გაფრთხილება მათთვის, ვინც ცხოვრებაში ჭეშმარიტებას არ მისდევს
ძმებსა და დებს შორის ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ავლენენ ნეგატიურ დამოკიდებულებას, სატანის მსახურები არიან და ეკლესიაში განხეთქილებას იწვევენ. ასეთი ადამიანები ერთ დღეს აუცილებლად უნდა განიდევნონ და ამოიძირკვონ. თუ ღმერთის მორწმუნე ადამიანებს, ღვთისმოშიში გული არ აქვთ, თუ მათ ღმერთისადმი მორჩილი გული არ აქვთ, მაშინ ისინი არათუ ვერ შეძლებენ მისთვის რაიმე საქმის შესრულებას, არამედ პირიქით, მისი საქმის ხელის შემშლელნი და ურჩნი გახდებიან. ღვთის რწმენა, ღმერთისადმი მორჩილებისა და ღვთისმოშიშობის გარეშე და მის წინააღმდეგ დგომა, მორწმუნისთვის უდიდესი სირცხვილია. თუ მორწმუნეები თავიანთ მეტყველებასა და ქცევაში, ისეთივე უდარდელები და თავშეუკავებლები არიან, როგორც ურწმუნოები, მაშინ ისინი კიდევ უფრო ბოროტნი არიან, ვიდრე ურწმუნოები. ისინი ბოროტი დემონების არქეტიპული სახეები არიან. ისინი, ვინც ეკლესიის წიაღში აფრქვევენ თავიანთ შხამიან და ავ რიტორიკას, ავრცელებენ უსაფუძვლო ჭორებს, თესავენ განხეთქილებას ძმებსა და დებს შორის და აყალიბებენ დაჯგუფებებს, ეკლესიიდან უნდა განიკვეთონ. მაგრამ რადგან ახლა ღვთის საქმის სხვა ეპოქაა, ეს ადამიანები შეზღუდულები არიან, რადგან ისინი აუცილებლად განადგურდებიან. ყველას, ვინც სატანის მიერ არის გახრწნილი, ბოროტი მიდრეკილებები ახასიათებს. ზოგიერთს მხოლოდ გახრწნილი განწყობა აქვს, ხოლო ზოგი განსხვავებულია: მათ არა მხოლოდ გახრწნილი, სატანური განწყობა ახასიათებთ, არამედ მათი ბუნებაც უკიდურესად ბოროტია. მათი სიტყვები და საქციელი არა მხოლოდ მათ გახრწნილ, სატანურ განწყობას ავლენს, არამედ ცხადყოფს, რომ ისინი თავად არიან ნამდვილი ეშმაკები და სატანები. მათი ქცევა არღვევს და აფერხებს ღვთის საქმეს, ართულებს ძმებისა და დების ეკლესიურ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვას და ზიანს აყენებს ეკლესიის ნორმალურ ცხოვრებას. ადრე თუ გვიან, ცხვრის ტყავში გამოწყობილი ეს მგლები უნდა ამოიძირკვონ; სატანის ამ მსახურების მიმართ, უნდა გამოიხატოს შეუბრალებლობა და მიუღებლობა. მხოლოდ ამ გზით შეიძლება უფლის მხარეს დგომა და ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ, სატანასთან ერთად სულიერ სიბინძურეში ჩაიძირებიან. ხალხი, ვისაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთის, მას გულში ატარებს და მის გულში მუდამ სუფევს ღვთისმოშიშობა და ღმერთისადმი სიყვარული. ღვთის მორწმუნეთა ყოველი ქმედება უნდა იყოს ფრთხილი და წინდახედული და ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ღვთის ნებას უნდა შეესაბამებოდეს და მის გულს აკმაყოფილებდეს. ისინი არ უნდა იყვნენ ჯიუტნი და არ უნდა აკეთებდნენ იმას, რაც სურთ; ეს წმინდა ზნეობრივ ქცევას არ შეეფერება. ადამიანებს არ შეჰფერით თავხედური ქცევა, ყველგან არ უნდა აფრიალონ ღვთის დროშა, არ უნდა იყვნენ ქედმაღლები და არ უნდა იტყუებოდნენ. ეს ყველაზე მეამბოხე ქცევაა. ოჯახებს საკუთარი წესები აქვთ, ერებს კი საკუთარი კანონები და განა ეს კიდევ უფრო მეტად არ ეხება ღვთის სახლს? განა ეს არ ნიშნავს, რომ მათ მიმართ კიდევ უფრო მკაცრი სტანდარტებია დაწესებული? განა არ არსებობს ადმინისტრაციული დადგენილებები? ადამიანებს შეუძლიათ, აკეთონ ის, რაც სურთ, მაგრამ ღვთის ადმინისტრაციული დადგენილებები ადამიანის ნებაზე ვერ შეიცვლება. ღმერთი არის ღმერთი, რომელიც ვერ იტანს ადამიანებისგან შეურაცხყოფას; ის არის ღმერთი, რომელიც განგმირავს ადამიანებს. ნუთუ ადამიანებმა ეს დღემდე არ იციან?
თითოეულ ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც არეულობას ქმნიან ან ხელს უშლიან ღვთის საქმეს. ისინი ყველანი სატანები არიან, რომლებმაც შენიღბვით შეაღწიეს ღვთის სახლში. ასეთ ადამიანებს კარგად გამოსდით თვალთმაქცობა: ისინი ჩემ წინაშე დიდი პატივისცემით გამსჭვალული მოდიან და ქედს იხრიან, ცხოვრობენ როგორც უბადრუკი ძაღლები და „მთელ თავიანთ ძალას“ საკუთარი მიზნების მიღწევას ახმარენ, მაგრამ ძმებისა და დების წინაშე თავიანთ ამაზრზენ სახეს ავლენენ. როდესაც ისინი ხედავენ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტებას მისდევენ, მათ თავს ესხმიან და განზე სწევენ; როდესაც ხედავენ საკუთარ თავზე უფრო ძლიერ და საშიშ ადამიანებს, მათ ელაქუცებიან და მლიქვნელობენ მათ წინაშე. ეკლესიაში ისინი თავხედურად იქცევიან. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი „ადგილობრივი მოძალადეები“, ასეთი „ფინიები“ ეკლესიების უმეტესობაში არსებობენ. ისინი ერთად ეშმაკურად მოქმედებენ, ერთმანეთს თვალის ჩაკვრითა და ფარული ნიშნებით უგზავნიან სიგნალებს, და არცერთი მათგანი არ მისდევს ჭეშმარიტებას. ის, ვისაც უფრო მეტი შხამი აქვს, არის „მთავარი დემონი“, ხოლო ის, ვისაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი გააჩნია, მათ წინამძღოლობს და აღმართული მიაქვს მათი დროშა. ეს ადამიანები ეკლესიაში თავაშვებულად თარეშობენ, ავრცელებენ თავიანთ ნეგატივს, სიკვდილს აფრქვევენ, აკეთებენ და ამბობენ იმას, რაც სურთ და ვერავინ ბედავს მათ შეჩერებას. ისინი სავსენი არიან სატანის სულისკვეთებით. როგორც კი იწყებენ რაიმე არეულობის შემოტანას, ეკლესია სიკვდილის ატმოსფერო ისადგურებს. ეკლესიის შიგნით ჭეშმარიტების მიმდევრები განდევნილნი არიან და ვერ ახერხებენ საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას, მაშინ როდესაც ისინი, ვინც ეკლესიაში არეულობას იწვევენ და სიკვდილს თესავენ, თავაშვებულად მოქმედებენ მის წიაღში და უფრო მეტიც, ადამიანთა უმრავლესობა მათ მიჰყვება. ცხადია, ასეთ ეკლესიებს სატანა მართავს; ეშმაკი მათი მეფეა. თუ ასეთ ეკლესიებში მყოფი ადამიანები არ აჯანყდებიან და არ უარყოფენ მთავარ დემონებს, მაშინ ისინიც ადრე თუ გვიან განადგურდებიან. ამიერიდან აუცილებელია, რომ ასეთი ეკლესიების მიმართ შესაბამისი ზომები გატარდეს. თუ მათ, ვისაც თუნდაც მცირე ზომით შეუძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება, ამას არ იღონებენ, მაშინ ეს ეკლესია გაუქმებას დაექვემდებარება. თუ ეკლესიაში არ მოიძებნება არავინ, ვინც მზად არის ჭეშმარიტებას მიჰყვეს და არც ერთი ადამიანი, რომელსაც ძალუძს მტკიცედ იდგეს ღვთის მიმართ თავის რწმენაში, მაშინ ასეთი ეკლესია სრულად უნდა იზოლირდეს, ხოლო მისი კავშირები სხვა ეკლესიებთან უნდა გაწყდეს. ამას „სიკვდილის დამარხვა“ ეწოდება; სწორედ ამას ნიშნავს სატანის უარყოფა. თუ ეკლესიაში რამდენიმე ადგილობრივი მოძალადეა და მათ უკან „პატარა მწერები“ მიყვებიან, რომელთაც სრულიად აკლიათ გამჭრიახობა და თუ ასეთ ეკლესიაში ადამიანები, ჭეშმარიტების დანახვის შემდეგაც კი, ვერ ახერხებენ ამ მოძალადეთა ბორკილებისა და მანიპულაციების უარყოფას, მაშინ საბოლოოდ ყველა ეს უგუნური განადგურდება. ეს „პატარა მწერები“ შესაძლოა არც სჩადიოდნენ რაიმე საშინელებას, მაგრამ ისინი კიდევ უფრო ცრუები და კიდევ უფრო მზაკვარნი არიან და ყველა მათნაირი განადგურდება. ვერც ერთი მათგანი გადარჩება! ისინი, ვინც სატანისგან არიან, სატანასვე დაუბრუნდებიან, ხოლო ღვთის მიერ რჩეულნი უთუოდ ჭეშმარიტებას ეძიებენ; ეს მათი ბუნებით არის განსაზღვრული. დაე, განადგურდეს ყოველი, ვინც სატანას მისდევს! ასეთი ადამიანების მიმართ არ იქნება გამოხატული სიბრალული. ხოლო ჭეშმარიტების მაძიებლებს დაე, ყველაფერი მიეცეთ და დაე, ღვთის სიტყვით მთელი გულით დატკბნენ. ღმერთი სამართლიანია; იგი არავის მიმართ არ ავლენს მიკერძოებას. თუ ეშმაკისეული ხარ, მაშინ პრაქტიკაში ჭეშმარიტების გამოყენება არ შეგიძლია; თუ ჭეშმარიტების მაძიებელი ხარ, მაშინ აშკარაა, რომ სატანა ვერ დაგატყვევებს. ეს ყოველგვარ ეჭვგარეშეა.
ადამიანებს, რომლებიც არ ისწრაფვიან პროგრესისკენ, ყოველთვის სურთ, რომ სხვებიც მათსავით ნეგატიურები და ზარმაცები იყვნენ. ისინი, ვინც არ მისდევენ ჭეშმარიტებას, შურის თვალით უყურებენ მათ, ვინც ამას აკეთებს და ყოველთვის ცდილობენ, გზა აუბნიონ დაბნეულებსა და მათ, ვისაც არ შესწევს გარჩევის უნარი. იმას, რასაც ეს ხალხი აფრქვევს, შეუძლია გამოიწვიოს შენი დეგრადირება, დაცემა, არანორმალურ მდგომარეობაში ჩაგდება და სიბნელით აღვსება. ისინი გაშორებენ ღმერთს და გიბიძგებენ ხორციელი სურვილების დაფასებისა და თავაშვებულობისკენ. ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ ჭეშმარიტება და რომლებიც ყოველთვის ზედაპირულნი არიან ღვთის მიმართ, არ გააჩნიათ თვითშემეცნება, ხოლო ასეთი ადამიანების ბუნება სხვებსაც აცდუნებს ცოდვის ჩადენისა და ღვთისადმი წინააღმდეგობისკენ. ისინი არც თავად მისდევენ ჭეშმარიტებას და არც სხვებს აძლევენ ამის უფლებას. ისინი უფრთხილდებიან ცოდვას და არ გააჩნიათ საკუთარი თავის მიმართ ზიზღი. მათ არ იციან, ვინ არიან და სხვებსაც უშლიან ხელს საკუთარი თავის შეცნობაში; ისინი ასევე აბრკოლებენ სხვებს ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაში. მათ მიერ გზააბნეულნი ვერ ხედავენ ნათელს. ისინი ეფლობიან სიბნელეში, არ იცნობენ საკუთარ თავს, გაურკვევლობაში არიან ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით და სულ უფრო მეტად შორდებიან ღმერთს. ისინი არ მისდევენ ჭეშმარიტებას და სხვებსაც უშლიან ხელს მის აღსრულებაში, რითაც ყველა იმ უგუნურს თავის გარშემო იკრებენ. ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, თითქოს მათ სწამთ ღმერთი, სჯობს ვთქვათ, რომ მათ სწამთ თავიანთი წინაპრების ან იმ კერპების, რომლებიც მათ გულებშია დამკვიდრებული. უმჯობესი იქნება, მათ, ვინც აცხადებს, რომ ღმერთს მიჰყვება, თვალები გაახილონ და კარგად დააკვირდნენ, ზუსტად ვისი სწამთ: ნამდვილად ღმერთის გწამს თუ სატანის? თუ იცი, რომ ის, ვისიც გწამს, ღმერთი კი არა, შენივე კერპებია, მაშინ აჯობებს, საერთოდ არ ამბობდე, რომ მორწმუნე ხარ. თუ ნამდვილად არ იცი, ვისი გწამს, მაშინაც აჯობებს, რომ თავს მორწმუნედ არ მიიჩნევდე. ამის თქმა მკრეხელობა იქნებოდა! ღვთის რწმენას არავინ გაძალებს. ნუ ამბობთ, რომ ჩემი გწამთ; ყელში ამომივიდა ასეთი ლაპარაკი და აღარ მსურს მისი მოსმენა, რადგან ის, რისიც გწამთ, თქვენს გულებში არსებული კერპები და თქვენს წრეში მყოფი ადგილობრივი მჩაგვრელები არიან. ისინი, ვინც ჭეშმარიტების გაგონებისას თავს აქნევენ, ხოლო სიკვდილზე საუბრისას იღიმებიან, ყველანი სატანის ნაშიერნი არიან და სწორედ ისინი განიდევნებიან. ეკლესიაში ბევრს არ გააჩნია გარჩევის უნარი. როდესაც ადამიანების ცდუნება ხდება, ისინი პირიქით, სატანის მხარეს დგებიან; და თავს მაშინაც კი ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობენ, როცა მათ სატანის მსახურებს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, მათ გარჩევის უნარი აკლიათ, ისინი ყოველთვის სიცრუის მხარეს დგებიან; გადამწყვეტ მომენტში ისინი არასოდეს დგანან ჭეშმარიტების მხარეს და არასოდეს გამოდიან ჭეშმარიტების დასაცავად. ნუთუ მათ მართლა აკლიათ გარჩევის უნარი? რატომ დგებიან ისინი მაინცდამაინც სატანის მხარეს? რატომ არასოდეს ამბობენ ჭეშმარიტების მხარდასაჭერად თუნდაც ერთ სამართლიან და გონივრულ სიტყვას? ნუთუ ეს მდგომარეობა მართლაც მათი წამიერი დაბნეულობის შედეგად წარმოიშვა? რაც უფრო ნაკლებია ადამიანში გარჩევის უნარი, მით უფრო ნაკლებად შეუძლია მას ჭეშმარიტების მხარეს დგომა. რას აჩვენებს ეს? ნუთუ ეს არ აჩვენებს იმას, რომ გარჩევის უნარის არმქონე ადამიანებს უყვართ ცოდვა? ნუთუ ეს არ აჩვენებს იმას, რომ ისინი სატანის ერთგული ნაშიერნი არიან? რატომ ხდება, რომ მათ ყოველთვის შეუძლიათ სატანის მხარეს დგომა და მის ენაზე საუბარი? მათი ყოველი სიტყვა და საქმე, მათი სახის გამომეტყველებაც კი, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ არიან ჭეშმარიტების მოყვარულნი; პირიქით, ისინი ჭეშმარიტების მოძულე ადამიანები არიან. ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ სატანის მხარეს დგომა, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ სატანას მართლაც უყვარს ეს პატარა ეშმაკები, რომლებიც მთელ ცხოვრებას სატანის გულისთვის ბრძოლაში ატარებენ. განა ყოველივე ეს აშკარა არ არის? თუ შენ მართლაც ჭეშმარიტების მოყვარული ადამიანი ხარ, მაშინ რატომ არ სცემ პატივს მათ, ვინც ჭეშმარიტებას აღასრულებს და რატომ მიჰყვები მაშინვე მათ, ვინც ჭეშმარიტებას არ მისდევს, მათი ერთი უმნიშვნელო გამოხედვისთანავე? რისი ბრალია ეს? მე არ მაინტერესებს, გაქვს თუ არა გარჩევის უნარი. არ მაინტერესებს, რა ფასად დაგიჯდა ეს. არ მაინტერესებს, რამდენად დიდია შენი ძალაუფლება და არც ის, ხარ თუ არა ადგილობრივი მჩაგვრელი თუ დროშისმპყრობელი ლიდერი. თუ შენი ძალები დიდია, ეს მხოლოდ სატანის ძალის დახმარებითაა. თუ შენი პრესტიჟი მაღალია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გარშემო ზედმეტად ბევრია ისეთი, ვინც ჭეშმარიტებას არ აღასრულებს. თუ ჯერ კიდევ არ განდევნილხარ, ეს იმიტომ, რომ ახლა განდევნის საქმის დრო არ არის; ახლა განდევნის საქმის დროა. ახლა შენი გაძევება არ მეჩქარება. მე უბრალოდ ველოდები იმ დღეს, როცა დაგსჯი მას შემდეგ, რაც განიდევნები. ვინც არ აღასრულებს ჭეშმარიტებას, განიდევნება!
ადამიანები, ვისაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი, არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, აღასრულონ ღვთის სიტყვა და იცხოვრონ ჭეშმარიტებით. ადამიანები, ვისაც ნამდვილად შეუძლიათ მტკიცედ იდგნენ თავიანთ რწმენაში ღვთის წინაშე, ასევე მზად არიან მისი სიტყვის აღსასრულებლად და შეუძლიათ ჭეშმარიტების მხარეს დგომა. ადამიანები, ვინც მრუდე და უსამართლო გზას ადგანან, მოკლებულნი არიან ჭეშმარიტებას და ყველანი შეურაცხყოფენ ღმერთს. ისინი, ვინც ეკლესიაში დავას იწვევენ, სატანის მსახურები და სატანის განსახიერებანი არიან. ასეთი ადამიანები ბოროტები არიან. მათ, ვისაც არ გააჩნია გარჩევის უნარი და არ შეუძლია ჭეშმარიტების მხარეს დგომა, გულში ბოროტი განზრახვები აქვთ და ბღალავენ ჭეშმარიტებას. ისინი სატანის ყველაზე ტიპური წარმომადგენლები არიან. ისინი არ ექვემდებარებიან გამოსწორებას და ბუნებრივია, რომ განიდევნებიან. ღვთის ოჯახი არ დაუშვებს მათ დარჩენას, ვინც არ მისდევს ჭეშმარიტებას, და არც მათ დარჩენას, ვინც ეკლესიას განზრახ ანგრევს. თუმცა, ახლა გაძევების დრო არ არის; ასეთი ადამიანები უბრალოდ გამოაშკარავდებიან და ბოლოს განიდევნებიან. ამ ადამიანებზე ზედმეტი შრომა აღარ დაიხარჯება; ვინც სატანისეულია, ვერ დადგება ჭეშმარიტების მხარეს, ხოლო ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას, ის შეძლებს. ადამიანები, რომლებიც არ აღასრულებენ ჭეშმარიტებას, არ არიან ღირსნი ჭეშმარიტების სიტყვის მოსმენისა და ჭეშმარიტების მოწმობისა. ჭეშმარიტება მათი ყურებისთვის არ არის; ის მათთვისაა, ვინც მას ასრულებს. სანამ თითოეული ადამიანის ბედი გაცხადდება, ისინი, ვინც ეკლესიას ანგრევენ და აფერხებენ ღვთის საქმეს, დროებით გაირიყებიან, რათა მოგვიანებით მიეზღოთ საკადრისი. როდესაც საქმე დასრულდება, თითოეული მათგანი გამოაშკარავდება და შემდეგ განიდევნება. ამჟამად, სანამ ჭეშმარიტება მიეწოდება კაცობრიობას, ისინი უგულებელყოფილნი იქნებიან. როდესაც მთელი ჭეშმარიტება გაცხადდება, ეს ხალხი უნდა განიდევნოს; სწორედ ეს იქნება დრო, როდესაც ყველა ადამიანი თავისი გვარისა და ბუნების მიხედვით დახარისხდება. გარჩევის უნარის არმქონეთა მდაბალი ხრიკები მათვე დაღუპავს ბოროტთა ხელით, ისინი მათ აჰყვებიან და უკან აღარასოდეს დაბრუნდებიან. და ისინი ასეთ მოპყრობას იმსახურებენ, რადგან არ უყვართ ჭეშმარიტება, რადგან არ შეუძლიათ ჭეშმარიტების მხარეს დგომა, რადგან მიჰყვებიან ბოროტ ადამიანებს, დგანან ბოროტი ადამიანების მხარეს, თანამშრომლობენ ბოროტ ადამიანებთან და ეწინააღმდეგებიან ღმერთს. მათ კარგად იციან, რომ რასაც ეს ბოროტი ადამიანები ააშკარავებენ, ბოროტებაა, თუმცა მაინც გულებს იქვავებენ და ზურგს აქცევენ ჭეშმარიტებას, რათა მათ გაჰყვნენ.. განა ყველა ის ადამიანი, ვინც არ აღასრულებს ჭეშმარიტებას, არამედ დამღუპველ და საძაგელ საქმეებს სჩადის, ბოროტებას არ სთესავს? მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი თავს მეფედ მიიჩნევს, სხვები კი მათ მიჰყვებიან, განა მათი ბუნება, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება, ერთი და იგივე არ არის? რა გამართლება აქვთ მათ, როცა ამბობენ, რომ ღმერთი არ იხსნის მათ? რა გამართლება აქვთ, როცა ამბობენ, რომ ღმერთი არ არის მართალი? განა მათივე ბოროტება არ ღუპავს მათ? განა მათივე დაუმორჩილებლობა არ მიათრევს მათ ჯოჯოხეთისკენ? ისინი, ვინც ჭეშმარიტებას აღასრულებენ, საბოლოოდ გადარჩებიან და სრულყოფილნი გახდებიან ჭეშმარიტების წყალობით. ისინი კი, ვინც არ აღასრულებენ ჭეშმარიტებას, საბოლოოდ დაიღუპებიან ჭეშმარიტების გამო. ეს არის ის ხვედრი, რომელიც ელოდებათ მათ, ვინც აღასრულებს ჭეშმარიტებას და მათ, ვინც – არა. ვურჩევ მათ, ვინც არ აპირებს ჭეშმარიტების აღსრულებას, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეკლესია, რათა თავიდან აიცილონ კიდევ უფრო მეტი ცოდვის ჩადენა. როდესაც დრო მოვა, სინანული უკვე გვიანი იქნება. განსაკუთრებით მათ, ვინც ქმნის კლანებს, თესავს განხეთქილებას და ვინც ადგილობრივი მჩაგვრელია ეკლესიაში, მით უფრო მალე მართებთ წასვლა. ასეთი ადამიანები, რომლებსაც ბოროტი მგლის ბუნება აქვთ, არ ექვემდებარებიან ცვლილებას. სჯობს, პირველივე შესაძლებლობისთანავე დატოვონ ეკლესია, რათა აღარასოდეს დაარღვიონ და-ძმების ნორმალური ცხოვრება და ამით თავი აარიდონ ღვთის სასჯელს. თქვენ კი, ვინც მათ გაჰყევით, კარგი იქნება, ეს შესაძლებლობა საკუთარ თავზე დასაფიქრებლად გამოიყენოთ. დატოვებთ ეკლესიას ბოროტებთან ერთად, თუ დარჩებით და მორჩილად გაჰყვებით ღმერთს? ეს საკითხი ყურადღებით უნდა აწონ-დაწონოთ. მე გაძლევთ კიდევ ერთ შანსს არჩევანის გასაკეთებლად და თქვენს პასუხს ველოდები.