თავი 35
შვიდი ქუხილი გამოდის ტახტიდან, აზანზარებს სამყაროს, აბრუნებს ცასა და მიწას და გუგუნებს ზეცაში! ეს ხმა ყურისმომჭრელია, მისგან თავის დაღწევა ან დამალვა ადამიანებს არ შეუძლიათ. ქუხილი და ელვა იფეთქებს და მყისვე ცა და მიწა უზარმაზარ ცვლილებებს განიცდის, ადამიანები კი უკანასკნელად ეწაფებიან ჰაერს. შემდეგ, ელვის სისწრაფით, მთელ სამყაროს ზეციდან მოვლენილი მძვინვარე ქარიშხლიანი წვიმა წალეკავს! თავსხმა წვიმასავით ძირფესვიანად რეცხავს იგი ყველაფერს თავიდან ფეხებამდე დედამიწის კიდეების ყოველ კუნჭულში ისე, რომ არავითარ ლაქას არ ტოვებს. მას ვერაფერი დაემალება და ვერავინ შეძლებს მისგან თავის დაღწევას. ქუხილის გრგვინვა, ელვის გაელვების მსგავსად, ცივი ნათებით კაშკაშებს და ადამიანებს შიშით აძრწუნებს! ბასრი ორლესული მახვილი განგმირავს ურჩობის ძეებს. მტრებს უბედურება ატყდებათ თავს და დასამალი არსად აქვთ; ქარისა და წვიმის მორევში თავგზა ებნევათ, დარტყმისგან თავბრუ ესხმით, მყისიერად იხოცებიან ადიდებულ წყლებში და წაილეკებიან. მათ მხოლოდ სიკვდილი ელით და გადარჩენის არავითარი გზა არ არსებობს. შვიდი ქუხილი ჩემგან გამოდის, თან მოაქვს ჩემი განზრახვა, განგმირავს ეგვიპტის პირმშო ძეებს, სჯის ბოროტ ადამიანებს და განწმენდს ჩემს ეკლესიებს, რათა ყველანი ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ჭეშმარიტად იმოქმედონ საკუთარი თავის მიმართ და იყვნენ ჩემი გულის თანაზიარნი, რათა სამყაროში არსებული ყველა ეკლესია ერთ მთლიანობად აშენდეს. ეს არის ჩემი მიზანი.
გაისმის ქუხილის ხმა და მას კვალდაკვალ მოჰყვება გოდება. ზოგს თვლემისგან ეღვიძება და, დიდად შეშფოთებულნი, ღრმა თვითრეფლექსიას ეძლევიან და სასწრაფოდ ბრუნდებიან ტახტის წინაშე. ისინი წყვეტენ თავიანთ აღვირახსნილ მზაკვრობასა და აღმაშფოთებელ ქმედებებს; ასეთი ადამიანებისთვის გამოფხიზლება ჯერ კიდევ მეტისმეტად გვიანი არ არის. ჩემი ტახტიდან ვადევნებ მათ თვალს. გულდასმით ვიკვლევ ადამიანთა გულთა სიღრმეებს. მათ, ვინც გულწრფელად და მხურვალედ ისწრაფვის ჩემკენ, ვიხსნი და წყალობას მოვავლენ მათზე. მათ, ვისაც გულში ყველაფერზე მეტად ვუყვარვარ, ვისაც ესმის ჩემი განზრახვები და გზის ბოლომდე მომყვება, მარადისობაში ვიხსნი. ჩემი ხელი უსაფრთხოდ დაიფარავს მათ, რათა არ შეესწრონ ამ სცენას და არავითარი ზიანი არ მიადგეთ. ზოგიერთნი კი, ამ ელვის გაელვების სცენის ხილვისას, გულში ენით გამოუთქმელ ტანჯვასა და უკიდურეს სინანულს გრძნობენ. თუ ისინი კვლავაც ასე გააგრძელებენ მოქცევას, მათთვის უკვე მეტისმეტად გვიანი იქნება. ო, სრულიად ყოველივეო! ეს ყველაფერი აღსრულდება. ესეც ჩემეული ხსნის ერთ-ერთი საშუალებაა. ვიხსნი მათ, ვისაც ვუყვარვარ და განვგმირავ ბოროტებს, რითაც ჩემს სასუფეველს მყარსა და ურყევს გავხდი დედამიწაზე და გავაგებინებ ურიცხვ ერსა და ხალხს, და ყოველ ადამიანს სამყაროსა და დედამიწის კიდეებამდე, რომ მე ვარ დიდებულება, მე ვარ შთანმთქმელი ცეცხლი და მე ვარ ღმერთი, რომელიც გულდასმით იკვლევს ყოველი ადამიანის გულის სიღრმეებს. ამიერიდან, დიდი თეთრი ტახტის სამსჯავრო ღიად ეცხადება მასებს და ურიცხვ ხალხს ეუწყება, რომ სამსჯავრო დაიწყო! ეჭვგარეშეა, რომ ყველა, ვინც ერთს ამბობს, მაგრამ სხვას ფიქრობს, ვინც ეჭვობს და ვერ ბედავს დარწმუნებული იყოს, ვინც ფლანგავს თავის დროს და ვისაც ესმის ჩემი განზრახვები, მაგრამ არ სურს მათი პრაქტიკაში განხორციელება — ყველა მათგანი უნდა განისაჯოს. თქვენ კი გულდასმით უნდა გამოიკვლიოთ საკუთარი განზრახვები და მოტივები და დაიკავოთ თქვენი სათანადო ადგილი, გულწრფელად აღასრულოთ პრაქტიკაში ჩემი სიტყვები, ფოკუსირდეთ თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, არ იმოქმედოთ ენთუზიაზმით გარე საქმეების მიმართ, არამედ გაზარდოთ თქვენი ცხოვრება, გახადოთ ის მომწიფებული, სტაბილური და გამოცდილებით აღსავსე — მხოლოდ მაშინ იქნებით ჩემი განზრახვების შესაბამისნი.
სატანის მსახურთ ან ბოროტი სულების მოქმედებებს, რომლებიც ჩემს ნაშენებს ხელს უშლიან და ანგრევენ, არავითარი შესაძლებლობა არ მისცეთ. ისინი მკაცრად უნდა შეიზღუდონ და აღიკვეთონ; მათთან გამკლავება მხოლოდ ბასრი მახვილითაა შესაძლებელი. ყველაზე მძიმე შემთხვევები კი დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას, რათა თავიდან იქნას აცილებული სამომავლო პრობლემები. და იქნება ეკლესია სრულქმნილი –– ყოველგვარი ნაკლისგან თავისუფალი და იქნება ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანობითა და ენერგიით სავსე. ელვის გაელვებას კვალდაკვალ ქუხილის გრგვინვა მოსდევს. არ უნდა გამოიჩინოთ დაუდევრობა და არ უნდა დანებდეთ, არამედ ყველაფერი უნდა იღონოთ, რათა ფეხი აუწყოთ და უთუოდ შეძლებთ დაინახოთ, რას აკეთებს ჩემი ხელი, რისი მოპოვება მსურს, რისი უარყოფა მსურს, რისი სრულყოფა მსურს, რისი აღმოფხვრა და რისი განგმირვა მსურს. ყოველივე ეს თქვენს თვალწინ გადაიშლება, რაც საშუალებას მოგცემთ, ნათლად იხილოთ ჩემი ყოვლისშემძლეობა.
ტახტიდან შვიდი ქუხილი ექოსავით გაისმის მთელ სამყაროში და დედამიწის კიდეებამდე. ადამიანთა დიდი ჯგუფი გადარჩება და ჩემი ტახტის წინაშე დანებდება. ამ სიცოცხლის ნათლის კვალდაკვალ, ადამიანები ეძიებენ გადარჩენის გზას და სხვა არჩევანი აღარ აქვთ, გარდა იმისა, რომ მოვიდნენ ჩემთან, მოიყარონ მუხლი თაყვანის საცემად, საკუთარი ბაგეებით უხმონ ყოვლისშემძლე ჭეშმარიტი ღმერთის სახელს და აღავლინონ ვედრება. ისინი კი, ვინც წინააღმდეგობას მიწევენ, ვინც გულს იქვავებენ, მათ ყურებში ქუხილის გრგვინვა გაისმის და, ეჭვგარეშეა, ისინი უნდა მოკვდნენ. სწორედ ეს არის მათი შედეგი. ჩემი საყვარელი ძენი, რომლებიც იმარჯვებენ, ნამდვილად დარჩებიან სიონში და ურიცხვი ხალხი იხილავს, რას მოიპოვებენ ისინი, თქვენს თვალწინ კი უზარმაზარი დიდება გამოჩნდება. ჭეშმარიტად, ეს არის არაჩვეულებრივად დიდი კურთხევა და სიტკბოება, რომლის გადმოცემაც სიტყვებით რთულია.
მოვლენილი შვიდი ქუხილის გრგვინვა არის ხსნა მათთვის, ვისაც ვუყვარვარ და ვინც ჭეშმარიტი გულით ისწრაფვის ჩემკენ. ისინი, ვინც მე მეკუთვნიან და ვინც წინასწარ განვსაზღვრე და გამოვარჩიე, ყველანი შეძლებენ ჩემი სახელით მოსვლას. მათ შეუძლიათ ჩემი ხმის გაგონება. ეს არის ღმერთი, რომელიც მათ უხმობს. დაე, იხილონ დედამიწის კიდეებში მყოფებმა, რომ მე ვარ სამართლიანი, მე ვარ ერთგული, მე ვარ კეთილმოსურნე სიყვარული, მე ვარ წყალობა, მე ვარ დიდებულება, მე ვარ შთანმთქმელი ცეცხლი და, ბოლოს, მე ვარ დაუნდობელი სამსჯავრო.
დაე, ყველამ იხილოს მსოფლიოში, რომ მე ვარ თვით ჭეშმარიტი და სრულყოფილი ღმერთი. ყოველი ადამიანი სრულად არის დარწმუნებული და აღარავინ ბედავს ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევას, არც ჩემს განსჯას ან ცილისწამებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყევლა მყისიერად დაატყდებათ თავს და უბედურება მოევლინებათ. მათ მხოლოდ გოდება და კბილთა ღრჭიალიღა შეუძლიათ, რადგან საკუთარი დაღუპვა თავადვე გამოიწვიეს.
დაე, იცოდეს ურიცხვმა ხალხმა, დაე, ეუწყოს მთელ სამყაროსა და დედამიწის კიდეებამდე ყოველ ოჯახსა და ყოველ ადამიანს: ყოვლისშემძლე ღმერთი არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ყველა ერთმანეთის მიყოლებით დაემხობა მუხლებზე და თაყვანს მცემს და ბავშვებიც კი, რომლებმაც ახლახან ისწავლეს ლაპარაკი, შესძახებენ: „ყოვლისშემძლე ღმერთი!“ ის ხელისუფალნიც, რომლებსაც ძალაუფლება უპყრიათ ხელთ, საკუთარი თვალით იხილავენ მათ წინაშე გამოცხადებულ ჭეშმარიტ ღმერთს და პირქვე დაემხობიან თაყვანის საცემად, შეევედრებიან წყალობასა და პატიებას, მაგრამ მათთვის ნამდვილად მეტისმეტად გვიანია, რადგან მათი აღსასრულის ჟამი უკვე დადგა – მათთვის მხოლოდ აღსასრულამდე მიყვანა და უძირო უფსკრულის მისჯაღაა შესაძლებელი. მთელ ეპოქას დავასრულებ და კიდევ უფრო განვამტკიცებ ჩემს სასუფეველს. ურიცხვი ერი და ხალხი დამნებდება ჩემ წინაშე უკუნითი უკუნისამდე!