გზა... (5)

ადრე არავინ იცნობდა სულიწმიდას, მით უმეტეს, არ იცოდნენ იმ გზის შესახებ, რომელსაც გადიოდა. სწორედ ამიტომ ადამიანები ყოველთვის სასაცილო მდგომარეობაში იგდებდნენ თავს ღვთის წინაშე. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ თითქმის არავინ, ვისაც ღმერთი სწამს, არ იცნობს სულს, და მათი რწმენა ბუნდოვანი და აღრეულია. ცხადია, ადამიანებს არ ესმით ღმერთის; და თუმცა მათი ბაგეები, შეიძლება, ამბობდეს, რომ სწამთ მისი, არსებითად, მათი საქციელიდან გამომდინარე, საკუთარი თავის სწამთ და არა ღვთის. საკუთარი რეალური გამოცდილებიდან დავინახე, რომ მიუხედავად იმისა, ღმერთი თავად მოწმობს ხორციელად მოსულ ღმერთზე და გარედან ისე ჩანს, თითქოს ადამიანები იძულებულნი არიან, აღიარონ ღვთის მოწმობა, და, რბილად რომ ვთქვათ, მათ სჯერათ, რომ ღვთის სული სრულიად უცდომელია; ის, რისიც რეალურად სწამთ ადამიანებს, არის არა ეს კონკრეტული პიროვნება, მით უმეტეს არც ღვთის სული, არამედ საკუთარი გრძნობები. განა ამის კეთებით მათ უბრალოდ საკუთარი თავის არ სწამთ? რასაც ვამბობ, ჭეშმარიტებაა. ადამიანებს იარლიყებს არ ვაკრავ, მაგრამ არის ერთი რამ, რაც უნდა განვმარტო: ის, რომ ადამიანები დღევანდელ დღემდე მოვიდნენ მიუხედავად იმისა, ნათლად ხედავენ თუ დაბნეულნი არიან, მთლიანად სულიწმიდის მოქმედებაა. ეს არ არის ის, რაზეც ადამიანებს კონტროლი აქვთ. ეს არის იმის მაგალითი, რაც ადრე ვახსენე, რომ სულიწმიდა აიძულებს ადამიანებს, რომ ირწმუნონ; ეს არის გზა, რომლითაც სულიწმიდა მოქმედებს და ეს არის ის გზა, რომელზეც სულიწმიდა დადის. არ აქვს მნიშვნელობა, არსებითად ვისი სწამთ ადამიანებს; სულიწმიდა აიძულებს მათ, აძლევს მათ ერთგვარ გრძნობას, რაც უბიძგებს მათ, გულით ირწმუნონ ღმერთი. განა ასე არ გწამს? განა უცნაურად არ გეჩვენება, რომ შეგიძლია გწამდეს ღმერთი? განა უცნაურად არ მიგაჩნია, რომ არ შეგიძლია ამ ნაკადიდან თავის დაღწევა? განა არასდროს დაფიქრებულხარ ამაზე? განა ეს არ არის ყველაზე დიდი ნიშანი და სასწაული? მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გქონია გაქცევის სურვილი, ყოველთვის არსებობს ძლიერი სასიცოცხლო ძალა, რომელიც გიზიდავს და გაიძულებს, უარი თქვა წასვლაზე. და ყოველ ჯერზე, როცა ასეთ ვითარებაში აღმოჩნდები, უცვლელად იწყებ ტირილსა და ქვითინს; არ იცი, რა გააკეთო შემდეგ. ზოგიერთი თქვენგანი მართლაც ცდილობს წასვლას, მაგრამ ამას ცდილობ, ეს გულში დანის ჩაცემას ჰგავს, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სული რაღაც მიწიერმა მოჩვენებამ წაგართვა, რამაც შენი გული ააფორიაქა და სიმშვიდე დაუკარგა. ამის შემდეგ შენ სხვა გზა არ გაქვს, გარდა იმისა, რომ ძალა მოიკრიბო და დაუბრუნდე ღმერთს. ... განა არ გამოგიცდია ეს? ეჭვი არ მეპარება, რომ ის უმცროსი ძმები და დები, რომლებსაც შეუძლიათ გულის გადაშლა, იტყვიან: „დიახ! ეს იმდენჯერ გამომიცდია, რომ ამაზე ფიქრიც კი მრცხვენია!“ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის სიამოვნებით ვეპყრობი ჩემს ახალგაზრდა ძმებსა და დებს, როგორც ჩემს უახლოეს მეგობრებს, რადგან ისინი სავსენი არიან უმანკოებით და ასეთი სუფთანი და მშვენიერნი არიან. ისინი ჩემი საკუთარი თანამგზავრებივით არიან. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვეძებ შესაძლებლობას, რომ შევკრიბო ყველა ჩემი უახლოესი მეგობარი, რათა ვისაუბროთ ჩვენს მისწრაფებებსა და გეგმებზე. დაე, აღსრულდეს ღვთის ნება ჩვენზე, რათა ყველანი ვიყოთ როგორც ერთი სისხლი და ხორცი, ყოველგვარი ბარიერებისა და დისტანციის გარეშე. დაე, ყველამ ვილოცოთ ღვთის მიმართ: „ღმერთო! თუ ეს შენი ნებაა, გევედრებით, მოგვეცი შესაბამისი გარემო, რათა ჩვენი გულისწადილი ავისრულოთ. დაე, შეგვიწყალე ჩვენ, ახალგაზრდები, რომლებსაც გონიერება გვაკლია, და მოგვეცი საშუალება, გამოვიყენოთ ჩვენს გულებში არსებული ძალა!“ მჯერა, რომ ეს ღვთის განზრახვაა, რადგან დიდი ხნის წინ მის წინაშე შევევედრე ღმერთს და ვუთხარი: „მამაო! დედამიწაზე დაუცხრომლად შემოგღაღადებთ შენ, გვსურს, რომ შენი ნება მალე აღსრულდეს ქვეყანასა ზედა. მე ვეძიებ შენს ნებას. დაე, გააკეთე ის, რისი გაკეთებაც გსურს, და რაც შეიძლება მალე დაასრულე შენი მისია ჩემში. იმისთვისაც კი მზად ვარ, რომ ჩვენ შორის ახალი გზა გაკაფო, თუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ნება მალე აღსრულდება! მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ შენი საქმე მალე დასრულდეს, და მჯერა, რომ ვერანაირი წესები ვერ შეაჩერებს მას!“ ასეთია ღვთის საქმე დღეს; განა არ ხედავ იმ გზას, რომელსაც სულიწმიდა გადის? ყოველ ჯერზე, როცა უფროს ძმებთან და დებთან მაქვს ურთიერთობა, ენით აუწერელი დამთრგუნველი გრძნობა მიპყრობს. როცა მათთან მაქვს ურთიერთობა, ვხედავ, რომ მათ საზოგადოების სუნი ასდით; მათი რელიგიური წარმოდგენები, საქმის მოგვარების მათეული გამოცდილება, მათი საუბრის მანერა, სიტყვები, რომლებსაც ისინი იყენებენ და ა.შ. — ეს ყველაფერი გამაღიზიანებელია. როგორც ჩანს, ეს ადამიანები სავსენი არიან „სიბრძნით“. ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება შორს დავიჭირო თავი მათგან, რადგან პირადად მე უკიდურესად მაკლია ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფია. ყოველ ჯერზე, როცა ამ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ისინი მღლიან, თავი მიოფლიანდება; ეს ზოგჯერ იქამდეც კი მიდის, რომ თავს ისე დათრგუნულად ვგრძნობ, სუნთქვაც კი მიჭირს. ამიტომ ამ სახიფათო მომენტში ღმერთმა მიჩვენა შესანიშნავი გამოსავალი. შესაძლოა, ეს მხოლოდ ჩემი მცდარი წარმოდგენაა, მაგრამ ღვთის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა ვაყენებ, პრიორიტეტს ვანიჭებ ღვთის ნების მიყოლას და შორს ვიჭერ თავს ამ ადამიანებისგან. თუ ღმერთი მოითხოვს ჩემგან მათთან ურთიერთობას, მაინც ვემორჩილები. საქმე ის კი არ არის, რომ ისინი საძულველნი არიან, არამედ ის, რომ მათი „სიბრძნე“, წარმოდგენები და ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფია ასეთი საზიზღარია. მე მოვედი ღვთის მისიის შესასრულებლად და არა იმის სასწავლად, თუ როგორ აკეთებენ ისინი საქმეებს. მახსოვს, როგორ მითხრა ერთხელ ღმერთმა: „დედამიწაზე ეცადე, რომ მიჰყვე მხოლოდ შენი მამის ნებას და შეასრულო მისი დავალება. სხვა არაფერი გეხება“. ამაზე ფიქრი მცირეოდენ სიმშვიდეს მანიჭებს. ეს იმიტომ, რომ ადამიანური საქმეები ყოველთვის ასე რთულად მეჩვენება; ვერ ვგებულობ მათ და არასდროს ვიცი, რა გავაკეთო. ამიტომ, უთვალავჯერ დავრჩენილვარ ამის გამო სასოწარკვეთილი და შემიძულებია კაცობრიობა; რატომ უნდა იყვნენ ადამიანები ასეთი რთულები? რატომ არ შეუძლიათ იყვნენ მარტივები? რატომ იწუხებენ თავს იმით, რომ იყვნენ ასეთი ჭკვიანები? უმეტესწილად, როცა ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ამას ვაკეთებ ღვთის მისიის მიღების საფუძველზე. შესაძლოა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ეს ასე არ იყო, მაგრამ ვინ იცის, რა არის დამალული ჩემი გულის სიღრმეში?

მრავალჯერ შევაგონე ჩემთან მყოფ ძმებსა და დებს, რომ გულით უნდა სწამდეთ ღმერთი, რომ საკუთარ ინტერესებს კი არ უნდა იცავდნენ, არამედ ითვალისწინებდნენ ღვთის განზრახვებს. მრავალჯერ მიტირია ღვთის წინაშე ტანჯულს: რატომ არ ითვალისწინებენ ადამიანები ღვთის განზრახვებს? ნუთუ ღვთის საქმე შეიძლება უბრალოდ უკვალოდ გაქრეს უმიზეზოდ? არ ვიცი რატომ — თითქოს ეს გამოცანად იქცა ჩემს გონებაში. რატომ არ იციან ადამიანებმა არასდროს, რა გზას გადის სულიწმიდა და ნაცვლად ამისა აგრძელებენ სხვა ადამიანებთან არანორმალური ურთიერთობების შენარჩუნებას? ასეთი ადამიანების დანახვაზე გული მერევა. იმის ნაცვლად, რომ ყურად იღონ ის გზა, რომელსაც სულიწმიდა გადის, ისინი ფოკუსირდებიან ადამიანის საქმეებზე. განა ამას შეუძლია, დააკმაყოფილოს ღვთის გული? ხშირად ვწუხვარ ამის გამო. თითქოს ეს ჩემს ტვირთად იქცა; სულიწმიდაც სწუხს ამაზე. განა არ გაქვს რაიმე საყვედური გულში? დაე, ღმერთმა აგვიხილოს სულიერი თვალები. მე, ვინც წარვმართავ ადამიანებს ღვთის საქმეში შესასვლელად, მრავალჯერ მილოცია ღვთის წინაშე: „მამაო! მზად ვარ, შენი ნება მთავარ საზრისად ვაქციო და შენს ნებას მივყვე. მზად ვარ, ვიყო შენი მისიის ერთგული, რათა მოიპოვო ადამიანთა ეს ჯგუფი. დაე, წაგვიყვანე თავისუფლების ქვეყანაში, რათა შევძლოთ, შეგეხოთ ჩვენი სულებით; დაე, გააღვიძე სულიერი გრძნობები ჩვენს გულებში!“ მსურს, რომ ღვთის ნება აღსრულდეს და ამიტომ განუწყვეტლივ ვლოცულობ, რათა მისმა სულმა განაგრძოს ჩვენთვის ნათლის მოფენა, რათა ვიაროთ იმ გზით, რომლითაც სულიწმიდა მიგვიძღვის — რადგან გზა, რომელსაც მე მივყვები, სულიწმიდის გზაა. და სხვა ვინ შეძლებდა ამ გზაზე სიარულს ჩემ ნაცვლად? სწორედ ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს ტვირთს. ვგრძნობ, თითქოს დავეცემი, მაგრამ მაქვს რწმენა, რომ ღმერთი არასოდეს დააყოვნებს თავის საქმეს. შესაძლოა, ჩვენ მხოლოდ მაშინ დავშორდებით ერთმანეთს, როცა მისი მისია დასრულდება. ასე რომ, შესაძლოა, სწორედ ღვთის სულის ზემოქმედების გამო ვგრძნობდი თავს ყოველთვის განსხვავებულად. თითქოს არის საქმე, რომლის აღსრულებაც ღმერთს სურს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია ჩემთვის. თუმცა მჯერა, რომ დედამიწაზე არავინაა ჩემს უახლოეს მეგობრებზე უკეთესი, და მჯერა, რომ ისინი ილოცებენ ჩემთვის ღვთის წინაშე, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. მსურს, რომ ძმებმა და დებმა ჩემთან ერთად თქვან: „ღმერთო! დაე, შენი ნება სრულად გამოვლინდეს ჩვენში, უკანასკნელი ჟამის ხალხში, რათა კურთხეულნი ვიყოთ სულიერი სიცოცხლით, ვიხილოთ ღვთის სულის საქმეები და შევხედოთ მის ჭეშმარიტ სახეს!“ როგორც კი ამ საფეხურს მივაღწევთ, ჩვენ ჭეშმარიტად ვიცხოვრებთ სულის წინამძღოლობის ქვეშ, და მხოლოდ მაშინ შევძლებთ ღვთის ჭეშმარიტი სახის ხილვას. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები შეძლებენ, გაიგონ ყველა ჭეშმარიტების ნამდვილი მნიშვნელობა; ისინი ადამიანური წარმოდგენების მიხედვით კი არ გაიგებენ ან ჩასწვდებიან, არამედ ღვთის სულის განზრახვების შესაბამისად ნათელი მოეფინებათ. ეს მთლიანად თავად ღვთის საქმეა, მასში ადამიანური მოსაზრებების ნატამალიც კი არაა; ეს არის ღვთის საქმის გეგმა იმ საქმეებისთვის, რომელთა გამოცხადებაც სურს დედამიწაზე და ეს არის მისი საქმის უკანასკნელი ნაწილი დედამიწაზე. გსურს, შეუერთდე ამ საქმეს? გსურს, იყო მისი ნაწილი? გაქვს გადაწყვეტილი, რომ სრულქმნილი გახდე სულიწმიდის მიერ და დატკბე სულიერი სიცოცხლით?

დღეს უმნიშვნელოვანესია, კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ჩვენს საწყის საფუძველს. უფრო ღრმად უნდა შევიდეთ ჭეშმარიტებაში, ხილვებსა და სიცოცხლეში — მაგრამ ჯერ უნდა შევახსენო ძმებსა და დებს, რომ საქმის ამ ეტაპში შესასვლელად, უნდა გათავისუფლდეთ თქვენი ადრინდელი წარმოდგენებისგან. ანუ, უნდა შეცვალო შენი ცხოვრების წესი, შეადგინო ახალი გეგმები, დაიწყო ახალი ფურცლიდან. თუ კვლავ ჩაებღაუჭები იმას, რაც შენთვის ძვირფასი იყო წარსულში, სულიწმიდა ვერ შეძლებს შენზე მოქმედებას და ძლივძლივობით შეძლებს შენი სიცოცხლის შენარჩუნებას. ისინი, ვინც არ ისწრაფვიან, არ შედიან ან არ გეგმავენ, სრულიად მიტოვებულნი იქნებიან სულიწმიდის მიერ — ასეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ ისინი ეპოქამ უარყო. ვიმედოვნებ, რომ ყველა ძმა და და შეძლებს ჩემს გულში ჩაწვდომას და ვიმედოვნებ, რომ მეტი „ახალწვეული“ გამოიჩენს ინიციატივას ღმერთთან თანამშრომლობისა და ამ საქმის ერთად დასასრულებლად. მჯერა, რომ ღმერთი გვაკურთხებს. ასევე მჯერა, რომ ღმერთი შემძენს კიდევ ბევრ უახლოეს მეგობარს, რათა შევძლო დედამიწის ყოველ კუთხეში მისვლა და ჩვენ შორის მეტი სიყვარული იყოს. კიდევ უფრო მტკიცედ მწამს, რომ ღმერთი გაზრდის სასუფეველს ჩვენი ძალისხმევის გამო; მსურს, რომ ჩვენმა ამ ძალისხმევამ უპრეცედენტო დონეს მიაღწიოს, რაც ღმერთს საშუალებას მისცემს, მოაქციოს მეტი ახალგაზრდა. მინდა, რომ მეტი დრო დავუთმოთ ამაზე ლოცვას, რომ განუწყვეტლივ შევევედროთ ღმერთს, რათა მთელი ჩვენი ცხოვრება გავატაროთ ღვთის წინაშე და ვიყოთ რაც შეიძლება ახლოს ღმერთთან. დაე, აღარასოდეს ჩადგეს რაიმე ჩვენ შორის და დაე, ყველამ დავდოთ ეს ფიცი ღვთის წინაშე: ერთად ვიშრომოთ თავდაუზოგავად! ვიყოთ ერთგულნი ბოლომდე! არასოდეს განვეშოროთ ერთურთს და ყოველთვის ერთად ვიყოთ! ვიმედოვნებ, რომ ყველა ძმა და და მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ღვთის წინაშე, რათა ჩვენი გულები არასოდეს შეიცვალოს და ჩვენი მიზანდასახულობა არასოდეს შეირყეს! ღვთის ნების აღსრულების გულისთვის კვლავ ვამბობ: მოდით, ვიშრომოთ თავდაუზოგავად! მოდით, ვიბრძოლოთ მთელი ძალით! ღმერთი ნამდვილად გვაკურთხებს!

წინა: გზა… (4)

შემდეგი: გზა... (6)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება