თავი 109

ყოველდღე წარმოვთქვამ სიტყვებს, ვსაუბრობ და ვაცხადებ ჩემს დიად ნიშნებსა და სასწაულებს. ყოველივე ეს ჩემი სულის საქმეა. ადამიანთა თვალში მხოლოდ ადამიანი ვარ, მაგრამ სწორედ ამ ადამიანში ვაცხადებ ყოველივე ჩემსას და ჩემს დიად ძალას.

რადგან ადამიანები უგულებელყოფენ იმას, რომ ადამიანი ვარ , და ვერ ამჩნევენ ჩემს ქმედებებს, მიიჩნევენ, რომ ეს ყოველივე ადამიანის მიერ არის ქმნილი. თუმცა, რატომ არ ჩერდები და არ დაფიქრდებიშესწევს თუ არა ადამიანს იმის აღსრულების უნარი, რასაც მე ვაკეთებ? ადამიანები ამგვარად რჩებიან ჩემ მიმართ უმეცარნი; მათ არ ესმით ჩემი სიტყვები და ვერც ჩემს საქმეებს სწვდებიან. ბოროტო, გახრწნილო ადამიანებო! როდის შთანგთქავთ? როდის შთაგაგდებთ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში? რამდენჯერ განვუდევნივარ თქვენგან, რამდენჯერ მოუყენებიათ ადამიანებს შეურაცხყოფა, დავუცინივარ და ცილი დაუწამებიათ, და რამდენჯერ განვუსჯივარ და ღიად გაუწევიათ წინააღმდეგობა. ბრმა ადამიანებო! განა არ იცით, რომ თქვენ მხოლოდ ერთი მუჭა ტალახი ხართ ჩემს ხელზე? განა არ იცით, რომ თქვენ მხოლოდ ქმნილებები ხართ? ჩემი რისხვა ახლა გადმოინთხევა და არავის ძალუძს მისგან თავის დაცვა. ადამიანებს მხოლოდ წყალობის განუწყვეტლივ ვედრება შეუძლიათ. თუმცა, რადგან ჩემმა საქმემ აქამდე მოაღწია, არავის შეუძლია მისი შეცვლა. ისინი, ვინც შეიქმნენ, ტალახს უნდა დაუბრუნდნენ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ უსამართლო ვარ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ მეტისმეტად გახრწნილები და თავაშვებულნი ხართ და იმიტომ, რომსატანამ დაგატყვევათ და მის იარაღად იქეცით. მე თავად წმინდა ღმერთი ვარ; ჩემი შებილწვა შეუძლებელია და არც უწმინდური ტაძრი შემიძლია მქონდეს. ამიერიდან, ჩემი მრისხანება (რომელიც რისხვაზე უფრო მკაცრია) დაიწყებს გადმოღვრას თითოეულ ქვეყანასა და თითოეულ ხალხზე და გაკიცხავს ყველა იმ ნაძირალას, რომელიც ჩემგან მოდის, მაგრამ არ მიცნობს მე. უკიდურესად მძულს ადამიანები და მეტად აღარ მოვითმენ; წვიმასავით დავუშვებ ყველა წყევლას. აღარ იქნება არავითარი წყალობა და სახიერება, ყოველივე ფერფლად იქცევა და არარაობად გადაიქცევა, რათა მხოლოდ ჩემი სასუფეველი დარჩეს, და ჩემი ხალხი განმადიდებს ჩემს სახლში, მომაგებს დიდებას და მარადიულად გაიხარებს ჩემით (ეს არის ჩემი ხალხის მოვალეობა). ჩემი ხელი დაიწყებს მათ ოფიციალურად გაკიცხვას, ვინც ჩემს სახლშია და მის გარეთ. ვერცერთი ბოროტმოქმედი ვერ დააღწევს თავს ჩემს მარწუხებსა და სამსჯავროს; ყველამ უნდა გაიაროს ეს და თაყვანი მცეს. ეს ჩემი დიდებულებაა და უფრო მეტიც, ეს არის უზენაესი განჩინება, რომელსაც ბოროტმოქმედებს ვუცხადებ. არავის შეუძლია სხვისი გადარჩენა. ადამიანებს მხოლოდ საკუთარი თავის მიხედვაშეუძლიათ, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი ვერ დააღწევენ თავს ჩემს გამკიცხავ ხელს. სწორედ აქედან ჩანს, რატომ ითქვა, რომ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები მკაცრია; ეს არის ფაქტი, რომლის დანახვაც ყველა ადამიანს საკუთარი თვალით შეუძლია.

როდესაც განვრისხდები, ყველა დემონი, დიდი თუ პატარა, ქაოსურად გაიქცევა, რადგან ძლიერ შეეშინდებათ, რომ ჩემი ხელი განგმირავს მათ — მაგრამ ვერცერთი ვერ დააღწევს თავს ჩემს ხელს. სასჯელის ყველა იარაღი ჩემს ხელთაა; ჩემი ხელი აკონტროლებს ყველაფერს, ყოველივე ჩემს ხელშიადა არავის შეუძლია თავის დაღწევა. ეს ჩემი სიბრძნეა. როდესაც ადამიანთა სამყაროში მოვედი, უკვე დასრულებული მქონდა ყოველგვარი სამზადისი, რითაც საფუძველი ჩავუყარე ჩემი საქმის დაწყებას ადამიანთა შორის (რადგან ბრძენი ღმერთი ვარ და სათანადოდ განვაგებ იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა — არა ). მას შემდეგ, რაც ყველაფერი სათანადოდ მოეწყო, მე ხორცი შევისხი და ადამიანთა სამყაროში მოვედი. თუმცა, ვერავინ მიცნო. გარდა მათისა, ვისაც ნათელი მოვფინე, ურჩობის ყველა ძე მეწინააღმდეგება, ცდილობს ჩემს დამცირებას და ზურს მაქცევს. თუმცა, საბოლოოდ, მე მათ კეთილგონიერად და მორჩილად ვაქცევ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეიძლება ეჩვენებოდეთ, თითქოს ბევრს არაფერს ვაკეთებ, ჩემი დიადი საქმე უკვე აღსრულებულია. (ადამიანები სრულიად დარწმუნებულნი არიან ჩემში, როგორც ადამიანში, სიტყვითაც და გულითაც. ეს არის ნიშანი.) დღეს აღვდგები და გავკიცხავ ყოველგვარ ბოროტ სულს, რომელიც მეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანი მომყვებოდნენ, უნდა განმშორდნენ. არ მჭირდება არავინ, ვინც ჩემ წინააღმდეგაა (ესენია ის ადამიანები, ვისაც სულიერი გაგება არ გააჩნია, ვინც დროებით შეპყრობილია ბოროტი სულებით და ვინც არ მიცნობს). არცერთი მათგანი არ მჭირდება! ყველა მოიკვეთება და წარწყმედის ძეებად იქცევა! დღეს ჩემი მსახურების შემდეგ, ყველამ უნდა დამტოვოს! ნუ დაეხეტებით ჩემს სახლში; შეწყვიტეთ მუდმივი, უსირცხვილო მუქთამჭამელობა! ისინი, ვინც სატანისანი არიან, ეშმაკის ძენი არიან და სამუდამოდ დაიღუპებიან. ყველა, ვინც წინააღმდეგობას მიწევს, ჩუმად დამტოვებს, და ამგვარად ჩემი საქმე კიდევ უფრო შეუფერხებლად და თავისუფლად წარიმართება, ყოველგვარი შემდგომი დაბრკოლებების გარეშე. ყოველივე ჩემი ბრძანებით აღსრულდება, ყოველგვარი შეფერხებისა თუ დაბრკოლების გარეშე. ყველა დაეცემა ჩემი მზერის წინაშე და განადგურდება ჩემს ცეცხლში. ეს საკმარისია ჩემი ყოვლისშემძლეობისა და ჩემი სრულყოფილი სიბრძნის საჩვენებლად (ის, რაც ჩემს პირმშო ძეებში აღვასრულე). ეს კიდევ უფრო განადიდებს ჩემს სახელს და კიდევ უფრო მეტ დიდებულ ნათელს შემმატებს. იქიდან, რასაც ვაკეთებ და ჩემი საუბრის ტონიდან, ყველას შეგიძლიათ დაინახოთ, რომ დავასრულე ჩემი მთელი საქმე ჩემს სახლში, რომ დავიწყე წარმართი ერებისკენ მიბრუნება და იქ ვიწყებ ჩემს საქმეს, და ვასრულებ ჩემი საქმის მომდევნო ეტაპს.

ჩემი სიტყვების უმეტესობა არ შეესაბამება თქვენს წარმოდგენებს — მაგრამ ნუ წახვალთ, ჩემო ძეებო. ის, რომ ისინი არ შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებს, არ ნიშნავს, რომ ჩემი გამონათქვამები არ არის. სწორედ ეს ამტკიცებს, რომ ისინი ნამდვილად მე წარმოვთქვი. ჩემი სიტყვები ადამიანურ წარმოდგენებთან თანხვედრაში რომ ყოფილიყო, მაშინ ეს ბოროტი სულების საქმე იქნებოდა. ამიტომ, მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოთ ჩემს სიტყვებს, აკეთოთ ის, რასაც გთხოვთ და გიყვარდეთ ის, რაც მე მიყვარს. ეს უკანასკნელი ეპოქა ის ეპოქაც არის, როდესაც ყველა უბედურება კვლავ იჩენს თავს და, უფრო მეტიც, ეს ის დროა, როდესაც სრულად ვაცხადებ ჩემს ბუნებას. როდესაც ჩემი ყველა წმინდა საყვირი დაჰკრავს, ადამიანებს ნამდვილად შეეშინდებათ; იმჟამად აღარავინ გაბედავს ბოროტების ჩადენას, არამედ დაემხობიან ჩემ წინაშე და შეიცნობენ ჩემს სიბრძნესა და ჩემს ყოვლისშემძლეობას. ბოლოს და ბოლოს, მე თავად ბრძენი ღმერთი ვარ! ვის შეუძლია ჩემი უარყოფა? და ვინ ბედავს ჩემ წინააღმდეგ აღდგომას? ვინ გაბედავს, არ აღიაროს ჩემი სიბრძნე? ვინ გაბედავს, არ შეიცნოს ჩემი ყოვლისშემძლეობა? როდესაც ჩემი სული დიად საქმეს ასრულებს ყველგან, ყველამ იცის ჩემი ყოვლისშემძლეობა, მაგრამ ჩემი მიზანი მაინც არ არის მიღწეული. მსურს, ჩემი რისხვის შედეგად ადამიანებმა იხილონ ჩემი ყოვლისშემძლეობა, ჩემი სიბრძნე და ჩემი არსებისდიდება. (ყოველივე ეს ვლინდება პირმშო ძეებში; ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. მათ გარდა, არავის შეუძლია იყოს ჩემი პიროვნების ნაწილი; ეს ჩემ მიერ არის დადგენილი.) ჩემს სახლში არის დაუსრულებელი საიდუმლოებანი, რომელთა წვდომაც ადამიანებს არ ძალუძთ. როდესაც ვსაუბრობ, ადამიანები ამბობენ, რომ მეტისმეტად დაუნდობელი ვარ. ისინი ამბობენ, რომ ამდენ ადამიანს უკვე ვუყვარვარ გარკვეულწილად, და კითხულობენ, რატომ ვუთითებ, რომ ისინი დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან, და რატომ მივატოვებ მათ სათითაოდ, და ამბობენ, რომ ნამდვილად უკეთესია ჩემს სახლში მეტი ხალხი იყოს. მიუხედავად ამისა, მე კვლავაც ამგვარად ვმოქმედებ. არ შეიძლება იყოს არც ერთით მეტი და არც ერთით ნაკლები იმ რაოდენობაზე, რომელიც მე წინასწარ განვსაზღვრე. (ეს ჩემიუზენაესი განჩინებაა. არა მხოლოდ არცერთ ადამიანს არ შეუძლია მისი შეცვლა, არამედ მე თავადაც არ შემიძლია მისი შეცვლა, რადგან არ უნდა დავუთმო სატანას. ეს საკმარისია ჩემი სიბრძნისა და დიდებულების გამოსავლენად. მე ვარ თავად ერთადერთი ღმერთი. მხოლოდ ადამიანები იჩოქებენ ჩემ წინაშე. მე არ ვნებდები ადამიანებს.) სწორედ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ამცირებს სატანას. ადამიანები, რომლებიც მე შევარჩიე, ყველანი თავმდაბალნი, მორჩილნი, დამყოლნი და პატიოსნები არიან, და მათ შეუძლიათ მემსახურონ თავმდაბლობითა და შეუმჩნევლად. (სატანას სურდა ამ ფაქტის გამოყენება ჩემს დასამცირებლად, მაგრამ მე უკუვაგდე სატანა.) ამ ადამიანებში შეიძლება ჩემი ხასიათის დანახვა. როდესაც ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დავბრუნდები, მეფეებად ვცხებ ჩემს პირმშო ძეებს ჩემს სასუფეველში, და მხოლოდ მაშინ დავიწყებ განსვენებას, რადგან ისინი ჩემთან ერთად იმეფებენ. ჩემი პირმშო ძენი ჩემი წარმომადგენლები არიან და გამომხატავენ. თავიანთი თავმდაბალი და შეუმჩნეველი მსახურებით მემორჩილებიან; თავიანთი პატიოსნებით ასრულებენ ჩემს სიტყვებს; თავიანთი პატიოსნებით ამბობენ იმას, რასაც მე ვამბობ; და თავიანთი თავმდაბლობით მოაქვთ დიდება ჩემი სახელისთვის (არც თავხედობით და არც სისასტიკით, არამედ დიდებულებითა და რისხვით). ჩემო პირმშო ძენო! დადგა მთელი სამყაროს განკითხვის დრო! მე განიჭებთ წყალობას, გაძლევთ ხელმწიფებას და გაჯილდოებთ კურთხევებით! ყოველივე უკვე აღსრულებულია, და ამ ყველაფერს თქვენ აკონტროლებთ და განაგებთ, რადგან მე ვარ თქვენი მამა; მე ვარ თქვენი მტკიცე გოდოლი, მე ვარ თქვენი თავშესაფარი და მე ვარ თქვენი საყრდენი, და უფრო მეტიც, მე ვარ თქვენი ყოვლისშემძლე; მე ვარ თქვენი ყოველივე! ყველაფერი ჩემს ხელთაა და ყველაფერი თქვენს ხელთაც არის. ეს მოიცავს არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, არამედ გუშინდელს და ხვალინდელსაც კი! განა ეს არ არის აღნიშვნის ღირსი? განა ეს არ არის თქვენი სიხარულის ღირსი? ყველამ მიიღეთ ჩემგან ის წილი, რომელსაც იმსახურებთ! მე გაძლევთ ჩემს ყოველივეს, ისე, რომ ჩემთვის მცირედსაც არ ვიტოვებ, რადგან მთელი ჩემი საბადებელი თქვენია და ჩემი სიმდიდრე თქვენზეა. სწორედ ამიტომ ვთქვი „ძალიან კარგია“ თქვენი შექმნის შემდეგ.

იცით თუ არა, ვინ წარმართავს იმას, რასაც დღეს აკეთებთ, ფიქრობთ და ამბობთ? რა არის თქვენი ყველა ქმედების მიზანი? გეკითხებით: როგორ ესწრებით კრავის საქორწინო ნადიმს? დღეს? თუ მომავალში? რა არის კრავის საქორწინო ნადიმი? არ იცით, არა? მაშ ასე, მე აგიხსნით: როდესაც ადამიანთა სამყაროში მოვედი, მე განვაგე ყოველგვარი ადამიანი, მოვლენა და საგანი, რათა მომსახურებოდნენ, როგორც ადამიანს, რომელიც დღეს ვარ. (ან რათა ჩემს დღევანდელ ადამიანურ ბუნებას მომსახურებოდნენ. ახლა, როცა ყველაფერი დასრულებულია, თავიდან ვიშორებ ამ მსახურებს. რა კავშირი აქვს ამას საქორწინო ნადიმთან? როდესაც ეს ადამიანები მემსახურებიან — ანუ, როდესაც მე კრავად ვიქცევი — მე ვგრძნობ საქორწინო ნადიმის გემოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი ის ტკივილი, რომელიც განმიცდია, ყველაფერი, რაც გამიკეთებია, ყველაფერი, რაც მითქვამს, ყველა, ვისაც შევხვედრივარ და ყველაფერი, რაც ჩემს სიცოცხლეში აღმისრულებია, შეადგენს საქორწინო ნადიმს. მას შემდეგ, რაც ჩემი ადამიანური ბუნება იცხო იცხო, თქვენ დაიწყეთ ჩემი მიყოლა (და ამ დროს მე კრავად ვიქეცი); ამგვარად, ჩემი წინამძღოლობით, გამოგიცდიათ ყოველგვარი ტკივილი და უბედურება, უარყოფილი და ცილისწამებული ყოფილხართ წუთისოფლის მიერ, უარუყვიხართ ოჯახს და ჩემი კურთხევით გიცხოვრიათ. ყოველივე ეს კრავის საქორწინო ნადიმის ნაწილია. ტერმინ „საქორწინო ნადიმს“ იმიტომ ვიყენებ, რომ ყველაფერი, რასაც თქვენს სავალ გზაზე ვაკეთებ თქვენი მოპოვების მიზანს ემსახურება. თუმცა, ეს ყველაფერი ნადიმის ნაწილია. მომავალში — ან, შეიძლება ითქვას, დღეს — ყველაფერი, რითაც ტკბებით, ყველაფერი, რასაც იძენთ და თქვენი ჩემთან ერთად მეფობა, ნადიმის ნაწილია. ჩემი სიყვარულიყველას მოიცავს, ვისაც ვუყვარვარ. ისინი, ვინც მე მიყვარს, მარადიულად დარჩებიან, არასოდეს მოიკვეთებიან და მარადიულად იქნებიან ჩემს სიყვარულში. ეს სამუდამოა!

წინა: თავი 108

შემდეგი: თავი 110

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება