რა შეხედულება უნდა ჰქონდეთ მორწმუნეებს

რა მოიპოვა ადამიანმა მას შემდეგ, რაც პირველად იწამა ღმერთი? რა გაიგე ღმერთის შესახებ? რამდენად შეიცვალე ღმერთის რწმენის წყალობით? დღეს ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ადამიანის ღმერთისადმი რწმენა საჭიროა არა მხოლოდ სულის ხსნისა და ხორციელი კეთილდღეობისათვის, და არც იმისათვის, რომ გაიმდიდროთ ცხოვრება ღმერთის სიყვარულის წყალობით და ა.შ. არსებითად, თუ შენ გიყვარს ღმერთი ხორციელი კეთილდღეობისათვის ან წამიერი სიამოვნებისთვის, მაშინაც კი, თუ საბოლოოდ შენი სიყვარული ღმერთისადმი მიაღწევს უმაღლეს წერტილს და შენ მეტს არაფერს ითხოვ, ეს სიყვარული, რომელსაც ეძებ, მაინც არის შებილწული და არის ღმერთისთვის არასასურველი. ისინი, ვინც ღმერთის სიყვარულს იყენებენ იმისათვის, რომ გაიმდიდრონ თავიანთი მოსაწყენი ყოფა და ამოივსონ სიცარიელე თავიანთ გულებში, არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ კომფორტს, და არა ადამიანები, რომლებიც ისწრაფვიან ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარულისკენ. ასეთი სიყვარული არის ნაძალადევი სიყვარული, ეს არის სწრაფვა სულის დაკმაყოფილებისკენ, და ღმერთს ასეთი სიყვარული არ სჭირდება. მაშ, როგორია შენი სიყვარული? რისთვის გიყვარს ღმერთი? რამდენად ჭეშმარიტია ღმერთისადმი შენი სიყვარული ახლა? უმრავლესი თქვენგანის ღმერთისადმი სიყვარული სწორედ ზემოთქმულის ტიპისაა. ასეთი სიყვარული ემსახურება მხოლოდ სტატუს კვოს შენარჩუნებას; მას არ შეუძლია უცვლელობის მიღწევა, და ასეთი სიყვარული ვერ იდგამს ფესვებს ადამიანში. ამგვარი სიყვარული ჰგავს ყვავილს, რომელიც იშლება და ჭკნება, მაგრამ არ იძლევა ნაყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც ერთხელ ასე შეგიყვარდება ღმერთი, თუ ამ გზაზე წინ არავინ წაგიძღვა, ხელი მოგეცარება. თუ შეგიძლია ღმერთის სიყვარული მხოლოდ მაშინ, როცა გიყვარს იგი, მაგრამ შემდგომ შენი ცხოვრებისეული მდგომარეობა არ იცვლება, ვერ შეძლებ თავის დახსნას სიბნელის გავლენისგან, ვერ გათავისუფლდები სატანის ბორკილებისა და სიცრუისგან. ასეთი ადამიანები ვერასოდეს იქნებიან სრულად ღმერთის მიერ მოპოვებულნი; საბოლოოდ მათი სული, გონება და სხეული კვლავ სატანის საკუთრებად დარჩება. ეს ეჭვგარეშეა. ყველა ის, ვინც ღმერთის მიერ არ არის სრულად მოპოვებული, დაუბრუნდება თავის პირვანდელ სამყოფელს, ანუ სატანას, და დაეშვება ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, რათა მიიღოს ღმერთისგან მორიგი სასჯელი. ადამიანები, რომლებსაც ღმერთი მოიპოვებს, აღუდგებიან სატანას და გათავისუფლდებიან მისი გავლენისგან. მხოლოდ ასეთი ადამიანები ოფიციალურად დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. ასე ხდება ცათა სასუფეველში მოხვედრა. გსურს იყო ასეთი ადამიანი? გსურს ღმერთმა მოგიპოვოს? გსურს გათავისუფლდე სატანის გავლენისგან და დაუბრუნდე ღმერთს? ხარ კი ახლა სატანასთან, თუ ცათა სასუფევლის ადამიანებს განეკუთვნები? ეს საკითხები უკვე უნდა იყოს ნათელი და აღარ უნდა საჭიროებდეს დამატებით განმარტებას.

წარსულში ბევრი ისწრაფვოდა ცხოველი ამბიციებითა და წარმოდგენებით, და მათი სწარფვა იყო შედეგი მათი საკუთარი იმედებისა.. მოდით, დროებით გვერდზე გადავდოთ ეს საკითხები; ახლა მთავარია, რომ იპოვოთ პრაქტიკის გზა, რომელიც თითოეულ თქვენგანს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს ნორმალური მდგომარეობა ღმერთის წინაშე და თანდათან გათავისუფლდეს სატანის გავლენის ბორკილებისგან, რათა ღმერთმა შეგიძინოთ და იცხოვროთ დედამიწაზე ისე, როგორც ამას ღმერთი მოითხოვს. მხოლოდ ასე შეძლებთ ღმერთის განზრახვების დაკმაყოფილებას. ბევრს სწამს ღმერთის, მაგრამ არ იცის არც ის, რა სურს ღმერთს, და არც ის, რა სურს სატანას. ადამიანებს ბუნდოვნად სწამთ, უბრალოდ მიჰყვებიან დინებას, ამიტომაც არასოდეს ჰქონიათ ნორმალური ქრისტიანული ცხოვრება; მეტიც, მათ არასოდეს ჰქონიათ ნორმალური პირადი ურთიერთობები, მით უმეტეს — ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ადამიანს ძალიან ბევრი აქვს ის ნაკლოვანებები და სიძნელეები, ასევე სხვა ბევრი ფაქტორი, რომლებიც ხელს შეუშლიან ღვთის ნების აღსრულებას. ეს საკმარისია იმის დასტურად, რომ ადამიანი ჯერ კიდევ არ დამდგარა ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტ გზაზე და არ შესულა ნამდვილი ადამიანური ცხოვრების გამოცდილებაში. მაშ, რას ნიშნავს ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტ გზაზე დადგომა? ჭეშმარიტ გზაზე დადგომა ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია გქონდეს მშვიდი გული ღმერთისადმი და გქონდეს ნორმალური ურთიერთობა მასთან, თანდათან გააცნობიერო, რა აკლია ადამიანს, და ნელ-ნელა მიაღწიო ღმერთის უფრო ღრმა შეცნობას. ამის წყალობით შენი სული ყოველდღიურად იღებს ახალ შთაგონებას და გონება გინათდება; იზრდება შენი მისწრაფება, ისწრაფვი ჭეშმარიტებისკენ და ყოველ დღე მოდის ახალი შთაგონება და გაგება. ამ გზაზე თანდათან თავისუფლდები სატანის გავლენისგან და იზრდები საკუთარ სიცოცხლეში ასეთი ადამიანები დგებიან სწორ გზაზე. შეაფასე საკუთარი რეალური გამოცდილება და დააკვირდი გზას, რომლითაც მიჰყვებოდი რწმენას: თუ შეადარებ ამას ზემოთ აღწერილს, აღმოჩნდება თუ არა, რომ სწორ გზას ადგახარ? რაში გამოიხატა შენი გათავისუფლება სატანის ბორკილებისგან და მისი გავლენისგან? თუ შენ ჯერ კიდევ არ დამდგარხართ სწორ გზაზე, ეს ნიშნავს, რომ სატანასთან კავშირი არ გაგიწყვეტია. ასეთ შემთხვევაში, შენი ღმერთის სიყვარულის სურვილი მიგიყვანს კი ჭეშმარიტ, ერთსულოვან და წმინდა სიყვარულამდე? ამტკიცებ, რომ შენში ღმერთის სიყვარული მტკიცე და გულწრფელია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ხარ დახსნილი სატანის ბორკილებისგან. ამით განა არ ცდილობ ღმერთის მოტყუებას? თუ გსურს მიაღწიო ისეთ მდგომარეობას, სადაც ღმერთისადმი შენი სიყვარული იქნება შეურყვნელი, თუ გსურს სრულად მიეკუთვნო ღმერთს და მოხვდე ცათა სასუფეველში, უპირველეს ყოვლისა უნდა დაადგე ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტ გზას.

წინა: გზა... (8)

შემდეგი: ღვთის საქმის საფეხურების შესახებ

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება