ხარ თუ არა ის, ვინც სიცოცხლე მოიპოვა?

მხოლოდ მაშინ, როდესაც განიშორებ შენს გახრწნილ ხასიათს და მიაღწევ ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას, იქნები სრულყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლებ წინასწარმეტყველებას ან საიდუმლოებების ამოხსნას, შენი ცხოვრებით გამოავლენ და აჩვენებ ადამიანის ხატებას. ღმერთმა შექმნა ადამიანი, მაგრამ შემდეგ სატანამ გახრწნა ისე, რომ ის იქცა „მკვდრად”. ამიტომ, როდესაც შეიცვლები, აღარ იქნები „მკვდრის” მსგავსი. სწორედ ღვთის სიტყვები აცოცხლებს ადამიანთა სულებს და განაპირობებს მათ ხელახლა დაბადებას, ხოლო როდესაც ადამიანთა სულები ხელახლა იბადებიან, მაშინ ისინი ცოცხლდებიან. ,,მკვდრებზე“ საუბრისას ვგულისხმობ გვამებს, რომლებსაც არ აქვთ სული, ადამიანებს, რომელთა სულები მათში უკვე მოკვდა. როდესაც სიცოცხლის ნაპერწკალი ინთება ადამიანთა სულებში, მაშინ ადამიანები ცოცხლდებიან. ის წმინდანები, რომლებზეც ადრე იყო საუბარი, გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც გაცოცხლდნენ; მათ, ვინც სატანის გავლენის ქვეშ იყვნენ, მაგრამ სატანა დაამარცხეს. ჩინეთის რჩეულმა ხალხმა გაუძლო დიადი წითელი დრაკონის სასტიკ და არაადამიანურ დევნასა და მზაკვრობას, რამაც ისინი გონებრივად გაანადგურა და ცხოვრებისათვის საჭირო მცირედი სიმამაცეც კი არ დაუტოვა. ამიტომ მათი სულების გამოღვიძება უნდა დაიწყოს მათი არსიდან: ნელ-ნელა, თავიანთ არსში, მათი სულები უნდა გამოფხიზლდეს. როდესაც ისინი ერთ დღეს გაცოცხლდებიან, აღარ იქნება არავითარი დაბრკოლება და ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართება. ამჟამად ეს ჯერ კიდევ მიუღწეველია. ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს ისე, რომ ბევრი სასიკვდილო განწყობა მოქვთ. ისინი სიკვდილის აურით არიან გარშემორტყმულნი და ძალიან ბევრი რამ აკლიათ. ზოგიერთი ადამიანის სიტყვებს სიკვდილი მოაქვს, მათ ქმედებებს სიკვდილი მოაქვს და თითქმის ყველაფერი, რასაც ისინი თავიანთი სიცოცხლით ქმნიან, სიკვდილით განჟღენთილია. თუ დღეს ადამიანები საჯაროდ მოწმობენ ღმერთს, ისინი ვერ შეძლებენ ამ ამოცანის შესრულებას, რადგან ჯერ კიდევ არ არიან სრულად გაცოცხლებულნი და თქვენ შორის ძალიან ბევრი მკვდარია. დღეს ზოგიერთი კითხულობს, რატომ არ მოგვივლენს ღმერთი გარკვეულ ნიშნებსა და სასწაულებს, რათა სწრაფად გაავრცელოს თავისი საქმე წარმართებში. მკვდრებს არ შეუძლიათ ღმერთის მოწმობა. ამის გაკეთება მხოლოდ ცოცხლებს შეუძლიათ; თუმცა უმეტესობა დღეს „მკვდარია”; მეტისმეტად ბევრი ცხოვრობს სიკვდილის საბურველში გახვეული, სატანის გავლენის ქვეშ და არ ძალუძთ გამარჯვების მოპოვება. რაკი ასეა, როგორ შეძლებდნენ ისინი ღვთის მოწმობას? როგორ შეძლებდნენ სახარებისეული საქმის გავრცელებას?

ყველა, ვინც ბნელეთის გავლენის ქვეშ ცხოვრობს, სიკვდილის წიაღში ცხოვრობს და სატანის მიერ არის შეპყრობილი. ღმერთის მიერ ხსნის, ღმერთის მიერ განსჯისა და გაკიცხვის გარეშე ადამიანებს არ ძალუძთ სიკვდილის გავლენისგან თავის დაღწევა. ისინი ვერ გახდებიან ცოცხალნი. ამგვარ მკვდრებს არ შეუძლიათ ღმერთისთვის მოწმობა და ვერც ღმერთი გამოიყენებს მათ მით უმეტეს, ვერ შევლენ სასუფეველში. ღმერთს სურს ცოცხალთა და არა მკვდართა მიერ დამოწმება. ის ითხოვს, რომ ცოცხლებმა და არა მკვდრებმა აღასრულონ მისთვის საქმე. „მკვდრები” არიან ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან და უჯანყდებიან ღმერთს. ისინი, ვისი სულებიც უგრძნობია და არ ესმით ღვთის სიტყვები; ისინი, ვინც ჭეშმარიტებას არ იყენებენ პრაქტიკაში და ღვთისადმი მცირედი ერთგულებაც არ გააჩნიათ; ისინი, ვინც სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობენ და ვისაც სატანა იყენებს. მკვდრები ვლინდებიან ჭეშმარიტებასთან დაპირისპირებით, ღვთის წინააღმდეგ ამბოხით და იმით, რომ არიან მდაბალნი, საძულველნი, სასტიკნი, ულმობელნი, ცბიერნი და მზაკვარნი. მაშინაც კი, თუ ასეთი ადამიანები ღვთის სიტყვებით საზრდოობენ, არ შეუძლიათ ღვთის სიტყვებით ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცოცხლები არიან, ისინი მხოლოდ მოსიარულე გვამები, მსუნთქავი მკვდრები არიან. მკვდრებს საერთოდ არ ძალუძთ ღვთის დაკმაყოფილება, მით უმეტეს, მისი სრული მორჩილება. მათ შეუძლიათ მხოლოდ მისი მოტყუება, გმობა და გაცემა, ხოლო ის, რასაც ცხოვრებაში ავლენენ, მთლიანად სატანის ბუნების გამოვლინებაა. თუ ადამიანებს სურთ, გახდნენ ცოცხალი არსებები, ღმერთისთვის გასცენ მოწმობა და ღმერთმა ღირსეულად მიიჩნიოს, მათ უნდა მიიღონ ღმერთის ხსნა; ისინი სიხარულით უნდა დაემორჩილონ მის სამსჯავროსა და გაკიცხვას და სიხარულით მიიღონ ღვთის მიერ გასხვლა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი ღვთის მიერ მოთხოვნილი ყოველი ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებენ ღმერთის ხსნას და ჭეშმარიტად გახდებიან ცოცხალი არსებები. ცოცხლები არიან ისინი, ვინც ღმერთმა გადაარჩინა. ისინი ღმერთმა განსაჯა და გაკიცხა, ისინი მზად არიან, საკუთარი თავი მიუძღვნან და სიხარულით დათმონ სიცოცხლე ღმერთისთვის და ისინი სიხარულით გაიღებენ მთელ თავიანთ ცხოვრებას ღვთისთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც ცოცხლები ღმერთისთვის მოწმობენ, შეიძლება სატანა შერცხვენილი იქნას; მხოლოდ ცოცხლებს შეუძლიათ ღვთის სახარებისეული საქმის გავრცელება, მხოლოდ ცოცხლები არიან ღვთის განზრახვებთან შესაბამისობაში და მხოლოდ ცოცხლები არიან ნამდვილი ადამიანები. თავდაპირველად, ღვთის მიერ შექმნილი ადამიანი ცოცხალი იყო, მაგრამ სატანის მიერ გახრწნის გამო, ადამიანი სიკვდილში ცხოვრობს და სატანის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამგვარად, ადამიანები უსულო მკვდრებად იქცნენ, ისინი იქცნენ მტრებად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღმერთს, ისინი იქცნენ სატანის იარაღებად და სატანის ტყვეებად. ღვთის მიერ შექმნილი ცოცხალი ადამიანები მკვდრებად იქცნენ, ამიტომ ღმერთმა დაკარგა მოწმობა და დაკარგა კაცობრიობა, რომელიც მან შექმნა და რომელიც ერთადერთი ქმნილებაა, რომელსაც სული შთაბერა. თუ ღმერთს სურს დაიბრუნოს თავისი მოწმობა და ისინი, ვინც საკუთარი ხელით შექმნა, მაგრამ სატანამ დაატყვევა. მან უნდა გააცოცხლოს ისინი, რათა იქცნენ ცოცხალ არსებებად; მან უნდა დაიბრუნოს ყველა მათგანი, რათა მის ნათელში იცხოვრონ. მკვდრები არიან ისინი, ვისაც სული არ აქვთ, ვინც უკიდურესად ინდიფერენტულია, წინააღმდეგება ღმერთს და უფრო მეტიც, არ იცნობს ღმერთს. ამ ადამიანებს არ აქვთ ღვთისადმი მორჩილების მცირედი განზრახვაც კი. ისინი მხოლოდ უჯანყდებიან, ეწინააღმდეგებიან მას და არ გააჩნიათ არანაირი ერთგულება. ცოცხლები არიან ისინი, ვისი სულებიც აღდგენილია, ვინც იცის, რომ უნდა დაემორჩილოს ღმერთს, ვინც ღვთის ერთგულია და ვინც ფლობს ჭეშმარიტებასა და მოწმობას — მხოლოდ ასეთი ადამიანები არიან ღვთისთვის სასურველნი მის სახლში. ღმერთი გადაარჩენს მათ, ვისაც შეუძლია გაცოცხლება, ვისაც შეუძლია დაინახოს ღვთის ხსნა, ვინც ერთგულია ღვთისა, ვისაც სურს ღვთის ძიება, ვისაც სწამს ღვთის განკაცება და მისი გამოჩენა. ზოგ ადამიანს შეუძლია გაცოცხლება, ზოგს კი არა; ეს იმაზეა დამოკიდებული, ექვემდებარება თუ არა მათი ბუნება გადარჩენას. ბევრ ადამიანს მოუსმენია ღვთის მრავალი სიტყვა, თუმცა არ ესმით ღვთის განზრახვანი და კვლავინდებურად არ ძალუძთ მათი პრაქტიკაში გამოყენება. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ ჭეშმარიტების ცხოვრებაში გამოვლენა და, ასევე განზრახ აფერხებენ ღვთის საქმეს. მათ არ ძალუძთ ღვთისთვის რაიმე საქმის შესრულება, არ შეუძლიათ საკუთარი თავის გაღება მისთვის, ამასთან, ფარულად ხარჯავენ ეკლესიის ფულს და უფასოდ იკვებებიან ღვთის სახლში. ეს ადამიანები მკვდრები არიან და მათთვის არ იქნება ხსნა. ღმერთი გადაარჩენს ყველას, ვინც მისი საქმის წიაღშია, თუმცა ადამიანთა ნაწილი ვერ მიიღებს მის ხსნას; მხოლოდ მცირე რაოდენობას შეუძლია მისი ხსნის მიღება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანთა უმეტესობა მეტისმეტად არის გახრწნილი და მკვდრებად იქცნენ და ისინი ვერ გადარჩებინ. მათ სრულად იყენებს სატანა და მათი ბუნება მეტისმეტად ბოროტია. ასევე, ადამიანთა ის მცირე ნაწილი ვერ ახერხებს ღვთისადმი სრულ მორჩილებას. ისინი არ არიან ის ადამიანები, ვინც თავიდანვე იყვნენ მთლიანად ღვთის ერთგულნი ან ვისაც თავიდანვე ჰქონდა ღვთისადმი უდიდესი სიყვარული; პირიქით, ისინი დაემორჩილნენ ღმერთს მის მიერ განხორციელებული დაპყრობის საქმის წყალობით, მათ დაინახეს ღმერთი მისი უზენაესი სიყვარულის გამო, მათ ხასიათში მოხდა ცვლილებები ღვთის სამართლიანი ბუნების გამო და მათ შეიცნეს ღმერთი მისი საქმის წყალობით; საქმის, რომელიც პრაქტიკული და ნორმალურია. როგორი კარგებიც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები, ღვთის ამ საქმის გარეშე, ისინი მაინც სატანისეულნი, სიკვდილით გარემოცულნი და მკვდრები იქნებოდნენ. ამ ადამიანებს დღეს მხოლოდ იმიტომ შეუძლიათ ღვთის ხსნის მიღება, რომ მათ ღმერთთან თანამშრომლობა სურთ.

ღვთისადმი ერთგულების გამო ღმერთი მოიპოვებს ცოცხლებს და ისინი მის აღთქმებში იცხოვრებენ, ხოლო ღვთისადმი დაპირისპირების გამო, მკვდრებს ღმერთი უარყოფს და ისინი მის სასჯელსა და წყევლაში იცხოვრებენ. ასეთია ღმერთის სამართლიანი ხასიათი, რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ შეცვლის. საკუთარი ძიების გამო, ადამიანები ღვთის მოწონებას იმსახურებენ და ნათელში ცხოვრობენ. თავიანთი მზაკვრული გეგმების გამო ადამიანები ღვთისგან იწყევლებიან და ისჯებიან; თავიანთი ბოროტი საქმეების გამო ადამიანები ისჯებიან ღვთის მიერ, ხოლო თავიანთი სწრაფვისა და ერთგულების გამო, ადამიანები ღვთის კურთხევას იღებენ. ღმერთი სამართლიანია: ის აკურთხებს ცოცხლებს და წყევლის მკვდრებს, რათა ისინი მუდამ სიკვდილში იყვნენ და არასოდეს იცხოვრონ ღვთის ნათელში. ღმერთი ცოცხლებს თავის სასუფეველში წაიყვანს და კურთხევაში ეყოლება, რათა მასთან ერთად მარადიულად იარსებონ. მკვდრებს კი მარადიულ სიკვდილს მიუსჯის; ისინი მისი განადგურების ობიექტები არიან და ყოველთვის სატანის საკუთრება იქნებიან. ღმერთი აბსოლუტურად არავის მოექცევა უსამართლოდ. ყველა, ვინც ჭეშმარიტად ეძიებს ღმერთს, უდავოდ დარჩება ღვთის სახლში, ხოლო ყველა, ვინც ღმერთს ეურჩება და არაა მასთან შესაბამისობაში, აუცილებლად მისი სასჯელის ქვეშ იცხოვრებს. შესაძლოა, შენ არ ხარ დარწმუნებული ღმერთის მიერ ხორციელად ყოფნისას განხორციელებულ საქმეში, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ღვთის ხორცი უშუალოდ არ განსაზღვრავს ადამიანის ხვედრს; ნაცვლად ამისა, მისი სული განსაზღვრავს ადამიანის საბოლოო სამყოფელს და იმ დროს ადამიანები გაიგებენ, რომ ღვთის ხორცი და სული ერთია, რომ მის ხორცს არ შეუძლია შეცდომის დაშვება, მით უმეტეს, მის სულს. საბოლოოდ, ის უდავოდ წაიყვანს თავის სასუფეველში მათ, ვინც გაცოცხლდა; არც ერთით მეტს და არც ერთით ნაკლებს. რაც შეეხება მკვდრებს, რომლებიც არ გაცოცხლებულან, მათ სატანის ბუნაგში ჩაყრის.

წინა: თქვენ უნდა შეინარჩუნოთ უფლისადმი ერთგულება

შემდეგი: ყველა ადამიანი, რომელიც არ იცნობს ღმერთს, ღვთის წინააღმდეგია

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება