გამოცდილების შესახებ

პეტრემ თავისი გამოცდილების მანძილზე ასობით განსაცდელი გამოიარა. მართალია, დღეს ხალხისთვის ნაცნობია ტერმინი „განსაცდელი“, თუმცა ისინი დაბნეულნი არიან მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობისა და გარემოებების გამო. ღმერთი აწრთობს ადამიანების სიმტკიცეს, განწმენდს მათ რწმენას და სრულყოფს მათ თითოეულ ნაწილს, ეს უპირატესად მიიღწევა განსაცდელების მეშვეობით, რაც ასევე სულიწმიდის ფარული საქმეა. ისე ჩანს, თითქოს ღმერთმა მიატოვა ხალხი და თუ ისინი ფრთხილად არ იქნებიან, ამ განსაცდელებს სატანის ცდუნებად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ბევრი განსაცდელი შეიძლება ცდუნებად ჩაითვალოს და სწორედ ეს არის პრინციპი და წესი, რომლითაც ღმერთი მოქმედებს. თუ ადამიანები ჭეშმარიტად ღვთის წინაშე ცხოვრობენ, ისინი ასეთ მოვლენებს ღვთისგან მოვლენილ განსაცდელად აღიქვამენ და ხელიდან არ გაუშვებენ მათ. თუ ვინმე ამბობს, რომ რადგან ღმერთი მათთანაა, სატანა ნამდვილად ვერ მიეკარება მათ, ეს მთლად სწორი არ არის; ასე რომ ყოფილიყო, როგორ აიხსნებოდა ის ფაქტი, რომ იესო ცდუნებების წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ორმოცი დღე იმარხულა უდაბნოში? ასე რომ, თუ ადამიანები ჭეშმარიტად გამოასწორებენ თავიანთ შეხედულებებს ღვთის რწმენაზე, ისინი ბევრ რამეს უფრო ნათლად დაინახავენ და მათი გაგება აღარ იქნება დამახინჯებული. თუ ვინმეს მართლაც აქვს მტკიცე განზრახვა რომ ღმერთმა სრულჰყოს, ის ყველა მის წინაშე არსებულ საკითხს მრავალი სხვადასხვა კუთხით უნდა მიუდგეს, არც მარცხნივ გადაიხაროს და არც — მარჯვნივ. თუ არ ფლობ ცოდნას ღვთის საქმის შესახებ, ვერ გეცოდინება, როგორ ითანამშრომლო მასთან. თუ არ იცი ღვთის საქმის პრინციპები და არ უწყი როგორ მოქმედებს სატანა ადამიანში, არ გექნება პრაქტიკის გზა. მხოლოდ თავგამოდებული სწრაფვა ვერ მოგცემს იმ შედეგებს, რომლებსაც ღმერთი მოითხოვს. გამოცდილების მიღების ასეთი გზა ლავრენტის გზის მსგავსია: ყოველგვარი გამიჯვნის გარეშე მხოლოდ გამოცდილებაზე კონცენტრირება და სრული უმეცრება იმისა, თუ რა არის სატანის საქმე, რა არის სულიწმიდის საქმე, რა მდგომარეობაშია ადამიანი თუ ღვთის წინაშე არ ცხოვრობს და როგორი ადამიანების სრულყოფა სურს ღმერთს. რა პრინციპები უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობისას, როგორ უნდა ჩაწვდეს ღვთის განზრახვებს აწმყოში, როგორ უნდა შეიცნოს ღვთის ბუნება და ვისკენ, რა გარემოებებისა თუ ეპოქისკენ არის მიმართული ღვთის მოწყალება, დიდებულება და სიმართლე — მას ამ ყველაფრის გარჩევა არ შეუძლია. თუ ადამიანებს თავიანთი გამოცდილების საფუძვლად მრავალმხრივი ხედვები არ გააჩნიათ, მაშინ ცხოვრებაზე საუბარიც ზედმეტია და გამოცდილებაზე, მით უმეტეს; მათ შეუძლიათ ბრიყვულად განაგრძონ ყველაფრისადმი მორჩილება და მოთმენა. ასეთი ადამიანების სრულყოფა ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას, რომ თუ არაფერი გაგაჩნია ზემოთ ხსენებული ხედვებიდან, ეს იმის საკმარისი დასტურია, რომ გონებაჩლუნგი ხარ; შენ გავხარ მარილის სვეტს, რომელიც მუდამ ისრაელში დგას. ასეთი ადამიანები უსარგებლონი არიან, არაფერში ვარგიან! ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ ბრმა მორჩილებაშია, მათ იციან საკუთარი თავი და ახალ საკითხებთან შეჯახებისას ყოველთვის მიმართავენ სამყაროსთან ურთიერთობის საკუთარ გზებს ან იყენებენ „სიბრძნეს“ ისეთი ტრივიალური საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ხსენებადაც არ ღირს. ასეთ ადამიანებს გარჩევის უნარი არ გააჩნიათ, თითქოს მათი ბუნებაა, დაჰყვნენ სხვის ნებას და შეეგუონ ჩაგვრას. ისინი მუდამ ერთნაირნი არიან და არასდროს იცვლებიან. ამგვარი ხალხი სულელია, რომელთაც მცირედი გარჩევის უნარიც არ გააჩნია. ისინი არასოდეს ცდილობენ მიიღონ გარემოებებისა თუ სხვადასხვა ადამიანების შესაბამისი ზომები. ასეთ ადამიანებს არ აქვთ გამოცდილება. მინახავს ადამიანები, რომლებიც ისე არიან შებოჭილნი საკუთარი თავის შეცნობით, რომ როდესაც ბოროტი სულების საქმით შეპყრობილ ხალხს აწყდებიან, თავს ხრიან, საკუთარ ცოდვებს აღიარებენ და ვერ ბედავენ ფეხზე წამოდგომას მათ დასაგმობად. ხოლო როდესაც სულიწმიდის აშკარა საქმის წინაშე დგებიან, დამორჩილებას ვერ ბედავენ. მათ სჯერათ, რომ ბოროტი სულებიც ღვთის ხელთაა და მცირედი გამბედაობაც არ გააჩნიათ, რომ აღდგნენ და მათ წინააღმდეგობა გაუწიონ. ასეთი ადამიანები არცხვენენ ღმერთს და სრულიად უძლურნი არიან მისთვის მძიმე ტვირთი ზიდონ. ასეთი გონებააბნეული ხალხი ვერაფერს არჩევს. ამიტომ, გამოცდილების მიღების ასეთი გზა უნდა განიწმინდოს, რადგან ის ღვთის თვალში გაუმართლებელია.

ღმერთი მართლაც დიდ საქმეს აკეთებს ადამიანებში: ზოგჯერ ცდის მათ, ზოგჯერ ქმნის გარემოს მათ გამოსაწრთობად, ხანაც სიტყვებს წარმოთქვამს მათ წარსამართად და მათი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. ზოგჯერ სულიწმიდას ხალხი იმ გარემოებებში შეჰყავს, რომლებიც ღმერთმა მათთვის მოამზადა და ისინი გაუცნობიერებლად აღმოაჩენენ ბევრ რამეს, რაც აკლიათ. იმით, თუ რას ამბობენ და აკეთებენ ადამიანები, როგორ იქცევიან და რა დამოკიდებულება აქვთ საქმისადმი, სულიწმიდა, მათთვის შეუმჩნევლად მოჰფენს ნათელს მათ გონებას ბევრ ისეთ რამეზე, რაც ადრე არ ესმოდათ. ეს საშუალებას აძლევს მათ, უფრო ნათლად დაინახონ მოვლენები თუ ადამიანები და ჩაწვდნენ იმას, რასაც მანამდე ვერც კი ამჩნევდნენ. როდესაც სამყაროსთან გაქვს შეხება, თანდათან იწყებ წუთისოფლის საქმეების გარჩევას და სანამ შენი აღსასრული დადგება, შესაძლოა დაასკვნა: „მართლაც ძნელია იყო ადამიანი“. თუ გარკვეულ დროს ღვთის წინაშე გამოცდილების მიღებას დაუთმობ და ჩაწვდები ღვთის საქმესა და ბუნებას, გაუცნობიერებლად მეტ ცოდნას შეიძენ და სულიერად თანდათან ამაღლდები. ბევრ სულიერ საკითხს უკეთ გაიგებ და კერძოდ, შენთვის ღვთის საქმე უფრო ნათელი გახდება. შენ საკუთარ სიცოცხლედ მიიღებ ღვთის სიტყვებს, ღვთის საქმეს, მის ყოველ მოქმედებას, მის ბუნებას და იმას, რაც ღმერთი არის და რაც მას გააჩნია. თუ შენ მხოლოდ წუთისოფელში იხეტიალებ, შენი ფრთები სულ უფრო მეტად გაქვავდება და ღვთისადმი შენი წინააღმდეგობა სულ უფრო გაიზრდება; მაშ როგორ შეძლებს ღმერთი შენს გამოყენებას? იმის გამო, რომ შენში მეტისმეტად ბევრია „ჩემი აზრით“, ღმერთი არ გიყენებს. რაც უფრო მეტად იცხოვრებ ღვთის წინაშე, მით მეტი გამოცდილება გექნება. თუ კვლავ წუთისოფელში ცხოვრობ მხეცივით, ბაგეთაგან ღვთისადმი რწმენას აღიარებ, გულით კი სხვაგან ხარ და კვლავ სწავლობ წუთისოფლის საქმეებთან გამკლავების ფილოსოფიებს, მაშინ განა შენი ყველა წინა ძალისხმევა ამაო არ იქნება? ამდენად, რაც უფრო მეტად ცხოვრობს ხალხი ღვთის წინაშე, მით უფრო ადვილია ღვთის მიერ მათი სრულყოფა. ეს არის გზა, რომლითაც სულიწმიდა თავის საქმეს აღასრულებს. თუ ეს არ გესმის, შენთვის შეუძლებელი გახდება სწორ გზაზე დადგომა და ღვთის მიერ სრულყოფაზე საუბარიც კი ზედმეტი იქნება. შენ ვერ შეძლებ ნორმალური სულიერი ცხოვრებით ცხოვრებას; შენ დაემსგავსები ხეიბარს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მძიმე შრომა გააჩნია და არაფერი — ღვთის საქმიდან. განა ეს შეცდომა არ არის შენს გამოცდილებაში? ღვთის წინაშე ცხოვრებისთვის სულაც არ არის აუცილებელი ლოცვა; ხანდახან ეს ხდება ღმერთზე ფიქრით ან მისი საქმის გააზრებით, ხანდახან რაიმე საკითხის გადაჭრისას, ხან კი რაიმე მოვლენისას შენი მხილებით; სწორედ ასე ხვდები ღვთის წინაშე. ხალხის უმეტესობა ამბობს: „განა ღვთის წინაშე არ ვცხოვრობ, თუ ხშირად ვლოცულობ?“ ბევრი ადამიანი დაუსრულებლად ლოცულობს „ღვთის წინაშე“. შეიძლება ლოცვა მუდამ მათ ბაგეებზე იყოს, მაგრამ ისინი ჭეშმარიტად მაინც არ ცხოვრობენ ღვთის წინაშე. ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ასეთ ხალხს შეუძლია შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა ღვთის წინაშე; მათ საერთოდ არ შესწევთ უნარი, გამოიყენონ თავიანთი გული ღმერთთან მუდმივი კავშირისთვის და არც გამოცდილების მეშვეობით შეუძლიათ ღვთის წინაშე მოსვლა — იქნება ეს დაფიქრება, მდუმარე განსჯა თუ საკუთარ გულში მყოფ ღმერთთან გონებრივი კავშირი, ღვთის ტვირთის გაზიარებით. ისინი მხოლოდ ბაგეებით აღავლენენ ლოცვებს ზეციერი ღმერთის მიმართ. ადამიანთა უმეტესობის გული დაცლილია ღვთისგან; ღმერთი მათთან მხოლოდ მაშინ არის, როდესაც მას უახლოვდებიან, დროის უმეტესი ნაწილი კი ის იქ საერთოდ არ არის. განა ეს არ არის იმის გამოვლინება, რომ ადამიანს გულში ღმერთი არ ჰყავს? მათ გულში მართლაც რომ ყოფილიყო ღმერთი, განა გააკეთებდნენ იმას, რასაც ავაზაკები და მხეცები აკეთებენ? თუ ადამიანს მართლაც ეშინია ღვთის, ის თავის წრფელ გულს ღმერთთან კავშირში მოიყვანს და მის ფიქრებსა და იდეებს მუდამ ღვთის სიტყვები დაიკავებს. ის არ დაუშვებს შეცდომას არც სიტყვაში და არც საქმეში და არ გააკეთებს არაფერს, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ღმერთს. სწორედ ასეთია მორწმუნის სტანდარტი.

წინა: რას უნდა ფლობდეს მსახურებისთვის გამოსადეგი მწყემსი

შემდეგი: ათასწლოვანი სამეფოს დრო დადგა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება