სისხლიანი მთვარეების ხშირი გამოჩენა: ასტრონომიული მოვლენა თუ უკანასკნელი დღეების გაფრთხილება?

აგვისტო 5, 2026

რედაქტორის შენიშვნა: ბოლო წლებში ციური მოვლენა „სისხლიანი მთვარე“ ხშირად ჩნდებოდა. სხვადასხვა უბედურება, როგორებიც არის პანდემიები, მიწისძვრები და შიმშილობა, სულ უფრო და უფრო უარესდება. ბიბლიური წინასწარმეტყველებები უკანასკნელი დღეების შესახებ მეტწილად აღსრულდა. დიდი კატასტროფები უკვე ჩვენ წინაშეა, მაშ, როგორ უნდა შევეგებოთ უფლის დაბრუნებას? პასუხი ამ სტატიაშია.

2026 წლის 3 მარტს ცაზე იშვიათი „სისხლიანი მთვარე“ გამოჩნდა. მთელი ეს მოვლენა დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა, საიდანაც დაახლოებით ერთი საათი სრული დაბნელება იყო, რომლის დროსაც მთვარე მუქი წითელი ფერისა ჩანდა. ეს იშვიათი სისხლიანი მთვარე მსოფლიოს მრავალ ნაწილში იყო ხილვადი.

ბოლო წლებში სისხლიანი მთვარეები არაერთხელ გამოჩნდა, როგორც მუდმივი გაფრთხილება სამყაროსთვის:

2014 წლის 15 აპრილს განსაცვიფრებლად გამოჩნდა სისხლიანი მთვარეების ტეტრადის პირველი მთვარე, რომელმაც ცა სისხლისფრად შეღება.

2014 წლის 8 ოქტომბერს მეორე სისხლიანი მთვარე გამოჩნდა, და განგაშის ზარებმა რეკვა განაგრძო.

2015 წლის 4 აპრილს მას მესამე სისხლიანი მთვარე მოჰყვა, რითაც უჩვეულო მოვლენები გახშირდა.

2015 წლის 27-28 სექტემბერს მეოთხე სისხლიანი მთვარე სუპერმთვარეს დაემთხვა.

2018 წლის 31 იანვარს ცაზე გამოჩნდა იშვიათი სამმაგი მოვლენა — „სუპერლურჯი სისხლიანი მთვარე“.

2019 წლის 21 იანვარს „სუპერსისხლიანმა მგლის მთვარემ“ შეძრა ღამის ცა, როდესაც წითელ მთვარეს თან ახლდა „მგლის მთვარე“ — კიდევ ერთი იშვიათი ციური მოვლენა.

2021 წლის 26 მაისს სისხლიანი მთვარე კვლავ დაემთხვა სუპერმთვარეს.

2022 წლის 16 მაისს აღმოსავლეთით „ყვავილოვანი სისხლიანი მთვარე“ ამოვიდა, და ხალხი კვლავ გახდა იმის მოწმე, თუ როგორ იქცა მთვარე სისხლად.

2025 წლის 13-14 მარტს კიდევ ერთი სისხლიანი მთვარე გამოჩნდა — სავსე მთვარე, რომელიც ცნობილია როგორც „ჭიის მთვარე“, სისხლისფრად შეიღება.

2025 წლის 7-8 სექტემბერს გამოჩნდა იშვიათი სისხლიანი მთვარე, რაც 82 წუთს გაგრძელდა.

არის კი ეს განმეორებადი სისხლიანი მთვარეები მართლაც მხოლოდ ასტრონომიული მოვლენები? თუ ისინი შეგვახსენებს, რომ დიდი კატასტროფები სულ უფრო გვიახლოვდება?

ბევრ წინასწარმეტყველს სჯერა, რომ სისხლიანი მთვარეების გამოჩენა მომავალ არაჩვეულებრივ და დიად მოვლენებზე მიანიშნებს. ასევე არსებობს ბიბლიის ბევრი ექსპერტი, რომლებსაც მტკიცედ სწამთ, რომ სისხლიანი მთვარეების გამოჩენა იოელის წიგნის 3:2–4 წინასწარმეტყველების აღსრულებაა: „ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს. გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი.“ ასევე, გამოცხადების 6:12-ში ნათქვამია: „როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, ვიხილე, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ბალნის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა.“ წინასწარმეტყველებაში ნახსენები „დიდი და საშინელი დღე“ დიდ კატასტროფებს გულისხმობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველამ ვიხილეთ უბედურებების მასშტაბების ზრდა, ისეთი უბედურებების ხშირი გამოვლინებით, როგორებიც არის მიწისძვრები, შიმშილობა, ჭირის გავრცელება და წყალდიდობები, რომლებიც ნამდვილად შემაძრწუნებელია; მსოფლიო ვითარება არეულია და მუდმივად იცვლება, ხშირია ომები, ძალადობრივი ინციდენტები და ტერორისტული თავდასხმები, რომლებიც კვლავაც მწვავდება; გლობალური კლიმატი თბება, ხოლო ექსტრემალური ამინდი და სხვადასხვა ასტრონომიული საოცრება ხშირად ხდება. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველევი უკანასკნელი დღეების ნიშნები სათითაოდ გამოჩნდა. სისხლიანი მთვარეების ხშირი გამოჩენა სანახაობა კი არ არის, არამედ უკანასკნელი დღეების გაფრთხილებაა!

რადგან დიდი კატასტროფები უკვე დადგა, როგორ უნდა შევეგებოთ უფალს და მოვიპოვოთ მისი ხსნა? უფალმა იესომ თქვა: „ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან(იოანე 10:27). „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში(იოანე 16:12-13). გამოცხადების მე-2 და მე-3 თავების მრავალ ადგილას არის ნაწინასწარმეტყველევი: „ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.“ ამ წინასწარმეტყველებებიდან ვხედავთ, რომ ღმერთი უკანასკნელ დღეებში წარმოთქვამს სიტყვებს, რათა ადამიანები ყოველ ჭეშმარიტებაში შეიყვანოს, და აღასრულებს საქმის ახალ ეტაპს მათ განსაწმენდად და გადასარჩენად და ღვთის სასუფეველში შესაყვანად. მხოლოდ ღვთის ხმის მოსმენითა და ღვთის გამოჩინების წყურვილით შევძლებთ, უფალ იესოს დაბრუნებას შევეგებოთ, გვექნება შესაძლებლობა, გადავრჩეთ და სრულვიქმნათ ღვთის მიერ და მასთან ერთად შევიდეთ მშვენიერ საბოლოო სამყოფელში. სხვაგვარად, როგორც კი ხელიდან გავუშვებთ უფლის დაბრუნებას, დავკარგავთ ღვთის მაცხოვნებელ მადლს, ჩავვარდებით უკანასკნელი დღეების დიდ კატასტროფებში, მოვიკვეთებით და დავისჯებით. აი, რას ამბობს ღმერთი ამის შესახებ:

უბედურება უბედურებას დაეწევა. ქვეყნები და ადგილები ერთიანად ჩაიძირებიან განსაცდელში; ჭირი, შიმშილი, წყალი და გვალვა, მიწისძვრები, თითქოს მიწაც და ცაც ერთდროულად აჯანყდება. ეს არ მოხდება ერთ დღეში და არც ერთ კუთხე-კუნჭულში. უბედურება გაფართოვდება, გამძაფრდება და ყველაფერს მოიცავს. ამ დღეებში მწერების შემოსევა უწყვეტი გახდება და ადამიანთა შორის ყველაზე ბნელი საქციელიც იფეთქებს. ეს არის ჩემი სასჯელი ხალხებსა და სამეფოებზე.

— სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ქრისტეს გამონათქვამები დასაწყისში, თავი 65

მსოფლიოს უსასრულო სივრცეში ოკეანეები მიწად, მიწა კი ოკეანედ იქცევა და ასე გრძელდება დაუსრულებლად. გარდა იმისა, ვისაც ხელმწიფება უპყრია ყოველსა არსსა ზედა, არავის ძალუძს ამ კაცობრიობის წინამძღოლობა და მისი წარმართვა. ადამიანთა შორის არ არსებობს „ძლიერი“, რომელსაც ძალუძს კაცობრიობისთვის გარჯა და მისი მომზადება; და მითუმეტეს, არავინაა ისეთი, რომელსაც ძალუძს გაუძღვეს კაცობრიობას სინათლის მიმართულებით საბოლოო სამყოფელისკენ და იხსნას იგი ამა სოფლის უსამართლობის მარწუხებისგან. ღმერთი დარდობს კაცობრიობის მომავალზე, მწუხარებს მის დაცემაზე, მის ნაბიჯ-ნაბიჯ მსვლელობას გახრწნისკენ, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. არავის უფიქრია: საით მიემართება კაცობრიობა, რომელმაც ასე სასტიკად ატკინა გული ღმერთს, ზურგი შეაქცია მას და იწყო ბოროტის ძიება? სწორედ ამიტომ, არავინ ცდილობს, შეიგრძნოს ღვთის ბრაზი და არ ეძიებს მის მოსაწონ და მასთან დაახლოების გზას, და უფრო მეტიც, არავინ ცდილობს გაიზიაროს ღვთის მწუხარება და ტკივილი. ღვთის ხმის გაგონების მიუხედავად, ადამიანი კვლავ აგრძელებს არჩეულ გზას, ზურგს აქცევს ღმერთს, თავიდან იცილებს მის მადლსა და მზრუნველობას, განეშორება ჭეშმარიტებას ურჩევნიათ, საკუთარი თავი ღვთის მტერს-სატანას მიჰყიდონ. ვინმეს უფიქრია, თუ ადამიანი კვლავ განაგრძობს ურჩობას, როგორ მოეპყრობა ღმერთი კაცობრიობას, რომელიც სრულიად უგულებელყოფს მას? არავინ უწყის, რომ ღვთის მრავალგზისი შეგონების და მოწოდების მიზეზი ისაა, რომ მან საკუთარი ხელით მოამზადა კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახული კატასტროფები, რომლის გაძლებაც ადამიანის სულსა და ხორცს არ ძალუძს, მისი მიზანი არ იქნება მხოლოდ ხორცის, არამედ სულის დასჯა. უნდა იცოდეთ: როგორ რისხვას მოუვლებს ღმერთი, როდესაც მისი გეგმა ვერ შესრულდება და მისი შეხსენებები და შეგონებები ნაყოფს ვერ გამოიღებს? ეს იქნება ისეთი რამ, რაც არასდროს განუცდია ან შეუტყვია არცერთ ქმნილებას. ამიტომაც ვამბობ: ეს კატასტროფები უპრეცედენტოა და ისინი აღარასოდეს განმეორდება. რადგან ღმერთის გეგმაა მხოლოდ ერთხელ შექმნას და ერთხელ იხსნას კაცობრიობა. ეს არის პირველი შემთხვევა და უკანასკნელიც. ამიტომ, არავის ძალუძს დააფასოს საგულდაგულო განზრახვები და მხურვალე მოლოდინი, რომლითაც ღმერთი ამჯერად იხსნის კაცობრიობას.

— სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ღმერთი არის ადამიანის სიცოცხლის სათავე

ღვთის საქმე ძლევამოსილ ტალღასავით წინ მიიწევს. არავის ძალუძს მისი შეკავება და არავის ძალუძს მისი სვლის შეჩერება. მხოლოდ მათ, ვინც ყურადღებით უსმენენ მის სიტყვებს, ეძებენ მას და სწყურიათ იგი, შეუძლიათ მიჰყვნენ მის ნაბიჯებს და მიიღონ მისი აღთქმა. ვინც ამას არ გააკეთებს, გამანადგურებელი კატასტროფისა და დამსახურებული სასჯელის ობიექტად იქცევა.

— სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. დანართი 2: ღმერთი ხელმწიფებს მთელი კაცობრიობის ბედზე

დაკავშირებული მასალა

უკანასკნელი დღეების წინასწარმეტყველებები ახდა: როგორ ვიყოთ გონიერი ქალწულები, რათა მივეგებოთ უფალს

გინახავთ ეს? მთელი მსოფლიო კატასტროფებმა მოიცვა. 2025 წლის 30 ივლისის დილას რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე მოულოდნელად 8,8 მაგნიტუდის...

უფალი იესოს მეორედ მოსვლის 6 მთავარი წინასწარმეტყველება შესრულდა: რატომ ჯერ კიდევ არ შეგებებიხართ უფალს?

ავტორი: სინძიე ახლა უკვე უკანასკნელი დღეების დასასრულია და სხვადასხვა კატასტროფა ხშირად ხდება. ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში აღწერილი...