თავი 108

ჩემში ყველას შეუძლია ჰპოვოს სიმშვიდე და მოიპოვოს თავისუფლბა. ისინი, ვინც ჩემ მიღმა არიან, ვერც თავისუფლებას მოიპოვებენ და ვერც სიხარულს, რადგან ჩემი სული არ არის მათთან. ასეთ ადამიანებს უსულო მკვდრები ეწოდებათ, ხოლო მათ, ვინც ჩემში არიან, „სულის მქონე ცოცხალ ადამიანებს“ ვუწოდებ. ისინი ჩემი რჩეულები არიან და აუცილებლად დაბრუნდებიან ჩემს ტახტთან. მსახურების შემსრულებელნი და ისინი, ვინც ეშმაკებისგან არიან, უსულო მკვდრები არიან და ყველა მათგანი უნდა განადგურდეს და არარად იქცეს. ეს არის ჩემი მართვის გეგმის საიდუმლო და ჩემი მართვის გეგმის ის ნაწილია, რომელსაც კაცობრიობა ვერ ჩასწვდება; თუმცა ამავდროულად ეს ყველასთვის საჯარო გავხადე. ისინი, ვინც ჩემი რჩეულები არ არიან, ჩემ წინააღმდეგ არიან; ისინი, ვინც ჩემი რჩეულები არიან, ჩემი შესატყვისნი არიან. ეს სრულიად უდავოა და ეს არის სატანის მიმართ ჩემი სამსჯავროს პრინციპი. ეს პრინციპი ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს, რათა დაინახონ ჩემი სამართლიანობა და სიმართლე. ყოველივე, რაც სატანისგან მოდის, განიკითხება, დაიწვება და ფერფლად იქცევა. ესეც ჩემი რისხვაა და ამით ჩემი ხასიათი კიდევ უფრო ცხადი ხდება. ამიერიდან ჩემი ხასიათი ღიად გამოცხადდება; ის თანდათანობით გაცხადდება ურიცხვი ერისა და ხალხისთვის, ყველა რელიგიისა და აღმსარებლობისთვის და საზოგადოების ყველა ფენისთვის. არაფერი დარჩება დაფარული; ყოველივე გამჟღავნდება. რადგან ჩემი ხასიათი და ჩემი ქმედებების პრინციპი კაცობრიობისთვის ყველაზე დაფარული საიდუმლოებებია, ეს უნდა აღვასრულო (რათა პირმშო ძეებმა არ დაარღვიონ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები და ასევე იმისათვის, რომ გამოვიყენო ჩემი გაცხადებული ხასიათი ურიცხვი ერისა და ხალხის განსაკითხად). ეს არის ჩემი მართვის გეგმა და ეს არის ჩემი საქმის ეტაპები. ამას ვერავინ შეცვლის ასე მარტივად. უკვე ცხოვრებაში განკაცებულმა გამოვავლინე ჩემი ღვთაებრიობის სრული ხასიათი, ამიტომ არავის ვაძლევ უფლებას, შეურაცხყოს ჩემი ადამიანობა. (ყოველივე, რასაც ცხოვრებაში ვავლენ, ღვთაებრივი ხასიათია; სწორედ ამიტომ ვთქვი ადრე, რომ ვარ თავად ღმერთი, რომელიც აღემატება ნორმალურ ადამიანობას.) ნამდვილად არ დავინდობ არავის, ვინც შეურაცხმყოფს და მათ მარადიულად წარვწყმედ! დაიმახსოვრეთ! ეს არის ის, რაც გადავწყვიტე; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების განუყოფელი ნაწილია. ეს ყველამ უნდა დაინახოს: მე ვარ ღმერთი და უფრო მეტიც, თავად ღმერთი. ეს უკვე ნათელი უნდა იყოს! არაფერს ვამბობ დაუფიქრებლად. ყველაფერს ნათლად გამოვთქვამ და მოგითითებ, სანამ სრულად არ გაიგებ.

ვითარება ძალიან დაძაბულია; არა მხოლოდ ჩემს სახლში, არამედ კიდევ უფრო მეტად ჩემი სახლის მიღმა თქვენგან ვითხოვ ჩემი სახელის დამოწმებას, ჩემი პრინციპების მიხედვით ცხოვრებას და ჩემს დამოწმებას ყველა ასპექტში. რადგან ეს უკანასკნელი დღეებია, ახლა ყოველივე მზადაა და ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს; აქედან არაფერი არასოდეს შეიცვლება. ვინც მისატოვებელია, მიტოვებულ იქნება და ვინც შესანარჩუნებელია, შენარჩუნდება. ნუ შეეცდებით ძალით დაკავებას ან განდევნას; ნუ შეეცდებით ჩემი მართვის ჩაშლას ან ჩემი გეგმის განადგურებას. ადამიანური გადმოსახედიდან ყოველთვის მოსიყვარულე და გულმოწყალე ვარ კაცობრიობის მიმართ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ჩემი ხასიათი განსხვავდება ჩემი საქმის ეტაპების მიხედვით, რადგან თავად პრაქტიკული ღმერთი ვარ და თავად ერთადერთი ღმერთი ვარ! ვარ უცვლელიც და მუდმივად ცვალებადიც. ეს არის ის, რასაც ვერავინ ჩასწვდება. მხოლოდ მაშინ, როცა გეტყვით ამის შესახებ და აგიხსნით, გექნებათ ამის ნათელი გაგება და შეძლებთ მის წვდომას. ჩემი ძეების მიმართ ვარ მოსიყვარულე, გულმოწყალე, სამართლიანი და მწვრთნელი, მაგრამ არა განმკითხველი (და ამაში ვგულისხმობ იმას, რომ არ ვანადგურებ პირმშო ძეებს). ჩემი ძეების გარდა სხვა ადამიანების მიმართ ნებისმიერ დროს ვიცვლები ეპოქების ცვლასთან ერთად: შემიძლია ვიყო მოსიყვარულე, გულმოწყალე, სამართლიანი, დიდებული, განმკითხველი, განრისხებული, მაწყევარი, მწველი და საბოლოოდ მათი ხორცის გამანადგურებელი. ისინი, ვინც იღუპებიან, განადგურდებიან თავიანთ სულებთან და სამშვინველებთან ერთად. თუმცა, მხოლოდ მათი სულები და სამშვინველები იქნება შენარჩუნებული, ვინც მსახურებას აღასრულებს (დათუ როგორ ვახორციელებ ამას პრაქტიკაში, მოგვიანებით აგიხსნით დეტალურად). თუმცა მათ არასოდეს ექნებათ თავისუფლება და არასოდეს გათავისუფლდებიან, რადგან ჩემს ხალხზე დაბლა დგანან და ჩემი ხალხის კონტროლის ქვეშ არიან. მიზეზი, რის გამოც ასე მძულდა მსახურების შემსრულებელნი არის ის, რომ ისინი ყველანი დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან და ისინიც, ვინც არ არიან მსახურების შემსრულებელნი, ასევე დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა ადამიანი, ვინც არ არის პირმშო ძე, დიდი წითელი დრაკონის შთამომავალია. როდესაც ვამბობ, რომ წარწყმედილნი მარადიულ ქებას მიძღვნიან, ვგულისხმობ იმას, რომ ისინი სამუდამოდ გამიწევენ მსახურებას. ეს ურყევია. ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან მონები, პირუტყვი და ცხენები. შემიძლია მათი დაკვლა ნებისმიერ დროს და შემიძლია მათზე ვიბატონო ისე, როგორც მსურს, რადგან ისინი დიდი წითელი დრაკონის ჩამომავლები არიან და არ გააჩნიათ ჩემი ხასიათი. რადგან ისინი დიდი წითელი დრაკონის ჩამომავლები არიან, მათ აქვთ მისი ხასიათი; ანუ ისინი ფლობენ მხეცების ხასიათს. ეს აბსოლუტურად ჭეშმარიტია და მარადიულად უცვლელი! ეს იმიტომ, რომ ყოველივე ეს ჩემ მიერ იყო წინასწარგანსაზღვრული. ამის შეცვლა არავის ძალუძს (ვგულისხმობ, რომ არავის მივცემ უფლებას, იმოქმედოს ამ წესის წინააღმდეგ); თუ შეეცდები, განგგმირავ!

უნდა დააკვირდეთ იმ საიდუმლოებებს, რომლებიც გავამჟღავნე, რათა დაინახოთ, რომელ ეტაპს მიაღწია ჩემი მართვის გეგმამ და ჩემმა საქმემ. დაინახეთ, რას ვაკეთებ საკუთარი ხელით, ვის მოვუვლენ ჩემს სამსჯავროს და ვისზე ტყდება ჩემი რისხვა. ეს არის ჩემი სამართლიანობა. ჩემს საქმეს წარვმართავ და ჩემს გეგმას ვმართავ იმ საიდუმლოებების შესაბამისად, რომლებიც გავამჟღავნე. ამის შეცვლა არავის ძალუძს; ეს უნდა აღსრულდეს ეტაპობრივად, ჩემი წადილის შესაბამისად. საიდუმლოებები არის ის გზა, რომლითაც მოქმედებს ჩემი საქმე და ისინი ნიშნებია, რომლებიც მიუთითებენ ჩემი მართვის გეგმის ეტაპებზე. არავინ არაფერი არ უნდა დაუმატოს ან გამოაკლოს ჩემს საიდუმლოებებს, რადგან თუ საიდუმლო მცდარია, მაშინ გზაც მცდარია. რატომ გიმჟღავნებთ ახლა ჩემს საიდუმლოებებს? რა არის ამის მიზეზი? ვის შეუძლია თქვენ შორის ამის ნათლად თქმა? გარდა ამისა, ვთქვი, რომ საიდუმლოებები არის გზა; მაშ, რას გულისხმობს ეს გზა? ეს არის პროცესი, რომელსაც გადიხართ ხორციდან სხეულში და ეს მნიშვნელოვანი ეტაპია. მას შემდეგ, რაც ჩემს საიდუმლოებებს ვამჟღავნებ, ადამიანთა წარმოდგენები თანდათანობით ქრება და მათი ფიქრები თანდათან სუსტდება. ეს არის სულიერ სამყაროში შესვლის პროცესი. ამგვარა, ვამბობ, რომ ჩემი საქმე ეტაპობრივად მიმდინარეობს და ის არ არის ბუნდოვანი; ეს არის ის, რაც პრაქტიკულია და ეს არის ჩემი საქმის აღსრულების გზა. ამის შეცვლა არავის ძალუძს და ვერც ვერავინ მიაღწევს ამას, რადგან მე ვარ თავად ერთადერთი ღმერთი! ჩემს საქმეს პირადად ვასრულებ. მთელ სამყაროს მხოლოდ მე ვაკონტროლებ და მხოლოდ მე განვაგებ. ვინ ბედავს, არ მომისმინოს? („მხოლოდ მე“-ში ვგულისხმობ თავად ღმერთს, რადგან მე ვარ თავად ღმერთი — ამიტომ ნუ ჩაებღაუჭებით ასე მაგრად საკუთარ წარმოდგენებს.) ვინ ბედავს ჩემ წინააღმდეგ წასვლას? ისინი მკაცრად დაისჯებიან! თქვენ იხილეთ დიდი წითელი დრაკონის შედეგი! ეს არის მისი აღსასრული, მაგრამ ეს ასევე გარდაუვალობაა. საქმე პირადად უნდა აღვასრულო, რათა შევარცხვინო დიდი წითელი დრაკონი, ვაქციო ის ისეთად, რომ ვეღარასოდეს შეძლოს აღზევება და სამუდამოდ წარვწყმიდო იგი! ახლა ვიწყებ საიდუმლოებების გამჟღავნებას. (დაიმახსოვრეთ! გამჟღავნებული საიდუმლოებების უმეტესობა არის ის, რასაც ხშირად ახმოვანებთ, მაგრამ ეს არავის ესმის.) ვთქვი, რომ ყოველივე ის, რასაც ადამიანები დაუსრულებლად მიიჩნევენ, ჩემს თვალში უკვე დასრულებულია; ხოლო ის, რასაც ახლად წამოწყებულად აღვიქვამ, ადამიანებს უკვე აღსრულებულად ეჩვენებათ. არის ეს პარადოქსული? არა. ადამიანები ასე ფიქრობენ, რადგან მათ აქვთ საკუთარი წარმოდგენები და ფიქრები. ის, რასაც ვგეგმავ, აღსრულდება ჩემი სიტყვებით. (ვბრძანებ და მკვიდრდება; ვამბობ და აღსრულდება.) თუმცა, არ მეჩვენება, რომ ის, რაც ვთქვი, აღსრულდა. ეს იმიტომ, რომ განსაზღვრული დრო აქვს იმას, რასაც ვაკეთებ. ამგვარად, აღვიქვამ ამ ყოველივეს, როგორც ჯერ კიდევ შეუსრულებელს, თუმცა ადამიანების ხორციელი თვალებისთვის (დროის აღქმაში განსხვავებების გამო) ეს ყოვლივე უკვე აღსრულებულია. დღესდღეობით ადამიანთა უმეტესობას ეჭვები გაუჩნდა ჩემ მიმართ იმ საიდუმლოებების გამო, რომლებსაც ვამჟღავნებ. როდესაც რეალობა თავს ატყდებათ და რადგან ჩემი განზრახვები არ ემთხვევა ადამიანების წარმოდგენებს, ისინი წინააღმდეგობას მიწევენ და უარმყოფენ მე. ეს არის სატანა, რომელიც საკუთარ მახეში ებმება. (მათ სურთ კურთხევის მიღება, მაგრამ არ მოელოდნენ, რომ ღმერთი ასე არ შეესაბამებოდა მათ წარმოდგენებს და ამიტომ ისინი უკან იხევენ.) ესეც ჩემი საქმის შედეგია. ყველა ადამიანმა უნდა მაქოს, შემასხას ხოტბა და განმადიდოს. ჩემს ხელთაა და ჩემი სამსჯავროს ქვეშაა აბსოლუტურად ყოველივე. როდესაც ჩემი ურიცხვი რჩეული ხალხი დაიძვრება ჩემი მთისკენ და როდესაც პირმშო ძენი გამარჯვებულნი დაბრუნდებიან, ეს იქნება ჩემი მართვის გეგმის დასასრული. ეს იქნება ჩემი ექვსიათასწლოვანი მართვის გეგმის დასრულების მომენტი. ყველაფერი პირადად მოვაწყვე; ეს უკვე მრავალჯერ ვთქვი. რადგან კვლავ საკუთარ წარმოდგენებში ცხოვრობთ, ეს არაერთხელ უნდა აღვნიშნო ხაზგასმით, რათა აქ არ დაუშვათ შეცდომები და ამით არ ჩაშალოთ ჩემი გეგმა. ადამიანებს არ ძალუძთ ჩემი დახმარება და ვერც ჩემს მმართველობაში მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ამჟამად კვლავ ხორცი და სისხლი ხართ. (მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რჩეულები ხართ, კვლავ ხორციელად ცხოვრობთ.) ამგვარად ვამბობ, რომ ისინი, ვინც ხორცი და სისხლია, ვერ მიიღებენ ჩემს მემკვიდრეობას. ეს ასევე არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ სულიერ სამყაროში შეხვიდეთ.

მსოფლიოში მიწისძვრები კატასტროფების დასაწყისია. პირველ რიგში, ვცვლი სამყაროს ანუ დედამიწას და ამას მოსდევს ჭირი და შიმშილობა. ეს არის ჩემი გეგმა და ჩემი საქმის ეტაპები და ავამოქმედებ ყოვლივეს ჩემს სამსახურში, რათა აღვასრულო ჩემი მართვის გეგმა. ამგვარად ისე, რომ მე არც კი მოვიმოქმედებ რამეს, მთელი სამყარო თავად გაანადგურებს საკუთარ თავს. როდესაც პირველად შევისხი ხორცი და ჯვარს მაცვეს, დედამიწა ძლიერ შეირყა და ასე იქნება მაშინაც, როცა აღსასრული დადგება. მიწისძვრები დაიწყება ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ხორციელიდან სულიერ სამყაროში შევალ. ამგვარად, პირმშო ძენი აბსოლუტურად არ დაზარალდებიან კატასტროფისგან, ხოლო ისინი, ვინც არ არიან პირმშო ძენი, კატასტროფებით გარემოცულნი სატანჯველად დარჩებიან. ამიტომ, ადამიანური გადმოსახედიდან ყველას სურს იყოს პირმშო ძე. ადამიანთა წინათგრძნობით ეს კურთხევით ტკბობისთვის კი არა კატასტროფის ტანჯვისგან თავის დასაღწევადაა. ეს არის დიდი წითელი დრაკონის მზაკვრობა. თუმცა არასოდეს მივცემ მას ამისგან თავის დაღწევის უფლებას; აუცილებლად ვაიძულებ მას, დაითმინოს ჩემი მკაცრი სასჯელი და შემდეგ კვლავ წამოდგეს და გამიწიოს მსახურება (ეს გულისხმობს ჩემი ძეებისა და ჩემი ხალხის სრულქმნას); ვაიძულებ მას, სამუდამოდ გაებას საკუთარ მახეში, სამუდამოდ მიიღოს ჩემი სამსჯავრო და სამუდამოდ მიიღოს ჩემი მწველი ცეცხლი. ეს არის მსახურების შემსრულებელთა მიერ ჩემი განდიდების ჭეშმარიტი მნიშვნელობა (ანუ მათი გამოყენება ჩემი დიდი ძალმოსილების გამოსავლენად). არ მივცემ დიდ წითელ დრაკონს ჩემს სასუფეველში შეპარვის უფლებას და არც ჩემი განდიდების უფლებას მივანიჭებ მას! (ეს იმიტომ, რომ ის უღირსია, მარადიულად უღირსია!) მხოლოდ ვაიძულებ დიდ წითელ დრაკონს, მემსახუროს მარადიულად! მხოლოდ ვაიძულებ მას, დაემხოს ჩემ წინაშე. (წარწყმედილნი უფრო სავალალო დღეში არიან, ვიდრე წაწყმედის გზაზე მყოფნი; წაწყმედა მხოლოდ მკაცრი სასჯელის დროებითი ფორმაა, ხოლო წარწყმედილი ადამიანები მარადიულად დაითმენენ მკაცრ სასჯელებს. ამ მიზეზით ვიყენებ სიტყვას „დამხობა“. რადგან ეს ადამიანები იპარებიან ჩემს სახლში, ტკბებიან ჩემი მადლის დიდი ნაწილით და გააჩნიათ ჩემ შესახებ გარკვეული ცოდნა, მკაცრ სასჯელს მივმართავ. რაც შეეხება ჩემი სახლის გარეთ მყოფთ, შეიძლება ითქვას, რომ უმეცარნი არ დაიტანჯებიან.) ადამიანთა წარმოდგენით წარწყმედილნი უფრო სავალალო დღეში არიან, ვიდრე წაწყმედის გზაზე მყოფნი, თუმცა ყოველივე პირიქითაა: ეს უკანასკნელნი საუკუნო სასჯელს მიეცემიან, ხოლო წარწყმედილნი მარადიულად არარად იქცევიან.

წინა: თავი 107

შემდეგი: თავი 109

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება