ნუთუ მართლა შეგიძლიათ ცათა სასუფეველში შესვლა მხოლოდ ბიბლიაზე ჩაჭიდებით?

ნოემბერი 10, 2026

ბევრი მორწმუნე კითხულობს პავლეს სიტყვებს „მეორე ტიმოთეს“ ეპისტოლეში: „მთელი წერილი ღვთივსულიერია“ (2 ტიმ. 3:16), და ასკვნიან, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ყველა სიტყვა ღვთივსულიერია და მისგან მოდის. მათ სჯერათ, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ნებისმიერი სიტყვა, ვინც კი უნდა ამბობდეს მას, ღვთის სიტყვაა. მეტიც, ფიქრობენ, რომ ბიბლია უფალს წარმოადგენს და მხოლოდ მასზე ჩაჭიდებით შეუძლიათ ცათა სასუფეველში შესვლა. მაგრამ არის კი ეს შეხედულება სწორი?

სიტყვები — „მთელი წერილი ღვთივსულიერია“ — პავლეს ეკუთვნის. როდესაც მან ეს თქვა, „ახალი აღთქმა“ ჯერ კიდევ არ არსებობდა, რადგან მისი ტექსტები წიგნად მხოლოდ ქრისტეს შობიდან 300-ზე მეტი წლის შემდეგ შეადგინეს. ასე რომ, პავლე აშკარად „ძველ აღთქმას“ გულისხმობდა. თუმცა რამდენად ზუსტი იყო სინამდვილეში პავლეს ეს ნათქვამი? დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, მაგრამ არასდროს გაგვიგია, რომ უფალ იესოს მსგავსი რამ ეთქვას; არც სულიწმიდას უთქვამს ეს და, მით უმეტეს, არც რომელიმე წინასწარმეტყველს გადმოუცია მსგავსი რამ. ყველამ კარგად ვიცით, რომ „ახალი აღთქმა“ სხვადასხვა ადამიანის, მათ შორის — მოციქულების, ფარისევლებისა და იუდას სიტყვებსაც შეიცავს; მეტიც, მასში სატანის სიტყვებიც კია. ცხადია, მათი სიტყვები ღვთივსულიერი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, პავლეს ეს ნათქვამი სწორია თუ არა, ერთი რამ ცხადია: თუ ღმერთის მორწმუნე ადამიანები მხოლოდ ბიბლიას ეჭიდებიან და ისე ეპყრობიან მას, თითქოს ის ღმერთი იყოს, ისინი აბსოლუტურად ცდებიან. უფალმა იესომ ერთხელ თქვა: „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ. თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ“ (იოან. 5:39–40). უფლის სიტყვები ძალიან ნათელია: ბიბლია უბრალოდ ღვთის წარსული საქმის ჩანაწერი და მისი დამოწმებაა. თავად ბიბლია არ ფლობს საუკუნო სიცოცხლეს. მხოლოდ ღმერთს აქვს საუკუნო სიცოცხლის გზა; მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე. ღმერთი შემოქმედია და ყოველივეს სიცოცხლის წყარო. ის მეუფებს ცაზე, მიწასა და ყოველივეზე; კაცობრიობისთვის მისი სიცოცხლის მიწოდება კი დაუსრულებელი და ამოუწურავია. ბიბლია კი მხოლოდ ისტორიული წიგნია, რომელიც ღვთის წარსულ საქმეს აღრიცხავს. როგორ შეიძლება, ის ღმერთს გავუთანაბროთ? სწორედ ამიტომ ბიბლიაში არსებული ღვთის მცირეოდენი სიტყვები, თავად ღმერთთან მიმართებით, მხოლოდ წვეთია ზღვაში. იმის მტკიცება, რომ ცათა სასუფეველში შესვლა მხოლოდ ბიბლიაზე ჩაჭიდებითაა შესაძლებელი, სხვა არაფერია, თუ არა ფუჭი ოცნება. კაცობრიობის მისეულ მართვაში ღმერთი საქმის სამ ეტაპს ახორციელებს და ის სულ უფრო მეტ სიტყვას ამბობს. ეს განსაკუთრებით უკანასკნელ დღეებში განკითხვის საქმეს ეხება, რომლის დროსაც ყოვლისშემძლე ღმერთმა უამრავი ჭეშმარიტება გამოხატა. წიგნში „სიტყვის ხორცში გამოჩინება“ შესული სიტყვები უკვე შვიდ ტომს შეადგენს, რაც მრავალჯერ აღემატება ბიბლიის მოცულობას. ეს სრულად ასრულებს უფალი იესოს სიტყვებს: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ“ (იოან. 16:12–13). „ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს“ (იოან. 12:48). ასევე, „გამოცხადების“ წიგნში არის ასეთი წინასწარმეტყველება: „ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს“ (გამოცხ. 2:7). ეს წინასწარმეტყველებები სრულიად ნათელია: უკანასკნელ დღეებში დაბრუნებისას, უფალი კვლავ მიმართავს ეკლესიებს და კაცობრიობის განსასჯელად ყველა ჭეშმარიტებას გამოხატავს. ანუ, ის ჭეშმარიტებას ადამიანების განსასჯელად და განსაწმენდად გამოიყენებს; იხსნის მათ სატანის გახრწნისგან და ცოდვის ბორკილებისგან გაათავისუფლებს. ეს საქმის უპრეცედენტო ეტაპია და ამავდროულად ღვთის ხსნის საქმის დასკვნითი საფეხური. აქედან ვხედავთ, რომ ღმერთს არასდროს ულაპარაკია ბიბლიის მიხედვით. ღმერთს იმდენი რამ აქვს კაცობრიობისთვის სათქმელი; ბიბლიაში არსებული ღვთის სიტყვები კი მხოლოდ წვეთია ზღვაში. უკანასკნელ დღეებში ღმერთი უფრო ამაღლებულ და გაცილებით მეტ ჭეშმარიტებას გამოხატავს. კერძოდ, სიტყვები, რომლებიც ადამიანებს განსჯის, განწმენდს და სრულყოფს — უკლებლივ ღვთის მიერაა გამოხატული უკანასკნელ დღეებში განკითხვის საქმის შესრულებისას. ეს სიტყვები მადლის ეპოქაში რომ გამოხატულიყო, ადამიანები მათ ვერც იტვირთავდნენ და არც მათ მისაღებად იქნებოდნენ მზად. ამიტომ იმის ფიქრი, თითქოს მხოლოდ ბიბლიაზე ჩაჭიდებით შესაძლებელია ხსნის მიღება და ცათა სასუფეველში შესვლა, სრული აბსურდია. ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ ცათა სასუფეველში შესვლა გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ისინი სავსენი არიან სიბინძურითა და გახრწნილებით; ცხოვრობენ ცოდვაში და მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. მათ საერთოდ არაფერი იციან ღვთის საქმეზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ხასიათზე. მიუხედავად უფლის მრავალწლიანი რწმენისა, ისინი მაინც ხშირად სცოდავენ და ეწინააღმდეგებიან ღმერთს. მათ არც ღვთის შიში გააჩნიათ და არც მის მიმართ მორჩილება, თუმცა მაინც ელიან ცათა სასუფეველში შესვლას მხოლოდ ბიბლიასა და უფალი იესოს სახელზე ჩაჭიდებით. განა ეს სასაცილო არ არის? დღეს უფალი იესო უკვე დიდი ხანია დაბრუნდა. ის გამოჩნდა და ჭეშმარიტების გამოხატვით საკუთარ საქმეს ასრულებს. ყველა გონიერი ქალწული, რომელმაც ღვთის ხმა გაიგონა, ზეატაცდა მისი ტახტის წინაშე. ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები ჭეშმარიტება და სულიწმიდის გამონათქვამებია. ისინი დაესწრნენ ცათა სასუფევლის ნადიმს და მშვენიერი და მედგარი დამოწმება გასცეს ღვთისთვის. ისინი ყოველდღე ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, ადიდებენ მას და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებენ. ეს ის ფაქტია, რომლის დანახვა ყველას შეუძლია. ზუსტად ისე, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი ამბობს: „რაც უკანასკნელი დღეების ქრისტეს მოაქვს არის სიცოცხლე; რაც მას მოაქვს არის მარადიული, უსასრულო ჭეშმარიტების გზა. ეს ჭეშმარიტება არის გზა, რომლითაც ადამიანი სიცოცხლეს მოიპოვებს, და ეს არის ერთადერთი გზა ადამიანისთვის, რათა შეიცნოს ღმერთი და ღმერთმა მოიწონოს ის. თუკი არ ეძებ უკანასკნელი დღეების ქრისტეს მიერ ბოძებულ სიცოცხლის გზას, მაშინ ვერასოდეს მოიპოვებ იესოს მოწონებას, ვერასოდეს გახდები ცათა სასუფევლის კარიბჭეში შესვლის ღირსი, რადგან შენ ისტორიის როგორც მარიონეტი, ისე ისტორიის ტყვე ხარ. წესებით, სიტყვებითა და ისტორიის ბორკილებით მართულნი, ვერასოდეს მოიპოვებენ სიცოცხლეს და ვერასოდეს დაადგებიან მარადიული ცხოვრების გზას. ეს იმიტომ, რომ ყოველივე, რასაც ისინი მოიპოვებენ, არის მღვრიე წყალი, რომელსაც ათასობით წლის განმავლობაში ებღაუჭებიან, ნაცვლად სიცოცხლის წყლისა, რომელიც ტახტიდან მოედინება. ისინი, ვინც არ არიან უზრუნველყოფილნი სიცოცხლის წყლით, სამუდამოდ დარჩებიან გვამებად, სამუდამოდ დარჩებიან სატანის სათამაშოებად და ჯოჯოხეთის ძეებად. მაშ, როგორღა უნდა იხილონ მათ ღმერთი? შენ მხოლოდ ისტორიის შენარჩუნებას ცდილობ, მხოლოდ ერთ ადგილზე გაჩერება და არსებული მდგომარეობის შენარჩუნება გსურს, არც არსებული ვითარების შეცვლა გსურს და არც ისტორიასთან განშორება; განა ამით სამუდამოდ ღვთის მოწინააღმდეგედ არ რჩები? ღვთის საქმის ნაბიჯები ყოვლისწამლეკავი და მძლავრია, აზვირთებული ტალღებისა და მგრგვინავი ჭექა-ქუხილივით — შენ კი ზიხარ სიკვდილის მოლოდინში, უმოქმედოდ, ელოდები, როდის მოგეცემა რაღაცები და კვლავ ძველს ეჭიდები. ამგვარად, როგორ შეიძლება მიჩნეულ იქნე კრავის ნაკვალევის მიმდევრად? როგორ შეუძლია ამას წარმოაჩინოს, რომ ღმერთი, რომელსაც შენ ეჭიდები, არის ღმერთი მუდამ ახალი და არასოდეს ძველი? და როგორ შეუძლია შენი გაყვითლებული წიგნების სიტყვებს ახალ ეპოქაში გადაგიყვანოს? როგორ შეუძლია მათ გაგიძღვნენ ღვთის საქმის ნაბიჯების ძიებისკენ? და როგორ შეუძლია მათ შენი აყვანა ზეცაში? ხელში მარტოოდენ სიტყვები შეგრჩენია, რომლებიც მხოლოდ დროებით ნუგეშს მოგცემს, ვერ გაზიარებს ჭეშმარიტებებს, რომელსაც შეუძლია სიცოცხლე გიბოძოს. წმინდა წერილის სიტყვები, რომლებსაც ზეპირად იმეორებ, უბრალოდ ენაზე მომდგარი ტექსტია; ისინი არც ადამიანური ცხოვრების შესაცნობად გამოდგება და მით უმეტეს, არც იმ გზას წარმოადგენს, სრულყოფამდე რომ მიგიყვანს. ნუთუ ამგვარი შეუსაბამობა საკმარისი მიზეზი არ არის დასაფიქრებლად? დაფარულ საიდუმლოთა ჩაწვდომას არ გიადვილებს? შეგიძლია ღმერთთან შესახვედრად სამოთხეში შენით მოხვდე? ღმერთი თუ არ მოვა, შეგიძლია ცად აიყვანო საკუთარი თავი და ღმერთთან ერთად ოჯახური ბედნიერებით დატკბე? კვლავაც ოცნებობ? მაშ, მოგიწოდებ შეეშვა ოცნებას და შეხედო მას, ვინც ირჯება ახლა — უკანასკნელ დღეებში ადამიანის გადასარჩენად ვინ ირჯება ახლა! სხვაგვარად ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს ვერასდროს ეზიარები“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. მხოლოდ უკანასკნელი დღეების ქრისტეს შეუძლია მისცეს ადამიანს მარადიული სიცოცხლის გზა).

დაკავშირებული მასალა

რატომ უნდა გამოჩნდეს ღმერთი და კვლავ ხორცშესხმულმა იმოქმედოს უკანასკნელ დღეებში

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც უფალი იესო ჯვარს აცვეს და მკვდრეთით აღდგა, ის უკვე დიდებულ სულიერ სხეულად იქცა და ზეცად...

არის თუ არა ყოვლისშემძლე ღვთისადმი რწმენა უფალი იესოს ღალატი?

ყოვლისშემძლე ღმერთი გამოჩინდა და მოქმედებს უკანასკნელ დღეებში, გამოხატავს რა ათ მილიონზე მეტ სიტყვას. ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვების...

თუ რელიგიური სამყარო მას გმობს, განა ეს ჭეშმარიტი გზა არ არის?

უკანასკნელ დღეებში ყოვლისშემძლე ღმერთმა ყველა ჭეშმარიტება გამოხატა კაცობრიობის გადასარჩენად, რომლებიც ინტერნეტში დიდი ხნის წინ, ყველასთვის...