თავი 89
ყველაფრის ჩემი განზრახვების შესაბამისად კეთება ადვილი არ არის. ეს არც საკუთარი თავის იძულებით მიიღწევა და არც თვალთმაქცობით; არამედ დამოკიდებულია იმაზე, მოგანიჭე თუ არა ჩემი სულიერი მონაცემები ჯერ კიდევ ჩემ მიერ სამყაროს შექმნამდე. ეს ყოველივე ჩემს ნებაზეა დამოკიდებული. ეს არ არის ისეთი რამ, რისი მიღწევაც ადამიანებს შეუძლიათ. მე მიყვარს ის, ვისი სიყვარულიც მსურს, ხოლო ვისზეც ვამბობ, რომ პირმშო ძეა, ის ნამდვილად არის პირმშო ძე. ეს ზუსტად ასეა! შეიძლება გინდოდეს თვალთმაქცობა, მაგრამ ამის გაკეთება ამაო იქნება! ნუთუ ფიქრობ, რომ არ შემიძლია შენი ნამდვილი სახის ამოცნობა? განა საკმარისია ჩემ წინაშე მხოლოდ კარგი ქცევის გამოვლენა? განა ეს ასე მარტივია? საერთოდ არა. შენ უნდა გქონდეს ჩემი აღთქმა და უნდა გქონდეს ჩემი წინასწარგანსაზღვრა. ნუთუ გგონია, არ ვიცი, რას აკეთებ ჩემს ზურგს უკან? ავხორცო! როგორც კი შენი მსახურება ჩემდამი დასრულდება, საჩქაროდ დაუბრუნდი ცეცხლისა და გოგირდის ტბას! შენი დანახვაც კი ზიზღს მგვრის და სიძულვილით მავსებს. ყველა, ვინც მემსახურება და ყველანი, ვინც თავდადებით არ სწირავს თავს ჩემთვის, ყველა, ვინც გარყვნილად და თავშეუკავებლად ცხოვრობს, და ყველა ის, ვინც არ ცდილობს ჩემი განზრახვების შეცნობას — თქვენი მსახურების დასრულების შემდეგ — საჩქაროდ გამეცალეთ თვალთახედვიდან! წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად გაგაძევებთ! ეს ადამიანები არ შეიძლება დარჩნენ ჩემს სახლში (კერძოდ, ეკლესიაში) არცერთი წამით მეტხანს. ისინი ყველანი უნდა გაეთრიონ აქედან, რათა სირცხვილი არ მოუტანონ ჩემს სახელს და ჩემი რეპუტაცია არ შელახონ. ეს ადამიანები ყველანი დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან; ისინი დიდი წითელი დრაკონის მიერ არიან გამოგზავნილნი ჩემი მართვის ჩასაშლელად. ისინი მზაკვრობაში არიან დახელოვნებულნი, რათა ჩემი საქმე ჩაშალონ. ჩემო ძევ! უნდა დაინახო მათი ნამდვილი სახე! ნუ დაიჭერ საქმეს ასეთ ადამიანებთან. როდესაც დაინახავ ასეთი ტიპის ადამიანებს, სწრაფად გაეცალე მათ, რათა მათ მახეში არ გაება; რადგან ეს შენს სიცოცხლეს ზიანს მოუტანს! ყველაზე მეტად მძულს ის ადამიანები, რომლებიც დაუფიქრებლად ლაპარაკობენ, ქაოსურად მოქმედებენ, მხოლოდ ხუმრობენ და იცინიან, და უაზრო ლაყბობით არიან დაკავებულნი. არცერთი ასეთი ადამიანი არ მჭირდება. ისინი ყველა სატანის მოდგმისანი არიან! როდესაც საქმე არ აქვთ, სხვების დაცინვით არიან დაკავებულნი. რა არსებები არიან ესენი? ისინი სისულელეს საუბრობენ და ქაოსურად მოქმედებენ. ნუთუ ჯერ კიდევ არ გრძნობენ სირცხვილს? სინამდვილეში, ამ ტიპის ადამიანები ყველაზე ნაკლებად ღირებულნი არიან და მე უკვე დიდი ხანია დავინახე მათი ნამდვილი სახე და მივატოვე ისინი. სხვაგვარად რომ იყოს, რატომ არ მიიღებდნენ ჩემგან წვრთნას და რატომ ისაუბრებდნენ განუწყვეტლივ სისულელეს? ისინი მართლაც დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან! ახლა მე დავიწყე ამ არსებების სათითაოდ მოშორება. განა შემეძლო სატანის შთამომავლობის გამოყენება ჩემს პირმშო ძეებად, ჩემს ძეებად და ჩემს ხალხად? განა მაშინ მე თვითონ არ ვიქნებოდი გონებაარეული? ამას, რასაკვირველია, არ გავაკეთებ. ნათლად გესმით ეს?
ყოველივე, რასაც დღეს აწყდებით — იქნება ეს კარგი თუ ცუდი — ჩემი ბრძნული ხელებით იქნა დადგენილი; ყოველივე ჩემ მიერ იმართება და ჩემს კონტროლქვეშაა. ეს ნამდვილად არ არის ისეთი რამ, რისი აღსრულებაც კაცობრიობას ადვილად შეუძლია. ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ შფოთავს და წუხს ჩემ გამო, მაგრამ მათი ღელვა უბრალოდ ამაოა! ისინი უგულებელყოფენ თავიანთ მთავარ ამოცანას და არ ეძიებენ სულში შესვლას, თუმცა მაინც სურთ ცხოვრებაში ზრდა. მათი იმედები ფუჭია! ისინი სულაც არ შფოთავენ, მაგრამ მაინც სურთ ჩემი განზრახვების შესრულება! შენ ჩემ გამო წუხხარ, მაგრამ მე არ ვწუხვარ! მაშ, შენ რატომ წუხხარ? შენ ზედაპირულად მეპყრობი შენს ქმედებებში და ურცხვად იტყუები. გეუბნები შენ! ამიერიდან, შენნაირ ადამიანებს ჩემი სახლიდან გავაძევებ. ასეთი ადამიანები ღირსნი არ არიან, რომ ჩემს სახლში მემსახურონ. მე მძულს ისინი, რადგან ისინი მგმობენ საკუთარი ქმედებებით. როდესაც ითქვა „ჩემი გმობა მიუტევებელი ცოდვაა“, ვინ მოიაზრებოდა ამაში? ნათელია თუ არა ეს თქვენთვის? ასეთმა ადამიანმა უკვე ჩაიდინა ეს ცოდვა, მაგრამ თავად არ სჯერა, რომ პრობლემამ ასეთ სერიოზულ წერტილს მიაღწია. ის მართლაც სულიერი გაგების არმქონე, დაბნეული ადამიანია, რომელიც ბრმა და უმეცარია! მე შენ გაგაძევებ! (რადგან ეს სატანის მიერ ჩემი გამოცდაა, მე იმდენად მძულს ეს, რომ არაერთხელ მიხსენებია ეს თემა, რაც ყოველ ჯერზე სიბრაზით მავსებს. არ შემიძლია რისხვის შეკავება და ვერავინ შეძლებს მის შეჩერებას. ჯერ არ დამდგარა ის კონკრეტული დრო, თორემ დიდი ხნის წინ გავუსწორდებოდი ამ ადამიანს!) (ეს ეხება იმ ფაქტს, რომ დღეს არსებობს მრავალი ადამიანი, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ უცხოელები ჩინეთში ჭარბად შემოსვლას შეეცდებიან. მათ ჯერ კიდევ არ სჯერათ ამის და სწორედ ამის გამო ჩემი რისხვა დუღს და გადმოდუღს.)
ჩემს სახლში, ზუსტად როგორი ტიპის ადამიანი შეესაბამება ჩემს განზრახვებს? ანუ, შექმნამდე, როგორი ტიპის ადამიანები განვსაზღვრე წინასწარ, რომ სამუდამოდ ეცხოვრათ ჩემს სახლში? იცით? გიფიქრიათ, როგორი ტიპის ადამიანები მიყვარს და როგორი ადამიანები მძულს? ჩემი სახლი ეკუთვნით მათ, ვინც ჩემი თანამოაზრეა და ვინც ჩემთან ერთად იზიარებს ჩემს ჭირსა და ლხინს — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც იზიარებენ როგორც კურთხევებს, ისე გასაჭირს. ამ ადამიანებს, ყველას, შეუძლიათ უყვარდეთ ის, რაც მე მიყვარს, და სძულდეთ ის, რაც მე მძულს. მათ შეუძლიათ უარყონ ის, რაც მე მძულს. თუ მე ვამბობ, რომ არ უნდა ჭამონ, მაშინ ისინი მზად არიან, მშივრებიც კი დარჩნენ, ოღონდ ჩემი განზრახვა აღასრულონ. ამგვარი ადამიანი მზად არის, დარჩეს ჩემდამი ერთგული და თავი გაიღოს ჩემთვის; მას შეუძლია გაითვალისწინოს ჩემი საგულდაგულო ძალისხმევა და მუდამ დაუღალავად იშრომოს ჩემი გულისთვის. სწორედ ამიტომ, ასეთ ადამიანებს პირმშო ძეების სტატუსს ვანიჭებ და ვაძლევ ყველაფერს, რაც გამაჩნია. მე შემიძლია ვუხელმძღვანელო ყველა ეკლესიას — და ამ უფლებას მათ გადავცემ; მე მაქვს სიბრძნე — და ამასაც მათ ვანიჭებ; მე შემიძლია ვიტანჯო ჭეშმარიტების პრაქტიკაში აღსრულებისთვის — და ამ ადამიანებს ასევე ვუბოძებ სიმტკიცეს, რათა შეძლონ ყოველივეს ატანა ჩემ გამო. მე მაქვს კარგი სულიერი მონაცემები — და ამასაც მათ მივცემ, რათა ისინი ზუსტად ჩემნაირები გახდნენ, უმცირესი განსხვავების გარეშეც კი, ისე, რომ სხვებმა დამინახონ მე, როდესაც ამ ადამიანებს დაინახავენ. ახლა ჩემს სრულ ღვთაებრიობას ამ ადამიანებში ვდებ, რათა მათ შეძლონ ჩემი სრული ღვთაებრიობის ერთი ასპექტის ცხოვრებაში გამოვლენა, რათა სრულად წარმომაჩინონ მე. ეს არის ჩემი განზრახვა. ნუ ეცდებით გარეგნულად დამემსგავსოთ (ჩემნაირად ჭამოთ ან ჩემნაირი სამოსი ატაროთ); ყოველივე ეს სრულიად ამაოა და მხოლოდ საკუთარ თავს დაიღუპავთ, თუ ასეთ რამეებს გამოეკიდებით. ეს იმიტომ, რომ ისინი, ვინც გარეგნულად ცდილობენ ჩემს მიბაძვას, სატანის მსახურები არიან, და ამგვარი ძალისხმევა სატანის გეგმაა — სატანის ამბიციის გამოვლინება. შენ ცდილობ, ჩემნაირი იყო, მაგრამ ხარ კი ამის ღირსი? ფეხქვეშ გაგსრეს და მოგკლავ! ჩემი საქმე განუწყვეტლივ მიმდინარეობს და ვრცელდება მსოფლიოს ყველა ერზე. სასწრაფოდ, მიჰყევი ჩემს ნაბიჯებს!