რას უნდა ფლობდეს მსახურებისთვის გამოსადეგი მწყემსი

შენ უნდა გქონდეს იმ მრავალი მდგომარეობის გაგება, რომელშიც ადამიანები აღმოჩნდებიან, როცა სულიწმიდა მათზე მოქმედებს. განსაკუთრებით მათ, ვინც ღმერთის მსახურებაში თანამშრომლობს, ეს მდგომარეობები კიდევ უფრო ღრმად უნდა ესმოდეთ. თუ შენ მხოლოდ მრავალ გამოცდილებაზე ან შესვლის გზებზე საუბრობ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შენი გამოცდილება მეტისმეტად ცალმხრივია. თუ არ იცნობ საკუთარ ნამდვილ მდგომარეობას და არ ეუფლები ჭეშმარიტების პრინციპებს, შენი ხასიათის შეცვლა შეუძლებელია. თუ არ იცნობ სულიწმიდის მოქმედების პრინციპებს და არ გესმის ნაყოფი, რომელსაც იგი იძლევა, შენთვის ძნელი იქნება ბოროტი სულების მოქმედების გარჩევა. შენ უნდა ამხილოთ ბოროტი სულების ქმედება, აგრეთვე ადამიანის მცდარი შეხედულებები, და პირდაპირ საკითხის გულში ჩაწვდე. ასევე უნდა მიუთითო ადამიანთა პრაქტიკაში არსებულ მრავალ გადახრაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მათში ღმერთისადმი რწმენისას, რათა შეძლონ მათი გაცნობიერება. სულ მცირე, არ უნდა გამოიწვიო მათში უიმედობის ან პასიურობის გრძნობა. თუმცა უნდა გესმოდეს ის სიძნელეები, რომლებიც ადამიანთა უმეტესობის ცხოვრებაში ობიექტურად არსებობს; არ უნდა იყო არაგონივრული და არ უნდა ეცადო, თევზს ხმელეთზე ცხოვრება აიძულო — ეს უგუნური საქციელია. იმ მრავალი სიძნელის გადასაჭრელად, რომელსაც ადამიანები აწყდებიან, პირველ რიგში სულიწმიდის მოქმედების დინამიკა უნდა გესმოდეს. უნდა იცოდე, როგორ აღასრულებს სულიწმიდა თავის საქმეს სხვადასხვა ადამიანზე; გესმოდეს მათი სიძნელეები და ნაკლოვანებები; უნდა შეძლო პრობლემის არსის დანახვა და მის სათავემდე მისვლა, ისე რომ არც გზას გადაუხვიო და არც შეცდომა დაუშვა.მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნები ადამიანი, რომელიც ღმერთის მსახურებაში თანამშრომლობისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

შეძლებ თუ არა ჩაწვდე მთავარ საკითხებს და ბევრი რამის ნათლად დანახვას, დამოკიდებულია შენს პირად გამოცდილებაზე. როგორც თავად ეუფლები გამოცდილებას, სწორედ ისე გაუძღვები სხვებსაც. თუ სიტყვებსა და მოძღვრებებს ეუფლები, სხვებსაც სიტყვებისა და მოძღვრებების გაგებამდე მიიყვან. როგორც თავად ეზიარები ღმერთის სიტყვების რეალობას, სწორედ ისე გაუძღვები სხვებსაც, ღმერთის სიტყვების რეალობაში შესასვლელად. თუ თავად შეძლებ მრავალი ჭეშმარიტების გაგებას და ღმერთის სიტყვებიდან მრავალი საკითხის სიღრმისეულად ჩაწვდომას, მაშინ შეძლებ სხვებსაც გაუძღვე მრავალი ჭეშმარიტების გაგებისკენ და ისინი, ვისაც შენ წარუძღვები, ნათლად აღიქვამენ ღვთისეულ ხედვას. თუ ზებუნებრივ შეგრძნებებს მიაქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას, მაშინ ისინი, ვისაც შენ გაუძღვები, იგივეს გაიმეორებენ. თუ პრაქტიკას უგულებელყოფ და ამის ნაცვლად მხოლოდ მსჯელობას მიანიჭებ უპირატესობას, მაშინ ისინი, ვისაც წინ მიუძღვები, ასევე მხოლოდ მსჯელობაზე იქნებიან ორიენტირებულნი — პრაქტიკაში არაფერს განახორციელებენ და მათ ბუნებაში ვერანაირი ცვლილება ვერ მოხდება. ისინი მხოლოდ ზედაპირულ ენთუზიაზმს გამოავლენენ და არც ერთ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში არ განახორციელებენ. ყველა ადამიანი სხვებს აწვდის იმას, რასაც თავად ფლობს. ადამიანი, როგორიც თავად არის, ისეთივე გზაზე მიუძღვება სხვებსაც, და ისევე განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ადამიანები გაჰყვებიან მას. იმისათვის, რომ ჭეშმარიტად გამოსადეგი იყო ღმერთისათვის, არა მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილებაა საჭირო, ასევე გჭირდება ღმერთისგან მიღებული ღრმა გაცისკროვნება, მისი სიტყვებით ხელმძღვანელობა, მის მიერ გასხლვის გამოცდილება და მისი სიტყვებით გამოწრთობის გამოცდილება. ამის საფუძველზე ყოველდღიურ ცხოვრებაში ყურადღება უნდა მიაქციო დაკვირვებას, ფიქრს, სიღრმისეულ განსჯას და დასკვნების გამოტანას და შესაბამისად მიიღო ან უარყო რაღაცები. ეს ყოველივე არის შენთვის რეალობაში შესვლის გზები და თითოეული მათგანი შეუცვლელია. ასე მოქმედებს ღმერთი. თუ რეალურად ივლი იმ გზით, რომლითაც ღმერთი ასრულებს საქმეს, ყოველდღიურად გექნება შესაძლებლობა ღმერთის მიერ სრულქმნილი გახდე. მიუხედავად იმისა — იქნება შენი გარემო მკაცრი თუ ხელსაყრელი, იქნები განსაცდელსა თუ ცდუნებაში, მუშაობ თუ არა, ცხოვრობ მარტო თუ საზოგადოების ნაწილი ხარ — შენ ყოველთვის იპოვი შესაძლებლობებს, რომ ღმერთმა სრულგყოს, და არც ერთ მათგანს არ გაუშვებ ხელიდან. შენ შეძლებ ყველა ამ შესაძლებლობების აღმოჩენას — და ამგვარად იპოვი ღმერთის სიტყვების განცდის საიდუმლოს.

წინა: ხსნას აღწევს ადამიანი, რომელიც მზადაა ჭეშმარიტების განსახორციელებლად

შემდეგი: გამოცდილების შესახებ

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება