თავი 29
იცი, რომ საათი წიკწიკებს? ამიტომ მოკლე დროში მე უნდა დამეყრდნო, რათა მოიშორო ყველაფერი შენ შესახებ, რაც ჩემს ხასიათთან არის შეუთავსებელი: შენი უმეცრება, ნელი რეაგირება, გაურკვეველი აზრები, გულჩვილობა, სუსტი ნება, აბსურდულობა, ზედმეტი სენტიმენტალურობა, შენიგონებაარეულობა და გამჭრიახობის ნაკლებობა. ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მოშორებული. მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი! სანამ მზად ხარ ჩემთან თანამშრომლობისთვის, მე შემეძლება, რომ განვკურნო ყველაფერი, რაც გაწუხებს. მე ვარ ღმერთი, რომელიც აკვირდება ადამიანების გულის სიღრმეებს; მე ვიცი შენი ყველა სნეულება და ყველა ნაწილი, რაც შენში გაუმართავია. ეს ის რაღაცებია, რაც ხელს გიშლის ცხოვრებაში წინსვლაში და რაც შეიძლება მალე უნდა მოიშორო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი ნება შენზე ვერ აღსრულდება. მე უნდა დამეყრდნო, რათა მოიშორო ყველაფერი, რასაც შენში გამოვავლენ; მუდამ ჩემით იცხოვრო, მომიახლოვდე და ყოველ შენს მოქმედებასა და საქმეში ჩემი ხატება გამოავლინო. უფრო ხშირად უნდა გქონდეს ჩემთან თანაზიარება იმის შესახებ, რასაც ვერ იგებ, და მე მიგითითებ, როგორ შეგიძლია წინსვლა. თუ არ გესმის, ნუ იმოქმედებ თვითნებურად, არამედ დაელოდე ჩემს დროს. შეინარჩუნე სტაბილური ხასიათი და ნუ იქნები მერყევი; შენი გული მუდმივად უნდა განიცდიდეს ჩემს შიშს. რასაც ჩემ თვალწინ და ფარულად აკეთებ, მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ჩემს განზრახვებს. ჩემი გულისათვის არავის მიმართ გამოიჩინო შემწყნარებლობა — არც შენი ქმრის მიმართ, არც შენი ოჯახის მიმართ. ეს დაუშვებელია, განურჩევლად იმისა, რამდენად ახლო ნათესავია იგი შენთვის. შენ უნდა იმოქმედო ჭეშმარიტების საფუძველზე. თუ გიყვარვარ, აუცილებლად მოგანიჭებ დიდ კურთხევას. მე ვერ შევიწყნარებ ვერავის, ვინც წინააღმდეგობას მიწევს. გიყვარდეს ის, რაც მე მიყვარს, და გძულდეს ის, რაც მე მძულს. ყურადღება არ მიაქციო არცერთ ადამიანს, მოვლენას თუ საქმეს. შენს სულში მკაფიოდ უნდა ხედავდე ადამიანებს, რომლებსაც ვიყენებ; უფრო მეტი შეხება უნდა გქონდეს სულიერ ადამიანებთან. ნუ იქნები სულელი — უნდა გქონდეს გამჭრიახობა. ხორბალი ყოველთვის ხორბალი იქნება, ხოლო ღვარძლი არასდროს გადაიქცევა ხორბლად — ზუსტად უნდა განასხვავო ადამიანების სხვადასხვა ტიპი ერთმანეთისგან. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინო შენს მეტყველებაში, დაიცვა საკუთარი ნაბიჯები და იმოქმედო ჩემი განზრახვების შესაბამისად. ყურადღებით ჩაუღრმავდი ყველა ამ სიტყვას. რაც შეიძლება მალე უნდა მოიშორო ურჩობა და გახდე ჩემთვის გამოსადეგი, რათა დააკმაყოფილო ჩემი გული.