წიგნები

  • სიტყვის ხორცში გამოჩინება, I ტომი ღვთის გამოჩინება და საქმე

    ყოვლისშემძლე ღმერთი, უკანასკნელი დღეების ქრისტე, რომელიც გამოჩნდა თავისი საქმის აღსასრულებლად, გამოხატავს ყველა ჭეშმარიტებას, რომლებიც განწმენდს და გადაარჩენს კაცობრიობას, და ყველა მათგანი თავმოყრილია წიგნში „სიტყვის ხორცში გამოჩინება“. ამით აღსრულდა ბიბლიაში დაწერილი: „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა(იოან. 1:1). „სიტყვის ხორცში გამოჩინება“ არის პირველი შემთხვევა სამყაროს შექმნის შემდეგ, როდესაც ღმერთმა მიმართა მთელ კაცობრიობას. ეს არის ღვთის მიერ ადამიანთა შორის გამოხატული პირველი ტექსტი, რომელშიც იგი ამხელს ადამიანებს, მითითებებს აძლევს, განსჯის და გულითადად ესაუბრება მათ; ეს ასევე გამონათქვამების პირველი კრებულია, რომელშიც ღმერთი ადამიანებს აცნობს თავის ნაბიჯებს, სამყოფელს, ხასიათს, იმას, რაც მას აქვს და რაც იგი არის, ასევე თავის ფიქრებსა და მზრუნველობას კაცობრიობის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი კრებული გამონათქვამებისა, რომლებიც ღმერთმა სამყაროს შექმნის შემდეგ, კაცობრიობის მისამართით წარმოთქვა მესამე ციდან; ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთი თავისი თანდაყოლილი ვინაობით წარსდგა და სიტყვებით გამოხატა თავისი გულისთქმა კაცობრიობის წინაშე. „სიტყვის ხორცში გამოჩინება“ (შემოკლებით „სიტყვა“) გამოხატული უკანასკნელი დღეების ქრისტეს, ყოვლისშემძლე ღვთის მიერ, ამჟამად შვიდი ტომისგან შედგება: ტომი 1. ღვთის გამოჩინება და საქმე; ტომი 2. ღვთის შემეცნების შესახებ; ტომი 3. უკანასკნელი დღეების ქრისტეს საუბრები; ტომი 4. ანტიქრისტეთა მხილება; ტომი 5. წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები; ტომი 6. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის შესახებ; და ტომი 7. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის შესახებ.
  • სიტყვის ხორცში გამოჩინება, IV ტომი ანტიქრისტეთა მხილება

    „ანტიქრისტეთა მხილება“ არის წიგნის - „სიტყვის ხორცში გამოჩინება“ მეოთხე ტომი. ეს წიგნი წარმოადგენს უკანასკნელი დღეების ქრისტეს, ყოვლისშემძლე ღვთის მიერ ეკლესიებში წარმოთქმული ქადაგებებისა და თანაზიარებების სპეციალიზებულ სერიას. ღმერთი საფუძვლიანად ამხელს ანტიქრისტეთა ხასიათის თითოეულ გამოვლინებას, სრულიად ნათელს ხდის მათ ადამიანებისთვის და მნიშვნელოვნად ეხმარება მათ ანტიქრისტეთა ბუნება-არსების ამოცნობაში. ანტიქრისტეთა ხასიათი არის სატანური ხასიათი, რომელიც საერთოა გახრწნილი კაცობრიობისთვის. ღვთისგან ხსნა რომ მოიპოვოს ადამიანმა, მან უნდა მიიღოს ღვთის სიტყვების სამსჯავრო, რათა შეძლოს განწმენდა. ანტიქრისტეთა მამხილებელი ეს ჭეშმარიტებანი ემსახურება გაფრთხილებას, შეხსენებას, მხილებასა და განკითხვას, და უკიდურესად სასარგებლოა ჭეშმარიტების გასაგებად, საკუთარი თავის შესაცნობად და განწმენდის მისაღებად. მხოლოდ ანტიქრისტეთა ამოცნობის უნარის მეშვეობით შეუძლია ადამიანს, თავიდან აიცილოს სხვათა მიერ შეცდომაში შეყვანა, შეწყვიტოს სხვა ადამიანთა გაკერპება და მიბაძვა და მიაღწიოს ღვთისადმი მიყოლას, დამორჩილებასა და თაყვანისცემას.
  • სიტყვის ხორცში გამოჩინება, V ტომი წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები

    „წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები“ არის წიგნის - „სიტყვის ხორცში გამოჩინების“ მეხუთე ტომი. ეს წიგნი წარმოადგენს უკანასკნელი დღეების ქრისტეს, ყოვლისშემძლე ღვთის მიერ ეკლესიებში წარმოთქმული ქადაგებებისა და თანაზიარებების სპეციალიზებულ სერიას. ღმერთმა ნათლად იქონია თანაზიარება წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების, ასევე ეკლესიის საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის კონკრეტული პრინციპებისა და პრაქტიკის გზების შესახებ. მან ასევე ამხილა ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინებისა და ქმედების არსი. ეს უკიდურესად ეხმარება ადამიანებს, ისწავლონ ცრუ წინამძღოლების ამოცნობა და რეალური საქმის კეთება და ამგვარად მიაღწიონ ღვთისადმი მორჩილებას და გახდნენ ღვთისთვის გამოსადეგნი. ეს დიდად სასარგებლოა ადამიანებისთვის, რათა ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას, შეიცნონ საკუთარი თავი და შეასრულონ თავიანთი მოვალეობები პრინციპების შესაბამისად.
  • სამსჯავრო იწყება ღვთის სახლიდან

    სამსჯავრო იწყება ღვთის სახლიდან

    ამ წიგნში შესული ამონარიდები წარმოადგენს ყოვლისშემძლე ღვთის მიერ უკანასკნელ დღეებში განკითხვის საქმისთვის გამოხატულ სიტყვებს, რომლებიც ძირითადად აღებულია წიგნიდან „სიტყვის ხორცში გამოჩინება, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე“. ეს არის ჭეშმარიტებები, რომელთა მოპოვებაც უცილობლად სჭირდება ყოველ ადამიანს, ვინც ეძიებს და იკვლევს უკანასკნელ დღეებში აღსასრულებელ ღვთის საქმეს. აქ მოცემული ღვთის გამოხატულებები არის ის, რასაც სულიწმიდა ეუბნება ეკლესიებს, როგორც ეს გამოცხადების წიგნშია ნაწინასწარმეტყველები. ღვთის ეს ამჟამინდელი სიტყვები საუკეთესო მოწმობაა მისი გამოჩინებისა და საქმისა, ასევე იმ ფაქტისა, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე. ეს წიგნი შეიქმნა იმისთვის, რომ ყველამ, ვისაც სწყურია ღვთის გამოჩინება, რაც შეიძლება მალე შეძლოს მისი ხმის გაგონება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც ელის უფლის მოსვლას და ღვთის გამოჩინებასა და საქმეს, შეძლებს ამ წიგნის წაკითხვას.