ღვთის საქმის საფეხურების შესახებ

გარედან ისე ჩანს, თითქოს ღვთის ამჟამინდელი საქმის საფეხურები უკვე დასრულდა და ადამიანმა უკვე გამოსცადა ღვთის სიტყვების სამსჯავრო, გაკიცხვა, გვემა და განწმენდა; გაიარა ისეთი საფეხურები, როგორიცაა მსახურთა სამსჯავრო, გაკიცხვის ჟამს განწმენდა, სიკვდილის ჟამს გამოცდა, საპირისპირო ფონების გამოცდა და ღვთის სიყვარულის ჟამი. თუმცა, მიუხედავად თითოეულ საფეხურზე გადატანილი დიდი გაჭირვებისა, ხალხი კვლავაც უმეცარია ღვთის განზრახვების მიმართ. განვიხილოთ, მაგალითად, მსახურთა გამოცდა: მათთვის დღემდე გაუგებარია, რა შეიძინეს, რა შეიცნეს და რა შედეგის მიღწევა სურდა ღმერთს. თუ ღვთის საქმის ტემპს შევხედავთ, ჩანს, რომ ადამიანი სრულიად უძლურია ფეხი აუწყოს დღევანდელ სწრაფმავლობას. ნათელია, რომ ღმერთი თავდაპირველად, უმჟღავნებს ადამიანს თავისი საქმის ამ საფეხურებს და ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე საფეხურზე აუცილებლად მიაღწიოს ადამიანისთვის წარმოსადგენ დონეს, ის საკითხს ნათელს ჰფენს. იმისთვის, რომ ღმერთმა სრულყოს ვინმე და ჭეშმარიტად შეძლოს მისი დაპყრობა, მან ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საფეხური უნდა განახორციელოს. ამ საქმის შესრულების მიზანია იმის ჩვენება, თუ რა საფეხურები უნდა გაიაროს ღმერთმა ადამიანთა ჯგუფის სრულყოფისთვის. ამგვარად, გარედან თუ შევხედავთ, ღვთის საქმის საფეხურები დასრულებულია, მაგრამ არსებითად, მან კაცობრიობის სრულყოფა მხოლოდ ახლა დაიწყო ოფიციალურად. ხალხისთვის ნათელი უნდა იყოს ერთი რამ: დასრულდა მისი საქმის საფეხურები და არა თავად საქმე. თუმცა, საკუთარ წარმოდგენებში ადამიანებს სჯერათ, რომ რადგან ღვთის საქმის ყველა საფეხური უკვე განეცხადა მათ, ეჭვგარეშეა, რომ ღვთის საქმეც დასრულდა. ასეთი ხედვა სრულიად მცდარია. ღვთის საქმე ეწინააღმდეგება ადამიანის წარმოდგენებს და ყოველმხრივ უპირისპირდება მათ; განსაკუთრებით, ღვთის საქმის საფეხურებია ადამიანის წარმოდგენებთან წინააღმდეგობაში. ყოველივე ეს ღვთის სიბრძნეს ადასტურებს. ნათლად ჩანს, რომ ადამიანის წარმოდგენები ყოველ ნაბიჯზე დაბრკოლებას ქმნის, ღმერთი კი უპირისპირდება ყველაფერს, რასაც ადამიანი წარმოიდგენს, რაც აშკარა ხდება უშუალო გამოცდილების დროს. ყველას ჰგონია, რომ ღმერთი ზედმეტად სწრაფად მოქმედებს და მისი საქმე მანამდე სრულდება, სანამ ისინი რაიმეს გაცნობიერებას მოასწრებენ, სანამ რაიმეს გაიგებენ და მაშინ, როცა ჯერ კიდევ დაბნეულობის მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეა მისი საქმის ყოველ საფეხურზე. ადამიანთა უმეტესობას სჯერა, რომ ღმერთი მათ ეთამაშება, თუმცა ეს სულაც არ არის მისი საქმის განზრახვა. მისი მუშაობის მეთოდი არის განსჯა: თავდაპირველად ის ჰგავს ყვავილებზე თვალის შევლებას ცხენზე ამხედრებული ჭენებისას, შემდეგ დეტალებში ჩაღრმავებას და ბოლოს, ამ დეტალების სრულად დახვეწას, რაც ადამიანებს მოულოდნელობისგან განაცვიფრებს. ხალხი ღმერთს უგულისყუროდ ეკიდება; მათ ჰგონიათ, რომ თუკი გარკვეულ ნიშნულამდე უბრალოდ, თავს გაიტანენ, ღმერთი კმაყოფილი დარჩება. სინამდვილეში, როგორ შეიძლება ღმერთი დაკმაყოფილდეს ადამიანის მცდელობით, თავი გაიტანოს? საუკეთესო შედეგის მისაღწევად ღმერთი მოულოდნელ დარტყმას აყენებს ადამიანებს, როდესაც ამას არ ელიან. ეს მათ უფრო მეტ ცოდნას აძლევს ღვთის სიბრძნის შესახებ და უღრმავებს მათ წარმოდგენას მის სიმართლეზე, დიდებულებასა და შეურაცხყოფისადმი მდგრად ხასიათზე.

დღეს ღმერთმა ოფიციალურად დაიწყო ადამიანის სრულყოფა. სრულყოფისთვის ხალხმა უნდა გაიაროს მისი სიტყვისმიერი მხილება, სამსჯავრო და გაკიცხვა; მათ უნდა გამოსცადონ მისი სიტყვიერი განსაცდელი და განწმენდა (როგორიცაა მსახურთა სამსჯავრო) და გაუძლონ გამოცდას სიკვდილის ჟამს. ეს ნიშნავს, რომ ღვთის სამსჯავროს, გაკიცხვისა და განსაცდელისას ისინი, ვინც ჭეშმარიტად მიჰყვებიან ღვთის ნებას, შეძლებენ ადიდონ ღმერთი გულის სიღრმიდან, სრულად დაემორჩილონ მას, აუჯანყდნენ საკუთარ თავებსს და ამგვარად შეიყვარონ ღმერთი წრფელი, განუყოფელი და სპეტაკი გულით: ასეთია სრულყოფილი ადამიანი და ეს არის სწორედ ის საქმე, რომლის აღსრულებასაც ღმერთი აპირებს და აღასრულებს კიდეც. ხალხმა ნაჩქარევად არ უნდა განსაჯოს ის მეთოდი, რითაც ღმერთი მოქმედებს. ისინი მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში შესვლას უნდა ესწრაფოდნენ. ეს ფუნდამენტურია. მუდმივად ნუ ცდილობთ ღვთის საქმის მეთოდების გულდასმით შემოწმებას; ეს მხოლოდ შეაფერხებს თქვენს მომავალ პერსპექტივებს. რამდენი რამ დაინახე იმ მეთოდიდან, რითაც ღმერთი მოქმედებს? რამდენად მორჩილი იყავი? რა შეიძინე მისი საქმის თითოეული მეთოდისგან? გინდა, რომ ღმერთმა სრულგყოს? გსურს გახდე სრულყოფილი ადამიანი? ყოველივე ეს არის ის, რაც ნათლად უნდა გააცნობიეროთ და რაშიც უნდა შეაბიჯოთ.

წინა: რა შეხედულება უნდა ჰქონდეთ მორწმუნეებს

შემდეგი: გახრწნილი ადამიანი ვერ იქნება ღვთის წარმომადგენელი

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება