თავი 30
გამოიღვიძეთ, ძმებო! გამოიღვიძეთ, დებო! ჩემი დღე არ დაყოვნდება; დრო სიცოცხლეა, ხოლო დაკარგული დროის დაბრუნება სიცოცხლის გადარჩენაა! ეს დრო შორს არ არის! თუ თქვენ ჩაიჭერით კოლეჯში მისაღებ გამოცდაში, შეგიძლიათ ხელახლა მოემზადოთ ამისთვის. თუმცა, ჩემი დღე არ დაყოვნდება. დაიმახსოვრეთ! დაიმახსოვრეთ! ეს ჩემი შეგონების კეთილი სიტყვებია. მსოფლიოს ხვედრი თქვენივე თვალწინ გადაიშალა, და დიდი უბედურებები მალე დადგება. რომელია უფრო მნიშვნელოვანი: თქვენი სიცოცხლე თუ ძილი, ჭამა-სმა და ტანსაცმელი? დადგა დრო, რომ აწონ-დაწონოთ ეს ყოველივე! ნუღარ შეგეპარებათ ეჭვი! ზედმეტად გეშინიათ ამ ყოველივეს სერიოზულად აღქმის, არა?
რაოდენ საწყალობლები არიან! რაოდენ საცოდავები! რაოდენ ბრმები! რაოდენ სასტიკები არიან ადამიანები! რეალურად ყურს არ უგდებთ ჩემს სიტყვას — განა ამაოდ გესაუბრებით? ჯერ კიდევ ისეთი ზანტები ხართ — რატომ? ეს რატომ ხდება? ნუთუ მართლაც არასოდეს გქონიათ მსგავსი ფიქრი? ვისთვის ვამბობ ამ სიტყვებს? იწამეთ ჩემი! მე ვარ თქვენი მხსნელი! მე ვარ თქვენი ყოვლისშემძლე! ფხიზლად იყავით! ფხიზლად იყავით! დაკარგული დრო აღარასოდეს დაბრუნდება — დაიმახსოვრეთ ეს! მსოფლიოში არ არსებობს წამალი, რომელიც სინანულს განკურნავს! კიდევ რა შეიძლება გითხრათ? განა ჩემი სიტყვა არ იმსახურებს, რომ გულმოდგინედ, განმეორებით ჩაუღრმავდეთ? თქვენ ასეთი დაუდევრები ხართ ჩემი სიტყვის მიმართ და ასეთი უპასუხისმგებლობით ეკიდებით თქვენს სიცოცხლეს; როგორ შემეძლო ამის ატანა? როგორ შემეძლო?
რატომ ვერ აღმოცენდა სათანადო ეკლესიური ცხოვრება თქვენ შორის ამდენი ხნის განმავლობაში? ეს იმიტომ, რომ რწმენის ნაკლებობა გაქვთ; თქვენ არ გსურთ ფასის გადახდა, საკუთარი თავის გაღება, საკუთარი თავის დახარჯვა ჩემ წინაშე. გამოიღვიძეთ, ჩემო ძენო! იწამეთ ჩემი, ჩემო ძენო! ჩემო საყვარლებო, რატომ არ ითვალისწინებთ ჩემს გულს?