თქვენ უნდა შეინარჩუნოთ უფლისადმი ერთგულება

როგორ მოქმედებს სულიწმიდა დღეს ეკლესიაში? გაქვს თუ არა ამ საკითხის მკაფიო გაგება? რაში მდგომარეობს შენი ძმებისა და დების ყველაზე დიდი სიძნელეები? რა აკლიათ ყველაზე მეტად მათ? ჩვენს დროში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილნი განსაცდელის მიმართ, ხოლო ზოგიერთი მათგანი ჩივის კიდეც. სხვა ადამიანები უკვე წინ ვეღარ მიიწევენ, რადგან ღმერთმა დაასრულა საუბარი. ეს ხალხი ღვთის რწმენის სწორ გზას არ ადგას. ისინი ვერ ცხოვრობენ დამოუკიდებლად და ვერც საკუთარი სულიერი ცხოვრების გზას მისდევენ. ზოგი ადამიანი ამ გზას მისდევს, ენერგიულად მიჰყვება და ისწრაფვის მომავლისკენ და სურს, იმოქმედოს მაშინ, როცა ღვთის სიტყვა ესმის, თუმცა, როცა ღმერთი დუმდება, ეს ადამიანებიც წყვეტენ წინსვლას. ადამიანებს ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ ღვთის განზრახვა. მათ არ აქვთ ბუნებრივი და სპონტანური სიყვარული ღმერთისადმი; წარსულში ისინი ღვთის გზას იმიტომ მიჰყვებოდნენ, რომ იძულებულნი იყვნენ. დღესდღეობით არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ღვთის საქმით დაიღალნენ. საფრთხეშია თუ არა ასეთი ხალხი? ბევრი ადამიანი ასებობს მიბაძვის რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვას და ლოცვებს აღავლენენ ღვთისადმი, ამას უგულოდ აკეთებენ და ისეთი სურვილი აღარ აქვთ, როგორიც უწინ ჰქონდათ. ადამიანთა უმრავლესობას არ აინტერესებს ღვთისმიერი გამოწრთობისა და სრულყოფის საქმე და თითქოს მუდამ ყოველგვარი შინაგანი მოტივაციის გარეშე რჩებიან. როცა ასეთი ადამიანი ცოდვასა და შეცდომებში ეფლობა, აღარ გრძნობენ რაიმე ანგარიშვალდებულებას ღმერთის მიმართ და არც ის განცდა უჩნდებათ, რომ უნდა შეინანონ. ისინი არც ჭეშმარიტებას ეძიებენ და არც ეკლესიას ტოვებენ. სანაცვლოდ, მხოლოდ დროებითი სიამოვნების პოვნას ცდილობენ. ასეთი ადამიანები სულელები და სრულიად ბრიყვები არიან! მოვა დრო, როცა ყველა განიკვეთება და ერთი მათგანიც კი ვერ გადარჩება! გგონია, რომ ვინც ერთხელ გადარჩა, ყოველთვის გადარჩება? ეს შეხედულება წმინდა წყლის სიცრუეა! ყველა, ვინც მარადიული სიცოცხლისკენ არ ისწრაფვის, გაიკიცხება. ადამიანთა უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებს სიცოცხლეში შესვლა, ცხოვრებისეული ხილვები და ჭეშმარიტების გადაქცევა რეალურ პრაქტიკად. ისინი არც შესვლისკენ ისწრაფვიან და არც ის სურთ, რომ უფრო საფუძვლიანად შეიმეცნონ იგი. განა ისინი საკუთარ თავს არ ინადგურებენ ასეთი ქცევით? თუმცა, ამჟამად არსებობს გარკვეული რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისი მდგომარეობაც მუდმივად უმჯობესდება. რაც უფრო მეტად მოქმედებს სულიწმიდა, მით მეტ რწმენას იძენენ ეს ადამიანები; მით უფრო გამოცდილები ხდებიან და უფრო მეტად გრძნობენ ღვთის მოქმედების ღრმა საიდუმლოს. რაც უფრო ღრმად ეცნობიან მარადიულ სიცოცხლეს, მით უფრო მეტი ესმით. ისინი გრძნობენ, რომ ღვთის სიყვარული უდიდესია და შინაგანი სიმტკიცე და სიცხადე ეუფლებათ. ისინი კარგად იცნობენ ღვთის საქმეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებშიც სულიწმიდა მოქმედებს. ზოგი ადამიანი ამბობს: „ჰო, ღვთისგან ახალი სიტყვა არ ისმის, მაგრამ, მე მაინც უნდა ვეძებო ჭეშმარიტების სიღრმე, ყოველგვარ ნამდვილ გამოცდილებას ბეჯითად მოვეკიდო და ღვთის სიტყვის სინამდვილე შევიმეცნო.“ სწორედ ასეთი ადამიანების მეშვეობით მოქმედებს სულიწმიდა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი თავის სახეს არ გვიჩვენებს და ყოველი ადამიანისთვის უხილავია, თუმცა ერთ სიტყვასაც არ ამოთქვამს ხმით და არის დრო, როცა ადამიანები გარკვეულ შინაგან გამოწრთობას განიცდიან, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ღმერთმა ბოლომდე მიატოვა ადამიანები. თუ ადამიანი ვერ შეინარჩუნებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც უნდა აღასრულოს, მასში არ დაივანებს სულიწმიდის საქმე. შინაგანი განწმენდის პერიოდში, მაშინ, როცა ღმერთის არსებობის ნიშან-წყალს ვერ ხედავ, თუ რწმენა არა გაქვს და შიშით იკუნტები, თუ იმაზე არ ხარ ფოკუსირებული, რომ ღვთის სიტყვა გამოსცადო, მაშინ, გამოდის, რომ ღვთის საქმეს გაურბიხარ. მოგვიანებით, შენ იქნები ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ღმერთი მიატოვებს. ის, ვინც ღვთის სიტყვაში დამკვიდრებისკენ არ მიისწრაფვის, ვერც მტკიცედ დადგება მის წინაშე. ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, მოწმობაში დაუდგნენ ღმერთს და დააკმაყოფილონ მისი განზრახვა, ამას მხოლოდ იმ დაუოკებელი შემართებით მოახერხებენ, რომელსაც ღვთის სიტყვის ძიებისას აჩენენ. საქმე, რომელსაც ღმერთი ადამიანების მეშვეობით აღასრულებს, ძირითადად იმას გულისხმობს, რომ მათ ჭეშმარიტების შემეცნების საშუალებას აძლევს; სიცოცხლის ძიებაში გამყოფებს საკუთარი სრულყოფის მიზნით, ხოლო ეს ყოველივე იმას ემსახურება, რომ ღვთისთვის გამოსადეგი შეიქნა. ყველაფერი, რისკენაც ისწრაფვი, გულისხმობს საიდუმლოებათა გაგებას, ღვთის სიტყვის მოსმენას, თვალთახედვის დატკბობასა და იმის ხილვას, ხომ არ გამოჩნდა რამე სიახლე თუ მიდრეკილება, რითაც საკუთარ ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებ. თუ შენს გულში ეს განზრახვაა, მაშინ, გამორიცხულია, რომ ღვთის მოთხოვნებს შეესაბამებოდე. ის, ვინც ჭეშმარიტებას არ ესწრაფვის, გზის ბოლოში გასვლას ვერ მოახერხებენ. ამჟამად საქმე იმაში კი არ არის, რომ ღმერთი არ მოქმედებს, არამედ იმაში, რომ ადამიანები მასთან არ თანამშრომლობენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს ეზიზღებათ ღვთის საქმე და მხოლოდ მისი კურთხეული სიტყვის მოსმენა სურთ, განსჯისა და გაკიცხვის სიტყვის მოსმენა კი არ უნდათ. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ისაა, რომ ადამიანების სურვილი კურთხევების მიღებისა არ შესრულებულა, რის გამოც ისინი უარყოფითად განეწყვნენ და სუსტები შეიქნენ. საქმე იმაში არ არის, რომ ღმერთი განზრახ აბრკოლებს ადამიანებს და ხელს უშლის მისდიონ მას, არც იმაში, რომ ადამიანებს განზრახ აყენებს დარტყმებს. ადამიანები ნეგატიურები და სუსტები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ მათი განზრახვები არასწორია. ღმერთი არის ღმერთი, რომელიც ადამიანს სიცოცხლეს უბოძებს. შეუძლებელია, მან კაცი სიკვდილამდე მიიყვანოს. ადამიანების ნეგატიური ბუნება, სისუსტე და უკუსვლა მხოლოდ და მხოლოდ მათივე საქციელითაა გამოწვეული.

ღვთის ამჟამინდელი საქმე, ადამიანებს გარკვეულ გამოწრთობას აძლევს და მხოლოდ ისინი მოიპოვებენ ღვთის მოწონებას, ვინც მტკიცედ გაუძლებს ამ განსაცდელს. რამდენადაც არ უნდა დამალოს ღმერთმა საკუთარი თავი, იქნება ეს დუმილი თუ უმოქმედობა, შენ მაინც შეგიძლია, მისდიო მას. მაშინაც კი, თუ ღმერთმა თქვა, რომ არ უნდიხარ, შენ მაინც შეგიძლია, მისდიო მას. სწორედ ეს არის მტკიცედ დგომა ღვთის მოწობაში. განა ის არის მტკიცედ დგომა ღვთის მოწმობაში, რომ თუკი ღმერთი არ გაჩვენებს თავს, შენ მისი მიმდევრობა უნდა შეწყვიტო? თუ ადამიანს არ გააჩნია რეალური შესვლა, მას არც ნამდვილი სულიერი სიმწიფე აქვს და როდესაც იგი მართლაც შეეჯახება დიდ განსაცდელს, წაიბორძიკებს. როცა ღმერთი დუმს ან ისე მოქმედებს, რაც შენს წარმოდგენებს არ შეესაბამება, შენ გატყდები. აი, ღმერთი ისე რომ მოქმედებდეს, როგორც შენ წარმოგიდგენია, შენს ნებას ასრულებდეს და შენც ძალით ივსებოდე და მოტივაცია მოგეცეს მის საძიებლად, მაშინ რა იქნებოდა შენი ცხოვრების საფუძველი? გეუბნებით, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, ვისი ცხოვრების მიმდინარეობაც თავიდან ბოლომდე ადამიანურ ცნობისმოყვარეობაზეა დამყარებული. მათ გულში საერთოდ არ აქვთ ჭეშმარიტი სურვილი ძიების. ყველა, ვინც საკუთარ ცნობისმოყვარეობას ეყრდნობა და ჭეშმარიტებას არ ეძიებს, საძულველია და საფრთხეში იმყოფება! ღვთის მრავალგვარი საქმენი იმისთვის აღესრულება, რომ კაცობრიობის სრულყოფა მოხდეს. თუმცა, ადამიანები ყოველთვის იჩენენ ცნობისმოყვარეობას. მათ აინტერესებთ ჭორები, უცხო ქვეყნებში მიმდინარე ამბები — მაგალითად, აინტერესებთ მოვლენები ისრაელში ან ეგვიპტეში მიწისძვრა მოხდა თუ არა — მუდამ რაღაც სიახლეს ეძებენ, ახალი ამბის გაგება სურთ საკუთარი ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად. ისინი არც სიცოცხლეს ეძებენ და არც სრულყოფას ესწრაფვიან. ისინი მხოლოდ იმას ესწრაფვიან, რომ რაც შეიძლება მალე დადგეს ღვთის დღე. ჰგონიათ, მათი მშვენიერი ოცნება და გადაჭარბებული სურვილები სწორედ ამ დღეს ახდება. ასეთი ადამიანი არ არის რეალობაში მდგომი — მას არასწორი შეხედულება აქვს. მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების ძიება წარმოადგენს საძირკველს, რომელიც ადამიანს აქვს ღვთისადმი რწმენაში. ამას გარდა, თუ ადამიანები სიცოცხლეში შესვლას არ ესწრაფვიან და ღმერთის დაკმაყოფილებას არ ცდილობენ, მაშინ მათ სასჯელი ელით. ისინი, ვინც დასჯას ექვემდებარება, არიან ადამიანები, რომელთაც არ ჰქონიათ სულიწმიდის მოქმედება მაშინ, როცა ღმერთი მოქმედებდა.

როგორ უნდა ითანამშრომლონ ადამიანებმა ღვთის საქმის ამ ეტაპზე? ამჟამად, ღმერთი ადამიანებს სცდის. ის ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს, არამედ, საკუთარ თავს არ აჩენს და არც პირდაპირ კონტაქტში შედის ადამიანებთან. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს ღმერთი არაფერს აკეთებს, თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ადამიანში მაინც მოქმედებს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც სიცოცხლეში შესვლას ესწრაფვის, საკუთარი შეხედულება გააჩნია სიცოცხლის ძიებაზე და ეჭვი არ ეპარება მაშინაც კი, როცა ღვთის საქმე სრულად არ ესმის. განსაცდელის ჟამს, მაშინაც კი, როცა ვერ გაგიგია, რის გაკეთებას აპირებს ღმერთი ან რა საქმის აღსრულება განუზრახავს მას, უნდა უწყოდე, რომ კაცობრიობის მიმართ ღმერთს ყოველთვის კეთილი განზრახვები აქვს. თუკი წრფელი გულით ეძიებ ღმერთს, ის არასოდეს მიგატოვებს, ხოლო ბოლოს აუცილებლად სრულყოფილებამდე მიგიყვანს და ადამიანებს თავიანთ შეასაბამის დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს. ამჟამინდელ გამოცდათა მიუხედავად, მაინც დადგება დღე, როცა ღმერთი ყოველ ადამიანს შესაბამის შედეგს მოუტანს და იმის მიხედვით მიაგებს საკადრისს, რაც ამ ადამიანს უკეთებია. ღმერთი გარკვეულ ადგილამდე იმისთვის არ მიიყვანს ადამიანებს, რომ შემდეგ უბრალოდ ისინი გვერდზე გასწიოს და იგნორირება გაუკეთოს. ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთი სიმედოა. ამ ეტაპზე სულიწმიდა ახორციელებს გამოწრთობის საქმეს. ის აწრთობს თითოეულ ადამიანს. ღვთის საქმის იმ ეტაპებზე, რომლებიც გულისხმობდა სიკვდილის განსაცდელსა და გაკიცხვის განსაცდელს, გამოწრთობა სიტყვის გზით ხდებოდა. ღვთის საქმის გამოცდილების მისაღებად ადამიანებემა ჯერ მისი ამჟამინდელი საქმე უნდა გაიგონ და შემდეგ ის, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს კაცობრიობამ ღმერთთან. ეს ნამდვილად ის არის, რაც ყველას უნდა ესმოდეს. მნიშვნელობა არა აქვს, რას მოიმოქმედებს ღმერთი, იქნება ეს გამოწრთობა თუ მისი დუმილიც კი - ღვთის საქმის არც ერთი ნაბიჯი არ ემთხვევა იმ შეხედულებებს, რაც კაცობრიობას აქვს. ღვთის საქმის ყოველი ნაბიჯი ადამიანურ შეხედულებებს ყველანაირად ამსხვრევს და აცამტვერებს. ეს არის ღვთის საქმე. თუმცა, უნდა გჯეროდეს, რომ რაკი ღვთის საქმე გარკვეულ ეტაპამდე მივიდა, ის მთელ კაცობრიობას დასაღუპად არ გაწირავს, რაც არ უნდა მოხდეს. კაცობრიობას ღმერთი აღთქმებსა და კურთხევას აძლევს. ყველა, ვინც ღმერთის ძიებაშია, მისი მადლისა და კურთხევის მიმღებიც გახდება, ხოლო ვინც ღმერთს არ ეძიებს, იგი განიკვეთება ღვთის მიერ. ეს ყოველივე შენეულ ძიებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გჯეროდეს, რომ როცა ღვთის საქმე აღსრულდება, ყოველი ადამიანი თავის შესაფერის დანიშნულების ადგილამდე მივა. ღმერთმა კაცობრიობას დიდებული მისწრაფებები მისცა, თუმცა, მათი მიღწევა შეუძლებელია ძიების გარეშე. ახლა უკვე უნდა ხედავდე ამას - ადამიანთა გამოწრთობა და გაკიცხვა ღვთის საქმეა, თუმცა, ადამიანები თავის მხრივ მუდამ საკუთარი ბუნების შეცვლისკენ უნდა მიისწრაფვოდნენ. რეალურ ცხოვრებაში უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდე, როგორ ჭამო და სვა ღვთის სიტყვები; მის სიტყვებში უნდა აღმოაჩინო ის, რაშიც შეხვიდე და შენი ნაკლოვანებები უნდა გაიცნო. უნდა ეძიო შეხვიდე ნამდვილ გამოცდილებაში და ღვთის სიტყვის გაგებას ეცადო იმ მხრივ, რა მხრივაც პრაქტიკულად უნდა გამოიყენო და მის აღსრულებას შეეცადო. ღვთის სიტყვის ჭამა და სმა ერთი ასპექტია. ამას გარდა, აუცილებელია ეკლესიის ცხოვრების შენარჩუნება, ჯანსაღი სულიერი ცხოვრება და ასევე უნდა შეგეძლოს, ყველანაირი არსებული მდგომარეობა ღმერთს მიანდო. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად შეიცვლება ღვთის საქმე. შენი სულიერი ცხოვრება უნდა დარჩეს ნორმალური. სულიერ ცხოვრებას შეუძლია, უზრუნველყოს შენი ჯანსაღი შესვლა. რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი, შენ მაინც უწყვეტად უნდა გააგრძელო სულიერი ცხოვრება და რაც გევალება, ის შეასრულო. ეს სწორედ ისაა, რასაც უნდა აკეთოს ადამიანმა. ეს ყოველივე სულიწმიდის საქმეა. თუმცა, მათთვის, ვინც ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფება, ეს სრულყოფის ტოლფასია, მათთვის კი, ვინც არანორმალურ მდგომარეობაშია, განსაცდელს წარმოადგენს. სულიწმიდის მიერ მოვლენილი გამოწრთობის საქმის დროს ზოგი ადამიანი ამბობს, ღვთის საქმე დიდებულია და ადამიანებს გარდაუვლად სჭირდებათ გამოწრთობა, თორემ მათი სიმწიფე მეტისმეტად დაბალი იქნება და ისინი ღვთის განზრახვების აღსრულებას ვერაფრით შეძლებენ. მიუხედავად ამისა, მათთვის ვისი მდგომარეობაც მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, ეს იმის მიზეზი ხდება, რომ ღმერთი აღარ ეძიონ, შეკრებებს აღარ დაესწრონ და არც ღვთის სიტყვა ჭამონ და სვან. ღვთის საქმის დროს - მნიშვნელობა არა აქვს, რას გააკეთებს ან რას შეცვლის ღმერთი, ადამიანებმა ჯანსაღი სულიერი ცხოვრება მაინც უნდა შეინარჩუნონ, სხვა თუ არაფერი. შეიძლება, სულიერი ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე გულგრილობას არ იჩენ, მაგრამ, დიდი მონაპოვარი მაინც არაფერი გაქვს და არც დიდებული მოსავალი მოგიმკია. ასეთ დროს, მაშინაც კი, თუ სულიერ ცხოვრებას ისე მისდევ, როგორც მკაცრ წესს, მაინც არ უნდა გადაუხვიო მას; ეს წესი აუცილებლად უნდა დაიცვა, რათა შენს სულიერ ცხოვრებას ზიანი არ მიადგეს და ღვთის განზრახვები აღასრულო. თუკი შენი სულიერი ცხოვრება არანორმალურად მიედინება, შენ ვერ გაიგებ, ღმერთის ამჟამინდელ საქმეს და მუდამ იფიქრებ, რომ შენს შეხედულებებთან ის სრულიად შეუსაბამოა და მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობ რომ გსურს ღმერთს მისდიო, შინაგანი ძალა მაინც არ გყოფნის. ამიტომ, მნიშვნელობა არა აქვს, რას მოიმოქმედებს ღმერთი, ადამიანებმა მასთან მაინც უნდა ითანამშრომლონ. თუ ადამიანები ღმერთთან არ ითანამშრომლებენ, სულიწმიდის საქმე ვერ აღსრულდება და თუ ადამიანებს თანამშრომლობა არ სურთ, მათზე სულიწმიდის საქმე არ გადმოვა. თუ გსურს, შენში სულიწმიდა მოქმედებდეს და ღმერთმა მოგიწონოს საქციელი, მაშინ პირვანდელი ერთგულება უნდა შეინარჩუნო ღვთის წინაშე. ამჟამად, სულაც არ არის აუცილებელი, უფრო ღრმა წვდომა, ფართო თეორიული ცოდნა ან სხვა რამ მსგავსი გქონდეს - მხოლოდ ის მოგეთხოვება, რომ მტკიცედ მისდიო ღვთის სიტყვას, სწორედ ისე, როგორც თავდაპირველად. თუ ადამიანები ღმერთთან არ თანამშრომლობენ და არ მოისურვებენ, უფრო სიღრმისეულად შეიმეცნონ იგი, ღმერთი მათ წაართმევს ყველაფერს, რაც თავდაპირველად ჰქონდათ. შინაგანად, ადამიანები მუდამ სიმშვიდისკენ ისწრაფვიან და ურჩევნიათ, იმით დატკბნენ, რაც უკვე აქვთ. ადამიანებს სურთ, ღვთის კეთილგანწყობა ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე მოიპოვონ. ეს სწორედ ის ექსტრავაგანტული აზრებია, რომლითაც კაცობრიობა საზრდოობს. სიცოცხლის მოპოვება ყოველგვარი საფასურის გარეშე - განა ასეთი იოლი რამ არსებობს საერთოდ? როცა ადამიანს ღმერთი სწამს, ცხოვრებაში შესვლას ესწრაფვის და საკუთარი ხასიათის შეცვლაზეც თანახმაა. ასეთმა ადამიანმა საფასური უნდა გაიღოს და მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც მუდამ ღვთის გზით ივლის მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებს თავად ღმერთი. ეს ისაა, რაც ადამიანებმა უნდა შეასრულონ. მაშინაც კი, თუ ამ ყოველივეს ისე ეკიდები, როგორც მკაცრ წესს, მაინც მუდამ უნდა შეასრულო ის, ხოლო რაც არ უნდა დიდი იყოს განსაცდელი, არ უნდა თქვა უარი ღმერთთან ნორმალურ ურთიერთობაზე. უნდა შეძლო ლოცვა, განაგრძო ეკლესიური ცხოვრება და შენი ძმები და დები არ უნდა მიატოვო. მაშინაც კი უნდა ეძიო ჭეშმარიტება, როცა ღმერთი გამოცდას გიწყობს. ეს ის მცირედია, რაც სულიერი ცხოვრების დროს უნდა შეასრულოს ადამიანმა. მუდამ უნდა გქონდეს ძიების სურვილი და [ღმერთთან] თანამშრომლობისკენ უნდა მიისწრაფვოდე, რაშიც მთელი ენერგია უნდა ჩადო - ხომ შესაძლებელია ეს? თუ ადამიანები ამაზე დაამყარებენ საკუთარ ცხოვრებას, მოიპოვებენ გამჭრიახობას და სინამდვილეს შეიცნობენ. ღვთის სიტყვის მიღება იოლია მაშინ, როცა საკუთრივ შენი მდგომარეობა ნორმალურია; ასეთ დროს რთული არ ჩანს ჭეშმარიტების პრაქტიკა რეალურ ცხოვრებაში და ხვდები, რაოდენ დიდებულია ღვთის საქმე. თუმცა, თუ ცუდ მდგომარეობაში ხარ, რაც არ უნდა დიდებული იყოს ღვთის საქმე და რა მომხიბლავადაც არ უნდა მეტყველებდეს ვინმე, შენ მას ყურადღებას არ მიაქცევ. როცა ადამიანი არანორმალურ მდგომარეობაშია, მასში ღმერთი ვერ იმოქმედებს და ეს ადამიანი საკუთარი ხასიათის შეცვლას ვერ შეძლებს.

თუ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ რწმენა, მათთვის ადვილი არ არის ამ გზით სიარულის გაგრძელება. ახლა ყველას შეუძლია დაინახოს, რომ ღვთის საქმე ოდნავადაც არ შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებსა და წარმოსახვებს. ღმერთმა იმდენი საქმე აღასრულა და იმდენი სიტყვა წარმოთქვა, და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეიძლება აღიარებდნენ, რომ ეს ჭეშმარიტებაა, მათში მაინც ადვილად შეიძლება გაჩნდეს წარმოდგენები ღმერთის შესახებ. თუ ადამიანებს სურთ ჭეშმარიტების გაგება და მისი მოპოვება, მათ უნდა ჰქონდეთ რწმენა და ნებისყოფა, და შეეძლოთ მტკიცედ იდგნენ იმაზე, რაც უკვე იხილეს და რაც თავიანთი გამოცდილებიდან მოიპოვეს. რაც არ უნდა გააკეთოს ღმერთმა ადამიანებში, მათ უნდა შეინარჩუნონ ის, რაც თავად გააჩნიათ, იყვნენ გულწრფელნი ღვთის წინაშე და ბოლომდე დარჩნენ მისი ერთგულნი. ეს არის კაცობრიობის მოვალეობა. ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ ის, რისი გაკეთებაც მართებთ. ღმერთის რწმენა მოითხოვს მისადმი მორჩილებას და მისი საქმის გამოცდილებით გავლას. ღმერთმა იმდენი საქმე აღასრულა — შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებისთვის ეს ყველაფერი სრულყოფა, გამოწრთობა და, უფრო მეტიც, გაკიცხვაა. ღვთის საქმის არც ერთი ნაბიჯი არ ყოფილა ადამიანის წარმოდგენებთან შესაბამისობაში. ის, რითაც ადამიანები ტკბებოდნენ, ღვთის მკაცრი სიტყვები იყო. როდესაც ღმერთი მოდის, ადამიანები უნდა დატკბნენ მისი დიდებულებითა და რისხვით. თუმცა, რაოდენ მკაცრიც არ უნდა იყოს მისი სიტყვები, იგი მოდის ადამიანის გადასარჩენად და იმისთვის, რომ სრულყოს იგი. როგორც შექმნილმა არსებებმა, ადამიანებმა უნდა შეასრულონ ის მოვალეობები, რომლებიც მათ ევალებათ, და გამოწრთობის ჟამს მტკიცედ იდგნენ ღვთისადმი მოწმობაში. ყოველ განსაცდელში მათ მტკიცედ უნდა შეინარჩუნონ ის მოწმობა, რომელიც უნდა დაამოწმონ და ღვთისთვის მკაფიო მოწმობა გასცენ. ვინც ამას აკეთებს, გამარჯვებულია. როგორც არ უნდა გამოგაწრთოს ღმერთმა, შენ უნდა დარჩე რწმენით სავსე და არასოდეს დაკარგო რწმენა მის მიმართ. შენ უნდა აკეთო ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს. ღმერთი სწორედ ამ ყველაფერს მოითხოვს ადამიანისგან, რათა მისი გული სრულად დაუბრუნდეს მას და ყოველ წამს მისკენ იყოს მიქცეული. სწორედ ასეთია გამარჯვებული. ღმერთი „გამარჯვებულებს“ უწოდებს მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ დგას თავიანთ მოწმობაში, ინარჩუნებს რწმენასა და ერთგულებას უფლის მიმართ, ინარჩუნებს წრფელ გულს ღვთის წინაშე და გულწრფელ სიყვარულს უფლის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც სატანის გავლენის ქვეშ და ალყაშია - ანუ, როდესაც გარშემორტყმულია ბნელი ძალებით. ამრიგად, ისინი მტკიცედ დგანან უფლის წინაშე თავიანთ მოწმობაში. ასეთ ადამიანებს ღმერთი „გამარჯვებულებს“ უწოდებს. თუ შენი მისწრაფება ბრწყინვალეა, როდესაც ღმერთი გაკურთხებს, მისი კურთხევის გარეშე კი უკან იხევ, ეს სიწმინდეა? რადგან დარწმუნებული ხარ, რომ ეს გზა სწორია, ბოლომდე უნდა მიჰყვე მას; უფლის ერთგული უნდა დარჩე. რადგან ხედავ, რომ თავად ღმერთი მოვიდა დედამიწაზე შენი სრულყოფისთვის, შენი გული მთლიანად მას უნდა მიუძღვნა. თუ შეგიძლია მიჰყვე მას, რასაც არ უნდა აკეთებდეს, მაშინაც კი, თუ საბოლოოდ შენთვის არახელსაყრელ შედეგს გადაწყვეტს, ეს ნიშნავს ღვთის წინაშე შენი სიწმინდის შენარჩუნებას. ღმერთისთვის წმინდა სულიერი სხეულისა და სუფთა ქალწულის შეწირვა უფლის წინაშე წრფელი გულის შენარჩუნებას ნიშნავს. ადამიანის გულწრფელობა სიწმინდეა, ხოლო ღვთის წინაშე გულწრფელობის უნარი სიწმინდის შენარჩუნებაა. ეს არის ის, რაც პრაქტიკაში უნდა გააკეთო. როდესაც ლოცვის საჭიროებაა, შენ ლოცულობ; როდესაც ერთად შეკრების საჭიროებაა, შენ ასე იქცევი; როდესაც საგალობლების გალობის საჭიროებაა, შენ საგალობლებს გალობ და როდესაც ხორცის წინააღმდეგ აჯანყების საჭიროებაა, შენ ხორცის წინააღმდეგ აჯანყდები. როდესაც აღასრულებ შენს მოვალეობას, არ ასრულებ მას ზედაპირულად; როდესაც განსაცდელების წინაშე დგები, მტკიცედ დგახარ. სწორედ ესაა უფლისადმი ერთგულება. თუ არ დაიცავ იმას, რაც ადამიანმა უნდა მოიმოქმედოს, მაშინ შენი ყველა წინა ტანჯვა და გადაწყვეტილება ამაო აღმოჩნდება.

ღმერთის საქმის თითოეულ ნაბიჯზე არსებობს გზა, რომლითაც ადამიანებმა უნდა ითანამშრომლონ. ღმერთი გამოწრთობს ადამიანებს, რათა მათ გამოავლინონ რწმენა გამოწრთობის პროცესში. ღმერთი სრულყოფს ადამიანებს, რათა მათ ჰქონდეთ რწმენა, რომ ღვთის მიერ იქნებიან სრულყოფილნი, და მზად იყვნენ მიიღონ მისი გამოწრთობა და ღვთის მიერ გასხვლა. ღვთის სული მოქმედებს ადამიანებში, რათა ნათელი მოჰფინოს და გაანათოს ისინი, რომ მასთან ითანამშრომლონ და პრაქტიკაში განახორციელონ. გამოწრთობის დროს ღმერთი არ ლაპარაკობს. ის ხმას არ იღებს, მაგრამ მაინც არის საქმე, რომელიც ადამიანებმა უნდა შეასრულონ. შენ უნდა შეინარჩუნო ის, რაც უკვე გაქვს, კვლავ უნდა შეგეძლოს ღვთისადმი ლოცვა, ღმერთთან სიახლოვე და ღვთის წინაშე მოწმობაში მტკიცედ დგომა. ამგვარად შენ შეასრულებ საკუთარ მოვალეობას. ყველა თქვენგანმა ღვთის საქმიდან ნათლად უნდა დაინახოთ, რომ ადამიანთა რწმენისა და სიყვარულის გამოცდისას, ღმერთი მათგან მოითხოვს, რომ უფრო მეტად ილოცონ ღვთისადმი და უფრო ხშირად იგემონ ღვთის სიტყვები მის წინაშე. თუ ღმერთი ნათელს მოგფენს და გაგაგებინებს მის განზრახვებს, მაგრამ შენ საერთოდ არ განახორციელებ ამას პრაქტიკაში, ვერაფერს მოიპოვებ. როდესაც ღვთის სიტყვებს პრაქტიკაში განახორციელებ, კვლავ უნდა შეგეძლოს მისდამი ლოცვა, ხოლო როდესაც მის სიტყვებს იგემებ, მის წინაშე უნდა მოხვიდე, ეძიო და მის მიმართ რწმენით იყო სავსე, ყოველგვარი გულდაწყვეტისა და გულგრილობის გარეშე. ისინი, ვინც ღვთის სიტყვებს პრაქტიკაში არ ახორციელებენ, შეკრებების დროს ენერგიით არიან სავსენი, მაგრამ სახლში დაბრუნებისას სიბნელე მოიცავთ ხოლმე. არიან ისეთებიც, ვისაც ერთად შეკრებაც კი აღარ სურს. ამიტომ შენ ნათლად უნდა დაინახო, რა მოვალეობა უნდა შეასრულონ ადამიანებმა. შეიძლება არ იცოდე, სინამდვილეში რა არის ღვთის განზრახვები, მაგრამ შეგიძლია შეასრულო შენი მოვალეობა, ილოცო, როცა უნდა ილოცო, ჭეშმარიტება პრაქტიკაში განახორციელო, როცა ამის დროა და გააკეთო ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს. შენ შეგიძლია შეინარჩუნო შენი თავდაპირველი ხილვა. ამგვარად უფრო მეტად შეძლებ მიიღო ღვთის საქმის შემდეგი ნაბიჯი. როდესაც ღმერთი ფარულად მოქმედებს, პრობლემა ის არის, თუ შენ არ აგრძელებ სწრაფვას. როდესაც იგი ლაპარაკობს და ქადაგებს შეკრებების დროს, შენ ენთუზიაზმით უსმენ, მაგრამ როდესაც იგი არ ლაპარაკობს, შენ ძალა გაკლდება და უკან იხევ. როგორი ადამიანი იქცევა ასე? ეს არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ბრბოს მიჰყვება. მას არ აქვს მტკიცე პოზიცია, არ აქვს მოწმობა და არ აქვს ხილვა! ადამიანთა უმეტესობა ასეთია. თუ ამგვარად გააგრძელებ, ერთ დღეს, როცა დიდ განსაცდელს შეხვდები, სასჯელში ჩავარდები. ღვთის მიერ ადამიანების სრულყოფის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია მტკიცე პოზიციის ქონა. თუ შენ ღვთის საქმის არცერთ ნაბიჯში არ ეჭვობ, თუ ასრულებ ადამიანის მოვალეობას, თუ გულწრფელად შეინარჩუნებ იმას, რის პრაქტიკაში განხორციელებასაც ღმერთი გავალებს, ანუ გახსოვს ღვთის შეგონებები და რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი დღეს, არ ივიწყებ მის შეგონებებს, თუ მის საქმესთან დაკავშირებით ეჭვი არ გეპარება, ინარჩუნებ შენს პოზიციას, ინარჩუნებ შენს მოწმობას და ყოველ ნაბიჯზე იმარჯვებ, მაშინ საბოლოოდ ღმერთი სრულგყოფს და გამარჯვებულად გაქცევს. თუ შეძლებ მტკიცედ დგომას ღვთის განსაცდელის თითოეულ ნაბიჯზე და თუ ბოლომდე კვლავ შეძლებ მტკიცედ დგომას, მაშინ შენ ხარ გამარჯვებული, შენ ხარ ადამიანი, რომელიც ღმერთმა სრულყოფილი გახადა. თუ ვერ შეძლებ მტკიცედ დგომას შენს ამჟამინდელ განსაცდელში, მომავალში ეს კიდევ უფრო რთული გახდება. თუ მხოლოდ უმნიშვნელო ტანჯვას გაივლი და ჭეშმარიტებას არ ესწრაფვი, საბოლოოდ ვერაფერს მოიპოვებ. ხელცარიელი დარჩები. არიან ადამიანები, რომლებიც წყვეტენ სწრაფვას, როდესაც ხედავენ, რომ ღმერთი არ ლაპარაკობს, და მათი გული იბნევა. განა ასეთი ადამიანი სულელი არ არის? ამგვარ ადამიანებს რეალობა არ გააჩნიათ. როდესაც ღმერთი ლაპარაკობს, ისინი მუდამ აქეთ-იქით დარბიან, გარეგნულად დაკავებულნი და ენთუზიაზმით სავსენი ჩანან, მაგრამ ახლა, როცა იგი არ ლაპარაკობს, ისინი წყვეტენ სწრაფვას. ამგვარ ადამიანს მომავალი არ აქვს. გამოწრთობის დროს შენ მასში პოზიტიური განწყობით უნდა შეხვიდე და ის გაკვეთილები ისწავლო, რაც მოგეთხოვება. როცა ღმერთისადმი ლოცულობ და მის სიტყვას კითხულობ, შენი საკუთარი მდგომარეობა ღვთის სიტყვას უნდა შეადარო, აღმოაჩინო შენი ნაკლოვანებები და დაინახო, რომ ჯერ კიდევ მრავალი გაკვეთილი გაქვს სასწავლი. რაც უფრო გულწრფელად ესწრაფვი გამოწრთობის დროს, მით მეტად დაინახავ, რამდენად არასაკმარისი ხარ. როდესაც გამოწრთობას განიცდი, მრავალ საკითხს აწყდები, ვერ ხედავ მათ ნათლად, ჩივიხარ, საკუთარ ხორცს ავლენ — მხოლოდ ამ გზით შეგიძლია აღმოაჩინო, რომ შენში გახრწნილი ხასიათი მეტისმეტად ბევრია.

ადამიანებს სულიერი მონაცემები აკლიათ და ისინი ღვთის სტანდარტებს დიდად ჩამორჩებიან. ამიტომ, მომავალში ამ გზაზე სიარულისთვის მათ შეიძლება რწმენა კიდევ უფრო მეტად სჭირდებოდეთ. უკანასკნელ დღეებში ღვთის საქმე უზარმაზარ რწმენას მოითხოვს, იობისაზე უფრო დიდსაც კი. რწმენის გარეშე ადამიანები ვერ შეძლებენ გამოცდილების მიღების გაგრძელებას და ვერც ღვთის მიერ სრულყოფილნი გახდებიან. როდესაც დიდი განსაცდელების დღე დადგება, იქნებიან ადამიანები, რომლებიც დატოვებენ ეკლესიებს — ზოგი აქ, ზოგი იქ. იქნებიან ისეთებიც, რომლებიც წარსულში თავიანთ ძიებაში საკმაოდ კარგად მიიწევდნენ წინ, მაგრამ გაუგებარი გახდება, რატომ აღარ სწამთ. ბევრი რამ მოხდება, რასაც შენ ვერ გაიგებ, და ღმერთი არ გამოავლენს არც ნიშნებსა და სასწაულებს, არც რაიმე ზებუნებრივს გააკეთებს. ეს იმისთვისაა, რომ დაინახოს, შეძლებ თუ არა მტკიცედ დგომას — ღმერთი ფაქტებს იყენებს ადამიანების გამოსაწრთობად. შენ ჯერ კიდევ ბევრი არ გიტანჯია. მომავალში, როდესაც დიდი განსაცდელები მოვა, ზოგ ადგილას ეკლესიის ყოველი წევრი წავა და ისინი, ვისთანაც შენ კარგი ურთიერთობა გქონდა, წავლენ და თავიანთ რწმენას დატოვებენ. შეძლებ კი მაშინ მტკიცედ დგომას? აქამდე შენ მიერ გადატანილი განსაცდელები უმნიშვნელო იყო და, შესაძლოა, ძლივს შეძელი მათი გაძლება. ეს ნაბიჯი მოიცავს გამოწრთობასა და სრულყოფას მხოლოდ სიტყვების მეშვეობით. შემდეგ ნაბიჯზე ფაქტები დაგატყდება თავს, რათა გამოგწრთონ და მაშინ საფრთხის შუაგულში აღმოჩნდები. როდესაც მდგომარეობა მართლაც სერიოზული გახდება, ღმერთი გირჩევს, იჩქარო და წახვიდე, ხოლო რელიგიური ადამიანები შეეცდებიან, შეგაცდინონ, რომ მათ გაჰყვე. ეს იმისთვისაა, რომ დაინახოს, შეგიძლია თუ არა ამ გზაზე გაგრძელება და ყოველივე ეს განსაცდელებია. ამჟამინდელი განსაცდელები მცირეა, მაგრამ მოვა დღე, როდესაც ზოგიერთ ოჯახში მშობლებს აღარ ექნებათ რწმენა, ხოლო ზოგიერთში — შვილებს. შეძლებ გაგრძელებას? რაც უფრო წინ წახვალ, მით უფრო დიდი იქნება შენი განსაცდელები. ღმერთი ადამიანთა გამოწრთობის საქმეს მათი საჭიროებებისა და მათი სულიერი სიმწიფის შესაბამისად აღასრულებს. ღმერთის მიერ კაცობრიობის სრულყოფის ეტაპზე შეუძლებელია, ადამიანთა რაოდენობა კვლავ იზრდებოდეს — ის მხოლოდ შემცირდება. მხოლოდ ამ გამოწრთობების მეშვეობით შეუძლიათ ადამიანებს სრულყოფილნი გახდნენ. როცა გასხლვას, წვრთნას, გამოცდას, გაკიცხვასა და წყევლას განიცდი — შეძლებ კი ამ ყველაფრის გაძლებას? როდესაც ხედავ ეკლესიას, სადაც მდგომარეობა განსაკუთრებით კარგია და სადაც დები და ძმები ყველანი დიდი ენერგიით ისწრაფვიან, შენც გამხნევებული ხარ. როდესაც დადგება დღე, როცა ისინი ყველანი წავლენ, ზოგს აღარ სწამს, ზოგი ბიზნესის საკეთებლად ან დასაქორწინებლად წავა, ზოგი კი რელიგიას შეუერთდება; შეძლებ კი მაშინ მტკიცედ დგომას? შეძლებ შინაგანად შეურყეველი დარჩე? ღვთის მიერ კაცობრიობის სრულყოფა ასეთი მარტივი საქმე არ არის! იგი მრავალ რამეს იყენებს ადამიანების გამოსაწრთობად. ადამიანები ამას მეთოდებად აღიქვამენ, მაგრამ ღვთის თავდაპირველი განზრახვის მიხედვით ეს სულაც არ არის მეთოდები, არამედ ფაქტებია. საბოლოოდ, როდესაც იგი ადამიანებს გარკვეულ დონემდე გამოწრთობს და მათ აღარ ექნებათ არანაირი ჩივილი, მისი საქმის ეს ეტაპი დასრულდება. სულიწმიდის უდიდესი საქმე შენს სრულყოფას ემსახურება, ხოლო როცა იგი არ მოქმედებს და თავს მალავს, ეს მით უმეტეს შენი სრულყოფისთვის ხდება. განსაკუთრებით ამგვარად ვლინდება, აქვთ თუ არა ადამიანებს ღვთის სიყვარული და აქვთ თუ არა მის მიმართ ჭეშმარიტი რწმენა. როდესაც ღმერთი ნათლად საუბრობს, შენ ძიება არ გჭირდება; ხოლო როცა ის დაფარულია, სწორედ მაშინ გჭირდება ძიება და ხელის ცეცებით გზის გაკვლევა. შენ უნდა შეგეძლოს შექმნილი არსების მოვალეობის შესრულება და როგორი მომავალიც არ უნდა გქონდეს, როგორი შედეგი და საბოლოო სამყოფელიც არ უნდა გელოდეს, სიცოცხლის წლებში უნდა შეგეძლოს ღმერთის შეცნობისა და სიყვარულისკენ სწრაფვა, და როგორც არ უნდა გექცეოდეს ღმერთი, უნდა შეძლო წუწუნისგან თავის შეკავება. არსებობს ერთი პირობა, რათა სულიწმიდამ ადამიანებში იმოქმედოს. მათ უნდა სწყუროდეთ და ეძებდნენ, არ უნდა ეძიებდნენ სანახევრო მონდომებით, ეჭვი არ უნდა შეჰქონდეთ ღვთის ქმედებებში და ყოველთვის უნდა შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება. მხოლოდ ამგვარად მოიპოვებენ სულიწმიდის საქმეს. ღვთის საქმის ყოველ ნაბიჯზე კაცობრიობას მოეთხოვება უდიდესი რწმენა და ღვთის წინაშე მოსვლა ძიებისთვის — მხოლოდ გამოცდილების მეშვეობით შეუძლიათ ადამიანებს აღმოაჩინონ, რამდენად საყვარელია ღმერთი და როგორ მოქმედებს სულიწმიდა ადამიანებში. თუ შენ არ განიცდი, თუ ხელის ცეცებით არ გაიკვლევ ამ გზას, თუ არ ეძიებ, მაშინ ვერაფერს მოიპოვებ. შენ უნდა გაიკვლიო გზა შენი გამოცდილების მეშვეობით, და მხოლოდ შენი გამოცდილების მეშვეობით შეძლებ დაინახო ღვთის ქმედებები და შეიცნო რამდენად საოცარი და მიუწვდომელია იგი.

წინა: გაფრთხილება მათთვის, ვინც ცხოვრებაში ჭეშმარიტებას არ მისდევს

შემდეგი: ხარ თუ არა ის, ვინც სიცოცხლე მოიპოვა?

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება