როდესაც ჩამოცვენილი ფოთლები თავის ფესვებს დაუბრუნდება, მაშინ ინანებთ თქვენ მიერ ჩადენილ მთელ ბოროტებას

ყველამ საკუთარი თვალით იხილეთ ის საქმე, რომელიც თქვენ შორის აღვასრულე, თავად მოისმინეთ ჩემი სიტყვები და ყველამ შეიცანით ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი, ამიტომ უნდა გაიგოთ, რატომ ვასრულებ ამ საქმეს თქვენში. ჭეშმარიტად გეუბნებით, თქვენ სხვა არაფერი ხართ, თუ არა იარაღები ჩემი დაპყრობის საქმისთვის უკანასკნელ დღეებში და იარაღნი ჩემი საქმის წარმართ ერებს შორის გასავრცელებლად. მე თქვენი უსამართლობის, უწმინდურების, წინააღმდეგობისა და ამბოხების მეშვეობით ვსაუბრობ, რათა უკეთ გავავრცელო ჩემი საქმე და ჩემი სახელი გავრცელდეს წარმართ ერებში ანუ ისრაელის ფარგლებს მიღმა არსებულ ნებისმიერ ერში. ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩემი სახელი, ჩემი საქმე და ჩემი ხმა გავრცელდეს წარმართ ერებში და ამგვარად, ყველა ის ერი, რომელიც არ ეკუთვნის ისრაელს, ჩემ მიერ იქნეს დაპყრობილი და თაყვანი მცეს მე, რათა ისინი ჩემს წმინდა მიწებად იქცნენ ისრაელისა და ეგვიპტის მიწების ფარგლებს მიღმა. ჩემი საქმის გავრცელება, სინამდვილეში, დაპყრობის საქმის გავრცელება და ჩემი წმინდა მიწის გაფართოებაა. ეს არის დედამიწაზე ჩემი დასაყრდენის გაფართოება. თქვენთვის ნათელი უნდა იყოს, რომ მხოლოდ ქმნილებები ხართ იმ წარმართ ერებს შორის, რომლებსაც მე ვიპყრობ. თავდაპირველად თქვენ არც სტატუსი გაგაჩნდათ და არც რაიმე ღირებულება გამოსაყენებლად და საერთოდ უსარგებლონი იყავით. მხოლოდ იმიტომ, რომ მე ნეხვზე მოფუთფუთე მატლები აღვამაღლე, რათა მთელი ქვეყნიერების ჩემ მიერ დაპყრობის ნიმუშებად და ერთადერთ „სანიმუშო მასალად” მექციეთ, წილად გხვდათ ჩემთან შეხებისა და ახლა ჩემთან ერთად შეკრების ბედნიერება. სწორედ თქვენი დაბალი სტატუსის გამო აგირჩიეთ, რომ ჩემი დაპყრობის საქმის ნიმუშები და მოდელები ყოფილიყავით. მხოლოდ ამ მიზეზით ვმოქმედებ და ვსაუბრობ თქვენ შორის და ვცხოვრობ და ვიმყოფები თქვენთან ერთად. უნდა იცოდეთ, რომ მხოლოდ ჩემი მართვის გამო და ნეხვზე მოფუთფუთე მატლებისადმი ჩემი უკიდურესი ზიზღის გამო ვსაუბრობ თქვენ შორის. საქმე იქამდე მივიდა, რომ განრისხებული ვარ. ჩემი მოქმედება თქვენ შორის სულაც არ ჰგავს იეჰოვას მოქმედებას ისრაელში და განსაკუთრებით არ ჰგავს იმ საქმეს, რომელიც იესომ იუდეაში აღასრულა. დიდი მოთმინებით ვსაუბრობ და ვმოქმედებ და რისხვითა და განსჯით ვიპყრობ ამ უზნეოებს. ეს საერთოდ არ ჰგავს იმას, როცა იეჰოვა წინამძღოლობდა თავის ხალხს ისრაელში. მისი საქმე ისრაელში იყო საზრდოსა და მაცოცხლებელი წყლის ბოძება და ის აღსავსე იყო წყალობითა და სიყვარულით თავისი ხალხის მიმართ, როცა მათზე ზრუნავდა. დღევანდელი საქმე სრულდება დაწყევლილ ერს შორის, იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან რჩეულნი. აქ არც უხვი საზრდო და არც წყურვილის მოსაკლავი ცოცხალი წყალია, მით უმეტეს, არ არის მატერიალური დოვლათის მარაგი. აქ მხოლოდ უხვი განსჯა, წყევლა და გაკიცხვაა. ნეხვში მცხოვრები ეს მატლები აბსოლუტურად არ არიან ღირსნი, მიიღონ მთები საქონლითა და ცხვრით, დიდი სიმდიდრე და ქვეყნიერების უმშვენიერესი შვილები, რაც მე ისრაელს ვუბოძე. თანამედროვე ისრაელი სამსხვერპლოზე სწირავს საქონელს, ცხვარს, ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, რომლებითაც მე ვასაზრდოებ მის ხალხს. ეს აჭარბებს კანონით იეჰოვას მიერ მოთხოვნილ მეათედს, ამიტომ მე მათ კიდევ უფრო მეტი მივეცი — ასჯერ მეტი იმაზე, რაც ისრაელს კანონით უნდა მიეღო. ის, რითაც მე ისრაელს ვასაზრდოებ, აღემატება ყველაფერს, რაც აბრაამმა და ისააკმა მიიღეს. მე გავამრავლებ ისრაელის მოდგმას და ჩემს ისრაელელ ხალხს მთელ დედამიწაზე განვავრცობ. ისინი, ვისაც ვაკურთხებ და ვპატრონობ, კვლავაც ისრაელის რჩეული ხალხია ანუ ხალხი, რომელიც ყველაფერს მე მიძღვნის და რომელმაც ყველაფერი ჩემგან მიიღო. რადგან მათ მე ვახსოვარ, ამიტომ სწირავენ თავიანთ ახალშობილ ხბოებსა და კრავებს ჩემს წმინდა სამსხვერპლოზე. ჩემ წინაშე სწირავენ ყველაფერს, რაც აბადიათ, იქამდეც კი, რომ ჩემი დაბრუნების მოლოდინში თავიანთ პირმშო ვაჟებსაც კი მწირავენ. თქვენ რას აკეთებთ? თქვენ ჩემს რისხვას იწვევთ, მოთხოვნებს მიყენებთ და მპარავთ იმ მსხვერპლს, რასაც ხალხი მე მიძღვნის. ვერ ხვდებით, რომ შეურაცხყოფას მაყენებთ, ამიტომ ყველაფერი, რასაც მიიღებთ, არის ტირილი და სასჯელი წყვდიადში. თქვენ მრავალჯერ გამოიწვიეთ ჩემი რისხვა და მე გადმოვუშვი ჩემი მწველი ცეცხლი, რის გამოც არაერთი ადამიანი ტრაგიკულად აღესრულა, ბედნიერი სახლები კი დაცარიელებულ საფლავებად იქცა. ამ მატლებისთვის მხოლოდ დაუშრეტელი რისხვა მაქვს და არ ვაპირებ მათ კურთხევას. მხოლოდ ჩემი საქმის გულისთვის დავუშვი გამონაკლისი, აღგამაღლეთ თქვენ, გავუძელი დიდ შეურაცხყოფას და ვიმოქმედე თქვენ შორის. მამაჩემის ნება რომ არა, როგორ ვიცხოვრებდი ერთ სახლში ნეხვში მოფუთფუთე მატლებთან? უკიდურეს ზიზღს ვგრძნობ ყოველი თქვენი მოქმედებისა და სიტყვის მიმართ, მაგრამ რადგან რაღაც „ინტერესი” მაქვს თქვენი უწმინდურებისა და ამბოხების მიმართ, ეს ჩემი სიტყვების დიდ კრებულად იქცა. სხვაგვარად, თქვენ შორის ამდენი ხნით ნამდვილად არ დავრჩებოდი. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ ჩემი დამოკიდებულება თქვენ მიმართ მხოლოდ თანაგრძნობა და შეცოდებაა; თქვენ მიმართ სიყვარულის ერთი წვეთიც კი არ გამაჩნია. თქვენ მიმართ მხოლოდ მოთმინება მაქვს, რადგან ამას მხოლოდ ჩემი საქმის გულისთვის ვაკეთებ. თქვენ ჩემი საქმეები მხოლოდ იმიტომ იხილეთ, რომ უწმინდურება და ამბოხება ავირჩიე „ნედლეულად”; სხვაგვარად, ამ მატლებს ჩემს საქმეებს ნამდვილად არ გავუმხელდი. თქვენში მხოლოდ უხალისოდ ვმოქმედებ, სულაც არა იმ მზაობითა და ნებით, რომლითაც ისრაელში ვმოქმედებდი. რისხვას ვიკავებ, როცა საკუთარ თავს ვაიძულებ თქვენ შორის საუბარს. ჩემი უფრო დიდი საქმე რომ არა, როგორ მოვითმენდი ასეთი მატლების მუდმივ მზერას? ჩემი სახელის გულისთვის რომ არა, დიდი ხნის წინ ავმაღლდებოდი უზენაეს სიმაღლეებზე და ამ მატლებს მათ ნეხვთან ერთად სრულად გადავბუგავდი! ჩემი დიდების გულისთვის რომ არა, როგორ დავუშვებდი, რომ ამ ბოროტ დემონებს ასე თავხედურად გაეწიათ ჩემთვის წინააღმდეგობა ჩემ თვალწინ? ჩემი საქმე მცირედი დაბრკოლების გარეშე რომ არ სრულდებოდეს, როგორ დავუშვებდი, რომ ამ მატლის მსგავს ადამიანებს ასე უმიზეზოდ მოეყენებინათ ჩემთვის შეურაცხყოფა? ისრაელის რომელიმე სოფელში ასი კაცი რომ აღმდგარიყო ჩემ წინააღმდეგ, მსხვერპლიც რომ შემოეწირათ, მაინც გავანადგურებდი მათ და მიწის ნაპრალებში ჩავყრიდი, რათა სხვა ქალაქების მცხოვრებლებს წინააღმდეგობის გაწევა აღარასოდეს გაებედათ. მე ვარ ყოვლისმშთანთქავი ცეცხლი და შეურაცხყოფას არ მოვითმენ. რადგან ყველა ადამიანი ჩემი შექმნილია, რასაც კი ვიტყვი და გავაკეთებ უნდა დამემორჩილონ და წინააღმდეგობა არ გამიწიონ. ადამიანებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ ჩემს საქმეში და მით უფრო ნაკლებად არიან კვალიფიცირებულნი, გააანალიზონ, რა არის მართებული ან მცდარი ჩემს საქმესა და ჩემს სიტყვებში. მე ვარ შემოქმედი და ქმნილებებმა ყველაფერი უნდა შეასრულონ, რასაც მოვითხოვ ჩემდამი მოშიში გულით. ისინი არ უნდა ეცადონ ჩემთან კამათს და მით უმეტეს, არ უნდა გამიწიონ წინააღმდეგობა. ჩემი ხელმწიფებით ვმართავ ჩემს ხალხს და ყველა ჩემ მიერ შექმნილი ქმნილება უნდა დაემორჩილოს ჩემს ხელმწიფებას. თუმცა დღეს თქვენ თავხედნი და კადნიერნი ხართ ჩემ წინაშე, თუმცა თქვენ ეურჩებით სიტყვებს, რომლებითაც მე გასწავლით და არ იცით, რა არის შიში, მე თქვენს ამბოხებას მხოლოდ მოთმინებით ვხვდები. რისხვით არ ავინთები იმის გამო, რომ პატარა, უმნიშვნელო მატლებმა ნეხვში ფაფხური დაიწყეს და არ დავუშვებ, რომ ამან ჩემს საქმეზე იმოქმედოს. მე ვითმენ ყველაფრის არსებობას, რაც მძულს და მეზიზღება, მამაჩემის ნების გულისთვის და ასე ვიზამ მანამ, სანამ ჩემი სიტყვები არ დასრულდება ჩემს უკანასკნელ წამამდე. ნუ ღელავ! მე არ შემიძლია უსახელო მატლის დონემდე დავეცე და ჩემს ძალას შენსას არ შევადარებ. მე მძულხარ შენ, მაგრამ შემიძლია მოვითმინო. შენ მიჯანყდები, მაგრამ ვერ გაექცევი დღეს, როცა გაგკიცხავ, რაც მამაჩემმა აღმითქვა. განა შეიძლება შექმნილი მატლი შემოქმედს შეედაროს? შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთლები ფესვებს უბრუნდებიან; შენ შენი „მამის” სახლში დაბრუნდები, მე კი მამაჩემის გვერდით დავბრუნდები. მე თან მექნება მისი ნაზი სითბო, შენ კი მამაშენის ფეხქვეშ გაითელები. მე მექნება მამაჩემის დიდება, შენ კი გექნება შენი მამის სირცხვილი. მე მივმართავ გაკიცხვას, რომლის გამოყენებისგან თავს დიდი ხანია ვიკავებდი, რათა შენთან ვყოფილიყავი, შენ კი ჩემს გაკიცხვას შეხვდები შენი აყროლებული ხორცით, რომელიც ათეულობით ათასი წლის განმავლობაში იყო გახრწნილი. მე დავასრულებ ჩემი სიტყვების საქმეს შენში მოთმინებით, შენ კი დაიწყებ იმ როლის შესრულებას, რომელიც ჩემი სიტყვებისგან მომავალ უბედურებაში ტანჯვას გულისხმობს. მე დიდად გავიხარებ და ვიმოქმედებ ისრაელში; შენ კი ტირილი და კბილთა კრაჭუნი გელის, ტალახში ყოფნა და სიკვდილი. მე დავიბრუნებ ჩემს პირვანდელ სახეს და აღარ დავრჩები სიბინძურეში შენთან ერთად, შენ კი დაიბრუნებ შენს პირვანდელ სიმახინჯეს და კვლავ განაგრძობ ნეხვში ფუთფუთს. როდესაც ჩემი საქმე და სიტყვები დასრულდება, ეს ჩემთვის სიხარულის დღე იქნება. როდესაც შენი წინააღმდეგობა და ამბოხება დასრულდება, ეს შენთვის ტირილის დღე იქნება. მე არ შეგიცოდებ შენ და შენ მე ვეღარასოდეს მიხილავ. მე აღარ გავმართავ საუბარს შენთან და შენ მე ვეღარასოდეს შემხვდები. მე შემძულდება შენი ამბოხი, შენ კი მოგენატრება ჩემი მშვენიერება. მე დაგამხობ შენ, შენ კი ჩემს ნატვრაში იქნები. მე სიხარულით დაგტოვებ, შენ კი გააცნობიერებ შენს ვალს ჩემ წინაშე. მე შენ აღარასოდეს გნახავ, შენ კი მუდამ ჩემი იმედი გექნება. მე შემძულდები შენ, რადგან ახლა მეწინააღმდეგები, შენ კი მოგენატრები, რადგან ახლა გკიცხავ. მე არ მსურს შენთან ერთად ცხოვრება, შენ კი ამას მწარედ ინატრებ და მარადიულად იტირებ, რადგან ინანებ ყველაფერს, რაც ჩემ მიმართ ჩაიდინე. სინანული შეგიპყრობს შენი ამბოხებისა და წინააღმდეგობის გამო, მიწაზე პირქვე დაემხობი სინანულით, ჩემ წინაშე დავარდები და დაიფიცებ, რომ აღარასოდეს ამიჯანყდები. გულით მხოლოდ მე გეყვარები, მაგრამ ჩემს ხმას ვეღარასოდეს გაიგებ. გაიძულებ საკუთარი თავის შეგრცხვეს.

ახლა ვუყურებ შენს განებივრებულ ხორცს, რომელსაც ჩემი მოტყუება სურს და მხოლოდ მცირე გაფრთხილება მაქვს შენთვის, თუმცა ჯერ არ „მოგემსახურები” გაკიცხვით. უნდა იცოდე, რა როლს ასრულებ ჩემს საქმეში და მაშინ კმაყოფილი ვიქნები. ამის მიღმა კი თუ წინააღმდეგობას მიწევ ან ჩემს ფულს ხარჯავ ან ჩემთვის, იეჰოვასთვის, შემოწირულ მსხვერპლს ჭამ ან თუ თქვენ, მატლები, ერთმანეთს კბენთ ან თუ თქვენ, ძაღლის მსგავს არსებებს, ერთმანეთთან კონფლიქტი გაქვთ ან ერთმანეთზე ძალადობთ, მე ეს არ მადარდებს. თქვენ მხოლოდ ის უნდა იცოდეთ, თუ რას წარმოადგენთ და მე კმაყოფილი ვიქნები. გარდა ამისა, თუ გსურთ ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღი აღმართოთ ან სიტყვებით შეებრძოლოთ ერთმანეთს, ნება თქვენია. მე არ მაქვს სურვილი ასეთ საქმეებში ჩავერიო და ადამიანურ ყოფაში მცირედითაც არ ვარ ჩართული. საქმე ის კი არ არის, რომ მე არ მადარდებს თქვენ შორის არსებული კონფლიქტები, არამედ ის, რომ მე არ ვარ ერთ-ერთი თქვენგანი და ამიტომ არ ვმონაწილეობ თქვენ შორის არსებულ საქმეებში. მე თავად არ ვარ ქმნილება და არ ვარ ამ წუთისოფლისა, ამიტომ მძულს ადამიანების ფაციფუცი და მათი ბინძური, უწესო ურთიერთობები. განსაკუთრებით მძულს აზვირთებული ბრბო. თუმცა კარგად ვიცნობ თითოეული ქმნილების გულში არსებულ სიბინძურეს და სანამ შეგქმნიდით, უკვე ვიცოდი იმ უსამართლობის შესახებ, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეში არსებობდა. ვიცოდი ყოველი სიცრუე და უპატიოსნება ადამიანის გულში. ამიტომ მაშინაც კი, როცა ადამიანები უსამართლობას ისე სჩადიან, რომ კვალი არ რჩება, მე მაინც ვიცი, რომ თქვენს გულებში დაბუდებული უსამართლობა აღემატება ჩემ მიერ შექმნილ ყოველივე სიმდიდრეს. თითოეულმა თქვენგანმა მრავალთა მწვერვალი დაიპყრო. თქვენ მასების წინაპრებად აღზევდით. თქვენ უკიდურესად თვითნებურნი ხართ და დათარეშობთ მატლებს შორის, ეძებთ სიმშვიდეს და ილუზიებში მყოფნი ფიქრობთ იმ მატლების შთანთქმას, რომლებიც თქვენზე პატარები არიან. თქვენს გულებში ბოროტნი და ვერაგნი ხართ, იმათზე უარესნი, ვინც ზღვის ფსკერზე დაშვებულ მჩვენებებად იქცნენ. თქვენ ცხოვრობთ ნეხვის ფსკერზე და აფორიაქებთ მატლებს ზემოდან ქვემოთ, სანამ ისინი არ დაჰკარგავენ მოსვენებას. ხან ერთმანეთს ებრძვით და ხან მშვიდდებით. თქვენ არ იცით თქვენი ადგილი, მაგრამ მაინც ებრძვით ერთმანეთს ნეხვში. რის მიღწევა შეგიძლიათ ასეთი ბრძოლით? მართლა რომ გქონდეთ ჩემი შიშით აღსავსე გული, როგორ შეძლებდით ერთმანეთთან ქიშპობას ჩემს ზურგს უკან? რაც არ უნდა მაღალი იყოს შენი სტატუსი, განა მაინც აყროლებული პატარა ჭია არ ხარ ნეხვში? შეძლებ ფრთების გამოსხმას და ცაში მტრედად გადაქცევას? თქვენ, აყროლებულო პატარა ჭიებო, მპარავთ შესაწირს ჩემი, იეჰოვას სამსხვერპლოდან. ამით შეძლებთ თქვენი შელახული, წარუმატებელი რეპუტაციის გადარჩენას და ისრაელის რჩეულ ხალხად ქცევას? უსინდისო არამზადები ხართ! ის მსხვერპლი სამსხვერპლოზე ადამიანებმა მე შემომწირეს, როგორც კეთილი ნების გამოხატულება იმათგან, ვისაც ჩემი ეშინია. ისინი ჩემი კონტროლის ქვეშ და ჩემ მიერ გამოსაყენებლად არიან. როგორ ბედავ, რომ წამართვა ის პატარა გვრიტები, რომლებიც ადამიანებმა მე მიბოძეს? არ გეშინია გახდე იუდა? არ გეშინია, რომ შენი მიწა შეიძლება სისხლის ველად გადაიქცეს? უსინდისო არსებავ! გგონია, რომ ადამიანების მიერ შემოწირული გვრიტები შენი, მატლის მუცლის, გამოსაკვებადაა? რაც მე მოგეცი, არის ის, რის მოცემაც მსურდა და მინდოდა. რაც არ მომიცია შენთვის, ჩემს განკარგულებაშია. შენ არ გაქვს უფლება, უბრალოდ მოიპარო ჩემი შესაწირი. ის, ვინც მოქმედებს, მე ვარ, იეჰოვა, შემოქმედი და ადამიანები მსხვერპლს ჩემი გულისთვის სწირავენ. გგონია, რომ ეს არის საზღაური მთელი შენი ფაციფუცისთვის? მართლაც უსინდისო ხარ! ვისთვის ფაციფუცობ? არა საკუთარი თავისთვის? რატომ მპარავ ჩემს მსხვერპლს? რატომ იპარავ ფულს ჩემი ქისიდან? განა იუდა ისკარიოტელის ნაშიერი არ ხარ? ჩემი, იეჰოვას შესაწირით მღვდლებმა უნდა ისარგებლონ. შენ მღვდელი ხარ? ბედავ და თვითკმაყოფილი ჭამ ჩემს მსხვერპლს და მაგიდაზეც კი ალაგებ მათ. შენ არაფრად ღირხარ! უსარგებლო არამზადავ! ჩემი ცეცხლი, იეჰოვას ცეცხლი, შენ ფერფლად გაქცევს!

წინა: რა იცით რწმენის შესახებ?

შემდეგი: ვერც ერთი ხორციელი ვერ გაექცევა რისხვის დღეს

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება