დანართი 1: ღვთის გამოჩინებამ დასაბამი მისცა ახალ ეპოქას

ღმერთის ექვსიათასწლიანი მართვის გეგმა დასასრულს უახლოვდება და სასუფევლის კარი უკვე გაიღო თითოეული ადამიანისთვის, ვინც მის გამოჩინებას ეძიებს. ძვირფასო ძმებო და დებო, რას ელოდებით? რა არის ის, რასაც თქვენ ეძიებთ? თქვენ, ყველანი ღვთის გამოჩინებას ელოდებით? თქვენ, ყველანი მის ნაბიჯებს ეძიებთ? რაოდენ უნდა სწყუროდეს ადამიანს ღვთის გამოჩინება! და რა რთულია ღვთის ნაბიჯების პოვნა! ისეთ დროში, როგორიც ეს არის, ისეთ სამყაროში, როგორიც ეს არის, რისი გაკეთება გვმართებს, რათა ის დღე ვიხილოთ, როდესაც ღმერთი გამოჩნდება? რისი გაკეთება გვმართებს, რათა ფეხდაფეხ მივდიოთ ღვთის ნაბიჯებს? მსგავს შეკითხვებს აწყდება თითოეული ადამიანი, ვინც კი ღვთის გამოჩინებას ელოდება. თქვენ ყველანი არაერთხელ დაფიქრებულხართ მსგავს შეკითხვებზე, მაგრამ რა არის შედეგი? სად ჩნდება ღმერთი? სად არის ღვთის ნაბიჯები? მიგიღიათ პასუხები? ბევრი ადამიანი ასე უპასუხებდა: „ღმერთი ჩნდება ყველა მათ შორის, ვინც მისი მიმდევარია, და მისი ნაბიჯებიც ჩვენს შორის არის; ეს ხომ ასე მარტივია!“ ნებისმიერს შეუძლია შაბლონური პასუხის გაცემა, მაგრამ განა თქვენ გესმით, რა არის ღვთის გამოჩინება ან რა არის მისი ნაბიჯები? ღვთის გამოჩინება ნიშნავს ღვთის პიროვნულად მოსვლას დედამიწაზე საქმის აღსასრულებლად, ადამიანთა შორის ჩამოსვლას, რათა თავისი ვინაობით, საკუთარი ხასიათითა და მისთვის თანდაყოლილი გზით შეასრულოს ეპოქის გახსნისა და ეპოქის დასრულების საქმე. ასეთი გამოჩინება არ არის ერთგვარი ცერემონია, ეს არ არის ნიშანი, ეს არ არის სურათი, ეს არ არის სასწაული და ეს არ არის ერთგვარი გრანდიოზული ხილვა, მით უმეტეს, არც ერთგვარი რელიგიური პროცესი. არამედ ეს არის რეალური და ნამდვილი ფაქტი, რომლის შეხებაც ყველას შეუძლია და რომლის ხილვაც ყველას შეუძლია. ასეთი გამოჩინება არ ხდება ფორმალობის გულისთვის, ან ერთგვარი მოკლევადიანი საქმის გულისთვის. არამედ იგი ღმერთის მართვის გეგმის ერთ-ერთი ეტაპის საქმის გულისთვის ხდება. ღვთის გამოჩინება ყოველთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის დაკავშირებულია მისი მართვის გეგმასთან. ის, რასაც აქ „გამოჩინება“ ეწოდება, აბსოლუტურად განსხვავდება იმგვარი „გამოჩინებისგან“, რომლის დროსაც ღმერთი წარმართავს ადამიანს, წინ მიუძღვის ადამიანს და ნათელს ჰფენს ადამიანს. ღვთის ყოველი გამოჩინებისას იგი ახორციელებს საქმის დიდ ეტაპს. ეს საქმე ნებისმიერი სხვა ეპოქის საქმისგან განსხვავდება. ეს ადამიანისთვის წარმოუდგენელია, და იგი აქამდე არასდროს არავის განუცდია. ეს არის საქმე, რომელიც იწყებს ახალ ეპოქას და ასრულებს ძველს, ეს კი საქმის უფრო ახალი და უფრო მაღალი საფეხურია კაცობრიობის ხსნისთვის; უფრო მეტიც, სწორედ ამ საქმეს გადაჰყავს კაცობრიობა ახალ ეპოქაში. ამაში მდგომარეობს ღვთის გამოჩინების მნიშვნელობა.

როდესაც გაიგებთ, რას ნიშნავს ღმერთის გამოჩინება, როგორ უნდა ეძებოთ ღვთის ნაბიჯები? ეს კითხვა რთული ასახსნელი არ არის: სადაც ღმერთი ჩნდება, იქაა მისი ნაბიჯები. ასეთი ახსნა ძალიან მარტივად ჟღერს, თუმცა პრაქტიკაში ასე იოლი არ არის, რადგან ბევრმა ადამიანმა არ იცის, სინამდვილეში სად ჩნდება ღმერთი, მით უმეტეს — სად სურს მას გამოჩინება, ან სად უნდა გამოჩნდეს. ზოგი იმპულსურად ფიქრობს, რომ სადაც სულიწმიდა მოქმედებს, იქ ღმერთი ჩნდება. ან კიდევ ფიქრობენ, რომ სადაც სულიერი მოღვაწეები არიან, იქ ჩნდება ღმერთი. ან კიდევ ფიქრობენ, რომ სადაც სახელგანთქმული ადამიანები არიან, იქ ჩნდება ღმერთი. ახლა კი, გვერდზე გადავდოთ, სინამდვილეში სწორია თუ არასწორი ასეთი შეხედულებები. ამ საკითხის ასახსნელად ჯერ უნდა გვქონდეს მკაფიო მიზანი: ჩვენ ვეძებთ ღვთის ნაბიჯებს და არა სულიერ მოღვაწეებს, და მით უმეტეს, არ მივყვებით სახელგანთქმულ ადამიანებს — ჩვენ მივყვებით ღვთის ნაბიჯებს. ამიტომ, რადგან ღვთის ნაბიჯებს ვეძებთ, უნდა ვეძებდეთ ღვთის განზრახვებს, უნდა ვეძებდეთ ღვთის სიტყვებს და უნდა ვეძებდეთ მის გამონათქვამებს. რადგან სადაც ღმერთი ახალ სიტყვებს წარმოთქვამს, იქ არის ღვთის ხმა; სადაც არის ღვთის ნაბიჯები, იქ არის ღვთის საქმეები; სადაც არის ღვთის გამოხატვა, იქ ღმერთი ჩნდება; ხოლო სადაც ღმერთი ჩნდება, იქ არსებობს ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე. ღმერთის ნაბიჯების ძიებისას თქვენ უგულებელყავით სიტყვები: „ღმერთი არის ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე“. ამიტომაც ბევრი ადამიანი, მაშინაც კი, როდესაც ჭეშმარიტებას იღებს, ვერ იჯერებს, რომ ღვთის ნაბიჯებს მიაგნო, და მით უმეტეს, არ აღიარებს, რომ ეს ღვთის გამოჩინებაა. რა მძიმე შეცდომაა ეს! ღვთის გამოჩინება შეუძლებელია ადამიანის წარმოდგენებს შეესაბამებოდეს, მით უმეტეს, ღმერთი ვერ გამოჩნდება ისე, როგორც ამას ადამიანი მოითხოვს. როდესაც ღმერთი თავის საქმეს ასრულებს, მას საკუთარი არჩევანი აქვს, საკუთარი გეგმები აქვს და, უფრო მეტიც, საკუთარი მიზნები და საკუთარი მეთოდები გააჩნია. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეს, მას არ სჭირდება ადამიანთან ამის განხილვა, არც მისგან რჩევის კითხვა და მით უმეტეს — თითოეული ადამიანისთვის შეტყობინება. ასეთია ღმერთის ხასიათი და მით უმეტეს ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. თუ გსურთ, იხილოთ ღვთის გამოჩინება და გსურთ, მიჰყვეთ ღვთის ნაბიჯებს, მაშინ, პირველ რიგში, უნდა განერიდოთ საკუთარ წარმოდგენებს. არ უნდა მოითხოვო, რომ ღმერთმა ესა თუ ის გააკეთოს, მით უფრო — არ უნდა მოაქციო იგი შენს საზღვრებში და შეზღუდო შენი წარმოდგენებით. ამის ნაცვლად, საკუთარ თავს უნდა წაუყენოთ მოთხოვნები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ეძიოთ ღვთის ნაბიჯები, როგორ უნდა მიიღოთ ღვთის გამოჩინება და როგორ დაემორჩილოთ ღმერთის ახალ საქმეს: სწორედ ეს უნდა გააკეთოს ადამიანმა. რაკი არავინ არის ჭეშმარიტება და არავინ ფლობს ჭეშმარიტებას, ადამიანმა უნდა ეძიოს, მიიღოს და დაემორჩილოს.

ვინც უნდა იყო – ამერიკელი, ბრიტანელი თუ სხვა ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელი, უნდა გამოხვიდე შენი საკუთარი ეროვნების ფარგლებიდან, ამაღლდე საკუთარ თავზე და როგორც შექმნილმა არსებამ, ისე შეხედო ღვთის საქმეს — სწორედ ამგვარად შენ არ შეზღუდავ ღვთის ნაბიჯებს რაღაც კონკრეტული ჩარჩოებით. ეს იმიტომ ხდება, რომ დღესდღეობით მრავალ ადამიანს საკუთარ წარმოდგენებში ჰგონია, თითქოს შეუძლებელია ღმერთი რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში ან რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს შორის გამოჩნდეს. რაოდენ ღრმაა ღვთის საქმის მნიშვნელობა და რაოდენ მნიშვნელოვანია ღვთის გამოჩინება — განა ძალუძს ადამიანის წარმოდგენებსა და აზროვნებას მათი გაზომვა? ამიტომაც ვამბობ: უნდა დაამსხვრიო შენი ეროვნული და ეთნიკური წარმოდგენები, რათა ეძიო ღვთის გამოჩინება! მხოლოდ ასე არ იქნები შებოჭილი შენივე წარმოდგენებით; მხოლოდ ასე იქნები ღირსი, მიეგებო ღვთის გამოჩინებას. სხვაგვარად, შენ სამუდამოდ დარჩები სიბნელეში მყოფ ადამიანად და სამუდამოდ იქნები ის, ვინც ვერ მოიპოვებს ღვთის მოწონებას.

ღმერთი მთელი კაცობრიობის ღმერთია. იგი არ მიიჩნევს საკუთარ თავს რომელიმე ქვეყნის ან ეთნიკური ჯგუფის კერძო საკუთრებად, არამედ აღასრულებს თავის დაგეგმილ საქმეს ისე, რომ არ შემოიფარგლება რაიმე ფორმით, რომელიმე ქვეყნით ან ეთნოსით. შესაძლოა, შენ არასოდეს წარმოგედგინა ეს ფორმა, ან შესაძლოა, შენი დამოკიდებულება ამ ფორმის მიმართ უარყოფითი იყოს, ან შესაძლოა, ის ქვეყანა და ეთნიკური ჯგუფი, რომელშიც ღმერთი ჩნდება, სწორედ ის იყოს, რომელსაც ყველა ადამიანი ამცირებს და რომელიც ყველაზე ჩამორჩენილია დედამიწაზე. თუმცა ღმერთს აქვს თავისი სიბრძნე. თავისი დიდი ძალმოსილებით, თავისი ჭეშმარიტებისა და ხასიათის გამოყენებით, მან ჭეშმარიტად მოიპოვა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მასთან ერთი გულისა და გონებისანი არიან; მან მოიპოვა დაპყრობილ ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც გაუძლო ყოველგვარ ტანჯვასა და განსაცდელს, გაუძლო ყოველგვარ დევნას, შეუძლია ბოლომდე მიჰყვეს მას და რომლის სრულქმნაც მას სურს. ღვთის მიზანი, გამოჩნდეს ყოველგვარი ფორმისა და ქვეყნის შეზღუდვის გარეშე, არის იმ საქმის დასრულება, რომელიც მან დაგეგმა. ეს ზუსტად ისეა, როგორც მაშინ, როდესაც ღმერთმა ხორცი შეისხა იუდეაში: მისი მიზანი იყო ჯვარცმის საქმის დასრულება, რათა გამოესყიდა მთელი კაცობრიობა. თუმცა ებრაელებს სჯეროდათ, რომ ღმერთისთვის შეუძლებელი იყო ამგვარად მოქმედება და რომ ღმერთისთვის შეუძლებელი იყო ხორცი შეესხა უფალ იესოს ხატად. მათი „შეუძლებელია“ იქცა ღვთის დაგმობისა და ღვთისთვის წინააღმდეგობის გაწევის საფუძვლად, რამაც საბოლოოდ ისრაელის განადგურება გამოიწვია. დღეს მრავალმა ადამიანმა დაუშვა იგივე შეცდომა. ისინი თავაშვებულად აცხადებენ ღვთის მოახლოებულ გამოჩინებას, თუმცა ამავდროულად გმობენ მის გამოჩინებას; მათი „შეუძლებელია“ კიდევ ერთხელ აქცევს ღვთის გამოჩინებას მათივე წარმოსახვის ჩარჩოებში. ამიტომ, მე მინახავს მრავალი ადამიანი, რომელიც მას შემდეგ, რაც ღვთის სიტყვები ჩაუვარდება ხელში, ველური და თავხედური სიცილით ფეთქდება. განა ეს „სიცილი“ ზუსტად იგივე არ არის, რაც ებრაელთა მსჯავრდადება და ღვთისგმობა? თქვენ არ ხართ ღვთისმოსავნი ჭეშმარიტების წინაშე და მით უმეტეს, არ გაგაჩნიათ წყურვილის დამოკიდებულება. ერთადერთი, რასაც აკეთებთ, არის ის, რომ ჯიუტად იკვლევთ და უდარდელი გულგრილობით ელოდებით. რას შეიძენთ ამგვარი კვლევითა და ლოდინით? ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ თავად ღმერთი გიწინამძღვრებთ? არც კი შეგიძლია გაარჩიო ღვთის გამონათქვამები და სიტყვები — როგორღა იქნები ღირსი, იხილო ღვთის გამოჩინება? სადაც გამოჩნდება ღმერთი, იქ იქნება გამოხატული ჭეშმარიტება, და იქ გაისმება ღმერთის ხმა. მხოლოდ მათ, რომელთაც ჭეშმარიტების მიღება შეუძლიათ, იციან, როგორ მოუსმინონ ღვთის ხმას და მხოლოდ ასეთი ადამიანები შეიქნებიან ღირსნი, იხილონ ღვთის გამოჩინება. განაგდე შენი წარმოდგენები! დამშვიდდი და ყურადღებით წაიკითხე ეს სიტყვები. თუკი ჭეშმარიტებას მოწყურებული გული გაქვს, ღმერთი ნათელს მოგფენს, რათა ჩასწვდე მის განზრახვას და ჩასწვდე მის სიტყვებს. განაგდეთ თქვენი მტკიცებები „შეუძლებლობის“ შესახებ! რაც უფრო მეტად მიაჩნია ადამიანს, რომ რაღაც „შეუძლებელია“, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ეს მოხდება, რადგან ღვთის სიბრძნე ზეცაზე მაღალია, ღვთის ფიქრები კი — ადამიანის ფიქრებზე მაღალი, ხოლო ღმერთი თავის საქმეს ასრულებს ადამიანური აზროვნებისა და წარმოდგენების საზღვრებს მიღმა. რაც უფრო შეუძლებელია რაიმე, მით უფრო მეტი ჭეშმარიტებაა მასში საძიებელი; და რაც უფრო აღემატება რაიმე ადამიანის წარმოდგენას, მით უფრო მეტად შეიცავს იგი ღვთის განზრახვებს. ეს იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად მოხდება მისი გამოჩინება, ღმერთი ღმერთადვე რჩება და მისი არსი აბსოლუტურად არ შეიცვლება მისი გამოჩინების ადგილის ან ხერხის გამო. სადაც არ უნდა იყოს ღვთის ნაბიჯები, მისი ხასიათი არ შეიცვლება; სადაც არ უნდა იყოს მისი ნაბიჯები, ის მთელი კაცობრიობის ღმერთია, ისევე როგორც უფალი იესო არა მხოლოდ ისრაელელთა ღმერთია, არამედ აზიის, ევროპისა და ამერიკის ყველა ხალხის ღმერთიცაა, და უფრო მეტიც — იგი მთელი სამყაროს ზემოთ და მთელ სამყაროში ერთადერთი და განუმეორებელი ღმერთია. მაშ, მოდით, მის გამონათქვამებსა და სიტყვებში ვეძიოთ ღვთის განზრახვა, აღმოვაჩინოთ მისი გამოჩინება და ფეხი ავუწყოთ მის ნაბიჯებს! ღმერთი ჭეშმარიტებაა, გზაა და სიცოცხლეა. მისი სიტყვები და მისი გამოჩინება ერთდროულად არსებობს, მისი ხასიათი და მისი ნაბიჯები კი მუდამ დაუფარავად ეცხადება კაცობრიობას. ძვირფასო ძმებო და დებო, ვისურვებდი, რომ ყველამ შეძლოთ, ამ სიტყვებში დაინახოთ ღვთის გამოჩინება, დაეწიოთ და ფეხი აუწყოთ მის ნაბიჯებს, შეაბიჯოთ ახალ ეპოქაში და შეხვიდეთ მშვენიერ ახალ ცასა და ახალ მიწაზე, რომლებიც ღმერთმა მათთვის განამზადა, რომელნიც მის გამოჩინებას ელოდებიან!

წინა: ათი ადმინისტრაციული განკარგულება, რომლებსაც ღვთის რჩეული ხალხი უნდა დაემორჩილოს სასუფევლის ეპოქაში

შემდეგი: დანართი 2: ღმერთი ხელმწიფებს მთელი კაცობრიობის ბედზე

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება