თავი 17

ეკლესია შენდება და სატანა მაქსიმალურად ცდილობს მის დანგრევას. მას სურს, ნებისმიერი გზით დაანგრიოს ჩემი აშენებული; ამიტომ ეკლესია სწრაფად უნდა გაიწმინდოს. ბოროტების მცირედი ნალექიც არ უნდა დარჩეს; ეკლესია ისე უნდა გაიწმინდოს, რომ უნაკლო გახდეს და კვლავ ისეთივე სუფთა იყოს, როგორიც წარსულში იყო. ყოველთვის ფხიზლად და მოლოდინში უნდა იყოთ და უფრო მეტი უნდა ილოცოთ ჩემ წინაშე. უნდა გაერკვეთ სატანის სხვადასხვა ზრახვებსა და მზაკვრულ გეგმებში, ამოიცნოთ სულები, იცნობდეთ ადამიანებს და შეგეძლოთ ყოველგვარი ადამიანის, მოვლენისა და საგნის გარჩევა. ასევე, უნდა ჭამოთ და სვათ ჩემი სიტყვები უფრო მეტად და, რაც მთავარია, უნდა შეგეძლოთ მათი ჭამა და სმა საკუთარი ძალებით. შეიარაღდით მთელი ჭეშმარიტებით და მოდით ჩემ წინაშე, რათა აგიხილოთ სულიერი თვალები და მოგცეთ იმის საშუალება, რომ იხილოთ ყველა ის საიდუმლო, რომელიც სულში იმალება... იმ მომენტში, როდესაც ეკლესია შედის თავის მშენებლობაში, ის იწვევს წმინდანთა ბრძოლას და სატანის სხვადასხვა მახინჯი სახე ყველას წინაშეა წარმოდგენილი. თქვენ გაჩერდებით და უკან დაიხევთ, თუ წამოდგებით და ჩემზე დაყრდნობით წინსვლას გააგრძელებთ? ბოლომდე გამოააშკარავეთ სატანის გარყვნილი და მახინჯი სახე, არ დაინდოთ გრძნობები და არავითარი წყალობა არ გამოიჩინოთ! ებრძოლეთ სატანას სიკვდილამდე! მე ვარ შენი საყრდენი და შენ უნდა გქონდეს ვაჟი ბავშვის სული! სატანა მძვინვარებს თავის უკანასკნელ სასიკვდილო კრუნჩხვებში, მაგრამ იგი მაინც ვერ გაექცევა ჩემს სამსჯავროს. სატანა ჩემს ფეხქვეშაა და ის თქვენს ფეხქვეშაც ითრგუნება. ეს აბსოლუტურად რეალურია!

ყველა რელიგიურ ხელისშემშლელს და მათ, ვინც ეკლესიის შენებას ანგრევენ, მცირედი შემწყნარებლობაც არ ეღირსებათ, არამედ დაუყოვნებლივ განისჯებიან; სატანა იქნება მხილებული, გათელილი, სრულიად განადგურებული და არსად ექნება დასამალი. ყოველგვარი ეშმაკები და დემონები აუცილებლად გამოააშკარავებენ თავიანთ ჭეშმარიტ სახეებს ჩემ წინაშე და მათ ყველას უფსკრულში გადავუძახებ, საიდანაც ვერასდროს იხსნიან თავს; ისინი ყველანი ჩვენს ფეხქვეშ იქნებიან. თუ გსურთ, რომ ჭეშმარიტებისთვის კეთილი ბრძოლით იბრძოლოთ, მაშინ უპირველეს ყოვლისა, არ უნდა მისცეთ სატანას მუშაობის არანაირი შანსი — ამ მიზნით, თქვენ უნდა იყოთ ერთსულოვანნი და შეგეძლოთ მსახურებაში თანამშრომლობა, საკუთარი წარმოდგენების, მოსაზრებების, შეხედულებების და რაღაცების კეთების გზების გვერდით გადადება, თქვენ უნდა დაადუმოთ გულები ჩემში, ყურადღება გაამახვილოთ სულიწმიდის ხმაზე, ყურადღება გამოიჩინოთ სულიწმიდის საქმის მიმართ და დეტალურად განიცადოთ ღვთის სიტყვები. თქვენ უნდა გქონდეთ მხოლოდ ერთი განზრახვა, რაც ჩემი ნების მიყოლას გულისხმობს. არ უნდა გქონდეთ სხვა განზრახვა გარდა ამისა. ყველამ მთელი გულით უნდა მომაპყროთ მზერა, ყურადღებით დააკვირდეთ ჩემს ქმედებებს და იმას, თუ როგორ ვაკეთებ საქმეებს და საერთოდ არ იყოთ გულგრილები! თქვენი სულები ფხიზლად უნდა იყოს, თვალები — ახელილი. რაც შეეხებათ მათ, ვინც ჩვეულებრივ არასათანადო განზრახვებსა და მიზნებს ატარებენ, რომელთაც უყვართ სხვების წინაშე გამოჩენა და ცდილობენ, რამე გააკეთონ, რომლებიც მიდრეკილნი არიან დაბრკოლებების გამოწვევისკენ, რომლებიც რელიგიური მოძღვრებებით არიან გაჟღენთილნი, რომლებიც სატანის მსახურები არიან და ა.შ. — როდესაც ეს ადამიანები ფეხზე დგებიან, ისინი ეკლესიისთვის სირთულეებად იქცევიან და ეს იწვევს იმას, რომ ძმებისა და დების მიერ ღვთის სიტყვების ჭამა და სმა მნიშვნელობას კარგავს. როდესაც აღმოაჩენთ, რომ ასეთი ადამიანები თავიანთ თავს აჩვენებენ, დაუყოვნებლივ მოკვეთეთ ისინი. თუ, განმეორებითი შეგონებების მიუხედავად, ისინი არ შეიცვლებიან, მაშინ ზარალს განიცდიან. თუ ისინი, ვინც ჯიუტად აგრძელებენ თავისას, შეეცდებიან თავის მართლებას და ცოდვების დაფარვას, ეკლესიამ დაუყოვნებლივ უნდა მოკვეთოს და არანაირი მანევრირების საშუალება არ დაუტოვოს. ნუ დაკარგავთ ბევრს მცირეს გადარჩენის მცდელობით; თვალი ადევნეთ დიდ სურათს.

ახლა თქვენი სულიერი თვალები უნდა აიხილოთ და შეძლოთ ეკლესიაში სხვადასხვა ტიპის ადამიანის ამოცნობა:

როგორ ადამიანებს აქვთ სულიერი გაგება და იცნობენ სულებს?

როგორ ადამიანებს არ აქვთ სულიერი გაგება?

როგორ ადამიანებს აქვთ ბოროტი სული?

როგორ ადამიანებშია სატანის მოქმედება?

როგორი ადამიანები არიან მიდრეკილნი არეულობის გამოწვევისკენ?

რომელ ადამიანებშია სულიწმიდის მოქმედება?

როგორი ადამიანები ითვალისწინებენ ღვთის ტვირთს?

როგორ ადამიანებს შეუძლიათ მიჰყვნენ ჩემს ნებას?

ვინ არიან ჩენი ერთგული მოწმეები?

იცოდეთ, რომ დღევანდელი უმაღლესი ხედვა არის გაცისკროვნება, რომელსაც სულიწმიდა მოუტანს ეკლესიებს. ნუ იქნებით დაბნეულნი ამ საკითხებთან დაკავშირებით; პირიქით, ფრთხილად აწონ-დაწონეთ ისინი, სანამ ბოლომდე არ ჩაწვდებით — ეს უკიდურესად გადამწყვეტია თქვენი ცხოვრებისეული წინსვლისთვის! თუ არ გესმით ყველაფერი, რაც თქვენ თვალწინ არის, მაშინ ვეღარ ივლით წინ მიმავალ გზაზე; ნებისმიერ დროს დაგემუქრებათ ცდუნებასა და ტყვეობაში ჩავარდნის საფრთხე და შეიძლება შთანთქმულნიც იყოთ. ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ფოკუსირდეთ ჩემთან გულით დაახლოებაზე და უფრო მეტად თანაზიარებაზე; ყველაფერი, რაც გაკლია ან რასაც ეძიებ, შეივსება შენში ამგვარი სიახლოვითა და თანაზიარებით. შენი ცხოვრება აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნება და ახალ გაცისკროვნებას მიიღებ. მე არასდროს ვუყურებ იმას, თუ რამდენად სულელი იყავი წარსულში და არც თქვენს ცოდვებს ვიხსენებ. მე ვუყურებ იმას, თუ როგორ გიყვარვარ: შეგიძლია იმაზე მეტად გიყვარდე, ვიდრე რაიმე სხვა გიყვარს? მე ვუყურებ იმას, შეგიძლია თუ არა, მობრუნდე და მომენდო, რათა მოიშორო შენი სისულელე. ზოგიერთი ადამიანი მეწინააღმდეგება, ღიად მებრძვის და სხვებს განიკითხავს; მათ არ იციან ჩემი სიტყვები და კიდევ უფრო ნაკლებია შანსი, რომ იპოვონ ჩემი სახე. ყველას, ვინც ჩემ წინაშე გულწრფელად ისწრაფვის ჩემკენ, ვისაც სამართლიანობისთვის მშიერი და მწყურვალი გულები აქვთ — ნათელს მოვფენ და გამოვავლენ შენთვის ყველაფერს, მოგცემ საშუალებას, საკუთარი თვალებით დამინახო და პირადად აღიქვა ჩემი განზრახვები; ჩემი გული ნამდვილად გაცხადდება შენთვის, რათა გაგება შეძლო. გაცისკროვნება, რომელსაც გაძლევ, ჩემი სიტყვების შესაბამისად პრაქტიკაში უნდა გამოიყენო; წინააღმდეგ შემთხვევაში, განისჯები. მიჰყევი ჩემს განზრახვებს — მხოლოდ მაშინ არ ასცდები გზას.

ყველას, ვინც ჩემს სიტყვებში შესვლას ესწრაფვის, მადლი და კურთხევა გაორმაგებულად მიეცემა, ყოველდღე მიიღებს ახალ გაცისკროვნებასა და წვდომას და ყოველდღიური ჭამითა და სმით იგრძნობს, რომ ჩემი სიტყვები უფრო ახალია. საკუთარი პირით დააგემოვნებს: როგორი ტკბილია ეს! ... ფრთხილად უნდა იყოთ და არ უნდა დაკმაყოფილდეთ, როცა გარკვეულ წვდომას და სიტკბოს მოიპოვებთ; მთავარია, განაგრძოთ წინ სწრაფვა! ზოგი ფიქრობს, რომ სულიწმიდის საქმე ჭეშმარიტად საკვირველი და რეალურია — ეს ნამდვილად ყოვლისშემძლე ღმერთის საჯაროდ გამოჩენაა და წინ უფრო დიდი ნიშნები და სასწაულები გელით. მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავით, თვალები წყაროს მიაპყარით, იყავით მდუმარედ ჩემ წინაშე, ყურადღებით და გულდასმით მოისმინეთ და დარწმუნდით ჩემს სიტყვებში. აქ არანაირი ორაზროვნება არ შეიძლება იყოს; თუ ოდნავ მაინც შეგეპარებათ ეჭვი, მაშინ ვშიშობ, კარს მიღმა აღმოჩნდებით. გქონდეთ მკაფიო ხედვები, მტკიცედ და ურყევად იდექით, მიჰყევით სიცოცხლის ამ ნაკადს და მჭიდროდ მიჰყევით ყველგან, სადაც ის მიედინება. აბსოლუტურად არ უნდა გქონდეთ რაიმე ადამიანური ყოყმანი. უბრალოდ ჭამეთ, სვით და ადიდეთ; სუფთა გულით ეძიეთ და არასოდეს დანებდეთ. რასაც ვერ იგებთ, ხშირად წარმოადგინეთ ჩემ წინაშე და დარწმუნდით, რომ რაიმე ეჭვს არ შეიტანთ, რათა დიდი ზარალი არ განიცადოთ. მიჰყევით! მიჰყევით! ახლოს იყავით! მოიშორეთ თქვენი დაბრკოლებები და ნუ იქნებით თავაშვებულნი. მთელი გულით მიჰყევით და უკან არ დაიხიოთ. უნდა შესწირო შენი გული და არასოდეს გამოტოვო არცერთი წუთი. სულიწმიდა მუდმივად აკეთებს ახალ საქმეს, ყოველდღე ახალ საქმეებს სჩადის და ყოველდღე ახალი გაცისკროვნებაც აქვს; მთაზე ფერისცვალებით გამოჩნდა ღვთის წმინდა სულიერი სხეული! სამართლიანობის მზე ასხივებს და ბრწყინავს; ურიცხვმა ერებმა და ხალხებმა იხილეს შენი დიდებული სახე. ჩემი სინათლე გაანათებს ყველას, ვინც ჩემ წინაშე მოდის. ჩემი სიტყვები სინათლეა, რომელიც წინ გიძღვით. სიარულისას არც მარცხნივ გადაუხვევთ და არც მარჯვნივ, არამედ ჩემს სინათლეში ივლით და მხოლოდ მაშინ არ იქნება თქვენი სირბილი ამაო. მკაფიოდ უნდა დაინახოთ სულიწმიდის საქმე; ჩემი განზრახვები იქ არის, მასში. ყველა საიდუმლოება დაფარულია, მაგრამ ისინი თანდათანობით გაცხადდება შენთვის. მუდამ გონებაში იქონიე ჩემი სიტყვები და მოდი ჩემ წინაშე, რათა უფრო მეტი თანაზიარება გქონდეს ჩემთან. სულიწმიდის საქმე წინ მიიწევს. მიჰყევი ჩემს ნაბიჯებს; წინ დიდი სასწაულებია და ისინი სათითაოდ გამოჩნდებიან შენთვის. ვინც ყურადღებითაა, ვინც ელოდება და ფხიზლობს, ისინი იხილავენ მათ. დარწმუნდით, რომ არ მოდუნდებით. ღვთის მართვის გეგმა დასასრულს უახლოვდება; ეკლესიის შენება წარმატებით დასრულდება, გამარჯვებულთა რიცხვი უკვე განსაზღვრულია, გამოჩნდებიან გამარჯვებული ვაჟი ბავშვები და ისინი ჩემთან ერთად შევლენ სამეფოში, ჩემთან ერთად დაიწყებენ მეფობას, რკინის კვერთხით მართავენ ურიცხვ ერებს და ერთად ვიქნებით დიდებაში!

წინა: თავი 15

შემდეგი: თავი 19

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება