გზა... (1)
თავისი სიცოცხლის განმავლობაში არავინ იცის, თუ რა სახის დაბრკოლებებს წააწყდება ან რა სახის გამოწრთობას დაექვემდებარება. ზოგისთვის ეს საქმეში ვლინდება, ზოგისთვის — სამომავლო პერსპექტივებში, ზოგისთვის — იმ ოჯახში, რომელშიც დაიბადა, ზოგისთვის კი — ქორწინებაში. მაგრამ განსხვავება მათსა და ჩვენ შორის ისაა, რომ დღეს ჩვენ, ადამიანთა ეს ჯგუფი, ღვთის სიტყვით გარემოცული ვიტანჯებით. ანუ ჩვენთვის, როგორც ღვთის მსახურთათვის მისდამი რწმენის გზაზე დაბრკოლებების გადატანა არის ის კურსი, რომელსაც ყველა მორწმუნე გადის და ეს არის გზა თითოეული ჩვენგანის ფეხქვეშ. სწორედ ამ მომენტიდან ვიწყებთ ოფიციალურად ღვთისადმი რწმენის კურსს, ოფიციალურად იხსნება ადამიანის სიცოცხლის ფარდა და ცხოვრების სწორ გზაზე ვდგებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის დრო, როდესაც ფეხს ვადგამთ სწორ გზაზე — გზაზე, სადაც ღმერთი ადამიანთან ერთად ცხოვრობს, გზაზე, რომელსაც ნორმალური ადამიანები მიუყვებიან. როგორც ის, ვინც ღვთის წინაშე დგას და ემსახურება მას —ვინც ტაძარში მღვდლის სამოსს ატარებს და ფლობს ღვთის ღირსებას, ხელმწიფებასა და დიდებულებას — შემდეგ განცხადებას ვაკეთებ ყველა ადამიანის გასაგონად, მარტივად რომ ვთქვათ: ღვთის დიდებულ სახეს მივიჩნევ ჩემს დიდებად, ხოლო მის მართვის გეგმას — მთავარ ბირთვად. არ ვისწრაფვი იმისკენ, რომ მომავალ საუკუნეში ასმაგი მოგება მივიღო, არამედ მხოლოდ იმისკენ, რომ ამ ცხოვრებაში მივყვე ღვთის ნებას, რათა მან შეძლოს დედამიწაზე თავისი დიდების მცირეოდენი ნაწილით ტკბობა იმ მწირი ძალისხმევის წყალობით, რასაც მე ხორციელ ყოფიერებაში ვიღებ. ეს არის ჩემი ერთადერთი სურვილი. ჩემი აზრით, ეს არის ჩემი ერთადერთი სულიერი საზრდო. მჯერა, რომ ეს უნდა იყოს იმ ადამიანის „უკანასკნელი სიტყვები“, რომელიც ხორციელად ცხოვრობს და სავსეა გრძნობებით. ეს არის ის გზა, რომელიც დღეს ჩემს ფეხქვეშაა. მჯერა, რომ ჩემი ეს თვალთახედვა არის ჩემი უკანასკნელი სიტყვები ხორციელ მდგომარეობაში და ვიმედოვნებ, რომ ადამიანებს არ ექნებათ წარმოდგენები ან სხვა აზრები ჩემ შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავიღე, მაინც ვერ შევძელი ზეცაში ღვთის განზრახვების შესრულება. უზომოდ დამწუხრებული ვარ. რატომ არის ასეთი ხორცის არსი? ამრიგად, მხოლოდ იმ საქმეების შედეგად, რომლებიც წარსულში შევასრულე და დაპყრობის საქმის შედეგად, რომელიც ღმერთმა ჩემზე აღასრულა, უფრო ღრმად ჩავწვდი ადამიანის არსს მხოლოდ ამის შემდეგ დავუწესე საკუთარ თავს ყველაზე საბაზისო საჭირო სტანდარტი: მხოლოდ ღვთის ნების აღსრულებისკენ სწრაფვა, ჩემი მაქსიმუმის გაღება და ისე ცხოვრება, რომ სინდისს არაფერი მიმძიმებდეს. ყურადღებას არ ვაქცევ იმას, თუ რას მოითხოვენ საკუთარი თავისგან სხვები, ვინც ღმერთს ემსახურება. მოკლედ რომ ვთქვათ, მტკიცედ გადავწყვიტე მისი ნების აღსრულება. ეს არის ჩემი, როგორც მისი ერთ-ერთი ქმნილების განცხადება, რომელიც მას ემსახურება — ადამიანისა, რომელიც ღმერთმა იხსნა და შეიყვარა და რომელმაც მისი დარტყმებიც გადაიტანა. ეს არის იმ ადამიანის განცხადება, რომელზეც ღმერთი ზრუნავდა, რომელსაც იცავდა, უყვარდა და დიდად იყენებდა. ამიერიდან, მე გავაგრძელებ ამ გზაზე სიარულს, სანამ არ შევასრულებ იმ მნიშვნელოვან დავალებას, რომელიც ღმერთმა დამაკისრა. მაგრამ ჩემი აზრით, გზის დასასრული გარდაუვალია, რადგან მისი საქმე დასრულებულია და ის, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, დღევანდელ დღეს არ სცდება.
კონტინენტური ჩინეთის ამ აღდგენის ნაკადში შესვლამ თანდათანობით დაუდო სათავე ადგილობრივ ეკლესიებს, რომლებიც სულიწმიდის საქმის ირგვლივ ტრიალებენ. ღმერთი განუწყვეტლივ ასრულებდა საქმეს ამ ადგილობრივ ეკლესიებში, რადგან ამ დროს შექმნილი ეკლესიები ღვთის ბირთვად იქცნენ დაცემულ საიმპერატორო ოჯახში. თავისთავად ცხადია, ღმერთი უზომოდ ბედნიერი იყო ასეთ ოჯახში ადგილობრივი ეკლესიების დაარსებით — მისი ბედნიერება ენით აღუწერელი იყო. მას შემდეგ, რაც ღმერთმა კონტინენტურ ჩინეთში ადგილობრივი ეკლესიები დააარსა, მან ეს სასიხარულო ამბავი აუწყა დებსა და ძმებს მთელი მსოფლიოს ადგილობრივ ეკლესიებში და ძალიან აღელვებული იყო — ეს გახლდათ საქმის პირველი ეტაპი, რომლის შესრულებასაც ის კონტინენტურ ჩინეთში აპირებდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ქმედება. თითქოს მან შეძლო თავისი საქმის პირველი ნაბიჯის გადადგმა დემონების აუღებელ ციხესიმაგრეში, რომელიც მიუწვდომელია ნებისმიერი ადამიანისა თუ საგნისთვის — განა ეს არ არის ღვთის დიდი ძალა? ნათელია, რომ ამ საქმის აღდგენისთვის უთვალავი და და ძმა ეწამა, რომლებიც ეშმაკების ყასბის დანის ქვეშ დაიღუპნენ. ახლა ამის ხსენება დიდ ტკივილსა და რისხვას მგვრის, მაგრამ უმეტესწილად, ტანჯვის დღეებმა საბოლოოდ ჩაიარა. ის, რომ დღეს შემიძლია ღვთისთვის საქმე შევასრულო და რომ შევძელი მიმეღწია იქამდე, სადაც დღეს ვარ, მთლიანად ღვთის დიდი ძალის დამსახურებაა. ამ წუთას დიდ აღფრთოვანებას ვგრძნობ მათ მიმართ, ვინც ღმერთმა წამებისთვის აირჩია; მათ შეძლეს ღვთის ნების მიყოლა და ღვთისთვის თავის გაღება. სიმართლე გითხრათ, რომ არა ღვთის მადლი და წყალობა, მე დიდი ხნის წინ ჩავვარდებოდი ჭაობში. მადლობა ღმერთს! მსურს მთელი დიდება ღმერთს მივაგო, რათა მან შვება პოვოს. ზოგი მეკითხება: „შენი მდგომარეობის გამო არ მოკვდები. რატომ ხარ ბედნიერი, როდესაც ღმერთი სიკვდილს ახსენებს?“ პირდაპირ პასუხის გაცემის ნაცვლად, უბრალოდ ვიღიმი და ვამბობ: „ეს არის ის გზა, რომელსაც უნდა მივყვე და რომელზეც მტკიცედ უნდა გავაგრძელო სიარული“. ხალხი საგონებელში ვარდება ჩემი პასუხით. მათ მხოლოდ გაკვირვებით შეუძლიათ ჩემი ყურება და ოდნავ ეჭვი ეპარებათ ჩემში. თუმცა, მჯერა, რომ რადგან ეს არის ის გზა, რომელიც მე ავირჩიე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ღვთის წინაშე მივიღე, მაშინ, რაც არ უნდა დიდი იყოს სირთულეები, უნდა გავაგრძელო წინსვლისკენ სწრაფვა. ვფიქრობ, ეს არის ის დაპირება, რომელიც უნდა დაიცვან მათ, ვინც ღმერთს ემსახურება — და არ უნდა გადაუხვიონ თავიანთ სიტყვას, ოდნავადაც კი. ეს ასევე არის წესი, დადგენილება, რომელიც დიდი ხნის წინ რჯულის ეპოქაში იქნა შემოღებული და რომელიც ღვთის მორწმუნეს უნდა ესმოდეს. ჩემი გამოცდილებით, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის შესახებ ძალიან მწირი ცოდნა მაქვს და ის, რაც რეალურად განვიცადე, უმნიშვნელოა, ხსენებადაც კი არ ღირს — ისე, რომ არავითარი ამაღლებული შეხედულებები არ გამაჩნია, რაზეც შემეძლო მესაუბრა — ღვთის სიტყვები უნდა იყოს დაცული და მათდამი დაუმორჩილებლობა დაუშვებელია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩემი საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება უმნიშვნელოა, მაგრამ რადგან ღმერთი მოწმობს ჩემზე და ადამიანებს ყოველთვის ბრმად სწამთ ჩემი, როგორც პიროვნების, რა შემიძლია გავაკეთო? თუმცა მაინც ვიმედოვნებ, რომ ადამიანები გამოასწორებენ თავიანთ შეხედულებებს ღვთის სიყვარულთან მიმართებაში. მე, როგორც პიროვნება, არაფერს წარმოვადგენ; რადგან მეც ღვთისადმი რწმენის გზას მივყვები და ის გზა, რომელსაც მე გავდივარ, სხვა არაფერია, თუ არა ღვთისადმი რწმენის გზა. ადამიანი შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ ის არ უნდა იყოს თაყვანისცემის ობიექტი — მას მხოლოდ მაგალითის მიცემა შეუძლია, რომელსაც სხვები მიჰყვებიან. მე არ მაინტერესებს, რას აკეთებენ სხვები, მაგრამ მე ვუცხადებ ადამიანებს, რომ მეც ღმერთს ვანიჭებ დიდებას; მე არ ვანიჭებ სულის დიდებას ხორცს. ვიმედოვნებ, რომ ყველას შეუძლია გაიგოს ჩემი გრძნობები ამასთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავს ვარიდებ ჩემს პასუხისმგებლობას, ეს უბრალოდ სრული სიმართლეა. ეს სრულიად ნათელი უნდა იყოს, ამიტომ ამაზე მეტს აღარ ვისაუბრებთ.
დღეს მე მივიღე ნათელი ღვთის წინაშე. ღვთის მთელი საქმე დედამიწაზე არის ხსნის საქმე. ის არ არის შებილწული სხვა არაფრით. ზოგმა ადამიანმა შეიძლება სხვაგვარად იფიქროს, მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სულიწმიდა მხოლოდ საქმის ერთ ეტაპს ასრულებს — ხსნის საქმეს — და სხვა არავითარ საქმეს. ეს ნათელი უნდა იყოს. სულიწმიდის საქმე კონტინენტურ ჩინეთში მხოლოდ ახლა გახდა ნათელი, როდესაც მიმდინარე ეტაპს მივაღწიეთ. და რატომ სურს ღმერთს ყველა გზის გახსნა და მუშაობა ისეთ ადგილას, სადაც დემონები მძვინვარებენ? ეს აჩვენებს, რომ უპირველეს ყოვლისა, ღმერთი ხსნის საქმეს ასრულებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ძირითადად დაპყრობის საქმეა. დასაწყისში იესოს სახელს უხმობდნენ. (შესაძლოა ზოგიერთს ეს არ განუცდია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს იყო სულიწმიდის საქმის ერთი ეტაპი.) ეს გაკეთდა იმისათვის, რომ დავშორებოდით მადლის ეპოქის იესოს, ამიტომ ადამიანთა ნაწილი წინასწარ იქნა შერჩეული, ხოლო მოგვიანებით ეს არჩევანი შემცირდა. ამის შემდეგ კონტინენტურ ჩინეთში უიტნეს ლის სახელს მოუხმეს, რაც იყო სულიწმიდის აღდგენის საქმის მეორე ნაწილი კონტინენტურ ჩინეთში. ეს იყო საქმის პირველი ეტაპი, როდესაც სულიწმიდამ დაიწყო ადამიანთა შერჩევა, რაც გულისხმობდა მათ შეკრებასა და მწყემსის მოლოდინს, რათა მათზე ეზრუნა; სახელი „უიტნეს ლი“ გამოყენებულ იქნა ამ მსახურების შესასრულებლად. ღმერთმა პირადად აღასრულა თავისი საქმე მას შემდეგ, რაც დაამოწმა სახელი „ძლიერი“, მანამდე კი ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი. ასე რომ, ეს არ არის სწორისა და არასწორის საკითხი და მთავარი საკითხი ღვთის გეგმაში. სახელის „ძლიერის“ დამოწმების შემდეგ ღმერთმა ოფიციალურად დაიწყო პირადად თავისი საქმის აღსრულება და ამის შემდეგ, მისი, როგორც ხორცშესხმული ღვთის საქმეები ოფიციალურად დაიწყო. სახელის „ძლიერი უფლის“ მეშვეობით მან კონტროლი აიღო ყველაზე, ვინც ურჩობას და წინააღმდეგობას ავლენდა. ყველა ადამიანმა დაიწყო ადამიანური იერის მიღება, ზუსტად ისე,, როგორც ადამიანები ოცდასამი ან ოცდაოთხი წლის ასაკში იწყებენ ზრდასრულებს დაემსგავსონ. ანუ ადამიანებმა ახლახან დაიწყეს ნორმალური ადამიანური ცხოვრება. მსახურთა სამსჯავროს მეშვეობით ღვთაებრივ მოქმედებათა ეტაპზე გადასვლა ბუნებრივად მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ საქმის ეს ეტაპი ქმნის მისი ამხელა საქმის ძირითად ბირთვს და რომ ეს არის მისი საქმის უმთავრესი ეტაპი. ადამიანები შეიცნობენ საკუთარ თავს და სძულთ საკუთარი თავი. მათ მიაღწიეს იმ წერტილს, სადაც ძალუძთ საკუთარი თავის დაწყევლა; ისინი ბედნიერნი არიან დათმონ საკუთარი სიცოცხლე და ღვთის მშვენიერებას კარგად ვერ შეიგრძნობენ, რომლის საფუძველზეც ისინი შეიცნობენ ადამიანური ცხოვრების ჭეშმარიტ მნიშვნელობას — რითაც აღასრულებენ ღვთის ნებას. ღვთის საქმე კონტინენტურ ჩინეთში დასასრულს უახლოვდება. ღმერთი რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა ამ ბინძურ მიწაზე, თუმცა ადამიანებს არასოდეს მიუღწევიათ იმ წერტილისთვის, რომელსაც ახლა მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დღეს იწყებს ღმერთი ოფიციალურად თავის საქმეს. არ არის საჭირო ამის უფრო დაწვრილებით ან ნათლად ახსნა. სრულიად სწორია იმის თქმა, რომ ეს საქმე სრულდება უშუალოდ ღვთაებრივი სახით, მაგრამ ის ხორციელდება ადამიანის მეშვეობით. ამას ვერავინ უარყოფს. ეს მთლიანად დედამიწაზე ღვთის დიდი ძალის დამსახურებაა, რომ მისმა საქმემ შეძლო მიეღწია იმ მასშტაბისთვის, რაც ამჟამად აქვს ამ აღვირახსნილ ხალხში. ამ საქმის ნაყოფის წარდგენა ნებისმიერ ადგილას იქნას შეიძლება ადამიანთა დასარწმუნებლად. ვერავინ გაბედავს მის დაუფიქრებლად განსჯასა და უარყოფას.