გზა... (8)

არც ისე ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ღმერთი დედამიწაზე მოვიდა ადამიანებთან ურთიერთობისა და მათ შორის საცხოვრებლად. შესაძლოა, ამ დროის განმავლობაში ადამიანებმა ღვთის შესახებ მრავალმხრივი ცოდნა შეიძინეს და ღვთის მსახურების შესახებ მეტი შეიცნეს და რწმენაში გამოცდილნი გახდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებს მეტ-ნაკლებად ესმით ღვთის ბუნება და თავიანთ ბუნებასაც უამრავი გზით ავლენენ. ჩემი ხედვით, ადამიანთა სხვადასხვაგვარი გამოვლინება საკმარისია, რომ ღმერთმა ისინი ნიმუშებად გამოიყენოს, მათი გონებრივი აქტივობა კი მისთვის საორიენტაციო მასალად გამოდგება. ეს შეიძლება იყოს ადამიანსა და ღმერთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ასპექტი, რომლის შესახებაც ადამიანმა არ იცის და რაც ღმერთის მიერ მართულ ამ წარმოდგენას მეტად ცოცხალსა და რეალურს ხდის. მე ამას ვეუბნები ჩემს ძმებსა და დებს, როგორც ამ დადგმის მთავარი რეჟისორი — თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ამ წარმოდგენის შემდეგ თავის ფიქრებსა და გრძნობებზე ისაუბროს და და იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ ამ დრამაში თითოეული ჩვენგანი. ჩვენ შეგვიძლია სრულიად ახალი სახის სიმპოზიუმი მოვაწყოთ, რათა გული გადავუშალოთ ერთმანეთს, ვისაუბროთ ჩვენს საშემსრულებლო ხელოვნებაზე და ვნახოთ, როგორ ხელმძღვანელობს ღმერთი თითოეულ ადამიანს, რათა შემდეგი წარმოდგენისას ხელოვნების უფრო მაღალი დონე ვუჩვენოთ და თითოეულმა ჩვენგანმა თავისი როლი მაქსიმალურად კარგად შეასრულოს ისე, რომ ღმერთს იმედი არ გავუცრუოთ. იმედი მაქვს, ჩემი ძმები და დები ამას სერიოზულად მოეკიდებიან. არავინ უნდა შეხედოს ამას ზედაპირულად, რადგან როლის კარგად შესრულება ერთ ან ორ დღეში არ მიიღწევა. ეს ჩვენგან მოითხოვს ცხოვრების გამოცდას, ხანგრძლივი დროით ჩვენი რეალური ცხოვრების ღრმად ჩაწვდომასა და სხვადასხვა სახის ცხოვრების პრაქტიკულად გამოცდას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია სცენაზე გასვლა. მე იმედით აღვსილი ვარ ჩემი ძმებისა და დების მიმართ. მჯერა, არ გატყდებით და გული არ აგიცრუვდებათ, რომ რასაც უნდა აკეთებდეს ღმერთი, იქნებით ცეცხლგამძლე ქვაბივით: არასოდეს მინავლდებით და ბოლომდე მტკიცე დარჩებით, სანამ ღვთის საქმე სრულად არ გაცხადდება და სანამ ღვთის მიერ დადგმული სპექტაკლი დასასრულამდე არ მივა. მე სხვა არაფერს გთხოვთ, მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ გაუძლებთ, შედეგების მოლოდინში მოთმინებას არ დაკარგავთ, ითანამშრომლებთ ჩემთან, რათა ჩემ მიერ აღსარულებელი საქმე კარგად გაკეთდეს და არავინ გამოიწვიოს ჩაშლა ან არეულობა. როდესაც საქმის ეს ნაწილი დასრულდება, ღმერთი ყველაფერს გაგიცხადებთ. ჩემი საქმის დასრულების შემდეგ, თქვენს დამსახურებას წარვადგენ ღვთის წინაშე, რათა მას ანგარიში ჩავაბარო. განა ეს უკეთესი არ არის? ერთმანეთის დახმარება საკუთარი მიზნების მისაღწევად — განა ეს სრულყოფილი გამოსავალი არ არის ყველასთვის? ახლა რთული დროა, რომელიც თქვენგან ფასის გადახდას მოითხოვს. რადგან ახლა მე ვარ რეჟისორი, იმედი მაქვს, არცერთი თქვენგანი არ იქნება ამის წინააღმდეგი. ასეთია საქმე, რომელსაც მე აღვასრულებ. შესაძლოა, ერთ დღესაც უფრო შესაფერის „სამუშაო გუნდზე” გადავიდე და მეტად აღარ გაგირთულოთ საქმე. მე გიჩვენებთ ყველაფერს, რისი ნახვაც გსურთ და მოგასმენინებთ ყველაფერს, რისი გაგონებაც გინდათ. მაგრამ არა ახლა. დღევანდელი საქმე სწორედ ესაა და მე არ შემიძლია, სრული თავისუფლება მოგცეთ და ნება დაგრთოთ, აკეთოთ ის, რაც გსურთ. ეს ჩემს საქმეს გაართულებს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს არანაირ ნაყოფს არ გამოიღებს და თქვენთვისაც არავითარი სარგებელი არ ექნება. ასე რომ, დღეს თქვენ უნდა დაითმინოთ „უსამართლობა”. როდესაც მოვა დღე, როდესაც ჩემი საქმის ეს ეტაპი დასრულდება, თავისუფალი ვიქნები, აღარ მექნება ასეთი მძიმე ტვირთი და დაგთანხმდებით ყველაფერზე, რასაც მთხოვთ. შეგისრულებთ სათხოვარს, თუ ეს თქვენი ცხოვრებისთვის იქნება სასარგებლო. დღეს მე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. არ შემიძლია წინ აღვუდგე მამა ღმერთის ბრძანებებს და არ შემიძლია ჩემი საქმის გეგმების დარღვევა. არ შემიძლია ჩემი პირადი საქმეები სამსახურებრივი საქმეების საშუალებით ვმართო და იმედი მაქვს, ყველას შეგიძლიათ ჩემი გაგება და პატიება, რადგან ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მამა ღმერთის სურვილისამებრ ვაკეთებ. ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ის მავალებს, რაც უნდა სურდეს, და მე არ გამოვიწვე მის რისხვასა თუ მრისხანებას. მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მევალება. ამიტომ, მამა ღმერთის სახელით, გირჩევთ, კიდევ ცოტა ხანს მოითმინოთ. ნურავინ ინერვიულებს. მას შემდეგ, რაც დავასრულებ იმას, რაც უნდა გავაკეთო, შეძლებთ აკეთოთ ის, რაც გსურთ და ნახოთ ის, რაც მოგწონთ, მაგრამ მანამდე მე უნდა დავასრულო ჩემი აღსასრულებელი საქმე.

საქმის ამ ეტაპზე ჩვენგან უდიდესი რწმენა და სიყვარული მოითხოვება, მცირედმა დაუდევრობამაც კი შეიძლება წაგვაბორძიკოს, რადგან საქმის ეს ეტაპი ყველა წინამორბედისგან განსხვავდება: ის, რასაც ღმერთი სრულყოფს, ადამიანთა რწმენაა, რომელიც ერთდროულად უხილავიცაა და ხელშეუხებელიც, ის, რასაც ღმერთი აკეთებს, ესაა სიტყვების გარდაქმნა რწმენად, სიყვარულად და სიცოცხლედ. ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმ წერტილს, როდესაც მათ ასობით განწმენდა ექნებათ გამოვლილი და იობზე მეტი რწმენაც კი ექნებათ.ეს მათგან მოითხოვს, აიტანონ წარმოუდგენელი ტანჯვისა და წამების ყველა ფორმა ისე, რომ არასოდეს მიატოვონ ღმერთი. როდესაც ისინი სიკვდილამდე მორჩილნი იქნებიან და ღვთისადმი დიდ რწმენას შეინარჩუნებენ, მხოლოდ მაშინ დასრულდება ღვთის საქმის ეს ეტაპი. ეს არის საქმე, რომელიც მე ვიკისრე, ამიტომ იმედი მაქვს, ჩემს ძმებსა და დებს შეუძლიათ, გაიგონ ჩემი მძიმე მდგომარეობა და სხვა არაფერს მთხოვენ. ეს არის მამა ღმერთის მოთხოვნა ჩემ მიმართ და მე ვერ გავექცევი ამ რეალობას; მე უნდა განვახორციელო ის საქმე, რომელიც მევალება. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ არ გამოიყენებთ იძულებით არგუმენტებსა და გარყვნილ ლოგიკას, რომ იქნებით უფრო გამჭრიახნი და საკითხებს ზედმეტად მარტივად არ შეხედავთ. თქვენი აზროვნება მეტისმეტად ბავშვურია, მეტისმეტად გულუბრყვილო. ღვთის საქმე არ არის ისეთი მარტივი, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, ის არ აკეთებს იმას, რაც მოესურვება. ასე რომ ყოფილიყო, მისი გეგმა განადგურდებოდა. განა ასე არ არის? მე ღვთის საქმეს ვაკეთებ. მე არ ვასრულებ ადამიანების შემთხვევით დავალებებს, არ ვაკეთებ იმას, რაც მომესურვება და თავად არ ვწყვეტ, რამეს გავაკეთებ თუ არა. დღეს ყველაფერი ასე მარტივად არ არის. რეჟისორის როლის შესასრულებლად მე მამამ გამომგზავნა. ნუთუ გგონიათ, რომ ეს თავად დავგეგმე და ავირჩიე? ადამიანთა იდეები ხშირად ღვთის საქმის შეფერხებისკენ არის მიდრეკილი, სწორედ ამიტომ, გარკვეული პერიოდის მუშაობის შემდეგ, ჩნდება ადამიანთა მრავალი თხოვნა, რომელთა შესრულებაც არ ძალმიძს და ადამიანები ჩემზე აზრს იცვლიან. თქვენ გააზრებული უნდა გქონდეთ ეს თქვენი იდეები; მე მათ არ განვიხილავ სათითაოდ, მე შემიძლია, მხოლოდ ავხსნა ის საქმე, რომელსაც ვასრულებ. ამის გამო სულაც არ ვარ განაწყენებული. როგორც კი ამას გაიაზრებთ, შეგიძლიათ, მას სურვილისამებრ შეხედოთ. მე წინააღმდეგობას არ გამოვხატავ, რადგან სწორედ ასე მოქმედებს ღმერთი. არ ვარ ვალდებული, ყველაფერი განვმარტო. უბრალოდ მოვედი სიტყვების საქმის აღსასრულებლად, რათა ვიმუშაო და ხელი შევუწყო, რომ სიტყვების მითითებით გათამაშდეს ეს დადგმა. სხვა არაფერზე მჭირდება საუბარი და არც სხვა რამის გაკეთება შემიძლია. მე განვმარტე ყველაფერი, რაც სათქმელი მქონდა. არ მაინტერესებს რას ფიქრობთ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა მაინც მსურს შეგახსენოთ, რომ ღვთის საქმე არ არის ისეთი მარტივი, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. რაც უფრო ნაკლებად შეესაბამება ის ადამიანთა წარმოდგენებს, მით უფრო ღრმაა მისი მნიშვნელობა და რაც უფრო მეტად შეესაბამება ის ადამიანთა წარმოდგენებს, მით უფრო მეტად აკლია მას ფასეულობა და ნამდვილი აზრი. ყურადღებით დაუფიქრდით ამ სიტყვებს - ეს არის ყველაფერი, რასაც ამის შესახებ ვიტყვი. დანარჩენი შეგიძლიათ თავად გააანალიზოთ. მე ამას არ ავხსნი.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ღმერთი გარკვეული წესით მოქმედებს, მაგრამ დაახლოებით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ის, რაც ღვთის საქმიდან ვნახეთ და გამოვცადეთ, ნამდვილად შეესაბამებოდა ადამიანთა წარმოდგენებს? სამყაროს შექმნიდან დღემდე ვერცერთმა ადამიანმა შეძლო ღვთის საქმის ეტაპებისა თუ წესების შეცნობა. თუ ეს შეეძლოთ, მაშინ რატომ არის, რომ რელიგიურ ლიდერებს არ ესმით, რომ სწორედ ასე მოქმედებს ღმერთი დღეს? რატომ არის, რომ ასე ცოტა ადამიანს ესმის დღევანდელი რეალობა? აქედან ვხედავთ, რომ ღვთის საქმე არავის ესმის. ადამიანებმა მხოლოდ მისი სულის ხელმძღვანელობით უნდა იმოქმედონ და არა უბრალოდ ხისტად გაავრცელონ მისი მუშაობის წესები. თქვენ იესოს სახესა და მის საქმეს ადარებთ ღმერთის დღევანდელ საქმეს, ეს ჰგავს იმას, რაც ებრაელებმა გააკეთეს იესოს იეჰოვასთან გაიგივებით. განა ამით თქვენ არ ზარალდებით? თვით იესომაც კი არ იცოდა, როგორი იქნებოდა ღვთის საქმე უკანასკნელ დღეებში. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ უნდა აღესრულებინა ჯვარცმის საქმე. მაშ, სხვებს როგორ ეცოდინებოდათ? საიდან ეცოდინებოდათ, რა საქმის განხორციელებას აპირებდა ღმერთი მომავალში? როგორ გაუმჟღავნებდა ღმერთი თავის გეგმას სატანის მიერ შეპყრობილ ადამიანებს? განა ეს უგუნურება არ არის? ღმერთი ითხოვს, რომ თქვენ იცოდეთ და გესმოდეთ მისი განზრახვები. ის არ ითხოვს, რომ მის მომავალ საქმეზე იფიქროთ. ჩვენ მხოლოდ ღვთისადმი რწმენაზე უნდა ვიზრუნოთ, მისი ხელმძღვანელობით ვიმოქმედოთ, პრაგმატულად მივუდგეთ რეალურ სირთულეებს და ღმერთს საქმე არ გავურთულოთ ან პრობლემები არ შევუქმნათ. უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვევალება. სანამ ღვთის ამჟამინდელი საქმის ფარგლებში ვართ, ეს საკმარისია! ეს არის ის გზა, რომელზეც მე მიგიძღვებით. თუ მხოლოდ წინსვლაზე ვიქნებით კონცენტრირებულნი, ღმერთი არცერთ ჩვენგანს არ მოექცევა უსამართლოდ. არაჩვეულებრივი გამოცდილებით სავსე ამ ბოლო წლის განმავლობაში თქვენ ბევრი რამ შეიძინეთ. მჯერა, რომ ამას მეტისმეტად მძიმედ არ მიიღებთ. გზა, რომელზეც მე მიგიძღვებით, ჩემი საქმე და ჩემი მისიაა, და ის დიდი ხნის წინ იყო ღმერთის მიერ განსაზღვული, რათა მოვსულიყავით აქამდე, დღევანდელ დღემდე. ის, რომ ჩვენ ეს შევძელით, დიდი კურთხევაა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი, ჩვენი მეგობრობა მარადიულია და ის საუკუნეებს გადაეცემა. იქნება ეს სიხარული და სიცილი თუ სევდა და ცრემლი, დაე, ყველაფერი იქცეს მშვენიერ მოგონებად! თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ჩემი საქმის დღეები დათვლილია. მე ბევრი საქმე მაქვს და ვერ შევძლებ, ხშირად ვიყო თქვენთან. იმედი მაქვს, გამიგებთ, რადგან ჩვენი პირვანდელი მეგობრობა არ შეცვლილა. შესაძლოა, ერთ დღესაც კვლავ გამოვჩნდე თქვენ წინაშე და იმედი მაქვს, საქმეს არ გამირთულებთ. ბოლოს და ბოლოს, მე თქვენგან განსხვავებული ვარ. მე ჩემი საქმის გამო ყველგან ვმოგზაურობ და ჩემს ცხოვრებას სასტუმროებში უქმად ყოფნაში არ ვატარებ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხართ თქვენ, მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მევალება. იმედი მაქვს, რომ ის, რაც წარსულში გავუზიარეთ ერთმანეთს, ჩვენს მეგობრობას დაამშვენებს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს გზა მე გავხსენი და მწარე იყო ის თუ ტკბილი, მე მიგიძღოდით წინ. ის, რომ დღევანდელ დღემდე მოვაღწიეთ, მხოლოდ ღვთის მადლის დამსახურებაა. შესაძლოა, იყვნენ ისეთები, ვინც მადლობას მიხდის, და შესაძლოა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩემ შესახებ ჩივის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაც მინდა დავინახო, არის ის, რომ ამ ადამიანთა ჯგუფში მიღწეულია ის, რაც უნდა მიღწეულიყო. ეს არის ის, რაც უნდა ვიზეიმოთ. ასე რომ, მე არ ვატარებ წყენას მათ მიმართ, ვინც ჩემზე ჩივის; მხოლოდ ის მსურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულო ჩემი საქმე, რათა ღვთის გული მალე დამშვიდდეს. მაშინ მე აღარ მექნება მძიმე ტვირთი და ღვთის გულშიც აღარ იქნება სადარდებელი. გსურთ, რომ გააუმჯობესოთ თქვენი თანამშრომლობა? განა უკეთესი არ არის, მიზანი ღვთის საქმის კარგად შესრულება იყოს? შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ უთვალავი გაჭირვება გადავიტანეთ და ყოველგვარი სიხარული და მწუხარება გამოვცადეთ. მთლიანობაში, თითოეული თქვენგანის ძალისხმევამ ძირითადად, დააკმაყოფილა მოთხოვნები. შესაძლოა, მომავალში თქვენგან უკეთესი მუშაობა იყოს საჭირო, მაგრამ ნუ შეყოვნდებით ჩემზე ფიქრში. უბრალოდ აკეთეთ ის, რაც გევალებათ. ის, რაც მე უნდა გავაკეთო, თითქმის დასრულებულია. იმედი მაქვს, მუდამ ერთგულნი დარჩებით და არ იქნებით ნოსტალგიით განწყობილნი ჩემი საქმის მიმართ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მე საქმის მხოლოდ ერთი ეტაპის დასასრულებლად მოვედი და რა თქმა უნდა, არა ღმერთის მთელი საქმის განსახორციელებლად. ეს ნათლად უნდა გესმოდეთ და არ გქონდეთ სხვა წარმოდგენები ამის შესახებ. ღვთის საქმის დასრულებას კიდევ ბევრი რამ სჭირდება. თქვენ ყოველთვის ვერ დამეყრდნობით. შესაძლოა, უკვე გააცნობიერეთ, რომ მე მხოლოდ საქმის ერთი ნაწილის შესასრულებლად მოვედი, ნაწილისა, რომელიც არ წარმოადგენს იეჰოვას ან იესოს. ღვთის საქმე მრავალ ეტაპად იყოფა, ამიტომ ზედმეტად ხისტები არ უნდა იყოთ. სანამ მე ვმუშაობ, თქვენ უნდა მისმინოთ. თითოეულ ეპოქაში ღვთის მუშაობა იცვლება. ის არ არის ერთი და იგივე ყალიბით მოჭრილი და არც ერთი და იგივე ძველი სიმღერაა ყოველ ჯერზე. თითოეულ ეტაპზე მისი საქმე ეპოქას შეესაბამება და იცვლება იმის გამო, რომ ეს პერიოდი იცვლება. ამგვარად, რაკი ამ ეპოქაში დაიბადე, უნდა ჭამო და სვა ღვთის სიტყვები და იკითხო ეს სიტყვები. შეიძლება, დადგეს დღე, როდესაც ჩემი საქმე შეიცვლება, და, ასეთ შემთხვევაში, წინ უნდა იაროთ ისე, როგორც გევალებათ. შეუძლებელია, ღვთის საქმე მცდარი იყოს. ყურადღება არ მიაქციოთ იმას, თუ როგორ იცვლება გარე სამყარო. არ შეიძლება, ღმერთი ცდებოდეს და მცდარი იყოს მისი საქმე. უბრალოდ, ზოგჯერ მისი ძველი საქმე სრულდება და ახალი იწყება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი საქმის დაწყების გამო ძველი არასწორია. ეს მცდარი შეხედულებაა! ღვთის საქმეზე ვერ იტყვი, რომ ის სწორია ან არასწორი, მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ აღსრულდა ადრე ან გვიან. ეს არის ადამიანის მიერ ღვთის მიმართ რწმენის სახელმძღვანელო და მას ზედაპირულად არ უნდა მოეკიდოთ.

წინა: თავი 41

შემდეგი: რა შეხედულება უნდა ჰქონდეთ მორწმუნეებს

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება