დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (1)
კაცობრიობა, რომელიც ესოდენ ღრმად არის გახრწნილი სატანის მიერ, ვერ აცნობიერებს, რომ ღმერთი არსებობს, და შეწყვიტა მისი თაყვანისცემა. დასაწყისში, როცა ადამი და ევა შეიქმნენ, იეჰოვას დიდება და მისი მოწმობა მუდამ მათთან იყო. მაგრამ გახრწნის შემდეგ ადამიანმა დაკარგა დიდებაც და მოწმობაც, რადგან ყველანი აუჯანყდნენ ღმერთს და უკვე სრულიად აღარ ეშინიათ მისი. დღევანდელი დაპყრობის საქმე ის არის, რომ აღდგეს მთელი მოწმობა და მთელი დიდება, რათა ყველა ადამიანმა თაყვანი სცეს ღმერთს და ქმნილ არსებებს შორის არსებობდეს მოწმობა; ეს არის საქმე, რომელიც უნდა შესრულდეს ამ ეტაპზე. მაინც, როგორ უნდა იქნას დაპყრობილი კაცობრიობა? ამ ეტაპის სიტყვის საქმით, რათა ადამიანი სრულად დარწმუნდეს; მხილების, განკითხვის, გაკიცხვისა და დაუნდობელი წყევლით, რათა საბოლოოდ სრულიად დაემორჩილოს მას; ადამიანის ურჩობის გამომჟღავნებითა და მისი წინააღმდეგობის განკითხვით, რათა მან შეიცნოს კაცობრიობის უსამართლობა და უწმინდურობა, და ამ გზით გამოიკვეთოს ღვთის სამართლიანი ხასიათი. სწორედ ამ სიტყვების მეშვეობით დაიპყრობა ადამიანი და სრულად დარწმუნდება. სიტყვები არის კაცობრიობის საბოლოო დაპყრობის საშუალება, და ყველამ, ვინც იღებს ღვთის დაპყრობას, უნდა მიიღოს მისი სიტყვებით დარტყმა და განკითხვა. დღეს ლაპარაკის პროცესი სწორედ დაპყრობის პროცესია. მაშ, როგორ უნდა ითანამშრომლონ ადამიანებმა? იმით, რომ ისწავლონ ამ სიტყვების ჭამა და სმა და მიაღწიონ მათ გაგებას. რაც შეეხება იმას, როგორ დაიპყრობიან ადამიანები, ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც მათ თვითონ შეუძლიათ. ყველაფერი, რაც შეგიძლია გააკეთო, არის ის, რომ ეს სიტყვები ჭამო და სვა და მათ საშუალებით შეიცნო შენი გახრწნილება და სიბილწე, შენი ურჩობა და უსამართლობა და დაემხო ღვთის წინაშე. თუ მას შემდეგ, რაც გაიგებ ღვთის განზრახვებს, შეძლებ მათ პრაქტიკაში დანერგვას, თუ გექნება ხედვა და შეძლებ, სრულად დაემორჩილო ამ სიტყვებს საკუთარი არჩევანის გარეშე, მაშინ იქნები დაპყრობილი — და ეს სწორედ ამ სიტყვების შედეგად მოხდება. რატომ დაკარგა კაცობრიობამ მოწმობა? იმიტომ, რომ არავის აქვს ღმერთის რწმენა, რადგან ღმერთს აღარ აქვს ადგილი ადამიანთა გულებში. კაცობრიობის დაპყრობა არის კაცობრიობის რწმენის აღდგენა. ადამიანებს მუდამ სურთ, თავით გადაეშვან ამქვეყნიური სამყაროს ორომტრიალში, მეტისმეტად ბევრ იმედს დაატარებენ, ზედმეტად ბევრ სურთ თავიანთი მომავლისთვის და აყენებენ მეტისმეტად ექსტრავაგანტურ მოთხოვნებს. ისინი მუდმივად ფიქრობენ ხორცზე, გეგმავენ ხორციელ ცხოვრებას და არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ, ეძიონ ღვთისადმი რწმენის გზა. მათი გულები სატანამ დაიპყრო, მათ დაკარგეს ღვთისმოშიში გულები და მიეჯაჭვნენ სატანას. მაგრამ ადამიანი ღმერთმა შექმნა. ამგვარად, ადამიანმა დაკარგა მოწმობა, ანუ დაკარგა ღვთის დიდებაც. კაცობრიობის დაპყრობის მიზანია ადამიანის ღვთის მიმართ შიშის დიდების დაბრუნება. შეიძლება ითქვას ასე: ბევრი ადამიანი საერთოდ არ ესწრაფვის, რომ იცოცხლოს, და თუკი არსებობენ ისეთები, ვინც ესწრაფვის, ისინი სულ ერთი მუჭა არიან. ადამიანები ყველაზე მეტად საკუთარ მომავალზე სწუხან და არანაირ ყურადღებას არ აქცევენ სიცოცხლეს. ზოგი უჯანყდება ღმერთს, ეწინააღმდეგება და ზურგს უკან განიკითხავს მას და ჭეშმარიტებას პრაქტიკად არ აქცევს. ეს ადამიანები ჯერჯერობით უგულებელყოფილნი არიან; ამ მომენტისთვის ამ ურჩი შვილების მიმართ არაფერი კეთდება, მაგრამ მომავალში შენ იცხოვრებ სიბნელეში, მოთქმასა და კბილთა ღრჭენაში. შენ ვერ გრძნობ სინათლის სიძვირფასეს, როცა მასში ცხოვრობ, მაგრამ როცა ბნელ ღამეში აღმოჩნდები, მაშინ იგრძნობ მის ფასს და ინანებ. ახლა თავს კარგად გრძნობ, მაგრამ დადგება დღე, როცა ინანებ. როცა ეს დღე დადგება და სიბნელე ჩამოწვება, როცა სინათლე ჩაქრება, სინანული უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება. ეს იმიტომ ხდება, რომ შენ ჯერ კიდევ ვერ იგებ დღევანდელ საქმეს, ამიტომაც არ აფასებ დროს, რომელიც ახლა გაქვს. როდესაც მთელი სამყაროს საქმე დაიწყება, ანუ როდესაც დღეს ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვები ახდება, ბევრი ადამიანი თავს ხელებში ჩარგავს და მწუხარების ცრემლებს დაღვრის. და განა მაშინ ისინი უკუნში არ დაინთქმებიან, მოთქმითა და კბილთა ღრჭენით? ყველა, ვინც ჭეშმარიტად ესწრაფვის სიცოცხლეს და სრულქმნილი გახდა, შეიძლება გამოყენებულ იქნას, ხოლო ყველა ურჩი შვილი, ვინც გამოუსადეგარია, უკუნში შთავარდება. ისინი მთლიანად მოკლებულნი იქნებიან სულიწმიდას საქმეს, ვერაფერს გაიგებენ. მაშინ ისინი იტირებენ, სასჯელს მიცემულნი. თუ შენ კარგად აღიჭურვე საქმის ამ ეტაპისთვის, და შენს სიცოცხლეში გაიზარდე, მაშინ გამოსადეგი იქნები. ხოლო თუ ცუდად მოემზადე, ღმერთმაც რომ მოისურვოს შენი გამოყენება საქმის შემდეგი ეტაპისთვის, მაინც გამოუსადეგარი აღმოჩნდები — ამ დროს აღარ გექნება სხვა შანსი, თუნდაც თავად ისურვო საკუთარი თავის აღჭურვა. როცა ღმერთი განგეშორება, სად შეძლებ იპოვო რაიმე ისეთი შესაძლებლობა, როგორსაც ახლა ღვთის საქმე წარმოადგენს? სად შეძლებ ისეთი წვრთნის მიღებას, რომელსაც თავად ღმერთი პირადად გაძლევს? იმ დროისთვის ღმერთი აღარ მოგმართავს პირადად და აღარ გაგაგონებს თავის ხმას; შენ მხოლოდ წაიკითხავ იმას, რაც დღეს ითქმის — მაშინ როგორ იქნება გაგება ადვილი? განა მომავალი ცხოვრება შეედრება დღევანდელს? იმ დროს, როცა იტირებ და კბილთა ღრჭენაში იქნები, განა ეს არ იქნება ტანჯვაში ცხოვრება? ახლა კურთხევა გაქვს ნაბოძები, მაგრამ შენ ვერ სარგებლობ მისით; ცხოვრობ კურთხევით, მაგრამ ვერ ხვდები ამას. ეს ამტკიცებს, რომ შენ ტანჯვისთვის ხარ განწირული! დღეს ზოგი ადამიანი მეწინააღმდეგება, ზოგი მიჯანყდება, ზოგი ასე იქცევა, ზოგიც ისე, ხოლო მე უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ — მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ არ ვიცი, რას აკეთებთ. განა არ მესმის თქვენი არსი? რატომ განაგრძობთ ჩემს შეწინააღმდეგებას? განა ღმერთი იმისთვის არ გწამს, რომ ეძიო სიცოცხლე და კურთხევა საკუთარი თავისთვის? განა საკუთარი თავისთვის არ გაქვს რწმენა? ამჟამად მე ვასრულებ დაპყრობის საქმეს მხოლოდ სიტყვით, და როცა ეს დაპყრობის საქმე დასრულდება, შენი საბოლოო შედეგი გამომჟღავნდება. ნუთუ, საჭიროა ეს პირდაპირ გითხრა?
დღევანდელი დაპყრობის საქმე ჩაფიქრებულ იქნა იმ მიზნით, რომ გამოავლინოს, რა შედეგი ელის ადამიანს. რატომ ითქვა, რომ დღევანდელი გაკიცხვა და განკითხვა არის სამსჯავრო დიდი თეთრი ტახტის წინაშე უკანასკნელ დღეებში? განა ამას ვერ ხედავ? რატომ არის დაპყრობის საქმე საბოლოო ეტაპი? განა სწორედ იმისთვის არა, რომ აჩვენოს, რა შედეგს მიიღებს ადამიანთა თითოეული კლასი? ნუთუ ეს იმისთვის არ ხდება, რომ ყოველმა ადამიანმა დაპყრობის პროცესში გაკიცხვისა და განკითხვის გზით გამოავლინოს თავისი ნამდვილი სახე და შემდეგ კი დახარისხდეს თავისი გვარისამებრ? იმის ნაცვლად, რომ ითქვას, თითქოს ეს კაცობრიობის დაპყრობა იყოს, უფრო მართებული იქნება ითქვას, რომ ეს არის იმის გამოვლენა, რა შედეგს მიიღებს ადამიანთა თითოეული კატეგორია. ეს არის ადამიანთა ცოდვების განკითხვა და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანთა გამოვლენა იმისათვის, რომ განისაზღვროს, ბოროტნი არიან ისინი თუ მართალნი და სამართლიანნი. დაპყრობის საქმის შემდეგ მოდის კეთილის დაჯილდოებისა და ბოროტის დასჯის საქმე. ადამიანები, რომლებიც სრულად დამორჩილდნენ — ანუ სრულად დაპყრობილნი შეიქნენ, — განწესებულნი იქნებიან ღვთის საქმის მთელ სამყაროში გავრცელების შემდეგ ეტაპზე. ხოლო ისინი, ვინც არ იქნებიან დაპყრობილნი, უკუნში დაინთქმებიან და უბედურებას იწვნევენ. ასე დახარისხდებიან ადამიანები თავიანთი სახეობისამებრ: ბოროტნი — ბოროტთან, რათა ვეღარასოდეს იხილონ მზის სინათლე, ხოლო მართალნი — კეთილთან, რათა მიიღონ ნათელი და ნათელში იცხოვრონ სამარადისოდ. ყოვლის შედეგი ახლოვდება; ადამიანთა შედეგი უკვე ცხადად მოჩანს მათ თვალწინ, და ყველა დახარისხდება მათი გვარისამებრ. როგორ შეძლებენ ადამიანები ტანჯვის თავიდან აცილებას, როცა ყოველი მათგანი თავისი გვარისამებრ დახარისხდება? ყოველი სახეობის ადამიანთა შედეგი ვლინდება მაშინ, როცა ყოვლის შედეგი ახლოვდება, და ეს სრულდება მთელი სამყაროს დაპყრობის საქმეში (მათ შორის ყველა დაპყრობის საქმეში, დაწყებული დღევანდელი საქმით). ყველა ადამიანის შედეგების გამოვლენა ხდება სამსჯავროს წინაშე, გაკიცხვის პროცესში და უკანასკნელი დღეების დაპყრობის საქმეში. ადამიანთა დახარისხება თავიანთი გვარისამებრ არ ნიშნავს ადამიანთა დაბრუნებას მათ თავდაპირველ ჯგუფში, რადგან როცა სამყაროს შექმნისას ადამიანი შეიქმნა, არსებობდა მხოლოდ ერთი გვარის ადამიანი, ერთადერთი განსხვავება იყო მამაკაცსა და ქალს შორის. არ არსებობდა მრავალი განსხვავებული გვარის ადამიანი. მხოლოდ რამდენიმე ათასწლიანი გახრწნის შემდეგ გაჩნდნენ სხვადასხვა გვარის ადამიანები: ზოგი აღმოჩნდა არაწმიდა სულების ბატონობის ქვეშ, ზოგი ბოროტი ეშმაკების მმართველობის ქვეშ, ხოლო ისინი, ვინც სიცოცხლის გზას მისდევენ, ყოვლისშემძლეს ხელმწიფებაში. მხოლოდ ამგვარად ყალიბდება თანდათანობით ადამიანთა შორის განსხვავებული კატეგორიები, და მხოლოდ ასე იყოფიან ადამიანები კლასებად დიდი ადამიანური ოჯახის შიგნით. ადამიანები სხვადასხვა „მამების“ ქვეშ ექცევიან; ვერ ითქმის, რომ ყველა სრულად იმყოფება ყოვლისშემძლეს ხელმწიფებაში, რადგან ადამიანი მეტისმეტად ურჩია. მართალი სამსჯავრო ავლენს ყოველი ტიპის ადამიანის ჭეშმარიტ თვითობას, ისე რომ არაფერი დარჩება დაფარული. ყოველი ადამიანი აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს სინათლეში. ამ დროს ადამიანი უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც თავდაპირველად იყო — მისი წინაპრების პირვანდელი სახე, დიდი ხანია, გამქრალია, რადგან ადამისა და ევას უთვალავი შთამომავალი დიდი ხანია სატანის ტყვეობაში იმყოფება, იმისათვის რომ ვეღარასდროს შეიცნოს მზის სინათლეს, და რადგანაც ადამიანები სავსენი არიან სატანის ნაირგვარი საწამლავით. ამგვარად, ადამიანები იღებენ თავიანთ შესაბამის საბოლოო სამყოფელს. უფრო მეტიც, სწორედ მათი განსხვავებული საწამლავების მიხედვით დახარისხდებიან ისინი თავიანთი გვარისამებრ, ანუ იმ ხარისხის მიხედვით, რა ხარისხითაც დაპყრობილნი არიან დღეს. ადამიანის შედეგი არ არის ის, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული სამყაროს შექმნის დღიდან. ეს იმიტომ ხდება, რომ დასაწყისში არსებობდა მხოლოდ ერთი კლასი, რომელიც კრებითად „კაცობრიობად“ იწოდებოდა, და თავდაპირველად ადამიანიც არ იყო სატანის მიერ გახრწნილი, ყველა ადამიანი ღმერთის ნათელში ცხოვრობდა და არ იცნობდა სიბნელეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც სატანამ ადამიანი გახრწნა, მთელ მიწაზე გავრცელდნენ სხვადასხვა ტიპისა და სახეობის ადამიანები – ისინი ერთი ოჯახიდან წარმოიშვნენ, რომელსაც კრებითად „კაცობრიობა“ დაერქვა და რომელიც მამაკაცისა და ქალისგან ჩამოყალიბდა. ყველა მათგანი თავიანთმა წინაპრებმა მიიყვანეს იქამდე, რომ ჩამოშორებოდნენ უძველეს წინაპრებს — კაცობრიობისგან, რომელიც შედგებოდა კაცისა და ქალისგან (ანუ ადამსა და ევას, მათ უძველეს წინაპრებს). იმ დროს ისრაელები იყვნენ ერთადერთი ხალხი, ვის ცხოვრებასაც მიწაზე იეჰოვა წარმართავდა. სხვადასხვა ტიპის ადამიანებმა, რომლებიც წარმოდგებოდნენ მთელი ისრაელიდან (ანუ თავდაპირველი ოჯახური კლანიდან), შემდგომში დაკარგეს იეჰოვას წინამძღოლობა. ეს უძველესი ადამიანები, რომლებიც სრულებით არ იცნობდნენ ადამიანური სამყაროს საქმეებს, შემდგომში კვალად მიჰყვნენ თავიანთ წინაპრებს, რათა ეცხოვრათ იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც მათ პრეტენზიები განაცხადეს, და ეს დღემდე გრძელდება. ამგვარად, მათ დღემდე არ იციან, როგორ განეშორნენ იეჰოვას და როგორ გაიხრწნენ დღემდე მრავალგვარი არაწმიდა სულების და ბოროტი სულების მიერ. ისინი, ვინც დღემდე ღრმად არიან გახრწნილნი და მოწამლულნი — რომელნიც საბოლოოდ ვერ გადარჩებიან, — იძულებულნი იქნებიან, მიჰყვნენ თავიანთ წინაპრებს, იმ არაწმიდა სულების, რომლებმაც ისინი გახრწნეს. ხოლო ისინი, რომელნიც შეიძლება გადარჩნენ, მიაღწევენ კაცობრიობის შესაბამის საბოლოო სამყოფელს, ანუ იმ შედეგს, რომელიც განკუთვნილია გადარჩენილთათვის და დაპყრობილთათვის. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გადარჩეს ყველა, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია, — მაგრამ ადამიანებს, რომლებიც უგრძნობნი და განუკურნებელნი არიან, დარჩებათ ერთადერთი არჩევანი — მიჰყვნენ თავიანთ წინაპრებს გაკიცხვის უძირო უფსკრულში. ნუ იფიქრებ, რომ შენი შედეგი თავიდანვე იყო წინასწარ განსაზღვრული და მხოლოდ ახლა გამოვლინდა. თუ ასე ფიქრობ, ნუთუ დაგავიწყდა, რომ კაცობრიობის თავდაპირველი შექმნისას ცალკე არ შექმნილა ადამიანთა სატანური კლასი? ნუთუ დაგავიწყდა, რომ შეიქმნა მხოლოდ ერთი კაცობრიობა, რომელიც შედგებოდა ადამისა და ევასგან (ანუ შექმნილი იყვნენ მხოლოდ კაცი და ქალი)? თუ შენ თავდაპირველად სატანის შთამომავალი იყავი, განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც იეჰოვა ქმნიდა ადამიანს, მან თავის ქმნილებაში ადამიანთა სატანური კლასი ჩართო? ნუთუ, მას შეეძლო ასეთი რამ გაეკეთებინა? მან შექმნა ადამიანი თავისი მოწმობისთვის; მან შექმნა ადამიანი თავისი დიდებისთვის. რატომ უნდა შეექმნა მას განზრახ სატანის შთამომავლების კლასი, რათა ისინი შეგნებულად დაპირისპირებოდნენ მას? როგორ შეეძლო იეჰოვას ამის გაკეთება? ის რომ მართლა ასე მოქცეულიყო, ვინ იტყოდა მაშინ, რომ ის სამართლიანი ღმერთია? ახლა, როდესაც ვამბობ, რომ ზოგიერთი თქვენგანი საბოლოოდ გადაეცემა სატანას, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თავიდანვე სატანას ეკუთვნოდი; არამედ, იმას ნიშნავს, რომ ისე დაბლა დაეცი, რომ მაშინაც კი, როცა ღმერთი ცდილობდა შენს გადარჩენას, მაინც ვერ მიიღე ხსნა. სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ მიეკუთვნო სატანას. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ შენ ხსნის მიღმა ხარ და არა იმიტომ, რომ ღმერთი შენდამი უსამართლოა და განგებ წინასწარ განსაზღვრა, რომ გახდე სატანის განსახიერება, შემდეგ კი გადაგცეს სატანას და განზრახ სურს შენი ტანჯვა. ეს არ არის დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი. თუ ასე ფიქრობ, შენი გაგება უკიდურესად ცალმხრივია! საბოლოო ეტაპის დაპყრობა მიზნად ისახავს ადამიანთა ხსნას, ასევე მათი შედეგის გამოვლენას. იგი მიზნად ისახავს ადამიანთა დეგრადირების მხილებას განკითხვის გზით, რათა უბიძგოს მათ მონანიებისკენ, გამოღვიძებისკენ, სიცოცხლისკენ სწრაფვისა და ადამიანის არსებობის სწორ გზაზე დადგომისკენ. ეს ხდება იმიტომ, რათა გააღვიძოს გულგრილი და უგრძნობი ადამიანების გულები და განკითხვის გზით გამოავლინოს მათი შინაგანი ურჩობა. თუმცა, თუ ადამიანები კვლავაც ვერ შეძლებენ მონანიებას, ვერ დაადგებიან ადამიანის ცხოვრების სწორ გზას და ვერ მოიშორებენ ამ გახრწნილებებს, ისინი გახდებიან სატანის შთანთქმის ობიექტები, რაც ხსნის მიღმაა. აი, ასეთი მნიშვნელოვანია დაპყრობა: ადამიანთა გადარჩენა და ამავე დროს მათი შედეგის გამოვლენა. კარგი შედეგი, ცუდი შედეგი — ყველა მათგანი გამოვლინდება დაპყრობის საქმის მეშვეობით. ადამიანები გადარჩებიან თუ დაიწყევლებიან,ეს ყველაფერი დაპყრობის პროცესში გამოვლინდება.
უკანასკნელი დღეები არის დრო, როდესაც დაპყრობის მეშვეობით ყველაფერი თავისი გვარისამებრ დახარისხდება. დაპყრობა არის უკანასკნელი დღეების საქმე; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული ადამიანის ცოდვების განკითხვა არის ბოლო დღეების საქმე. სხვაგვარად, როგორ შეიძლებოდა ადამიანთა დახარისხება თავისი გვარისამებრ? თითოეული ადამიანი თავისი გვარისამებრ დახარისხება, რომელიც ახლა თქვენს შორის სრულდება, წარმოადგენს ამგვარი საქმის დასაწყისს მთელ სამყაროში. ამის შემდეგ ყველა ხალხმა და ყველა ქვეყანამ ასევე უნდა მიიღოს დაპყრობის საქმე. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ქმნილება უნდა დახარისხდეს თავისი გვარისამებრ და დანებდეს სამსჯავროს წინაშე, რათა განიკითხოს. ვერც ერთი ადამიანი და ვერც ერთი რამ ვერ აირიდებს ტანჯვას, ამ გაკიცხვასა და განკითხვას, და არ არსებობს არც ერთი ადამიანი ან რამ, რაც არ დახარისხდება თავისი გვარისამებრ; ყოველი იქნება მიკუთვნებული თავის კატეგორიას, რადგან ყველაფრის შედეგი ახლოვდება და მთელი ცა და მიწა მიაღწევს თავის საბოლოო შედეგს. როგორ შეუძლია ადამიანს, თავი დააღწიოს იმ დღეს, როდესაც ადამიანის არსებობა დასრულდება? მაშ, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს თქვენი ურჩობა? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ თქვენი უკანასკნელი დღეები გარდაუვალია? როგორ შეიძლება, რომ მათ, ვისაც ღმერთის ეშინიათ და მისი ხილვა სწყურიათ, ვერ იხილონ ღვთის სამართლიანობის გამოვლენის დღე? როგორ შეიძლება, რომ მათ ვერ მიიღონ საბოლოო ჯილდო სიკეთისთვის? ხარ კი შენ ის ადამიანი, ვინც სიკეთეს სჩადის, თუ ხარ ის, ვინც სიბოროტეს სჩადის? ხარ კი შენ ის, ვინც იღებს სამართლიან სამსჯავროს და შემდეგ ემორჩილება, თუ ხარ ის, ვინც იღებს სამართლიან სამსჯავროს და შემდეგ იწყევლება? ცხოვრობ თუ არა სამსჯავროს ტახტის წინაშე სინათლეში, თუ ცხოვრობ ჰადესის უკუნში? ნუთუ თავად არ იცი ყველაზე უკეთ, შენი შედეგი ჯილდო იქნება თუ სასჯელი? ნუთუ თავად არ იცი ყველაზე უკეთ და არ გესმის სხვებზე ღრმად, რომ ღმერთი სამართლიანია? მაშ, როგორია შენი ქცევა და შენი გული? როდესაც დღეს მე გიპყრობ, ნუთუ მართლა გჭირდება, რომ მე აგიხსნა, კეთილია თუ ბოროტი შენი ქცევა? რამდენი დათმე ჩემთვის? რამდენად ღრმად მეთაყვანები? ნუთუ შენ თვითონ არ იცი ყველაზე უკეთ, როგორ იქცევი ჩემს მიმართ? შენ უნდა იცოდე სხვებზე უკეთ, რა შედეგი გელის! ჭეშმარიტად გეუბნები: მხოლოდ მე შევქმენი კაცობრიობა და მე შეგქმენი შენ, მაგრამ მე არ გადამიცია თქვენი თავი სატანისთვის; ასევე შეგნებულად არ დამიძალებია, აჯანყებულიყავით ჩემს წინააღმდეგ ან შემწინააღმდეგებოდით და ამის გამო დასჯილიყავით ჩემს მიერ. განა ყველა ეს უბედურება არ არის ის, რასაც თქვენი ჯიუტი გულებისა და თქვენი ამაზრზენი საქციელის შედეგი? ნუთუ თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა შედეგი გელით? ნუთუ არ იცით ყველაზე უკეთ, თქვენი გულის სიღრმეში, როგორი იქნება თქვენი შედეგი? მიზეზი, რატომაც ვიპყრობ ადამიანებს, იმაში მდგომარეობს, რომ გამოვავლინო ისინი და ამით უკეთ მოგანიჭო ხსნა. ეს არ ხდება იმისთვის, რომ ბოროტება ჩაგადენინო, და არც იმისთვის, რომ განზრახ წაგიყვანო დასაღუპად ჯოჯოხეთში. როცა დრო დადგება, ყველა შენი დიდი ტანჯვა, ტირილი და კბილთა ღრჭენა — ნუთუ ეს ყველაფერი არ იქნება შენი ცოდვების გამო? ამგვარად, ნუთუ შენი საკუთარი სიკეთე ან შენი საკუთარი ბოროტება არ არის საუკეთესო განკითხვა შენთვის? ნუთუ ეს არ არის ყველაზე ჭეშმარიტი და ყველაზე აშკარა მტკიცებულება იმისა, როგორი იქნება შენი შედეგი?
დღეს მე ვმუშაობ ჩინეთში ღვთის რჩეულ ხალხში, რათა გამოვავლინო მათი მთელი ურჩი ხასიათი და გამოვააშკარაო მათი ყველა სიმახინჯე, და ეს ქმნის კონტექსტს იმისთვის, რომ ვთქვა ყველაფერი, რაც სათქმელი მაქვს. ამის შემდეგ, როცა მე დავიწყებ მთელი სამყაროს დაპყრობის ჩემი საქმის შემდეგ ეტაპს, მე გამოვიყენებ ჩემს სამსჯავროს თქვენზე, რათა განვიკითხო მთელ სამყაროში თითოეულისა და ყოველის უსამართლობა, რადგან თქვენ წარმოადგენთ ამბოხებულებს კაცთა შორის. ვინც წინ ვერ გამოვა, მხოლოდ საპირისპირო ფონად და მსახურების საგნებად იქცევა, ხოლო ვინც შეძლებს წინ წადგომას, გამოყენებული იქნება. რატომ ვამბობ, რომ ისინი, ვინც წინ ვერ წამოვა, მხოლოდ საპირისპირო ფონად იქცევა? იმიტომ, რომ ჩემი ამჟამინდელი სიტყვები და საქმე მთლიანად თქვენს წარსულს უკავშირდება და იმიტომ, რომ თქვენ გახდით კაცობრიობის მთელ მასაში ამბოხებულთა წარმომადგენლები და განსახიერება. მოგვიანებით მე ამ სიტყვებს, რომლითაც თქვენ გიპყრობთ, უცხო ქვეყნებში წავიღებ და იქაური ხალხის დასაპყრობად გამოვიყენებ, მაგრამ შენ თვითონ მათ ვერ მოიპოვებ. ნუთუ ეს არ ნიშნავს, რომ შენ საპირისპირო ფონად იქცევი? მთელი კაცობრიობის გახრწნილი ხასიათი ადამიანთა ამბოხებული ქცევები, მათი მახინჯი სახე-ხატები — ეს ყველაფერი ახლა ჩაწერილია იმ სიტყვებში, რომლითაც მე გიპყრობთ. შემდეგ ამ სიტყვებს გამოვიყენებ, რათა დავიპყრო ყველა ერი და ყველა აღმსარებლობის ხალხი, რადგან თქვენ ხართ არქეტიპი, პრეცედენტი. თუმცა მე არ მქონია განზრახვა, განზრახულად უარი მეთქვა თქვენზე; თუ შენ არ გამოიჩენ გულმოდგინებას შენს სწრაფვაში და ამით დაამტკიცებ უკურნებელობას, ნუთუ არ გახდები უბრალოდ მომსახურების ობიექტი და კონტრასტული ფონი? ერთხელ ვთქვი, რომ ჩემი სიბრძნე სატანის ხრიკების საფუძველზე ვლინდება. რატომ ვთქვი ეს? განა რეალური ამბავი არ დგას იმის მიღმა, რასაც ახლა ვამბობ და ვაკეთებ? თუ შენ ვერ შეძლებ ნაბიჯის წინ წადგმას, თუ არ იქნები სრულქმნილი და ამის ნაცვლად დაისჯები, განა არ გახდები საპირისპირო ფონი? შესაძლოა, დღემდე მოსვლამდე ბევრი ტანჯვა გადაგიტანია, მაგრამ მაინც ვერაფერი გაგიგია; შენ სრულიად უმეცარი ხარ სიცოცხლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ განსჯილი და გაკიცხული იყავი, სრულებით არ შეცვლილხარ და სულის სიღრმეში სიცოცხლე არ გიპოვია. როცა დადგება დრო შენი საქმის გამოცდისა, გაივლი ცეცხლის მსგავს განსაცდელს და კიდევ უფრო დიდ გასაჭირს. როცა ეს ცეცხლი მოგწვდება, შენი მთელი არსება ფერფლად იქცევა. როგორც ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე არ აქვს, რომელსაც შიგნით სუფთა ოქროს ერთი ნამცეციც კი არ გააჩნია, რომელიც ჯერ კიდევ ძველ გახრწნილ ხასიათშია ჩარჩენილი, და როგორ შეიძლება, რომ არ აღმოიფხვრას ადამიანი, რომელსაც კარგი სამუშაოს შესრულებაც კი არ შეუძლია, რომელიც კონტრასტულ ფონს წარმოადგენს? შეუძლია კი ადამიანს, რომელიც გროშის საფასურსაც არ წარმოადგენს და სიცოცხლე არ გააჩნია, გამოყენებულ იქნას დაპყრობის საქმეში? როცა ეს დრო დადგება, თქვენი დღეები ნოესა და სოდომის დღეებზე უფრო მძიმე იქნება! როგორადაც უნდა ილოცო მაშინ, ეს ვერ გიშველის. შეძლებ კი მაშინ შემობრუნებას და თავიდან მონანიებას, როცა ხსნის საქმე უკვე დასრულებული იქნება? როცა ხსნის მთელი საქმე დასრულდება, ის აღარ გაგრძელდება; ამის შემდეგ დაიწყება ბოროტთა დასჯის საქმე. შენ ეწინააღმდეგები, ჯანყდები და შეგნებულად იქცევი არასწორად. განა არ ხარ მკაცრად გასაკიცხი? დღეს ამას დამარცვლით გიხსნი. თუ გადაწყვეტ, რომ არ მიგდო ყური, როცა შემდეგში უბედურება დაგატყდება თავს, განა უკვე ძალიან გვიანი არ იქნება? თუ მხოლოდ მაშინ იგრძნობ სინანულს და მხოლოდ მაშინ ირწმუნებ? დღეს გაძლევ შესაძლებლობას, მოინანიო, მაგრამ შენ არ გსურს ამის გაკეთება. რამდენ ხანს აპირებ ლოდინს? გაკიცხვის დღემდე? დღეს მე არ გახსენებ წარსულ გადაცდომებს; კვლავ და კვლავ გპატიობ, არ ვუყურებ შენს უარყოფით მხარეებს, რათა მხოლოდ დადებითს შევხედო, რადგან ყველა ჩემი ამჟამინდელი სიტყვა და საქმე მიმართულია შენი ხსნისკენ და არ მაქვს შენდამი ბოროტი ზრახვა. თუმცა შენ უარს ამბობ შესვლაზე; ვერ გაგირჩევია კარგი და ცუდი და ვერ აფასებ სიკეთეს. განა ასეთი ადამიანები უბრალოდ არ ელიან სასჯელს და სამართლიანი შურისძიების მოსვლას?
როდესაც მოსემ კლდეს შემოჰკრა და იქიდან იეჰოვას მიერ ბოძებულმა წყალმა ამოხეთქა, ეს მისი რწმენის წყალობით მოხდა. როდესაც დავითი ჩემი, იეჰოვას სადიდებლად ქნარზე და ჩანგზე უკრავდა — სიხარულით სავსე გულით — ეს მისი რწმენის წყალობით მოხდა. როდესაც იობმა დაკარგა თავისი პირუტყვი, რომელიც მთებს ეფინებოდა, და უთვალავი სიმდიდრე, მისი სხეული კი მტკივნეული ჩირქოვანი წყლულებით დაიფარა, ეს მისი რწმენის წყალობით მოხდა. როდესაც მან შეძლო ჩემი, იეჰოვას ხმის მოსმენა და ჩემი, იეჰოვას დიდების დანახვა, ეს მისი რწმენის წყალობით მოხდა. ის, რომ პეტრეს იესო ქრისტეს მიყოლა შეეძლო, მისი რწმენის წყალობა იყო. ის, რომ მან შეძლო ჩემი გულისთვის ჯვარზე გაკრულიყო და დიდებული მოწმობის მიცემა, ასევე მისი რწმენის წყალობა იყო. როდესაც იოანემ კაცის ძის დიდებული ხატება იხილა, ეს მისი რწმენის წყალობა იყო. როდესაც მან უკანასკნელი დღეების ხილვა ნახა, ეს კიდევ უფრო მეტად, მისი რწმენის წყალობა იყო. მიზეზი, რის გამოც ეგრეთ წოდებული წარმართი ერების სიმრავლემ ჩემი გაცხადება მიიღო და შეიცნო, რომ მე ხორციელად დავბრუნდი, რათა ადამიანებს შორის ჩემი საქმე შევასრულო, ასევე მათი რწმენის წყალობითაა. ყველა, ვისაც ჩემი მკაცრი სიტყვები განგმირავს, მაგრამ მაინც ამით ნუგეშს პოულობს და გადარჩება — განა ეს მათი რწმენის წყალობით არაა? ადამიანებმა თავიანთი რწმენით იმდენი რამ მიიღეს, მაგრამ არა აუცილებლად კურთხევა. მათ შეიძლება არ განუცდიათ ის ბედნიერება და სიხარული, რასაც გრძნობდა დავითი, ან არ მიუღიათ იეჰოვას მიერ ბოძებული წყალი, როგორც მოსემ მიიღო. მაგალითად, იობი იეჰოვამ აკურთხა მისი რწმენის გამო, მაგრამ მან ასევე მიიღო სიძნელეებიც. მიუხედავად იმისა, კურთხევას იღებ თუ განსაცდელს, ორივე კურთხეული მოვლენაა. რომ არა შენი რწმენა, ვერ მიიღებდი ამ დაპყრობის საქმეს, და მით უმეტეს ვერ ნახავდი იეჰოვას ქმედებებს, რომლებიც დღეს შენთვის თვალნათელია — ვერ იხილავდი და მით უმეტეს ვერ მოიპოვებდი მათ. ეს უბედურებანი, ეს განსაცდელნი და ყველა ეს განკითხვა რომ არა, შეძლებდი კი დღეს იეჰოვას ქმედებების ხილვას? დღეს სწორედ რწმენა გაძლევს საშუალებას, იქნა დაპყრობილი, და სწორედ დაპყრობა გაძლევს რწმენას იეჰოვას ყოველი ქმედებისადმი. მხოლოდ რწმენის წყალობით იღებ ასეთ გაკიცხვასა და განკითხვას. ამ გაკიცხვისა და განკითხვის მეშვეობით ხდები დაპყრობილი და სრულყოფილი. რომ არა დღევანდელი გაკიცხვა და განკითხვა, შენი რწმენა ამაო იქნებოდა, რადგან შენ არ შეიცნობდი ღმერთს; არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ირწმუნებდი მას, შენი რწმენა მხოლოდ ცარიელი სიტყვები და რეალობას მოკლებული იქნებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებ ამ დაპყრობის საქმეს, რომელიც სრულად მორჩილს გაგხდის, შენი რწმენა ხდება ჭეშმარიტი და საიმედო, და შენი გული ღმერთისკენ მიიქცევა. თუნდაც ამ სიტყვის, „რწმენის,“ გამო მრავალი განკითხვა ან მრავალი წყევლა გადაიტანო, შენ მაინც გაქვს ჭეშმარიტი რწმენა და შეძენილი გაქვს ყველაზე ჭეშმარიტი, ყველაზე რეალური და ყველაზე ძვირფასი რამ. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ განკითხვის პროცესში ხედავ შექმნილი არსებების საბოლოო სამყოფელს; სწორედ ამ განკითხვაში ხედავ შემოქმედის მშვენიერებას; სწორედ დაპყრობის ასეთ საქმეში ჭვრეტ ღვთის მკლავს; სწორედ ამ დაპყრობაში სრულად იგებ ადამიანურ ცხოვრებას; სწორედ ამ დაპყრობაში პოულობ ადამიანის ცხოვრების სწორ გზას და წვდები სიტყვის „ადამიანი“ ჭეშმარიტ მნიშვნელობას; მხოლოდ ამ დაპყრობაში ხედავ ყოვლისშემძლის სამართლიან ხასიათს და მის მშვენიერ, დიდებულ სახეს; სწორედ დაპყრობის ამ საქმეში შეიცნობ ადამიანის წარმოშობას და გაიაზრებ მთელი კაცობრიობის „უკვდავ ისტორიას“; სწორედ ამ დაპყრობაში იგებ კაცობრიობის წინაპრების შესახებ და ადამიანის გახრწნილების წარმოშობის შესახებ; სწორედ ამ დაპყრობაში იღებ სიხარულსა და ნუგეშს, აგრეთვე უსასრულო გვემას, წვრთნას და საყვედურის სიტყვებს შემოქმედისგან მის მიერ შექმნილი კაცობრიობისადმი; სწორედ ამ დაპყრობის საქმეში იღებ კურთხევასაც და იმ უბედურებებს, რომლებიც ადამიანმა უნდა განიცადოს… განა ეს ყველაფერი შენი მცირე რწმენის გამო არ არის? და განა შენი რწმენა არ იზრდება ამ ყოველივეს შეძენით? განა უზომოდ ბევრი რამ არ გაქვს მიღებული? შენ არა მხოლოდ მოისმინე ღმერთის სიტყვა და იხილე მისი სიბრძნე, არამედ პირადად განიცადე მისი საქმის ყოველი ნაბიჯი. შესაძლოა ითქვას, რომ რწმენის გარეშე არ განიცდიდი ამგვარ გაკიცხვას ან ამგვარ განკითხვას. მაგრამ უნდა იცოდე, რომ რწმენის გარეშე შენ არა მხოლოდ ვერ მიიღებდი ამგვარ გაკიცხვას ან ყოვლისშემძლის ამგვარ მზრუნველობას, არამედ სამუდამოდ დაკარგავდი შესაძლებლობას, შეხვედროდი შემოქმედს. შენ ვერასოდეს გაიგებდი კაცობრიობის წარმოშობას და ვერ ჩაწვდებოდი ადამიანის ცხოვრების მნიშვნელობას. თუნდაც შენი ხორცი დაღუპულიყო და სული სხეულს განშორებოდა, მაინც ვერ გაიგებდი შემოქმედის ყველა საქმეს, მით უმეტეს ვერ გაიგებდი, რომ შემოქმედმა ასეთი დიდი საქმე აღასრულა დედამიწაზე მას შემდეგ, რაც კაცობრიობა შექმნა. როგორც ამ კაცობრიობის წევრს, რომელიც მან შექმნა, გსურს, რომ უცოდინრობის გამო ამგვარად ჩავარდე უკუნში და იტანჯო მარადიული სასჯელით? თუ გაემიჯნები დღევანდელ გაკიცხვასა და განკითხვას, რა გელოდება მაშინ? ფიქრობ თუ არა, რომ როგორც კი გაემიჯნები ამჟამინდელ განკითხვას, შეძლებ ამ ტანჯული ცხოვრების თავიდან აცილებას? განა არ არის სიმართლე, რომ თუ დატოვებ „ამ ადგილს“, მაშინ ის, რასაც შეხვდები, იქნება ეშმაკების მიერ მოყენებული მტანჯველი ტკივილი ან მძიმე ზიანი? განა არ გელის აუტანელი დღეები და ღამეები? ნუთუ ფიქრობ, რომ დღევანდელი განკითხვის თავიდან აცილებით შეძლებ სამუდამოდ აიცილო მომავალი ტანჯვა? რა გელის წინ? იქნება კი ეს ის შანგრი-ლა, რაზეც იმედს ამყარებ? ნუთუ ფიქრობ, რომ რეალობისგან გაქცევით, როგორც ახლა აკეთებ, მომავალშიც შეძლებ მარადიული გაკიცხვის თავიდან აცილებას? დღევანდელი დღის შემდეგ ოდესმე კვლავ შეძლებ ასეთი შესაძლებლობისა და ასეთი კურთხევის პოვნას? შეძლებ თუ არა მათ პოვნას, როცა უბედურება დაგატყდება თავს? ნუთუ შეძლებ მათ პოვნას, როცა მთელი კაცობრიობა სიმშვიდეში შევა? შენი ამჟამინდელი ბედნიერი ცხოვრება და შენი ეს ჰარმონიული პატარა ოჯახი — შეძლებენ კი შენი მომავალი მარადიული საბოლოო სამყოფლის ჩანაცვლებას? თუ გაქვს ჭეშმარიტი რწმენა და თუ შენი რწმენის წყალობით ბევრი რამ მოიპოვე, მაშინ ეს ყველაფერი არის ის, რაც შენ — როგორც შექმნილ არსებას, — უნდა გქონდეს და რაც უპირველეს ყოვლისა უნდა გქონოდა. არაფერია უფრო სასარგებლო შენი რწმენისა და სიცოცხლისათვის, ვიდრე ასეთი დაპყრობა.
დღეს შენ უნდა გაიგო, რას მოითხოვს ღმერთი მათგან, ვინც დაპყრობილია, როგორი დამოკიდებულება აქვს მას მათ მიმართ, ვინც სრულქმნილია, და რაში უნდა შეხვიდე ახლა. ზოგი რამ მხოლოდ მცირედით უნდა გაიგო. არ არის საჭირო გარკვეული საიდუმლო სიტყვების გულდასმით შესწავლა; ისინი სიცოცხლისათვის დიდად სასარგებლო არ არიან და მხოლოდ ზედაპირულ გაცნობას მოითხოვენ. შეგიძლია წაიკითხო ისეთ საიდუმლოებებზე, როგორიცაა ადამისა და ევას საიდუმლოება: რანი იყვნენ ადამი და ევა მაშინ და რა საქმის აღსრულება სურს ღმერთს დღეს. უნდა გაიგო, რომ ადამიანის დაპყრობითა და სრულყოფით ღმერთს სურს დააბრუნოს ადამიანი იმ მდგომარეობაში, რომელშიც ადამი და ევა იმყოფებოდნენ. შენს გულში უნდა გქონდეს ნათელი წარმოდგენა სრულყოფილების იმ დონეზე, რომელსაც უნდა მიაღწიო, რათა შეესაბამებოდე ღმერთის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, და შემდეგ უნდა ესწრაფო მისკენ. ეს უკავშირდება შენს პრაქტიკას და ეს არის ის რაღაც, რაც უნდა გაიგო. შენთვის საკმარისია, რომ ამ საკითხებში ღმერთის სიტყვების მიხედვით ეძიებდე შესვლას. როცა კითხულობ, რომ „კაცობრიობას ათობით ათასი წლის ისტორია დასჭირდა, დღევანდელ მდგომარეობამდე მოსასვლელად“, შენში ჩნდება ცნობისმოყვარეობა და ცდილობ, მოძებნო პასუხი ძმებთან და დებთან ერთად: „ღმერთი ამბობს, რომ კაცობრიობის განვითარება ექვსი ათას წელს ითვლის, ხომ ასეა? მაშ, რას ნიშნავს ათობით ათასი წელი? რა სარგებელს მოგიტანს ამ კითხვაზე პასუხის ძებნა? თავად ღმერთი ათობით ათასი წელიწადი მუშაობდა თუ ასობით მილიონი წელი — ნუთუ მას ნამდვილად ესაჭიროება რომ შენ ეს იცოდე? ეს არ არის ის, რაც შენ, როგორც შექმნილმა არსებამ, უნდა იცოდე. უბრალოდ, მიეცი შენს თავს უფლება, მოკლედ დაფიქრდე ამაზე და ნუ შეეცდები, ეს ხილვად გაიგო. უნდა იცოდე, რაში უნდა შეხვიდე და რა უნდა გაიგო დღეს, და შემდეგ მტკიცედ უნდა აღიქვა ის. მხოლოდ მაშინ იქნები დაპყრობილი. ზემოთქმულის წაკითხვის შემდეგ შენში უნდა გაჩნდეს ბუნებრივი რეაქცია: ღმერთი აღსავსეა შფოთვით, მას სურს დაგვიპყროს და მოიპოვოს დიდება და მოწმობა, მაშ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან? რა უნდა გავაკეთოთ, რათა სრულად ვიყოთ დაპყრობილნი მის მიერ და გავხდეთ მისი მოწმობა? რა უნდა გავაკეთოთ, რათა ღმერთმა შეძლოს დიდების მოპოვება? რა უნდა გავაკეთოთ, რათა შეგვეძლოს ვიცხოვროთ ღვთის ხელმწიფების და არა სატანის ბატონობის ქვეშ? ამაზე უნდა ფიქრობდნენ ადამიანები. თითოეულმა თქვენგანმა ცხადად უნდა გაიაზროს ღმერთის დაპყრობის მნიშვნელობა. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ სიცხადეს მოიპოვებთ, თქვენ მიიღებთ შესვლას, გაიგებთ ამ საქმის ეტაპს და სრულად დამორჩილდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილ მორჩილებას ვერ მიაღწევთ.