გზა... (6)
სწორედ ღვთის საქმის წყალობით მოვედით დღევანდელ დღემდე და ამგვარად, ჩვენ ვართ გადარჩენილნი ღვთის მართვის გეგმაში. ის ფაქტი, რომ დღესაც აქ ვართ, ღვთისგან მომდინარე უდიდესი ამაღლებაა. ღვთის გეგმის თანახმად, დიდი წითელი დრაკონის ქვეყანა უნდა განადგურდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ღმერთმა სხვა გეგმა შეიმუშავა ან სურს თავისი საქმის სხვა ნაწილის აღსრულება. ამიტომ, ახლაც კი არ შემიძლია ამის ნათლად ახსნა — ეს ამოუხსნელ გამოცანას ჰგავს. მაგრამ მთლიანობაში ეს ჩვენი ჯგუფი ღვთის მიერ არის წინასწარგანსაზღვრული და მუდამ მწამს, რომ ღმერთმა ჩვენზე სხვა საქმე უნდა აღასრულოს. მოდით, ყველამ ასე შევთხოვოთ ზეცას: „დაე, აღსრულდეს ნება შენი და დაე, კვლავ გამოგვეცხადე და არ დაგვემალო, რათა უფრო ნათლად ვიხილოთ შენი დიდება და სახე“. მუდმივად ვგრძნობ, რომ გზა, რომელზეც ღმერთი მიგვიძღვის, პირდაპირ ზევით კი არ მიემართება, არამედ ეს არის მიხვეულ-მოხვეული, ორმოებით სავსე გზა; გარდა ამისა, ღმერთი ამბობს, რომ რაც უფრო კლდოვანია გზა, მით უფრო მეტად შეუძლია მას ჩვენი მოსიყვარულე გულების გამოვლენა. თუმცა არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია ასეთი გზის გაკვალვა. ჩემი გამოცდილებით მრავალი ქვიანი, უსწორმასწორო გზა გამივლია და დიდი ტანჯვა გადამიტანია, ზოგჯერ კი ისეთი მწუხარებით ვყოფილვარ მოცული, რომ ლამის გოდება დავიწყე, მაგრამ დღემდე მაინც ამ გზით მოვდივარ. მწამს, რომ ეს არის ღვთის მიერ წარმართული გზა, ამიტომ ვითმენ ტანჯვასა და წამებას და წინსვლას განვაგრძობ. რადგან ეს ღვთის მიერ არის დადგენილი, მაშ, ვის შეუძლია მას გაექცეს? არ ვითხოვ კურთხევას; ერთადერთი, რასაც ვითხოვ არის ის, რომ შევძლო იმ გზით სიარული, რომლითაც უნდა ვიარო ღვთის განზრახვების შესაბამისად. არ ვცდილობ სხვების მიბაძვას და იმ გზით სიარულს, რომლითაც ისინი დადიან; ერთადერთი, რასაც ვეძიებ, არის ის, რომ შევძლო ჩემი ერთგულების გამოვლენა და ბოლომდე ვიარო იმ გზით, რომლითაც უნდა ვიარო. არ ვითხოვ სხვათა დახმარებას; გულწრფელად რომ ვთქვა, არც მე ძალმიძს სხვათა დახმარება. როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით საშინლად მგრძნობიარე ვარ. არ ვიცი, რას ფიქრობენ სხვები. ეს იმიტომ, რომ ყოველთვის მწამდა, რომ ტანჯვის მოცულობა, რომელიც ადამიანმა უნდა გადაიტანოს და მანძილი, რომელიც მან თავის გზაზე უნდა გაიაროს, ღვთის მიერ არის წინასწარგანსაზღვრული, და რომ სინამდვილეში არავის ძალუძს სხვისი დახმარება. ზოგიერთმა ჩვენმა მოშურნე ძმამ და დამ შეიძლება თქვას, რომ მე სიყვარული არ გამაჩნია, მაგრამ მე სწორედ ასე მწამს. ადამიანები თავიანთ გზას ღვთის წინამძღოლობაზე მინდობით მიჰყვბიან. მჯერა, რომ ჩემი ძმებისა და დების უმეტესობა გაუგებს ჩემს გულს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ღმერთი ამ კუთხით გაცილებით მეტ ნათელს მოგვფენს, რათა ჩვენი სიყვარული უფრო წმინდა გახდეს, ხოლო ჩვენი მეგობრობა — უფრო ძვირფასი. დაე, ნუ ვიქნებით დაბნეულნი ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ მოვიპოვოთ მეტი სიცხადე, რათა პიროვნებათაშორისი ურთიერთობები ღვთის წინამძღოლობის საფუძველზე ჩამოყალიბდეს.
ღმერთი მრავალი წლის განმავლობაში აღასრულბდა საქმეს კონტინენტურ ჩინეთში და მან დიდი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ ყველა ადამიანი მოვეყვანეთ იქამდე, სადაც დღეს ვართ. ვფიქრობ, რომ ყველას სწორ გზაზე წარმართვისთვის ეს საქმე იქიდან უნდა დაიწყოს, სადაც ყველა ყველაზე სუსტია; მხოლოდ ამგვარად შეიძლება პირველი დაბრკოლების გადალახვა და საქმის წინსვლის გაგრძელება. განა ასე არ სჯობს? ჩინელმა ერმა, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში იხრწნებოდა, დღემდე მოაღწია, ყოველგვარი „ვირუსი“ კი განუწყვეტლივ ვრცელდება და ჭირის მსგავსად ედება ყველაფერს; ადამიანთა ურთიერთობებზე ერთი შეხედვაც კი საკმარისია იმის დასანახად, თუ რამდენი „მიკრობი“ იმალება მათში. ღვთისთვის უკიდურესად რთულია თავისი საქმის განვითარება ასეთ მჭიდროდ ჩაკეტილ და ვირუსით ინფიცირებულ გარემოში. ადამიანთა პიროვნული თვისებები, ჩვევები, მათი მოქმედების წესი, ყველაფერი, რასაც ისინი თავიანთ ცხოვრებაში გამოხატავენ და მათი პიროვნებათაშორისი ურთიერთობები — ყოველივე ეს იმდენად განადგურებულია, რომ ადამიანურ ცოდნასა და კულტურას ღვთის მიერ სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სხვადასხვა გამოცდილებაზე, რომელიც მათ თავიანთი ოჯახებიდან და საზოგადოებიდან შეიძინეს — ყოველივე ეს მსჯავრდებულია ღვთის თვალში. ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი მეტისმეტად აღივსნენ ვირუსებით. მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაზე არც კი ფიქრობენ. ამიტომ რაც უფრო გახრწნილია ხალხი კონკრეტულ ადგილას, მით უფრო არანორმალურია მათი პიროვნებათაშორისი ურთიერთობები. ადამიანთა ურთიერთობები სავსეა ინტრიგებით, ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ შეთქმულებებს აწყობენ და ერთმანეთს ხოცავენ — თითქოს ეს დემონების კანიბალური ციხესიმაგრე იყოს. ასეთ ტერორით სავსე ადგილას, სადაც მოჩვენებები თარეშობენ, ღვთის საქმის აღსრულება უკიდურესად რთულია. განუწყვეტლივ შევთხოვ ღმერთს, როდესაც ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, რადგან ყოველთვის მეშინია მათთან ურთიერთობის და ძლიერ ვუფრთხი, რომ ჩემი ხასიათით მათ „ღირსებას“ არ მივაყენო შეურაცხყოფა. გულში მუდამ მეშინია, რომ ეს არაწმიდა სულები დაუფიქრებლად იმოქმედებენ, ამიტომ ყოველთვის შევთხოვ ღმერთს მფარველობას. ჩვენ შორის აშკარაა ყოველგვარი არანორმალური ურთიერთობა და ამ ყველაფრის დანახვისას ჩემს გულში სიძულვილი ისადგურებს, რადგან ადამიანები ყოველთვის ადამიანური „საქმეებით“ არიან დაკავებულნი და არასოდეს ითვალისწინებენ ღმერთს. სულის სიღრმემდე მძულს მათი ქცევა. ის, რისი დანახვაც კონტინენტურ ჩინეთში მცხოვრებ ადამიანებში შეიძლება, სხვა არაფერია, თუ არა სატანური გახრწნილი ხასიათი, ამიტომ ამ ადამიანებში ღვთის საქმის აღსრულებისას თითქმის შეუძლებელია მათში რაიმე ღირებულის პოვნა; მთელ საქმეს სულიწმიდა აღასრულებს და მხოლოდ სულიწმიდა ამოძრავებს ადამიანებს და მოქმედებს მათზე. თითქმის შეუძლებელია ამ ადამიანებთან მიმართებაში რაიმეს გამოყენება; ანუ სულიწმიდის მიერ ადამიანთა ამოძრავებისა და თანამშრომლობის შერწყმით საქმის აღსრულება შეუძლებელია. სულიწმიდა უბრალოდ დაჟინებით ამოძრავებს ადამიანებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები რჩებიან უმოძრაონი და უგრძნობნი და წარმოდგენაც არ აქვთ, რას აკეთებს ღმერთი. ამიტომ, ღვთის საქმე კონტინენტურ ჩინეთში ცისა და მიწის შექმნის საქმეს შეედრება; ის იწვევს ყველა ადამიანის ხელახლა შობას და ცვლის მათში ყველაფერს, რადგან მათში არაფერია ღირებული, რაც გულსატკენია. მე ხშირად მწუხარებით აღსავსე ვლოცულობ ამ ადამიანებისთვის: „ღმერთო, დაე, შენი დიადი ძალა გამოვლინდეს ამ ადამიანებში, რათა შენმა სულმა ძლიერად აამოძრაოს ისინი და რათა ეს გახევებული და გონებაჩლუნგი ტანჯულნი გამოფხიზლდნენ, აღარ იყვნენ ლეთარგიულ ძილში და იხილონ ის დღე, როდესაც შენ დიდებას მოიპოვებ“. მოდით, ყველამ ვილოცოთ ღვთის წინაშე და ვთქვათ: ღმერთო! დაე, კვლავ შეგვიწყალე და იზრუნე ჩვენზე, რათა ჩვენი გულები სრულად მობრუნდეს შენსკენ და რათა შევძლოთ ამ ბინძური მიწიდან თავის დაღწევა, ფეხზე წამოდგომა და იმის დასრულება, რაც შენ მოგვანდე. ვიმედოვნებ, რომ ღმერთი კვლავ აგვამოძრავებს, რათა მოგვფინოსნათელი და ვიმედოვნებ, რომ ის შეგვიწყალებს, რათა ჩვენმა გულებმა თანდათანობით შეძლონ მისკენ მობრუნება და მან შეძლოს ჩვენი მოქცევ. ეს არის სურვილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ.
გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, მთლიანად ღვთის მიერ არის დადგენილი. მოკლედ რომ ვთქვათ, მწამს, რომ ამ გზას აუცილებლად ბოლომდე გავივლი, რადგან ღმერთი მუდამ მიღიმის და თითქოს მისი ხელი მუდამ მიმიძღვის. ამგვარად, ჩემი გული სხვა არაფრით არის შებილწული და მუდამ ღვთის საქმეზე ვფიქრობ. მთელი ჩემი ძალისხმევითა და ერთგულებით ვასრულებ ყველაფერს, რასაც ღმერთი მავალებს, და არასოდეს ვერევი იმ საქმეებში, რომლებიც მე არ მეხება და არც იმით ვინტერესდები, თუ სხვა ვინ აკეთებს ამას — რადგან მწამს, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი გზით უნდა იაროს და სხვებს არ უნდა შეუშალოს ხელი. მე ასე ვხედავ ამას. შესაძლოა, ეს განპირობებულია ჩემი პიროვნებით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემი ძმები და დები გამიგებენ და მაპატიებენ, რადგან ვერასდროს ვბედავ მამაჩემის ბრძანების წინააღმდეგ წასვლას. ვერ ვბედავ ზეცის ნების წინააღმდეგ წასვლას. დაგავიწყდა, რომ „ზეცის ნების წინააღმდეგ წასვლა შეუძლებელია“? ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ეგოისტად ჩამთვალოს, მაგრამ მწამს, რომ განსაკუთრებულად იმიტომ მოვედი, რათა ღვთის მართვის საქმის ერთი ნაწილი აღვასრულო და არა იმიტომ, რომ პიროვნებათაშორის ურთიერთობებში ჩავერთო. არ ძალმიძს ვისწავლო, როგორ ვიყო სხვებთან კარგ ურთიერთობაში. თუმცა, ღვთის დავალებასთან მიმართებაში ღვთის წინამძღოლოით ვმოქმედებ და მაქვს რწმენა და შეუპოვრობა, რომ ეს საქმე კარგად შევასრულო. შესაძლოა, ზედმეტად „ეგოისტი“ ვარ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველა თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას, შეეცდება შეიგრძნოს ღვთის სამართლიანი და უანგარო სიყვარული და შეეცდება ღმერთთან თანამშრომლობას. ნუ დაელოდებით ღვთის დიდებულების მეორედ მოსვლას; ეს არავისთვის არის კარგი. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ის, რაზეც უნდა ვიფიქროთ, არის შემდეგი: „ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმის შესასრულებლად, რაც გვევალება, რათა დავაკმაყოფილოთ ღმერთი. ღვთის დავალება თითოეული ჩვენგანისთვის განსხვავებულია; როგორ უნდა შევასრულოთ იგი?“ უნდა შეიგრძნო, თუ რა გზას მიჰყვები — აუცილებელია, რომ ამაში ნათლად იყო გარკვეული. რადგან ყველას გსურთ ღვთის დაკმაყოფილება, რატომ არ უნდა მიუძღვნათ ჯერ საკუთარი თავი მას? როდესაც პირველად ვილოცე ღვთის მიმართ, მთელი ჩემი გული მას მივუძღვენი. ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები — მშობლები, დები, ძმები და კოლეგები — ჩემი გადაწყვეტილების გამო ყველანი შორს, ჩემი გონების უკანა პლანზე დარჩნენ, თითქოს ისინი ჩემთვის საერთოდ არ არსებობდნენ. რადგან მე ყოველთვის ღმერთზე ვფიქრობდი — მის სიტყვებზე თუ მის სიბრძნეზე; ეს ყოველივე ყოველთვის ჩემს გულში იყო, სადაც ყველაზე ძვირფასი ადგილი ეკავათ. ამგვარად, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სავსენი არიან ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიით, მე ვარ ცივსისხლიანი და უემოციო ადამიანი. მათ გულს სტკენს ის, თუ როგორ წარვმართავ საკუთარ თავს, როგორ ვაგვარებ საქმეებს, ჩემი ყოველი ნაბიჯი. ისინი უცნაურად მიყურებენ, თითქოს ის ადამიანი, რომელიც მე ვარ, რაღაც ამოუხსნელი გამოცანა იყოს. თავიანთ გონებაში ისინი ფარულად ზომავენ იმ ადამიანს, რომელიც მე ვარ, არ იციან, რას გავაკეთებ შემდეგ. როგორ შემეძლო გავჩერებულიყავი ჩემს გზაზე ამ ადამიანების ყოველი ნაბიჯის გამო? თუნდაც სხვებს შურდეთ ჩემი, ვძულდე მათ, ან ცივი სარკაზმით დამცინოდნენ, მე მაინც განუწყვეტლივ, დიდი შიმშილითა და წყურვილით შევთხოვ ღმერთს, თითქოს ერთსა და იმავე სამყაროში მხოლოდ მე და ის ვიყოთ და სხვა არავინ. გარე სამყაროს ძალები მუდამ მჭიდროდ მახვევია გარს — მაგრამ ასევე ჩემში მძლავრობს ღვთის მიერ ამოძრავების განცდა. ამ დილემაში მოქცეული ღვთის წინაშე დავემხე: „ღმერთო! როგორ შემეძლო შენი ნების მიმართ უხალისოდ ვყოფილიყავი განწყობილი? შენი თვალები მიყურებენ, როგორც პატივსაცემს, ვითარცა ნაჭედ ოქროს, მაგრამ არ ძალმიძს ბნელეთის ძალებისგან თავის დაღწევა. მთელი ცხოვრება შენთვის დავიტანჯები, შენს საქმეს ჩემი ცხოვრების საქმედ ვაქცევ; გთხოვ, მომცე სათანადო განსასვენებელი, რათა თავი მოგიძღვნა. ღმერთო! მსურს, თავი შემოგწირო. შენ კარგად იცი ადამიანის სისუსტე, მაშ, რატომ მიმალავ შენს თავს?“ სწორედ მაშინ, თითქოს მთის შროშანი ვიყავი, რომლის სურნელსაც ნიავი არხევდა, ყველასთვის უცნობი. ზეცა კი ტიროდა და ჩემი გულიც განუწყვეტლივ ტიროდა; ვგრძნობდი, რომ ჩემს გულში კიდევ უფრო დიდი ტკივილი იყო. ყველა ეს ძალა და ადამიანთა გარემოცვა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ვის შეეძლო ჩემი გულის გაგება? და ასე, კვლავ წარვდექი ღვთის წინაშე და ვთქვი: „ღმერთო! ნუთუ არ არსებობს შენი საქმის აღსრულების გზა ამ ბინძურ მიწაზე? რატომ არ ძალუძთ სხვებს შენი გულის გათვალისწინება კომფორტულ, მხარდამჭერ გარემოში, რომელიც თავისუფალია დევნისგან? მსურს ფრთები გავშალო, მაგრამ რატომ არის ასე რთული გაფრენა? ნუთუ არ მოგწონს ეს?“ მთელი დღეები ვტიროდი ამის გამო, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ღმერთი ანუგეშებდა ჩემს მწუხარე გულს. არავის არასოდეს გაუგია ჩემი შფოთვა. შესაძლოა, ეს ღვთისგან მომდინარე პირდაპირი აღქმაა — ყოველთვის განვიცდიდი წუხილსა და შფოთვას მისი საქმის გამო და ძლივს მქონდა დრო სულის მოსათქმელად. დღემდე ვლოცულობ და ვამბობ: „ღმერთო! თუ ეს შენი ნებაა, დაე, წამიძეხი, რათა შენი კიდევ უფრო დიდი საქმე აღვასრულო, რათა ის მთელ სამყაროში გავრცელდეს და ღია იყოს ყველა ერისა და აღმსარებლობისთვის, რათა ჩემს გულს მცირეოდენი სიმშვიდე მოუტანოს და რათა ვიცხოვრო შენთვის განსასვენებელში და შევძლო შენთვის საქმის შესრულება შეუფერხებლად და ჩემი გულის დამშვიდება, რათა მთელი ცხოვრება გემსახურო“. ეს არის ჩემი გულის წადილი. შესაძლოა, ძმებმა და დებმა თქვან, რომ ამპარტავანი და ქედმაღალი ვარ; მეც ვაღიარებ ამას, რადგან ეს ფაქტია — ის, რაც ახალგაზრდებს გააჩნიათ, უბრალოდ ამპარტავნებაა. ამგვარად, მე არ ვსაუბრობ იმ ფაქტების საწინააღმდეგოდ, თუ როგორ არის სინამდვილეში საქმე. ჩემში შეიძლება დაინახო ახალგაზრდის ყველა პიროვნული თვისება, მაგრამ ასევე შეგიძლია დაინახო, რით განვსხვავდები სხვა ახალგაზრდებისგან: ჩემი სიმშვიდითა და სიწყნარით. ამას სადავოდ არ ვხდი; მწამს, რომ ღმერთი ჩემზე უკეთ მიცნობს. ეს ჩემი გულიდან წამოსული სიტყვებია და ვიმედოვნებ, რომ ძმები და დები არ მიიღებენ ამას შეურაცხყოფად. მოდით, ვისაუბროთ ჩვენს გულებში არსებულ სიტყვებზე, შევხედოთ თითოეული ჩვენი მისწრაფების მიღმა არსებულ მიზნებს, შევადაროთ ჩვენი მოყვარული გულები, მოვუსმინოთ იმ სიტყვებს, რომლებსაც ღვთის წინაშე ვჩურჩულებთ, ვიმღეროთ ყველაზე ლამაზი სიმღერები ჩვენს გულებში და მივცეთ გზა ჩვენს გულებში არსებულ კეთილშობილურ გრძნობებს, რათა ჩვენი ცხოვრება უფრო მშვენიერი გახდეს. დაივიწყეთ წარსული და მიაპყარით მზერა მომავალს. ღმერთი თავად გაგვიკაფავს გზას!