გზა… (4)
ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ აღმოაჩინონ ღვთის მშვენიერება, ეძიონ ღვთის სიყვარულის გზა დღევანდელ ეპოქაში და მზად არიან მიიღონ სასუფევლის დღევანდელი წვრთნა — ყოველივე ეს ღვთის მადლია და, უფრო მეტიც, ღვთის მიერ ჩვენი ამაღლებაა. როდესაც ამაზე ვფიქრობ, ღვთის მშვენიერების ძლიერი განცდა მეუფლება. ღმერთმა ჭეშმარიტად გვიჩვენა სიყვარული; სხვაგვარად ვინ შეძლებდა მისი მშვენიერების აღმოჩენას? მხოლოდ ამგვარად ვხედავ, რომ მთელი ეს საქმე პირადად თავად ღვთის მიერ არის აღსრულებული და რომ ადამიანები ღვთის წინამძღოლობით იმართებიან. მადლობას ვწირავ ღმერთს ამისთვის და მსურს, რომ ჩემი ძმები და დები შემომიერთდნენ ღვთის განდიდებაში: „მთელი დიდება შენდა, თავად უზენაესო ღმერთო! დაე, გამრავლდეს შენი დიდება და გამოვლინდეს ჩვენში, ვინც შენ მიერ ვართ რჩეულნი და მოპოვებულნი“. მე მივიღე ნათელი ღვთისგან: ჩვენ წინასწარ ვიყავით განსაზღვრულნი საუკუნეებამდე და ღმერთს განზრახული აქვს ჩვენი მოპოვება უკანასკნელ დღეებში, რითაც საშუალებას მისცემს სამყაროსა და ყოველივეს, ჩვენი მეშვეობით სრულად იხილოს ღვთის დიდება. მაშასადამე, ჩვენ ვართ ღვთის ექვსიათასწლოვანი წლის მართვის გეგმის ნაყოფი; ჩვენ ვართ ეტალონები, ღვთის საქმის ნიმუშები მთელ სამყაროში. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, თუ რაოდენ ვუყვარვართ ღმერთს და რომ ის საქმე, რომელსაც იგი ჩვენზე აღასრულებს და რასაც ამბობს, მილიონჯერ აღემატება წარსულ ეპოქებში აღსრულებულს. ისრაელშიც კი ან პეტრეს მიმართ ღმერთს პირადად არ აღუსრულებია ამდენი საქმე და არ უთქვამს ამდენი სიტყვა — რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ, ადამიანთა ეს ჯგუფი, ჭეშმარიტად წარმოუდგენლად კურთხეულნი ვართ, შეუდარებლად უფრო კურთხეულნი, ვიდრე წარსული ეპოქების წმინდანები. სწორედ ამიტომ ამბობდა ღმერთი ყოველთვის, რომ უკანასკნელი ეპოქის ხალხი კურთხეულია. რასაც არ უნდა ამბობდნენ სხვები, მჯერა, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ვართ კურთხეულნი ღვთის მიერ. ჩვენ უნდა ვეზიაროთ ღვთის მიერ ბოძებული კურთხევა; შესაძლოა იყვნენ ისეთებიც, ვინც ღმერთს შესჩივის, მაგრამ მჯერა, რომ თუ ეს კურთხევა ღვთის მიერ არის ბოძებული, მაშინ ეს ამტკიცებს, რომ ჩვენ ის უნდა მივიღოთ. მაშინაც კი, თუ სხვები ჩივიან ან უკმაყოფილონი არიან ჩვენით, მაინც მჯერა, რომ ვერავინ შეძლებს დაიმკვიდროს ან წაგვართვას ის კურთხევა, რომლიც ღმერთმა გვიბოძა. ეს იმიტომ ხდება, რომ ღვთის საქმე ჩვენზე აღსრულდება და ის პირისპირ გვესაუბრება — ჩვენ და არა სხვებს. ღმერთი ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც თავად ნებავს და თუ ადამიანები არ ემორჩილებიან, განა ისინი უბრალოდ საკუთარ თავს არ უქმნიან პრობლემებს? განა ამით თავს არ ირცხვენენ? რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ამ მხრივ დიდი გამოცდილება მაქვს. ავიღოთ მაგალითად ის საქმე, რომელსაც ღმერთი ჩემზე აღასრულებს: მხოლოდ მე შემიძლია ამ საქმის შესრულება — შეძლებდა კი სხვა ვინმე ამის გაკეთებას? მქონდა ბედნიერება, მიმეღო ეს დავალება ღვთისგან — შეძლებდა კი სხვა მის ზერელედ, თავისი სურვილისამებრ შესრულებას? თუმცა ვიმედოვნებ, რომ ძმები და დები გაიგებენ ჩემს გულისთქმას. ამას ჩემს უპირატესობად არ ვიყენებ და არ ვტრაბახობ ხალხის წინაშე, არამედ ვხსნი საკითხს. ვისურვებდი, რომ მთელი დიდება ღმერთს ეკუთვნოდეს და ღმერთი დააკვირდეს თითოეული ჩვენგანის გულს, რათა განწმინდოს ისინი. გულით ვისურვებ: მსურს, სრულად ვიყო მოპოვებული ღვთის მიერ, გავხდე უბიწო ქალწული, რომელიც მსხვერპლად შეიწირება საკურთხეველზე და უფრო მეტიც, მქონდეს კრავის მორჩილება, წარვდგე მთელი კაცობრიობის წინაშე, როგორც წმინდა სულიერი სხეული. ეს არის ჩემი პირობა, ფიცი, რომელიც ღვთის წინაშე დავდე. მსურს მისი აღსრულება და ამით ღვთის სიყვარულზე მადლიერებით პასუხი. მზად ხარ ამის გასაკეთებლად? მჯერა, რომ ჩემი ეს პირობა უფრო მეტ ახალგაზრდა ძმასა და დას შემატებს ძალას და მეტ ახალგაზრდას ჩაუსახავს იმედს. მეჩვენება, რომ ღმერთი ახალგაზრდებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს. შესაძლოა ეს მიკერძოებაა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ, რომ ახალგაზრდებს აქვთ პერსპექტივა და იმედი; როგორც ჩანს, ღმერთი განსაკუთრებულ ძალისხმევას დებს ახალგაზრდებში. შესაძლოა მათ აკლიათ გამჭრიახობა და სიბრძნე და ახალშობილი ხბოსავით ენერგიულები და ფიცხები არიან, მაგრამ მჯერა, რომ ისინი არ არიან ღირსებას მოკლებულნი. მათში შეგიძლიათ დაინახოთ ახალგაზრდობის უმანკოება; ისინი სწრაფად იღებენ სიახლეებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები მიდრეკილნი არიან ამპარტავნების, სისასტიკისა და უშიშრობისკენ, ეს არ ახდენს გავლენას მათ უნარზე, მიიღონ ახალი ნათელი, რადგან ახალგაზრდები იშვიათად ებღაუჭებიან ძველ, მოძველებულ საგნებს. სწორედ ამიტომ ვხედავ უსაზღვრო პერსპექტივას ახალგაზრდებში და მათ სიცოცხლისუნარიანობაში; სწორედ ამიტომ ვგრძნობ მათ მიმართ სიახლოვეს. არ მძულს უფროსი ძმები და დები, მაგრამ ისინი არც ინტერესს იწვევენ ჩემში, რისთვისაც გულწრფელ ბოდიშს ვუხდი. შესაძლოა ის, რაც ვთქვი, უადგილო ან დაუფიქრებელია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველანი მაპატიებთ დაუფიქრებლობას, რადგან მეტისმეტად ახალგაზრდა ვარ და საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ როგორ ვსაუბრობ. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, უფროს ძმებსა და დებს საბოლოო ჯამში აქვთ ფუნქციები, რომლებიც უნდა შეასრულონ — ისინი სრულიად უსარგებლონი არ არიან. ეს იმიტომ, რომ მათ აქვთ საქმეების მოგვარების გამოცდილება; სტაბილურად აგვარებენ საქმეებს და არ უშვებენ ამდენ შეცდომას. განა ეს არ არის მათი ძლიერი მხარეები? მოდით, ყველამ ვთქვათ ღვთის წინაშე: „ღმერთო! მოდით, მოგვეცი ძალა, შევასრულოთ ჩვენ-ჩვენი მოვალეობები სხვადასხვა ადგილზე! დაე, ყველამ მაქსიმუმი გავაკეთოთ შენი ნების აღსასრულებლად! მჯერა, რომ სწორედ ეს არის ღვთის განზრახვა!
ჩემი გამოცდილებით ბევრი მათგანი, ვინც ღიად ეწინააღმდეგება ამ ნაკადს — ვინც პირდაპირ ეწინააღმდეგება ღვთის სულს — უფროსი თაობისაა. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან ძლიერი რელიგიური წარმოდგენები; ყოველ ნაბიჯზე ისინი ღვთის სიტყვებს ადარებენ მოძველებულ საგნებს და ცდილობენ, წარსულში გაგებული საგნები ღვთის სიტყვებს შეუსაბამონ. განა ისინი უგუნური ადამიანები არ არიან? შეძლებდნენ კი ასეთი ადამიანები ღვთის მიერ მათზე დაკისრებული საქმის შესრულებას? შეძლებდა კი ღმერთი ასეთი ადამიანების გამოყენებას სამუშაოდ? სულიწმიდა ყოველდღიურად სხვადასხვაგვარად მოქმედებს; თუ ადამიანები მოძველებულ საგნებს ჩაებღაუჭებიან, დადგება დღე, როდესაც ისტორიის სცენიდან ჩამოშორდებიან. თავისი საქმის ყოველ ეტაპზე ღმერთი ახალ ადამიანებს იყენებს. განა ისინი, ვინც სხვების დამოძღვრას მოძველებული საგნებით ცდილობენ, ადამიანებს არ ღუპავენ? და განა ისინი არ აფერხებენ ღვთის საქმეს? და თუ ეს ასეა, როდის დასრულდება ღვთის საქმე? შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული წარმოდგენები იმაზე, რაც ახლახან ვთქვი. შესაძლოა ისინი არ ემორჩილებიან. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შენ არ დაკარგავ მოთმინებას: მალე ბევრი მსგავსი რამ მოხდება და ამის დამტკიცება მხოლოდ ფაქტებით შეიძლება. მოდით, ვეწვიოთ ზოგიერთ მნიშვნელოვან ადამიანს, გავლენიან პასტორსა თუ ბიბლიის განმმარტებელს და ვუქადაგოთ მათ ეს მიმდინარეობა. თავდაპირველად ისინი ღიად არ შეეწინააღმდეგებიან მას; ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, მაგრამ ამოიღებენ ბიბლიას, რათა „შეგეჯიბრონ“. ისინი მოგთხოვენ ესაიასა და დანიელის წიგნების გადმოცემას და იმასაც კი მოგთხოვენ, რომ გამოცხადების წიგნი განუმარტო. და თუ ვერ შეძლებ ამაზე საუბარს, უარგყოფენ, ცრუქრისტეს გიწოდებენ და იტყვიან, რომ აბსურდულ გზას ქადაგებ. ერთი საათის შემდეგ ისინი ისეთ ცრუ ბრალდებებს წამოგიყენებენ, რომ სუნთქვა შეგეკვრება. განა ეს ღია წინააღმდეგობა არ არის? მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ისინი ხელს ვერ შეუძლიან ღვთის საქმის მომდევნო ეტაპს და მალე სულიწმიდა აიძულებს მათ მის მიღებას. ეს გარდაუვალი ტენდენციაა; ეს არის ის, რისი გაკეთებაც ადამიანებს არ შეუძლიათ და რისი წარმოდგენაც კი არ ძალუძთ. მჯერა, რომ ღვთის საქმე სამყაროში შეუფერხებლად წარიმართება. ეს არის ღვთის განზრახვა და ვერავინ შეძლებს მის შეჩერებას. დაე, ღმერთმა ნათელი მოგვფინოს და მოგვცეს მეტი ახალი ნათლის მიღების საშუალება, რათა ხელი არ შეეშალოს ღვთის მიერ ამ საკითხის მართვას. დაე, ღმერთმა შეგვიწყალოს, რათა ყველამ ვიხილოთ იმ დღის დადგომა, როდესაც ღმერთი დიდებას მოიპოვებს. ის დრო, როდესაც ღმერთი დატკბება დიდებით მთელ სამყაროში, ასევე იქნება ჟამი, როდესაც ჩვენ მასთან ერთად მოვიპოვებთ დიდებას. როგორც ჩანს, ეს ასევე იქნება ჟამი, როდესაც მე დავშორდები ჩემს თანამავალთ. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ძმები და დები ჩემთან ერთად აიმაღლებენ ხმას ღვთისადმი ვედრებისას: დაე, მალე დასრულდეს ღვთის დიადი საქმე, რათა ჩვენს სიცოცხლეშივე ვიხილოთ ის დღე, როდესაც იგი დიდებას მოიპოვებს. კვლავაც ვიმედოვნებ, რომ მთელ ჩემს სიცოცხლეს ღვთის ნების აღსრულებას მივუძღვნი და რომ ღმერთი კვლავაც განაგრძობს ჩვენზე თავისი საქმის აღრსრულებას და არასოდეს იქნება რაიმე დაბრკოლება. ეს არის ჩემი მარადიული გადაწყვეტილება. დაე, ღმერთი მუდამ იყოს ჩვენ შორის და დაე, მისმა სიყვარულმა ააგოს ხიდები ჩვენ შორის, რათა ჩვენი მეგობრობა უფრო ძვირფასი გახდეს. ვიმედოვნებ, რომ სიყვარული შექმნის მეტ ურთიერთგაგებას ჩვენ შორის, უფრო ღრმა სიახლოვეს მოგვიტანს, გააქრობს ყოველგვარ დისტანციას და ჩვენი სიყვარული გახდება უფრო ღრმა, ფართო და ტკბილი. მჯერა, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ჩემი ღვთის განზრახვა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ძმები და დები უფრო დამიახლოვდებიან და რომ ჩვენ ყველანი დავაფასებთ იმ ხანმოკლე დღეებს, რომლებსაც ერთად ვატარებთ, რათა ჩვენთვის მშვენიერ მოგონებებად იქცეს.
კონტინენტურ ჩინეთში ღვთის საქმეს საკმაოდ ბევრი ეტაპი ჰქონდა, მაგრამ ისინი არ არის რთული. თუ დავფიქრდებით, მისი საქმის თითოეულ ეტაპს აქვს აზრი; თითოეული მათგანი პირადად ღვთის მიერ არის აღსრულებული და ადამიანებმა ღვთის საქმეში სხვადასხვა როლი შეასრულეს. თითოეული „სცენა“ მართლაც სასაცილოა და ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ადამიანები ასეთ დრამას გაითამაშებდნენ, მათი შესრულება ასე რეალური იქნებოდა სხვადასხვა განსაცდელის შემთხვევაში; ყოველგვარი ადამიანი ასე ნათლად და სრულყოფილად იქნებოდა დახატული ღვთის კალმით, და თითოეული მათგანი ასე ნათლად გამოაშკარავდებოდა დღის სინათლეზე? მაგრამ ამაში იმას არ ვგულისხმობ, რომ ღმერთი თავისი საქმით ადამიანებს ეთამაშება. ამაში არავითარი აზრი არ იქნებოდა; ღვთის საქმეს აქვს მიზანი და იგი არასოდეს გააკეთებდა რაიმე უაზროს ან უსარგებლოს. ყველაფერი, რასაც იგი აღასრულებს, კეთდება ადამიანების სრულყოფილებისა და მათ მოსაპოვებლად. აქედან ჭეშმარიტად ვხედავ, რომ ღვთის გული მთლიანად ადამიანის სიკეთისკენაა მიმართული. შესაძლოა მე ამას დრამა ვუწოდე, მაგრამ ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს დრამა რეალურ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენაა. უბრალოდ ღვთისთვის — ამ დრამის მთავარი რეჟისორისთვის — ადამიანები იქ არიან, რათა ითანამშრომლონ მასთან ამ საქმის დასასრულებლად. თუმცა, სხვა გაგებით, ღმერთი ამას იყენებს ადამიანების მოსაპოვებლად, რათა მათ უფრო მეტად აღმერთონ იგი. განა ეს არ არის ღვთის განზრახვა? ამიტომ ვიმედოვნებ, რომ არავის აქვს რაიმე საწუხარი. ნუთუ შენთვის სრულიად უცნობია ღვთის განზრახვები? მე ბევრი რამ ვთქვი — ვიმედოვნებ, რომ ძმებმა და დებმა ყველაფერი გაიგეს და არასწორად არ განმარტეს ჩემი გული. ეჭვი არ მეპარება, რომ ღმერთი მოგიპოვებთ თქვენ ყველას. ყველა სხვადასხვა გზით დადის. დაე, გზა თქვენს ფეხქვეშა ღვთის მიერ იყოს გაკვალული და დაე, ილოცოთ მის მიმართ და თქვათ: ღმერთო! მსურს, რომ შენ მომიპოვო, რათა ჩემი სული დაგიბრუნდეს შენ. მზად ხარ, ეძიო ღვთის წინამძღოლობა შენი სულის სიღრმეში?