გახრწნილი ადამიანი ვერ იქნება ღვთის წარმომადგენელი
ადამიანი ყოველთვის სიბნელის გავლენის საბურველქვეშ, სატანის გავლენის ტყვეობაში ცხოვრობდა, საიდანაც თავის დაღწევა არ შეეძლო, მისი ადამიანური ხასიათი, რომელიც სატანის მიერ იქნა დამუშავებული, სულ უფრო მეტად იხრწნება. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი მუდამ თავისი გახრწნილი სატანური ხასიათის თანახმად ცხოვრობდა და არ ძალუძს, ჭეშმარიტად უყვარდეს ღმერთი. ამგვარად, თუ ადამიანს ღვთის სიყვარული სურს, მან უნდა მოიშოროს თავისი თვითრჯულობა, თვითგანდიდება, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა და ყოველივე, რაც სატანური ბუნებისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სიყვარული უწმინდური სიყვარულია, სატანური სიყვარულია და იმგვარია, რომ ვერანაირად დაიმსახურებს ღვთის აღიარებას. უშუალოდ სულიწმიდის მიერ სრულყოფის, გატეხვის, გასხვლის, დისციპლინირების, დასჯისა და გამოწრთობის გარეშე, ვერავინ შეძლებს ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს. თუ ამბობ, რომ შენი ხასიათის ნაწილი ღმერთს წარმოადგენს და ამიტომ შეგიძლია ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული, მაშინ შენი სიტყვები ქედმაღლურია, და შენ უგუნური ხარ. ასეთი ადამიანები მთავარანგელოზები არიან! ადამიანის თანდაყოლილ ბუნებას არ ძალუძს ღვთის წარმოჩენა; მან უნდა მოიშოროს თავისი თანდაყოლილი ბუნება ღვთის მიერ სრულყოფის გზით და მხოლოდ ამის შემდეგ – მხოლოდ ღვთის განზრახვების გათვალისწინებით, ღვთის განზრახვების დაკმაყოფილებითა და, მეტიც, სულიწმიდის საქმის გავლით — შეიძლება მისი ცხოვრების წესი ღვთის მიერ იქნას აღიარებული. ვინც ხორციელად ცხოვრობს, ვერავინ წარმოადგენს ღმერთს უშუალოდ, თუ ის არ არის პირი, ვინც სულიწმიდის მადლით შემოსილია. თუმცა, ასეთ ადამიანზეც კი ვერ ითქმის, რომ მისი ხასიათი და ცხოვრების წესი სრულად წარმოადგენს ღმერთს; შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ მისი ცხოვრების წესს წარმართავს სულიწმიდა. ასეთი ადამიანის ბუნება ვერ წარმოადგენს ღმერთს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ხასიათი ღვთის მიერ არის დადგენილი – ეს უდავოა და შეიძლება პოზიტიურადაც ჩაითვალოს – ის სატანის მიერ არის დამუშავებული, ამიტომ ადამიანის ხასიათი სატანის ხასიათია. ზოგი ამბობს, რომ ღვთის ბუნება საქმის კეთებისას პირდაპირია და რომ ეს მათშიც ვლინდება, რომ მათი პიროვნებაც ასეთია და, ამდენად, მათი ხასიათი ღმერთს წარმოადგენს. როგორი ადამიანები არიან ისინი? განა შეუძლია გახრწნილ სატანურ ხასიათს, იყოს ღვთის წარმომადგენელი? ვინც აცხადებს, რომ მისი ხასიათი ღმერთს ასახავს, გმობს ღმერთს და შეურაცხყოფს სულიწმიდას! მეთოდი, რომლითაც სულიწმიდა მოქმედებს, გვიჩვენებს, რომ ღვთის საქმე დედამიწაზე მხოლოდ დამორჩილების საქმეა. ამდენად, ადამიანის გახრწნილი სატანური ხასიათი ჯერ კიდევ არ არის განწმენდილი; მისი ცხოვრების წესი კვლავინდებურად სატანის სახეა; ეს არის ის, რაც ადამიანს კარგი ჰგონია და წარმოადგენს ადამიანის ხორციელ საქმეებს; უფრო ზუსტად კი, ის წარმოადგენს სატანას და შეუძლებელია წარმოადგენდეს ღმერთს. მაშინაც კი, თუ ვინმეს უკვე უყვარს ღმერთი იმ დონეზე, რომ შეუძლია დედამიწაზე ზეციური ცხოვრებით დატკბეს და შეუძლია თქვას: „ო, ღმერთო! არ ძალმიძს შენი საკმარისად სიყვარული“და თუ მან უმაღლეს სამყაროს მიაღწია, მაინც ვერ ითქმის, რომ ის ღმერთით ცხოვრობს ან წარმოადგენს ღმერთს, რადგან ადამიანის არსი არ ჰგავს ღვთისას და ადამიანს არასოდეს შეუძლია ღვთის გამოვლენა ცხოვრებაში, მით უმეტეს, ღმერთად ქცევა. ის, რაც სულიწმინდამ ადამიანს ცხოვრებაში გამოსავლენად დაავალა, მხოლოდ იმას შეესაბამება, რასაც ღმერთი მოითხოვს ადამიანისგან.
სატანის ყოველი ქმედება და საქმე ადამიანში ვლინდება. დღეს ადამიანის ყოველი ქმედება და საქმე სატანის გამოხატულებაა და, შესაბამისად, ვერ წარმოადგენს ღმერთს. ადამიანი სატანის განსახიერებაა და ადამიანის ხასიათს არ ძალუძს ღვთის ხასიათის წარმოჩენა. ზოგიერთ ადამიანს კარგი პიროვნული თვისებები აქვს; შესაძლოა, ღმერთმა გარკვეული საქმე განახორციელოს ასეთი ადამიანების პიროვნული თვისებების მეშვეობით და მათ მიერ შესრულებულ საქმიანობას წარმართავს სულიწმიდა. თუმცა, მათ ხასიათს არ ძალუძს ღვთის წარმოჩენა. ღვაწლი, რომელსაც ღმერთი მათზე მოიღებს, სხვა არაფერია, თუ არა იმაზე მუშაობა და განვრცობა, რაც მათში უკვე არსებობს. იქნებოდნენ ეს წინასწარმეტყველნი წარსულ ეპოქებში თუ ღვთის მიერ გამოყენებული პირები, ვერავინ შეძლებს პირდაპირ წარმოაჩინოს ის. ადამიანები ღმერთის სიყვარულს მხოლოდ გარემოებების ზეწოლით იწყებენ და არცერთი მათგანი არ ესწრაფვის თანამშრომლობას საკუთარი ნებით. რა არის დადებითი მხარეები? ყოველივე, რაც უშუალოდ ღვთისგან მოდის, პოზიტიურია; თუმცა ადამიანის ხასიათი სატანის მიერ არის დამუშავებული და არ შეიძლება წარმოადგენდეს ღმერთს. მხოლოდ განკაცებული ღმერთის სიყვარული, ტანჯვისთვის მზადყოფნა, სიმართლე, მორჩილება, თავმდაბლობა და იდუმალება წარმოადგენს უშუალოდ ღმერთს. ეს იმიტომ, რომ როდესაც ის მოვიდა, მოვიდა ცოდვილი ბუნების გარეშე და მოვიდა უშუალოდ ღვთისგან, სატანის მიერ დამუშავების გარეშე. იესო მხოლოდ ცოდვილი ხორცის მსგავსებაშია და არ წარმოადგენს ცოდვას; ამიტომ, ჯვარცმის გზით საქმის აღსრულებამდე (ჯვარცმის მომენტის ჩათვლით), მისი ქმედებები, საქმეები და სიტყვები – ყველა უშუალოდ წარმოადგენს ღმერთს. იესოს მაგალითი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ცოდვილი ბუნება აქვს, არ შეუძლია, იყოს ღმერთის წარმომადგენელი და რომ ადამიანის ცოდვა სატანას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოდვა არ წარმოადგენს ღმერთს და ღმერთი უცოდველია. ადამიანში სულიწმიდის მიერ შესრულებული საქმეც მხოლოდ სულიწმიდის მიერ წარმართულად შეიძლება ჩაითვალოს, და ვერ ითქმის, რომ ის ადამიანის მიერ ღმერთის სახელით ხორციელდება. რაც შეეხება ადამიანს, არც მისი ცოდვა და არც მისი ბუნება არ წარმოადგენს ღმერთს. თუ გადავხედავთ იმ საქმეს, რომელიც სულიწმიდამ ადამიანზე გასწია უძველესი დროიდან დღემდე, დავინახავთ, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი ცხოვრებაში ავლენს, მხოლოდ იმიტომაა, რომ მასზე სულიწმიდამ იმუშავა. ძალიან ცოტას თუ შეუძლია იცხოვროს ჭეშმარიტებით სულიწმიდის მიერ გასხვლისა და დისციპლინირების შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ სულიწმიდის მუშაობაა სახეზე; ადამიანის მხრიდან თანამშრომლობა კი არ ჩანს. ახლა ნათლად ხედავ ამას? ამგვარად, როცა სულიწმიდა საქმიანობს, როგორ ითანამშრომლებ მასთან მაქსიმალურად და როგორ შეასრულებ შენს მოვალეობას?