როგორ განვასხვავოთ ჭეშმარიტი ქრისტე ცრუქრისტეებისგან

ნოემბერი 10, 2026

უფალმა იესომ ერთხელ თქვა: „მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: «აჰა, აქ არის ქრისტე,» ან: «იქ», არ ერწმუნოთ. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ“ (მათ. 24:23–24). რელიგიური სამყაროს პასტორები და უხუცესები ხშირად იყენებენ წმინდა წერილის ამ მონაკვეთს საფუძვლად, რათა დაამტკიცონ, თითქოს შეუძლებელია, ღმერთმა უკანასკნელ დღეებში ხორცი შეისხას, გამოჩინდეს და საქმე აკეთოს; რათა დაამტკიცონ, რომ ნებისმიერი მტკიცება, რომელიც უფლის მოსვლას მოწმობს, მცდარია. ამის გამო უფლის შეგებებისას ბევრი მორწმუნე ბრმად იცავს თავს ცრუქრისტეებისგან; ვერ ბედავენ, აქტიურად ეძიონ და გამოიკვლიონ ღვთის გამოჩინება და საქმე. შედეგად კი მათთვის უფლის შეგებება შეუძლებელი ხდება. ამიტომ უფლის შეგებების მთავარი გასაღები ჭეშმარიტი ქრისტესა და ცრუქრისტეების ერთმანეთისგან გარჩევის უნარია. მაშ, როგორ უნდა განვასხვავოთ ჭეშმარიტი ქრისტე ცრუქრისტეებისგან? პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ სიტყვები: „უკანასკნელ დღეებში გამოჩნდებიან ცრუქრისტეები ადამიანების შეცდომაში შესაყვანად“ — თავად უფალმა იესომ თქვა. ეს ნათქვამი სიმართლეა — ეს ფაქტია. ჩვენ ყველას გვინახავს ზოგიერთ ქვეყანაში გამოჩენილი ცრუქრისტეები, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები; რაც ამტკიცებს, რომ უფალი იესოს სიტყვები აღსრულდა. თუმცა ზოგიერთი ადამიანი უფლის დაბრუნებას მხოლოდ იმიტომ უარყოფს, რომ უკანასკნელ დღეებში ცრუქრისტეები ჩნდებიან. რა შეცდომას უშვებენ ისინი? განა ეს არ ჰგავს გადაცდენის შიშით ჭამაზე უარის თქმას? განა ისინი არ უარყოფენ უფალი იესოს დაბრუნების წინასწარმეტყველებებს? თუ ადამიანებს უფლის სწამთ, მაგრამ უფალი იესოს წინასწარმეტყველებების უარყოფას ბედავენ, განა ისინი წინააღმდეგობას არ უწევენ უფალს? როგორ შეძლებენ ასეთი ადამიანები უფლის შეგებებას? მაშინ რატომ გააფრთხილა უფალმა იესომ ადამიანები, რომ უკანასკნელ დღეებში სიფრთხილე გამოეჩინათ ცრუქრისტეების მიმართ? ეს ღვთის სიყვარულია. ღმერთმა ეს ჩვენს დასაცავად გააკეთა, რათა ცრუქრისტეებს შეცდომაში არ შევეყვანეთ და არ გავყოლოდით მათ. შეცდომაში რომ შევსულიყავით, ღვთის ხსნას ვეღარ მოვიპოვებდით. ამიტომ უფალმა იესომ ჯერ კიდევ მადლის ეპოქაში თქვა ეს სიტყვები, რათა ცრუქრისტეებისგან დაგვეცვა თავი. ამაში შეგვიძლია დავინახოთ ღვთის საგულდაგულო ძალისხმევა. თუმცა ბევრს არ აქვს უფალი იესოს სიტყვების წმინდა გაგება. ცრუქრისტეებისგან თავის დაცვისას ისინი უარყოფენ უკანასკნელ დღეებში უფალი იესოს დაბრუნებას. ცრუქრისტეებისგან თავის დასაცავად ისინი უარყოფენ ჭეშმარიტების გამოსახატავად ღვთის განკაცების ფაქტს. განა ეს არ ჰგავს გადაცდენის შიშით ჭამაზე უარის თქმას? განა ასეთი ადამიანები სულელი ქალწულები არ არიან? განა ასეთი საქციელი უკიდურესად სასაცილო არ არის? როცა გვეუბნებოდა, რომ თავი დაგვეცვა ცრუქრისტეებისგან, უფალი იესო შეგვახსენებდა, რომ უნდა ვყოფილიყავით ფხიზლად და მოვმზადებულიყავით. თუ ფხიზლად არ ვიქნებით და არ მოვემზადებით, და შემთხვევით ცრუქრისტეები შეცდომაში შეგვიყვანენ, განა არ დავიღუპებით? ვერც უფლის მიგებებას შევძლებდით და საბოლოოდ, ჯოჯოხეთში მოგვიწევდა წასვლა და დავისჯებოდით. ახლა, როცა ვიცით, რომ ცრუქრისტეები უკვე გამოჩნდნენ, როგორ უნდა ვიყოთ ფხიზლად და როგორ მოვემზადოთ უფლის დაბრუნების შესაგებებლად? როგორ უნდა განვასხვავოთ ჭეშმარიტი ქრისტე ცრუქრისტეებისგან? პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ გარჩევა, თუ რა არის სინამდვილეში ჭეშმარიტება და ვის შეუძლია მისი გამოხატვა. როგორც კი ამას ნათლად დავინახავთ, ჭეშმარიტი ქრისტესა და ცრუქრისტეების ერთმანეთისგან გარჩევა გაგვიმარტივდება. რადგან ცრუქრისტეებსა და ცრუწინასწარმეტყველებს არ გააჩნიათ ჭეშმარიტება, ისევე როგორც სხვადასხვა ბოროტ სულს. შეუძლიათ კი მათ, ვისაც არ აქვთ ჭეშმარიტება, გამოხატონ იგი? რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ. ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები ბოროტი სულებით შეპყრობილი ადამიანები არიან; ისინი სატანისგან მოდიან, ამიტომ არ აქვთ ჭეშმარიტება და არ შეუძლიათ მისი გამოხატვა. მაშინ რას ეყრდნობიან ცრუქრისტეები ადამიანების შეცდომაში შესაყვანად? პირველი: ისინი იყენებენ ცრუ წინასწარმეტყველებებს; მეორე: ავრცელებენ მწვალებლობებსა და მცდარ შეხედულებებს; მესამე: ბოროტი სულების ქმედებებს ეყრდნობიან, საუბრობენ ცრუ ენებზე და ავლენენ ნიშნებსა და ახდენენ სასწაულებს. დღესდღეობით, როდესაც ცრუქრისტეებს ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ, ძირითადად რამდენიმე ცრუ წინასწარმეტყველებას, მწვალებლობასა და მცდარ შეხედულებას იყენებენ. სწორედ ამას ეყრდნობიან ისინი ხალხის შეცდომაში შესაყვანად. ჯერ არ გვინახავს, რომ ვინმე შეცდომაში შეეყვანათ დიდი ნიშნებითა და სასწაულებით. ეს ძალიან იშვიათია; შესაძლოა, იმიტომ, რომ ღმერთი არ რთავს ამის ნებას. მართლა რომ მიეცა ღმერთს სატანისთვის უფლება, დიდი ნიშნებითა და სასწაულებით შეეყვანა ადამიანები შეცდომაში, მაშინ მთელი რელიგიური სამყაროს ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი წავიდოდა და ირწმუნებდა ცრუქრისტეებს. რადგან მთელ კაცობრიობაში ძალიან ცოტას თუ ესმის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების არმქონე ადამიანები დიდ საფრთხეში არიან და იოლად ექცევიან ცრუქრისტეებისა და ცრუწინასწარმეტყველების შეცდომაში. ამიტომ უფალმა იესომ ეს წინასწარმეტყველება უპირველესად იმისთვის წარმოთქვა, რომ ადამიანებს უკანასკნელ დღეებში გამოჩენილი ცრუქრისტეებისგან დაეცვათ თავი, და ეჩვენებინა მათთვის ცრუქრისტეების მახასიათებლები; რათა ამგვარად ადამიანებმა შეძლონ ცრუქრისტეების ამოცნობა და თავიდან აირიდონ შეცდომაში შესვლა. სწორედ ეს იყო უფალი იესოს მიზანი ამ სიტყვების წარმოთქმისას, და ეს უფლის საგულდაგულო ძალისხმევაცაა. თუმცა უფალ იესოს არასოდეს უთქვამს, რომ არ დაბრუნდებოდა. თუ ვინმეს არ სჯერა უფლის დაბრუნების მხოლოდ იმიტომ, რომ უფალმა იესომ ცრუქრისტეების გამოჩენის შესახებ ისაუბრა, ის ცდება. უფალმა იესომ თქვა: „აჰა, მოვალ მალე“ (გამოცხ. 3:11). ამიტომ უფალი იესოს დაბრუნება გარდაუვალია. მაგრამ როგორ ხსნიან წმინდა წერილის ამ მონაკვეთს პასტორები და უხუცესები? ისინი მორწმუნეებს ეუბნებიან: „ვინაიდან უკანასკნელ დღეებში ადამიანების შეცდომაში შესაყვანად ცრუქრისტეები გამოჩნდებიან, ნებისმიერი ცნობა, რომელიც უფლის დაბრუნებას იუწყება, მცდარია. თქვენ არ გაქვთ უფლება, ეძიოთ და გამოიკვლიოთ ეს, და მით უმეტეს, არ უნდა მიიღოთ იგი.“ ეს არის ფარული გზა, რათა სრულად უარყონ უფალი იესოს ნათქვამი სიტყვები: „აჰა, მოვალ მალე“. ამგვარი განმარტებით პასტორები ამახინჯებენ უფალი იესოს სიტყვებს. თუ ადამიანები დაიჯერებენ პასტორების მტკიცებებს და აღარ გამოიკვლევენ ჭეშმარიტ გზას, მაშინ ისინი ეშმაკებისა და სატანების ხრიკებს წამოგებულან. ამიტომ ყველა პასტორს, რომელიც ამ მონაკვეთს ასე განმარტავს, უბრალოდ შეცდომაში შეჰყავს ადამიანები. ისინი იყენებენ ცრუქრისტეების მიერ ადამიანების შეცდომაში შეყვანის მაგალითს, რათა უარჰყონ უფალი იესოს დაბრუნება, უარჰყონ ღვთის განკაცება და უარჰყონ ის ფაქტი, რომ ღმერთი ჭეშმარიტებას გამოხატავს უკანასკნელ დღეებში კაცობრიობის გადარჩენის საქმის შესასრულებლად. მათი მიზანია, ხელი შეგიშალონ უფლის დაბრუნების შეგებებაში; გაიძულონ, უარი თქვა რწმენასა და გამოკვლევაზე, თუნდაც გაიგო, რომ ვინმე ქრისტეს მოწმობს, ან ამბობს, თუ სად არის ქრისტე; და გაიძულონ, უბრალოდ დარჩე ეკლესიაში, უსმინო მათ ქადაგებებს და ირწმუნო მათი სიტყვები, რათა საბოლოოდ მათთან ერთად ჯოჯოხეთში წახვიდე. სწორედ ეს არის პასტორების მიზანი. მაშინ რა არის ამ მონაკვეთის განმარტების მართებული გზა? ის ასე უნდა განვმარტოთ: „ჩვენ გვწამს უფლის სიტყვები. ფაქტია, რომ უკანასკნელ დღეებში აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანების შეცდომაში შემყვანი ცრუქრისტეები, მაგრამ ასევე სიმართლეა, რომ უფალი იესო ნამდვილად დაბრუნდება. ეს უფლის აღთქმაა. უფალი ერთგულია. უფალმა აღგვითქვა, რომ დაბრუნდებოდა, ამიტომ ის ნამდვილად მოვა. რაც უნდა მოხდეს, არ შეგვიძლია უფლის დაბრუნების უარყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ უკანასკნელ დღეებში ცრუქრისტეები ჩნდებიან; არც ჭეშმარიტი გზის გამოკვლევაზე დახევა შეგვიძლია უკან და არც უფლის შეგებებაზე უარის თქმა, მხოლოდ იმის გამო, რომ ცრუქრისტეებისგან ვიცავთ თავს. ასე მოქცევით იმ რისკის ქვეშ ვდგებით, რომ ხელიდან გავუშვათ უფლის დახვედრისა და ხსნის მიღების შესაძლებლობა.“ ამგვარი განმარტება ადამიანებს შეცდომაში არ შეიყვანს. თუმცა, პასტორები ხშირად ავრცელებენ მცდარ შეხედულებებს და ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი ცნობა, რომელიც უფლის მოსვლას იუწყება, მცდარია; და ამბობენ, რომ ნებისმიერი ცნობა, თითქოს უფალი ხორცშესხმული მოვიდა, როგორც ძე კაცისა, მცდარია. განა ეს უფალი იესოს სიტყვების არასწორად განმარტება არ არის? ეს ყველაფერი უფალი იესოს სიტყვების არასწორად განმარტებაა, რაც ამტკიცებს, რომ პასტორებს ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. ისინი არასწორად განმარტავენ უფალი იესოს სიტყვებს და აყალბებენ ფაქტებს, რათა მიაღწიონ თავიანთ მიზანს და ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ. სწორედ ეს არის პასტორების განზრახვა და მზაკვრული გეგმა ამ მონაკვეთის განმარტებისას. მაშ, როგორ უნდა განვასხვავოთ ჭეშმარიტი ქრისტე ცრუქრისტეებისგან უფლის დახვედრისას? არის სამი რამ, რაც ადამიანებმა უნდა გაიაზრონ. პირველი: როგორ განვმარტოთ უფალი იესოს სიტყვები — „უკანასკნელ დღეებში გამოჩნდებიან ცრუქრისტეები ადამიანების შეცდომაში შესაყვანად“; მეორე: როგორ განვასხვავოთ ჭეშმარიტი ქრისტე ცრუქრისტეებისგან; და მესამე: რა განზრახვა და მიზანი იმალება პასტორების მიერ ამ მონაკვეთის განმარტების მიღმა. როგორც კი ეს სამი რამ ნათელი გახდება თქვენთვის, შეძლებთ ჭეშმარიტი ქრისტეს ცრუქრისტეებისგან გარჩევას. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა. ცრუქრისტეებს არ გააჩნიათ ჭეშმარიტება; მათ მხოლოდ ცრუ წინასწარმეტყველებების თქმა ან გარკვეული ნიშნებისა და სასწაულების მოხდენა შეუძლიათ ადამიანების შეცდომაში შესაყვანად. ისინი, ვისაც სულიერი გაგება არ გააჩნიათ და რომლებიც ეშმაკები არიან, მათ მხოლოდ ნიშნებისა და სასწაულების სჯერათ და არა — ჭეშმარიტების; ამიტომაც ისინი შეცდომაში შედიან და ცრუქრისტეებს მიჰყვებიან. მაგრამ ისინი, ვისაც სწამთ და უყვართ ჭეშმარიტება, მხოლოდ ქრისტეს მიჰყვებიან და იღებენ ჭეშმარიტებას, საბოლოოდ კი მოიპოვებენ სიცოცხლეს და ღვთის მიერ სრულყოფილნი ხდებიან.

მაშ, რა საქმის შესასრულებლად მოვიდა უპირველესად უკანასკნელი დღეების ქრისტე? უფალმა იესომ თქვა: „როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში“ (იოან. 16:13). ღმერთი უკანასკნელ დღეებში ხორცს სწორედ ამ საქმის შესასრულებლად ისხამს; ის ადამიანებს ყოველგვარ ჭეშმარიტებაში წარმართავს. კონკრეტულად რა საქმეს ასრულებს იგი? ეს უკანასკნელ დღეებში განკითხვის საქმეა. ბიბლია ამბობს: „რადგან დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა“ (1 პეტრ. 4:17). „ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ“ (გამოცხ. 20:11–12). რას გულისხმობს „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველები დიდი თეთრი ტახტის განკითხვა? ის გულისხმობს ჭეშმარიტების გამოსახატავად ღვთის განკაცებას. მაშ, რას ნიშნავს განკაცება? ეს ძე კაცისად მოვლინებას ნიშნავს. უფალი იესოს მსგავსად, ეს ძე კაცისა განკაცებული ღმერთია. მას ღვთაებრივი არსი აქვს და ის ღვთის გამოჩინებაა, რომელიც ზის დიდ თეთრ ტახტზე და განსჯის ურიცხვ ერსა და ხალხს. ამიტომ, როდესაც შენ ხედავ, რომ ღმერთი ჭეშმარიტებას გამოხატავს და განკითხვის საქმეს ასრულებს, ეს ნიშნავს, რომ ის მოვიდა. ახლა ყოვლისშემძლე ღმერთი ჭეშმარიტებას გამოხატავს და განკითხვის საქმეს ასრულებს უკანასკნელ დღეებში, რაც სავსებით საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი უკანასკნელი დღეების ქრისტეა. შეუძლიათ კი ცრუქრისტეებს ჭეშმარიტების გამოხატვა? მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გამოხატვა. ის, ვისაც ჭეშმარიტების გამოხატვა შეუძლია, არის ღმერთი, რომელიც გამოჩნდა და საქმეს ასრულებს; მხოლოდ მას, ვისაც ჭეშმარიტების გამოხატვა შეუძლია, ძალუძს განკითხვის საქმის შესრულება. ჭეშმარიტება სარკეს ჰგავს, რომელიც დემონებს ააშკარავებს — სწორედ ჭეშმარიტება ამხელს ყველაზე მეტად ადამიანებს. როდესაც ღმერთი ჭეშმარიტებას გამოხატავს, ყველა ადამიანი შერცხვება ჭეშმარიტების წინაშე და მათი ნამდვილი სახე აუცილებლად გამოაშკარავდება. რაც უნდა მაღალი სტატუსი ან დიდი ცოდნა ჰქონდეთ, როდესაც ჭეშმარიტებას ხედავენ, ისინი თავს იოკებენ და ვეღარ ბედავენ დაუფიქრებლად საუბარს. მათი მცირეოდენი სიტყვები და თეორიები სრულიად უსარგებლოა ჭეშმარიტების წინაშე. ამიტომ, სატანაც კი იოკებს თავს და ხმის ამოღებას ვერ ბედავს ჭეშმარიტების წინაშე. წარსულში რელიგიური სამყარო საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებდა და ჩირქს სცხებდა ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესიას. მაგრამ მას შემდეგ, რაც ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები ინტერნეტში გამოქვეყნდა, რელიგიური სამყარო დადუმდა და ბევრად უფრო თავდაჭერილი გახდა. ახლა ბევრი ვეღარ ბედავს ეკლესიის განსჯასა და დაგმობას, ხოლო ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესიის მიმართ კრიტიკა სულ უფრო და უფრო შემცირდა. მართალია, რამდენიმე ეშმაკი მაინც ბედავს კრიტიკას, მაგრამ დიდი დრო არ სჭირდება, რომ მათი მცდარი შეხედულებები გაბათილდეს, და ღვთის განმკითხველთა და დამგმობთა უმეტესობა დაეცა. როდესაც ბევრი ადამიანი ხედავს ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვებს, ისინი გრძნობენ, რომ ამ სიტყვებს ხელმწიფება და ძალა აქვს, და რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა. ისინი გრძნობენ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესიაშია ჭეშმარიტება და სულიწმიდის საქმე, და რომ ყოვლისშემძლე ღმერთი, დიდი ალბათობით, თავად უფალი იესოა, რომელიც გამოჩნდა და საქმეს ასრულებს. ზოგიერთი ადამიანი ერთ ან ორ წელს იკვლევს და შემდეგ იღებს ღვთის უკანასკნელი დღეების საქმეს; ზოგიერთი სამიდან ხუთ წლამდე იკვლევს და შემდეგ იღებს მას; ზოგიერთი კი შვიდი ან რვა წელი, ან სულაც მთელი ათი წელი იკვლევს, სანამ მას მიიღებდეს. სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაში არიან ცნობილი ფიგურები, რომლებმაც მიიღეს ის, მათ შორის სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანი: პასტორები, მწერლები და პროფესორები. როგორ მოხდა, რომ მათ მიიღეს ის? მათ დაინახეს, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები მთლიანად ჭეშმარიტებაა, დარწმუნდნენ, რომ ეს სიტყვები ღვთის მიერაა გამოხატული, და დარწმუნდნენ, რომ ყოვლისშემძლე ღვთის საქმე — ღვთის საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი განკაცდა, როგორც ჩვეულებრივი ძე კაცისა, ყოვლისშემძლე ღვთის მიერ გამოხატული სიტყვები ჭეშმარიტებაა და სრულად არწმუნებს ადამიანებს, და ამიტომ ისინი, ვისაც ჭეშმარიტება უყვართ, იღებენ მას. ხოლო ისინი, ვისაც არ უყვართ ჭეშმარიტება, ზუსტად იმ ფარისევლებს ჰგვანან უფალი იესოს გამოჩინებისა და მოქმედების პერიოდიდან. ისინიც აღიარებენ, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვებს ხელმწიფება და ძალა აქვს, მაგრამ რადგან არ უყვართ ჭეშმარიტება, არ იღებენ ყოვლისშემძლე ღმერთს. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც რელიგიური სამყარო ბოჭავს. ეშინიათ რა რელიგიური სამყაროდან გარიცხვის, ვერ ბედავენ ყოვლისშემძლე ღვთის რწმენასა და მიღებას. განა ეს სისულელე და უმეცრება არ არის? უფლის რწმენისას და ჭეშმარიტი გზის გამოკვლევისას, საკუთარი აზრი უნდა გაგაჩნდეს. არ შეიძლება ყოველთვის პასტორებს უსმენდე და, მით უმეტეს, შენს წინაპრებს ენდობოდე, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ღმერთს, და, მით უმეტეს, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჭეშმარიტება გააჩნიათ. გონიერ ქალწულად ყოფნა მოითხოვს შენგან ფხიზლობას, ლოცვასა და იმის ცოდნას, თუ როგორ ეძიო ჭეშმარიტება. თუ არ იცი ლოცვა და არ იცი, როგორ მიენდო ღმერთს, დიდია იმის ალბათობა, რომ სატანამ და პასტორებმა შეცდომაში შეგიყვანონ, გაგაკონტროლონ და დაგატყვევონ.

მაშ, რა უნდა გაგაჩნდეს იმისთვის, რომ ეძიო და გამოიკვლიო ჭეშმარიტი გზა? პირველ რიგში, უნდა შეგეძლოს იმის გარჩევა, თუ რა არის ჭეშმარიტება, ვის აქვს ჭეშმარიტება და ვის შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა. როგორც კი ამ ყველაფერს ნათლად დაინახავ, შეძლებ ჭეშმარიტი ქრისტეს ცრუქრისტეებისგან გარჩევას. თუ ის ქრისტეა, მას ნამდვილად შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა; ხოლო თუ ის არ არის ქრისტე, მაშინ ის ვერ გამოხატავს ჭეშმარიტებას. რას ეყრდნობიან ცრუქრისტეები ადამიანების შეცდომაში შესაყვანად? ცრუ წინასწარმეტყველებების თქმას, მწვალებლობებისა და მცდარი შეხედულებების გავრცელებას. ცრუქრისტეებს საერთოდ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება. თუ ამას ნათლად დაინახავ, ცრუქრისტეები ადვილად ვეღარ შეგიყვანენ შეცდომაში. გარდა ამისა, თუ ნათლად დაინახავ, რომ პასტორებსა და უხუცესებს არ გააჩნიათ ჭეშმარიტება და ცრუ მწყემსები არიან, მაშინ პასტორები და უხუცესებიც ვეღარ შეგიყვანენ შეცდომაში. თუ უფლის მორწმუნე ადამიანებს პასტორები და უხუცესები აკონტროლებენ, ისინი ნამდვილად არ არიან ღვთის მიერ რჩეულნი, არამედ სატანისგან არიან. ყველა, ვინც პასტორებსა და უხუცესებს აღმერთებს, სულელი ქალწულია და ვერ შეძლებს უფალთან მიგებებას. დაიმახსოვრე ეს! ჭეშმარიტი გზის გამოკვლევა, ერთი მხრივ, ნიშნავს იმის განსაზღვრის უნარს, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვებს ხელმწიფება და ძალა აქვს და მთლიანად ჭეშმარიტებაა, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა, და რომ ღვთის გარდა, არავის ძალუძს ჭეშმარიტების გამოხატვა. მეორე მხრივ კი, ის ნიშნავს იმის მტკიცედ დაჯერებას, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და მისი გამოხატვა მხოლოდ ღმერთს შეუძლია; რომ არცერთ ეშმაკს, სატანას ან ბოროტ სულს არ შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა; და რომ ნებისმიერი შეცდომაში შემყვანი სიტყვა და ნეგატიური პროპაგანდა — ტყუილი და ეშმას სიტყვებია, რომლებიც რწმენად არ ღირს. ჭეშმარიტი გზის გამოკვლევისას საკმარისია მხოლოდ ამ ორ რამეში იყო დარწმუნებული. თუ ამ ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა, და ისეთი სიტყვების თქმა, რომლებსაც ხელმწიფება და ძალა აქვთ, მაშინ ის არის უფალი იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ძე კაცისას გამოჩინება. ეს განკაცებული ღვთის გამოჩინებაა; ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სიტყვის ხორცში გამოჩინება. ზუსტად ისე, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი ამბობს: „ხორცშესხმულ ღმერთს ქრისტედ მოიხსენიებენ, და ამიტომ, ქრისტეს, რომელსაც შეუძლია ადამიანს ჭეშმარიტება უწყალობოს, ღმერთად მოხსენიება სულაც არ არის გადაჭარბებული, რადგან იგი ფლობს ღვთის არსს, ფლობს ღვთის ხასიათსა და ღვთის საქმის სიბრძნეს, რაც მიუწვდომელია ადამიანისთვის. ისინი, ვინც საკუთარ თავს ქრისტეებს უწოდებენ, მაგრამ ღვთის საქმის კეთება არ შეუძლიათ, თვითმარქვიები არიან. ქრისტე უბრალოდ მიწაზე ღმერთის გამოვლინება არაა, არამედ ის კონკრეტული ხორციცაა, რომელსაც ღმერთი ისხამს, როდესაც იგი დედამიწაზე თავის საქმეს ახორციელებს და ადამიანთა შორის თავის საქმეს ასრულებს. ეს ხორცი ვერავის მიერ ვერ იქნება ჩანაცვლებული, არამედ ეს ის ხორცია, რომელსაც შეუძლია სათანადოდ იტვირთოს ღვთის საქმე მიწაზე, შეუძლია გამოხატოს ღვთის ხასიათი, შეუძლია სათანადოდ წარმოადგინოს ღმერთი და შეუძლია ადამიანი სიცოცხლით უზრუნველყოს. ადრე თუ გვიან, დაეცემა ყველა, ვინც ქრისტედ ასაღებს თავს — რადგან თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ქრისტე არიან, მათში ქრისტეს არავითარი არსი არ არსებობს. ამგვარად, მე ვამბობ, რომ ქრისტეს ავთენტიკურობა ადამიანის მიერ ვერ განისაზღვრება, არამედ ამაზე პასუხს თავად ღმერთი სცემს და თავადვე წყვეტს“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. მხოლოდ უკანასკნელი დღეების ქრისტეს შეუძლია მისცეს ადამიანს მარადიული სიცოცხლის გზა).

დაკავშირებული მასალა

ვაება მათ, ვინც მხოლოდ უფლის ღრუბელზე გარდამოსვლას ელოდება

უფლის მორწმუნეთა უდიდესი იმედი არის ის, რომ მის დაბრუნებას შეეგებებიან და ცათა სასუფეველში აღიყვანებიან. ახლა, როდესაც დიდი კატასტროფები...

ჭეშმარიტად რას ნიშნავს „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს“?

უკანასკნელ დღეებში უფალი იესო ხორცშესხმული დაბრუნდა და ათ მილიონზე მეტი სიტყვა გამოხატა. ის განკითხვის საქმეს აღასრულებს, რომელსაც ღვთის...