თავი 90

ყველა, ვინც ბრმაა, უნდა განმშორდეს და წამითაც აღარ უნდა დარჩეს, რადგან მე მსურს ისინი, ვისაც ჩემი შეცნობა, ჩემი ხილვა და ჩემგან ყოველივეს მიღება ძალუძს. და ვის შეუძლია ჭეშმარიტად მიიღოს ჩემგან ყოველივე? ასეთი ადამიანები ნამდვილად ძალიან ცოტანი არიან და ისინი აუცილებლად მიიღებენ ჩემს კურთხევას. მე მიყვარს ეს ხალხი და სათითაოდ გამოვარჩევ მათ, რათა იყვნენ ჩემი მარჯვენა ხელი, ჩემი გამოჩინება. მე ისე ვიზამ, რომ ურიცხვმა ერმა და ხალხმა განუწყვეტლივ განმადიდოს და ამ ადამიანების გამო დაუსრულებლად სიხარულით მიგალობონ. ო, სიონის მთავ! აღმართე გამარჯვების დროშა და იყიჟინე ჩემთვის! რადგან მე მოვივლი სამყაროსა და დედამიწის კიდეებს, მოვედები მთების, მდინარეებისა და ყოველივეს თითოეულ კუნჭულს, სანამ კვლავ აქ დავბრუნდები. მე ვბრუნდები გამარჯვებული სამართლიანობით, სამსჯავროთი, რისხვითა და ცეცხლით და, მით უმეტეს, ჩემს პირმშო ძეებთან ერთად. ყოველივეს, რაც მძულს, და ყველა ადამიანს, მოვლენასა და საგანს, რომელიც მძულს, შორს მოვისვრი. მე გამარჯვებული ვარ და აღვასრულე ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურდა. ვინ ბედავს თქვას, რომ ჩემი საქმე არ დამისრულებია? ვინ ბედავს თქვას, რომ ჩემი პირმშო ძენი არ მომიპოვებია? ვინ ბედავს თქვას, რომ ტრიუმფით არ დავბრუნებულვარ? ასეთი ადამიანები ნამდვილად სატანის მოდგმისანი არიან. სწორედ მათ უჭირთ ჩემი პატიების მიღება. ისინი არიან ბრმები, არაწმიდა სულები და ისინი ყველაზე მეტად მძულს. ამ მოვლენების შემდეგ, მე გამოვავლენ ჩემს რისხვასა და ჩემი სამსჯავროს მთელ სისრულეს. ჩემს მწველ ალს მთელ სამყაროსა და დედამიწის კიდეებამდე მოვდებ, რათა ყოველი კუნჭული განათდეს. ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება.

როგორც კი ჩემს სიტყვებს ჩასწვდებით, მათგან ნუგეში უნდა მიიღოთ; არ დაუშვათ, რომ მათ შეუმჩნევლად ჩაიარონ. სამსჯავროს სიტყვები ყოველდღე გევლინებათ. მაშ, რატომ ხართ ასეთი უგუნურნი და უგრძნობნი? რატომ არ თანამშრომლობთ ჩემთან? ასე ძალიან გსურთ ჯოჯოხეთში წასვლა? მე ვამბობ, რომ ჩემი პირმშო ძეებისთვის, ჩემი ძეებისა და ხალხისთვის მოწყალე ღმერთი ვარ. მაშ, როგორ გესმით ეს? ეს არ არის მარტივი განცხადება და მას დადებითი კუთხიდან უნდა შეხედოთ. ო, ბრმა კაცობრიობავ! მრავალჯერ გადაგარჩინეთ, გამოგიყვანეთ სატანის მარწუხებიდან და გაკიცხვისგან, რათა მიგეღოთ ჩემი აღთქმა. მაშ, რატომ არ ითვალისწინებთ ჩემს გულს? განა შეუძლია რომელიმე თქვენგანს ამგვარად გადარჩენა? ჩემი სამართლიანობა, დიდებულება და სამსჯავრო სატანის მიმართ არავითარ წყალობას არ იჩენს. მაგრამ რაც შეგეხებათ თქვენ, ამ ყოველივეს მიზანი თქვენი გადარჩენაა, თუმცა თქვენ უბრალოდ არ ძალგიძთ ჩემს ხასიათს ჩასწვდეთ და არც ჩემი ქმედებების მიღმა არსებული პრინციპები გესმით. თქვენ გეგონათ, რომ არ ვარჩევ ჩემი სხვადასხვა ქმედებისთვის სიმკაცრის ხარისხს და არ ვასხვავებ ჩემი ქმედებების სამიზნეებს — რაოდენ უმეცარნი ხართ! მე შემიძლია ნათლად დავინახო ყველა ადამიანი, მოვლენა და საგანი. სრული სიცხადით მესმის თითოეული ადამიანის სუბსტანცია, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულად ვჭვრეტ იმას, რაც ადამიანშია. მე შემიძლია ნათლად დავინახო, ის იზებელია თუ მეძავი და ვიცი, ვინ რას სჩადის ფარულად. ნუ კეკლუცობ შენი მომხიბვლელობით ჩემ წინაშე, შე საძაგელო! ახლავე გამეცალე აქედან! მე არ ვიყენებ ასეთ ადამიანს, რათა მან არ შეარცხვინოს ჩემი სახელი! მას არ ძალუძს ჩემი სახელის დამოწმება და ამის ნაცვლად საპირისპირო შედეგები და სირცხვილი მოაქვს ჩემი ოჯახისთვის! დაუყოვნებლივ გააძევეთ იგი ჩემი სახლიდან. მე ის არ მინდა. ერთი წამითაც კი ვერ ავიტან მის დაყოვნებას! მისნაირი ადამიანებისთვის, როგორც არ უნდა ესწრაფოდნენ, ეს ყოველივე ამაოა, რადგან ჩემს სასუფეველში ყველა წმინდა და სრულიად უმანკოა. თუ ვამბობ, რომ ვინმე არ მინდა — და ეს ჩემს ხალხსაც მოიცავს — მაშინ ზუსტად ამას ვგულისხმობ. ნუ ელით, რომ აზრს შევიცვლი. არ მაინტერესებს, რამდენად კარგი იყავი ჩემ მიმართ წარსულში!

ყოველდღე გიმხელთ საიდუმლოებებს. იცით რა მეთოდით გესაუბრებით? რის საფუძველზე ვამჟღავნებ ჩემს საიდუმლოებებს? იცით ეს? ხშირად ამბობთ, რომ მე ვარ ღმერთი, რომელიც საჭირო დროს უზრუნველგყოფთ, მაშ, როგორ შეიცნობთ ამ ასპექტებს? მე სათითაოდ გიცხადებთ ჩემს საიდუმლოებებს ჩემი საქმის ეტაპების შესაბამისად და უზრუნველგყოფთ ჩემი გეგმის მიხედვით და მით უმეტეს, თქვენი რეალური სულიერი ზრდის შესაბამისად. (როდესაც ჩემს უზრუნველყოფაზეა საუბარი, ეს ეხება სასუფეველში მყოფ თითოეულ ადამიანს.) ჩემი საუბრის მეთოდი ასეთია: ჩემს სახლში მყოფ ადამიანებს ვანუგეშებ, უზრუნველვყოფ და განვსჯი; სატანის მიმართ არავითარ წყალობას არ ვიჩენ –– მცირედსაც კი არა, და ყოველივე რისხვა და ცეცხლია. მე გამოვიყენებ ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს, რათა სათითაოდ განვდევნო ჩემი სახლიდან ისინი, ვინც წინასწარ არ განმისაზღვრავს ან არ ამირჩევია. არ არის საჭირო შფოთვა. მას შემდეგ, რაც მათ ვაიძულებ თავიანთი თავდაპირველი სახე გამოააშკარავონ (მას შემდეგ, რაც ისინი საბოლოოდ აღასრულებენ მსახურებას ჩემი ძეებისთვის), ისინი დაბრუნდებიან უძირო უფსკრულში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს არასოდეს დავასრულებ და არასოდეს შევეშვები. ადამიანები ხშირად ახსენებენ ჯოჯოხეთსა და ჰადესს. მაგრამ რას გულისხმობს ეს ორი სიტყვა და რა განსხვავებაა მათ შორის? ნუთუ ისინი მართლაც რაღაც ცივსა და ბნელ კუთხეს გულისხმობენ? ადამიანური გონება ყოველთვის ხელს უშლის ჩემს მართვას! ისინი თვითნებურად ფიქრობენ და ჰგონიათ, რომ ის, რასაც მოიფიქრებენ, საკმაოდ კარგია! მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მათი საკუთარი წარმოდგენებია. ჰადესი და ჯოჯოხეთი ორივე გულისხმობს სიბინძურის ტაძარს, სადაც ოდესღაც სატანა ან ბოროტი სულები ცხოვრობდნენ. ანუ ვინც მანამდე სატანის ან ბოროტი სულების მიერ იყო დაუფლებული — სწორედ ისინი არიან ჰადესი და სწორედ ისინი არიან ჯოჯოხეთი — აქ არავითარი შეცდომა არ არის! სწორედ ამიტომ არაერთხელ გავუსვი ხაზი წარსულში, რომ მე არ ვცხოვრობ სიბინძურის ტაძარში. განა შემიძლია მე (თავად ღმერთმა) ჰადესში ან ჯოჯოხეთში ვიცხოვრო? განა ეს სრული სისულელე არ იქნებოდა? ეს მე რამდენჯერმე ვთქვი, მაგრამ თქვენ მაინც არ გესმით, რას ვგულისხმობ. ჯოჯოხეთთან შედარებით ჰადესი სატანის მიერ უფრო მეტადაა გახრწნილი. მათ, ვინც ჰადესს ეკუთვნის, მიაღწიეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და მე უბრალოდ წინასწარ არ განმისაზღვრავს ეს ადამიანები; ხოლო ისინი, ვინც ჯოჯოხეთს ეკუთვნიან, სწორედ ის ხალხია, ვინც მე წინასწარ განვსაზღვრე და შემდეგ განვდევნე. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ადამიანთაგან არცერთი ამირჩევია.

ადამიანები ხშირად ჩემი სიტყვების არასწორად გაგების ოსტატებად გვევლინებიან. მე რომ ნათლად არ მიმეთითებინა და ნაბიჯ-ნაბიჯ არ განმემარტა ყოველივე, რომელი თქვენგანი ჩასწვდებოდა მათ აზრს? თქვენ მხოლოდ ნახევრად გჯერათ იმ სიტყვებისაც კი, რომელთაც წარმოვთქვამ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საკითხებზე, რომლებიც მანამდე საერთოდ არ მიხსენებია. ახლა ყველა ერში შიდა დაპირისპირებებია დაწყებული: მუშაკები უპირისპირდებიან წინამძღოლებს, სტუდენტები — მასწავლებლებს, მოქალაქეები — მთავრობის წარმომადგენლებს და ყველა მსგავსი აქტივობა, რომელიც იწვევს არეულობას, პირველ რიგში წარმოიშობა თითოეულ ერში და ეს ყოველივე მხოლოდ იმ მსახურების ნაწილია, რომელიც ჩემთვის სრულდება. და რატომ ვამბობ, რომ ამ მოვლენების მეშვეობითაც ისინი მე მემსახურებიან? განა სიამოვნებას მანიჭებს ადამიანთა უბედურება? განა გულხელდაკრეფილი ვზივარ და ყურადღებას არ ვაქცევ? რა თქმა უნდა, არა! რამეთუ ესაა სატანა, რომელიც სასიკვდილო აგონიაში რისხვას აფრქვევს და ამ ყოველივეს მიზანია ნეგატიური ძალების გამოყენება ჩემი დიდი ძალაუფლებისა და ჩემი საკვირველი საქმეების საპირისპირო ფონად. ეს ყოველივე არის ძლიერი დამოწმება, რომელიც ჩემს შესახებ მოწმობს და წარმოადგენს სატანის წინააღმდეგ მიმართულ იარაღს. სწორედ მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველა ერი მიწისა და ძალაუფლებისთვის იბრძვის, მე და ჩემი პირმშო ძენი ერთად ვმეფობთ და ვუსწორდებით მათ და მათთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ასეთ სავალალო სიტუაციებსა და პირობებში ჩემი სასუფეველი სრულად მკვიდრდება ადამიანთა შორის. გარდა ამისა, როდესაც ისინი ძალაუფლებისთვის იბრძვიან და სხვების განკითხვა სურთ, თვითონვე იქნებიან განკითხულნი სხვათა მიერ და ჩემი რისხვით დაიწვებიან — რა საცოდაობაა! რაოდენ საცოდავები არიან! ჩემი სასუფეველი მკვიდრდება ადამიანთა შორის — რა დიდებული მოვლენაა ეს!

რადგან ადამიანები ხართ (იქნება ეს ჩემი სასუფევლის ხალხი თუ სატანის შთამომავლობა), ყველამ უნდა იხილოთ ჩემი საკვირველი საქმეები; წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს არასოდეს დავასრულებ. მაშინაც კი, თუ მზად ხარ მიიღო ჩემი სამსჯავრო, ეს მაინც საკმარისი არ იქნება, თუ ჩემი საკვირველი საქმეები არ გინახავს. ყველა ადამიანი უნდა დარწმუნდეს გულით, სიტყვით და საკუთარი თვალით და ვერავინ დაიძვრენს თავს იოლად. ყველა ადამიანმა უნდა განმადიდოს მე. საბოლოოდ, იმასაც ვიზამ, რომ დიდ წითელ დრაკონსაც კი ვაიძულებ ადგეს და მანაც განმადიდოს ჩემი გამარჯვების გამო. ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება — დაიმახსოვრებთ ამას? ყოველი ადამიანი დაუსრულებლად უნდა მაქებდეს და მადიდებდეს მე!

წინა: თავი 89

შემდეგი: თავი 91

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება