თავი 28

როდესაც ხედავ, რომ დრო ასეთი წარმავალია და სულიწმიდის საქმე წინ მიისწრაფვის, რამაც მოგიპოვა ასეთი დიდი კურთხევა და მიგაღებინა სამყაროს მეფე, ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც არის მბრწყინავი მზე და სასუფევლის მეფე — ეს ყოველივე ჩემი მადლი და წყალობაა. რა არის ისეთი, რასაც შენი ჩემი სიყვარულისგან მოკვეთა შეეძლებოდა? ღრმად ჩაუფიქრდი, ნუ ეცდები თავის დაღწევას, ყოველ ჟამს ჩუმად დაელოდე ჩემს წინაშე, ნუ დაეხეტები მუდამ გარეთ, და შენი გული მჭიდროდ შეუერთე ჩემს გულს, რაც უნდა მოხდეს, არ იმოქმედო ბრმად ან თვითნებურად. შენ უნდა უყურებდე ჩემს განზრახვებს, აკეთო ყველაფერი, რაც მსურს, და გადაჭრით უარყო ის, რაც არ მწადია. არ უნდა მოქმედებდე გრძნობებით, არამედ პრაქტიკად აქციე სამართლიანობა, ჩემ მსგავსად, თუნდაც მაშინ, როცა საქმე შენს მშობლებს ეხება. უნდა უარყო ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, წმინდა გულით, რომელსაც მე ვუყვარვარ, თავი მომიძღვნა და მთელი შენი თავი ჩემთვის გაიღო. ნუ დაემორჩილები რომელიმე ადამიანის, მოვლენისა თუ საგნის უმცირეს შეზღუდვასაც კი; სანამ ეს ჩემს განზრახვებს შეესაბამება, უბრალოდ ჩემი სიტყვების თანახმად იმოქმედე. ნუ გეშინია, რადგან ჩემი ხელები დაგიჭერს და მე დაგიცავ ყოველივე ბოროტისაგან. შენ უნდა დაიცვა შენი გული, იყო მუდამ ჩემში, რადგან შენი სიცოცხლე თავისი არსებობით ჩემზეა დამოკიდებული; თუ მიმატოვებ, მაშინვე დაჭკნები.

შენ უნდა იცოდე, რომ ეს უკანასკნელი დღეებია. ეშმაკები და სატანა, მგვრგვინავი ლომებივით, ყველგან დაძრწიან და ეძებენ ხალხს შთასანათქავად. ახლა ყოველგვარი წყლული ფეთქდება, და სხვადასხვა სახის ბოროტი სულებიც მრავლად არიან. მხოლოდ მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი; მხოლოდ მე ვარ შენი თავშესაფარი. მხოლოდ მაშინ, თუ ახლა ჩემს საიდუმლო სამყოფელში შეაფარებ თავს და ჩემში იქნები, უბედურებანი არ დაგატყდება თავს და უბირი არ მიეახლება შენს კარავსუფრო ხშირად უნდა მომიახლოვდე და ჩემს ფარულ სამყოფელში თანაზიარი იყო ჩემთან; ნუ იქონიებ თანაზიარებას სხვებთან თვითნებურად. შენ უნდა ჩაწვდე საზრისს ჩემს სიტყვებში — მე იმას კი არ ვამბობ, რომ თანაზიარების უფლება არ გაქვს, არამედ იმას, რომ ჯერ კიდევ არ გაქვს გამჭრიახობა. ამ დროის განმავლობაში ბოროტი სულების საქმე უკიდურესად მძიმეა. ისინი ყოველგვარ ადამიანს იყენებენ იმისთვის, რათა შენთან თანაზიარება ჰქონდეთ. მათი სიტყვები ძალიან საამურად ჟღერს, მაგრამ მათში შხამია. ისინი შაქარმოყრილი ტყვიებია, და სანამ ამის შესახებ გაიგებ, თავიანთ შხამს უკვე შენში ჩაანთხევენ. უნდა იცოდე, რომ დღეს ადამიანების უმეტესობა, ნასვამი ადამიანების მსგავსად, არასტაბილურები არიან. როდესაც სირთულეებს გადიხარ და სხვებთან გაქვს ამაზე თანაზიარება, რასაც ისინი გეუბნებიან, მხოლოდ წესები და მოძღვრებანია — უმჯობესია, პირდაპირ ჩემთან იქონიო თანაზიარება. მოდი ჩემ წინაშე და სრულად გადმოღვარე შენში არსებული ძველი რამეები; გული გადამიშალე და ჩემი გული უეჭველად გაცხადდება შენთვის. შენი გული გულმოდგინე უნდა იყოს ჩემ წინაშე. ნუ იზარმაცებ, არამედ ხშირად მომიახლოვდი — ამგვარად, შენი სიცოცხლე ყველაზე სწრაფად გაიზრდება. შენ უნდა ცხოვრობდე ჩემში და მე ვიცხოვრობ შენში, და შენში მე ვიქნები მეფე, რომელიც განაგებს ყოველივეს შენ შესახებ — მაშინ გექნება საკუთარი წილი სასუფეველში.

ნუ აკნინებ საკუთარ თავს იმის გამო, რომ ახალგაზრდა ხარ. შენ მე უნდა მომიძღვნა თავი. მე არ ვუყურებ, თუ როგორ გამოიყურებიან ადამიანები გარეგნულად, და არც იმას, თუ რამდენი წლისანი არიან. მე მხოლოდ იმას ვითვალისწინებ, გულწრფელად ვუყვარვარ თუ არა მათ, მიჰყვებიან თუ არა ჩემს გზას და პრაქტიკულად ახორციელებენ თუ არა ჭეშმარიტებას სხვა ყოველივეს უგულებელყოფით. ნუ ინაღვლებ იმის გამო, როგორი იქნება ხვალინდელი დღე ან როგორი იქნება მომავალი. უბრალოდ იცხოვრე თითოეული დღით ჩემზე მონდობით და მე აუცილებლად გაგიძღვები. ნუ შეჩერდები ფიქრზე: „ჩემი სიცოცხლე ძალიან პატარაა, მე არაფერი მესმის“, რაც სატანის გამოგზავნილი ფიქრია. შენ მხოლოდ შენი გული უნდა გამოიყენო იმისათვის, რომ მუდამ მომიახლოვდე, მიჰყვე ჩემს ნაკვალევს გზის ბოლომდე. როდესაც ისმენ ჩემს საყვედურსა და გამაფრთხილებელ სიტყვებს, გაღვიძებისთანავე დაუყოვნებლივ წინ გაიჭერი; შეუსვენებლად მომიახლოვდი, ფეხი აუწყე სამწყსოს და წინ იყურე. ჩემი თანდასწრებით, მთელი შენი გულითა და გონებით უნდა გიყვარდეს შენი ღმერთი. მსახურების გზაზე მეტად ჩაუღრმავდი ჩემს სიტყვებს. ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებისას ნუ იქნები სუსტი გულის — გქონდეს მტკიცე გული, ვაჟკაცის შემართებითა და სიმტკიცით; გქონდეს ძლიერი გული. თუ გსურს, რომ გიყვარდე, მაშინ ყველაფერში უნდა დამაკმაყოფილო, რისი სრულქმნაც მინდა შენში. თუ გსურს, რომ გამომყვე, მაშინ უნდა მიატოვო ყოველივე, რაც გაქვს, და რაც გიყვარს; თავმდაბალი მორჩილება უნდა გამოიჩინო ჩემ წინაშე, შეინარჩუნო გონების სიმარტივე და თვითნებურად არ გამოიკვლიო ან განიხილო საგნები. შენ ფეხი უნდა აუწყო სულიწმიდის საქმეს.

აი, რჩევას გაძლევ: აუცილებლად მტკიცედ ჩაეჭიდე ყოველივეს, რასაც შენში ნათელს ვფენ, და აუცილებლად გამოიყენე პრაქტიკაში!

წინა: თავი 27

შემდეგი: თავი 29

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება