არსებითი განსხვავება განკაცებულ ღმერთსა და ადამიანებს შორის, რომელთა მეშვეობით ღმერთი მოქმედებს
სულიწმიდა ძიებაშია დედამიწაზე თავისი მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში და მრავალია ისეთი, ვისი მეშვეობითაც საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა ღმერთი. თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში სულიწმიდას არ ჰქონია შესაფერისი მოსასვენებელი, ამიტომ უფალი სხვადასხვა ადამიანების მეშვეობით ასრულებს თავის საქმეს. საბოლოო ჯამში, მისი საქმე ადამიანების მეშვეობით სრულდება. ანუ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ღვთის საქმე არასოდეს შეწყვეტილა, ის დღემდე სრულდება ადამიანებში. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ამდენი იქადაგა და უამრავი საქმე გააკეთა, ადამიანი მაინც ვერ ცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი არასოდეს გამოცხადებია ადამიანს და ასევე, იმიტომ, რომ ის ხელშესახები არ არის. ამიტომ ღმერთმა უნდა დაასრულოს ეს საქმე — საქმე, რომელიც ყველა ადამიანს პრაქტიკული ღმერთის პრაქტიკული მნიშვნელობის გაცნობიერებაში დაეხმარება. ამ მიზნის მისაღწევად, ღმერთმა თავისი სული ხელშესახები ფორმით უნდა გამოუცხადოს კაცობრიობას და შეასრულოს თავისი საქმე მათ შორის. ანუ, მხოლოდ მაშინ, როდესაც სულიწმიდა იღებს ფიზიკურ ფორმას, იმოსება ხორცითა და ძვლით და ხილულად დადის ადამიანთა შორის, მათი ცხოვრების თანხლებით, ზოგჯერ გამოავლენს საკუთარ თავს და ზოგჯერ გაუჩინარდება, მხოლოდ მაშინ შეძლებენ ადამიანები მის სიღრმისეულ შეცნებას. თუ ღმერთი მხოლოდ ხორცშესხმული დარჩება, ის ვერ შეძლებს თავისი საქმის სრულად შესრულებას. და მას შემდეგ, რაც ღმერთი გარკვეული დროის განმავლობაში თავისი მსახურება ხორცშესხმულს უნდა შეესრულებინა, ღმერთი დატოვებს სხეულს და სულიერ სამყაროში იღვაწებს ხორცის ხატად, ისევე როგორც იესომ გააკეთა ეს მას შემდეგ, რაც გარკვეული დროის განმავლობაში ჩვეულებრივ ადამიანთა შორის შრომობდა და აღასრულა ყველა ის საქმე, რაც მას უნდა დაესრულებინა. შესაძლოა, გახსოვთ ეს ამონარიდი „გზიდან... (5)“: „მახსოვს, მამაჩემი მეუბნებოდა: „დედამიწაზე ეცადე მხოლოდ შენი მამის ნებას მიჰყვე და მისი დავალება აღასრულო. სხვა არაფერი არ უნდა გაწუხებდეს.“ როგორ გესმით ეს ამონარიდი? როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის, ის მხოლოდ თავის საქმეს აღასრულებს ღვთაებრივ ბუნებაში, რაც ზეციურმა სულმა განკაცებულ ღმერთს მიანდო. როდესაც ის მოდის, მთელ დედამიწას აუწყებს, რათა თავისი სათქმელი სხვადასხვა საშუალებითა და სხვადასხვა თვალსაზრისით გაახმოვანოს. მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამოცანა ადამიანის მოძღვრება და სწავლებაა. ის არ ერევა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადამიანთა შორის ურთიერთობები ან მათი ცხოვრების დეტალები. მისი მთავარი მსახურება მდგომარეობს სულიწმიდის სახელით მეტყველებაში. ანუ, როდესაც ღვთის სული ხელშესახებად განკაცდება, ის მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს უზრუნველყოფს და ჭეშმარიტებას ავრცელებს. ის არ ერევა ადამიანის საქმეში, ანუ ის არ მონაწილეობს კაცობრიობის საქმიანობაში. ადამიანებს არ შეუძლიათ ღვთაებრივი საქმის კეთება და ღმერთი არ მონაწილეობს ადამიანურ საქმეში. მას შემდეგ, რაც ღმერთი მოვიდა დედამიწაზე თავისი საქმის შესასრულებლად, ის ამას ყოველთვის ადამიანების მეშვეობით ასრულებდა. თუმცა, ეს ადამიანები არ შეიძლება ჩაითვალოს განკაცებულ ღმერთად — მათი მეშვეობით ღმერთი თავის საქმეს აკეთებს. ამასობაში, დღევანდელ ღმერთს შეუძლია ისაუბროს უშუალოდ ღვთაებრივი თვალსაზრისით, გააჟღეროს სულიწმიდის ხმა და იმოქმედოს მისი სახელით. ყველა, ვისი მეშვეობითაც მოქმედებდა ღმერთი საუკუნეების განმავლობაში, ასევე, სულიწმიდის ხორციელ სხეულში მოქმედების მაგალითია — მაშ, რატომ არ შეიძლება მათ ღმერთი ვუწოდოთ? მაგრამ დღევანდელი ღმერთი ასევე სულიწმიდაა, რომელიც უშუალოდ სხეულში მოქმედებს და იესოც განკაცებული სულიწმიდა იყო; მათ ორივეს ღმერთს უწოდებენ. მაშ, რაში მდგომარეობს განსხვავება? ადამიანებს, რომელთა მეშვეობით ღმერთი საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა, ჰქონდათ ნორმალური აზროვნების და განსჯის უნარი. მათ ყველას ესმოდა საკუთარი ქცევისა და საქმიანობის პრინციპები. მათ ჰქონდათ ჩვეულებრივი ადამიანური წარმოდგენები და ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. მათ უმრავლესობას გააჩნდა განსაკუთრებული ნიჭი და თანდაყოლილი ინტელექტი. ამ ადამიანებზე ზემოქმედებისას სულიწმიდა იყენებს მათ ნიჭს, რომელიც ღვთისგანაა ბოძებული. სულიწმიდა ავლენს მათ ნიჭს, იყენებს მათ ძლიერ მხარეებს ღვთის მსახურებაში. მაგრამ ღვთის არსი თავისუფალია წარმოდგენებისა და აზრებისგან, მასში არ არის არავითარი ადამიანური განზრახვა და მოკლებულია იმასაც კი, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ. ანუ, მან არც კი იცის ქცევისა და საქმიანობის პრინციპები. ამდროინდელი ღმერთი სწორედ ასე მოდის დედამიწაზე. მისი საქმეები და სიტყვები სუფთაა ადამიანური განზრახვებისა და აზროვნებისგან, არამედ ისინი სულიწმიდის ნების პირდაპირი გამოვლინებაა და ის მოქმედებს უშუალოდ ღვთის სახელით. ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ სულიწმიდა საუბრობს, ანუ ღვთაებრიობა პირდაპირ ასრულებს საქმეს, იოტისოდენა ადამიანური განზრახვების გარეშე. სხვა სიტყვებით, განკაცებული ღმერთი პირდაპირ განასახიერებს ღვთაებრიობას, მას არ გააჩნია ადამიანური აზროვნება ან წარმოდგენები და არ ესმის ადამიანების სამყაროსთან ურთიერთობის პრინციპები. მხოლოდ ღვთაებრივი რომ მოქმედებდეს (ანუ მხოლოდ თავად ღმერთი რომ მოქმედებდეს), დედამიწაზე ღვთის საქმის შესრულების საშუალება არ იქნებოდა. ამიტომ, როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის, მას უნდა ჰყავდეს მცირე რაოდენობის ადამიანები, რომელთა დახმარებით ის იმუშავებს კაცობრიობასთან ღმერთის ღვთაებრივ საქმესთან თანამშრომლობით. ანუ ის იყენებს ადამიანის შრომას თავისი ღვთაებრივი საქმის მხარდასაჭერად. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს არ ექნება ღვთაებრივ საქმეში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა. ასე იყო იესოსა და მისი მოწაფეების შემთხვევაში. სამყაროში ყოფნის დროს იესომ გააუქმა ძველი კანონები და დაადგინა ახალი მცნებები. მან ასევე მრავალი სიტყვა წარმოთქვა. მთელი ეს საქმე ღვთაებრივი ძალის წყალობით შესრულდა. დანარჩენებმა, ისეთებმა, როგორც პეტრე, პავლე და იოანე, თავისი შემდგომი საქმე იესოს სიტყვებს დააფუძნეს. ანუ ღმერთმა თავისი საქმე იმ ეპოქაში დაიწყო და მადლის ჟამს მისცა დასაბამი. მან ახალი ეპოქა წამოიწყო, ძველი გააუქმა და ასევე აღასრულა სიტყვები: „ღმერთი არს დასაბამი და დასასრული ყოველივესი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანმა თავისი საქმე ღვთაებრივი საქმის საფუძველზე უნდა შეასრულოს. მას შემდეგ, რაც იესომ თქვა ყველაფერი, რაც უნდა ეთქვა და დაასრულა თავისი საქმე დედამიწაზე, მან ადამიანი დატოვა. ამის შემდეგ ყველა ადამიანი თავის საქმეში მოქმედებდა მის სიტყვებში გამოხატული პრინციპებისა და ჭეშმარიტებების შესაბამისად. ყველა ეს ადამიანი იესოსთვის მუშაობდა. თუ საქმეს მხოლოდ იესო შეასრულებდა, რამდენი სიტყვაც არ უნდა ეთქვა, ხალხს მისი სიტყვების გააზრების საშუალება არ ექნებოდა, რადგან ის ღვთაებრივი ძალით მოქმედებდა და მხოლოდ ღვთაებრივი სიტყვების თქმა შეეძლო და ვერ ახსნიდა ყველაფერს ისე, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს მისი სიტყვები გაეგოთ. ამიტომ მას მოციქულები და წინასწარმეტყველები უნდა ჰყოლოდა მისი საქმის გასაგრძელებლად. ეს არის პრინციპი, თუ როგორ ასრულებს განკაცებული ღმერთი თავის საქმეს — იყენებს განკაცებულ ხორცს, რათა ისაუბროს და იმუშაოს ღვთაებრივი საქმის აღსასრულებლად, შემდეგ კი იყენებს რამდენიმე, ან შესაძლოა მეტ ადამიანს, რომლებიც ღვთის განზრახვების შესაბამისად გააგრძელებენ მის საქმეს. ანუ, ღმერთი იყენებს ადამიანებს, რომლებიც შეესაბამებიან მის ნებას, კაცობრიობის მოძღვრებისა და სულიერი ზრდის საქმისთვის, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა შეძლოს ჭეშმარიტების მოპოვება.
თუ ღმერთი განკაცებისას მხოლოდ ღვთაებრივ საქმეს აღასრულებდა და არ იარსებებდნენ ადამიანები, რომლებიც მის ნებას გაიზიარებდნენ მასთან თანამშრომლობისთვის, მაშინ ადამიანი ვერ შეძლებდა ღვთის ნების გაგებას ან ღმერთთან ურთიერთობას. ღმერთმა უნდა გამოიყენოს ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მის ნებას იზიარებენ ამ საქმის დასასრულებლად, ეკლესიების მეთვალყურეობისა და მწყემსობისთვის, რათა მიღწეულ იქნას ადამიანის შემეცნებისა და გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალური დონე. ანუ ღმერთი იყენებს მცირე რაოდენობის ადამიანებს, რომლებიც მის ნებას შეესაბამებიან, რათა „თარგმნონ“ ის საქმე, რომელსაც ის თავის ღვთაებრივ ბუნებაში ასრულებს, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს — ღვთაებრივი ენა ადამიანურ ენაზე გარდაქმნას, რათა ადამიანებმა შეძლონ მისი გაგება და გააზრება. ღმერთს ეს რომ არ გაეკეთებინა, ვერავინ გაიგებდა მის ღვთაებრივ ენას, რადგან ადამიანები, რომლებიც ღვთის ნებას შეესაბამებიან, ბოლოს და ბოლოს, უმცირესობას წარმოადგენენ, ხოლო ადამიანის გაგების უნარი კი სუსტია. ამიტომ ირჩევს ღმერთი ამ ხერხს მხოლოდ მაშინ, როდესაც განკაცებულ სხეულში მოქმედებს. მხოლოდ ღვთაებრივი საქმის არსებობის შემთხვევაში, ადამიანს არ ექნებოდა ღმერთის შეცნობის ან მასთან ურთიერთობის საშუალება, რადგან ადამიანს არ ესმის ღვთის ენა. ადამიანს ამ ენის გაგება მხოლოდ იმ ადამიანების მეშვეობით შეუძლია, რომლებიც ღვთის ნების შესაბამისად მის სიტყვებს განმარტავენ. თუმცა, კაცობრიობაში მხოლოდ ასეთ ადამიანებს რომ ეშრომათ, ეს მხოლოდ ადამიანის ჩვეულებრივი ყოფიერების შენარჩუნებას თუ შეძლებდა. ეს ადამიანის ბუნებას ვერ შეცვლიდა. ღვთის საქმეს ახალი საწყისი წერტილი არ ექნებოდა; კვლავაც მხოლოდ ძველი სიმღერები და გაცვეთილი ფრაზები დარჩებოდა. მხოლოდ განკაცებული ღმერთის მეშვეობით, რომელიც ამბობს ყველაფერს, რაც უნდა ითქვას და აკეთებს ყველაფერს, რაც უნდა გაკეთდეს მისი განკაცების პერიოდში, რის შემდეგაც ადამიანები განიცდიან და მოქმედებენ მისი სიტყვების შესაბამისად, მხოლოდ ამგვარად იქნება შესაძლებელი მათი ბუნების შეცვლა და მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი მიჰყვნენ დროის დინებას. ის, ვინც ღვთაებრივ განზომილებაში ასრულებენ საქმეს, წარმოადგენს ღმერთს, ხოლო ისინი, ვინც ადამიანურ განზომილებაში ასრულებენ საქმეს, ადამიანები არიან, ვისი მეშვეობითაც ღმერთი მოქმედებს. ანუ განკაცებული ღმერთი არსებითად განსხვავდება ადამიანებისგან, ვისი მეშვეობითაც ღმერთი მოქმედებს. განკაცებულ ღმერთს ძალუძს ღვთაებრივი საქმის შესრულება, ხოლო ადამიანებს, ვისი მეშვეობითაც ღმერთი მოქმედებს, ეს არ შეუძლიათ. ყოველი ეპოქის დასაწყისში სულიწმიდა პირადად მეტყველებს და საფუძველს უყრის ახალ ერას, რათა ადამიანი ახალ საწყისამდე მიიყვანოს. როდესაც ის დაასრულებს მეტყველებას, ეს ნიშნავს, რომ ღვთის საქმე მის ღვთაებრივ ბუნებაში დასრულებულია. ამის შემდეგ ყველა ადამიანი მიჰყვება მათ მაგალითს, ვისაც ღმერთი იყენებს მათი ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად. ანალოგიურად, ეს არის ეტაპი, როდესაც ღმერთს ადამიანი ახალ ეპოქაში შეჰყავს და აძლევს მას ახალ საწყის წერტილს — რა დროსაც სრულდება ღმერთის საქმე განკაცებულ სხეულში.
ღმერთი დედამიწაზე იმისთვის არ მოდის, რომ თავისი ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება სრულჰყოს, ან ჩვეულებრივი ადამიანური საქმე შეასრულოს. იგი მოდის მხოლოდ იმისთვის, რომ შეასრულოს ღვთაებრივი საქმე ჩვეულებრივ ადამიანებში. ის, რასაც ღმერთი ჩვეულებრივ ადამიანობაზე საუბრობს, არ შეესაბამება იმას, რასაც ადამიანები წარმოიდგენენ. ადამიანი „ჩვეულებრივ ადამიანობას“ განსაზღვრავს, როგორც ცოლის, ქმრის, ვაჟებისა და ასულების ყოლას, რაც იმის დასტურია, რომ ადამიანი ჩვეულებრივი ადამიანია; თუმცა, ღმერთი ამას ასე არ ხედავს. ის ჩვეულებრივ ადამიანობას ხედავს ჩვეულებრივ ადამიანურ ფიქრებში, ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებაში და ჩვეულებრივი ადამიანებისგან შობაში. მაგრამ მისი ჩვეულებრიობა არ გულისხმობს ცოლის, ქმრისა და შვილების ყოლას იმ გაგებით, როგორც ადამიანი ჩვეულებრივ წარმოიდგენს. ანუ ადამიანისთვის, ჩვეულებრივი ადამიანობა, რომელზეც ღმერთი საუბრობს, არის ის, რასაც ადამიანი ადამიანობის არქონად მიიჩნევდა, თითქმის გრძნობებისგან მოკლებული და, როგორც ჩანს, ხორციელი მოთხოვნილებებს მოკლებული, ისევე როგორც იესო, რომელსაც მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანის იერსახე ჰქონდა და ჩვეულებრივი ადამიანის იერი მიიღო, მაგრამ არსებითად არ ფლობდა ყოველივე იმას, რაც ჩვეულებრივ ადამიანს უნდა ჰქონდეს. აქედან ჩანს, რომ განკაცებული ღმერთის არსი არ მოიცავს სრულად ჩვეულებრივ ადამიანობას, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს, რაც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრების წესის წარმართვისთვის და ნორმალური ადამიანური აზროვნების უნარის შესანარჩუნებლად. მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ადამიანი ჩვეულებრივ ადამიანობად მიიჩნევს. ეს არის ის, რაც განკაცებულ ღმერთს უნდა გააჩნდეს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ განკაცებულ ღმერთს მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივი ადამიანური საწყისი, თუ მას ჰყავს ცოლი, ვაჟები და ასულები, ოჯახი; ისინი ამბობენ, რომ ამ ყველაფრის გარეშე, ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. მაშინ გეკითხებით: „ჰყავს თუ არა ღმერთს ცოლი? შესაძლებელია თუ არა ღმერთს ჰყავდეს ქმარი? შეუძლია თუ არა ღმერთს ჰყავდეს შვილები?“ განა ეს მცდარი აზრი არ არის? თუმცა, განკაცებული ღმერთი ვერც კლდის ნაპრალიდან წარმოიშვება და ვერც ციდან დაეშვება. იგი მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანების ოჯახში შეიძლება დაიბადოს. სწორედ ამიტომ ჰყავს მას მშობლები და დები. ეს არის ის, რაც განკაცებული ღმერთის ჩვეულებრივ ადამიანურ ბუნებას უნდა ახლდეს თან. ასე იყო იესოს შემთხვევაშიც; იესოს ჰყავდა მამა და დედა, დები და ძმები და ეს ყველაფერი ჩვეულებრივი იყო. მაგრამ ცოლი და შვილები რომ ჰყოლოდა, მაშინ მისი ადამიანური ბუნება არ იქნებოდა ის ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება, რომელიც ღმერთმა განკაცებული ღმერთისთვის განიზრახა. ასე რომ ყოფილიყო, ის ვერ შეძლებდა ღვთაებრიობის სახელით მოქმედებას. სწორედ იმიტომ, რომ მას არ ჰყავდა ცოლი ან შვილები და მაინც ჩვეულებრივი ადამიანებისგან დაიბადა ჩვეულებრივ ოჯახში, მას შეეძლო ღვთაებრივი საქმის შესრულება. უფრო ნათელი რომ გახდეს: ის, ვისაც ღმერთი ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევს, არის პირი, რომელიც ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა. მხოლოდ ასეთ ადამიანს აქვს ღვთაებრივი საქმის შესრულების უფლება. მეორე მხრივ, თუ ადამიანს ჰყავდა ცოლი, შვილები ან ქმარი, ის ვერ შეძლებდა ღვთაებრივი საქმის შესრულებას, რადგან მას მხოლოდ ადამიანებისთვის საჭირო ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება ექნებოდა და არა ღმერთისთვის საჭირო ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება. ის, რასაც ღმერთი მიიჩნევს და ის, რასაც ადამიანებს ესმით, ხშირად სრულიად განსხვავებულია. ღმერთის საქმეს ამ ეტაპზე ბევრი რამ ეწინააღმდეგება და ის მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანთა წარმოდგენებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთის საქმის ეს ეტაპი მთლიანად ღვთაებრიობის უშუალო მოქმედებისგან შედგება, სადაც კაცობრიობა დამხმარე როლს ასრულებს. რადგან ღმერთი დედამიწაზე იმისთვის მოდის, რომ თავად შეასრულოს თავისი საქმე და არ დაუშვას მასში ადამიანის ჩარევა, იგი თავად განკაცდება (არასრულყოფილ, ჩვეულებრივ ადამიანში) თავისი საქმის შესასრულებლად. იგი ამ განკაცებას იყენებს კაცობრიობისთვის ახალი ეპოქის წარსადგენად, რათა აუწყოს მათ თავისი საქმის შემდეგი ეტაპის შესახებ და მოუწოდოს ადამიანებს, იმოქმედონ მისი ქადაგების შესაბამისად. ამგვარად სრულდება ღმერთის საქმე სხეულში; იგი აპირებს კაცობრიობის დატოვებას, აღარ დარჩება ჩვეულებრივ ადამიანურ სხეულში, არამედ განეშორება ადამიანს თავისი საქმის სხვა ეტაპის გასაგრძელებლად. შემდეგ კი, იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მის განზრახვებს შეესაბამებიან, იგი აგრძელებს თავის საქმეს დედამიწაზე ადამიანთა ამ ჯგუფში, ოღონდ მათ ადამიანურ ბუნებაში.
განკაცებული ღმერთი ვერ დარჩება ადამიანთან სამუდამოდ, რადგან ღმერთს კიდევ ბევრი სხვა საქმე აქვს შესასრულებელი. ის ვერ იქნება მიჯაჭვული სხეულზე; მან უნდა განიმოსოს ხორცი, რათა შეასრულოს ის საქმე, რომელიც მას აკისრია, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს სხეულის ხატებად ასრულებს. როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის, იგი არ ელოდება, სანამ მიაღწევს იმ ფორმას, რომელიც ჩვეულებრივმა ადამიანმა უნდა მიაღწიოს სიკვდილამდე და კაცობრიობის დატოვებამდე. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა მისი ხორციელი სხეული, როდესაც მისი საქმე სრულდება, იგი მიდის და ტოვებს ადამიანს. მისთვის ასაკი არ არსებობს, იგი თავის დღეებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით არ ითვლის; ამის ნაცვლად იგი თავის სიცოცხლეს სხეულში ასრულებს თავისი საქმის ეტაპების შესაბამისად. შესაძლოა იყვნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ღმერთი სხეულში მოსვლისას, გარკვეულწილად უნდა დაბერდეს, ზრდასრულ ადამიანად გაიზარდოს, მიაღწიოს სიბერეს და მხოლოდ მაშინ წავიდეს, როდესაც ის სხეული დაუძლურდება. ეს ადამიანის წარმოსახვაა; ღმერთი ასე არ მოქმედებს. ის ხორცში მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ შეასრულოს ის საქმე, რაც მას ევალება და არა იმისთვის, რომ იცხოვროს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით, ანუ მშობლებისგან დაიბადოს, გაიზარდოს, ოჯახი შექმნას და საქმეს მიჰყოს ხელი, შვილები გააჩინოს და გაზარდოს, ან ცხოვრებისეული აღმავლობა და დაცემა განიცადოს — ყოველივე ის, რაც ჩვეულებრივი ადამიანს ახასიათებს. როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის, ეს ღმერთის სული იმოსება ხორცით, მაგრამ ღმერთი არ ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით. იგი მოდის მხოლოდ თავისი მართვის გეგმის ერთი ნაწილის შესასრულებლად. ამის შემდეგ იგი დატოვებს კაცობრიობას. როდესაც იგი სხეულში ისახება, ღმერთის სული არ სრულყოფს ჩვეულებრივ ადამიანურ ბუნებას. პირიქით, ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს, ღვთაებრიობა უშუალოდ იწყებს მოქმედებას. მას შემდეგ, რაც იგი ყოველივე აუცილებელს გააკეთებს და სრულად აღასრულებს თავის მსახურებას, სულიწმიდის საქმე იმ ეტაპზე სრულდება, რა დროსაც აღსრულდება განკაცებული ღმერთის სიცოცხლეც, მიუხედავად იმისა, ამოწურა თუ არა მისმა ხორციელმა სხეულმა თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების რა ეტაპსაც არ უნდა მიაღწიოს სხეულმა, რამდენ ხანსაც არ უნდა იცოცხლოს დედამიწაზე, ყველაფერი სულის მოქმედებით წყდება. ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ადამიანი ჩვეულებრივ ადამიანობად მიიჩნევს. მაგალითად, იესო. მან სხეულში ოცდაცამეტნახევარი წელი ცხოვრობდა. ადამიანის სხეულის სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ის ამ ასაკში არ უნდა გარდაცვლილიყო და არც უნდა წასულიყო. მაგრამ ამას სულიწმიდისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისი საქმის დასრულების შემდეგ სხეულიც წაერთვა და სულთან ერთად გაქრა. ამ პრინციპით მოქმედებს ღმერთი ხორციელ სხეულში. ამრიგად, მკაცრად რომ ვთქვათ, განკაცებული ღმერთის ადამიანურობა არ არის უპირველესი მნიშვნელობის. განვმეორდებით, იგი დედამიწაზე არ მოდის იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით იცხოვროს. იგი ჯერ ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებას არ იწყობს და შემდეგ არ იწყებს მოქმედებას. პირიქით, სანამ ის ჩვეულებრივ ადამიანურ ოჯახში იბადება, მას შეუძლია ღვთაებრივი საქმის შესრულება, საქმის, რომელიც თავისუფალია ადამიანური განზრახვებისგან, არ არის ხორციელი, არ იღებს საზოგადოების წესებს და არ მოიცავს ადამიანურ აზრებსა და წარმოდგენებს და, უფრო მეტიც, რომელიც არ შეიცავს ადამიანურ ფილოსოფიას ამქვეყნიურ საკითხებში. ეს არის ის საქმე, რომლის შესრულებასაც განკაცებული ღმერთი აპირებს და მისი განკაცების პრაქტიკული მნიშვნელობა ამაში მდგომარეობს. ღმერთი ხორცში მოდის, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ შეასრულოს საქმის ის ეტაპი, რომელიც ხორცეულ ფორმაში უნდა შესრულდეს, სხვა არაარსებითი პროცესების გავლის გარეშე და, რაც ეხება ჩვეულებრივ ადამიანურ გამოცდილებას, მას ის არ გააჩნია. საქმე, რომელიც ღმერთმა განკაცებულმა ხორცში უნდა შეასრულოს, არ მოიცავს ჩვეულებრივ ადამიანურ გამოცდილებას. ღმერთი მოდის ხორცში იმ საქმის აღსასრულებლად, რომელიც მან სხეულში უნდა აღასრულოს. დანარჩენს მასთან საერთო არაფერი აქვს; იგი არ გადის ამდენ უმნიშვნელო პროცესს. როგორც კი მისი საქმე დასრულდება, მისი განკაცების მნიშვნელობაც აღსრულდება. ამ ეტაპის დასრულება ნიშნავს, რომ მისი ხორცში შესასრულებელი საქმე დასრულებულია და მისი მსახურება ხორცში დასრულებულია. მაგრამ იგი ვერ გააგრძელებს ხორცში მოქმედებას განუსაზღვრელი ვადით. მან სხვა ადგილას უნდა გადაინაცვლოს საქმის შესასრულებლად, ხორცს გარეთ არსებულ ადგილას. მხოლოდ ასე შეიძლება მისი საქმე სრულად შესრულდეს და უფრო დიდ შედეგს მიაღწიოს. ღმერთი თავისი პირვანდელი გეგმის მიხედვით მოქმედებს. რა საქმის შესრულება სჭირდება და რა საქმე დაასრულა, მისთვის ეს საკუთარი ხელისგულივით ნათელია. ღმერთი თითოეულ ადამიანს მიუძღვის იმ გზაზე, რომელიც მან წინასწარ განსაზღვრა ადამიანისთვის. ვერავინ აარიდებს თავს ამას. მხოლოდ ისინი შეძლებენ სიმშვიდის მოპოვებას, ვინც სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიჰყვება. შესაძლოა, შემდგომში ადამიანის წარმართვისთვის არა ღმერთი ილაპარაკებს სხეულში, არამედ სული, რომელსაც ხელშესახები ფორმა აქვს, წარმართავს ადამიანის ცხოვრებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ადამიანი უშუალოდ შეეხოს ღმერთს, შეხედოს ღმერთს და უკეთ შევიდეს ღმერთის მიერ მოთხოვნილ რეალობაში, რათა მიაღწიოს სრულყოფილებას პრაქტიკული ღმერთის წყალობით. ეს არის ის საქმე, რომლის აღსრულება ღმერთს სურს და რაც მან დიდი ხნის წინ დაგეგმა. აქედან ყველამ უნდა დაინახოთ გზა, რომელსაც უნდა მიჰყვეთ!