გადაცდომები ადამიანს ჯოჯოხეთისკენ წაუძღვება
მე მოგეცით მრავალი გაფრთხილება და გიბოძეთ მრავალი ჭეშმარიტება, რათა დამეპყარით. ახლა თქვენ ყველანი თავს ბევრად უფრო გამდიდრებულად გრძნობთ, ვიდრე — წარსულში, გაიგეთ საკუთარი ქცევის მრავალი პრინციპი და აითვისეთ საღი აზრის დიდი ნაწილი, რომელიც მორწმუნეებს უნდა ჰქონდეთ. ყოველივე ეს არის ის მოსავალი, რომელიც თქვენ მრავალი წლის განმავლობაში მოიმკეთ. მე არ უარვყოფ თქვენს მიღწევებს, მაგრამ სრულიად გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ასევე არ უარვყოფ იმ მრავალრიცხოვან აჯანყებასა და ღალატს, რომელიც ჩემ წინააღმდეგ ჩაიდინეთ ამ მრავალი წლის განმავლობაში, რადგან თქვენ შორის არცერთი წმინდა ადამიანი არ არის — თქვენ ხართ, გამონაკლისის გარეშე, სატანის მიერ გახრწნილი ადამიანები, თქვენ ხართ ქრისტეს მტრები. დღემდე თქვენი გადაცდომები და აჯანყებები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მათი დათვლა შეუძლებელია, ამიტომ რთულია, ჩაითვალოს უცნაურად ის, რომ მე მუდამ შეგაგონებთ. მე არ მსურს თქვენთან ასეთი ფორმით ურთიერთობა, მაგრამ თქვენი პერსპექტივების გამო, თქვენი დანიშნულების ადგილების გამო, მე, აქ და ახლა, კიდევ ერთხელ დაგტუქსავთ. იმედი მაქვს, რომ შეძლებთ გაგებას, ირწმუნებთ ჩემს თითოეულ სიტყვას და დააფასებთ ჩემი სიტყვების მიღმა არსებულ ღრმა განზრახვებს. ეჭვი ნუ შეგეპარებათ იმაში, რასაც ვამბობ, მით უმეტეს, ნუ აიტაცებთ ჩემს სიტყვებს და შემდეგ ნუ მოისვრით მათ საკუთარი ნებისამებრ; ეს ჩემთვის აუტანელია. ნუ განსჯით ჩემს სიტყვებს და მით უმეტეს, ნუ მოეკიდებით მათ მსუბუქად, ან ნუ იტყვით, რომ მე მუდამ განსაცდელს გივლენთ, ან კიდევ უარესი, რომ ის, რაც გითხარით, არაზუსტია. ესეც აუტანელია ჩემთვის. იმის გამო, რომ თქვენ ყოველთვის სავსე ხართ ეჭვებით ჩემსა და ჩემი ნათქვამის მიმართ, ყოველთვის უგულებელმყოფთ მე და არ ითვალისწინებთ ჩემს სიტყვებს, თითოეულ თქვენგანს სრული სერიოზულობით გეუბნებით: ჩემს ნათქვამს ფილოსოფიას ნუ დაუკავშირებთ; ჩემს სიტყვებს გაიძვერას სიცრუეს ნუ დაუკავშირებთ. მით უმეტეს, ნუ იქნებით ზედაპირულნი ჩემი სიტყვების მიმართ და მათ ზიზღით ნუ მოეპყრობით. შესაძლოა, მომავალში ვერავინ შეძლოს გითხრათ ის, რასაც მე გეუბნებით, ან გესაუბროთ ასეთი კეთილგანწყობით, ან მით უმეტეს, ასეთი მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ გაგიძღვეთ. თქვენ მომავალ დღეებს კარგი დროების გახსენებაში, ან ხმამაღალ ტირილში ან ტკივილისგან გმინვაში გაატარებთ, ან ბნელ ღამეებში, ჭეშმარიტებისა თუ სიცოცხლის ყოველგვარი საზრდოს გარეშე იცხოვრებთ, ან უბრალოდ დაელოდებით, ოღონდ იმედის ნატამალის გარეშე, ან ისეთ მწარე სინანულში იცხოვრებთ, რომ გონებას დაკარგავთ... ამ შესაძლებლობებს ვერცერთი თქვენგანი ვერ გაექცევა. ეს იმიტომ ხდება, რომ არცერთ თქვენგანს არ უკავია ის ადგილი, სადაც ღმერთს ჭეშმარიტად სცემთ თაყვანს, არამედ ჩარეული ხართ აღვირახსნილობისა და ბოროტების სამყაროში, თქვენს რწმენაში, თქვენს სულებში, სამშვინველებსა და სხეულებში იმდენ რამეს ურევთ, რასაც საერთო არაფერი აქვს სიცოცხლესა და ჭეშმარიტებასთან და რაც სინამდვილეში მათთან წინააღმდეგობაშია. ამიტომ, ჩემი იმედი თქვენდამი არის ის, რომ თქვენ სინათლის გზის პოვნას შეძლებთ. ჩემი ერთადერთი იმედია, რომ საკუთარი თავის მოფრთხილებას და დაფასებას შეძლებთ და რომ ასეთ დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებთ თქვენს სამყოფელს, თქვენი ქცევისა და გადაცდომების მიმართ გულგრილობის პარალელურად.
დიდი ხანია ღვთის მორწმუნე ადამიანები გულმოდგინედ იმედოვნებენ მშვენიერ დანიშნულების ადგილს და ღვთის ყველა მორწმუნე იმედოვნებს, რომ ბედნიერება მოულოდნელად ეწვევა მათ. ყველანი იმედოვნებენ, რომ მანამ, სანამ ამას გააცნობიერებენ, ისინი ზეცაში, ამა თუ იმ ადგილას მშვიდობიანად დაბინავდებიან. მაგრამ მე ვამბობ, რომ ამ საამო ფიქრების მქონე ადამიანებს არასოდეს სცოდნიათ, არიან თუ არა ღირსნი, მიიღონ ასეთი ზეციდან ჩამოსული ბედნიერება ან თუნდაც იქ სავარძელზე დაიკავონ ადგილი. ამჟამად თქვენ საკუთარ თავს კარგად იცნობთ, თუმცა მაინც იმედოვნებთ, რომ თავს დააღწევთ უკანასკნელი დღეების უბედურებებს და ყოვლისშემძლის ხელს, როდესაც ის ბოროტებს დასჯის. როგორც ჩანს, ტკბილი სიზმრები და ის, რომ ყველაფერი საკუთარი მოწონებისამებრ სურთ, რომ ჰქონდეთ, ყველა იმ ადამიანის საერთო თვისებაა, ვინც სატანამ გახრწნა და არა რომელიმე ცალკეული ინდივიდის გენიალურობის გამოვლინება. მიუხედავად ამისა, მე მაინც მსურს, ბოლო მოვუღო თქვენს ამ გადამეტებულ სურვილებს, ისევე როგორც თქვენს სწრაფვას კურთხევების მიღებისკენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენი გადაცდომები მრავალრიცხოვანია და თქვენი ურჩობამუდამ იზრდება, როგორ შეიძლება ყოველივე ეს შეესაბამებოდეს მომავლის თქვენს საამო გეგმებს? თუ შენ გსურს, შეცდომები დაუშვა ისე, როგორც მოგესურვება, ისე რომ არაფერმა შეგაკავოს, მაგრამ ამავე დროს გსურს, შენი ოცნებები ახდეს, მაშინ მოგიწოდებ, განაგრძო ძილი და არასოდეს გაიღვიძო — რადგან შენი ოცნება ფუჭია და სამართლიანი ღმერთის წინაშე, ის შენთვის გამონაკლისს არ დაუშვებს. თუ უბრალოდ გსურს, რომ შენი ოცნებები ახდეს, მაშინ ნურასოდეს იოცნებებ; პირიქით, მარადის თვალი გაუსწორე ჭეშმარიტებასა და ფაქტებს. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შენ შეგიძლია გადარჩე. კონკრეტულად, რა არის ამ მეთოდის ნაბიჯები?
პირველ ყოვლისა, გამოიკვლიე შენი ყველა გადაცდომა და გამოიკვლიე ნებისმიერი ქცევა და ფიქრი, რომელიც გაქვს და რომელიც ჭეშმარიტებას არ შეესაბამება.
ეს არის ერთი რამ, რისი გაკეთებაც ადვილად შეგიძლია და მჯერა, რომ ყველა გონიერ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება. თუმცა, ისინი, ვინც არასოდეს იციან, რას ნიშნავს გადაცდომა და ჭეშმარიტება, გამონაკლისები არიან, რადგან ფუნდამენტურ დონეზე ისინი გონიერი ადამიანები არ არიან. მე ვესაუბრები ადამიანებს, რომლებიც ღმერთმა აღიარა, რომლებიც არიან პატიოსნები, სერიოზულად არ დაურღვევიათ არცერთი ადმინისტრაციული განკარგულება და ადვილად შეუძლიათ საკუთარი გადაცდომების გარჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი რამ, რასაც თქვენგან ვითხოვ, ადვილი შესასრულებელია, ეს არ არის ერთადერთი რამ, რასაც თქვენგან ვითხოვ. რაც უნდა იყოს, იმედი მაქვს, რომ გულში არ დასცინებთ ამ მოთხოვნას და განსაკუთრებით, მას ზემოდან არ შეხედავთ ან ზერელედ არ მოეკიდებით. თქვენ მას სერიოზულად უნდა მოეპყროთ და გულგრილნი არ იყოთ.
მეორეც, თითოეული გადაცდომისა და ურჩობისთვის, რომელიც გქონია, უნდა იპოვო შესაბამისი ჭეშმარიტება, რომლითაც მას გადაჭრი და შემდგომ შენი გადაცდომის ქმედებები, მეამბოხე ფიქრები და ქმედებები ჭეშმარიტების პრაქტიკით ჩაანაცვლო.
მესამეც, უნდა იყო უმანკო ადამიანი; ნუ ეცდები, იყო გაიძვერა და ნუ იქნები მატყუარა ადამიანი. (აქ მე კვლავ გთხოვთ, იყოთ პატიოსანი ადამიანი.)
თუ შენ შეძლებ ამ სამივეს შესრულებას, მაშინ იღბლიანი ხარ — შენ ხარ ადამიანი, რომლის ოცნებებიც ხდება და რომელიც იღებს კეთილდღეობას. შესაძლოა, თქვენ ამ სამ მოკრძალებულ მოთხოვნას სერიოზულად მოეპყროთ, ან შესაძლოა, მათ უბრალოდ ძალიან უპასუხისმგებლოდ გადაავლოთ თვალი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი მიზანია, თქვენი ოცნებები შევასრულო და განვახორციელო თქვენი მისწრაფებები და არა ის, რომ დაგცინოთ ან სათამაშოსავით მოგექცეთ.
ჩემი მოთხოვნები შეიძლება მარტივი იყოს, მაგრამ რასაც მე გეუბნებით, არ არის ისეთი მარტივი, როგორც „ორჯერ ორი ოთხია“. თუ თქვენ მხოლოდ დაუდევრად საუბრობთ ამაზე ან ცარიელ, მაღალფარდოვან განცხადებებს როშავთ, მაშინ თქვენი გეგმები და თქვენი სურვილები სამუდამოდ ცარიელ ფურცლად დარჩება. მე არ მექნება სიბრალულის გრძნობა მათ მიმართ, ვინც ამდენი წლის განმავლობაში იტანჯებით და ასე ბევრს შრომობთ, თუმცა საჩვენებელი არაფერი გაქვთ. პირიქით, ვინც ჩემს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მათ დავსჯი და არ დავაჯილდოვებ, მით უმეტეს, თანაგრძნობა არ მექნება. შესაძლოა ფიქრობთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში მიმდევრობით, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში გასწიეთ მძიმე შრომა და რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ იყოთ მუშაკი და ღვთის სახლში თავი შეინახოთ. ვიტყოდი, რომ თქვენი უმრავლესობა ასე ფიქრობს, რადგან ყოველთვის იმ პრინციპს მისდევდით, თუ როგორ გესარგებლათ ყველაფრით და თავად არ აღმოჩენილიყავით წაგებაში. ამიტომ, ახლა სრული სერიოზულობით გეუბნებით: მე არ მაინტერესებს, რომ ძალიან ბევრი იშრომე და დიდი წვლილი მიგიძღვის, რომ ძალიან კვალიფიციური ხარ, რომ მე ფეხდაფეხ მომყვები, რომ ძალიან სახელოვანი ხარ ან შენი დამოკიდებულება გაუმჯობესდა; სანამ ჩემს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებ, ვერასოდეს შეძლებ ჩემი მოწონების მოპოვებას. აჯობებს, რაც შეიძლება მალე იმოქმედოთ, რათა მოიშოროთ ყველა თქვენი იდეა და გეგმა და სერიოზულად მოეკიდოთ ჩემს მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას ფერფლად ვაქცევ და ამით დავასრულებ ჩემს საქმეს; უკიდურეს შემთხვევაში, ჩემი საქმის შესრულებისა და ტანჯვის წლები ფუჭად ჩაივლის — რადგან მე არ შემიძლია ჩემი მტრები და ის ადამიანები, რომელთაც ბოროტების სუნი ასდით და იგივე ძველი სატანური სახე აქვთ, ჩემს სასუფეველში შევიყვანო, ან მომავალ ეპოქაში გადავიყვანო.
ბევრი იმედი მაქვს. იმედი მაქვს, რომ შეძლებთ მოიქცეთ ჯეროვნად და წესიერად, თავდადებით შეასრულოთ თქვენი მოვალეობები, გქონდეთ ჭეშმარიტება და ადამიანობა, იყოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი დათმონ ღვთისთვის, მათ შორის, საკუთარი სიცოცხლეც და სხვა. ყოველივე ეს იმედი ეხება თქვენს ნაკლოვანებებს და თქვენს გახრწნილებასა და ურჩობას. თუ არცერთი საუბარი, რომელიც მე თქვენთან მქონია, არ აღმოჩნდა საკმარისი თქვენი ყურადღების მისაპყრობად, მაშინ სავარაუდოა, რომ ახლა მხოლოდ იმის გაკეთება შემიძლია, რომ მეტი აღარაფერი ვთქვა. თუმცა, თქვენ გესმით, რა შედეგები მოჰყვება ამას. მე არ ვისვენებ ხშირად, ასე რომ, თუ არ ვილაპარაკებ, გავაკეთებ რაღაცას, რომ ადამიანებმა დაინახონ. შემიძლია, ვინმეს ენა დავულპო ან ვინმეს სხეულის ასო-ასო დაგლეჯით სიკვდილი გამოვიწვიო, ან ადამიანებს ნერვული აშლილობა დავმართო და მათ მრავალი გზით საზარელი იერი მივცე. ისევ და ისევ, შემიძლია ვაიძულო ადამიანები გაუძლონ ტანჯვას, რომელიც სპეციალურად მათთვის მოვამზადე. ამგვარად თავს კმაყოფილად, ძალიან ბედნიერად და დიდად ნასიამოვნებად ვიგრძნობდი. ყოველთვის ამბობდნენ, რომ „სიკეთე სიკეთით ბრუნდება, ბოროტება კი ბოროტებითო“, მაშ რატომ ახლა არა? თუ შენ გსურს, ჩემ წინააღმდეგ წახვიდე და ჩემი საქმე განსაჯო, მაშინ მე შენს პირს დავალპობ და ეს უსაზღვროდ მასიამოვნებს. ეს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რაც შენ გააკეთე, არ არის ჭეშმარიტება, მით უმეტეს, საერთო არაფერი აქვს სიცოცხლესთან, მაშინ როცა ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, არის ჭეშმარიტება; ჩემი ყველა მოქმედება ჩემი მუშაობის პრინციპებსა და ჩემ მიერ დადგენილ ადმინისტრაციულ განკარგულებებს შეესაბამება. ამიტომ, თითოეულს მოგიწოდებთ, დააგროვოთ გარკვეული სათნოება, ამდენი ბოროტების ჩადენა შეწყვიტოთ და თავისუფალ დროს ყურად იღოთ ჩემი მოთხოვნები. მაშინ მე სიხარულს ვიგრძნობ. ჭეშმარიტებაში იმ ძალისხმევის თუნდაც მეათასედი რომ ჩაგედოთ (ან უფრო სწორად, „შეგეწირათ“), რასაც ხორცისთვის ხარჯავთ, მაშინ ვიტყოდი, რომ თქვენ ასე ხშირად არ გექნებოდათ გადაცდომები და არც დამპალი პირები გექნებოდათ. განა ეს აშკარა არ არის?
რაც მეტ გადაცდომას ჩაიდენ, მით ნაკლები შანსი გექნება კარგი დანიშნულების ადგილის მოსაპოვებლად. პირიქით, რაც ნაკლებ გადაცდომას ჩაიდენ, ღვთის მოწონების მისაღებად შენი შესაძლებლობები მით უკეთესი გახდება. თუ შენი გადაცდომები იმ დონემდე გაიზრდება, რომ ჩემთვის შეუძლებელი გახდება შენი პატიება, მაშინ შენ სრულიად ფუჭად დაკარგავ პატიების შანსებს სრულიად ფუჭად დაკარგავ. როგორც ასეთი, შენი დანიშნულების ადგილი არ იქნება ზემოთ, არამედ ქვემოთ. თუ ჩემი არ გჯერა, მაშინ იყავი გაბედული და მოიქეცი არასწორად და ნახე, ეს რას მოგიტანს. თუ შენ ხარ პიროვნება, რომლის მიერ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ ნამდვილად გექნება შანსი, რომ მოგეტევოს შენი გადაცდომები და სულ უფრო და უფრო ნაკლებად აჯანყდები. თუ ხარ პიროვნება, რომელსაც არ სურს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გატარება, მაშინ შენი გადაცდომები ღვთის წინაშე ნამდვილად გამრავლდება და სულ უფრო და უფრო ხშირად აჯანყდები, სანამ იმ ზღვარს არ მიაღწევ, როდესაც შენი სრული განადგურების დრო დადგება. ეს მაშინ იქნება, როცა კურთხევების მიღების შენი საამო ოცნება დაინგრევა. ნუ მიიჩნევ შენს გადაცდომებს უბრალოდ მოუმწიფებელი ან სულელი ადამიანის შეცდომებად; ნუ გამოიყენებ საბაბად იმას, რომ შენ არ განახორციელე ჭეშმარიტების პრაქტიკა იმიტომ, რომ შენმა მწირმა სულიერმა მონაცემებმა ეს შეუძლებელი გახადა. მეტიც, ნუ მიიჩნევ შენ მიერ ჩადენილ გადაცდომებს უბრალოდ იმ ადამიანის ქმედებებად, რომელმაც არ იცოდა, უკეთესად როგორ მოქცეულიყო. თუ შენ კარგად გამოგდის საკუთარი თავის პატიება და საკუთარი თავის მიმართ დიდსულოვნების გამოჩენა, მაშინ ვიტყვი, რომ ლაჩარი ხარ, რომელიც ვერასოდეს მოიპოვებს ჭეშმარიტებას და შენი გადაცდომებიც არასოდეს შეწყვეტს შენს დევნას; ისინი დაგაბრკოლებს, რომ ოდესმე დააკმაყოფილო ჭეშმარიტების მოთხოვნები და გაიძულებს, სამუდამოდ დარჩე სატანის ერთგულ თანამგზავრად. ჩემი შენდამი რჩევა კვლავ ეს არის: ნუ მიაქცევ ყურადღებას მხოლოდ შენს სამყოფელს მაშინ, როდესაც ყურადღების მიღმა გრჩება შენი ფარული გადაცდომები; სერიოზულად მოეკიდე გადაცდომებს და ნუ გამოტოვებ ნურცერთ მათგანს შენი დანიშნულების ადგილზე ზრუნვისას.