ჭეშმარიტად რას ნიშნავს „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს“?

ნოემბერი 10, 2026

უკანასკნელ დღეებში უფალი იესო ხორცშესხმული დაბრუნდა და ათ მილიონზე მეტი სიტყვა გამოხატა. ის განკითხვის საქმეს აღასრულებს, რომელსაც ღვთის სახლიდან იწყებს. მრავალი ქვეყნიდან ადამიანებმა, რომლებიც ღვთის გამოჩინებას ელოდნენ, ყოვლისშემძლე ღვთის მიერ გამოხატული სიტყვები წაიკითხეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს ღვთის ხმაა და ყოვლისშემძლე ღვთის ტახტის წინაშე დაბრუნდნენ. ქრისტეს ტახტის წინაშე განკითხვის განცდის შედეგად, მათი გახრწნილი ხასიათი განწმენდას იწყებს. თუმცა რელიგიურ სამყაროში ზოგიერთი ადამიანი ხედავს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა ამდენი ჭეშმარიტება გამოხატა, მაგრამ მის მიღებაზე მაინც უარს ამბობს. ისინი ფიქრობენ: „უფალმა იესომ თქვა: «ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს» (იოან. 3:36). უფალი იესო ძე კაცისაა, ის ქრისტეა და მისი გზა საუკუნო სიცოცხლის გზაა. ჩვენ გვჯერა, რომ თუ უფალი იესო გვწამს, საუკუნო სიცოცხლის მოპოვებაც შეგვიძლია. მაშინ რატომღა უნდა ვირწმუნოთ ყოვლისშემძლე ღმერთი? ნუთუ იმას ამბობთ, რომ მიუხედევად იმისა, რომ უფალი იესოს გვწამს, მაინც ვერ შევალთ ცათა სასუფეველში? ეს შეუძლებელია! უფალი არ მიგვატოვებს.“ სწორია კი ეს შეხედულება?

მართალია, უფალმა იესომ თქვა: „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს“, მაგრამ მან ისიც თქვა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში“ (იოან. 16:12–13). რას გულისხმობდა უფალი იესო ამ სიტყვებში? ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მადლის ეპოქის იესოს რწმენა საკმარისი არ არის. ყველაზე მთავარი იესოს დაბრუნების, უფალი იესოს მეორედ მოსვლის რწმენაა და იმის დაჯერება, რომ ჭეშმარიტების სული მოვიდა, რათა ადამიანი ყოველგვარ ჭეშმარიტებაში წარმართოს. სწორედ ეს არის ყველაზე გადამწყვეტი. ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფალი იესოს სიტყვები: „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს“, ასე უნდა გავიგოთ: „ძის რწმენა“ მხოლოდ უფალი იესოს რწმენას კი არ ნიშნავს, არამედ უკანასკნელ დღეებში დაბრუნებული ძე კაცის რწმენასაც. ეს უკანასკნელ დღეებში ყოვლისშემძლე ღვთის მიერ გამოხატული ყველა ჭეშმარიტების რწმენას გულისხმობს. მხოლოდ ასე შევძლებთ საუკუნო სიცოცხლის მოპოვებას. თუკი მხოლოდ მადლის ეპოქის უფალი იესოს სახელს ვირწმუნებთ, საუკუნო სიცოცხლის მოპოვება ჩვენთის შეუძლებელი იქნება. რადგან მადლის ეპოქაში უფალმა იესომ მხოლოდ გამოსყიდვის საქმე შეასრულა; მას არ შეუსრულებია განკითხვის საქმე. ამიტომ ის, რაც ადამიანებმა მადლის ეპოქაში უფალი იესოს რწმენით მიიღეს, ძალიან შეზღუდული იყო. ყველამ კარგად ვიცით, რომ მადლის ეპოქის გასული ორი ათასი წლის განმავლობაში, მართალია, უფლის ყველა მორწმუნეს მიეტევა ცოდვები, მაგრამ ისინი მაინც დღისით ცოდვის ჩადენისა და ღამით მონანიების დაუსრულებელ წრეში ცხოვრობენ. რაც უნდა ეცადონ საკუთარი ხორცის დამორჩილებას, ცოდვის ბორკილებისგან გათავისუფლებას მაინც ვერ ახერხებენ. განა ეს ფაქტი არ არის? აქამდე ვერავინ იგებდა, რატომ ხდებოდა ასე, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთმა ამ საკითხს სრულიად მოჰფინა ნათელი.

ყოვლისშემძლე ღმერთი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ იესო ადამიანთა შორის მოვიდა და მრავალი საქმე აღასრულა, მან მხოლოდ მთელი კაცობრიობის გამოსყიდვის საქმე შეასრულა და ადამიანის ცოდვებისთვის გამოსასყიდ მსხვერპლად იქცა. თუმცა ადამიანი მისი ყოველგვარი გახრწნილი ხასიათისგან არ გაუთავისუფლებია. იმისათვის, რომ ადამიანი სატანის გავლენისგან სრულად გადარჩენილიყო, მხოლოდ ის კი არ იყო საჭირო, რომ იესო ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად ქცეულიყო და ადამიანის ცოდვები ეტვირთა, არამედ ისიც, რომ ღმერთს კიდევ უფრო დიდი საქმე აღესრულებინა, რათა ადამიანი სრულად გაეთავისუფლებინა სატანის მიერ ჩანერგილი გახრწნილი ხასიათისგან. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ადამიანს ცოდვები მიეტევა, ღმერთი დაუბრუნდა ხორცს, რათა ადამიანი ახალ ეპოქაში შეეყვანა, და მან დაიწყო გაკიცხვისა და სამსჯავროს საქმე. ამ საქმემ ადამიანი უფრო მაღალ სულიერ სამყაროში შეიყვანა. ყველა, ვინც მის ხელმწიფებას დაემორჩილება, უფრო მაღალი ჭეშმარიტებით დატკბება და უფრო დიდ კურთხევებს მიიღებს. ისინი ჭეშმარიტად იცხოვრებენ ნათელში და მოიპოვებენ ჭეშმარიტებას, გზასა და სიცოცხლეს“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. წინასიტყვაობა). „თქვენ მხოლოდ ის იცით, რომ იესო უკანასკნელ დღეებში დაბრუნდება, მაგრამ გიფიქრიათ კი, როგორ მოხდება ეს? შეიძლება ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ცოდვის ტვირთს ატარებს, ახლახანაა გამოსყიდული და შინაგანი გარდაქმნა არ განუცდია, ნამდვილად შეესაბამებოდეს ღვთის ნებას? თქვენ კვლავ ძველ მე-ს ეჭიდებით: მართალია, იესოს მიერ ხსნილი ხართ და ღმერთის წყალობით აღარ გეწოდებათ ცოდვილები, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ცოდვისგან თავისუფლები და სიწმინდით სავსენი ხართ. თუ ადამიანი არასდროს შეცვლილა, როგორ შეიძლება მისი განწმენდა? თქვენ გსურთ ქრისტესთან ერთად იდგეთ მისი დაბრუნებისას, მაგრამ შინაგანად მაინც სავსე ხართ უზნეობით, სიბინძურითა და ეგოიზმით. ეს არარეალური იმედია. თქვენ გამოსყიდული ხართ, მაგრამ არ გაგივლიათ ტრანსფორმაცია, რწმენის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ღვთის განზრახვებთან შესათავსებლად აუცილებელია, რომ ღმერთმა თავად იმოქმედოს თქვენში, შეცვალოს და განწმინდოს თქვენი არსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ გამოსყიდულებად დარჩებით და ვერ მიაღწევთ სიწმინდეს. ასეთ მდგომარეობაში კი ვერ იქნებით ღირსნი იმისა, რომ ღმერთთან ერთად მისი დიდებული კურთხევებით დატკბეთ, რადგან ჩამორჩებით ღვთის მიერ ადამიანის მართვის უმთავრეს ეტაპს — ადამიანის შეცვლასა და სრულყოფას. შედეგად, თქვენ შორის ისინი, ვინც ახლახან გადარჩით, მაგრამ ჯერ არ განგიცდიათ გარდასახვა, ვერ შეძლებთ ღვთისგან პირდაპირ მემკვიდრეობის მიღებას“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. სახელდებებისა და იდენტობის შესახებ). ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები ძალიან ნათელია. ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ უფალი იესოს გამოსყიდვის საქმეს იღებენ, უბრალოდ ცოდვები მიეტევათ; თუმცა, ისინი ცოდვებისგან არ განწმენდილან და არ წმიდაქმნილან. ისინი ვერ მოიპოვებენ ღვთის მოწონებას და, რა თქმა უნდა, არც საუკუნო სიცოცხლის მისაღებად არიან შესაფერისნი. იმისათვის, რომ ჩვენი რწმენით საუკუნო სიცოცხლე მოვიპოვოთ, უკანასკნელ დღეებში ყოვლისშემძლე ღვთის განკითხვის საქმე უნდა მივიღოთ. მხოლოდ ცოდვებისგან განწმენდით, მეტი ჭეშმარიტების გაგებითა და უფრო ამაღლებული ჭეშმარიტების მოპოვებით შევძლებთ ნათელში ცხოვრებას და ვიქნებით შესაფერისნი, რათა დავიმკვიდროთ ღვთის აღთქმები. ასე რომ, ადამიანები მხოლოდ უფალი იესოს რწმენით საუკუნო სიცოცხლეს ვერ მოიპოვებენ. მათ უნდა მიიღონ უფალი იესოს დაბრუნება, მიიღონ ყოვლისშემძლე ღვთის მიერ გამოხატული ყველა ჭეშმარიტება, აღმოფხვრან საკუთარი ცოდვილი ბუნება და განიწმინდონ ცოდვებისგან, რათა მიაღწიონ ხასიათის შეცვლას. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ საუკუნო სიცოცხლის მოპოვებას. ყველა, ვინც ხედავს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა ამდენი ჭეშმარიტება გამოხატა, მაგრამ უარს ამბობს მათ მიღებაზე, ნამდვილად ის ადამიანია, რომელიც ჭეშმარიტების მიმართ ზიზღითაა განწყობილი და სძულს ჭეშმარიტება. ასეთ ადამიანებს ღმერთი მიატოვებს და განდევნის, და ისინი კატასტროფებში აღმოჩნდებიან. სწორედ ამიტომ ამბობს ყოვლისშემძლე ღმერთი: „მე გეტყვით ამას: ადამიანები, რომლებიც არ იღებენ ჭეშმარიტებას, მაგრამ ბრმად მოელიან თეთრ ღრუბლებზე იესოს მობრძანებას, უდავოდ სულიწმიდის მგმობელნი არიან, და ნამდვილად ის კატეგორიაა, რომელიც განადგურდება. თქვენ უბრალოდ იესოს მადლი და სამოთხეში ნეტარება გწადიათ, მაგრამ არასოდეს ემორჩილებოდით იესოს სიტყვებს და არასოდეს მიგიღიათ ჭეშმარიტება, რომელსაც იესო კვლავ ხორცშესხმული გამოხატავს. რას დადებთ თეთრ ღრუბელზე იესოს დაბრუნების ფაქტის სანაცვლოდ? ნუთუ ის გულწრფელობაა, რომლითაც განუწყვეტლივ სცოდავთ და შემდეგ ისევ და ისევ აღსარებას აბარებთ? რას შესწირავთ მსხვერპლად თეთრ ღრუბელზე დაბრუნებულ იესოს? განა ეს არის იმ მრავალწლიანი შრომის კაპიტალი, რომლითაც თავს განიდიდებთ? რას წარადგენთ იმისთვის, რომ დაბრუნებულმა იესომ ნდობა გამოგიცხადოთ? ნუთუ ეს თქვენი ამპარტავანი ბუნებაა, რომელიც არანაირ ჭეშმარიტებას არ ემორჩილება?“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. იმ დროისთვის, როდესაც იესოს სულიერ სხეულს იხილავ, ღმერთს ცა და დედამიწა უკვე განახლებული ექნება). „რაც უკანასკნელი დღეების ქრისტეს მოაქვს არის სიცოცხლე; რაც მას მოაქვს არის მარადიული, უსასრულო ჭეშმარიტების გზა. ეს ჭეშმარიტება არის გზა, რომლითაც ადამიანი სიცოცხლეს მოიპოვებს, და ეს არის ერთადერთი გზა ადამიანისთვის, რათა შეიცნოს ღმერთი და ღმერთმა მოიწონოს ის. თუკი არ ეძებ უკანასკნელი დღეების ქრისტეს მიერ ბოძებულ სიცოცხლის გზას, მაშინ ვერასოდეს მოიპოვებ იესოს მოწონებას, ვერასოდეს გახდები ცათა სასუფევლის კარიბჭეში შესვლის ღირსი, რადგან შენ ისტორიის როგორც მარიონეტი, ისე ისტორიის ტყვე ხარ. წესებით, სიტყვებითა და ისტორიის ბორკილებით მართულნი, ვერასოდეს მოიპოვებენ სიცოცხლეს და ვერასოდეს დაადგებიან მარადიული ცხოვრების გზას. ეს იმიტომ, რომ ყოველივე, რასაც ისინი მოიპოვებენ, არის მღვრიე წყალი, რომელსაც ათასობით წლის განმავლობაში ებღაუჭებიან, ნაცვლად სიცოცხლის წყლისა, რომელიც ტახტიდან მოედინება. ისინი, ვინც არ არიან უზრუნველყოფილნი სიცოცხლის წყლით, სამუდამოდ დარჩებიან გვამებად, სამუდამოდ დარჩებიან სატანის სათამაშოებად და ჯოჯოხეთის ძეებად. მაშ, როგორღა უნდა იხილონ მათ ღმერთი? შენ მხოლოდ ისტორიის შენარჩუნებას ცდილობ, მხოლოდ ერთ ადგილზე გაჩერება და არსებული მდგომარეობის შენარჩუნება გსურს, არც არსებული ვითარების შეცვლა გსურს და არც ისტორიასთან განშორება; განა ამით სამუდამოდ ღვთის მოწინააღმდეგედ არ რჩები?.. შეხედო მას, ვინც ირჯება ახლა — უკანასკნელ დღეებში ადამიანის გადასარჩენად ვინ ირჯება ახლა! სხვაგვარად ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს ვერასდროს ეზიარები“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. მხოლოდ უკანასკნელი დღეების ქრისტეს შეუძლია მისცეს ადამიანს მარადიული სიცოცხლის გზა).

დაკავშირებული მასალა

თუ რელიგიური სამყარო მას გმობს, განა ეს ჭეშმარიტი გზა არ არის?

უკანასკნელ დღეებში ყოვლისშემძლე ღმერთმა ყველა ჭეშმარიტება გამოხატა კაცობრიობის გადასარჩენად, რომლებიც ინტერნეტში დიდი ხნის წინ, ყველასთვის...

არის თუ არა ყოვლისშემძლე ღვთისადმი რწმენა უფალი იესოს ღალატი?

ყოვლისშემძლე ღმერთი გამოჩინდა და მოქმედებს უკანასკნელ დღეებში, გამოხატავს რა ათ მილიონზე მეტ სიტყვას. ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვების...

ნუთუ მართლა შეგიძლიათ ცათა სასუფეველში შესვლა მხოლოდ ბიბლიაზე ჩაჭიდებით?

ბევრი მორწმუნე კითხულობს პავლეს სიტყვებს „მეორე ტიმოთეს“ ეპისტოლეში: „მთელი წერილი ღვთივსულიერია“ (2 ტიმ. 3:16), და ასკვნიან, რომ ბიბლიაში...