ათი ადმინისტრაციული განკარგულება, რომლებსაც ღვთის რჩეული ხალხი უნდა დაემორჩილოს სასუფევლის ეპოქაში

1. ადამიანი არ უნდა გაკადნიერდეს საკუთარი თავის განსადიდებლად და არ უნდა აღამაღლოს თავი უზენაესად; მან თაყვანი უნდა სცეს ღმერთს და ღმერთი უნდა მიიჩნიოს უზენაესად.

2. აკეთე ყოველივე, რაც სასარგებლოა ღვთის საქმისთვის და არ აკეთო არაფერი ისეთი, რაც ზიანს აყენებს ღვთის საქმის ინტერესებს. დაიცავი ღვთის სახელი, ღვთის მოწმობა და ღვთის საქმე.

3. ღვთის სახლში არსებული ფული, მატერიალური საგნები და ქონება — ეს ყველაფერი შესაწირავია, რომელიც ადამიანმა უნდა გაიღოს. ამ შესაწირავებით დატკბობის უფლება არავის აქვს, გარდა მღვდლისა და ღვთისა; რადგან ადამიანის მიერ გაღებული შესაწირავები ღვთის დასატკბობადაა და ღმერთი ამ შესაწირავს მხოლოდ მღვდელს უბოძებს გასაზიარებლად; სხვა არავინაა ღირსი ან უფლებამოსილი, ისარგებლოს მათი რომელიმე ნაწილით. ადამიანის ყველა შესაწირავი (მათ შორის ფული და მატერიალური ნივთები, რომლებითაც შესაძლებელია დატკბობა) ღმერთს ეწირება და არა ადამიანს. ამიტომ ადამიანს არ ეგების, დატკბეს ამ ყოველივეთი; თუ ადამიანი დატკბება ამით, ეს შესაწირავის მოპარვა იქნება. ნებისმიერი, ვინც ამას აკეთებს, იუდაა, რადგან, გარდა იმისა, რომ უფალს უღალატა, იუდა იმასაც იპარავდა, რასაც ფულის ქისაში დებდნენ.

4. ადამიანს აქვს გახრწნილი ხასიათი და მით უმეტეს — გრძნობები; შესაბამისად, ღვთის მსახურებისას საპირისპირო სქესის ორი წევრის მარტო, თანმხლები პირის გარეშე, ერთად მუშაობა კატეგორიულად აკრძალულია. ნებისმიერი, ვისაც ამაში შეამჩნევენ, გამონაკლისის გარეშე გაირიცხება.

5. არ განსაჯო ღმერთი და არ განიხილო ღმერთთან დაკავშირებული საკითხები ზერელედ. მოიქეცი ისე, როგორც ადამიანი უნდა იქცეოდეს და ისაუბრე ისე, როგორც ადამიანი უნდა საუბრობდეს. არ გადახვიდე ზღვარს და არ დაარღვიო საზღვრები. გაუფრთხილდი შენს ენას და დაუკვირდი, სად ადგამ ფეხს, რათა არაფერი ჩაიდინო ისეთი, რაც შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს.

6. აკეთე ის, რაც ადამიანს მართებს, შეასრულე შენი ვალდებულებები, პირნათლად აღასრულე შენი პასუხისმგებლობა და მტკიცედ დაიცავი შენი მოვალეობა. რაკი ღმერთი გწამს, შენი კუთვნილი წვლილი უნდა გაიღო ღვთის საქმისთვის; თუ ამას არ აკეთებ, მაშინ არ ხარ ღირსი, ჭამო და სვა ღვთის სიტყვები და არ ხარ ღირსი, დარჩე ღვთის სახლში.

7. ეკლესიის საქმესა და საკითხებში ღვთისადმი მორჩილების გარდა, ყველაფერში მიჰყევი იმ ადამიანის მითითებებს, რომელსაც სულიწმიდა იყენებს. უმცირესი დარღვევაც კი მიუღებელია. იყავი აბსოლუტური შენს მორჩილებაში და არ გააანალიზო, რა არის სწორი ან არასწორი; ეს სწორია თუ არასწორი, შენ არ გეხება. მხოლოდ აბსოლუტურ მორჩილებაზე უნდა იზრუნო.

8. ღვთის მორწმუნენი უნდა ემორჩილებოდნენ ღმერთს და თაყვანს სცემდნენ მას; მათ არ უნდა განადიდონ ადამიანები და არ უნდა შესცქეროდნენ მათ მოწიწებით; არ უნდა დააყენო ღმერთი პირველ ადგილზე, ადამიანები, რომლებსაც მოწიწებით შესცქერი — მეორეზე, საკუთარი თავი კი — მესამეზე. შენს გულში არცერთ ადამიანს არ უნდა ეკავოს ადგილი და ადამიანები — განსაკუთრებით ისინი, ვისაც კერპად იხდი — არ მიიჩნიო ღვთის ტოლად ან სწორად. ამას ღმერთი ვერაფრით მოითმენს.

9. იფიქრე ეკლესიის საქმეზე. უარი თქვი საკუთარი ხორცის პერსპექტივებზე და გადაჭრით იმოქმედე ოჯახურ საკითხებში, მთელი გულით მიუძღვენი თავი ღვთის საქმეს; ღვთის საქმე პირველ ადგილზე დააყენე, ხოლო საკუთარი ცხოვრება — მეორეზე. ეს არის წესიერება, რომელიც წმინდანს უნდა გააჩნდეს.

10. რაც შეეხება შენს იმ ნათესავებს, რომლებსაც არ სწამთ (შენს შვილებს, ქმარს ან ცოლს, დებს, მშობლებს და ასე შემდეგ), ძალით ნუ მოიყვან მათ ეკლესიაში. ღვთის სახლი არ განიცდის წევრთა ნაკლებობას და არ არის საჭირო მისი რიგების შევსება უსარგებლო ადამიანებით. ყველა, ვისაც ხალისით არ სწამს, არ უნდა იქნეს შემოყვანილი ეკლესიაში. ეს განკარგულება ეხება ყველა ადამიანს. თქვენ უნდა შეზღუდოთ ერთმანეთი, ზედამხედველობა გაუწიოთ ერთმანეთს და შეახსენოთ ერთმანეთს ამ საკითხთან დაკავშირებით; არავის აქვს მისი დარღვევის უფლება. მაშინაც კი, როდესაც არამორწმუნე ნათესავები უხალისოდ შემოდიან ეკლესიაში, მათ არ უნდა მიეცეთ წიგნები და არ უნდა დაერქვათ ახალი სახელები; ასეთი ადამიანები არ ეკუთვნიან ღვთის სახლს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ასეთი ადამიანების ეკლესიაში შემოსვლა. თუ დემონების შემოღწევის გამო ეკლესიას პრობლემები შეექმნება, მაშინ შენ თავად გაირიცხები ან შეზღუდვები დაგიწესდება. მოკლედ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხის აღსრულებაზე, თუმცა არ უნდა იმოქმედოთ დაუფიქრებლად და არ უნდა გამოიყენოთ იგი პირადი ანგარიშსწორებისთვის.

წინა: ყოვლისშემძლეს ოხვრა

შემდეგი: დანართი 1: ღვთის გამოჩინებამ დასაბამი მისცა ახალ ეპოქას

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება