ქუხილის შვიდი გრგვინვა - წინასწარმეტყველება იმისა, რომ სასუფევლის სახარება მთელ სამყაროში გავრცელდება

მე ჩემს საქმეს წარმართ ერებს შორის ვავრცელებ. ჩემი დიდება ელავს მთელ სამყაროში; ვარსკვლავებივით გაფანტული ყველა ადამიანი თავის თავში ატარებს ჩემს განზრახვებს და ისინი ყველანი ჩემი ხელით წარიმართებიან და ასრულებენ ჩემ მიერ დაკისრებულ ამოცანებს. ამ წერტილიდან შევაბიჯე რა ახალ ეპოქაში, ყველა ადამიანი შევიყვანე სხვა სამყაროში. როდესაც ჩემს „სამშობლოში“ დავბრუნდი, ჩემს თავდაპირველ გეგმაში შემავალი საქმის კიდევ ერთი ნაწილის განხორციელება დავიწყე, რათა ადამიანს უფრო ღრმად შევეცანი. მთელ სამყაროს ერთიანობაში აღვიქვამ და მიმაჩნია[ა], რომ ახლა ხელსაყრელი დროა ჩემი საქმისთვის, ამიტომაც აქეთ-იქით ვიჩქარი ჩემი ახალი საქმის განხორციელება ადამიანებს შორის. რაც არ უნდა იყოს, ეს ახალი ეპოქაა და მე ახალი საქმე მოვიტანე რომ მეტი ახალი ადამიანი შევიყვანო ახალ ეპოქაში და მეტი ჩამოვიშორო იმათგან, ვინც უნდა მოვიცილო. დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში მე განვახორციელე საქმის ის ეტაპი, რომელიც ადამიანებისთვის შეუცნობელი იყო და გამოიწვია მათი რყევა ქარში, რომლის შემდეგაც ბევრი მათგან წყნარად გაყვა ქარს. სწორედ ეს არის „კალო“, რომელსაც მალე გავწმენდ; ეს არის, რაც მწადია და, ასევე, ჩემი გეგმაა. რადგან მრავალი ეშმაკისეული შემოიპარა ჩემი საქმის განხორციელებისას, თუმცა სრულებით არ ვჩქარობ მათ თავიდან მოშორებას. არამედ მე მათ საჭირო დროს გავფანტავ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნები მე სიცოცხლის შადრევანი, შესაძლებლობას მივცემ მათ, ვისაც ჭეშმარიტად ვუყვარვარ, ჩემგან მიიღონ ლეღვის ხის ნაყოფი და შროშანის სურნელება. იმ მიწაზე, სადაც სატანა დროებით ბინადრობს, მტვრის მიწაზე, მასზე აღარ დარჩენილა სუფთა ოქრო, არამედ მხოლოდ ქვიშა და ამიტომაც, ამ გარემოებების გათვალისწინებით, საქმის ასეთ ეტაპს ვახორციელებ. უნდა იცოდეთ, რომ, რასაც ვიღებ, ესაა ბაჯაღლო ოქრო და არა ქვიშა. როგორ შეიძლება ბოროტება დარჩეს ჩემს სახლში? როგორ შემიძლია მელიებს ჩემს სამოთხეში პარაზიტებად ყოფნის უფლება მივცე? ყველა გზას ვიყენებ მათ გასაყრელად. ჩემი განზრახვის გაცხადებამდე არავინ იცის, რას მოვიმოქმედებ. ამ შესაძლებლობით ვსარგებლობ და განვდევნი ეშმაკისეულებს და ისინი იძულებული არიან, მომშორდნენ. ასე ვექცევი ეშმაკისეულს, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ისინი ჩემს სამსახურში ჩადგებიან. ადამიანებში მეტისმეტად ძლიერია კურთხევის მიღების სურვილი; ამიტომაც ჩემი სხეულით ვბრუნდები და ჩემს დიდებულ სახეს ვაჩვენებ წარმართებს, რათა ადამიანებმა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში და თავადვე განსაჯონ საკუთარი თავი, მე კი ვაგრძელებ იმის თქმას, რაც უნდა ვთქვა და უზრუნველვყოფ ადამიანებს იმით, რაც მათ სჭირდებათ. როდესაც ადამიანები გონს მოეგებიან, მე უკვე დიდი ხნის გავრცელებული მექნება ჩემი საქმე. შემდეგ ადამიანებთან გამოვხატავ ჩემს განზრახვებს და დავიწყებ ადამიანებზე ჩემი საქმის მეორე ნაწილს, ყველა ადამიანს მივცემ შესაძლებლობას, ახლოს გამომყვნენ და ითანამშრომლონ ჩემს საქმესთან, და ვაძლევ ადამიანებს უფლებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ ძალუძთ, რათა ჩემთან ერთად განახორციელონ ის საქმე, რომელიც მე უნდა აღვასრულო.

არავის აქვს რწმენა, რომ იხილავს ჩემს დიდებას და მე არ ვაიძულებ მათ, ამის ნაცვლად ჩემს დიდებას განვაშორებ კაცობრიობას და სხვა სამყაროში გადავიტან. როდესაც ადამიანები კვლავ მოინანიებენ, მე ავიღებ ჩემს დიდებას და მას რწმენის მქონე კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვუჩვენებ. ეს არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ვმუშაობ. რადგან არის დრო, როცა ჩემი დიდება ტოვებს ქანაანს და, ასევე, არის დრო, როცა ჩემი დიდება ტოვებს რჩეულებს. უფრო მეტიც, არის დრო, როცა ჩემი დიდება ტოვებს მთელ დედამიწას, რაც მის დაბნელებასა და წყვდიადში ჩაძირვას იწვევს. ქანაანის მიწაც კი ვერ იხილავს მზის შუქს; ყველა ადამიანი დაკარგავს თავის რწმენას, თუმცა ვერავინ შეელევა ქანაანის მიწის სურნელს. მხოლოდ მაშინ, როცა მე ახალ ცასა და მიწაზე გადავდივარ, ავიღებ ჩემი დიდების სხვა ნაწილს და პირველად მას ქანაანის მიწაზე გამოვავლენ, რის შედეგადაც სინათლის ნაპერწკალი მთელ კუნაპეტ დედამიწაზე ანათებს. ეს იმისთვის ხდება, რომ მთელი დედამიწა სინათლისკენ მოვიდეს. რათა ადამიანებმა მთელ დედამიწაზე დაიწყონ სინათლის ძალის გამოყენება, რაც საშუალებას აძლევს ჩემს დიდებას, კიდევ უფრო გაიზარდოს და ხელახლა გამოჩნდეს ყველა ერში და რომ მთელმა კაცობრიობამ გააცნობიეროს, რომ მე დიდი ხნის წინ მოვედი ადამიანთა სამყაროში და დიდი ხნის წინ გადმოვიტანე ჩემი დიდება ისრაელიდან აღმოსავლეთში, რადგან ჩემი დიდება აღმოსავლეთიდან ანათებს და იგი გადმოტანილი იქნა მადლის ეპოქიდან დღევანდლამდე. მაგრამ სწორედ ისრაელიდან წავედი მე და იქიდან ჩავედი აღმოსავლეთში. მხოლოდ მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის სინათლე თანდათანობით გათეთრდება, დაიწყებს დედამიწაზე გამეფებული სიბნელე სინათლედ ქცევას, და მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს ადამიანი, რომ მე დიდი ხნის წინ წავედი ისრაელიდან და თავიდან აღვიმართები აღმოსავლეთში. შეუძლებელია, რომ მე, რომელიც ერთხელ ჩამოვედი ისრაელში და შემდეგ იქიდან წავედი, კვლავ ისრაელში დავიბადო, რადგან ჩემი საქმე წარმართავს მთელ სამყაროს და, უფრო მეტიც, ელვა აღმოსავლეთიდან მოდის და დასავლეთამდე ანათებს. ამ მიზეზით ჩამოვედი აღმოსავლეთში და ქანაანი მოვუტანე აღმოსავლეთში მყოფ ჩემს რჩეულ ხალხს. მე მთელი დედამიწიდან მოვიყვან ჩემს რჩეულ ხალხს ქანაანის მიწაზე და ამგვარად გავაგრძელებ გამონათქვამების გამოცემას ქანაანის მიწაზე, რათა ვაკონტროლო მთელი სამყარო. ამ დროს მთელ დედამიწაზე არ არის სინათლე. ქანაანში მყოფთა გარდა, ყველა ადამიანი შიმშილისა და სიცივის საფრთხის წინაშეა. მე ჩემი დიდება ისრაელს მივეცი და შემდეგ წავიღე, რითაც ისრაელიანები აღმოსავლეთში მოვიყვანე და, ასევე, აღმოსავლეთში მოვიყვანე ყველა ადამიანი და ყველა სინათლესთან მოვიყვანე, რათა კვლავ გაერთიანდნენ მასთან და იყვნენ მისი თანაზიარნი და აღარ ეძებონ. მე ისე გავაკეთებ, რომ ყოველმა მაძიებელმა კვლავ იხილოს სინათლე, იხილოს ის დიდება, რომელიც ისრაელში მქონდა, იხილოს, რომ დიდი ხნის წინ ჩამოვედი თეთრი ღრუბლით კაცთა შორის და იხილოს თეთრი ღრუბლების ქულები და უხვი ნაყოფი მტევნებად. უფრო მეტიც, ისე გავაკეთებ, რომ მათ იხილონ ისრაელის იეჰოვა ღმერთი, იხილონ ებრაელთა „მოძღვარი“, იხილონ ნანატრი მესია და იხილონ ჩემი სრული გამოჩინება, ჩემი, ვისაც საუკუნეთა მანძილზე დევნიდნენ მეფეები. მე ვიმუშავებ მთელ სამყაროზე და დიად საქმეს შევასრულებ, უკანასკნელი დღეების ადამიანთა წინაშე გამოვავლენ მთელ ჩემს დიდებასა და ყველა ჩემს საქმეს, და ჩემს სრულ დიდებულ სახეს წარმოვუჩენ მათ, ვინც მრავალი წლის განმავლობაში მელოდა, მათ, ვინც ნატრობდა ჩემს მოსვლას თეთრი ღრუბლით, ისრაელს, რომელიც ნატრობდა ჩემს ხელახლა გამოჩენას და მთელ კაცობრიობას, რომელიც მდევნის მე, რათა ყველამ იცოდეს, რომ მე დიდი ხნის წინ წავიღე ჩემი დიდება და აღმოსავლეთში გადმოვიტანე იგი და რომ იგი აღარ არის იუდეაში, რადგან უკანასკნელი დღეები უკვე დადგა!

მთელ სამყაროში მე ვახორციელებ ჩემს საქმეს და აღმოსავლეთში დაუსრულებლად ისმის მჭექარე გრგვინვა, რომელიც აზანზარებს ყველა ერსა და კონფესიას. ჩემი გამონათქვამებია, რომლებმაც დღემდე მოიყვანა მთელი კაცობრიობა. ჩემი გამონათქვამებით ყველა ადამიანს ვაიძულებ დამორჩილებას, ამ დინებაში მოქცევას და ჩემ წინაშე დანებებას, რადგან დიდი ხნის წინ წავიღე ჩემი დიდება მთელი დედამიწიდან და აღმოსავლეთში ხელახლა წარმოვაჩინე. ვინ არ ნატრობს ჩემი დიდების ხილვას? ვინ არ ელოდება მოუთმენლად ჩემს დაბრუნებას? ვის არ სწყურია ჩემი ხელახალი გამოჩენა? ვინ არ ნატრობს ჩემს მშვენიერებას? ვინ არ მოვიდოდა სინათლესთან? ვინ არ იხილავდა ქანაანის სიმდიდრეს? ვინ არ ნატრობს გამომსყიდველის დაბრუნებას? ვის არ აღაფრთოვანებს ის, ვინც უდიდეს ძალას ფლობს? ჩემი გამონათქვამები გავრცელდება მთელ დედამიწაზე და კიდევ უფრო მეტ სიტყვას ვეტყვი და განვუცხადებ ჩემს რჩეულ ხალხს, როგორც ძლიერი ქუხილი, რომელიც აზანზარებს მთებსა და მდინარეებს. მე ჩემს სიტყვებს ვეუბნები მთელ სამყაროსა და კაცობრიობას. ამგვარად, ჩემი ბაგიდან ამოსული სიტყვები ადამიანის საგანძურად იქცა და ყველა ადამიანი აფასებს ჩემს სიტყვებს. ელვა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ანათებს. ჩემი სიტყვები ისეთია, რომ ადამიანი ვერ ელევა მათ, ამავდროულად, ისინი შეუცნობელია ადამიანის გონებისთვის და, უფრო მეტიც, სიხარულს ანიჭებს ადამიანს. როგორც ახალშობილები, ყველა ადამიანი თავს გრძნობს ბედნიერად და მხიარულად და ზეიმობს ჩემს მოსვლას. ჩემი გამონათქვამების მეშვეობით მე ყველა ადამიანს ჩემ წინაშე მოვიყვან. ამიერიდან, მე ოფიციალურად შევალ ადამიანთა შორის და ისე მოვაწყობ, რომ ისინი მოვიდნენ ჩემთვის თაყვანის საცემად. ჩემ მიერ გაცხადებული დიდებითა და ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვებით, ყველა ადამიანი ჩემ წინაშე წარდგება და დაინახავს, რომ ელვა აღმოსავლეთიდან ანათებს; რომ მე აღმოსავლეთში „ზეთისხილის მთაზეც“ ჩამოვედი, რომ დიდი ხნის წინ მოვედი დედამიწაზე და აღარ ვარ ებრაელთა ძე, არამედ ვარ აღმოსავლეთის ელვა. რადგან მე დიდი ხნის წინ აღვდექი მკვდრეთით, განვეშორე კაცობრიობას და შემდეგ კვლავ გამოვჩნდი დიდებით ადამიანთა შორის. მე ვარ ის, ვისაც თაყვანს სცემდნენ საუკუნეთა უწინარეს, და მე ვარ ის ახალშობილიც, რომელიც ისრაელიანებმა მიატოვეს საუკუნეთა უწინარეს. უფრო მეტიც, მე ვარ ამ ეპოქის ყოვლადდიდებული ყოვლისშემძლე ღმერთი! დაე, ყველანი წარდგნენ ჩემი ტახტის წინაშე და იხილონ ჩემი დიდებული პირსახე, მოისმინონ ჩემი გამონათქვამები და იხილონ ჩემი საქმეები. ეს არის ჩემი განზრახვის მთლიანობა; ეს არის ჩემი გეგმის დასასრული და კულმინაცია, ასევე - ჩემი მართვის მიზანი: ურიცხვმა ერმა მცეს თაყვანი, ურიცხვმა ბაგემ მაღიაროს, ურიცხვი ადამიანი მენდოს და ჩემი რჩეული ხალხის ურიცხვი რაოდენობა დამნებდეს!

სქოლიო:

ა. დედანში არ არის ფრაზა „მიმაჩნია“.

წინა: რაკი ღმერთის გწამს, ჭეშმარიტებისთვის უნდა იცხოვრო

შემდეგი: არსებითი განსხვავება განკაცებულ ღმერთსა და ადამიანებს შორის, რომელთა მეშვეობით ღმერთი მოქმედებს

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება