გზა... (2)

ჩვენს ძმებსა და დებს შესაძლოა, უკვე აქვთ ზოგადი წარმოდგენა კონტინენტურ ჩინეთში ღვთის საქმის თანმიმდევრობის, ეტაპებისა და მეთოდების შესახებ, მაგრამ ყოველთვის ვთვლი, რომ უმჯობესია გადავხედოთ ამ ყველაფერს ან თქვენთვის მოკლე შეჯამება გავაკეთო. უბრალოდ ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით, რათა გამოვთქვა ჩემი გულის ნადები და არ შევეხები ამ საქმის მიღმა არსებულ საკითხებს. ვიმედოვნებ, რომ ძმები და დები გაიგებენ ჩემს შინაგან მდგომარეობას და ასევე მოწიწებით ვთხოვ ყველას, ვინც კითხულობს ჩემს სიტყვებს, გაიგოს და მაპატიოს ჩემი მცირე სულიერი ზრდა და ცხოვრებისეული გამოცდილების დიდი ნაკლებობა —არ ძალმიძს, თავაწეული ვიდგე ღვთის წინაშე — მაგრამ ჩემი შეგრძნებით, ეს მხოლოდ ობიექტური მიზეზებია. მოკლედ, რაც არ უნდა მოხდეს, არცერთ ადამიანს, მოვლენასა თუ საგანს არ ძალუძს, ხელი შეგვიშალოს ღვთის წინაშე თანაზიარებაში და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ძმები და დები შემომიერთდებიან ღვთის წინაშე უფრო გულმოდგინე შრომაში. მსურს, აღვავლინო შემდეგი ლოცვა: „ღმერთო! გთხოვ, შეგვიწყალე, რათა მე და ჩემმა ძმებმა და დებმა ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი საერთო მისწრაფებებით, ვიყოთ შენი ერთგულნი სიკვდილამდე და არასოდეს გვქონდეს სინანული!“ ეს სიტყვები არის ჩემი გადაწყვეტილება ღვთის წინაშე, მაგრამ ასევე შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჩემი, როგორც ღვთის მიერ გამოყენებული ხორციელი ადამიანის, დევიზია. ეს სიტყვები მრავალჯერ მითქვამს თანაზიარებისას იმ ძმებისა და დებისთვის, რომლებიც მხარდამხარ მომყვებიან და ისინი, როგორც გზავნილი, გადავეცი ჩემ გვერდით მყოფთ. არ ვიცი, რას ფიქრობს ხალხი მათზე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მჯერა, რომ ეს სიტყვები არა მხოლოდ სუბიექტურ ძალისხმევას ასახავს, არამედ ობიექტურ თეორიასაც შეიცავს. ამის გამო, შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს გარკვეული მოსაზრებები ჰქონდეს და კარგი იქნება, თუ ამ სიტყვებს დევიზად გაიხდი და დაინახავ, თუ რამხელა გახდება შენი სწრაფვა ღვთის სიყვარულისკენ. ზოგიერთ ადამიანს ამ სიტყვების წაკითხვისას გარკვეული წარმოდგენა გაუჩნდება და იფიქრებს: „როგორ შეუძლია ასეთ ჩვეულებრივ, ბანალურ სიტყვებს, მისცეს ადამიანებს უდიდესი სწრაფვა, უყვარდეთ ღმერთი სიკვდილამდე? და მათ არაფერი აქვთ საერთო ჩვენს მიერ განხილულ თემასთან — 'გზა'.“ ვაღიარებ, რომ ეს სიტყვები შესაძლოა არ ჟღერდეს განსაკუთრებით მიმზიდველად, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მათ შეუძლიათ ადამიანების სწორ გზაზე დაყენება და საშუალებას აძლევენ მათ, გაიარონ ყოველგვარი განსაცდელი ღვთისადმი რწმენის გზაზე ისე, რომ არ დაეცნენ სულით ან უკან არ დაიხიონ. სწორედ ამიტომ, მე მათ ყოველთვის ჩემს დევიზად მივიჩნევ. ვიმედოვნებ, რომ ადამიანებიც გულდასმით დაფიქრდებიან მათზე. თუმცა ჩემი განზრახვა არ არის, ვაიძულო ყველა, მიიღოს ჩემი შეხედულებები — ეს მხოლოდ რჩევაა. რასაც არ უნდა ფიქრობდნენ სხვები ჩემზე, ვფიქრობ, რომ ღმერთს ესმის თითოეული ჩვენგანის შინაგანი დინამიკა. ღმერთი განუწყვეტლივ მუშაობს თითოეულ ჩვენგანზე და მისი საქმე დაუღალავია. რადგან ჩვენ ყველანი დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში დავიბადეთ, ის ასე აღასრულებს საქმეს ჩვენზე. ისინი, ვინც დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში დაიბადნენ, ბედნიერნი არიან, რომ სულიწმიდის ამ საქმეს იღებენ. მე, როგორც ერთ-ერთი მათგანი, მე დიდად ვგრძნობ ღვთის სიძვირფასეს, პატივისცემის ღირსებასა და მშვენიერებას. ეს არის ღვთის მზრუნველობა ჩვენზე. ის, რომ ასეთ ჩამორჩენილ, კონსერვატიულ, ფეოდალურ, ცრუმორწმუნე და გარყვნილ პროლეტარიატის იმპერიას შეუძლია მიიღოს ღვთისგან ასეთი საქმე, აჩვენებს, თუ რაოდენ კურთხეულნი ვართ ჩვენ, ადამიანთა ეს ჯგუფი უკანასკნელ ჟამს. მჯერა, რომ ყველა ის ძმა და და, ვისაც სულიერი თვალები ახელილი აქვთ, რათა იხილონ ეს საქმე, სიხარულის ცრემლებს დაღვრის ამის გამო. და იმ დროს განა არ გამოხატავ გრძნობებს ღვთის წინაშე სიხარულით ცეკვით? განა არ შესწირავ გულით სიმღერას ღმერთს? იმ დროს განა არ გააკეთებ დიდებულ განცხადებას შენი გადაწყვეტილების შესახებ ღვთის წინაშე და არ შეიმუშავებ სხვა გეგმას მის წინაშე? ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ისაა, რაც ნორმალურმა ადამიანებმა, რომლებსაც ღმერთი სწამთ, უნდა გააკეთონ. როგორც ადამიანებს, მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს რაიმე სახის გამოხატულება ღვთის წინაშე. ეს არის ის, რაც გრძნობების მქონე ადამიანმა უნდა გააკეთოს. თითოეული ჩვენგანის სულიერი მონაცემებისა და იმის დანახვა, თუ სად დავიბადეთ, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა დამცირება აიტანა ღმერთმა იმისათვის, რომ ჩვენ შორის მოსულიყო. შესაძლოა გვქონდეს ღვთის მცირეოდენი შემეცნების უნარი, მაგრამ ის, რაც ვიცით — რომ ღმერთი ასეთი დიადია, ასეთი უზენაესი და ასეთი პატივსაცემი — საკმარისია იმის ხაზგასასმელად, თუ რამხელა იყო მისი ტანჯვა კაცთა შორის. თუმცა ჩემი ეს სიტყვები მაინც ბუნდოვანია და ადამიანებს მხოლოდ სიტყვებად და მოძღვრებებად შეუძლიათ მათი აღქმა, რადგან ჩვენ შორის მყოფი ხალხი მეტისმეტად უგუნური და გონებაჩლუნგია. ამიტომ ჩემი ერთადერთი არჩევანია, მეტი ძალისხმევა დავხარჯო ამ საკითხის ასახსნელად ყველა იმ ძმისა და დისთვის, ვინც ამას მიიღებს, რათა ჩვენი სულები ღვთის სულმა აამოძრაოს. დაე, ღმერთმა აგვიხილოს სულიერი თვალები, რათა დავინახოთ ის მსხვერპლი, რაც ღმერთმა გაიღო, ის ძალისხმევა, რაც მან გასწია და ის ენერგია, რაც მან ჩვენთვის დახარჯა.

მე, როგორც ერთ-ერთი მათგანი კონტინენტურ ჩინეთში, ვინც ღვთის სული მიიღო, დიდად ვგრძნობ, თუ რაოდენ გვაკლია სულიერი მონაცემები. (ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ძმები და დები ამის გამო ნეგატიურად არ განეწყობიან — ეს არის რეალობა.) რეალურ ცხოვრებაში ნათლად დავინახე, რომ ის, რაც ჩვენ, ადამიანთა ამ ჯგუფს გვაქვს და რაც ვართ, ყოველივე ასეთი ჩამორჩენილია. ძირითადი ასპექტების თვალსაზრისით ეს არის ის, თუ როგორ წარვმართავთ საკუთარ თავს და როგორ ვუმკლავდებით საქმეებს და ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან; რაც შეეხება მეორეხარისხოვან ასპექტებს, ეს არის ჩვენი თითოეული მოსაზრება და ფიქრი. ეს ყოველივე ობიექტურად არსებობს და ძნელია მისი დამალვა სიტყვებით ან ცრუ წარმოდგენებით. ამრიგად, როდესაც ამას ვამბობ, ადამიანთა უმეტესობა თავს დაუქნევს, აღიარებს და დარწმუნდება ამაში, თუკი საღ გონებაზე არიან: ასეთი ადამიანები არ მიიღებენ ჩემს ამ შეხედულებებს. შესაძლოა, მეტისმეტად უტაქტო ვარ, როდესაც მათ პირდაპირ ნამდვილ მხეცებს ვუწოდებ. ეს იმიტომ, რომ დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში ისინი ყველაზე მდაბიონი არიან, როგორც ღორები ან ძაღლები. არავის აკლია სულიერი მონაცემები მათზე მეტად; ისინი არ არიან ღირსნი, წარდგნენ ღვთის წინაშე. შესაძლოა, ჩემი სიტყვები მეტისმეტად „თავხედურია“. ჩემში მოქმედი ღვთის სულის სახელით მე ვწყევლი ამგვარ უწმინდურ ქმნილებას, რომელიც ღორის ან ძაღლის მსგავსია და ვიმედოვნებ, რომ ეს არ დაასუსტებს ჩემს ძმებსა და დებს. შესაძლოა, ჩვენ შორის არ არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჭეშმარიტება, მჯერა, რომ სწორედ ასე უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანებს. რას ფიქრობ?

დიდი წითელი დრაკონის იმპერია რამდენიმე ათასი წელია არსებობს და ის თავიდან ბოლომდე გარყვნილია — და რადგან ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ღმერთს, ღმერთმა დასწყევლა ეს ქვეყანა, რისხვა ჩაიდო მის მიმართ და შემდეგ გაკიცხვა მოუვლინა მას. ღვთისგან დაწყევლილი ეს ქვეყანა მუდმივად განიცდიდა რასობრივ დისკრიმინაციას და კვლავაც ჩამორჩენილია. ქვეყანა, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ, სავსეა ყოველგვარი არაწმიდა სულით, ამიტომ ამ მიწაზე არაწმიდა სულები თარეშობენ და ბატონობენ, რის შედეგადაც აქ დაბადებულნი მათ მიერ არიან შებილწულნი. ადამიანთა ჩვევები, ტრადიციები, აზრები და კონცეფციები ჩამორჩენილი და მოძველებულია, ამიტომ ისინი აყალიბებენ ყოველგვარ წარმოდგენას ღმერთზე, რომელთა მოშორებაც აქამდე ვერ შეძლეს. კერძოდ, ისინი ერთნაირად იქცევიან ღვთის წინაშე და სხვანაირად — მის ზურგს უკან, და სატანის თაყვანისცემას კი ღვთისმსახურებად მიიჩნევენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ყველაზე ჩამორჩენილნი არიან. ღმერთმა ამდენი საქმე აღასრულა კონტინენტურ ჩინეთში და ამდენი სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ადამიანები კვლავაც სრულიად უგუნურნი და გულგრილნი არიან. ისინი კვლავაც იმ საქმეს აკეთებენ, რასაც ადრე აკეთებდნენ და აბსოლუტურად არ ესმით ღვთის სიტყვები. როდესაც ღმერთმა გამოაცხადა, რომ არ არსებობდა მომავალი და იმედი, ეკლესია, რომელიც ზაფხულივით მხურვალე და სიცოცხლით სავსე იყო, მყისიერად ცივ ზამთარში ჩაეფლო. ადამიანების ნამდვილი სახე დღის სინათლეზე გამოაშკარავდა და მათი უწინდელი რწმენა, სიყვარული და ძალა უკვალოდ გაქრა. და დღეს არცერთ მათგანს არ აღუდგენია თავისი სიცოცხლისუნარიანობა. ისინი სიტყვებით ამბობენ, რომ უყვართ ღმერთი და თუმცა გულში ჩივილს ვერ ბედავენ, რაც არ უნდა იყოს, მათ უბრალოდ არ აქვთ ეს სიყვარული. რაშია საქმე? ვფიქრობ, რომ ჩვენი ძმები და დები აღიარებენ ამ ფაქტს. დაე, ღმერთმა ნათელი მოგვფინოს, რათა ყველამ შევიცნოთ მისი მშვენიერება, გვიყვარდეს ჩვენი ღმერთი გულის სიღრმეში და გამოვხატოთ ის სიყვარული, რომელსაც ყველანი ვგრძნობთ ღვთის მიმართ ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად; დაე, ღმერთმა გვიბოძოს მარადიული მუდმივობისა და მისდამი გულწრფელი სიყვარულით სავსე გულები — ეს არის ის, რისი იმედიც მაქვს. ამის თქმის შემდეგ მე ვგრძნობ მცირეოდენ თანაგრძნობას ჩემი ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც ასევე დაიბადნენ ამ ბინძურ მიწაზე და ამიტომ დიდი წითელი დრაკონის მიმართ სიძულვილი გაიზარდა ჩემში. ის აფერხებს ჩვენს ღვთისმოყვარე გულებს და გვაცდუნებს ჩვენი სამომავლო პერსპექტივებისადმი სიხარბით. ის გვიბიძგებს ვიყოთ ნეგატიურნი, შევეწინააღმდეგოთ ღმერთს. სწორედ დიდი წითელი დრაკონი იყო ის, ვინც შეცდომაში შეგვიყვანა, გაგვხრწნა და გაგვანადგურა დღემდე იმ დონემდე, რომ არ ძალგვიძს, ღვთის სიყვარულს ჩვენი გულებით სანაცვლო მივაგოთ და თუმცა გულით ვისწრაფვით, ვერვაკონტროლებთ საკუთარ ქმედებებს და საერთოდ არ გვაქვს ძალა. ჩვენ ყველანი მისი მსხვერპლნი ვართ. ამ მიზეზით მძულს იგი ჩემი არსების სიღრმეში და მოუთმენლად ველი მის განადგურებას. თუმცა, როდესაც კვლავ ვფიქრობ, ეს უშედეგო იქნებოდა და მხოლოდ უსიამოვნებას მოუტანდა ღმერთს, ამიტომ ვუბრუნდები ამ სიტყვებს — მთელი გულით ვისწრაფვი მისი ნების აღსრულებისკენ — ღვთის სიყვარულისკენ. ეს არის გზა, რომელსაც მივყვები — ეს არის გზა, რომელიც მე, ერთ-ერთმა ქმნილებამ, უნდა გავიარო. ეს ასევე არის ის, თუ როგორ უნდა გავატარო ჩემი ცხოვრება. ეს სიტყვები გულიდან მოდის. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ძმები და დები წახალისდებიან ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, რათა ჩემმა გულმა გარკვეული სიმშვიდე ჰპოვოს. რადგან ჩემი მიზანია მივყვე ღვთის ნებას და ამგვარად ცხოვრებაში გამოვავლინო ნათელი და ბრწყინვალე, აზრიანი ცხოვრება. ამგვარად, მე შევძლებ მოვკვდე სინანულის გარეშე — მხოლოდ ამის გაკეთების შემთხვევაში ვიგრძნობ კმაყოფილებას და სასიამოვნო სიმშვიდეს ჩემს გულში. ისურვებდი ამის გაკეთებას? ხარ თუ არა ისეთი ადამიანი, ვისაც ასეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული?

ის, რომ ღმერთს შეუძლია იმოქმედოს ეგრეთ წოდებულ „აღმოსავლეთ აზიის ავადმყოფ კაცზე“, მისი უდიდესი ძალაა. ეს მისი თავმდაბლობა და ფარულობაა. რომ არაფერი ვთქვათ მის მკაცრ სიტყვებზე ან ჩვენს გაკიცხვაზე, ასევე უნდა განვადიდოთ იგი გულის სიღრმეში მისი თავმდაბლობისთვის და გვიყვარდეს იგი ბოლომდე ამის გამო. ადამიანები, რომლებიც რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში სატანის მიერ იყვნენ შებოჭილნი, განაგრძობდნენ ცხოვრებას მისი გავლენის ქვეშ და არ დაუღწევიათ მისგან თავი. ისინი განაგრძობდნენ მწარედ ხელისცეცებასა და ბრძოლას. წარსულში ისინი საკმეველს აკმევდნენ, თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ სატანას; მჭიდროდ იყვნენ მიჯაჭვულნი ოჯახსა და საერო საზრუნავზე ისევე, როგორც სოციალურ ურთიერთობებზე. ისინი ვერ იშორებდნენ მათ. ამგვარ საზოგადოებაში, სადაც ადამიანი ადამიანისთვის მგელია, სად შეუძლია ვინმეს აზრიანი ცხოვრების პოვნა? რასაც ადამიანები ჰყვებიან, არის ტანჯული ცხოვრება და საბედნიეროდ, ღმერთმა იხსნა ეს უდანაშაულო ადამიანები, მოაქცია ჩვენი ცხოვრება თავისი მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ და გახადა ჩვენი ცხოვრება მხიარული და საზრუნავისგან თავისუფალი. დღემდე განვაგრძობთ ცხოვრებას მისი მადლის ქვეშ. განა ეს არ არის ღვთის კურთხევა? როგორ შეიძლება ვინმეს ეყოს გამბედაობა, რომ გადაჭარბებული მოთხოვნები წაუყენოს ღმერთს? განა მან ასე ცოტა მოგვცა? კვლავაც არ ხარ კმაყოფილი? ვფიქრობ, დადგა დრო, რომ სანაცვლო მივაგოთ ღვთის სიყვარულს. შესაძლოა განვიცადოთ არცთუ მცირე დაცინვა, ცილისწამება და დევნა, რადგან მივყვებით ღვთისადმი რწმენის გზას, მაგრამ მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი რამ არის. ეს არის დიდების და არა სირცხვილის საქმე და რაც არ უნდა იყოს, მრავალია ის კურთხევა, რომლითაც ვტკბებით. უთვალავი იმედგაცრუების ჟამსღვთის სიტყვებს მოჰქონდა ნუგეში და სანამ გავიაზრებდით, მწუხარება სიხარულად იქცეოდა. უთვალავი სიმცირის ჟამს ღმერთს მოჰქონდა კურთხევა და მისი სიტყვების მეშვეობით, ყველაფერი მრავლდებოდა. უთვალავი ავადმყოფობის ჟამს ღვთის სიტყვებს მოჰქონდა სიცოცხლე —ვთავისუფლდებოდით საფრთხისგან და საფრთხე უსაფრთხოებად იქცეოდა. შენ უკვე მიიღე უამრავი ამგვარი წყალობა ისე, რომ ვერც კი გააცნობიერე. ნუთუ არაფერი გახსოვს ამის შესახებ?

წინა: გზა... (1)

შემდეგი: გზა… (3)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება