თავი 49

თანამშრომლობითი მსახურება მოითხოვს ზუსტ, ცოცხალ და ნათელ თანამშრომლობას, ასევე სიცოცხლისუნარიანობას, ენერგიასა და უხვ რწმენას, რათა მათში ჩართული მხარეები უზრუნველყოფილნი და დაკმაყოფილებულნი იყვნენ. ჩემი მსახურებისას უნდა იმოქმედო ჩემი განზრახვების შესაბამისად, არა მხოლოდ ჩემი გულის თანახმად, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უნდა შეასრულო ჩემი განზრახვები, რათა მე კმაყოფილი ვიყო ყველაფრით, რისი სრულყოფაც შენში განვიზრახე. აავსე ცხოვრება ჩემი სიტყვებით, საუბარი - ჩემი ძალით — აი, რას ვითხოვ შენგან. საკუთარი სურვილების მიხედვით რომ მოქმედებდე, იპოვიდი კი ამაში ჩემს მსგავსებას? დააკმაყოფილებდა კი ეს ჩემს გულს? ხარ კი ის, ვინც გულწრფელად შეიგრძნო ჩემი განზრახვები? ხარ კი ის, ვინც ჭეშმარიტად ეცადა ჩემი გულის წვდომას? ჭეშმარიტად მომიძღვენი და გაიღე თუ არა თავი ჩემთვის? დაფიქრებულხარ კი იმაზე, რაც მე ვთქვი?

ადამიანი უნდა ფლობდეს სიბრძნეს ყველა სფეროში და უნდა გამოიყენოს სიბრძნე, რათა მიჰყვეს ჩემს სრულყოფილ გზას.. ისინი, ვინც ჩემი სიტყვების ფარგლებში მოქმედებენ, ყველაზე ბრძენნი არიან, ხოლო ისინი, ვინც ჩემი სიტყვების შესაბამისად მოქმედებენ — ყველაზე მორჩილნი. ჩემი სიტყვები კანონია და არაა საჭირო ჩემს წინაშე რაიმეს გამართლება ან ჩემთან კამათი.ყველაფერს, რასაც ვამბობ, შენზე ფიქრით ვამბობ (მიუხედავად იმისა, მკაცრია ჩემი სიტყვები თუ რბილი). ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ ფოკუსირდე მორჩილებაზე — ეს საკმარისია. მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი სიბრძნე (და თავიდან აგაცილებს ღვთის სამსჯავროს). დღეს, ჩემს სახლში ნუ იქნები გარეგნულად თავაზიანი, როცა ფარულად კრიტიკას გამოთქვამ. ის, რაც მე მსურს, არის რეალობა და არა მაღალფარდოვანი სიტყვები. მათთვის, ვინც რეალობას წარმოაჩენს, ყველაფერი არსებობს. ხოლო მათთვის, ვინც არ ფლობს რეალობას, არაფერია და ისინი თავიანთ ხორციელ სხეულთან ერთად არარაობად იქცევიან, რადგან რეალობის გარდა, ყველაფერი სხვა მხოლოდ სიცარიელეა; სხვა ახსნა არ არსებობს.

მსურს, რომ ღვთისადმი რწმენასთან მიმარტებაში ყველანი იყოთ გულწრფელნი და არ იფიქროთ იმაზე, თუ რას შეიძენთ ან რას დაკარგავთ, არც იმაზე, რაც თქვენ გეხებათ; მხოლოდ ჭეშმარიტ გზაზე მტკიცედ დგომას უნდა ეძიებდეთ და არ უნდა მოექცეთ ვინმეს გავლენის ქვეშ ან არ შეიბოჭოთ ვინმეს მიერ. მხოლოდ ამგვარად ჩაითვლებით ეკლესიის ბურჯებად და სასუფევლის მძლეველებად; წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებით ღირსნი, იცხოვროთ ჩემ წინაშე.

სხვადასხვა ვითარებაში ჩემთან სიახლოვის გზაც სხვადასხვანაირია. ზოგიერთ ადამიანს უყვარს ლამაზი სიტყვების თქმა და ჩემ წინაშე ღვთისმოსავად მოქცევა. თუმცა ფარულად ისინი სრულ არეულობაში არიან და ჩემი სიტყვები მათში საერთოდ არ არსებობს. ისინი საზიზღარნი და გამაღიზიანებელნი არიან; გამორიცხულია, რომ მათ ვინმეს დამოძღვრა ან ვინმესთვის საზრდოს მიცემა შეძლონ. ვერ ახერხებთ ჩემი გულის გათვალისწინებას მხოლოდ იმიტომ, რომ არ ძალგიძთ ჩემთან მეტი სიახლოვე ან თანაზიარება; თქვენ მაიძულებთ, მუდმივად თქვენზე ვინერვიულო და მუდმივად თქვენთვის ვიღვაწო.

წინა: თავი 48

შემდეგი: თავი 50

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება