თავი 48

მე ვღელავ, მაგრამ თქვენ შორის რამდენს შეუძლია იყოს ჩემი გულისა და გონების თანაზიარი? უბრალოდ ყურადღებას არ აქცევთ ჩემს სიტყვებს, სრულიად უგულებელყოფთ და ვერ ახერხებთ მათზე ფოკუსირებას; ნაცვლად ამისა, მხოლოდ საკუთარ ზედაპირულ საქმეებზე ხართ ფოკუსირებულნი. ჩემთვის ყველაზე ძვირფასს ფუჭად მიიჩნევთ; განა თქვენი სინდისი არ გქენჯნით? უგუნურები, უმეცრები და გონიერებას მოკლებულნი ხართ; ყველანი ბრიყვები ხართ და სრულიად არ ძალგიძთ ჩემი დაკმაყოფილება. მე მთლიანად თქვენთვის ვარ — რამდენად შეგიძლიათ იყოთ ჩემთვის? არასწორად გაიგეთ ჩემი განზრახვები და ეს ნამდვილად თქვენი სიბრმავისა და საგნების არსში წვდომის უუნარობის ბრალია, რის გამოც სულ თქვენზე ვდარდობ და დროს ვხარჯავ. ახლა თქვენი დროის რა ნაწილი შეგიძლიათ მომიძღვნათ და გაიღთ ჩემთვის? ეს კითხვები საკუთარ თავს უფრო ხშირად უნდა დაუსვათ.

ჩემი განზრახვები თქვენზეა დამყარებული — ნამდვილად გესმით ეს? ნამდვილად რომ გესმოდეთ, დიდი ხნის წინ ჩასწვდებოდით ჩემს განზრახვებს და გაითვალისწინებდით ჩემს ტვირთს. ნუღარ იქნებით დაუდევარნი, თორემ სულიწმიდა აღარ იმოქმედებს თქვენზე, რაც თქვენს სულებს მოაკვდინებს და ჰადესში ჩააგდებს. განა ეს მეტისმეტად საშინელი არ არის თქვენთვის? აღარ არის საჭირო კვლავ შეხსენება. გამოიკვლიეთ თქვენი სინდისი და ჰკითხეთ საკუთარ თავს: მე ვარ თქვენთან ვალში, თუ თქვენ გაქვთ ჩემი ძალიან დიდი ვალი? ნუ აურევთ ერთმანეთში სწორსა და არასწორს; ნუ იქნებით გონიერებას მოკლებულნი! ახლა არ არის ძალაუფლებისა და გამორჩენისთვის ბრძოლის ან ინტრიგებში ჩაბმის დრო. უნდა იჩქაროთ და უარი თქვათ იმაზე, რაც ც საზიანოა სიცოცხლისთვის და ეძიოთ რეალობაში შესვლა. ისეთი დაუდევრები ხართ! არ ძალგიძთ ჩემი გულის გაგება ან ჩემი განზრახვების შეცნობა. ბევრი რამ არის ისეთი, რისი თქმაც არ უნდა დამჭირვებოდა, მაგრამ იმდენად დაბნეული ადამიანები ხართ, რომ არაფერი გესმით, ამიტომ მიწევს მათი კვლავ და კვლავ გამეორება, თუმცა მაინც ვერ შეძელით ჩემი გულის დაკმაყოფილება.

სათითაოდ რომ ჩამოგთვალოთ, თქვენ შორის რამდენს შეუძლია ჭეშმარიტად გაითვალისწინოს ჩემი გული?

წინა: თავი 47

შემდეგი: თავი 49

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება