თავი 36
ყოვლისშემძლე ჭეშმარიტი ღმერთი, ტახტზე მჯდარი მეუფე, მართავს სამყაროს უთვალავ ერთა და ხალხთა წინაშე, და მისი დიდება მთელ მსოფლიოს ანათებს. სამყაროს ყველა ცოცხალი არსება მისი კიდით კიდემდე იხილავს ამას. მთები, მდინარეები, ტბები, მიწები, ოკეანეები, ყოველივე ცოცხალი არსება ფარდებს გახსნის ჭეშმარიტი ღმერთის ნათელში, და აღსდგება, თითქოს სიზმრიდან გამოფხიზლებული, თითქოს მიწიდან აღმოცენებული, ნიადაგიდან ამოხეთქილი ყლორტი!
ოჰ! ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი წარსდგება მსოფლიოს ხალხის წინაშე. ვინ შეჰბედავს შეეწინააღმდეგოს? შიშით კრთის ყველა. ყველანი სრულად დარწმუნებულნი არიან და კვლავ და კვლავ ითხოვენ შენდობას. ურიცხვი ხალხი მუხლს იდრეკს მის წინაშე, და ურიცხვი ბაგე თაყვანს სცემს მას. კონტინენტები და ოკეანეები, მთები, მდინარეები და ყოველივე უსასრულოდ ადიდებს მას! ნაზ სიოს, გაზაფხულის სუნთქვასთან ერთად, დაუსრულებელი ჟუჟუნა წვიმა მოაქვს. მორაკრაკე ნაკადულები და ადამიანთა მრავალრიცხოვანი ბრბოები ერთმანეთს ჰგვანან, ორივენი აღვსილან სევდითა და სიხარულით, ღვრიან რა მოუხდელი ვალისა და თვითგვემის ცრემლებს. მდინარეები, ტბები, ზღვის ტალღები და ქაფიანი მოქცევები, — ყველანი მღერიან და ადიდებენ ჭეშმარიტი ღმერთის წმინდა სახელს! ხოტბის ხმა ასე ცხადად ისმის! ის რაც ოდესღაც სატანის მიერ იყო გახრწნილნი — თითოეული და ყოველი მათგანი განახლდება და შეიცვლება და სრულიად ახალ სამყაროში შევა….
ეს წმინდა საყვირია და იგი უკვე აჟღერდა! ყური უგდეთ. ეს ხმა, ასეთი ტკბილი, ტახტის შეტყობინებაა. იგი ყველა ერსა და ხალხს აუწყებს, რომ მოვიდა დრო, დადგა ბოლო ჟამი, ჩემი მართვის გეგმა დასრულებულია, ჩემი სასუფეველი დედამიწას ღიად გამოეცხადა და მსოფლიოს ყველა სამეფო გახდა ჩემი, რომელიც ვარ ღმერთი. ჩემი შვიდი საყვირი ისმის ტახტიდან და ასეთი საოცარებები მოხდება! ადამიანები ქვეყნიერების ყველა კუთხიდან, ყველა მხრიდან ზვავის ძალითა და ელვა-მეხის ძალმოსილებით იხუვლებენ, ზოგი ზღვას გადმოცურავს, ზოგი ცას გადმოიფრენს, ყველა ფორმისა და ზომის ტრანსპორტით მოვლენ, ზოგიც ცხენით მოჯირითდება. კარგად შეხედე. ფხიზლად უსმინე. სხვადასხვა ფერის ცხენებზე ამხედრებულები, სულიერად ამაღლეულნი, ძლიერნი და დიდებულნი, თითქოს ბრძოლის ველზე გადიან და სიკვდილსაც არად აგდებენ. ცხენების ჭიხვინსა და ჭეშმარიტი ღმერთის სახელს ხმამაღლა მღაღადებელთა ხმაურში უამრავი კაცი, ქალი და ბავშვი მათი ჩლიქებით ერთ წამში გაითელება. ზოგი სულს დალევს, ზოგი იქნება ბოლო ამოსუნთქვით, ზოგიც დასახიჩრდება, მაგრამ არავინ იქნება მათი მუმხედავი, ვიდრე ისტერიულად ყვირიან და ტკივილისგან მოთქვამენ. ამბოხის ძენო! განა ეს თქვენი საბოლოო ხვედრი არ არის?
სიხარულით ვუყურებ ჩემს ხალხს, რომელსაც შეუძლია, ისმინოს ჩემი ხმა და რომელიც ყველა ერიდან და ქვეყნიდან იკრიბება უთვალავი ხალხი, ვინც მუდამ ჭეშმარიტი ღვთის სახელის ხსენებაშია, უსასრულოდ ასხამს ხოტბას და ხტის! ისინი მოწმობენ ქვეყნის წინაშე და მათი ჭეშმარიტი ღვთის მოწმობის ხმა მრავალ წყალთა გვრგვინვის ხმას ჰგავს. უთვალავი ხალხი ბრბოდ შეიკრიბება ჩემს სასუფეველში.
ჩემი შვიდი საყვირი ჟღერს, აფხიზლებს მათ, ვისაც სძინავს სწრაფად ადექი, ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან. გაუფრთხილდი შენს სიცოცხლეს! თვალი გაახილე და ნახე, რა დროა. რა ეძიო? რაზე იფიქრო? რას ჩაებღაუჭო? ნუთუ არასოდეს დაფიქრებულხარ იმაზე, რა განსხვავებაა ღირებულებაში — ჩემი სიცოცხლის მოპოვებასა და იმ ყველაფერს შორის, რაც გიყვარს და რასაც ებღაუჭები? ნუ გაჯიუტდები, ნუ შეთამაშდები. ამ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებ. ეს დრო არ მობრუნდება! ახლავე ადექი, ივარჯიშე სულის წვრთნაში, ისწავლე სხვადასხვა ხერხი, როგორ ამოიცნო და ჩაშალო სატანის ხრიკები და გაიმარჯვო სატანაზე, რათა ცხოვრებისეული გამოცდილება გაიღრმავო და ჩემი ხასიათით იცხოვრო, რათა შენი ცხოვრება უფრო მოწიფული და დახვეწილი გახდეს და ყოველთვის შეგეძლოს, მიჰყვე ჩემს ნაკვალევს. ნურც შეშინდები, ნურც სისუსტეს გამოიჩენ, სულ წინ იარე, ნაბიჯ-ნაბიჯ, პირდაპირ, გზის ბოლომდე!
როცა შვიდი საყვირი კვლავ გაიჟღერებს, ეს განკითხვის ზარი იქნება — ურჩ ძეთა განკითხვის, ყველა ერთა და ხალთა განკითხვისა, და ყველა ერი დაემორჩილება ღმერთს. ღვთის დიდებული სახე უსათუოდ წარსდგება ყველა ერისა და ხალხის წინაშე, ყველა ბოლომდე ირწმუნებს და ჭეშმარიტ ღმერთს მოუხმობს უსასრულოდ. ყოვლისშემძლე ღმერთი კიდევ უფრო განდიდდება, ძენი ჩემნი და მე მოვიხვეჭთ დიდებას და ერთად ვიმეფებთ, განვსჯით ყველა ერსა და ყველა ხალხს, დავსჯით ბოროტს, გადავარჩენთ და წყალობას მოვიღებთ მათზე, ვინც მე მეკუთვნის, და სასუფეველს გავაძლიერებთ და განვამტკიცებთ. შვიდი საყვირის ჟღერით უთვალავ ხალხი გადარჩება, ჩემკენ მობრუნდება, რათა მუხლი მოიყაროს და მეთაყვანოს მუდმივი დიდებით!
როდესაც შვიდი საყვირი კვლავ გაიჟღერებს, ეს იქნება ეპოქის კოდა, ეშმაკებსა და სატანაზე გამარჯვების საყვირის ხმა, და მისალმება, რომელიც დედამიწაზე ღმერთის სასუფეველში ღიად ცხოვრების დასაწყისს აუწყებს! რა ამაღლებული ხმაა, ეს ხმა, რომელიც ტახტის ირგვლივ გუგუნებს; ეს საყვირის ხმა, რომელიც ცასა და მიწას აზანზარებს, რომელიც არის ნიშანი ჩემი მართვის გეგმის გამარჯვებისა და სატანის განკითხვისა; იგი ამ ძველ სამყაროს სრულიად სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს, რათა უძირო უფსკრულის სიღრმეში გადააგდოს! საყვირის ეს ხმა ნიშნავს, რომ მადლის კარიბჭე მალე დაიხურება, რომ სასუფევლის სიცოცხლე დედამიწაზე დადგება, რაც სწორი და მართებულია. ღმერთი იხსნის მათ, ვისაც უყვარს იგი. როგორც კი ისინი მის სასუფეველში დაბრუნდებიან, დედამიწაზე დარჩენილთ შიმშილი და ჭირი დაატყდება, და ღვთის შვიდი სასმისი და შვიდი წყლული ზედიზედ გაიხსნება. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვა არ გადავლენ!