თავი 34
ყოვლისშემძლე ღმერთი არის ყოვლადძლიერი, ყოვლისმქმნელი და სრულყოფილი ჭეშმარიტი ღმერთი! ის არა მხოლოდ ფლობს შვიდ ვარსკვლავს, აღჭურვილია შვიდი სულით, აქვს შვიდი თვალი და ხსნის შვიდ ბეჭედსა თუ გრაგნილს, არამედ, უფრო მეტიც — განაგებს შვიდ უბედურებასა და შვიდ თასს და ავლენს შვიდ ქუხილს. ასევე, დიდი ხნის წინ, მან შვიდი საყვირი აახმიანა! ყოველივემ, რაც მან შექმნა და სრულქმნა, უნდა ადიდოს იგი, მიაგოს მას დიდება და განადიდოს მისი ტახტი. ოჰ, ყოვლისშემძლე ღმერთო! შენ ხარ ყველაფერი. შენ აღასრულე ყველაფერი და შენთან ერთად ყოველივე სრულქმნილი, ნათელი, გათავისუფლებული, თავისუფალი, ძლიერი და ძალმოსილია! არაფერია დამალული ან დაფარული; შენთან ერთად ყველა საიდუმლო გაცხადებულია. გარდა ამისა, შენ განსაჯე შენი მტრების მრავალრიცხოვანი ბრბო, შენ წარმოაჩენ შენს სიდიადეს, ამჟღავნებ შენს შთანმთქმელ ცეცხლს, აჩვენებ შენს რისხვას და, უფრო მეტიც, ავლენ შენს მთელ უპრეცედენტო, მარადიულ, უსასრულო დიდებას! ღვთის რჩეულმა ურიცხვმა ხალხმა უნდა გამოიღვიძოს, იზეიმოს და თავშეკავების გარეშე იმღეროს, ადიდოს ეს დიდებული ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც არის ყოვლადძლიერი, სრულიად ნამდვილი, ყოვლადცოცხალი, უხვად მადლიანი და მარადიული — უკუნითი უკუნისამდე. მისი ტახტი მუდმივად უნდა ამაღლდეს, ხოლო მისი წმინდა სახელი მუდმივად უნდა იქნას აღიარებული და განდიდებული. ეს არის ჩემი — ღვთის — მარადიული განზრახვა და უსაზღვრო კურთხევა, რომელსაც ის ავლენს და გვანიჭებს ჩვენ! ვინ არის ჩვენ შორის ისეთი, ვინც ამას არ დაიმკვიდრებს? ღვთის კურთხევის დასამკვიდრებლად, ადამიანმა უნდა განადიდოს მისი წმინდა სახელი და თაყვანისცემით შემოუაროს მის ტახტს. ყველა, ვინც მის წინაშე სხვა მოტივებითა და განზრახვებით მივა, მისი შთანმთქმელი ცეცხლით განადგურდება. დღეს არის დღე, როდესაც მისი მტრები განსჯილნი იქნებიან და ასევე, სწორედ ამ დღეს დაიღუპებიან ისინი. გარდა ამისა, ეს არის დღე, როდესაც მე, ყოვლისშემძლე ღმერთი, გავცხადდები და დიდებასა და პატივს მოვიპოვებ. ოჰ, ყველა ხალხო! სასწრაფოდ წამოხტით, რათა ადიდოთ ყოვლისშემძლე ღმერთი და მიესალმოთ მას, რომელიც უძველესი დროიდან მარადიულობამდე გვიგზავნის წყალობას, გვაძლევს ხსნას და გვწყალობს კურთხევებით, სრულქმნის თავის ძეებს და აცხადებს თავის სამეფოს! ეს არის ღვთის საკვირველი საქმე! ეს არის ღვთის მარადიული წინასწარ განსაზღვრა და განგება — რომ მან თავად ინება ჩვენი გადარჩენა, ჩვენი სრულქმნა და დიდებაში შეყვანა.
ყველა, ვინც არ წამოდგება და არ გასცემს მოწმობას, არის ბრმების წინაპარი და სიბრიყვის მეფე. ისინი გახდებიან მარადიული სულელები, გონებაარეულები და მარადიული ბრმა მკვდრები. სწორედ ამიტომ უნდა გამოფხიზლდეს ჩვენი სულები! ღვთის ყველა რჩეული ხალხი უნდა ამაღლდეს! ზეიმით, ქებითა და დაუსრულებელი მადლიერებით განადიდეთ დიდების მეფე, წყალობის მამა, გამოსყიდვის ძე, უხვი შვიდი სული, ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც მოიტანს სიდიადესა და შთანმთქმელ ცეცხლს, სიმართლესა და სამსჯავროს, და რომელიც არის სრულიად უხვი, საკმარისი, ბოძებული, ყოვლადძლიერი და სრულყოფილი. მისი ტახტი უკუნისამდე ამაღლდება! ღვთის ყველა რჩეულმა ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ეს არის ღვთის სიბრძნე, მისი ხსნის საკვირველი გზა და მისი დიდებული ნების აღსრულება. თუ ჩვენ კვლავ ვერ ავმაღლდებით და ვერ დავემოწმებით, მაშინ, როცა ეს დრო ჩაივლის, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იქნება. კურთხევას მოვიპოვებთ თუ არა ან შევხვდებით უბედურებას თუ არა, წყდება იმის მიხედვით, თუ რას ვაკეთებთ, რას ვფიქრობთ და რა რეალობას ვავლენთ ამ პერიოდში — გზის ამ მონაკვეთზე. როგორ უნდა მოიქცეთ? მუდამ დაემოწმეთ და განადიდეთ ღმერთი; განადიდეთ ყოვლისშემძლე ღმერთი, უკანასკნელი დღეების ქრისტე — მარადიულად ერთადერთი, ჭეშმარიტი ღმერთი!
ამ დღიდან მოყოლებული, მკაფიოდ უნდა დაინახოთ, რომ ყველა, ვინც არ ემოწმება ღმერთს — ვინც არ ემოწმება ამ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს — და ვინც ეჭვს შეიტანს მასში, არის სნეული, მკვდარი და ღვთის მოწინააღმდეგე! ღვთის სიტყვებმა უძველესი დროიდანვე დაამტკიცა, რომ ყველა, ვინც ჩემთან ერთად არ იკრიბება, მიმოიბნევა, და ვინც არ არის ჩემთან შესატყვისი, ჩემ წინააღმდეგაა — ეს არის უდავო და უკუნისამდე უცვლელი ჭეშმარიტება! ისინი, ვინც არ ემოწმებიან ღმერთს, სატანის მსახურები არიან. ეს ადამიანები მოვიდნენ იმისათვის, რომ შეაწუხონ და შეცდომაში შეიყვანონ ღვთის შვილები, და ხელი შეუშალონ მის მართვას; მათ ბასრი ხმლით უნდა მიეგოთ საზღაური! ნებისმიერი, ვინც მათ მიმართ სიკეთეს გამოავლენს, საკუთარ თავს განადგურებას უმზადებს. თქვენ უნდა უსმინოთ ღვთის სულის სიტყვებს და გჯეროდეთ მათი, იაროთ ღვთის სულის გზით და ცხოვრებაში ავლენდეთ ღვთის სულის სიტყვებს. უფრო მეტიც, ბოლომდე უნდა განადიდოთ ყოვლისშემძლე ღვთის ტახტი!
ყოვლისშემძლე ღმერთი არის შვიდი სულის ღმერთი! შვიდი თვალისა და შვიდი ვარსკვლავის პატრონიც ის არის; ის ხსნის შვიდ ბეჭედს და გრაგნილი სრულად მის მიერ არის გაშლილი! მან ააჟღერა შვიდი საყვირი, ხოლო შვიდი თასი და შვიდი უბედურება მის ხელთ არის, რათა მისი ნებისამებრ იქნას მოვლენილი. ოჰ, შვიდი ქუხილი, რომლებიც მუდამ ბეჭედდასმული იყო! მათი ახსნის დრო მოვიდა! ის, ვინც შვიდ ქუხილს ავლენს, უკვე გამოჩნდა ჩვენ თვალწინ!
ყოვლისშემძლე ღმერთო! შენთან ერთად ყველაფერი გათავისუფლებული და თავისუფალია; არ არსებობს არანაირი სირთულე და ყველაფერი შეუფერხებლად მიედინება! ვერავინ ბედავს შენთვის ხელის შეშლას ან დაბრკოლებას და ყველაფერი მორჩილია შენ წინაშე. ყველა, ვინც არ ემორჩილება, მოკვდება!
ყოვლისშემძლე ღმერთო, შვიდი თვალის მქონე ღმერთო! ყველაფერი სრულად ნათელია, ყველაფერი კაშკაშა და დაუფარავია, ყველაფერი გამოვლენილი და გაშიშვლებულია. მასთან ერთად ყველაფერი ბროლივით სუფთაა და არა მხოლოდ თავად ღმერთია ასეთი, არამედ მისი ძეებიც ასეთები არიან. ვერცერთი ადამიანი, საგანი და მოვლენა ვერ დაიმალება მისი და მისი ძეების წინაშე!
ყოვლისშემძლე ღვთის შვიდი ვარსკვლავი კაშკაშებს! ეკლესია მის მიერ არის სრულყოფილი; ის ადგენს თავისი ეკლესიის მაცნეებს და მთელი ეკლესია მის მზრუნველობაშია. ის ხსნის შვიდივე ბეჭედს და თავადვე მიჰყავს აღსრულებამდე თავისი მართვის გეგმა და ნება. გრაგნილი არის მისი მართვის მისტიკური სულიერი ენა, რომელიც მის მიერ არის გაშლილი და გამოვლენილი!
ყველა ხალხმა ყური უნდა უგდოს მის შვიდ მძლავრად აჟღერებულ საყვირს. მასთან ერთად ყველაფერი ცხადდება, არასოდეს აღარაფერი დაიმალება და აღარც მწუხარება იარსებებს. ყველაფერი გამოვლენილია და ყველაფერი გამარჯვებას ზეიმობს!
ყოვლისშემძლე ღვთის შვიდი საყვირი ღია, დიდებული და გამარჯვებული საყვირებია! ისინი ასევე ის საყვირებია, რომლებიც განსჯის მის მტრებს! ტრიუმფის შუაგულში, მისი ძალა მაღლდება! ის მეუფებს მთელ სამყაროზე!
მან მოამზადა უბედურების შვიდი თასი, მისი მტრები მიზანშია ამოღებული და ისინი სრულად, მაქსიმალურად იღვრება და ეს მტრებიც შთაინთქმევა მისი შთანმთქმელი ცეცხლით. ყოვლისშემძლე ღვთის ხელმწიფება თავის ძალმოსილებას აჩვენებს და მისი მტრები სრულად განადგურებულნი არიან. ბოლო შვიდი ქუხილი აღარ არის დალუქული ყოვლისშემძლე ღვთის წინაშე; ყველა მათგანი გაცხადებულია! ყველა მათგანი გაცხადებულია! ის განგმირავს თავის მტრებს შვიდი ქუხილით, სიმტკიცეს მიანიჭებს მიწას და აიძულებს მას, რომ ემსახუროს, რათა არასოდეს აღარ იყოს გაპარტახებული!
სამართლიანო ყოვლისშემძლე ღმერთო! ჩვენ გადიდებთ შენ სამარადჟამოდ! შენ იმსახურებ დაუსრულებელ ქებას, აღიარებასა და განდიდებას! შენი შვიდი ქუხილი არა მხოლოდ შენი სამსჯავროსთვისაა, არამედ კიდევ უფრო მეტად — შენი დიდებისა და ხელმწიფებისთვის და ყოველივეს აღსრულებისთვის!
ღვთის ურიცხვი რჩეული ხალხი ზეიმობს ტახტის წინაშე, ადიდებს და უგალობს ყოვლისშემძლე ღმერთს, უკანასკნელი დღეების ქრისტეს! მათი ხმები ქუხილივით აზანზარებს მთელ სამყაროს! აბსოლუტურად ყოველივე არსებობს და წარმოიშობა მის გამო. ვინ ბედავს, რომ მთელი დიდება, პატივი, ხელმწიფება, სიბრძნე, სიწმინდე, გამარჯვება და გამოცხადება მთლიანად არ მიაკუთვნოს მას? ეს არის მისი ნების აღსრულება და მისი მართვის საქმის შენების საბოლოო დასრულება!