ღვთის ჭეშმარიტი მოყვარულნი არიან ისინი, ვისაც შეუძლია მისი პრაქტიკულობის უპირობო მორჩილება

პრაქტიკულობის შესახებ ცოდნის მიღება და ღვთის საქმის საფუძვლიანი გაგება - ეს ყველაფერი მის სიტყვებში ჩანს და მხოლოდ მათი გაცხადების საშუალებით შეგიძლია, მიაღწიო გაცისკროვნებას. ამგვარად, შენ მეტი უნდა გააკეთო, რათა აღიჭურვო ღვთის სიტყვებით. გახდი ღვთის სიტყვების თანაზიარი, რათა შენი თანაზიარების საშუალებით სხვები განათლდნენ და გამოსავალი პოვონ - ეს არის პრაქტიკული გზა. სანამ ღმერთი შენთვის გარემოს მოაწყობს, თითოეული თქვენგანი ჯერ მისი სიტყვებით უნდა აღიჭურვოს. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს; ეს გადაუდებელი პრიორიტეტია. პირველ რიგში, მიაღწიე იმ წერტილს, სადაც გეცოდინება, როგორ ჭამო და სვა ღვთის სიტყვა. ყველაფერში, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, ეძიე მისი სიტყვები პრაქტიკაში გამოსაყენებლად; ნებისმიერი საკითხისას, რომელიც არ გესმის, ან ნებისმიერი სირთულისას, რომელიც შეიძლება გქონდეს, მიმართე მის სიტყვებს. აქციე ღვთის სიტყვები შენს წყაროდ და მიეცი მათ საშუალება, დაგეხმაროს შენი რეალური სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრაში; ასევე, მიეცი საშუალება მის სიტყვებს, გახდნენ შენი შემწენი ცხოვრებაში. ეს ყველაფერი შენგან ძალისხმევას მოითხოვს. ღვთის სიტყვის ჭამა-სმისას შენ უნდა მიაღწიო შედეგებს; უნდა შეძლო შენი გულის დაწყნარება მის წინაშე და ნებისმიერი საკითხის წამოჭრისას, უნდა იმოქმედო მისი გამონათქვამების შესაბამისად. როდესაც არანაირ სირთულეს არ აწყდები, უბრალოდ უნდა იზრუნო მისი სიტყვის ჭამასა და სმაზე. ზოგჯერ შეგიძლია ილოცო და იფიქრო ღვთის სიყვარულზე, სხვებს გაუზიარო მისი სიტყვების შენეული გაგება და ისაუბრო იმ განათლებასა და გასხივოსნებაზე, რომელსაც შინაგანად განიცდი და რა რეაქცია გქონდა მისი გამონათქვამების წაკითხვისას. უფრო მეტიც, შენ შეგიძლია ადამიანებს გამოსავალი უჩვენო. მხოლოდ ეს არის პრაქტიკული. ამის მიზანია, მისცე საშუალება ღვთის სიტყვებს, გახდნენ შენი პრაქტიკული წყარო.

დღის განმავლობაში რამდენ საათს ატარებ ისე, რომ ჭეშმარიტად ღვთის წინაშე იყო? შენი დღის რა ნაწილია გამოყოფილი რეალურად, ღვთისთვის? რა ნაწილია გამოყოფოილი ხორცისთვის? გულის მუდამ ღვთისკენ მიმართვა პირველი ნაბიჯია იმ სწორ გზაზე დასადგომად, რომლის მეშვეობითაც ის შენს სრულყოფას ახდენს. თუ შეგიძლია, მიუძღვნა შენი გული, სხეული და მთელი შენი გულწრფელი სიყვარული ღმერთს, დადო ეს ყველაფერი მის წინაშე, იყო მის მიმართ სრულიად მორჩილი და ითვალისწინებდე მის განზრახვებს, და მოქმედებდე არა ხორცისთვის, ოჯახის ან საკუთარი სურვილებისთვის, არამედ ღვთის სახლის ინტერესებისთვის, სადაც ღვთის სიტყვა იქნება შენი პრინციპი და ყველაფრის საფუძველი, მაშინ შენი მოტივები და პერსპექტივები სწორად განისაზღვრება და იქნები პიროვნება, რომელიც ღმერთის მოწონებას იმსახურებს მის წინაშე. ღმერთს მოსწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად მისი არიან; ისინი, ვისაც შეუძლია მხოლოდ მისი ერთგული იყოს. ღმერთს სძაგს ისინი, ვინც მის მიმართ მხოლოდ ნახევარი გულითაა ღია და წინააღმდეგობას უწევს. მას სძულს ისინი, ვისაც სწამს მისი და მუდამ სურს მისით ტკბობა, თუმცა მაინც ვერ ახერხებს მისთვის საკუთარი თავის სრულად გაღებას. მას სძულს ისინი, ვინც ამბობს, რომ უყვარს ის, მაგრამ გულში მაინც ეწინააღმდეგება. ვინც არ არის ღვთისთვის გულწრფელად თავდადებული ან არ არის ჭეშმარიტად მორჩილი, ბუნებით მოღალატე და მეტისმეტად ქედმაღალია. ვისაც არ შეუძლიათ ნორმალური, პრაქტიკული ღვთის გულწრფელად მორჩილნი იყვნენ, კიდევ უფრო ამპარტავნები არიან; განსაკუთრებით ისინი არიან მთავარანგელოზის ერთგული შთამომავლები. ღვთისთვის ჭეშმარიტად დახარჯული ადამიანები მთელ თავიანთ არსებას მას უძღვნიან და საკუთარ თავს მის წინაშე დებენ - მათ შეუძლიათ დაემორჩილონ მის ყოველ სიტყვასა და საქმეს, მისი სიტყვები პრაქტიკაში დანერგონ და აქციონ თავიანთი არსებობის საფუძვლად, და გულწრფელად ეძებონ მის სიტყვებში ის ნაწილი, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებენ. ასეთები არიან ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტად ცხოვრობენ ღვთის წინაშე. თუ ამგვარად იმოქმედებ პრაქტიკაში, ეს შენს ცხოვრებას წაადგება. მისი სიტყვების ჭამა-სმით შენ ახერხებ შენი შინაგანი საჭიროებებისა და ნაკლოვანებების შევსებას, რათა შენი სიცოცხლის ხასიათიგარდაიქმნას. ეს დააკმაყოფილებს ღვთის განზრახვებს. თუ ღმერთის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებ, თუ საკუთარ ხორცს არ დააკმაყოფილებ და სანაცვლოდ მის განზრახვებს დააკმაყოფილებ, მაშინ შეხვალ მისი სიტყვების რეალობაში. ღვთის სიტყვების რეალობაში შესვლა ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია შეასრულო შენი მოვალეობა და უპასუხო ღვთის საქმის მოთხოვნებს. მხოლოდ ასეთ პრაქტიკულ მოქმედებებს შეიძლება ეწოდოს მისი სიტყვების რეალობაში შესვლა. თუ შეძლებ ამ რეალობაში შესვლას, მაშინ ფლობ ჭეშმარიტებას. ეს არის რეალობაში შესვლის დასაწყისი; ჯერ ეს წვრთნა უნდა გაიარო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ კიდევ უფრო ღრმა რეალობებში შესვლას. დაფიქრდი იმაზე, როგორ დაიცვა მცნებები და როგორ იყო ღმერთისთვის თავდადებული; ნუ ფიქრობ გამუდმებით იმაზე, როდის შეძლებ სასუფეველში შესვლას. თუ შენი სიცოცხლის ხასიათი არ შეიცვლება, მაშინ ყველაფერი, რაზეც ფიქრობ, უსარგებლო იქნება! ღვთის სიტყვების რეალობაში შესასვლელად, ჯერ უნდა მიაღწიო იმას, რომ შენი ყოველი იდეა და ფიქრი ღვთისკენ იყოს მიმართული - ეს არის ელემენტარული აუცილებლობა.

ამჟამად ბევრი ადამიანია განსაცდელში და არ ესმის ღვთის საქმე, მაგრამ გეუბნები: თუ არ გესმის ის, სჯობს არ განიკითხო. შესაძლოა, დადგეს დღე, როდესაც ჭეშმარიტება სრულად გაცხადდება და მაშინ ყველაფერს გაიგებ. განუსჯელობა შენთვის სასარგებლო იქნებოდა, თუმცა პასიურად ვერ იცდი. შენ უნდა ესწრაფოდე აქტიურ შესვლას; მხოლოდ მაშინ იქნები ის, ვინც ამ სამყაროში ნამდვილად შესვლას შეძლებს. თავიანთი ურჩობის გამო, ადამიანებს მუდამ უჩნდებათ გარკვეული წარმოდგენები პრაქტიკული ღმერთის შესახებ. ეს აუცილებელს ხდის იმას, რომ ყველამ ისწავლოს მორჩილება, რადგან პრაქტიკული ღმერთი უდიდესი განსაცდელია კაცობრიობისთვის. თუ შენ ვერ შეძლებ მტკიცედ დგომას, მაშინ ყველაფერი დასრულებულია; თუ პრაქტიკული ღმერთის პრაქტიკულობის არ გესმის, მაშინ ვერ შეძლებ, რომ ღმერთმა შენი სრულყოფა მოახდინოს. გადამწყვეტი ნაბიჯი იმაში, შეძლებენ თუ არა ადამიანები სრულყოფას, არის მათ მიერ ღვთის პრაქტიკულობის შეცნობა. დედამიწაზე მოსული განკაცებული ღმერთის პრაქტიკულობა არის განსაცდელი თითოეული ადამიანისთვის; თუ შეძლებ ამ მხრივ სიმტკიცის შენარჩუნებას, მაშინ იქნები ის, ვინც იცნობს ღმერთს და ჭეშმარიტად უყვარს იგი. თუ ვერ შეძლებ ამ საკითხში მტკიცედ დგომას და მხოლოდ სულის გწამს, ხოლო ღვთის პრაქტიკულობის რწმენა არ ძალგიძს, მაშინ რაც უნდა დიდი იყოს შენი რწმენა ღვთისადმი, ის უსარგებლო იქნება. თუ არ შეგიძლია იწამო ხილული ღმერთი, მაშინ როგორ შეძლებ ღვთის სულის რწმენას? განა უბრალოდ ღვთის მოტყუებას არ ცდილობ? შენ არ ხარ ხილული და ხელშესახები ღმერთის მორჩილი, მაშ, როგორ შეძლებ სულის წინაშე მორჩილებას? სული უხილავი და ხელშეუხებელია, ამიტომ, როდესაც ამბობ, რომ ღვთის სულს ემორჩილები, განა უბრალოდ უაზრობას არ ამბობ? მცნებების დაცვის გასაღები პრაქტიკული ღმერთის შეცნობაა. როგორც კი გექნება პრაქტიკული ღმერთის გაგება, შეძლებ მცნებების დაცვას. მათი დაცვა ორ კომპონენტს მოიცავს: ერთი არის მისი სულის არსის ერთგულება და სულის წინაშე მისი გამოცდის მიღების უნარი; მეორე კი, განკაცებული ხორცის ჭეშმარიტი გაგება და ნამდვილი მორჩილების მიღწევა. იქნება ეს ხორცის თუ სულის წინაშე, ადამიანს მუდამ უნდა ჰქონდეს გული, რომელიც ღვთის მორჩილი და მისი მოშიშია. მხოლოდ ასეთი ადამიანია ღირსი, რომ გახდეს სრულყოფილი. თუ ფლობ პრაქტიკული ღმერთის პრაქტიკულობის გაგებას - ანუ, თუ მტკიცედ გაუძელი ამ განსაცდელს - მაშინ შენთვის დაუძლეველი არაფერი იქნება.

ზოგი ადამიანი ამბობს: „მცნებების დაცვა ადვილია; უბრალოდ საჭიროა ღვთის წინაშე გულწრფელად და ერთგულებით საუბარი და ზედმეტი ჟესტიკულაციისგან თავის შეკავება; აი, რას ნიშნავს მცნებების დაცვა“. განა ეს სწორია? თუ შენ ღვთის ზურგს უკან ისეთ რამეებს აკეთებ, რაც მას ეწინააღმდეგება, განა ეს მცნებების დაცვად ჩაითვლება? შენ საფუძვლიანად უნდა გესმოდეს, რას მოიცავს მცნებების დაცვა. ეს უკავშირდება იმას, გაქვს თუ არა ღვთის პრაქტიკულობის ნამდვილი გაგება; თუ გესმის პრაქტიკულობა და ამ განსაცდელის დროს არ დაბრკოლდები და არ დაეცემი, მაშინ ჩაითვლება, რომ მტკიცე მოწმობა გაქვს. ღვთის მტკიცე მოწმობა უპირველესად უკავშირდება იმას, გესმის თუ არა პრაქტიკული ღმერთის და შეგიძლია თუ არა იყო ამ პიროვნების მორჩილი, რომელიც არა მხოლოდ ჩვეულებრივი, არამედ ნორმალურიცაა, და იყო მორჩილი სიკვდილამდეც კი. თუ ამ მორჩილების გზით ჭეშმარიტად მოწმობ ღმერთს, ეს ნიშნავს, რომ შენ ღმერთმა მოგიპოვა. თუ შეგიძლია იყო მორჩილი სიკვდილამდე და მის მიმართ არ გქონდეს უკმაყოფილება, არ განსაჯო, არ დასწამო ცილი, არ გქონდეს მცდარი წარმოდგენები და არანაირი ფარული მოტივი, მაშინ ამგვარად ღმერთი დიდებას მოიპოვებს. მორჩილება ჩვეულებრივი ადამიანის წინაშე, რომელსაც ზემოდან უყურებენ, და ყოველგვარი მცდარი წარმოდგენის გარეშე სიკვდილამდე მორჩილების უნარი - აი, ეს არის ჭეშმარიტი მოწმობა. რეალობა, რომელშიც ღმერთი ითხოვს ადამიანების შესვლას, არის ის, რომ შეძლო მისი სიტყვების მორჩილება, მათი პრაქტიკაში გამოყენება, პრაქტიკული ღმერთის წინაშე ქედის მოხრა და საკუთარი გახრწნილების შეცნობა, მის წინაშე გულის გადაშლა და, საბოლოოდ, ღვთისავე ამ სიტყვების მეშვეობით მის მიერ მოპოვება. ღმერთი დიდებას მოიპოვებს, როდესაც ეს გამონათქვამები დაგიპრყობს და სრულად მორჩილს გაგხდის; ამით ის შეარცხვენს სატანას და დაასრულებს თავის საქმეს. როდესაც აღარ გექნება მცდარი წარმოდგენები განკაცებული ღმერთის პრაქტიკულობის შესახებ - ანუ, როდესაც მტკიცედ გაუძლებ ამ განსაცდელს - მაშინ შენ კარგად მოწმობ. თუ დადგება დღე, როდესაც სრულად შეიცნობ პრაქტიკულ ღმერთს და შეძლებ სიკვდილამდე მორჩილებას, როგორც ეს პეტრემ გააკეთა, მაშინ მოგიპოვებთ ღმერთი და სრულყოფილად გაქცევთ. ნებისმიერი რამ, რასაც ღმერთი აკეთებს და რაც არ შეესაბამება შენს წარმოდგენებს, შენთვის განსაცდელია. ღვთის საქმე შენს წარმოდგენებს რომ შეესაბამებოდეს, ის შენგან ტანჯვასა თუ გაუმჯობესებას არ მოითხოვდა. სწორედ იმიტომ, რომ მისი საქმე ასეთი პრაქტიკულია და არ შეესაბამება შენს წარმოდგენებს, ის შენგან ამ წარმოდგენების დათმობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ არის ეს შენთვის განსაცდელი. ღვთის პრაქტიკულობის გამოა, რომ ყველა ადამიანი განსაცდელშია; მისი მუშაობა პრაქტიკულია და არა ზებუნებრივი. მისი პრაქტიკული სიტყვებისა და პრაქტიკული გამონათქვამების ყოველგვარი მცდარი წარმოდგენის გარეშე სრულად შეცნობით და მისი ჭეშმარიტი სიყვარულის უნარით, მაშინ, როდესაც მისი მუშაობა კიდევ უფრო პრაქტიკული ხდება, შენ ის მოგიპოვებს. ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ღმერთი მოიპოვებს, არიან ისინი, ვინც იცნობს ღმერთს; ანუ ისინი, ვინც იცნობს მის პრაქტიკულობას. გარდა ამისა, ისინი არიან ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დაემორჩილონ ღვთის პრაქტიკულ საქმეს.

ღვთის ხორციელად ყოფნისას, მორჩილება, რომელსაც ის ადამიანებისგან ითხოვს, არ გულისხმობს განსჯისგან ან წინააღმდეგობისგან თავის შეკავებას, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ; არამედ ის მოითხოვს, რომ ადამიანებმა მისი სიტყვები აქციონ თავიანთი ცხოვრების პრინციპად და გადარჩენის საფუძვლად, რომ მათ სრულად გამოიყენონ მისი სიტყვების არსი პრაქტიკაში და ზედმიწევნით დააკმაყოფილონ მისი განზრახვები. მოთხოვნა, რომ ადამიანები დაემორჩილონ განკაცებულ ღმერთს, ერთი მხრივ, გულისხმობს მისი სიტყვების პრაქტიკაში გამოყენებას, ხოლო მეორე მხრივ, მისი ნორმალურობისა და პრაქტიკულობის მორჩილების უნარს. ორივე მათგანი უპირობო უნდა იყოს. ისინი, ვინც ამ ორივე ასპექტის მიღწევას შეძლებენ, არიან ადამიანები, რომელთაც ღვთის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარულით აღვსილი გული აქვთ. ისინი ყველანი არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთმა შეიძინა და ყველას ისე უყვარს ღმერთი, როგორც საკუთარი სიცოცხლე. განკაცებული ღმერთი თავის საქმეში ნორმალურ და პრაქტიკულ ადამიანობას ატარებს. ამგვარად, მისი ნორმალური და პრაქტიკული ადამიანობის გარეგანი გარსი იქცევა უდიდეს განსაცდელად ადამიანებისთვის; ის მათთვის უდიდესი სირთულე ხდება. თუმცა, ღვთის ნორმალურობა და პრაქტიკულობა გარდაუვალია. მან ყველაფერი სცადა გამოსავლის საპოვნელად, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეძლო თავისი ნორმალური ადამიანობის გარეგანი გარსის მოცილება. ეს იმიტომ მოხდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ის არის ხორცშესხმული ღმერთი და არა ზეციერი სულიერი ღმერთი. ის არ არის ღმერთი, რომლის დანახვაც ადამიანებს არ შეუძლიათ, არამედ ღმერთია, რომელიც ქმნილების გარსით არის მოსილი. ამდენად, ნორმალური ადამიანობის გარსის მოცილება მისთვის სულაც არ იქნებოდა ადვილი. აქედან გამომდინარე, რაც უნდა მოხდეს, ის კვლავ ასრულებს სასურველ საქმეს ხორციელი პერსპექტივიდან. ეს საქმე არის ნორმალური და პრაქტიკული ღმერთის გამოხატულება, ამიტომ როგორ შეიძლება, რომ ადამიანები არ იყვნენ მორჩილნი? საერთოდ, რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს ღვთის მოქმედებებთან დაკავშირებით? ის აკეთებს იმას, რაც სურს; რაც მას სიამოვნებს, სწორედ ისეა ყველაფერი. თუ ადამიანები არ დაემორჩილებიან, სხვა რა გონივრული გეგმა შეიძლება ჰქონდეთ? აქამდე მხოლოდ მორჩილებას შეეძლო ადამიანების გადარჩენა; არავის ჰქონია სხვა უფრო გონიერი აზრი. თუ ღმერთს ადამიანების გამოცდა სურს, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ამასთან დაკავშირებით? თუმცა, ყოველივე ეს ზეციერ ღმერთს არ მოუფიქრებია; ეს განკაცებულმა ღმერთმა მოიფიქრა. მას სურს ამის გაკეთება, ამიტომ ვერცერთი ადამიანი ვერ შეცვლის ამას. ზეციერი ღმერთი არ ერევა იმაში, რასაც განკაცებული ღმერთი აკეთებს, მაშ, განა ეს კიდევ უფრო მეტი მიზეზი არ არის იმისა, რომ ადამიანები მას დაემორჩილონ? მიუხედავად იმისა, რომ ის პრაქტიკულიც არის და ნორმალურიც, ის სრულად ხორცშესხმული ღმერთია. საკუთარ იდეებზე დაყრდნობით, ის აკეთებს იმას, რაც სურს. ზეციერმა ღმერთმა მას გადასცა ყველა დავალება; შენ უნდა დაემორჩილო ყველაფერს, რასაც ის აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნია ადამიანობა და ძალიან ნორმალურია, მან განზრახ მოაწყო ეს ყოველივე, მაშ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს, რომ მას უკმაყოფილოდ უყურონ გაფართოებული თვალებით? მას სურს იყოს ნორმალური, ამიტომაც არის ნორმალური. მას სურს ადამიანთა შორის ცხოვრება, ამიტომაც ცხოვრობს ადამიანებთან. მას სურს ღვთაებრიობაში ცხოვრება, ამიტომაც ცხოვრობს ღვთაებრიობაში. ადამიანებს შეუძლიათ, ისე უყურონ ამას, როგორც სურთ, მაგრამ ღმერთი მუდამ ღმერთად დარჩება, ადამიანები კი - ადამიანებად. შეუძლებელია მისი არსის უარყოფა რაიმე უმნიშვნელო დეტალის გამო, ისევე როგორც მისი ღვთიური „პიროვნების“ მიღმა განდევნა ერთი პატარა რამის გამო. ადამიანებს აქვთ ადამიანური თავისუფლება, ღმერთს კი - ღვთიური ღირსება; ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან. ნუთუ ადამიანებს არ შეუძლიათ ღმერთს ცოტაოდენი თავისუფლება მისცენ? ნუთუ არ შეუძლიათ შეეგუონ იმას, რომ ღმერთი ცოტათი უფრო უშუალო იყოს? ნუ იქნებით ასეთი მკაცრნი ღვთის მიმართ! ყველას მართებს შემწყნარებლობა ერთმანეთის მიმართ; განა მაშინ ყველაფერი არ დალაგდება? განა იქნება კიდევ რაიმე სახის გაუცხოება? თუ ადამიანს არ შეუძლია ასეთი უმნიშვნელო რამის მოთმენა, მაშინ როგორღა ამბობენ: „პრემიერ-მინისტრის გული ისეთი დიდია, რომ მასში ნავიც კი გაცურავსო“? როგორღა შეიძლება ასეთი ვინმე ნამდვილ ადამიანად იწოდებოდეს? ღმერთი კი არ უქმნის სირთულეებს კაცობრიობას, არამედ კაცობრიობა უქმნის სირთულეებს ღმერთს. ისინი მუდამ ქმნიან ბუზისგან სპილოს და ასე აგვარებენ საკითხებს. ისინი მართლაც არაფრისგან ქმნიან პრობლემას და ეს სრულიად ზედმეტია! როდესაც ღმერთი ასრულებს საქმეს ნორმალური და პრაქტიკული ადამიანობის ფარგლებში, ის, რასაც აკეთებს, ადამიანური საქმე კი არ არის, არამედ ღვთის საქმეა. თუმცა ადამიანები ვერ ხედავენ მისი საქმის არსს; ისინი მხოლოდ მისი ადამიანობის გარეგან გარსს ხედავენ მუდამ. მათ ვერ დაინახეს ასეთი უდიდესი საქმე, სამაგიეროდ, ჯიუტად მხოლოდ მის ჩვეულებრივ და ნორმალურ ადამიანობას ხედავენ და არ სურთ ამ ხედვის დათმობა. როგორ შეიძლება ამას ეწოდოს ღვთის წინაშე მორჩილება? ზეციერი ღმერთი ახლა მიწიერ ღმერთად „გადაიქცა“, ხოლო მიწიერი ღმერთი ახლა ზეციერი ღმერთია. მნიშვნელობა არ აქვს, ერთნაირია თუ არა მათი გარეგნობა, არც იმას აქვს მნიშვნელობა, ზუსტად როგორ ასრულებენ ისინი საქმეს. საბოლოოდ, ის, ვინც ღვთის საქმეს ასრულებს, თავად ღმერთია. შენ უნდა დაემორჩილო მას, გსურს ეს თუ არა - ეს არ არის საკითხი, რომელშიც არჩევანი გაქვს! ადამიანები უპირობოდ უნდა დაემორჩილონ ღმერთს ყოველგვარი პირფერობის გარეშე.

ადამიანთა ჯგუფი, რომელთა მოპოვებაც განკაცებულ ღმერთს სურს დღეს, არიან ისინი, ვინც მის განზრახვებთან თანხვედრაშია. ადამიანები მხოლოდ მის საქმეს უნდა დაემორჩილონ და შეწყვიტონ ზეციერი ღმერთის სურვილებზე გამუდმებით ფიქრი, ბუნდოვანებაში ცხოვრება და განკაცებული ღმერთისთვის საქმის გართულება. მათ, ვისაც შეუძლიათ მისი მორჩილება, უპირობოდ უსმენენ მის სიტყვებს და ემორჩილებიან მის განკარგულებებს. ასეთი ადამიანები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას იმას, თუ როგორი შეიძლება იყოს სინამდვილეში ზეციერი ღმერთი ან რა სახის საქმეს ასრულებს ის ადამიანზე ამჟამად; ისინი მთელ თავიანთ გულს მიწაზე მყოფ ღმერთს უძღვნიან და მთელ თავიანთ არსებას მის წინაშე ათავსებენ. ისინი არასოდეს ფიქრობენ საკუთარ უსაფრთხოებაზე და არც ხორციელად მყოფი ღმერთის ნორმალურობასა და პრაქტიკულობაზე წუხან. ვინც ხორციელ ღმერთს ემორჩილება, შეიძლება გახდეს სრულყოფილი მის მიერ. ვისაც მხოლოდ ზეციერი ღმერთის სწამს, ვერაფერს მოიპოვებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს აღთქმებსა და კურთხევებს მიწიერი ღმერთი ანიჭებს და არა ზეციერი ღმერთი. ადამიანებმა მუდმივად არ უნდა ჩათვალონ, რომ ზეციერი ღმერთი დიდია, ხოლო მიწიერი ღმერთი - უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი; ეს უსამართლოა. მათი ზეციერი ღმერთი დიდებულია, საოცარი და განუზომელი სიბრძნის მქონე, თუმცა ის საერთოდ არ არსებობს. მიწიერი ღმერთი ძალიან ჩვეულებრივი, უმნიშვნელო და, ასევე, ძალიან ნორმალურია. მას არ გააჩნია არაჩვეულებრივი გონება და არც დედამიწის შემარყეველ საქმეებს ახორციელებს; ის უბრალოდ მუშაობს და ლაპარაკობს ძალიან ნორმალური და პრაქტიკული მანერით, ის არ საუბრობს ჭექა-ქუხილის გამოყენებით და არც ქარსა და წვიმას უხმობს. თუმცა, ის ნამდვილად განკაცებული ზეციერი ღმერთია და ის მართლაც ადამიანთა შორის მცხოვრები ღმერთია. ადამიანებმა ღმერთად არ უნდა მიიჩნიონ ის, ვისი გაგებაც შეუძლიათ და ვინც მათ წარმოდგენებს შეესაბამება, ან პატივი მიაგონ მას, როგორც დიდებულს; ხოლო ის, ვისი მიღებაც არ შეუძლიათ და ვისი წარმოდგენაც აბსოლუტურად შეუძლებელია, ჩათვალონ, რომ მდაბალია. ყოველივე ეს ადამიანთა ამბოხიდან მომდინარეობს; ეს ყველაფერი არის კაცობრიობის ღვთისადმი წინააღმდეგობის წყარო.

წინა: ვინც ღმერთს ჭეშმარიტი გულით ემორჩილება, ის ნამდვილად იქნება ღვთის მიერ მოპოვებული

შემდეგი: ისინი, ვინც სრულქმნილნი უნდა გახდნენ, გამოწრთობას უნდა დაექვემდებარონ

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება