიხარულს. რაოდენ კეთილია ღმერთი ადამიანის მიმართ; თუკი მხოლოდ ვიწამებთ მისას, აღარ დაგვჭირდება ზრუნვა ფულსა და ქონებაზე...» — მე მაინც ვერ დავარღვევ ჩემს თავდაპირველ ჩანაფიქრს. თუკი დღეს ჩემი გწამს, შენ მხოლოდ ჩემს დიდებას მიიღებ და გახდები ღირსი, რომ ჩემი მოწმე იყო, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანი გახდება. ეს შენ ნათლად უნდა უწყოდე“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. რა იცით რწმენის შესახებ?). ღვთის სიტყვებზე ფიქრისას, დავინახე ჩემს რწმენაში არსებული საზიზღარი განზრახვები. როდესაც ადრე უფალი იესოსი მწამდა, ვტკბებოდი უფლის მიერ მოცემული მადლით, მშვიდობითა და სიხარულით, ამიტომ ვფიქრობდი, რომ უფლის რწმენით ჭეშმარიტად კურთხეული ვიყავი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ყოვლისშემძლე ღმერთი ვიპოვე, დავინახე, როგორ გამოხატავს ღმერთი ჭეშმარიტებას ადამიანთა გადასარჩენად და საბოლოოდ მათ ცათა სასუფეველში შესაყვანად, ამიტომ კიდევ უფრო აქტიური გავხდი ჩემს სწრაფვაში. ყოველდღე ვჭამდი და ვსვამდი ღვთის სიტყვებს და ვლოცულობდი ღვთის მიმართ, არასდროს ვაგვიანებდი შეკრებებზე, ასევე ვქადაგებდი სახარებას და მასპინძლობის მოვალეობას ვასრულებდი. მე ყოველივე ამას ღვთის საამებლად ვაკეთებდი, ვფიქრობდი, რომ ამგვარად ღმერთისგან კიდევ უფრო მეტ წყალობასა და კურთხევას დავიმსახურებდი. დავინახე, რომ ღმერთის მხოლოდ იმიტომ მწამდა, რომ ის ჩემი კურთხევების მიღების სურვილის დასაკმაყოფილებლად გამომეყენებინა. სულაც არ მაინტერესებდა, რა საქმეს აკეთებდა ღმერთი, არც იმით ვიყავი დაინტერესებული, რას სთხოვდა ღმერთი ადამიანებს, როგორ უნდა სწამდეთ ადამიანებს ღმერთის, რათა მის განზრახვებს შეესაბამებოდეს და მას ასიამოვნონ, როგორი ადამიანები შევლენ სასუფეველში, მოსწონდა თუ არა ღმერთს ჩემი რწმენის გზა, ან როგორია ღვთისადმი რწმენის სწორი ხედვა. წარმოდგენაც არ მქონდა არცერთ ამ საკითხზე და არც არასდროს მიფიქრია ამაზე. მხოლოდ საკუთარ ენთუზიაზმს მივყვებოდი შეკრებებსა თუ სახარების ქადაგებაში და მეგონა, რომ ამით ღმერთს დავაკმაყოფილებდი და მისგან კურთხევებს მივიღებდი. მაგრამ, როდესაც ჩემს შვილს მაღალი სიცხე ჰქონდა და აღარ დაუწია, ჩემ მიერ ნავედრები მადლი და კურთხევა არსად ჩანდა; მე კი, ჭეშმარიტება არ მიძებნია და არც საკუთარ თავში ჩამიხედავს, ამის ნაცვლად, გულის სიღრმეში, ღმერთში დავეჭვდი და უარვყავი მისი საქმე. დავინახე, თუ რაოდენ ძლიერი იყო ჩემში კურთხევების მიღების სურვილი. ღმერთი შემოქმედია, მე კი — მისი ქმნილება, ამიტომ ქმნილებისთვის სრულიად ბუნებრივი და მართებულია, რომ სწამდეს ღმერთის და აღასრულებდეს მოვალეობას. არ უნდა ვცდილობდე ღმერთთან გარიგებების დადებას, მით უმეტეს, მისთვის უსაფუძვლო მოთხოვნების წაყენებას. ახლა ნამდვილად მივხვდი, რომ ღვთის კეთილი განზრახვა ჩემი შვილის ავადმყოფობაში იყო. ამამ საშუალება მომცა დამენახა და გამეცნობიერებინა ჩემი სატანური ხასიათი და მცდარი შეხედულებები რწმენის შესახებ. ასევე, გავაცნობიერე, რომ როდესაც ვაფასებთ, არის თუ არა რაღაც ნამდვილად ღვთის საქმე, არ უნდა ეყრდნობოდეს ნიშნებისა და სასწაულების ჩვენებას, ან ხდება თუ არა სნეულთა განკურნება და დემონების განდევნა, ან გაიცემა თუ არა მადლი და კურთხევა, არამედ იმას, შეიძლება თუ არა მისი მეშვეობით ჭეშმარიტების გამოხატვა, შეუძლია თუ არა ამ საქმეს ადამიანებში ღვთის შემეცნება მეტად გააღვივოს, შეუძლია თუ არა ამ საქმეს განწმინდოს და გარდაქმნას ადამიანების სატანური, გახრწნილი ხასიათი და შეუძლია თუ არა ამ საქმეს ადამიანების გადარჩენა და მათი სრულყოფა. თუკი ასეთი შედეგი მიიღწევა, მაშინ ეს ნამდვილად ღვთის საქმეა.
ჩემი შვილის ავადმყოფობისას, გარკვეული გაგება შევიძინე მისი საქმის შესახებ და ჩემს რწმენაში სწორი შეხედულებები და სწორი მისწრაფება შევიძინე. ეს არის ღვთის ჭეშმარიტი ხსნა ჩემთვის და მისი დიდი სიყვარული ჩემ მიმართ. ეს სიყვარული უთვალავჯერ აღემატება იმ მადლსა და კურთხევებს, რომლებსაც მანამდე ვითხოვდი. ღმერთს მთელი გულით ვმადლობ! ამის გაცნობიერებისას, სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა დამეუფლა იმის გამო, რომ ჩემს რწმენაში მხოლოდ მადლსა და კურთხევებს ვეძებდი და ჭეშმარიტებისკენ არ ვისწრაფვოდი და რომ მართლაც სულელი, უმეცარი და ბრმა ვიყავი! უნდა დავთმო კურთხევების მიღების განზრახვა და ჩემს რწმენაში სწორ გზას გავყვე.
პატარა როცა ვიყავი, ქრისტიანობა მაინტერესებდა, მაგრამ რადგან ჩემი ოჯახი ბუდისტური იყო, ქრისტიანი არ გავხდი. იმ დროს ჯოჯოხეთის შესახებ...