ვერც ერთი ხორციელი ვერ გაექცევა რისხვის დღეს

დღეს მე შეგაგონებთ თქვენივე გადარჩენისთვის, იმისთვის, რომ ჩემი საქმე შეუფერხებლად წარიმართოს და ჩემი პირვანდელი საქმე მთელ სამყაროში უფრო სათანადოდ და სრულყოფილად აღსრულდეს, რითაც ჩემი სიტყვები, ძალაუფლება, დიდებულება და ჩემი სამსჯავრო ყველა ქვეყნისა და ერის ხალხისთვის იქნას გამოცხადებული. საქმე, რომელსაც თქვენ შორის ვახორციელებ, არის ჩემი მისიის დასაწყისი მთელი სამყაროს მასშტაბით. მართალია, ახლა უკვე უკანასკნელი დღეების დროა, მაგრამ იცოდეთ, რომ „უკანასკნელი დღეები“ მხოლოდ ეპოქის სახელწოდებაა. ისევე როგორც რჯულის ხანა და მადლის ხანა, იგი მთელ ეპოქას აღნიშნავს და არა მხოლოდ რამდენიმე ბოლო წელს ან თვეს. თუმცა ეს უკანასკნელი დღეები არ ჰგავს არც რჯულისა და არც მადლის ხანას. უკანასკნელი დღეთა საქმე არ სრულდება ისრაელში, არამედ — წარმართთა შორის. ეს საქმე ისრაელის გარეთ მყოფ ყველა ერისა და ტომის ადამიანებს ჩემს ტახტთან მოიყვანს, რათა ჩემმა დიდებამ სამყაროში აღავსოს კოსმოსი და ცის კამარა. ეს იმისთვის არის, რომ უფრო მეტი დიდება მოვიპოვო, რათა დედამიწაზე ყველა არსებამ ჩემი დიდება მირიად ერში სამუდამოდ გაავრცელოს მომავალ თაობებს შორის, რათა ზეცასა და დედამიწაზე არსებულმა ყველა ქმნილებამ სრულად იხილოს ის დიდება, რომელიც მე დედამიწაზე მოვიპოვე. უკანასკნელ დღეებში აღსრულებული საქმე არის გამარჯვების საქმე. ის დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის მიწიერი ცხოვრების წარმართვას კი არ გულისხმობს, არამედ კაცობრიობის დედამიწაზე ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარე მარადიულიტანჯვის დასრულებას. ამიტომ უკანასკნელი დღეების საქმე ვერ იქნება ისრაელში ათასწლეულების განმავლობაში აღსრულებული საქმის მსგავსი და ვერც იუდეაში, სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში, შესრულებული მუშაობისა, რომელიც ღვთის მეორედ განკაცებამდე ორ ათასწლეულს გაგრძელდა. უკანასკნელი დღეების ადამიანები შეეგებებიან მხოლოდ ხორცშესხმული მხსნელის ხელახალ გამოჩენას და მიიღებენ ღმერთის პირად საქმესა და უფლის სიტყვებს. ორი ათასი წელიც კი არ გავა უკანასკნელი დღეების დასასრულამდე. ისინი ისე ხანმოკლეა, როგორც ის დრო, როდესაც იესომ იუდეაში მადლის ხანის საქმე აღასრულა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბოლო დღეები მთელი ეპოქის დასრულებას ეხება. ეს არის ღვთის ექვსიათასწლიანი მართვის გეგმისა და კაცობრიობის ტანჯვით სავსე ცხოვრების გზის დასრულება. ეს არ ეხება მთელი კაცობრიობის მომდევნო ეპოქაში გადაყვანას ან კაცობრიობის ცხოვრების წესის გაგრძელებას, რადგან ამას არ ექნებოდა მნიშვნელობა არც ჩემი მართვის გეგმისთვის და არც ადამიანის არსებობისთვის. თუ კაცობრიობა ასე გააგრძელებდა, ადრე თუ გვიან მათ ბოროტი ეშმაკი მთლიანად შთანთქავდა და ის სულები, რომლებიც მე მეკუთვნის, საბოლოოდ მისი ხელით განადგურდებოდნენ. ჩემი საქმე მხოლოდ ექვსი ათასი წელი გრძელდება და მე დავთქვი, რომ ბოროტის მბრძანებლობა მთელ კაცობრიობაზეც მხოლოდ ექვსი ათასი წელი გაგრძელდებოდა. ასე რომ, დრო ამოიწურა. მე აღარც გაგრძელება მსურს და არც უფრო გაჭიანურება. უკანასკნელ დღეებში მე დავამარცხებ სატანას, აღვადგენ ჩემს მთელ დიდებას და დავიბრუნებ დედამიწაზე ჩემად წოდებულ ყველა სულს, რათა ამ შეწუხებულმა სულებმა თავი ტანჯვის ზღვას დააღწიონ და ამგვარად დასრულდეს მთელი ჩემი საქმე დედამიწაზე. ამ დღიდან მოყოლებული მე აღარასოდეს განვკაცდები დედამიწაზე და აღარასოდეს იმოქმედებს დედამიწაზე ჩემი ყოვლისმომცველი სული. მე მხოლოდ ხელახლა შევქმნი კაცობრიობას, ისეთ განწმენდილ კაცობრიობას, რომელიც იქნება ჩემი ერთგული ქალაქი დედამიწაზე. მაგრამ იცოდეთ, რომ მე არ გავანადგურებ მთელ სამყაროს და არც მთელ კაცობრიობას. მე შევინარჩუნებ დარჩენილ მესამედს, იმ მესამედს, რომელსაც მე ვუყვარვარ და რომელთა გულებიც სრულიად დაპყრობილია ჩემით; და აი, ამ მესამედს მივცემ ნაყოფიერებას და გავამრავლებ დედამიწაზე, ისევე როგორც ისრაელნი იყვნენ რჯულს მიღმა. ისინი უხვად მიიღებენ ცხვარსა და პირუტყვს, რითაც მე მათ გამოვკვებავ, ასევე მიიღებენ მთელ დედამიწაზე არსებულ სიმდიდრეს. ეს კაცობრიობა ჩემთან სამუდამოდ დარჩება, მაგრამ ეს აღარ იქნება დღევანდელი სავალალოდ ბინძური კაცობრიობა. არამედ კაცობრიობა, რომელიც წარმოადგენს ყველა იმ ადამიანის ნაკრებს, რომელიც მე მოვიპოვე ასეთ კაცობრიობას ვერ დააზიანებს, ვერ შეაწუხებს და ვერც ალყაში მოაქცევს სატანა. ის იქნება ერთადერთი კაცობრიობა, რომელიც იარსებებს დედამიწაზე მას შემდეგ, რაც მე სატანაზე გავიმარჯვებ. ეს არის ის კაცობრიობა, რომელიც დღეს ჩემ მიერ იქნა დამორჩილებული და რომელმაც ჩემი აღთქმა მიიღო. ამიტომ ბოლო დღეებში სწორედ ეს მორჩილი კაცობრიობაა, რომელიც გადარჩება და მიიღებს ჩემს მარადიულ კურთხევებს. ის იქნება სატანაზე ჩემი გამარჯვების ერთადერთი მოწმობა და ჩემი ბრძოლის ერთადერთი ნადავლი. ეს ბრძოლის ნადავლი სატანის ძალაუფლებისგან ჩემ მიერ არის დახსნილი და წარმოადგენს ჩემი ექვსიათასწლიანი მართვის გეგმის ერთადერთ ნაყოფსა და სრულყოფილ შედეგს. ისინი მოდიან ყოველი ერიდან და კონფესიიდან, სამყაროს ყოველი ადგილიდან და ქვეყნიდან. ისინი სხვადასხვა რასისა არიან, ფლობენ სხვადასხვა ენებს, აქვთ სხვადასხვა წეს-ჩვეულებები და კანის ფერი და განფენილნი არიან დედამიწის ყველა ერსა და კონფესიაში, აგრეთვე, მსოფლიოს ყველა კუთხეში. საბოლოოდ, ისინი შეიკრიბებიან, რათა შექმნან სრული კაცობრიობა − ადამიანთა ნაკრები, რომელიც სატანას ძალებისთვის მიუწვდომელია. ადამიანების ის ნაწილი, ვინც ჩემ მიერ არ არიან გადარჩენილნი და ჩემი მორჩილნი, ჩუმად ჩაიძირებიან ზღვის სიღრმეში და ჩემი გამანადგურებელი ალით მარადიულად დაიწვებიან. მე გავანადგურებ ამ ძველ, უკიდურესად ბინძურ კაცობრიობას, ისევე, როგორც გავანადგურე ეგვიპტის პირმშო ვაჟები და პირუტყვი, და მხოლოდ ისრაელი ხალხი დავტოვე, რომლებიც ჭამდნენ კრავის ხორცს, სვამდნენ კრავის სისხლს და თავიანთი კარების ზღურბლები კრავის სისხლით მონიშნეს. განა ისინი, ვინც არიან ჩემი მორჩილნი და ჩემს ოჯახს ეკუთვნიან, არ არიან ის ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ კრავის ხორცს, რომელიც მე ვარ, სვამენ კრავის სისხლს, რომელიც მე ვარ, და ჩემ მიერ არიან გამოსყიდულნი და თაყვანს მცემენ? განა ასეთ ადამიანებს მუდამ არ ახლავთ ჩემი დიდება? და განა ისინი, ვისაც არ აქვს კრავის ხორცი, რომელიც მე ვარ, უკვე ჩუმად არ ჩაძირულან ზღვის სიღრმეებში? დღეს თქვენ მე წინააღმდეგობას მიწევთ და დღეს ჩემი სიტყვები ისეთივეა, როგორიც იეჰოვამ უთხრა ისრაელის ძეებსა და შვილიშვილებს. მაგრამ თქვენი გულების სიღრმეში არსებობს შეუვალობა და თქვენ აგროვებთ ჩემს რისხვას, რითაც თქვენი სხეულის მეტ ტანჯვას იზიდავთ, თქვენი ცოდვების მეტად განკითხვას და თქვენი უსამართლობის მიმართ მეტ რისხვას. ვინ გადაურჩება ჩემი რისხვის დღეს, როცა ამჟამად ასე მექცევით? ვისი უსამართლობა გაექცევა ჩემს დამსჯელ თვალებს? ვისი უსამართლობა გაექცევა ჩემს, ყოვლისშემძლე ხელებს? ვისი წინააღმდეგობა გადაურჩება ჩემს, ყოვლისშემძლეს, განკითხვას? მე, იეჰოვა, ასე გელაპარაკებით თქვენ, წარმართთა ოჯახის შთამომავლებს. სიტყვები, რომლებსაც გეუბნებით, აღემატება რჯულის ხანისა და მადლის ხანის ყველა ნათქვამს, თუმცა თქვენ ეგვიპტის ყველა ხალხზე მეტად ურჩნი ხართ. განა არ აგროვებთ ჩემს რისხვას, მაშინ როცა მე მშვიდად ვასრულებ ჩემს საქმეს? როგორ შეძლებთ უვნებლად გაქცევას ჩემი, ყოვლისშემძლის, დღისგან?

მე საქმეს ვასრულებდი და ასე ვსაუბრობდი თქვენს შორის, დავხარჯე ამდენი ენერგია და გავიღე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, თუმცა როდის ყურად იღეთ, რასაც გარკვევით გეუბნებით? სად დამხობილხართ ჩემ, ყოვლისშემძლე ღმერთის, წინაშე? რატომ მეპყრობით ასე? რატომ იწვევს რისხვას ყველაფერი, რასაც ამბობთ და აკეთებთ? რატომ არის თქვენი გულები ასე გაქვავებული? განა ოდესმე მომიყენებია დარტყმა თქვენთვის? რატომ არაფერს აკეთებთ იმის გარდა, რომ მავსებთ მწუხარებითა და შფოთვით? ჩემი, იეჰოვას, რისხვის დღეს ელოდებით, რომ თავს დაგატყდეთ? ელოდებით, როდის მოვაქცევ თქვენკენ თქვენი ურჩობით გამოწვეულ მრისხანებას? განა ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, თქვენთვის არ ვაკეთებ? თუმცა ყოველთვის ასე მეპყრობოდით მე, იეჰოვას: იპარავდით ჩემთვის შეწირულ მსხვერპლს, ჩემი საკურთხევლის ძღვენი მიგქონდათ სახლში, მგლის ბუნაგში ლეკვებისა და მათი ნაშიერების გამოსაკვებად; ხალხი ერთმანეთს ებრძვის, ერთმანეთს მრისხანე მზერით, მახვილითა და შუბით უპირისპირდება, ჩემი, ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვებს კი საპირფარეშოში ყრით, რათა განავალივით გაუწმინდურდეს. სად არის თქვენი ღირსება? თქვენი ადამიანობა მხეცობად იქცა! თქვენი გულები დიდი ხანია ქვად იქცა. განა არ იცით, რომ როდესაც ჩემი რისხვის დღე დადგება, სწორედ მაშინ განვსჯი იმ ბოროტებას, რასაც დღეს ჩემ, ყოვლისშემძლე ღმერთის, წინააღმდეგ სჩადიხართ? გგონიათ, რომ ჩემი ასეთი მოტყუებით, ჩემი სიტყვების ტალახში მოსროლითა და მათი უგულებელყოფით, ზურგს უკან ასეთი მოქმედებით დაემალებით ჩემს რისხვიან მზერას? განა არ იცით, რომ უკვე გხედავდათ ჩემი, იეჰოვას თვალი, როცა იპარავდით ჩემთვის შეწირულ მსხვერპლსა და ხარბად ეპატრონებოდით ჩემს საკუთრებას? განა არ იცით, რომ როდესაც ჩემთვის შეწირულ მსხვერპლს იპარავდით, ამას იმ საკურთხევლის წინ აკეთებდით, რომელზეც მსხვერპლი იწირება? როგორ დაიჯერეთ, რომ ასეთი ჭკვიანები ხართ და ასე გამაცურებდით? როგორ შეიძლება განეშოროს ჩემი რისხვა თქვენს საზარელ ცოდვებს? როგორ შეიძლება აუაროს გვერდი ჩემმა მძვინვარე მრისხანებამ თქვენს ბოროტ საქმეებს? ბოროტება, რომელსაც დღეს სჩადიხართ, გამოსავალს კი არ გაძლევთ, არამედ განსაწურთელს გიგროვებთ ხვალინდელი დღისთვის; ის აღძრავს ჩემს, ყოვლისშემძლეს, განსაწურთელს თქვენ მიმართ. როგორ დააღწევს თავს ჩემს განსაწურთელს თქვენი ბოროტი საქმეები და ბოროტი სიტყვები? როგორ მოაღწევს თქვენი ლოცვები ჩემს ყურამდე? როგორ გიჩვენოთ გამოსავალი თქვენი უსამართლობისგან? როგორ დავივიწყო თქვენი ბოროტი საქმეები, რომლის ჩადენითაც ჩემ წინააღმდეგ ჯანყდებით? როგორ არ მოგკვეთოთ ენები, რომლებიც გველივით შხამიანია? თქვენ არ მიხმობთ საკუთარი სიმართლის გამო, არამედ პირიქით, თქვენი უსამართლობით ჩემს რისხვას აგროვებთ. როგორ გაპატიოთ? ჩემი, ყოვლისშემძლეს თვალში, თქვენი სიტყვები და მოქმედებები ბილწია. ჩემი, ყოვლისშემძლე ღმერთის, თვალი თქვენს უსამართლობას ხედავს, როგორც დაუნდობელი განსაწურთელის ღირსს. როგორ შეიძლება განეშოროს თქვენგან ჩემი სიმართლის განსაწურთელი და სამსჯავრო? რადგან ასე მეპყრობით, მავსებთ მწუხარებითა და რისხვით, როგორ გაგიშვათ ჩემი ხელიდან და როგორ აგარიდოთ იმ დღეს, როდესაც მე, იეჰოვა, განსაწურთელს მოგივლენთ და დაგწყევლით? განა არ იცით, რომ თქვენმა ყველა ბოროტმა სიტყვამ და ნათქვამმა დიდი ხანია ჩემს ყურამდე მოაღწია? განა არ იცით, რომ თქვენმა უსამართლობამ დიდი ხანია შებილწა ჩემი სიმართლის წმინდა სამოსელი? განა არ იცით, რომ თქვენმა ურჩობამ დიდი ხანია აღძრა ჩემი ძალადობრივი რისხვა? განა არ იცით, რომ დიდი ხანია ჩემი აბობოქრება გამოიწვიეთ და დიდი ხანია გითმენთ? განა არ იცით, რომ უკვე დააზიანეთ ხორცი, რომელშიც მე ვიმყოფები და ის უსარგებლო ნაჭრად აქციეთ? აქამდე ვითმენდი, რათა ახლა მოგივლინოთ ჩემი რისხვა; მეტად აღარ ვიქნები თქვენ მიმართ მომთმენი. განა არ იცით, რომ თქვენმა ბოროტმა საქმეებმა უკვე მოაღწია ჩემს თვალებამდე, ჩემმა მოთქმამ კი — ჩემი მამის ყურებამდე? როგორ დაუშვებდა ის, რომ ასე მომპყრობოდით? განა რომელიმე საქმე, რასაც თქვენ შორის ვაკეთებ, თქვენივე გულისთვის არ არის? თუმცა, თქვენ შორის ვინ შეიყვარა უფრო მეტად ჩემი, იეჰოვას, საქმე? განა შეიძლება, რომ ჩემი სისუსტის გამო ან იმ ტანჯვის გამო, რაც განვიცადე, ჩემი მამის ნებისადმი ერთგული არ ვიყო? განა არ გესმით ჩემი გულის? მე ისე გესაუბრებით, როგორც იეჰოვა საუბრობდა; განა ამდენი რამ არ გავიღე თქვენთვის? მიუხედავად იმისა, რომ მზად ვარ, ავიტანო მთელი ეს ტანჯვა ჩემი მამის საქმის გულისთვის, როგორ დაიხსნით თავს იმ გასაწურთელისგან, რომელიც ჩემი ტანჯვის შედეგად მომაქვს თქვენთვის? განა ვერ დატკბით ჩემით? დღეს ჩემი თავი მამამ ჩემმა მამამ მოგიძღვნათ თქვენ; განა არ იცით, რომ გაცილებით მეტით იღებთ სიამოვნებას, ვიდრე ჩემი უხვი სიტყვებია? განა არ იცით, რომ ჩემი სიცოცხლე თქვენს სიცოცხლეში და იმ სიკეთეებში გაიცვალა, რომლებითაც ხარობთ? განა არ იცით, რომ მამამ ჩემი სიცოცხლე სატანასთან საბრძოლველად გამოიყენა და ის თქვენც მოგიძღვნათ, რამაც ასწილად მოგაგებინათ და მრავალ განსაცდელს აგარიდათ? განა არ იცით, რომ მხოლოდ ჩემი საქმის წყალობით აგარიდათ მრავალი განსაცდელი და მრავალი ცეცხლოვანი განსაწურთელი განა არ იცით, რომ მხოლოდ ჩემ გამო გაძლევთ მამაჩემი ამ დრომდე ტკბობის უფლებას? როგორ შეგიძლიათ დარჩეთ დღეს ასე შეუვალნი, თითქოს თქვენს გულებზე კოჟრები გაზრდილიყოს? როგორ დააღწევს თავს ის ბოროტება, რომელსაც დღეს სჩადიხართ, რისხვის დღეს, რომელიც დედამიწიდან ჩემს წასვლას მოჰყვება? როგორ მივცემ ასეთ შეუვალ ადამიანებს იეჰოვას მრისხანებისგან თავის დაღწევის ნებას?

გაიხსენეთ წარსული: როდის ყოფილა ჩემი მზერა განრისხებული და ჩემი ხმა მკაცრი თქვენ მიმართ? როდის გამოგკიდებივართ ყველა წვრილმანზე? როდის გაგკიცხეთ უსაფუძვლოდ? როდის გაგკიცხეთ პირში? განა ჩემი საქმის გამო არ ვთხოვ მამაჩემს, რომ დაგიცვათ ყოველი განსაცდელისგან? რატომ მეპყრობით ასე? განა ოდესმე გამომიყენებია ჩემი ძალაუფლება თქვენი ხორცის დასამხობად? რატომ მიხდით სამაგიეროს ასე? ხან თბილად მექცევით და ხან ცივად, არც ცხელი ხართ და არც ცივი, შემდეგ კი ცდილობთ მლიქვნელობით მომხიბლოთ და რაღაცები დამიმალოთ; თქვენი პირი კი უსამართლოთა ნერწყვითაა სავსე. გგონიათ, რომ თქვენი ენები ჩემს სულს მოატყუებს? გგონიათ, რომ თქვენი ენები ჩემს რისხვას დააღწევს თავს? გგონიათ, თქვენს ენებს შეუძლიათ ისე განსაჯონ ჩემი, იეჰოვას, საქმეები, როგორც მათ მოესურვებათ? განა მე ის ღმერთი ვარ, ვისაც ადამიანი განსჯის? განა მივცემ ნებას პატარა მატლს, ასე დამგმოს? როგორ დავამკვიდრო ურჩობის ასეთი შვილები ჩემს მარადიულ ლოცვა-კურთხევაში? თქვენმა სიტყვებმა და მოქმედებებმა დიდი ხანია გამოგააშკარავათ და დაგგმოთ. როდესაც ზეცა განვავრცე და ყოველივე შევქმენი, არცერთ ქმნილებას არ მივეცი ნება, საკუთარი ნება-სურვილით ჩარეულიყო საქმეში, მით უმეტეს, არავის მივეცი უფლება, ჩემი საქმე და მართვა თავისი ნებისამებრ დაერღვია. მე არ დავინდე არცერთი ადამიანი თუ საგანი; როგორ დავინდობ მათ, ვინც სასტიკი და არაადამიანურია ჩემ მიმართ? როგორ ვაპატიო მათ, ვინც ღალატობს ჩემს სიტყვებს? როგორ დავინდო ისინი, ვინც ჩემ წინააღმდეგ ჯანყდება? განა ჩემს, ყოვლისშემძლე ღმერთის, ხელში არ არის ადამიანის ბედი? როგორ შემიძლია წმინდად მივიჩნიო შენი უსამართლობა და ურჩობა? როგორ მივცე ნება შენს ცოდვებს შებღალოს ჩემი სიწმინდე? მე არ ვიბილწები უსამართლოთა უწმინდურებით და არც უსამართლოთა შესაწირავი მანიჭებს სიამოვნებას. ჩემი, იეჰოვას, ერთგული რომ ყოფილიყავი, განა მიითვისებდი ჩემს საკურთხეველზე მიტანილ მსხვერპლს? განა გამოიყენებდი შენს შხამიან ენას ჩემი წმინდა სახელის დასაგმობად? განა ასე უღალატებდი ჩემს სიტყვებს? განა გამოიყენებდი ჩემს დიდებასა და წმინდა სახელს იარაღად ბოროტის, სატანის, სამსახურისთვის? ჩემი სიცოცხლე წმინდანთა საამებლად არის ბოძებული. როგორ მოგცეთ ნება, ჩემი სიცოცხლით ისე ითამაშოთ, როგორც მოგესურვებათ და გამოიყენოთ იგი იარაღად ერთმანეთს შორის შუღლისთვის? როგორ შეგიძლიათ იყოთ ასე უგულონი და სიკეთეს მოკლებულნი ჩემ მიმართ? განა არ იცით, რომ თქვენი ბოროტი საქმეები უკვე ჩავწერე სიცოცხლის ამ სიტყვებში? როგორ დააღწევთ თავს რისხვის დღეს, როდესაც ეგვიპტეს დავსჯი? როგორ დავუშვა, რომ კვლავ და კვლავ ასე აღსდგეთ ჩემ წინააღმდეგ და აჯანყდეთ? პირდაპირ გეუბნებით: როცა ის დღე დადგება, თქვენი განსაწურთელი ეგვიპტისაზე უფრო აუტანელი იქნება! როგორ დააღწევთ თავს ჩემი რისხვის დღეს? ჭეშმარიტად გეუბნებით: ჩემი მოთმინება მზად იყო თქვენი ბოროტებისთვის და მისი არსებობა ამ დღეს თქვენს განსაწურთელად იყო გამიზნული. განა თქვენ არ ხართ ისინი, ვინც რისხვიან სამსჯავროზე წარსდგება, როგორც კი ჩემი მოთმინება ამოიწურება? განა ყოველივე ჩემს, ყოვლისშემძლე ღმერთის, ხელში არ არის? როგორ დავუშვა, რომ ასე აჯანყდეთ ჩემ წინააღმდეგ ცისქვეშეთში? თქვენი ცხოვრება ძალიან მძიმე იქნება, რადგან შეხვდით მესიას, რომელზეც ნათქვამი იყო, რომ მოვიდოდა, თუმცა არასოდეს მოსულა. განა მისი მტრები არ ხართ? იესო თქვენი მეგობარი იყო, თქვენ კი მესიის მტრები ხართ. განა არ იცით, რომ თუმცა იესოსთან მეგობრობთ, თქვენმა ბოროტმა საქმეებმა აავსო საძაგელ ხალხთა ჭურჭლები? თუმცა ძალიან ახლოს ხართ იეჰოვასთან, განა არ იცით, რომ თქვენმა ბოროტმა სიტყვებმა იეჰოვას ყურამდე მიაღწია და მისი რისხვა აღძრა? როგორ იქნება ის შენთან ახლოს და როგორ არ დაწვავს შენს იმ ჭურჭლებს, რომლებიც ბოროტებითაა სავსე? როგორ არ იქნება ის შენი მტერი?

წინა: როდესაც ჩამოცვენილი ფოთლები თავის ფესვებს დაუბრუნდება, მაშინ ინანებთ თქვენ მიერ ჩადენილ მთელ ბოროტებას

შემდეგი: მაცხოვარი უკვე დაბრუნდა „თეთრ ღრუბელზე“

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება