მოაბის შთამომავლების ხსნის მნიშვნელობა

მუშაობის ამ ორი-სამი წლის განმავლობაში ძირითადად მივაღწიე იმას, რისთვისაც უნდა მიმეღწია თქვენი განკითხვის საქმის თვალსაზრისით. ადამიანების უმრავლესობამ უარი თქვა საკუთარ ზოგიერთ სამომავლო პერსპექტივასა და დანიშნულებაზე. თუმცა როცა ახსენებენ, რომ თქვენ მოაბის შთამომავლები ხართ, ბევრ თქვენგანს ამის ატანა არ შეუძლია — სახის ნაკვთები გიმახინჯდებათ, ტუჩები გებრიცებათ და თვალები გიშტერდებათ. თქვენ უბრალოდ ვერ იჯერებთ, რომ მოაბის შთამომავლები ხართ. მოაბი ამ მიწაზე განიდევნა მას შემდეგ, რაც დაწყევლილ იქნა. მისი მემკვიდრეები ამ ხაზს დღემდე აგრძელებდნენ, და თქვენ ყველანი მისი შთამომავლობა ხართ. მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია — ვინ გითხრა, რომ მოაბის სახლში დაბადებულიყავი? მე შენ მებრალები და არც ასეთ ხვედრს გისურვებ, მაგრამ ამ ფაქტს ვერავინ შეცვლის. შენ ხარ მოაბის შთამომავალი, და მე ვერ ვიტყვი, რომ შენ დავითის შტოდან ხარ. ვისი შთამომავალიც უნდა იყო, შენ მაინც შექმნილი არსება ხარ – უბრალოდ დაბალი პოზიციისა და დაბალი წარმომავლობის არსება. ყველა შექმნილმა არსებამ უნდა გამოსცადოს ღვთის ყველა საქმე; ისინი მისი დაპყრობის ობიექტები არიან, ყველა მათგანმა უნდა იხილოს მისი სამართლიანი ხასიათი და გამოსცადოს მისი სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა. დღეს შენ ხარ მოაბის შთამომავალი, და შენ უნდა მიიღო ესგანკითხვა და განკიცხვაომც არ ყოფილიყავი მოაბის შთამომავალი, განა არ დაგჭირდებოდა ამ განკითხვისა დაგანკიცხვის მიღება? აღიარე ეს! სინამდვილეში დღეს მოაბის შთამომავლებთან მუშაობა ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია. რადგანაც ეს საქმე თქვენზე კეთდება, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს საქმე რომ ქამის შთამომავლობისთვის გაწეულიყო, იგი ასეთი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, რადგანაც, ქამის შთამომავლები, მოაბისგან განსხვავებით, არ ყოფილან დაბალი წარმომავლობისა. ნოეს მეორე ვაჟის, ქამის, შთამომავლები მხოლოდ დაწყევლილნი არიან — ისინი არ არიან სიძვის შვილები. ისინი უბრალოდ დაბალ პოზიციას იკავებენ, რადგანაც ნოემ ისინი დაწყევლა, რომ ყოფილიყვნენ მსახურთა მსახურნი. მათ დაბალი პოზიცია უკავიათ, მაგრამ მათი თავდაპირველი ღირსება არ ყოფილა დაბალი. მოაბზე საუბრისას ადამიანებმა იციან, რომ მისი თავდაპირველი პოზიცია დაბალი იყო, იმიტომ რომ სიძვასა შინა იშვა. მიუხედავად იმისა, რომ ლოთის პოზიცია ძალიან მაღალი იყო, მოაბი ლოთისა და მისი ქალიშვილისგან წარმოსდგება. ლოთს სამართლიანი ეწოდა, მოაბი კი მაინც დაიწყევლა. მოაბი იყო დაბალი ღირსებისა და ეკავა დაბალი პოზიცია, და დაწყევლილიც რომ არ ყოფილიყო, მაინც წაბილწული იქნებოდა. ამით განსხვავდებოდა იგი ქამისგან. იგი არათუ არ აღიარებდა იეჰოვას, არამედ ეწინააღმდეგებოდა და ეურჩებოდა მას — და სწორედ ასე შთავარდა უკუნ ადგილას. ახლა მოაბის შთამომავლებზე მუშაობა არის მათი ხსნა, ვინც შთავარდა უკუნში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაწყევლილ იქნენ, ღმერთს სურს, მათგან დიდება მოიხვეჭოს, რადგან თავდაპირველად ისინი ყველანი იყვნენ ადამიანები, რომელთა გულებშიც არ სუფევდა ღმერთი; ჭეშმარიტი დაპყრობა არის ის, რომ ადამიანები, ვის გულებშიაც არ სუფევს ღმერთი, იქამდე მიიყვანო, რომ ჰმორჩილებდნენ მას და უყვარდეთ ის, და ამგვარი საქმის ნაყოფი ყველაზე ფასეული და ყველაზე დამაჯერებელია. მხოლოდ ეს არის დიდების მოხვეჭა — ეს არის დიდება, რომლის მოხვეჭაც უნდა ღმერთს უკანასკნელ დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დაბალ პოზიციებს იკავებენ, ჭეშმარიტად ღმერთის მიერ მათი ამაღლებაა ის, რომ მათ ახლა ძალუძთ ესოდენ დიდი ხსნა მოიპოვონ. ეს საქმე ძალიან დიდი საზრისით არის სავსე, და სწორედ განსჯის მეშვეობით მოიპოვებს ღმერთი ამ ადამიანებს. მისი განზრახვა არის არა ამ ადამიანების დასჯა, არამედ მათი გამოხსნა. მას რომ უკანასკნელ დღეებში ისრაელში ისევ დაპყრობის საქმე აღესრულებინა, ეს უსარგებლო იქნებოდა; კიდეც რომ გამოეღო მას ნაყოფი, ეს არც დიდად ფასეული იქნებოდა და არც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, და იგი ვერ შეძლებდა მთელი ამ დიდების მოპოვებას. თქვენზე მუშაობა ნიშნავს მუშაობას მათზე, ვინც ყველაზე ბნელ ადგილებშია შთენილი, ყველაზე ჩამორჩენილებზე. ეს ადამიანები არ აღიარებენ, რომ არსებობს ღმერთი და არასდროს იცოდნენ ღმერთის შესახებ. ეს შექმნილი არსებები სატანამ იმდენად გახრწნა, რომ მათ დაივიწყეს ღმერთი, ისინი სატანამ ისე დააბრმავა, რომ მათ სრულებით არ იციან, რომ ზეცაში არსებობს ღმერთი. გულის სიღრმეში თქვენ ყველანი თაყვანს სცემთ კერპებსა და სატანას — განა არ ხართ ყველაზე მდაბალი, ყველაზე ჩამორჩენილი ადამიანები? თქვენ ყველაზე მდაბალნი ხართ ძეხორციელთა შორის, მოკლებულნი ყველანაირ პირად თავისუფლებას, და თქვენ ასევე იტანჯებით. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ საზოგადოების ყველაზე დაბალ საფეხურზე არიან, მოკლებულნი აღმსარებლობის თავისუფლებასაც კი. ამაში მდგომარეობს თქვენზე მუშაობის მნიშვნელობა. დღეს თქვენზე, მოაბის შთამომავლებზე, მუშაობა არ ისახავს მიზნად თქვენს დამცირებას, არამედ ამ საქმის მნიშვნელობის ჩვენებაა. თქვენთვის ეს დიდი ამაღლებაა. თუკი ადამიანს აქვს გონება და გამჭრიახობა, იგი იტყვის: „მე ვარ მოაბის შთამომავალი, ჭეშმარიტად უღირსი იმისა, რომ დღეს ღმერთისგან მივიღო ესოდენ დიდი ამაღლება ან ესოდენ დიდი კურთხევა. იმ ყველაფრით, რასაც მე ვაკეთებ და ვლაპარაკობ, ჩემი სტატუსისა და ღირსებების შესაბამისად, სრულებით არ ვარ ღირსი ღმერთისგან ესოდენ დიდი კურთხევის მიღებისა. ისრაელელებს ძალიან უყვართ ღმერთი, და ისინი ტკბებიან ღმერთის მიერ მათზე მოღებული მადლით, მაგრამ მათი სტატუსი ბევრად აღემატება ჩვენსას. აბრაამი ძალიან ერთგულებდა იეჰოვას, პეტრე კი — იესოს. მათი ერთგულება ასგზის აღემატებოდა ჩვენსას. ჩვენი ქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ არ ვართ ღირსნი, დავტკბეთ ღვთის წყალობით“. უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ღვთის წინაშე ამ ადამიანების ჩინეთში მსახურების წარდგენა. ეს არის სრული ქაოსი; ის, რომ თქვენ ესოდენ ტკბებით ღვთის მადლით, წმინდად ღვთის მიერ ამაღლებაა! როდის ისწრაფვოდით ღვთის საქმისკენ? როდის შესწირეთ თქვენი სიცოცხლე ღმერთს? როდის იყავით მზად, დაგეთმოთ თქვენი ოჯახი, თქვენი მშობლები და თქვენი შვილები? არცერთ თქვენგანს არ გადაუხდია დიდი ფასი! სულიწმიდას რომ არ გამოეყვანე ამ მდგომარეობიდან, რამდენი თქვენგანი შეძლებდა ყველაფრის მსხვერპლად გაღებას? დღემდე თქვენ მოჰყვებოდით მხოლოდ ძალასა და იძულებას. სად არის თქვენი ერთგულება? სად არის თქვენი მორჩილება? თქვენი ქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ დიდი ხნის წინათ უნდა გაენადგურებინეთ — პირწმინდად უნდა აღეგავეთ პირისაგან მიწისა. რა გაძლევთ უფლებას, დატკბეთ ესოდენ დიდი კურთხევით? თქვენ იოტისოდენადაც არ ხართ ამის ღირსნი! რომელმა თქვენგანმა გაკვალა საკუთარი გზა? რომელმა თქვენგანმა იპოვა ჭეშმარიტი გზა თვითონ? თქვენ ყველანი ზარმაცი და გაუმაძღარი ნაძირლები ხართ, რომლებიც განცხრომას მისცემიან! საკუთარი თავები დიადი გგონიათ? რით შეგიძლიათ იტრაბახოთ? რომც უგულებელვყოთ, რომ თქვენ მოაბის შთამომავლები ხართ, განა არის თქვენი ბუნება და თქვენი დაბადების ადგილი უმაღლესი ხარისხისა? რომც უგულებელვყოთ ის, რომ თქვენ მისი შთამომავლები ხართ, განა მართლა არ ხართ მოაბის შთამომავალნი, თავიდან ბოლომდე? განა ფაქტების ჭეშმარიტებას რამე შეცვლის? განა თქვენი ბუნების გამოაშკარავება დაამახინჯებს ფაქტების ჭეშმარიტებას? შეხედეთ თქვენს მონურ მორჩილებას, თქვენს ცხოვრებას და თქვენს ხასიათს — ნუთუ არ იცით, რომ თქვენ ყველაზე მდაბიონი ხართ მდაბიო ადამიანთა შორის? რით ტრაბახობთ? შეხედეთ თქვენს მდგომარეობას საზოგადოებაში. განა არ იმყოფებით ყველაზე დაბალ საფეხურზე? ფიქრობთ, რომ რამე მეშლება? აბრაამმა შესწირა ისააკი — თქვენ რა შესწირეთ? იობმაყველაფერი შესწირა — რა შესწირეთ თქვენ? იმდენმა ადამიანმა შესწირა თავი, გაიღო სიცოცხლე, დაღვარა სისხლი, რათა ეძია ჭეშმარიტი გზა. გაიღეთ კი თქვენ ეს საფასური? მათთან შედარებით თქვენ სრულებითაც არ ხართ ღირსნი, ისარგებლოთ ესოდენ დიდი მადლით. განა უსამართლო დამოკიდებულება იქნება თქვენს მიმართ დღეს თქმა იმისა, რომ თქვენ მოაბის შთამომავლები ხართ? ნუ შეაფასებთ თქვენს თავს ერთობ აღმატებულად. არაფერი გაქვს სატრაბახო. სრულიად უსასყიდლოდ მოგეცათ ესოდენ დიდი ხსნა, ესოდენ დიდი მადლი. თქვენ არაფერი შეგიწირავთ და მაინც უსასყიდლოდ ტკბებით მადლით. არ გრცხვენიათ? არის კი ეს ჭეშმარიტი გზა რაღაც ისეთი, რასაც ეძებდით და თვითონვე ჰპოვეთ? განა სულიწმიდამ არ გიბიძგათ, მიგეღოთ იგი? თქვენ არასოდეს გქონიათ გული ძიების, მით უმეტეს — გული, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს და მას ნატრულობს. თქვენ უბრალოდ გულხელდაკრეფილები ისხედით და ტკბებოდით ამით. თქვენ ეს ჭეშმარიტება ისე მოიპოვეთ, მცირე ძალისხმევაც არ გაგიღიათ. რა უფლებით წუწუნებთ? იქნებ გგონია, რომ უდიდესი ღირებულება გაქვს? მათთან შედარებით, ვინც სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად და დაღვარა სისხლი, თქვენ რა გაქვთ საწუწუნო? თქვენი განადგურება ახლა სწორი და ბუნებრივი იქნებოდა! თქვენ არ გაქვთ სხვა არჩევანი, გარდა მორჩილებისა და დაყოლისა. უბრალოდ თქვენ არაფრის ღირსი არ ხართ! თქვენს შორის უმრავლესობას უხმეს, გარემო პირობებს რომ არ აეძულებინეთ ან თქვენთვის რომ არ ეხმოთ, თქვენ არანაირი სურვილი არ გექნებოდათ, გამოსულიყავით. ვინ არის მზად ასეთი უარისთვის? ვინ არის მზად, დათმოს ხორციელი სიამე? თქვენ ყველანი ის ადამიანები ხართ, რომლებიც სიამეს მისცემიან და განცხრომით ცხოვრებას ეძიებენ. თქვენ მოიპოვეთ ესოდენ დიდი კურთხევა — კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ? რას უჩივით? თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა, დატკბეთ უდიდესი კურთხევითა და უდიდესი ზეციური მადლით, და საქმე, რომელიც უწინ არასდროს არ აღსრულებულა დედამიწაზე, თქვენ წინაშე ცხადდება. განა ეს არ არის წყალობა? დღეს თქვენ ისჯებით იმიტომ, რომ ღმერთს შეეწინააღმდეგეთ და მას აუმხედრდით. ამ მსჯავრის წყალობით დაინახეთ თქვენ ღვთის წყალობა და სიყვარული, და ასევე, კიდევ უფრო მეტადაც კი, მისი სამართლიანობა და სიწმინდე. ამ მსჯავრისა და ადამიანური სიბილწის წყალობით დაინახეთ ღმერთის დიადი ძალა, და ასევე მისი სიწმინდე და დიდებულება. განა ეს არ არის ყველაზე იშვიათი ჭეშმარიტება? განა ეს არ არის სიცოცხლე, რომელიც საზრისით არის სავსე? საქმე, რომელსაც აღასრულებს ღმერთი, აღსავსეა საზრისით! ამრიგად, რაც უფრო დაბალია თქვენი მდგომარეობა, მით უფრო ნათლად ამტკიცებს ეს, რომ თქვენ ღმერთმა აგამაღლათ, და კიდევ უფრო მეტად ადასტურებს თქვენზე მისი საქმის დიდ ფასეულობას დღეს. ეს მართლაც ფასდაუდებელი საგანძურია, რომელსაც სხვაგან ვერსად მოიპოვებ! მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში არავის მისცემია ესოდენ დიდი ხსნა. ის, რომ თქვენი მდგომარეობა დაბალია, უჩვენებს, რამდენად დიდია ღვთისგან ხსნა, და მოწმობს ღმერთის ერთგულებას კაცობრიობის მიმართ — იგი გადაარჩენს და არ ანადგურებს.

ჩინელ ხალხს არასდროს სწამდა ღმერთის; ისინი არასდროს ემსახურებოდნენ იეჰოვას, და არასდროს ემსახურებოდნენ იესოს. ისინი უბრალოდ თავს მდაბლად ხრიან, ნელსურნელებას აკმევენ, სურნელოვან ქაღალდებს წვავენ და ბუდას ეთაყვანებიან. ისინი უბრალოდ კერპებს სცემენ თაყვანს — ყველანი უკიდურესად მეამბოხეები არიან. ამრიგად, რაც უფრო დაბალ მდგომარეობაში არიან ადამიანები, მით მეტად ვლინდება, რომ ღმერთი თქვენგან დიდებას იღებს. ეს უპირველესად დიდებაა. ზოგიერთმა, თავისი თვალთახედვიდან გამომდინარე, შეიძლება თქვას: „ღმერთო, რა არის ის საქმე, რომელსაც შენ აკეთებ? ესოდენ ამაღლებული ღმერთი, ესოდენ წმინდა, როგორიც შენ ხარ, წაბილწულ მიწაზე მოდიხარ? ნუთუ ასე მცირედ აფასებ საკუთარ თავს? ჩვენ ხომ ასეთი წაბილწულები ვართ, და შენ კი ჩვენთან ყოფნა გსურს? ჩვენ შორის ცხოვრება გსურს? ჩვენ ასეთი მდაბიონი ვართ, შენ კი ჩვენი სრულქმნა გსურს? და ჩვენ ეტალონებად და ნიმუშებად გამოგვიყენებ?” მე ვამბობ: „შენ არ გესმის ჩემი განზრახვებისა. შენ არც იმ საქმისა გესმის, რომლის კეთებაც მე მინდა, და არც ჩემს ხასიათს იცნობ. იმ საქმის მნიშვნელობა, რომელსაც მე გავაკეთებ, შენი გაგების უნარს სცილდება. განა შეიძლება ჩემი საქმე ეთანადებოდეს შენს ადამიანურ წარმოდგენებს? ადამიანური წარმოდგენების მიხედვით, მე უნდა დავბადებულიყავი ლამაზ ქვეყანაში, რათა მეჩვენებინა, რომ მე მაღალი წოდებისა ვარ, მეჩვენებინა, რომ ერთობ ღირებული ვარ, მეჩვენებინა ჩემი პატივი, სიწმინდე და სიდიადე. მე რომ დავბადებულიყავი ისეთ ადგილას, სადაც მაღიარებდნენ, ელიტურ ოჯახში, რომ მქონოდა მაღალი მდგომარეობა და სტატუსი, მაშინ ძალიან კარგად მომეპყრობოდნენ. ეს არ მოუტანდა სარგებელს ჩემს საქმეს, და მაშინ შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, გამოვლენილიყო ესოდენ დიდი ხსნა? ყველა, ვინც მხედავს მე, დამემორჩილებოდნენ და მათ სიბინძურე არ შებილწავდათ. მე უნდა დავბადებულიყავი ასეთ ადგილას. ეს არის თქვენი რწმენა. მაგრამ დაფიქრდით ამაზე: რისთვის მოვიდა ღმერთი დედამიწაზე: ტკბობისთვის თუ საქმის შესასრულებლად? მე რომ ასეთ მარტივ და კომფორტულ ადგილას შემესრულებინა საქმე, განა მივაღწევდი ჩემს სრულ დიდებას? განა შევძლებდი დამეპყრო ყველა შექმნილი არსება? როცა ღმერთი მიწაზე მოვიდა, ის არ იყო ამქვეყნიური, და იმისათვის არ განკაცებულა, რომ სამყაროთი დამტკბარიყო. ის დაიბადებოდა იქ, სადაც მისი საქმე გამოავლენდა მის ხასიათს და ყველაზე მეტად იქნებოდა მნიშვნელობით სავსე. იმისდა მიუხედავად, ეს წმინდა მიწა იქნებოდა თუ შებილწული. სადაც კი უნდა შეასრულოს საქმე, ის წმინდაა. ყველაფერი ამ სამყაროში მან შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემდეგ სატანამ გახრწნა. თუმცა ყველაფერი მაინც ღმერთს ეკუთვნის; ყველაფერი მის ხელშია. ის მოვიდა შებილწულ მიწაზე და იქ აღასრულა საქმე, რათა თავისი სიწმინდე საცნაურ ეყო; მან ეს თავისი საქმისთვის გააკეთა, ეს კი ნიშნავს, რომ იგი დაითმენს დიდ დამცირებას ასეთი საქმისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ იხსნას ამ შებილწული მიწის ადამიანები. ეს კეთდება დამოწმებისთვის, მთელი კაცობრიობისთვის. ასეთი საქმე უჩვენებს ადამიანებს ღვთის სამართლიანობას და უფრო მეტად შესაძლებელს ხდის, წარმოჩინდეს, რომ ღმერთი უზენაესია. მისი დიდებულება და სამართლიანობა ზუსტად რომ იმ დაცემული ადამიანების ჯგუფების ხსნაში გამოვლინდა, რომლებიც ეზიზღებოდათ. შებილწულ მიწაზე დაბადება არ ამტკიცებს, რომ ის მდაბალია; ეს უბრალოდ ყველა ქმნილ არსებას შესაძლებლობას აძლევს, დაინახოს ღმერთის დიდებულება და მისი ჭეშმარიტი სიყვარული კაცობრიობისადმი. რაც მეტად ირჯება იგი ამგვარად, მით მეტად წარმოაჩენს ეს მის წმინდა სიყვარულს, მის უნაკლო სიყვარულს ადამიანისადმი. ღმერთი წმინდა და სამართლიანია, მაშინაც კი, როცა ის შებილწულ მიწაზე იბადება, მაშინაც კი, როცა ის ცხოვრობს ბიწით აღსავსე ადამიანებს შორის, ზუსტად ისე, როგორც იესო ცხოვრობდა ცოდვილთა შორის მადლის ეპოქაში. განა მისი საქმის თითოეული ელემენტი არ აღესრულება მთელი კაცობრიობის გადასარჩენად? განა ეს ყველაფერი იმისთვის არ არის, რომ კაცობრიობამ დიდი ხსნის მოპოვება შეძლოს? ორი ათასი წლის წინ წლობით ცხოვრობდა ცოდვილთა გვერდით. ეს გამოსყიდვის გამო იყო. დღეს იგი ცხოვრობს მდაბიო წაბილწული ადამიანების ჯგუფის გვერდით. ეს ხსნისთვის ხდება. განა მთელი მისი საქმე თქვენთვის, ადამიანებისთვის არ არის? რომ არა კაცობრიობის გამოხსნა, რატომ იცხოვრებდა და ევნებოდა იგი ცოდვილებთან ერთად ამდენი ხნის განმავლობაში ბაგაში შობის შემდეგ? რომ არა კაცობრიობის გამოხსნა, რატომ განკაცდებოდა იგი მეორედ, დაბადებული იმ მიწაზე, სადაც დემონები იყრიან თავს, და რატომ იცხოვრებდა იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ასე ღრმად გახრწნა სატანამ? განა ღმერთი სანდო არ არის? მისი საქმის რომელი ნაწილი არ აღსრულდა კაცობრიობის გამო? რომელი ნაწილი არ იყო თქვენთვი ხვედრისთვის? ღმერთი წმინდაა — ეს უცვლელია! ის არ არის შებილწული სიბინძურით, თუმცა კი წაბილწულ მიწაზე მოვიდა; ეს ყველაფერი მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ღმერთის სიყვარული კაცობრიობისადმი უკიდურესად უანგაროა, ხოლო ტანჯვა და დამცირება, რომელსაც იგი ითმენს, უკიდურესად დიდია! განა თქვენ არ იცით, რაოდენ დიდია ის დამცირება, რომელსაც იგი განიცდის თქვენთვის და თქვენი ბედის გამო? იმის ნაცვლად, რომ გადაერჩინა გამოჩინებული ადამიანები, ან მდიდარი და გავლენიანი ოჯახების ვაჟიშვილები, იგი ცდილობს იხსნას ისინი, ვინც უმდაბლესია და ვისაც ქედმაღლურად დასცქერიან. განა ეს ყველაფერი არ არის მისი სიწმინდე? განა ეს ყველაფერი არ არის მისი სამართლიანობა? მთელი კაცობრიობის გადარჩენისთვის იგი ამჯობინებდა, დაბადებულიყო შებილწულ ქვეყანაში და აეტანა ყველა დამცირება. ღმერთი ძალიან რეალურია — იგი არ სჩადის ცრუ საქმეებს. განა მისი საქმის ყოველი ნაბიჯი ასე პრაქტიკულად არ ხორციელდება? მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ავსიტყვაობს მასზე და ამბობენ, რომ იგი ცოდვილებთან ერთად მისჯდომია ერთ მაგიდას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მას დასცინის და ამბობენ, რომ იგი ბიწის შვილების გვერდით ცხოვრობს, რომ იგი უმდაბიოეს ადამიანებთან ერთად ცხოვრობს, იგი მაინც უანგაროდ გაიღებს საკუთარ თავს, და ამიტომ იგი ჯერ კიდევ უარყოფილია კაცობრიობის მიერ. განა ტანჯვა, რომელსაც იგი დაითმენს, არ არის უფრო დიდი, ვიდრე თქვენი? განა საქმე, რომელსაც იგი აკეთებს, უფრო მეტი არ არის, ვიდრე ფასი, რომელსაც თქვენ იხდით? თქვენ დაიბადეთ შებილწულ მიწაზე და მაინც მოიპოვეთ ღვთიური სიწმინდე. თქვენ დაიბადეთ მიწაზე, სადაც დემონებს მოუყრიათ თავი, და მაინც მიიღეთ დიდი მფარველობა. განა რა არჩევანი გაქვთ? რა გაქვთ საწუწუნო? განა ტანჯვა, რომელიც მან დაითმინა, არ არის უფრო დიდი, ვიდრე ტანჯვა, რომელსაც თქვენ ითმენთ? იგი მოვიდა დედამიწაზე და არასდროს მისცემია ადამიანური სამყაროს განცხრომას. მას სძაგს ასეთი რამეები. ღმერთი დედამიწაზე იმისთვის არ მოსულა, რომ ადამიანს იგი მატერიალური სიკეთეებით დაეტკბო, და არც იმისთვის მოსულა, რომ დამტკბარიყო ადამიანური საკვებით, სამოსით ან სამშვენისებით. იგი ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს. იგი მოვიდა დედამიწაზე, რათა ვნებულიყო ადამიანების გამო, და არა იმისთვის, რომ დამტკბარიყო მიწიერი კეთილდღეობით. იგი მოვიდა ვნებისთვის, ღვაწლისთვის და თავისი მართვის გეგმის დასრულებისთვის. მას არ აურჩევია ლამაზი ადგილი საცხოვრებლად — საელჩო ან ფუფუნებით სავსე სასტუმრო, არც მრავალრიცხოვანი მსახურნი ჰყოლია, რომლებიც მას მოემსახურებოდნენ. იქიდან გამომდინარე, რასაც თქვენ ხედავთ, განა ვერ ხვდებით იმას, რისთვის მოვიდა იგი, საქმის შესასრულებლად თუ ცხოვრებით დასატკბობად? განა თქვენი თვალები ამას ვერ ხედავენ? რამდენი რამ მოგცათ მან თქვენ? ის რომ დაბადებულიყო კომფორტულ ადგილას, განა შეძლებდა იგი დიდების მოპოვებას? შეძლებდა კი თავისი საქმის აღსრულებას? ექნებოდა ამას რაიმე მნიშვნელობა? შეძლებდა კი ის მთელი კაცობრიობის დაპყრობას? იხსნიდა კი ადამიანებს შებილწული მიწიდან? ადამიანები, თავიანთი წარმოდგენებიდან გამომდინარე, კითხულობენ: „თუკი ღმერთი წმინდაა, რატომ დაიბადა იგი ასეთ შებილწულ ადგილას, როგორიც ჩვენია? შენ გძულვართ და გეზიზღებით ბინძური ადამიანები; შენ გძაგს ჩვენი წინააღმდეგობა და ჩვენი ამბოხი, მაშ, რატომ ცხოვრობ ჩვენთან? შენ ხარ უზენაესი ღმერთი. შენ შეგეძლო ნებისმიერ ადგილას დაბადებულიყავი, მაშ, რატომ დაიბადე ამ წაბილწულ მიწაზე? შენ ყოველდღე გვსჯი და განგვიკითხავ, თუმცა ნათლად იცი, რომ ჩვენ მოაბის შთამომავლები ვართ, მაშ, რატომ ცხოვრობ ჩვენ შორის? რატომ დაიბადე მოაბის შთამომავლების ოჯახში? რატომ გააკეთე ეს?“ თქვენი ამგვარი აზრები სრულებით მოკლებულია გონიერებას! მხოლოდ ასეთ საქმეს შეუძლია, დაანახოს ადამიანებს მისი დიდებულება, მისი თავმდაბლობა და დაფარულობა. მას სურს, მსხვერპლად გაიღოს ყველაფერი თავისი საქმისთვის, მან ყველა ტანჯვა დაითმინა თავისი საქმისთვის. იგი მოქმედებს კაცობრიობისთვის, უფრო მეტიც, სატანის დაპყრობისთვის, რათა ყოველი შექმნილი არსება მის ბატონობას მორჩილებდეს. მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი, ღირებული საქმე. თუ იაკობის შთამომავლები ჩინეთში დაიბადებოდნენ, მიწის ამ ნაგლეჯზე, და ისინი თქვენ იქნებოდით, რა იქნებოდა იმ საქმის მნიშვნელოვნება, რომელიც თქვენში აღსრულდა? რას იტყოდა სატანა? სატანა იტყოდა: „მათ უწინ შენი ეშინოდათ, ისინი თავდაპირველად შენ გმორჩილებდნენ, და მათ შენი გაცემის ისტორია არ აქვთ. ისინი არ არიან ყველაზე ბნელნი და ყველაზე მდაბიონი, ან ყველაზე ჩამორჩენილნი კაცთა შორის“. საქმე რომ მართლაც ასე წარმართულიყო, ეს ვის დაარწმუნებდა? ჩინელები ყველაზე ჩამორჩენილი ხალხია მთელ სამყაროში. ისინი მდაბიოებად დაიბადნენ და მდაბიო ზენეობისანი არიან; ისინი გონებაჩლუნგი და უგრძნობები არიან, ვულგარულები და უზნეოები. ისინი თხემით ტერფამდე გაჟღენთილნი არიან სატანური ხასიათით, სიბილწითა და გარყვნილებით. თქვენ ყველას ეს სატანური ხასიათი გაქვთ. ამ საქმის დასრულებისთანავე, ადამიანები განაგდებენ ამ გახრწნილ ხასიათს და შეძლებენ სრულ მორჩილებას და სრულქმნილად ყოფნას. ღვაწლის მხოლოდ ამგვარი ნაყოფნი თუ იქნებიან დამოწმება შექმნილ არსებათა შორის! გესმის კი, რას ნიშნავს დამოწმება? სინამდვილეში როგორ უნდა მოხდეს დამოწმება? ამგვარმა საქმემ გაქციათ თქვენ საპირისპირო ფონად და მსახურების ობიექტებად; უფრო მეტი, მან ხსნის ობიექტებად გაქციათ. დღეს თქვენ ღმერთის ხალხი ხართ; მოგვიანებით თქვენ ეტალონებად და ნიმუშებად იქცევით. ამ საქმეში თქვენ განსხვავებულ როლებს თამაშობთ და საბოლოოდ ხსნის ობიექტებად იქცევით. ამის გამო ბევრი ადამიანი უარყოფითად არის განწყობილი; განა ისინი სრულიად ბრმები არ არიან? შენ ვერაფერს ხედავ ნათლად! მხოლოდ ის გაღელვებს, რომ ასე გიწოდებენ? გესმის კი, რაში მდგომარეობს ღმერთის სამართლიანი ხასიათი? გესმის კი, რაში მდგომარეობს ღვთის მიერ ხსნა? გესმის კი, რა არის ღვთის სიყვარული? შენში საერთოდ არ არის პატიოსნება! როცა შენ კარგად მოგიხსენიებენ, შენ ბედნიერი ხარ. როცა ცუდად მოგიხსენიებენ, ეს არ გსურს და უკან იხევ. რა ხარ ასეთი? შენ არ მისდევ ჭეშმარიტ გზას. დაუყოვნებლივ შეწყვიტე ამისკენ სწრაფვა — ეს სამარცხვინოა! ნუთუ არ არის სირცხვილის ნიშანი ის, რომ ასეთი უმნიშვნელო რამ გჯაბნის.

შენ უკეთ უნდა იცნობდე შენსავე თავს. ნუ დააფასებ საკუთარ თავს ერთობ აღმატებულად და ნუ იოცნებებ სამოთხეში მოხვედრაზე — უბრალოდ გულმოდგინედ ისწრაფე, რათა დედამიწაზე ყოფნისას დაგიპყრონ. ნუ იფიქრებ იმ არარეალისტურ ოცნებებზე, რომლებიც არ არსებობს! თუკი ვინმე ასეთ რამეს გეუბნება, ეს არის მტკიცე და გამბედავი პიროვნების სიტყვები: „მიუხედავად იმისა, რომ მოაბის შთამომავალი ვარ, მე მსურს, ვისწარფვოდე ღმერთისკენ (ღმერთს შევუდგე). მე ავჯანყდები ჩემი ძველი წინაპრის წინააღმდეგ! მან დამბადა მე და მანვე გამთელა, და მე აქამდე უკუნში ვცხოვრობდი. დღეს ღმერთმა გამათავისუფლა, და ბოლოს და ბოლოს ვიხილე სამოთხის მზე. ღვთისგან მხილების მეშვეობით მე საბოლოოდ დავინახე, რომ მოაბის შთამომავალი ვარ. უწინ თვალსაფრები მეკეთა და არ ვუწყოდი, რომ ღმერთმა ესოდენ ბევრი საქმე აღასრულა, იმიტომ რომ ბებერმა სატანამ დამაბრმავა. მე ავუჯანყდები მას და არარად ჩავაგდებ!“ გაქვთ კი თქვენ ასეთი სიმტკიცე? მიუხედავად იმისა, რომ თითოეული თქვენგანი ჰგავს ადამიანს, თქვენ ნაწილებად უფრო სწრაფად იშლებით, ვიდრე ნებიემიერი სხვა, და ერთობ მგრძნობიარენი ხართ ამ საკითხის მიმართ. როგორც კი მოაბის შთამომავლებად მოგიხსენიებენ, თქვენი პირი უკმაყოფილოდ იმრიზება. განა ეს არ არის ღორული ხასიათი? თქვენ გროშადაც არ ღირხართ. თქვენ უმალ სიცოცხლეს გაიღებთ მსხვერპლად დიდებისა და მომხვეჭელობის გამო! შენ ისურვებდი, არ ყოფილიყავი მოაბის შთამომავალი, მაგრამ განა არ ხარ? დღეს მე გეუბნები, რომ შენ ხარ, შენ ეს უნდა აღიარო. მე არ ვლაპარაკობ ფაქტების საწინააღმდეგოდ. ზოგიერთი ადამიანი უარყოფითად არის განწყობილი ამის გამო, მაგრამ აქ რის მიმართ უნდა განეწყო უარყოფითად? განა შენ ასევე დიდი წითელი დრაკონის შვილიც არ ხარ? განა უსამართლოა, თუ შენზე ვიტყვი, რომ მოაბის შთამომავალი ხარ? შეხედე, რით ვლინდები ცხოვრებაში, შიგნით თუ გარეთ. თხემით ტერფამდე არაფერია შენში შექების ღირსი. სიძვა, სიბილწე, სიბრმავე, წინააღმდეგობა, მეამბოხეობა — განა ეს ყველაფერი შენი ხასიათის ნაწილი არ არის? შენ ყოველთვის ცხოვრობ სიძვის მიწაზე და არ არსებობს ბოროტება, რომელიც შენ არ ჩაგედინოს. შენ შენი თავი არაჩვეულებრივად წმინდად წარმოგიდგენია. შეხედე შენსავე ჩადენილს, და მაინც ასე კმაყოფილი ხარ შენივე თავით. რა გაგიკეთებია შექების ღირსი რომ იყოს? მხეცებს ჰგავხართ. ადამიანურობის ნატამალიც არ გაქვთ! თქვენ მხეცებთან ზიარობთ და ბოროტსა და გარყვნილ აზრებს შორის ცხოვრობთ. რაოდენ მრავალი რამ გაკლიათ თქვენ! თქვენ აღიარებთ, რომ დიდი წითელი დრაკონის შვილები ხართ და თან მზად ხართ მსახურებისათვის., მაგრამ შემდეგ, როცა გეტყვიან, რომ მოაბის შთამომავალი ხარ, უარყოფითად განეწყობი. განა ჭეშმარიტად ასე არ არის? ეს იგივეა, რომ შენ დაიბადე შენი დედისგან და მამისგან—როგორი შემზარავნიც უნდა იყვნენ, მაინც შენი მშობლები არიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იპოვი დედობილს და დატოვებ შენს სახლს, შენ ხომ მაინც შენი ღვიძლი მშობლების შვილი იქნები? განა ფაქტის შეცვლა შეიძლება? განა უმიზეზოდ მოგანიჭე მოაბის შთამომავლის იარლიყი? ზოგი ადამიანი ამბობს: „არ შეიძლებოდა, სხვა რამ გეწოდებინა?“, მე ვამბობ: „რა იქნება, მე რომ შენ საპირისპირო ფონი გიწოდო?“ მათ არც საპირისპირო ფონად ყოფნა ნებავთ. მაშ, რად ყოფნისთვის ხარ მზად? საპირისპირო ფონი, მსახურების შემსრულებლები — განა ეს ის არ არის, რაც თქვენ ხართ? კიდევ რას აირჩევდით? განა შენ ის პიროვნება არ ხარ, რომელიც დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში დაიბადა? რამდენიც უნდა იძახო და როგორადაც, რომ დავითის შვილი ხარ, ეს არ ეთანადება ფაქტებს. განა ეს ის არის, რაც შენი თავისთვის აირჩიე? შეგიძლია, შენი თავისთვის რაიმე საამური სახელი აარჩიო? განა ხსენებული დიდი წითელი დრაკონის შვილები არ ხართ თქვენ — გახრწნილი ადამიანები? რაც შეეხება მსახურების შემსრულებლებს — ესეც ხომ თქვენ ხართ, გახრწნილი ადამიანები? ხსენებული ნიმუშები და ეტალონები დაპყრობილებისა — განა ეს თქვენ არ ხართ, ადამიანები? განა სრულქმნილების გზა თქვენთვის არ არის განკუთვნილი? თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც განიკიცხებიან და განისჯებიან; განა თქვენს შორის არ არიან ის ზოგიერთნი, რომლებიც მომავალში სრულქმნილ შეიქნებიან? მაინც მნიშვნელოვანია სახელწოდება? თქვენ ისე გაკლიათ გონიერება; ასეთი ცხადი რამის დანახვაც არ შეგიძლიათ ნათლად? შენ არ იცი, ვინ ვისგან წარმოდგება, მაგრამ ჩემთვის ეს ნათელია, და მე ამას თქვენ გეუბნებით. ძალიან კარგია, თუ დღეს ამის აღიარება და გაგება შეგეძლება. ყოველთვის ნუ იგრძნობ თავს ასე არასრულფასოვნად. რაც მეტად ხართ უარყოფითად განწყობილნი და უკან იხევთ, მით მეტად ამტკიცებს ეს, რომ თქვენ სატანის მოდგმისა ხართ. არიან ზოგიერთნი, ვინც ამბობს, როცა შენ მათ საგალობლებს ასმენინებ: „განა შეუძლიათ მოაბის შთამომავლებს, უსმინონ საგალობლებს? მე არა; ღირსი არ ვარ!“ როცა ამღერებ მათ, ისინი ამბობენ: „თუ მოაბის შთამომავლები მღერიან, ისურვებს კი ღმერთი, უსმინოს მათ? ღმერთს ვძაგვარ. მე ძალიან მრცხვენია, წარვსდგე ღვთის წინაშე და მე არ შემიძლია დავამოწმო მისთვის. მე უბრალოდ არ ვიმღერებ, რათა არ გავაღიზიანო ღმერთი, როცა ის ამას გაიგონებს“. განა ეს მოპყრობის ნეგატიური ხერხი არ არის? როგორც შექმნილი არსება, შენ დაიბადე სიძვის მიწაზე, და შენ ხარ შვილი დიდი წითელი დრაკონისა, შთამომავალი მოაბისა; შენ უნდა აღსდგე შენი ძველი წინაპრისა და ძველი სატანის წინააღმდეგ. ჭეშმარიტად მხოლოდ ის ესწრაფვის ღმერთს, ვინც ასე იქცევა.

დასაწყისში, როცა ღვთის ხალხის სტატუსი მოგანიჭეთ, სხვებზე მეტად ხტუნავდით სიხარულით. მაგრამ როგორც კი ვთქვი, რომ მოაბის შთამომავლები ხართ, რა დაგემართათ, როგორ მოიქეცით? ყველანი დაიშალეთ! სად არის თქვენი სულიერი სიმწიფე? თქვენი წარმოდგენა მდგომარეობის შესახებ მეტისმეტად მყარია! უმეტესობას საკუთარი თავის წამოყენებაც აღარ შეუძლია, ზოგი ვაჭრობას შუდგა, ზოგი სამუშაოს. როგორც კი ვამბობ, რომ მოაბის შთამომავლები ხართ, ყველას გაქცევა გინდებათ. განა ეს არის ის მოწმობა, რომელსაც ღვთისთვის ამოწმებ ღვთისთვის ამოწმებ, და რომლის შესახებაც მთელ დღეს გაჰყვირით? ნუთუ ასე დარწმუნდება სატანა? ნუთუ ეს სირცხვილის ნიშანი არ არის? რა საჭირონი ხართ ასეთები? თქვენ ყველანი ნაგავი ხართ! რა ტანჯვა დაგითმენიათ ისეთი, რომ თავს ასე განაწყენებულად გრძნობთ? თქვენ გგონიათ, რომ თუ ღმერთმა განსაზღვრულ დონემდე დაგტანჯათ, მაშინ იგი ბედნიერი იქნება, რადგან თითქოს თავიდანვე განიზარახავდა თქვენს გმობას, და თქვენი დაგმობისა და განადგურების შემდეგ მისი საქმე აღსრულებული იქნებოდა. განა მე ასე ვთქვი? განა თქვენ არ ფიქრობთ ასე თქვენივე სიბრმავის გამო? თქვენ ხომ თავად არ ისწრაფვით სიკეთისკენ, თუ მე განგებ გდებთ მსჯავრს? მე ეს არასოდეს გამიკეთებია — ეს არის ის რაღაც, რაც თქვენ თვითონ მოიგონეთ. ასე არასოდეს მიმუშავია ამგვარად და არც ასეთი სურვილი მქონია. თუ მართლა თქვენი განადგურება მინდოდა, ამგვარ ტანჯვას ხომ არ ავიტანდი? თუ მართლა თქვენი განადგურება მინდოდა, ასე გულმოდგინედ ხომ არ დაგელაპარაკებოდით? ჩემი განზრახვა ეს არის: როცა გადაგარჩენთ, მაშინ შევძლებ დასვენებას. რაც უფრო მდაბალია ადამიანი, მით უფრო არის ის ჩემი ხსნის საგანი. რაც უფრო პროაქტიულად შეძლებთ რეალობაში შესვლას, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. რაც უფრო იშლებით, მით უფრო მწყდება გული. თქვენ ყოველთვის გინდათ თავი მაღლა ასწიოთ და ტახტზე აბრძანდეთ — მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ეს არ არის გზა, რომელიც სიბილწისგან გადაგარჩენთ. ტახტზე ჯდომის ფანტაზია ვერ სრულგყოფთ: ეს რეალური არ არის. მე გეუბნები, რომ შენ მოაბის შთამომავალი ხარ, და შენ უკამყოფილო ხდები. შენ ამბობ: „თუ შენ უძირო ორმოში ჩამაგდებ, არც დაგიმოწმებ და არც შენთვის ვიტანჯები.“ განა ამით ჩემს წინააღმდეგ არ მიდიხარ? სარგებელს მოგიტანს ეს? ამდენი მადლი მოგეცი — ნუთუ დაგავიწყდა? თქვენ უარყავით და შეურაცხყავით ღვთის გული, რომელიც მოსიყვარულე დედის გულს ჰგავს; და რა შედეგი ექნება ამას თქვენთვის? არ დაგაძალებ, თუ ჩემთვის არ დაამოწმებ — მაგრამ უნდა იცოდე, რომ საბოლოოდ განადგურების სამიზნედ იქცევი. თუკი შენში დამოწმებას ვერ მოვიპოვებ, სხვა ადამიანებში მოვიხვეჭ მას. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ საბოლოოდ შენ ინანებ, და იმ დროს უკვე დიდი ხნის შთენილი იქნები უკუნში. მაშინ ვინ შეძლებს შენს გადარჩენას? ნუ იფიქრებ, რომ საქმე უშენოდ ვერ აღსრულდება — არც შენი ყოლაა დიდი მონაპოვარი და არც შენი არყოლაა დიდი დანაკლისი. ნუ მიაგებ საკუთარ თავს მეტისმეტ პატივს. თუ ჩემი მიმდევრობა არ გსურს, ეს იმას ნიშნავს, რომ ურჩი ხარ და შენში არაფერია სასურველი. თუ კარგი მოსაუბრე ხარ, განა ეს მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ჩემი საქმის მეშვეობით მოტანილი სიტყვებით აღიჭურვე? რა არის შენში შექების ღირსი? ნუ მისცემ წარმოსახვას საშუალებას, რომ გაგიტაცოს! თუ მე არ შემიძლია თქვენგან, მოაბის შთამომავლებისგან, დიდების მოპოვება, მე შევარჩევ მოაბის შთამომავალთა მეორე და მესამე ჯგუფს ჩემი საქმისათვის, იქამდე, ვიდრე დიდებას არ მოვიპოვებ. თუ ჩემი დამოწმობა არ გსურთ, მაშინ განვედით! ძალას არ დაგატანთ! ნუ იფიქრებთ, თითქოს თქვენს გარეშე ნაბიჯის გადადგმაც არ შემიძლია. ჩინეთის ამ მიწაზე ჩემი საქმისთვის შესაფერისი ობიექტების პოვნა ძალისხმევას არ მოითხოვს. ამ მიწაზე სხვა ვერაფერს იპოვი — ბილწი და გახრწნილი ადამიანები აბსოლუტურად ყველგან არიან, და ჩემი საქმე ყველგან შეიძლება აღსრულდეს. ნუ იქნებით ესოდენ ამაყნი! რაც უნდა ამაყობდე, განა კვლავ არ ხარ სიძვისაგან შობილი შვილი? შეხედეთ შენს ფასს — სხვა რა არჩევანი გაქვს? უბრალოდ შენთვის სიცოცხლეც რომ ნებადართულია, ეს უკვე უდიდესი ამაღლებაა, მაშ, რა უნდა გაამპარტავნებდეს ასე? ჩემი საქმის გარეშე, რომელიც ეპოქას ასრულებს, განა დიდი ხნის წინ არ ჩავარდებოდი ბუნებრივი და ადამიანური კატასტროფების შუაგულში? კიდევ შეგიძლია ასე კომფორტულად იცხოვრო? მაინც გამუდმებით კამათობ ამ საკითხზე. მას შემდეგ, რაც ვთქვი, რომ მოაბის შთამომავალი ხარ, მუდამ გაბუტული დადიხარ. შენ არ გაანათლებ საკუთარ თავს, არ კითხულობ ღვთის სიტყვას და ვერც ამა თუ იმ ადამიანს იტან. როცა ხედავ, რომ სხვები სწავლობენ და ნათლდებიან, ხელს უშლი და იმედგამაცრუებელ სიტყვებს ეუბნები. რამხელა თავხედობა გაქვს! შენ ამბობ: „რა განათლება შეიძლება ჰქონდეთ მოაბის შთამომავლებს? არ ვიწვალებ.“ განა ეს მხეცის სიტყვები არ არის? საერთოდ ადამიანად თუ ითვლები? ამდენი რამ ვთქვი, მაგრამ შენში ვერაფერს მივაღწიე. ნუთუ მთელი ეს საქმე ამაოდ გავაკეთე? ნუთუ მთელი ეს სიტყვები ამაოდ ვთქვი? ძაღლიც კი გააქიცინებდა კუდს; ასეთი ადამიანი ძაღლზე უარესია! ხარ კი ღირსი, ადამიანად იწოდებოდე? როცა მე მოაბის შთამომავლებზე ვლაპარაკობ, ზოგი ადამიანი შეგნებულად იმცირებს საკუთარ თავს. ისინი უწინდელისგან განსხვავებულად იმოსებიან, ისე ჩაბინძურებულები დადიან, რომ ადამიანსაც აღარ ჰგვანან, და ბუტბუტებენ: „მე მოაბის შთამომავალი ვარ. არად ვვარგივარ. კურთხევის მოპოვებაზე ფიქრიც კი ოცნებაა. განა შეუძლიათ მოაბის შთამომავლებს, რომ სრულქმნილნი იქნან?“ როგორც კი მოაბის შთამომავლებზე ვსაუბრობ, ადამიანების უმეტესობას იმედი ეკარგება; ისინი ამბობენ: „ღმერთი ამბობს, რომ ჩვენ მოაბის შთამომავლები ვართ — რას აღნიშნავს ეს? ყურადღება მიაქციეთ მის ტონს — ეს შეუქცევადია! მის სიტყვებში სიყვარული საერთოდ არ არის. განა ჩვენ განადგურების სამიზნეები არ ვართ?“ დაგავიწყდა, რაც უწინ ითქვა? ახლა შენ მხოლოდ ერთი რამ გახსოვს — „მოაბის შთამომავლები“? სინამდვილეში ბევრი სიტყვა გარკვეული ზემოქმედების მოსახდენად ითქმევა, მაგრამ ამავე დროს ისინი ფაქტების ჭეშმარიტებასაც ამჟღავნებენ. ადამიანების უმეტესობა ამას არ იჯერებს. არ გსურს, ჩემთვის ასე იტანჯო. გეშინია სიკვდილის და ყოველთვის გაქცევა გინდა. თუ წასვლა გსურს, არ დაგაძალებ დარჩენას, მაგრამ ვალდებული ვარ, მკაფიოდ გითხრა: ნუ იცხოვრებ მთელ სიცოცხლეს ფუჭად და ნუ დაივიწყებ იმას, რაც წარსულში გითხარი. როგორც შექმნილმა არსებამ, უნდა შეასრულო შექმნილი არსების მოვალეობა. ნუ მოიქცევი შენი სინდისის საწინააღმდეგოდ; ის, რაც უნდა გააკეთო, არის საკუთარი თავის მიძღვნა შემოქმედისთვის. მოაბის შთამომავლებიც შექმნილი არსებები არიან, მხოლოდ ისაა, რომ ისინი საპირისპირო ფონი და დაწყევლილები არიან. რაც უნდა იყო, მაინც შექმნილი არსება ხარ. არ იქნები შორს სიმართლისგან, თუ ასე იტყვი: „თუნდაც მოაბის შთამომავალი ვიყო, ღვთის იმხელა მადლი მივიღე, რომ ვალდებული ვარ, ცოტაოდენი სინდისი ვიქონიო. უბრალოდ ვაღიარებ ამას და ზედმეტად არ შევჩერდები მასზე. თუნდაც ამ ნაკადში ტანჯვამ მომიწიოს, ბოლომდე დავიტანჯები და თუ მოაბის შთამომავალი ვარ, დაე, იყოს ასე. მაინც ბოლომდე გავყვები!“ ბოლომდე უნდა გაჰყვე. თუ გაიქცევი, მაშინ მართლაც აღარ გექნება მომავალი — განადგურების გზაზე შედგამ ნაბიჯს.

კარგია, როცა თქვენს დასაბამს და წარმომავლობას აცნობიერებთ და ფაქტობრივი ჭეშმარიტების შეცნობა ამ საქმეს სასარგებლოდ ემსახურება. ამის გარეშე სასურველი შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული. ეს არის დაპყრობის საქმის ნაწილი და აუცილებელი ეტაპი ამ პროცესში. ეს ფაქტია. ეს საქმე გულისხმობს ადამიანთა სულების გაღვიძებას, მათი სინდისის გრძნობის გამოცოცხლებას და იმას, რომ მათ მიეცეთ ნება, ეს დიდი ხსნა მოიპოვონ. ვისაც სინდისი აქვს, მით უფრო უნდა მადლობდეს ღმერთს, როცა ხედავს, რომ მდაბალ მდგომარეობაშია. ისინი უნდა ჩაეჭიდონ ხელებით მის სიტყვებს, მაგრად მოეჭიდონ მის მიერ მინიჭებულ მადლს და თუნდაც მწარედ მოტირლებმა თქვან: „ჩვენი მდგომარეობა დაბალია და ამ ქვეყანაზე ვერაფერს მივაღწიეთ. არავინ შემოგვყურებს ჩვენ, მდაბიო ადამიანებს. საკუთარ სახლშიც გვდევნიან, ქმრები უარგვყოფენ, ცოლები გვლანძღავენ, შვილები ზემოდან გვიყურებენ, და როცა ვბერდებით, რძლებიც გვამცირებენ. ჩვენ მართლაც ბევრი ვიტანჯეთ, და ის, რომ ახლა ღვთის დიდ სიყვარულს ვეზიარებით, როგორი დიდი ბედნიერებაა! რომ არა ღმერთის მიერ გადარჩენა, როგორ შევძლებდით ადამიანის ტანჯვის ნათლად დანახვას? განა კვლავ ამ ცოდვაში არ გადავგვარდებოდით? განა ეს არ არის ღმერთის მიერ ჩვენი ამაღლება? მე ერთ-ერთი უმდაბლესი ადამიანი ვარ, და ღმერთმა ასე ამამაღლა. თუნდაც გავნადგურდე, მაინც უნდა მივუზღო მას სიყვარულისთვის. ღმერთი ჩვენზე მაღალი წარმოდგენის არის და ჩვენ, ასეთ მდაბიო ადამიანებს პირისპირ გველაპარაკება. ის ხელს მჭიდებს და მასწავლის. თავისი პირით მკვებავს. ჩემს გვერდით ცხოვრობს და ჩემთან ერთად იტანჯება. თუნდაც გამკიცხოს — რა მეთქმის? განა გაკიცხვაც ღმერთის მიერ ამაღლება არ არის? გაკიცხული ვარ, მაგრამ მისი სამართლიანობის დანახვა შემიძლია. სინდისის გარეშე ვერ ვიცხოვრებ — ღმერთის სიყვარულისთვის უნდა გადავიხადო. მეტჯერ აღარ შემიძლია ღმერთის წინააღმდეგ აჯანყება.“ ღმერთის სტატუსი და მისი იდენტობა ადამიანებისას არ ემთხვევა — მისი ტანჯვა იგივეა, მისი საჭმელი და სამოსიც იგივეა, მაგრამ ყველა ადამიანი პატივს სცემს მას, და ეს არის ერთადერთი განსხვავება. დანარჩენი, რასაც ის ეზიარება, განა ადამიანისას არ ჰგავს? მაშ, რა გაძლევთ უფლებას, ღმერთს სთხოვოთ, რომ თქვენთან გარკვეული წესით მოიქცეს? ღმერთმა ასეთი დიდი ტანჯვა დაითმინა და ასეთი დიდი საქმე აღასრულა, და თქვენ — ჭიანჭველებზე მდაბალნი, მატლებზე უმდაბლესნი — დღეს ესოდენ ამაღლდით. თუ არ შეგიძლია ღმერთს სიყვარულის სანაცვლოდ მიუზღო, სად არის შენი სინდისი? ზოგი გულით ამბობს: „ყოველ ჯერზე, როცა ღმერთის დატოვებაზე ვფიქრობ, თვალები ცრემლით მევსება და სინდისი მქენჯნის. ღმერთის წინაშე ვალში ვარ. ამას ვერ გავაკეთებ. ასე ვერ მოვექცევი მას. თუნდაც მოვკვდე და ჩემი სიკვდილით მის საქმეს დიდება მივანიჭო, კმაყოფილზე მეტი ვიქნები. სხვა შემთხვევაში, თუნდაც ვიცოცხლო, სიმშვიდეს ვერ ვიგრძნობ.“ ყური მიუგდეთ ამ სიტყვებს — ისინი აღწერენ მოვალეობას, რომელიც შექმნილმა არსებამ უნდა აღასრულოს. თუ ადამიანი ასეთ ხედვას ყოველთვის ატარებს საკუთარ თავში, შინაგანად ნათელი და მშვიდი იქნება; ამ საკითხებში დარწმუნებული იქნება. შენ იტყვი: „ღმერთი არ მვნებს მე და განზრახ არც დამცინის და არც მამცირებს. მართალია, მისი სიტყვები ზოგჯერ მკაცრია და გულს მწარედ ხვდება, მაგრამ ეს ჩემთვის არის.“ მართალია, იგი ასე მკაცრად ლაპარაკობს, მაგრამ იგი მაინც მიხსნის მე და მაინც ითვალისწინებს ჩემს სისუსტეებს. იგი ფაქტებს არ იყენებს ჩემს დასასჯელად. მე მჯერა, რომ ღმერთი ხსნაა“. თუ შენ ჭეშმარიტად ასეთი ხილვა გაქვს, გაქცევა აღარ მოგინდება. სინდისი აღარ გაგიშვებს, და მისი ქენჯნა გეტყვის, რომ ღმერთს ასე არ უნდა მოექცე. შენ ფიქრობ მთელ იმ მადლზე, რომელიც მიიღე. ამდენი სიტყვა მოისმინე ჩემგან — ნუთუ შეგეძლო ამაოდ გესმინა ისინი? არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიქცევა, შენ არ შეგიძლია. სხვა ადამიანებს არ სჯერათ, მაგრამ შენ უნდა გჯეროდეს. სხვა ადამიანები ტოვებენ ღმერთს, მაგრამ შენ უნდა დაიცვა ღმერთი და დაუმოწმო მას. სხვები ცილს სწამებენ ღმერთს, მაგრამ შენ არ შეგიძლია ასე მოიქცე. რაც უნდა მკაცრი იყოს ღმერთი შენ მიმართ, შენ მაინც მართლად უნდა მოიქცე მის წინაშე. უნდა აუნაზღაურო მას სიყვარული და უნდა გქონდეს სინდისი, რადგან ღმერთი უდანაშაულოა. იგი უკვე იტანჯა უდიდესი დამცირებით, როდესაც ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა, რათა ადამიანთა შორის ემუშავა. ის წმიდაა, ყოველგვარი ბიწის გარეშე. და როცა ბილწების ქვეყანაში მოვიდა, რამდენი დამცირება აიტანა? ის თქვენზე მუშაობს თქვენი გულისთვის. თუ მას უსინდისოდ მოექცევი, უმალ გიჯობს მოკვდე!

ამჟამად ადამიანების უმრავლესობას სწორედ ეს ხილვა აკლია; მათ არანაირად არ ძალუძთ, ჩასწვდნენ ამ საქმეს და არ იციან, საბოლოოდ რას უნდა მიაღწიოს ღმერთმა ამით. განსაკუთრებით მათ, ვისაც გონება აბნევიათ — თითქოს ლაბირინთში შევიდნენ და რამდენიმე ხვეულის შემდეგ გზა აებნათ. თუ მათ ღმერთის მართვის გეგმის მიზანს სრულად აუხსნი, აღარ დაიბნევიან. ბევრ ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს ამას, და სჯერა, რომ ღმერთის საქმე ადამიანების ტანჯვაა. ისინი ვერ იგებენ მისი საქმის სიბრძნეს და საოცრებებს, და ვერ ხვდებიან, რომ მისი საქმე მისი დიდებული ძალის გამოვლენა და, უფრო მეტიც, კაცობრიობის ხსნაა. ისინი ამ ყველაფერს ვერ ხედავენ; ისინი მხოლოდ იმას უყურებენ, აქვთ თუ არა რაიმე მომავალი, შეძლებენ თუ არა სამოთხეში შესვლას. ისინი ამბობენ: „ღვთის საქმე მუდამ ასეთი შემოვლითი გზით მიდის; ნეტავ პირდაპირ გეჩვენებინა ჩვენთვის შენი სიბრძნე. ასე არ უნდა გვტანჯავდე. ჩვენ მეტისმეტად მცირე სულიერი მონაცემები გვაქვს და ვერ ვიგებთ შენს განზრახვებს. კარგი იქნებოდა, პირდაპირ გელაპარაკა და პირდაპირ გემოქმედა. გინდა, რომ ჩვენ თავად გამოვიცნოთ, მაგრამ არ შეგვიძლია. რა კარგი იქნებოდა, თუ იჩქარებდი და ნებას დაგვრთავდი, გვეხილა შენი დიდება. რა საჭიროა საქმის კეთება ამდენი შემოვლითი გზებით?“ რაც ახლა ყველაზე მეტად გაკლიათ, ეს არის სინდისი. იქონიე მეტი სინდისი. ფართოდ გაახილე თვალები, რათა დაინახო, ვინ ასრულებს სინამდვილეში ამ საქმის თითოეულ ნაბიჯს. ნუ აკეთებ ნაჩქარევ დასკვნებს. ამჟამად, საუკეთესო შემთხვევაში, შენ მხოლოდ ზედაპირულ ასპექტებად გაქვს გაგებული ცხოვრების ის გზა, რომელიც უნდა გამოსცადო. ჯერ კიდევ ბევრი ჭეშმარიტებაა შენთვის გამოსაცდელი და შესაცნობი, ხოლო როცა დადგება ის დღე, როდესაც ამას სრულად გაიგებ, აღარ ილაპარაკებ ასე და აღარ დაიჩივლებ. აღარც ასე ადვილად მისცემ მოვლენებს განსაზღვრებებს. შენ იტყვი: „ღმერთი ასე ბრძენია, ღმერთი ასე წმიდაა, ღმერთი ასე ძლევამოსილია!“

წინა: როგორ მიიღწევა დაპყრობითი სამუშაოს მეორე ეტაპის შედეგები

შემდეგი: როგორ უნდა მოეკიდო შენს მომავალ მისიას?

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება