თავი 18

ეკლესიის შენება ნამდვილად არ არის ადვილი საქმე! მე მთელ ჩემს გულს ვდებ მის შენებაში, სატანა კი ასევე თავდაუზოგავად შრომობს მის დასანგრევად. თუ გსურს, რომ აღშენდე, უნდა იყო ადამიანი, რომელსაც აქვს ხილვები; უნდა იცხოვრო ჩემზე მინდობით, მოწმობდე ქრისტეს, აღამაღლო იგი და იყო ჩემი ერთგული. არ უნდა ეძიო მიზეზები. პირიქით, უპირობოდ უნდა მორჩილებდე, შეგეძლოს ნებისმიერი განსაცდელის ატანა და ყოველივეს მიღება, რაც ჩემგან მოდის. უნდა მიჰყვე სულიწმიდას, როგორც არ უნდა წარგმართოს მან. უნდა გქონდეს მახვილი სული და საგანთა გარჩევის უნარი. უნდა გესმოდეს ადამიანების და ბრმად არ უნდა მიჰყვებოდე მათ, შენს სულიერ თვალებში ნათელი უნდა შეინარჩუნო და ყოველივეს შესახებ საფუძვლიან ცოდნას ფლობდე. ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთსულოვანნი არიან, მტკიცედ უნდა იდგნენ ჩემს შესახებ მოწმობაში და გადამწყვეტი ბრძოლა გამართონ სატანის წინააღმდეგ. უნდა აღშენდეთ ბრძოლაში მონაწილეობისას. მე თქვენ შორის ვარ, მხარს გიჭერთ და თქვენი თავშესაფარი ვარ.

პირველი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ განიწმინდო საკუთარი თავი და შეცვლილ ადამიანად იქცე. უნდა გქონდეს სტაბილური ხასიათი, დამეყრდნო მე შენს ცხოვრებაში, განურჩევლად იმისა, კარგია შენი გარემო თუ ცუდი. სახლში ხარ თუ ნებისმიერ სხვა გარემოში, არ უნდა მერყეობდე რომელიმე ადამიანის, მოვლენისა თუ საგნის გამო. მეტიც, უნდა გქონდეს ურყევი პოზიცია და, როგორც ყოველთვის, ცხოვრებაში გამოავლინო ქრისტე და გამოაჩინო თავად ღმერთი. შენი ფუნქცია და მოვალეობები ჩვეულებრივად უნდა აღასრულო; ეს ერთ ან ორ დღეში ვერ შესრულდება, არამედ ხანგრძლივად უნდა შენარჩუნდეს. ჩემი გული შენს გულად უნდა მიიღო, ჩემი განზრახვები შენს ფიქრებად უნდა იქცეს. მოვლენებს უფრო ფართო ჭრილში უნდა შეხედო, უნდა მისცე საშუალება ქრისტეს, შენგან გადმოედინოს და უნდა იმსახურო სხვებთან თანამშრომლობით. ფეხი უნდა აუწყო სულიწმიდის საქმეს და მთლიანად მიუძღვნა თავი მისი ხსნის მეთოდს. უნდა დაიცარიელო საკუთარი თავი, გახდე სუფთა და ღია ადამიანი. ძმებსა და დებს უნდა ჰქონდეთ თანაზიარება და ნორმალური ურთიერთობა ერთმანეთთან, შეეძლოთ რაღაცების სულში კეთება, უყვარდეთ ერთმანეთი, სხვების ძლიერი მხარეები კი საკუთარი ნაკლოვანებების შესავსებად გამოიყენონ და ეკლესიაში აღშენებას ესწრაფვოდნენ. მხოლოდ მაშინ ექნებათ მათ ჭეშმარიტად წილი სასუფეველში.

წინა: თავი 17

შემდეგი: თავი 19

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება