პრაქტიკა (5)

მადლის ეპოქაში იესომ წარმოთქვა გარკვეული სიტყვები და აღასრულა საქმის ერთი ეტაპი. ყოველივე ამას თავისი კონტექსტი ჰქონდა და იმდროინდელი ხალხის მდგომარეობას შეესაბამებოდა; იესო საუბრობდა და მოქმედებდა იმდროინდელი ვითარების შესაბამისად. მან ასევე წარმოთქვა გარკვეული წინასწარმეტყველებანი. იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში მოვიდოდა ჭეშმარიტების სული და აღასრულებდა საქმის ერთ ეტაპს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას არაფერი ესმოდა იმ საქმის მიღმა, რომელიც თავად უნდა აღესრულებინა იმ ეპოქაში; განკაცებული ღვთის მიერ მოტანილი საქმე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეზღუდულია. ამრიგად, იგი მხოლოდ იმ ეპოქის საქმეს აღასრულებს, რომელშიც იმყოფება და არ აღასრულებს სხვა საქმეს, რომელსაც მასთან კავშირი არ აქვს. იმხანად იესო მოქმედებდა არა გრძნობების ან ხილვების მიხედვით, არამედ დროისა და ვითარების შესაბამისად. მას არავინ წარმართავდა და არავინ უწევდა წინამძღოლობას. მისი მთელი საქმე მისივე არსება იყო — ეს იყო საქმე, რომელიც ღვთის განკაცებულ სულს უნდა აღესრულებინა, რაც წარმოადგენდა განკაცების მიერ დაწყებულ მთელ საქმეს. იესო მოქმედებდა მხოლოდ იმის მიხედვით, რასაც თავად ხედავდა და ისმენდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სული უშუალოდ მოქმედებდა; არ იყო საჭირო, რომ ღმერთს მაცნეები გამოცხადებოდნენ ან სიზმრები ეხილა, არც ის იყო საჭირო, რომ რაიმე დიდი ნათელი მოჰფენოდა მას, რათა დაენახა. იგი მოქმედებდა თავისუფლად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რადგან მისი საქმე არ ეფუძნებოდა გრძნობებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც იგი მოქმედებდა, არ დადიოდა ხელის ცეცებით და არც ვარაუდობდა, არამედ მარტივად აღასრულებდა საქმეს; მოქმედებდა და საუბრობდა საკუთარი აზრებისა და იმის მიხედვით, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა, და დროულად ზრუნავდა თითოეულ მოწაფეზე, რომელიც მას მიჰყვებოდა. სწორედ ეს არის განსხვავება ღვთის საქმესა და ადამიანთა საქმეს შორის: როდესაც ადამიანები საქმეს აღასრულებენ, ისინი ეძიებენ და ხელის ცეცებით დადიან, მუდამ ბაძავენ ან მსჯელობენ სხვათა მიერ ჩაყრილ საფუძველზე და ამგვარად უფრო ღრმად შედიან. ღვთის საქმე წარმოადგენს თავად ღმერთს და იგი აღასრულებს მისსავე აღსასრულებელ საქმეს. იგი არ უზიარებს ეკლესიას იმ ცოდნას, რომელიც რომელიმე ადამიანის საქმისგან მიიღო. ნაცვლად ამისა, იგი ახლანდელ საქმეს ადამიანთა მდგომარეობაზე დაყრდნობით აღასრულებს. ამრიგად, ამგვარი მოქმედება ათასწილად უფრო თავისუფალია, ვიდრე ის საქმე, რომელსაც ადამიანები ასრულებენ. ადამიანებს შეიძლება ისიც კი მოეჩვენოთ, რომ ღმერთი არ „ასრულებს თავის მოვალეობას“ და ისე მოქმედებს, როგორც თავად სურს — მაგრამ მთელი საქმე, რომელსაც იგი აღასრულებს, ახალია. თუმცა, უნდა იცოდე, რომ განკაცებული ღვთის საქმე არასოდეს ეფუძნება გრძნობებს. მას შემდეგ, რაც იესომ ჯვარცმის საქმე დაასრულა, როდესაც მისმა მოწაფეებმა თავიანთ გამოცდილებაში გარკვეულ ეტაპს მიაღწიეს, იგრძნეს, რომ ღვთის დღე ახლოვდებოდა და მალე შეხვდებოდნენ უფალს. ეს იყო გრძნობა, რომელიც მათ ჰქონდათ და მათთვის ამ გრძნობას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნდა. თუმცა რეალურად ადამიანთა შინაგანი გრძნობები სანდო არ არის. ისინი გრძნობდნენ, რომ შესაძლოა გზის დასასრულს უახლოვდებოდნენ ან რომ ყოველივე, რაც გააკეთეს და გადაიტანეს, ღვთის მიერ იყო დადგენილი. პავლემ ასევე, რომ დაასრულა თავისი მოღვაწეობა, რომ იბრძოლა და მისთვის გამზადებული იყო სიმართლის გვირგვინი. სწორედ ამას გრძნობდა იგი; მან დაწერა ეს ეპისტოლეებში და ეკლესიებს დაუგზავნა. მსგავსი ქმედებები მომდინარეობდა იმ ტვირთიდან, რომელსაც იგი ეკლესიებისთვის ატარებდა და შესაბამისად, სულიწმიდა უგულებელყოფდა მათსინი. როდესაც პავლემ ეს სიტყვები წართქვა, მას არ ჰქონია შფოთვის განცდა და არც თავი დაუდანაშაულებია; მას მიაჩნდა, რომ მსგავსი რამ ძალიან ნორმალური და სრულიად მართებული იყო და რომ ეს სულიწმიდისგან მომდინარეობდა. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს სულაც არ მომდინარეობდა სულიწმიდისგან. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ადამიანური ილუზიები. ადამიანებს მრავალი ილუზია აქვთ და ღმერთი ყურადღებას არ აქცევს მათ, არც რაიმე მოსაზრებას გამოხატავს, როდესაც ისინი ჩნდება. უმეტეს შემთხვევაში სულიწმიდის საქმე ადამიანთა გრძნობების მეშვეობით არ აღსრულდება — სულიწმიდა არ მოქმედებს ადამიანთა გრძნობების მეშვეობით გარდა იმ რთული, ბნელი დროისა, როდესაც ღმერთი არ იყო განკაცებული საქმის შესასრულებლად ან იმ პერიოდისა, როდესაც არ არიან მოციქულები ან მუშაკები. ამ ეტაპზე სულიწმიდის საქმე ადამიანებს გარკვეულ განსაკუთრებულ გრძნობებს ანიჭებს. მაგალითად: როდესაც ადამიანები ღვთის სიტყვების წინამძღოლობის გარეშე არიან, ლოცვისას ენით აუწერელი ბედნიერების განცდა ეუფლებათ; გულში სიამოვნებას გრძნობენ, მშვიდად და ლაღად არიან. როგორც კი ისინი სიტყვიერ წინამძღოლობას იღებენ, სულიერ გაბრწყინებას გრძობენ, თავიანთი ქმედებების განსახორციელებელ გზას პოულობენ და, ბუნებრივია, სიმშვიდისა და სიმსუბუქის განცდაც ეუფლებათ როდესაც ადამიანები საფრთხეს აწყდებიან ან ღმერთი აჩერებს მათ გარკვეული ქმედებებისგან, გულში ისინი შფოთვასა და მოუსვენრობას გრძნობენ. ყველა ეს გრძნობა ადამიანს სულიწმიდის მიერ ეძლევა. თუმცა, თუ მტრული გარემო შიშის ატმოსფეროს ქმნის, რაც ადამიანებს განსაკუთრებულად აშფოთებს და აფრთხობს, ეს ნორმალური ადამიანობის გამოხატვაა და არ უკავშირდება სულიწმიდის საქმეს.

ადამიანები მუდამ საკუთარი გრძნობების გარემოცვაში ცხოვრობენ და ასე გრძელდება უკვე მრავალი წელია. როდესაც გულში სიმშვიდეს გრძნობენ, მოქმედებენ (რადგან თავიანთ მზაობას სიმშვიდის განცდად მიიჩნევენ), ხოლო როდესაც გულში სიმშვიდეს ვერ გრძნობენ, არ მოქმედებენ (რადგან თავიანთ უხალისობას ან სიძულვილს შფოთვის განცდად მიიჩნევენ). თუ საქმეები შეუფერხებლად მიდის, ფიქრობენ, რომ ეს ღვთის განზრახვაა. (სინამდვილეში, ეს ისეთი რამ არის, რაც ისედაც შეუფერხებლად უნდა განვითარებულიყო, რადგან ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა.) როდესაც საქმეები შეუფერხებლად არ მიდის, თვლიან, რომ ეს ღვთის განზრახვა არ არის. ამრიგად, როდესაც აწყდებიან ისეთ რამეს, რაც შეუფერხებლად არ მიდის, ჩერდებიან. მსგავსი გრძნობები ზუსტი არ არის და მათ მიხედვით მოქმედება მრავალ შეფერხებას გამოიწვევს. მაგალითად, ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას აუცილებლად მოჰყვება სირთულეები, ხოლო ღვთის ნების მიყოლას — კიდევ უფრო მეტი. მრავალი სიკეთის განხორციელება რთული იქნება. როგორც ნათქვამია: „სიკეთის აღსრულებას, როგორც წესი, წინ სირთულეები უძღვის“. ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში მეტისმეტად ბევრი გრძნობა აქვთ, რაც მათ მუდმივად დაბნეულობაში ამყოფებს და მრავალი რამის გარკვევის უნარს ართმევს. ადამიანებისთვის არაფერია ნათელი, თუ მათ არ ძალუძთ ჭეშმარიტების გაგება. მაგრამ, ზოგადად, როდესაც ისინი საკუთარი გრძნობების მიხედვით მოქმედებენ ან საუბრობენ, ვიდრე ეს არ არღვევს მთავარ პრინციპებს, სულიწმიდა საერთოდ არ რეაგირებს. ეს ჰგავს პავლეს მიერ განცდილ „სიმართლის გვირგვინს“: მრავალი წლის განმავლობაში არავის სჯეროდა, რომ მისი გრძნობები მცდარი იყო და არც თავად პავლეს უგრძნია ოდესმე, რომ მისი გრძნობები შეცდომა იყო. საიდან მომდინარეობს ადამიანთა გრძნობები? რა თქმა უნდა, ეს არის რეაქციები, რომლებიც მათი ტვინიდან მოდის. სხვადასხვა გარემოსა და სხვადასხვა საკითხის მიხედვით სხვადასხვა გრძნობა წარმოიქმნება. უმეტესწილად, ადამიანები ადამიანური ლოგიკით აკეთებენ დასკვნებს, რომელთა მეშვეობითაც იღებენ ფორმულების ერთობლიობას, რაც მრავალ ადამიანურ გრძნობას აყალიბებს. ადამიანები საკუთარ ლოგიკურ დასკვნებში ეფლობიან გაუცნობიერებლად და ამგვარად, ისინი თავიანთ ცხოვრებაში ამ გრძნობებს ეყრდნობიან; ისინი მათ ცხოვრებაში ემოციურ საყრდენად იქცევა, როგორიცაა პავლეს „სიმართლის გვირგვინი“ ან უიტნეს ლის „უფალლის შეგებება ჰაერში“. ღმერთს თითქმის არანაირი საშუალება არ აქვს, ჩაერიოს ამ ადამიანურ გრძნობებში და იძულებულია, იძულებულია, მათ თავის ნებაზე განვითარების საშუალება მისცეს. დღეს მე ნათლად გესაუბრე ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტზე. თუ კვლავ შეეცდები საკუთარი გრძნობებს ჩაებღაუჭო, განა კვლავ ბუნდოვანებაში არ იცხოვრებ? არ იღებ იმ სიტყვებს, რომლებიც ნათლად გადმოგეცა და მუდამ საკუთარ პირად გრძნობებს ეყრდნობი. განა ამით იმ ბრმა კაცს არ ჰგავხარ სპილოს რომ ხელის ცეცებით შეიცნობს? და საბოლოოდ რას მოიპოვებ?

ყოველივე, რომელსაც დღეს განკაცებული ღმერთი აღასრულებს, პრაქტიკულია. ეს არ არის ის, რისი შეგრძნებაც ან წარმოდგენაც შეგიძლია, მით უმეტეს ის, რის შესახებაც ლოგიკურად დასკვნის გამოტანა შეგიძლია — ამას მხოლოდ მაშინ გაიგებ, როდესაც ფაქტების წინაშე აღმოჩნდები. ზოგჯერ, მაშინაც კი, როდესაც ფაქტები არსებობს, მაინც არ ძალგიძს ნათლად დანახვა; ადამიანები ვერ გაიგებენ, სანამ ღმერთი პირადად არ იმოქმედებს, რათა საქმის ჭეშმარიტ ფაქტებს დიდი სიცხადე მოჰფინოს. იმხანად იესოს მოწაფეებს მრავალი ილუზია ჰქონდათ. მათ სწამდათ, რომ ღვთის დღე მალე დადგებოდა, რომ მალე მოკვდებოდნენ უფლისთვის და შეძლებდნენ უფალ იესოსთან შეხვედრას. ამ შეგრძნების გამო პეტრე მთელი შვიდი წელი ელოდა, მაგრამ ის მაინც არ დადგა. ისინი გრძნობდნენ, რომ მათი ცხოვრება მომწიფდა; მათი გრძნობები გამრავლდა და უფრო გამძაფრდა, მაგრამ მათ მრავალი მარცხი განიცადეს და წარმატებას ვერ მიაღწიეს. თავადაც არ იცოდნენ, რა ხდებოდა. განა შეიძლებოდა არ აღსრულებულიყო ის, რაც ჭეშმარიტად სულიწმიდისგან მომდინარეობდა? ადამიანთა გრძნობები სანდო არ არის. რადგან ადამიანებს აზროვნების საკუთარი წესი და იდეები აქვთ, ისინი იმდროინდელ ვითარებასა და მდგომარეობებზე დაყრდნობით უამრავ ასოციაციას ქმნიან. კერძოდ, როდესაც რაღაც ემართებათ იმ ადამიანებს, რომელთა აზროვნებაც ჯანსაღია, ისინი ზედმეტად აღელვებულნი ხდებიან და უნებლიეთ უამრავი ასოციაციას ქმნიან. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი ცოდნისა და თეორიების მქონე „ექსპერტებს“, რომელთა ასოციაციები კიდევ უფრო უხვი ხდება წუთისოფელთან ურთიერთობის მრავალი წლის შემდეგ; ეს ასოციაციები გაუცნობიერებლად იპყრობენ მათ გულებს და უკიდურესად ძლიერ გრძნობებად იქცევიან, რითაც ისინი კმაყოფილდებიან. როდესაც ადამიანებს რაღაც სურთ, მათ უჩნდებათგრძნობები და წარმოსახვები და ფიქრობენ, რომ მართლები არიან. მოგვიანებით, როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ ეს არ აღსრულდა, ვერ ხვდებიან, რა მოხდა არასწორად. შესაძლოა სჯერათ, რომ ღმერთმა თავისი გეგმა შეცვალა.

ყველა ადამიანს გააჩნია გრძნობები. რჯულის ეპოქაში მრავალ ადამიანს ასევე ჰქონდა გარკვეული გრძნობები, მაგრამ მათ გრძნობებში არსებული შეცდომები უფრო მცირე იყო, ვიდრე დღევანდელი ადამიანების შემთხვევაში. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ წარსულში ადამიანებს შეეძლოთ ეხილათ იეჰოვას გამოჩინება; ხედავდნენ მაცნეებს და ჰქონდათ სიზმრები. დღესდღეობით ადამიანები ვერ ხედავენ ხილვებს ან მაცნეებს და ამრიგად, მათ გრძნობებთან დაკავშირებულმა შეცდომებმა იმატა. როდესაც ისინი გრძნობენ, რომ რაიმე განსაკუთრებით მართებულია და მის პრაქტიკაში განხორციელებას იწყებენ, სულიწმიდა არ საყვედურობს მათ და შინაგანად დიდ სიმშვიდეს განიცდიან. მომხდარის შემდეგ მხოლოდ თანაზიარების ან ღვთის სიტყვების კითხვის მეშვეობით აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ცდებოდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანებს მაცნეები აღარ ევლინებიან, სიზმრები ძალზე იშვიათია და ადამიანები ცაში ხილვებს ვეღარ ხედავენ. მეორე მხრივ, სულიწმიდა არ აძლიერებს თავის საყვედურებსა და წვრთნას ადამიანებში; სულიწმიდა საქმე თითქმის აღარ აღავლენს საქმეს მათზე. ამრიგად, თუ ადამიანები არ ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, პრაქტიკულად არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არ ესმით პრაქტიკის გზა, მაშინ ვერაფერს მოიმკიან. სულიწმიდის საქმის პრინციპები შემდეგია: იგი ყურადღებას არ აქცევს იმას, რაც მის საქმეს არ უკავშირდება; თუ რაიმე მისი უფლებამოსილების ფარგლებში არ შედის, იგი არასოდეს ერევა ან შუამდგომლობს და ნებას რთავს ადამიანებს, შექმნან ნებისმიერი არეულობა, რაც სურთ. შეგიძლია იმოქმედო ისე, როგორც გსურს, მაგრამ დადგება დღე, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდები. განკაცებული ღმერთი მხოლოდ მიზანმიმართულად აღასრულებს საქმეს და არასოდეს ერევა ადამიანის საქმეში. ნაცვლად ამისა, იგი შორიდან უვლის ადამიანთა სამყაროს და აღასრულებს მის მიერ აღსასრულებელ საქმეს. არავინ გისაყვედურებს, თუ დღეს რაიმე არასწორს ჩაიდენ და არც არავინ დაგაჯილდოებს, თუ ხვალ რაიმე კარგს გააკეთებ. ეს ადამიანური საკითხებია და მცირედი კავშირიც კი არ აქვს სულიწმიდის საქმესთან — ეს სრულიად არ შედის ჩემი საქმის ფარგლებში.

იმხანად, როდესაც პეტრე მოღვაწეობდა, მან მრავალი სიტყვა წარმოთქვა და დიდი საქმე აღასრულა. განა შესაძლებელია, რომ აქედან არაფერი მომდინარეობდა ადამიანური იდეებიდან? შეუძლებელია, რომ ეს ყოველივე მთლიანად სულიწმიდისგან ყოფილიყო. პეტრე იყო მხოლოდ ქმნილება, მიმდევარი; იგი პეტრე იყო და არა იესო; მათი არსი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე სულიწმიდის მიერ იყო წარმოგზავნილი, ყოველივე, რაც მან მოიმოქმედა, სულიწმიდისგან არ მომდინარეობდა, რადგან იგი, საბოლოო ჯამში, ადამიანი იყო. პავლემაც მრავალი სიტყვა წარმოთქვა და ეკლესიებს არაერთი ეპისტოლე მისწერა, რომელთაგან ზოგიერთი ბიბლიაშია შესული. სულიწმიდას არ გამოუხატავს რაიმე მოსაზრება, რადგან ეს ის დრო იყო, როდესაც სულიწმიდა პავლეს იყენებდა. მან გარკვეული ემპირიული ცოდნა შეიძინა, ჩაიწერა იგი და უფლისმიერ ძმებსა და დებს გადასცა. იესოს არავითარი რეაქცია არ ჰქონია. რატომ არ შეაჩერა იგი სულიწმიდამ მაშინ? ეს იმიტომ მოხდა, რომ ნორმალური ადამიანური აზროვნება ნაკლოვანია. გარდა ამისა, მის ქმედებებს არ მიუღწევია იმ ზღვრამდე, რომ საქმის ჩაშლა ან არევ-დარევა გამოეწვია. როდესაც ამგვარი ადამიანური საქმე არსებობს, ხალხს მისი მიღება უადვილდება. თუკი ადამიანის ნორმალური აზროვნების ნაკლოვანებები არაფერს ჩაშლის, ისინი ნორმად მიიჩნევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნორმალური აზროვნების მქონე ყველა ადამიანს ძალუძს ამგვარად ფიქრი. როდესაც ადამიანები ხორციელად ცხოვრობენ, მათ აზროვნების საკუთარი წესი გააჩნიათ და ამისაღმოფხვრის საშუალება არ არსებობს. თუმცა, ღვთის საქმის გარკვეული დროით გამოცდისა და ზოგიერთი ჭეშმარიტების გაგების შემდეგ აზროვნების მსგავსი წესები შემცირდება. როდესაც მეტს გამოცდიან, შეძლებენ ნათლად დანახვას და შესაბამისად, საქმესაც ნაკლებად ჩაშლიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანთა წარმოსახვები და ლოგიკური დასკვნები გაბათილდება, მათი არანორმალური გრძნობებიც შემცირდება.ყველა მას, ვინც ხორციელად ცხოვრობს, აზროვნების საკუთარი გზა გააჩნია, მაგრამ საბოლოოდ, ღმერთი მათზე იქამდე იმოქმედებს, რომ მათმა აზროვნებამ ვეღარ შეაწუხოს ისინი; თავიანთ ცხოვრებაში ისინი აღარ დაეყრდნობიან გრძნობებს, უფრო მომწიფდებიან სულიერადდა შეძლებენ ღვთის სიტყვებით ცხოვრებას რეალობაში; აღარ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც ბუნდოვანი ან ფუჭია, და შესაბამისად, აღარც ისეთ რამეს მოიმოქმედებენ, რაც საქმის ჩაშლას იწვევს. ამგვარად, მათი ილუზიები აღარ იარსებებს და ამიერიდან მათი ქმედებები მათივე რეალური სულიერი სიმწიფის გამოხატულება იქნება.

წინა: პრაქტიკა (4)

შემდეგი: დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (1)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება