ვაება მათ, ვინც მხოლოდ უფლის ღრუბელზე გარდამოსვლას ელოდება
უფლის მორწმუნეთა უდიდესი იმედი არის ის, რომ მის დაბრუნებას შეეგებებიან და ცათა სასუფეველში აღიყვანებიან. ახლა, როდესაც დიდი კატასტროფები...
მივესალმებით ყველა მაძიებელს, ვისაც ღვთის გამოჩინება სწყურია!
უკანასკნელ დღეებში ყოვლისშემძლე ღმერთმა ყველა ჭეშმარიტება გამოხატა კაცობრიობის გადასარჩენად, რომლებიც ინტერნეტში დიდი ხნის წინ, ყველასთვის საძიებლად და საკვლევად განთავსდა. ბევრმა, ვისაც ღვთის გამოჩინება სწყურია, წაიკითხა ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვები და აღიარა ისინი ღვთის ხმად. მათ ყველამ მიიღეს ყოვლისშემძლე ღმერთი და ღვთის ტახტის წინაშე დაბრუნდნენ. თუმცა რელიგიურ სამყაროში პასტორებისა და უხუცესების უმეტესობა არა მხოლოდ არ იკვლევს, არამედ გაშმაგებით გმობს ყოვლისშემძლე ღმერთს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, და არა ღმერთს, რომელიც გამოჩნდა საქმის აღსასრულებლად, და თავნებად ხელს უშლიან მორწმუნეებს ჭეშმარიტი გზის გამოკვლევაში. ეს აბნევს მრავალ ადამიანს, რომელსაც უფლის სწამს. ისინი ფიქრობენ, რომ ვინაიდან პასტორები და უხუცესები ეკლესიებში უფალს ემსახურებიან და ხშირად განმარტავენ და განადიდებენ ბიბლიას, ისინი ის ადამიანები არიან, რომლებსაც ესმით ბიბლია და იცნობენ ღმერთს, და რომ თუ ყოვლისშემძლე ღმერთი დაბრუნებული უფალი იესოა, პასტორებსა და უხუცესებს მისი ცნობა უნდა შეეძლოთ — მაშ, როგორ შეიძლება, მათ მას წინააღმდეგობა გაუწიონ და დაგმონ? მათ მიაჩნიათ, რომ თუ რომელიმე გზას რელიგიური სამყაროს პასტორები და უხუცესები გმობენ, ის ვერანაირად ვერ იქნება ჭეშმარიტი გზა. ასეთი შეხედულება საფუძვლიანია? აქვს ამ განცხადებას რაიმე საფუძველი ღვთის სიტყვებში? რის საფუძველზე ამბობენ, რომ ისინი, ვისაც ბიბლიის განმარტება შეუძლიათ, არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთს იცნობენ? ნუთუ ასეთი სახის განცხადება მხოლოდ ადამიანური წარმოდგენები და წარმოსახვები არ არის? ეს უბრალოდ ერესი და მცდარი შეხედულება ხომ არ არის? იუდაიზმის ყველა მღვდელმთავარს, გადამწერსა და ფარისეველს შეეძლო ბიბლიის განმარტება, მაშ, რატომ განსაჯეს და დაგმეს მათ მაინც უფალი იესო და გააკრეს ის ჯვარზე? რა არის აქ პრობლემა? როდესაც უფალი იესო გამოჩნდა და საქმიანობდა, ის სულ მცირე სამი წლის განმავლობაში ქადაგებდა, და ყველაფერი, რაც მან გამოხატა, ჭეშმარიტება იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები აღიარებდნენ, რომ უფალ იესოს სიტყვებს ძალა და ხელმწიფება ჰქონდა, მათ მცირედითაც კი არ უძებნიათ ან უკვლევიათ, და არც მიუღიათ უფალი იესოს მიერ გამოხატული ჭეშმარიტებები. ისინი გაშმაგებით გმობდნენ, დევნიდნენ და დააპატიმრეს კიდეც უფალი იესო, და დაჟინებით მოითხოვდნენ მის ჯვარზე გაკვრას. იუდაიზმის მღვდელმთავრები, გადამწერები და ფარისევლები ყველანი ხშირად განმარტავდნენ ბიბლიას. სხვების თვალში, მათ ყველას ესმოდათ ბიბლია და იცნობდნენ ღმერთს. მაშ, რატომ იყვნენ სწორედ ისინი, ყველა ადამიანს შორის, ვინც უფალი იესო ჯვარზე გააკრა? ამ ფაქტზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა: ადამიანები, რომლებსაც ბიბლიის განმარტება შეუძლიათ, შეიძლება სულაც არ იცნობდნენ ღმერთს ან ემორჩილებოდნენ ღმერთს, რადგან სწორედ ასეთი ტიპის ადამიანები არიან ისინი, ვინც ღმერთს ჯვარზე გააკრავდა.
დღეს რელიგიური სამყაროს ამ პასტორებსა და უხუცესებსაც შეუძლიათ ბიბლიის განმარტება, მაგრამ ნამდვილად იცნობენ კი ისინი ღმერთს? ისინი ღმერთს ემორჩილებიან თუ წინააღმდეგობას უწევენ მას? როგორ უნდა განვასხვავოთ ეს? პირველ რიგში, უნდა დავინახოთ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა უამრავი ჭეშმარიტება გამოხატა, რომელთა წაკითხვაც ინტერნეტში ყველას შეუძლია. კონკრეტულად როგორ ექცევიან რელიგიური სამყაროს პასტორები და უხუცესები ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვებს? რამდენი მათგანი იკვლევს ჭეშმარიტ გზას? რამდენი მათგანი კვლავაც გმობს და წინააღმდეგობას უწევს? რამდენი მათგანი მოქმედებს როგორც მაყურებელი, არც იღებს და არც წინააღმდეგობას უწევს? ღვთის მიერ ჭეშმარიტების გამოხატვა ადამიანებს ძლიერ ააშკარავებს; ჭეშმარიტების წინაშე ყველა დახარისხებულია მათი გვარისამებრ. სინამდვილეში, ბევრი არ იკვლევს ჭეშმარიტ გზას როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტებების წინაშე წარდგება, და ძალიან ბევრია ისეთი, ვინც წინააღმდეგობას უწევს და გმობს ყოვლისშემძლე ღმერთს. ეს არის ფაქტი, რომლის დანახვაც ყველას შეგვიძლია. პასტორები და უხუცესები არა მხოლოდ თავად არ იკვლევენ და არ იღებენ ჭეშმარიტ გზას, არამედ მორწმუნეებსაც ხელს უშლიან მის გამოკვლევასა და მიღებაში. ისინი მორწმუნეებს რწმენის თავისუფლებას არ აძლევენ, და ყველაფერს აკეთებენ მათ მახეში გასაბმელად და გასაკონტროლებლად, ძალმომრეობით უკრძალავენ მორწმუნეებს ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვების კითხვას, იმ ადამიანების მასპინძლობას, რომლებიც მოწმობენ ყოვლისშემძლე ღმერთზე, და ჭეშმარიტი გზის გამოკვლევას. რელიგიური სამყაროს ეს წინამძღოლები ყოველგვარი გონიერების გარეშე მოქმედებენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ ყოვლისშემძლე ღმერთის გამოჩინებისა და საქმის დასაგმობად. განა ეს ღმერთისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ არის? განა მათ სულიწმიდის გმობის ცოდვა არ ჩაუდენიათ? თავად ის ფაქტი, რომ რელიგიური სამყაროს პასტორები და უხუცესები მორწმუნეებს ჭეშმარიტი გზის გამოკვლევაში ხელს უშლიან და ბიბლიასაც კი არასწორად განმარტავენ, რათა მორწმუნეები შეცდომაში შეიყვანონ, მახეში გააბან და გააკონტროლონ, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ, მართალია, მათ ესმით ბიბლიის ზოგიერთი სიტყვა და მოძღვრება, ისინი ღმერთს საერთოდ არ იცნობენ. ეს იმიტომ, რომ მათი ქმედებები და საქმენი მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ბიბლიას და კიდევ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. მაშ, ისინი კეთილი მსახურები არიან თუ ბოროტი მსახურები? რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ისინი ღმერთს საერთოდ არ იცნობენ — ისინი ღმერთს წინააღმდეგობას უწევენ და მას კვლავ აცვამდნენ ჯვარს. ამიტომ რელიგიური პასტორები ყველანი ცრუ მწყემსები და ბოროტი მსახურები არიან; ისინი ღვთის მიერ აბსოლუტურად არ არიან მოწონებულნი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თქმის ბიბლიური საფუძველი და მტკიცებულებად უფალი იესოს სიტყვებიც გვაქვს. უფალმა იესომ თქვა: „ბევრი მეტყვის იმ დღეს: «უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?» მაშინ მე განვუცხადებ მათ: «მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო»“ (მათ. 7:22–23). „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ“ (მათ. 23:13). „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად“ (მათ. 23:15). უფალ იესოს სიტყვებიდან ნათლად ვხედავთ, რომ მართალია, რელიგიური სამყაროს პასტორებსა და უხუცესებს შეუძლიათ ქადაგება და საქმიანობა, უფალი მათ არ აღიარებს, არამედ გმობს მათ, როგორც ბოროტმოქმედებს. რატომ არის ასე? იმიტომ, რომ მათ მეტისმეტად ბევრი ბოროტება ჩაიდინეს. მათ ზიანი მიაყენეს და დაღუპეს მორწმუნეები, რამაც გამოიწვია ის, რომ მათ მრევლში გაწევრიანების შემდეგ, ბევრი ჯოჯოხეთის შვილად იქცა. როგორ უნდა აიხსნას ეს სიტყვები? რატომ ხდებიან ისინი მათთან შეერთების შემდეგ ჯოჯოხეთის შვილები? ეს იმიტომ ხდება, რომ მიუხედავად რელიგიაში უფლის რწმენისა, როდესაც უფალი დაბრუნდა, პასტორებმა და უხუცესებმა ისინი შეცდომაში შეიყვანეს, შეზღუდეს და შებოჭეს. ისინი აგრძელებენ მხოლოდ უფლის რწმენას რელიგიაში, მაგრამ არ იღებენ უფლის დაბრუნებას და არც განკითხვის საქმეს, რომელსაც ის უკანასკნელ დღეებში აღასრულებს. შემდეგ ისინი ხდებიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ ღმერთს და წინააღმდეგობას უწევენ მას, და ღმერთი მათ მოკვეთავს. განა ეს მათ ჯოჯოხეთის შვილებად არ აქცევს? ეს ადამიანები პასტორებმა და უხუცესებმა დააზიანეს და დაღუპეს. ეს ზუსტად აღასრულებს უფალ იესოს სიტყვებს: „მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან“ (მათ. 15:14). ამიტომ, თუ რელიგიური სამყაროს პასტორები და უხუცესები ადამიანებს ჭეშმარიტი გზის გამოკვლევის საშუალებას არ აძლევენ, არამედ შეცდომაში შეჰყავთ და მახეში აბამენ მათ — და ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესიის შესახებ ჭორებსაც კი თხზავენ, ცილს სწამებენ და გმობენ მას — მაშინ ისინი მძიმე ცოდვილები არიან; ისინი ღვთის მტრები არიან, და მათი საბოლოო შედეგი გარდაუვლად განადგურება იქნება. ზუსტად ისე, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი ამბობს: „არიან ისეთებიც, რომლებიც კითხულობენ ბიბლიას დიდებულ ეკლესიებში და მთელი დღის განმავლობაში ციტირებენ ნაწყვეტებს, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ წვდება ღვთის საქმის მიზანს და არცერთი მათგანი არ იცნობს ღმერთს — რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის განზრახვებთან შესაბამისობაზე. ისინი ყველანი უსარგებლო, საძაგელი ადამიანები არიან, რომლებიც მაღლიდან მოძღვრავენ «ღმერთს». ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ღვთის სახელით, მაგრამ შეგნებულად ეწინააღმდეგებიან ღმერთს, რომლებიც ატარებენ ღვთის მორწმუნის იარლიყს მაშინ, როცა ჭამენ ადამიანის ხორცს და სვამენ მის სისხლს. ყველა ასეთი ადამიანი არის ბოროტი ეშმაკი, რომელიც შთანთქავს ადამიანთა სულებს, მთავარი დემონი, რომელიც შეგნებულად უშლის ხელს ადამიანებს სწორ გზაზე დადგომაში, და დაბრკოლება, რომელიც აფერხებს ადამიანებს ღვთის ძიებაში“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ყველა ადამიანი, რომელიც არ იცნობს ღმერთს, ღვთის წინააღმდეგია). თუ ადამიანები ვერასოდეს ისწავლიან რელიგიური სამყაროს პასტორებისა და უხუცესების გარჩევას, ყოველთვის დაიჯერებენ მათ ნათქვამს და მუდამ მათ მიერ იქნებიან შეზღუდულნი და შებოჭილნი, მაშინ ისინი ქალწულთა შორის ყველაზე უგუნურები არიან. ხსნის მიღწევის მათი შანსები სრულიად განადგურდება პასტორებისა და უხუცესების მიერ, და ისინი სიბნელეში ჩავარდებიან ტირილითა და კბილებს ღრჭიალით. მითხარით, შეუძლიათ რელიგიური სამყაროს პასტორებსა და უხუცესებს უფლის შეგებება? როდესაც უფალი მოვა, პირველად მათთან გამოცხადდება? რა თქმა უნდა, არა. თუ თქვენ ნამდვილად გააცნობიერებთ, რომ რელიგიური სამყაროს პასტორები და უხუცესები არიან ანტიქრისტეები, რომლებიც ღმერთს წინააღმდეგობას უწევენ და ეშმაკნი, რომლებიც ადამიანებს ჭეშმარიტი გზის გამოკვლევაში ხელს უშლიან, მაშინ კვლავ შეძლებთ, დაიჯეროთ ეშმას სიტყვები: „თუ რელიგიური სამყარო რომელიმე გზას გმობს, ის ჭეშმარიტი გზა არ არის“? თუ კვლავ მტკიცედ გჯერათ, რომ რელიგიური სამყაროს პასტორებსა და უხუცესებს შეუძლიათ ადამიანების ცათა სასუფეველში შეყვანა, უპირობოდ უსმენთ მათ სიტყვებს და ემორჩილებით მათ, და საბოლოოდ უარყოფთ ჭეშმარიტ გზას და უარყოფთ უფალ იესოს დაბრუნებას, განა ყველაზე დიდი სულელი არ ხართ? ეს კითხვა დაფიქრებად ღირს!
უფლის მორწმუნეთა უდიდესი იმედი არის ის, რომ მის დაბრუნებას შეეგებებიან და ცათა სასუფეველში აღიყვანებიან. ახლა, როდესაც დიდი კატასტროფები...
ყოვლისშემძლე ღმერთი გამოჩინდა და მოქმედებს უკანასკნელ დღეებში, გამოხატავს რა ათ მილიონზე მეტ სიტყვას. ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვების...
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც უფალი იესო ჯვარს აცვეს და მკვდრეთით აღდგა, ის უკვე დიდებულ სულიერ სხეულად იქცა და ზეცად...
უფლის ყველა მორწმუნე ენდობა უფალ იესოს დაპირებას: „მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ. როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და...