თავი 47
სამართლიანო ყოვლისშემძლე ღმერთო — ყოვლისშემძლეო! შენთვის აბსოლუტურად არაფერია დაფარული ან დამალული. თითოეული საიდუმლო უხსოვარი დროიდან მარადისობამდე, რომელიც ადამიანთა მიერ არასოდეს გაცხადებულა, შენთვის ცხადი და სრულიად ნათელია. აღარ გვჭირდება ძიება და ხელის ფათური, რადგან დღეს შენი პიროვნება ღიად გამოგვეცხადა, შენ ხარ საიდუმლო, რომელიც გაცხადდა, შენ ხარ თავად პრაქტიკული ღმერთი; რადგან დღეს პირისპირ წარსდექ ჩვენ წინაშე და რაკი ვხედავთ შენს პიროვნებას, სულიერი სამყაროს ყოველ საიდუმლოს ვჭვრეტთ. ჭეშმარიტად ეს არის ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა! დღეს ჩვენ შორის ხარ, ჩვენშიც კი, ასე ძალიან ახლოს ჩვენთან; ეს სიტყვებით აღუწერელია! შეუდარებელია ამ საიდუმლოს სიღრმე!
ყოვლისშემძლე ღმერთმა აღასრულა თავისი მართვის გეგმა. ის არის სამყაროს გამარჯვებული დიდი მეფე. ყოველი საგანი და მოვლენა მისი ხელით იმართება. ურიცხვი ადამიანი მუხლს იყრის და თაყვანს სცემს და უხმობს ჭეშმარიტი ღმერთის — ყოვლისშემძლეს სახელს. მისი ბაგიდან გამოსული სიტყვებით აღესრულება ყოველი მოვლენა. რატომ ხართ ასე მოდუნებულნი, რატომ არ ძალგიძთ ღმერთან გულწრფელად და ჯეროვნად თანამშრომლობა, მასთან მჭიდროდ გაერთიანება და მასთან ერთად დიდებაში შესვლა? ნუთუ გსურთ ტანჯვა? გსურთ, რომ მიტოვებულნი იყოთ? გგონიათ, არ ვიცი, ვინ მწირავს თავს გულწრფელად და ვის გაუღია თავი გულწრფელად ჩემთვის? უმეცრებო! დაბნეულო ადამიანებო! არ ძალგიძთ ჩემი განზრახვების გაგება და მით უმეტეს, ჩემი ტვირთის გათვალისწინება, მუდამ მაიძულებთ, ვიზრუნო თქვენზე, ვიშრომო თქვენთვის. როდის დასრულდება ეს?
ჩემი ცხოვრებაში გამოვლენა ყოველ საქმეში, ჩემზე მოწმობის გაცემა ყოველ საქმეში — განა ეს მხოლოდ პირის გაღება და საუბარია? არ იცით, რა არის თქვენთვის სასიკეთო! რასაც აკეთებთ, იქ მე არ ვარ და მით უმეტეს, არ ვარ წარმოდგენილი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვიცი, რომ უბრალოდ სერიოზულად არ ეკიდებით ღვთისადმი რწმენას, სხვაგვარად ეს ნაყოფს არ გამოიღებდა თქვენში! ჯერ კიდევ არ გამოფხიზლებულხართ და თუ ასე გააგრძელებთ, ჩემს სახელს შეარცხვენთ!
ჰკითხეთ საკუთარ თავს, როდესაც საუბრობთ, ვართ თუ არა შენთან ერთად? როდესაც ჭამ ან იცვამ, განა ჩემი აღთქმა თქვენთანაა? ჭეშმარიტად დაუფიქრებელნი ხართ! როდესაც თქვენს პრობლემებზე პირდაპირ არ მიგითითებენ, მაშინ ავლენთ ნამდვილ სახეს და არცერთი თქვენგანი არ რწმუნდება. ასე რომ არ იყოს, იფიქრებდით, რომ კარგ მდგომარეობაში ხართ და იფიქრებდით, რომ ბევრ რამეს ფლობთ. განა არ იცით, რომ რაც თქვენშია და რაც მთლიანად გავსებთ სატანის მახინჯი სახეა? ითანამშრომლეთ ჩემთან, რათა ყოველივე ეს განდევნოთ. დაე, იმან, რაც მე ვარ და რაც გამაჩნია, დაიკავოს მთელი შენი არსება; მხოლოდ ასე შეძლებ ჩემს ცხოვრებაში გამოვლენას, ჩემზე მოწმობის გაცემას მეტი რეალობით და იქნები მიზეზი იმისა, რომ მეტი ადამიანი დამმორჩილდეს ჩემი ტახტის წინაშე. უნდა იცოდეთ, რა მძიმეა ტვირთი თქვენს მხრებზე: ქრისტეს ამაღლება, გამოცხადება, მისი დამოწმება, რათა უამრავმა ადამიანმა მიიღოს ხსნა, რათა ჩემი სასუფეველი დარჩეს მტკიცე და შეურყეველი. ამ ყველაფერს ნათლად ვხსნი, რათა მუდამ არ იყოთ დაბნეულნი და გესმოდეთ დღევანდელი საქმის მნიშვნელობა.
უმწეონი პრობლემათა წინაშე, როგორც ცხელ ტაფაზე წრეზე მორბენალი ჭიანჭველები: ეს არის თქვენი ხასიათი. გარეგნულად ზრდასრულებს ჰგავხართ, მაგრამ თქვენი შინაგანად - ბავშვებს; ერთადერთი, რაც იცით, არის პრობლემების შექმნა და ჩემი ტვირთის დამძიმება. მცირედი რამეც რომ იყოს, რასაც ყურადღებას არ მივაქცევ, თქვენ მაშინვე პრობლემებს ქმნით. განა ასე არ არის? ნუ იქნებით თვითმართალნი. რასაც ვამბობ, ჭეშმარიტებაა. ყოველთვის ნუ ფიქრობთ, რომ მუდმივად ჭკუას გარიგებთ, თითქოს მხოლოდ მაღალფარდოვან სიტყვებს ვიყენებდე; ეს არის თქვენი რეალური მდგომარეობა.