პეტრეს გამოცდილება: მისი ცოდნა გაკიცხვისა და განკითხვის შესახებ

როდესაც ღმერთი მას კიცხავდა, პეტრე ლოცულობდა: „ღმერთო! ჩემი ხორციელი სხეული ურჩია, შენ კი მკიცხავ და განმსჯი. ვხარობ შენს მიერ გაკიცხვითა და განკითხვით და თუნდაც არ გსურვარ, შენს სამსჯავროში ვხედავ შენს წმინდა და სამართლიან ხასიათს. როდესაც განმსჯი, თუ სხვები შეძლებენ შენს სამსჯავროში შენი სამართლიანი ხასიათის ხილვას, მაშინ კმაყოფილი ვარ. საკმარისია, თუ შენს სამსჯავროს ძალუძს შენი ხასიათის გამოხატვა და შენი სამართლიანი ხასიათის ყველა ქმნილებისთვის დანახვება და თუ მას შეუძლია, უფრო უბიწო გახადოს ჩემი გული, რომელსაც უყვარხარ, რათა შევძლო მართალი ადამიანის ხატის მიღწევა. შენი ეს სამსჯავრო კეთილია, რადგან ასეთია შენი კეთილი განზრახვა. ვიცი, რომ მე ჯერ კიდევ ძალიან ურჩი ვარ და არ ვარ ღირსი, წარვდგე შენს წინაშე. მსურს, კიდევ უფრო მეტად განმსაჯო. მტრულ გარემოში გამატარებ თუ დიდ გასაჭირში, რასაც არ უნდა აკეთებდე, მას ძვირფასად მივიჩნევ. შენი სიყვარული ესოდენ ღრმაა და მზად ვარ, უმცირესი წუწუნის გარეშე მივენდო შენს განგებას.“ აი, როგორი ცოდნა შეიძინა პეტრემ მას შემდეგ, რაც მან გამოსცადა ღვთის საქმე და ეს ასევე არის ღვთისადმი მისი სიყვარულის მოწმობა. ახლა, მას შემდეგ, რაც თქვენ დაპყრობილნი ხართ, როგორ გამოიხატება ეს დაპყრობა თქვენში? ზოგიერთი ამბობს: „ჩემი დაპყრობა ღვთის უდიდესი მადლი და ამაღლებაა. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ადამიანის ცხოვრება ფუჭი და უაზროა. თაობიდან თაობამდე ადამიანი თავის ცხოვრებას ფაციფუცში, შვილების გაჩენასა და აღზრდაში ატარებს და საბოლოოდ ხელცარიელი რჩება. დღეს მხოლოდ ღვთის მიერ დაპყრობის შემდეგ დავინახე, რომ ამგვარად ცხოვრებას არავითარი ღირებულება არ გააჩნია; ეს მართლაც უაზრო ცხოვრებაა. მირჩევნია, მოვკვდე და ყველაფერი დავასრულო!“ შეუძლია თუ არა ღმერთს ასეთი დაპყრობილი ადამიანების მოპოვება? შეუძლიათ მათ, გახდნენ ნიმუშები და ეტალონები? ასეთი ადამიანები ნეგატიურობის გაკვეთილს წარმოადგენენ; მათ არ გააჩნიათ მტკიცე ნება და არ ისწრაფვიან წინსვლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაპყრობილებად ითვლებიან, ასეთი ნეგატიური ადამიანების სრულყოფა შეუძლებელია. სიცოცხლის მიწურულს, მას შემდეგ, რაც იგი სრულყოფილი გახდა, პეტრემ თქვა: „ღმერთო! კიდევ რამდენიმე წელი რომ მეცხოვრა, ვისურვებდი, შენდამი უფრო უბიწო და ღრმა სიყვარულისთვის მიმეღწია.“ როდესაც ჯვარზე უნდა გაეკრათ, იგი გულში ლოცულობდა: „ღმერთო! შენი ჟამი დადგა; დადგა ჟამი, რომელიც შენ მომიმზადე. შენთვის უნდა ვეცვა ჯვარს, შენთვის უნდა გავცე ეს მოწმობა და ვიმედოვნებ, რომ ჩემი სიყვარული შეძლებს შენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და უფრო უბიწო გახდება. დღეს, ის, რომ შემიძლია შენთვის მოვკვდე და შენთვის გავეკრა ჯვარზე, ნუგეშსა და სიმშვიდეს მგვრის, რადგან შემიძლია შენთვის ვეცვა ჯვარს და შენი სურვილები დავაკმაყოფილო. საკუთარი თავის შენთვის მოძღვნა და ჩემი სიცოცხლის შენთვის შეწირვა უდიდეს კმაყოფილებას მანიჭებს. ღმერთო! შენ ესოდენ მშვენიერი ხარ! სიცოცხლის ნება რომ მოგეცა ჩემთვის, კიდევ უფრო მეტად მოვისურვებდი შენს შეყვარებას. სანამ ცოცხალი ვარ, მეყვარები. მსურს, უფრო ღრმად მიყვარდე. შენ განმსჯი, მკიცხავ და გამომცდი, რადგან არ ვარ მართალი, რადგან შევცოდე. და შენი სამართლიანი ხასიათი უფრო აშკარა ხდება ჩემთვის. ეს კურთხევაა ჩემთვის, რადგან შემიძლია, უფრო ღრმად მიყვარდე. მზად ვარ, ამგვარად მიყვარდე, თუნდაც არ გიყვარდე. მზად ვარ, ვიხილო შენი სამართლიანი ხასიათი, რადგან ეს მეხმარება, ცხოვრებაში გამოვავლინო აზრიანი ცხოვრება. მუდამ ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრება ახლა უფრო აზრიანია, რადგან შენი გულისთვის ვეცვი ჯვარს და შენთვის სიკვდილი აზრიანია. თუმცა მაინც არ ვგრძნობ კმაყოფილებას, რადგან ძალიან ცოტა ვიცი შენ შესახებ; ვიცი, რომ არ შემიძლია სრულად შევასრულო შენი სურვილები და ძალიან მცირედით მოგაგე სანაცვლოდ. ჩემს ცხოვრებაში ვერ შევძელი შენთვის სანაცვლოდ სრულად მომეგო; ამისგან ძალიან შორს ვარ. როდესაც ამ წუთას წარსულს ვუყურებ, თავს დიდად დავალებულად ვგრძნობ შენ წინაშე და მხოლოდ ეს წამი მაქვს, რათა გამოვისყიდო ყველა ჩემი შეცდომა და მთელი ის სიყვარული, რომელზეც სიყვარულითვე არ მიპასუხნია.“

ყველა ადამიანი უნდა ეძიებდეს, ჰქონდეს აზრიანი ცხოვრება და არ უნდა კმაყოფილდებოდეს თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით. მათ ცხოვრებაში უნდა გამოავლინონ პეტრეს ხატი და უნდა გააჩნდეთ პეტრეს ცოდნა და გამოცდილება. ისინი უნდა ისწრაფოდნენ იმისკენ, რაც უფრო მაღალი და ღრმაა. ისინი უნდა ისწრაფოდნენ ღვთის უფრო ღრმა, უბიწო სიყვარულისა და ისეთი ცხოვრებისკენ, რომელსაც გააჩნია ღირებულება და აზრი. მხოლოდ ეს არის სიცოცხლე; მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი პეტრეს მსგავსნი. ყურადღება უნდა გაამახვილო დადებითი კუთხით აქტიურ შესვლაზე; არ უნდა იყო ნეგატიური და არ უნდა მისცე საკუთარ თავს უკან დახევის უფლება იმის გამო, რომ დროებითი უზრუნველობით ხარ კმაყოფილი და ამავდროულად არ უნდა უგულებელყო უფრო ღრმა, უფრო დეტალური და უფრო პრაქტიკული ჭეშმარიტებანი. უნდა გაგაჩნდეს პრაქტიკული სიყვარული და უნდა იპოვო ყველა შესაძლო გზა, რათა თავი დააღწიო ამ დეგრადირებულ, უდარდელ ცხოვრებას, რომელიც არაფრით განსხვავდება ცხოველის არსებობისგან. უნდა გამოავლინო აზრიანი, ღირებული ცხოვრება; არ უნდა გაასულელო საკუთარი თავი და საკუთარ სიცოცხლეს სათამაშოსავით არ უნდა მოექცე. ყველასთვის, ვისაც გააჩნია მტკიცე ნება და უყვარს ღმერთი, არ არსებობს მიუღწეველი ჭეშმარიტებანი და არც ისეთი სამართლიანობა, რომლისთვისაც ისინი მტკიცედ დგომას ვერ შეძლებენ. როგორ უნდა იცხოვრო შენი ცხოვრებით? როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი და როგორ უნდა გამოიყენო ეს სიყვარული მისი განზრახვების შესასრულებლად? შენს ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაგაჩნდეს ამგვარი მტკიცე ნება და შეუპოვრობა და არ უნდა იყო ადვილად დასამორჩილებელი და სუსტი. უნდა ისწავლო, როგორ გამოსცადო აზრიანი ცხოვრება და აზრიანი ჭეშმარიტებანი და საკუთარ თავს ასე ზედაპირულად არ უნდა მოეპყრო. შენი ცხოვრება ჩაივლის ისე, რომ ვერც გააცნობიერებ; ამის შემდეგ, კვლავ გექნება ამგვარი შესაძლებლობა, გიყვარდეს ღმერთი? შეუძლია ადამიანს, უყვარდეს ღმერთი სიკვდილის შემდეგ? უნდა გაგაჩნდეს პეტრეს მსგავსი მტკიცე ნება და სინდისი; უნდა იცხოვრო აზრიანი ცხოვრებით და საკუთარ თავს არ უნდა ეთამაშო. როგორც ადამიანმა და როგორც პიროვნებამ, რომელიც ღმერთისკენ ისწრაფვის, გულდასმით უნდა განიხილო შენი ცხოვრება და ისე მიუდგე მას — უნდა დაფიქრდე, როგორ უნდა მიუძღვნა საკუთარი თავი ღმერთს, როგორ უნდა გქონდეს ღვთისადმი უფრო აზრიანი რწმენა და რადგან გიყვარს ღმერთი, როგორ უნდა გიყვარდეს იგი უფრო წმინდა, უფრო მშვენიერი და უფრო სათნო სიყვარულით., დღეს მხოლოდ იმით კი არ უნდა დაკმაყოფილდე, თუ როგორ უნდა იქნე დაპყრობილი, არამედ იმაზეც უნდა დაფიქრდე, როგორ განვლო შენ წინაშე გადაშლილი გზა. უნდა გეყოს სიმტკიცე და გამბედაობა სრულყოფილების მისაღწევად და არასოდეს მიიჩნიო საკუთარი თავი უმწეოდ განა შეიძლება ჭეშმარიტება უსამართლოდ მოექცეს ადამიანებს? განა შეიძლება ჭეშმარიტება განზრახ დაუპირისპირდეს ადამიანებს? თუ ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვი, განა შეიძლება მან დაგრთგუნოს? თუ სამართლიანობისთვის მტკიცედ დგახარ, განა ის წაგაქცევს? თუ სიცოცხლისკენ სწრაფვა მართლაც შენი მტკიცე ნებაა, განა სიცოცხლე გაგექცევა? თუ ჭეშმარიტების გარეშე ხარ, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ჭეშმარიტება უგულებელგყოფს, არამედ იმიტომ, რომ თავად გაურბიხარ ჭეშმარიტებას; თუ არ შეგიძლია სამართლიანობისთვის მტკიცედ დგომა, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ სამართლიანობაშია რაღაც ნაკლი, არამედ იმიტომ, რომ გჯერა, თითქოს სამართლიანობა ფაქტებს ამახინჯებს; თუ მრავალწლიანი სწრაფვის შემდეგ სიცოცხლე ვერ მოიპოვე, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ სიცოცხლე არ გექცევა სინდისიერად, არამედ იმიტომ, რომ თავად არ ექცევი სიცოცხლეს სინდისიერად და განდევნე იგი; თუ ნათელში ცხოვრობ, მაგრამ ნათელი ვერ მოიპოვე, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ნათელს არ ძალუძს შენი განათება, არამედ იმიტომ, რომ ყურადღება არ მიაქციე ნათლის არსებობას და ამიტომ ნათელი ჩუმად გაგეცალა. თუ არ ისწრაფვი, მაშინ მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ უსარგებლო ნაგავი ხარ, სიცოცხლის გამბედაობა გაკლია და არ გაგაჩნია სულისკვეთება, რათა წინ აღუდგე ბნელეთის ძალებს. მეტისმეტად ლაჩარი ხარ! არ შეგიძლია სატანის ძალების ალყისგან თავის დაღწევა და მხოლოდ ის გსურს, რომ შენი ცხოვრება ამგვარ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში გაატარო და უმეცრებაში მოკვდე. დაპყრობისკენ სწრაფვა არის ის, რასაც უნდა მიაღწიო; ეს შენი უპირობო ვალდებულებაა. თუ მხოლოდ დაპყრობით კმაყოფილდები, მაშინ შენ განდევნი ნათლის არსებობას. ჭეშმარიტებისთვის გასაჭირი უნდა დაითმინო, ჭეშმარიტებისთვის თავი უნდა გასწირო, ჭეშმარიტებისთვის დამცირება უნდა აიტანო და მეტი ჭეშმარიტების მოპოვების გულისთვის მეტი ტანჯვა უნდა გამოიარო. ეს არის ის, რაც უნდა გააკეთო. ოჯახური ჰარმონიით ტკბობის გულისთვის არ უნდა უარყო ჭეშმარიტება და დროებითი ტკბობის გამო არ უნდა დაკარგო მთელი ცხოვრების ღირსება და პატიოსნება. უნდა ისწრაფვოდე ყველაფრისკენ, რაც მშვენიერი და კეთილია, და უნდა ისწრაფვოდე ცხოვრებაში უფრო აზრიანი გზისკენ. თუ ასეთი ჩვეულებრივი და ამქვეყნიური ცხოვრებით ცხოვრობ და არ გაგაჩნია არავითარი მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვი, განა ეს შენი ცხოვრების ფლანგვა არ არის? რისი მოპოვება შეგიძლია ასეთი ცხოვრებიდან? ერთი ჭეშმარიტების გულისთვის უნდა უარყო ყოველგვარი ხორციელი ტკბობა და მცირედი ტკბობის გამო არ უნდა გადააგდო ყველა ჭეშმარიტება. ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ პატიოსნება და ღირსება; მათ არსებობას აზრი არ აქვს!

ღმერთი კიცხავს და განსჯის ადამიანს, რადგან ამას მისი საქმე მოითხოვს და, მით უმეტეს, იმიტომ, რომ ეს ადამიანს სჭირდება. ადამიანს სჭირდება გაკიცხვა და განკითხვა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას ღვთისადმი სიყვარულის მიღწევა. დღეს თქვენ სრულად ხართ დარწმუნებულნი, მაგრამ როდესაც უმცირეს დაბრკოლებას აწყდებით, გასაჭირში ვარდებით; თქვენი სულიერი ზრდა ჯერ კიდევ მეტისმეტად მცირეა და კვლავ გჭირდებათ ამგვარი გაკიცხვისა და განკითხვის მეტად გამოცდა, რათა უფრო ღრმა ცოდნას მიაღწიოთ. დღეს თქვენ მეტ-ნაკლებად გაგაჩნიათ მცირედი ღვთისმოშიში გული, გეშინიათ ღვთის და იცით, რომ იგი ჭეშმარიტი ღმერთია, მაგრამ არ გაქვთ მისდამი დიდი სიყვარული, მით უმეტეს, არ მიგიღწევიათ უბიწო სიყვარულისთვის; თქვენი ცოდნა მეტისმეტად ზედაპირულია და თქვენი სულიერი ზრდა კვლავაც ნაკლოვანია. როდესაც ჭეშმარიტად აწყდებით რაიმე გარემოებას, თქვენ კვლავაც არ გაქვთ გაცემული მოწმობა, გაქვთ მეტისმეტად მცირე დადებითი შესვლა და წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ განახორციელოთ ეს პრაქტიკაში. ადამიანთა უმეტესობა ნეგატიური და პასიურია; მათ მხოლოდ ფარულად უყვართ ღმერთი თავიანთ გულებში, მაგრამ არ გააჩნიათ პრაქტიკის გზა და არც ის იციან ნათლად, თუ რა არის მათი მიზნები. ისინი, ვინც სრულყოფილნი გახდნენ, არა მხოლოდ ფლობენ ნორმალურ ადამიანობას, არამედ გააჩნიათ ჭეშმარიტებანი, რომლებიც აღემატება სინდისის საზომს და უფრო მაღლა დგას, ვიდრე სინდისის სტანდარტები. ისინი არა მხოლოდ თავიანთ სინდისს იყენებენ იმისთვის, რომ ღვთის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხონ , არამედ მეტიც, მათ შეიცნეს ღმერთი და დაინახეს, რომ ღმერთი მშვენიერია, რომ იგი ღირსია ადამიანის სიყვარულისა, რომ ღმერთში ესოდენ ბევრი რამ არის შესაყვარებელი და ადამიანს არ ძალუძს, არ უყვარდეს იგი. სრულყოფილთა სიყვარული ღვთისადმი მათივე პირადი მტკიცე ნების აღსრულებას ემსახურება. მათი სიყვარული თავისთავადია, სიყვარული, რომელიც სანაცვლოდ არაფერს ითხოვს და რომელიც არ წარმოადგენს გარიგებას. მათ უყვართ ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ მისი შეცნობის გამო. ასეთი ადამიანები არ დაგიდევენ, მოჰფენს თუ არა ღმერთი მათ მადლს და მხოლოდ ღვთის დაკმაყოფილებით არიან კმაყოფილნი. ისინი არ ევაჭრებიან ღმერთს პირობებზე და არც სინდისით ზომავენ ღვთისადმი თავიანთ სიყვარულს: „შენ მომეცი, ამიტომ სანაცვლოდ მეც მიყვარხარ; თუ შენ არ მომცემ, მაშინ არც მე მაქვს შენთვის სანაცვლოდ რამე.“ ისინი, ვინც სრულყოფილნი გახდნენ, მუდამ ასე მიიჩნევენ: „ღმერთი შემოქმედია და იგი ამ საქმეს ჩვენზე აღასრულებს. რადგან მაქვს სრულყოფის ეს შესაძლებლობა, პირობა და საჭირო ცოდნა, უნდა ვისწრაფვოდე იმისკენ, რომ მქონდეს აზრიანი ცხოვრება და დავაკმაყოფილო ღმერთი.“ ეს ზუსტად ისაა, რაც პეტრემ გამოსცადა: როდესაც ყველაზე მეტად უძლური იყო, ღმერთს ლოცვით მიმართა და თქვა: „ღმერთო! იცი, რომ დროისა და ადგილის მიუხედავად, მუდამ მენატრები და სადაც არ უნდა ვიყო ან რა დროც არ უნდა იყოს, მსურს მიყვარდე, თუმცა ჩემი სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა, მეტისმეტად სუსტი და უძლური ვარ, ჩემი სიყვარული მეტისმეტად შეზღუდულია და ჩემი გულწრფელობა შენ მიმართ მეტისმეტად მწირია. შენს სიყვარულთან შედარებით უბრალოდ სიცოცხლის ღირსიც არ ვარ. მხოლოდ ის მსურს, რომ ჩემმა ცხოვრებამ ფუჭად არ ჩაიაროს და არა მხოლოდ შევძლო შენს სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხო, არამედ მეტიც, მთლიანად შენ მოგიძღვნა ყველაფერი, რაც გამაჩნია. თუ შევძლებ შენს დაკმაყოფილებას, მაშინ, როგორც ქმნილება, სულის სიმშვიდეს მოვიპოვებ და მეტს აღარაფერს ვითხოვ. თუმცა ახლა სუსტი და უძლური ვარ, არ დავივიწყებ შენს მითითებებს და არ დავივიწყებ შენს სიყვარულს. ახლა მეტს არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ შენს სიყვარულს სიყვარულითვე ვპასუხობ. ღმერთო, თავს საშინლად ვგრძნობ! როგორ შემიძლია დაგიბრუნო გულში არსებული სიყვარული, როგორ შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც ძალმიძს, რათა შევასრულო შენი სურვილები და შემოგწირო ყველაფერი, რაც გამაჩნია? იცი ადამიანის სისუსტე; როგორ შემიძლია ვიყო შენი სიყვარულის ღირსი? ღმერთო! იცი, რომ მცირე სულიერი ზრდა მაქვს და ჩემი სიყვარული მეტისმეტად მწირია. როგორ შემიძლია, მაქსიმუმი გავიღო ამგვარ გარემოში? ვიცი, რომ სიყვარულითვე უნდა ვუპასუხო შენს სიყვარულს, ვიცი, რომ უნდა მოგიძღვნა ყველაფერი, რაც გამაჩნია, მაგრამ დღეს ჩემი სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა. გთხოვ, მომცე ძალა და რწმენა, რათა უფრო მეტად შევძლო შენთვის უბიწო სიყვარულის მოძღვნა, შენთვის ყველაფრის მოძღვნა, რაც გამაჩნია, და არა მხოლოდ შევძლო შენს სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხო სიყვ, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია, გამოვცადო შენს მიერ გაკიცხვა, განკითხვა, განსაცდელი და კიდევ უფრო მკაცრი წყევლაც კი. შენ დამანახე შენი სიყვარული და არ შემიძლია, არ მიყვარდე; და თუმცა დღეს სუსტი და უძლური ვარ, როგორ შემიძლია შენი დავიწყება? შენმა სიყვარულმა, გაკიცხვამ და განკითხვამ შემაცნობინა შენი თავი, თუმცა ასევე ვგრძნობ, რომ არ შემიძლია, შენს სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხო, რადგან ესოდენ დიადი ხარ. როგორ შემიძლია, შემოქმედს მივუძღვნა ყველაფერი, რაც გამაჩნია?“ ასეთი იყო პეტრეს თხოვნა, თუმცა მისი სულიერი ზრდა ნაკლოვანი იყო. ამ წუთას გრძნობდა, თითქოს გულში დანას უტრიალებდნენ. იტანჯებოდა; არ იცოდა, რა გაეკეთებინა ასეთ მდგომარეობაში. თუმცა მაინც განაგრძობდა ლოცვას: „ღმერთო! ადამიანის სულიერი ზრდა ბავშვურია, მისი სინდისი სუსტია და ერთადერთი, რისი მიღწევაც შემიძლია, შენს სიყვარულს იყვარულითვე ვუპასუხო.. დღეს არ ვიცი, როგორ დავაკმაყოფილო შენი განზრახვები და მხოლოდ ის მსურს, გავაკეთო ყველაფერი, რაც ძალმიძს, გავიღო ყველაფერი, რაც მაქვს და მთლიანად შენ მოგიძღვნა ყველაფერი, რაც გამაჩნია. ჩემი განკითხვისა დაგაკიცხვის მიუხედავად, იმის მიუხედავად, მაძლევ რამეს თუ მართმევ, გთხოვ, ისე მაქციო, რომ შენ მიმართ ცოტაც არ დავიწუწუნო. ბევრჯერ, როდესაც მკიცხავდი და განმსჯიდი, გულში მუდამ ვწუწუნებდი და არ შემეძლო უბიწოების მიღწევა ან შენი სურვილების დაკმაყოფილება. შენს სიყვარულს იძულებით ვპასუხობდი სიყვარულით ა და ამ წუთას საკუთარი თავი კიდევ უფრო მეტად მძულს.“ პეტრე ამგვარად სწორედ იმიტომ ლოცულობდა, რომ ღვთისადმი უფრო უბიწო სიყვარულს ეძიებდა. იგი ეძიებდა და ევედრებოდა, და, მით უმეტეს, საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ღვთის წინაშე თავის ცოდვებს აღიარებდა. თავს ღვთის წინაშე დავალებულად გრძნობდა და საკუთარი თავი სძულდა, თუმცა ასევე ოდნავ სევდიანი და ნეგატიური იყო. მუდამ ასე გრძნობდა, თითქოს არ შეეძლო ღვთის განზრახვების შესრულება და მაქსიმუმის გაღება. ასეთ მდგომარეობაში, პეტრე მაინც ისწრაფვოდა იობის რწმენისკენ. მან დაინახა, რაოდენ დიდი იყო იობის რწმენა, რადგან იობი ხედავდა, რომ ყველაფერი, რაც გააჩნდა, ღვთის მიერ იყო ბოძებული და სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ღმერთს მისთვის ყველაფერი წაერთმია, რომ ღმერთი მისცემდა მას, ვისაც ისურვებდა — ასეთი იყო ღვთის სამართლიანი ხასიათი. იობი არ წუწუნებდა და მაინც შეეძლო ღვთის განდიდება. პეტრე ასევე იცნობდა საკუთარ თავს და გულში ლოცულობდა: „დღეს არ უნდა დავკმაყოფილდე იმით, რომ შენი სიყვარულს ჩემი სინდისით ვუპასუხო და იმით, თუ რამდენ სიყვარულს გიბრუნებ, რადგან ჩემი ფიქრები მეტისმეტად გახრწნილია და არ შემიძლია შენი, როგორც შემოქმედის დანახვა. რადგან ჯერ კიდევ არ ვარ ღირსი, რომ მიყვარდე, მთლიანად შენ უნდა მოგიძღვნა ყველაფერი, რაც გამაჩნია და ეს ნებაყოფლობით გავაკეთო; უნდა შევიცნო ყველაფერი, რაც მოიმოქმედე და არ გავაკეთო საკუთარი არჩევანი; უნდა ვიხილო შენი სიყვარული და შევძლო შენი ქება და შენი წმინდა სახელის განდიდება, რათა ჩემ მეშვეობით დიდი დიდება მოიპოვო. მზად ვარ, მტკიცედ ვიდგე ამ მოწმობაში შენთვის. ღმერთო! შენი სიყვარული ესოდენ ძვირფასი და მშვენიერია; როგორ შემიძლია, ვისურვო ბოროტის ხელში ცხოვრება? განა შენ მიერ არ ვარ შექმნილი? როგორ შემიძლია, ვიცხოვრო სატანის ბატონობის ქვეშ? მირჩევნია, მთელი ჩემი არსება შენს გაკიცხვას ითმენდეს, ვიდრე ბოროტის ბატონობის ქვეშ ვიცხოვრო. მზად ვარ, შევწირო ჩემი სხეული და გული შენს განკითხვასა და გაკიცხვას, ოღონდაც განვიწმინდო და შევძლო, მთლიანად შენ მოგიძღვნა თავი, რადგან მეზიზღება სატანა და არ მსურს მისი ბატონობის ქვეშ ცხოვრება. ჩემი განკითხვის მეშვეობით შენ გამოხატავ შენს სამართლიან ხასიათს; სრულიად მზად ვარ და საერთოდ არ ვწუწუნებ. სანამ შევძლებ ქმნილების მოვალეობის შესრულებას, მზად ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება შენს მიერ ჩემი განკითხვის თანხლებით წარიმართოს, რათა ამით შევიცნო შენი სამართლიანი ხასიათი და გავთავისუფლდე ბოროტის გავლენისგან.“ პეტრე მუდამ ასე ლოცულობდა, მუდამ ასე ეძიებდა და შედარებით მაღალ დონეს მიაღწია. მან არა მხოლოდ შეძლო ღვთის სიყვარულიზე სიყვარულითვე ეპასუხა, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეასრულა თავისი, როგორც ქმნილების, მოვალეობა. მას არა მხოლოდ არ ადანაშაულებდა საკუთარი სინდისი, არამედ სინდისის სტანდარტებზე მაღლაც კი დადგა. მისი ლოცვები კვლავაც აღწევდა ღმერთამდე ისე, რომ მისი მტკიცე ნება სულ უფრო ძლიერდებოდა და სულ უფრო მეტად ფლობდა ღვთისმოყვარე გულს. თუმცა საშინელი ტკივილით იტანჯებოდა, მაინც არ ივიწყებდა ღვთისადმი სიყვარულს და კვლავაც ეძიებდა, მოეპოვებინა ღვთის განზრახვების გაგების უნარი. ლოცვისას მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „მეტი არაფრისთვის მიმიღწევია გარდა იმისა, რომ შენს სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხო . არ გამიცია მოწმობა შენთვის სატანის წინაშე, არ გავთავისუფლებულვარ სატანის გავლენისგან და კვლავაც ხორციელი სურვილებით ვცხოვრობ. მსურს, გამოვიყენო ჩემი სიყვარული სატანის დასამარცხებლად, მის შესარცხვენად და ამგვარად შენი განზრახვების დასაკმაყოფილებლად. მსურს, მთლიანად შენ მოგიძღვნა თავი, უმცირესი ნაწილიც კი არ დავუთმო სატანას, რადგან სატანა შენი მტერია.“ რაც უფრო მეტად ეძიებდა იგი ამ მიმართულებით, მით უფრო მეტად აღივსებოდა გრძნობებით და მით უფრო იზრდებოდა მისი ცოდნა ამ საკითხების შესახებ. გაუცნობიერებლად მიხვდა, რომ უნდა გათავისუფლებულიყო სატანის გავლენისგან და მთლიანად ღმერთისთვის მიეძღვნა თავი. ასეთი იყო დონე, რომელსაც მან მიაღწია. იგი სცდებოდა სატანის გავლენას, თავისუფლდებოდა ხორციელი ტკბობისა და მიდრეკილებებისგან და მზად იყო, უფრო მეტად გამოეცადა ღვთის მიერ გაკიცხვაც და განკითხვაც. მან თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ შენს მიერ გაკიცხვა და განკითხვა დამატყდა თავს, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს, მაინც არ მსურს სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრება, მაინც არ მსურს ისეთი ცხოვრებით ცხოვრება, სადაც სატანა გამასულელებს. შენი წყევლის ქვეშ ცხოვრებას ბედნიერებად მივიჩნევ, ხოლო სატანის კურთხევით ცხოვრებას — ტანჯვად. მიყვარხარ, როდესაც შენ განმიკითხავ და ეს ჩემს გულს უდიდესი სიხარულით ავსებს. შენს მიერ გაკიცხვა და განკითხვა სამართლიანობა და სიწმინდეა; ეს ჩემს განსაწმენდად და, მით უმეტეს, ჩემს გადასარჩენადაა. მირჩევნია, მთელი ცხოვრება შენ განმიკითხავდე და შენი მზრუნველობა მივიღო, ვიდრე ერთი წამით მაინც ვიცხოვრო სატანის ბატონობის ქვეშ. მსურს, შენ მიერ განვიწმინდო; თუნდაც ტანჯვა განვიცადო, არ მსურს, სატანამ გამომიყენოს და გამაბრიყვოს. მე, ეს ქმნილება, შენ უნდა გამომიყენო, შენ უნდა გეკუთვნოდე; ასევე შენ უნდა განმსაჯო, შენ უნდა გამკიცხო და შენ უნდა დამწყევლო კიდეც. ჩემი გული ხარობს, როდესაც მზად ხარ, მაკურთხო, რადგან ვიხილე შენი სიყვარული. შენ შემოქმედი ხარ, მე კი — ქმნილება: არ უნდა გიღალატო და არ უნდა ვიცხოვრო სატანის ბატონობის ქვეშ და არც სატანამ უნდა გამომიყენოს. შენი ცხენი ან ხარი უნდა ვიყო, ნაცვლად იმისა, რომ სატანისთვის ვიცხოვრო. მირჩევნია, ,მთელი ცხოვრება შენ მკიცხავდე და ხორციელ ნეტარებას არ განვიცდიდე; ეს სიამოვნებას მომანიჭებდა მაშინაც კი, თუ შენს მადლს დავკარგავდი. თუმცა შენი მადლი ჩემზე არ გადმოვიდოდა, მაინც მივიღებდი სიამოვნებას შენს მიერ გაკიცხვისა და განკითხვისგან. ეს შენი საუკეთესო კურთხევაა, შენი უდიდესი მადლი. თუმცა მუდამ დიდებული და რისხვით აღსავსე ხარ ჩემ მიმართ, მაინც არ ძალმიძს შენი მიტოვება და მაინც არ ძალმიძს, საკმარისად მიყვარდე. მირჩევნია, შენს სახლში ვიცხოვრო, შენ მიერ ვიყო დაწყევლილი, გაკიცხული და განგმირული, ვიდრე სატანის ბატონობის ქვეშ ვიყო ან ვიფაციფუცო და მხოლოდ ხორცისთვის დავიტვირთო თავი ან მით უმეტეს, ხორცისთვის ვიცხოვრო.“ პეტრეს სიყვარული უბიწო სიყვარული იყო. ეს არის სრულყოფის გამოცდილება და სრულყოფის უმაღლესი დონე; არ არსებობს ამაზე უფრო აზრიანი ცხოვრება. მან მიიღო ღვთის მიერ გაკიცხვა და განკითხვა, აფასებდა ღვთის სამართლიანი ხასიათს და პეტრესთვის ამაზე ძვირფასი არაფერი იყო. მან თქვა: „სატანა მატერიალურ ტკბობას მაძლევს, მაგრამ მე მას არ ვაფასებ. ღვთის მიერ გაკიცხვა და განკითხვა მატყდება თავს — ამას მადლად, ტკბობის წყაროდ და კურთხევად მივიჩნევ. ღვთის მიერ განკითხვა რომ არა, არასოდეს მეყვარებოდა ღმერთი, კვლავ სატანის ბატონობის ქვეშ ვიცხოვრებდი და კვლავ სატანის მიერ ვიქნებოდი კონტროლირებული და მის მარწუხებში მოქცეული. ასე რომ ყოფილიყო, არასოდეს გავხდებოდი ნამდვილი ადამიანი, რადგან არ შემეძლებოდა ღვთის დაკმაყოფილება და ვერ შევძლებდი, მთლიანად ღმერთისთვის მიმეძღვნა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ მაკურთხებს, მტოვებს შინაგანი ნუგეშის გარეშე, თითქოს ჩემს შიგნით ცეცხლი გიზგიზებს, არ მაქვს არც სიმშვიდე და არც სიხარული და მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მიერ გაკიცხვა და წვრთნა არასოდეს მშორდება, ღვთის მიერ გაკიცხვასა და განკითხვაში შემიძლია ვიხილო მისი სამართლიანი ხასიათი. ამით ვხარობ; ცხოვრებაში არ არსებობს ამაზე უფრო ღირებული ან აზრიანი რამ. თუმცა მისი მფარველობა და მზრუნველობა დაუნდობელ გაკიცხვად, განკითხვად, წყევლად და განგმირვად იქცა, მაინც ვპოულობ ტკბობას ამ ყველაფერში, რადგან მათ შეუძლიათ, უკეთ განმწმინდონ და შემცვალონ, დამაახლოვონ ღმერთთან, უფრო მეტად შემძინონ ღვთისადმი სიყვარულის უნარი და უფრო უბიწო გახადონ ჩემი სიყვარული ღვთისადმი. ეს მეხმარება, შევასრულო ჩემი, როგორც ქმნილების, მოვალეობა, მივყავარ ღმერთთან, მაშორებს სატანის გავლენას და განაპირობებს იმას, რომ აღარ ვემსახურები სატანას. როდესაც აღარ ვიცხოვრებ სატანის ბატონობის ქვეშ და შევძლებ, ღმერთს მივუძღვნა ყველაფერი, რაც გამაჩნია და რისი გაკეთებაც შემიძლია, ისე, რომ არაფერი დავიტოვო — სწორედ მაშინ ვიქნები სრულად კმაყოფილი. სწორედ ღვთის მიერ გაკიცხვამ და განკითხვამ გადამარჩინა და ჩემი ცხოვრება განუყოფელია ღვთის მიერ გაკიცხვისა და განკითხვისგან. ჩემთვის დედამიწაზე ცხოვრება იგივეა, რაც სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრება და ღვთის მიერგაკიცხვისა და განკითხვის მზრუნველობა და მფარველობა რომ არა, მუდამ სატანის ბატონობის ქვეშ ვიცხოვრებდი; მით უმეტეს, არ მექნებოდა შესაძლებლობა ან საშუალება, აზრიანი ცხოვრებით მეცხოვრა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთის მიერ გაკიცხვა და განკითხვა არასოდეს მტოვებს და მაძლევს საშუალებას, მუდმივად განვიწმინდო ღვთის მიერ და როდესაც ღვთის მკაცრი სიტყვები, სამართლიანი ხასიათი და დიდებული განკითხვა ჩემთანაა, ვიღებ უდიდეს მფარველობას, ვიწყებ ნათელში ცხოვრებას და ვიღებ ღვთის კურთხევას. იმის უნარი, რომ განვიწმინდო, გავთავისუფლდე სატანისგან და ვიცხოვრო ღვთის ხელმწიფების ქვეშ — ეს არის უდიდესი კურთხევა ჩემს ცხოვრებაში.“ ეს არის ის უდიდესი მწვერვალი, რომელსაც პეტრემ თავის გამოცდილებაში მიაღწია.

ეს ზუსტად ის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანმა უნდა მიაღწიოს მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდება. თუ ამდენს ვერ მიაღწევ, მაშინ ვერ შეძლებ ცხოვრებაში გამოავლინო აზრიანი არსებობა. ადამიანი ხორციელად ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ადამიანთა ჯოჯოხეთში ცხოვრობს; ღვთის მიერ განკითხვისა და გაკიცხვის გარეშე, ადამიანი სატანასავით ბინძურია. როგორ შეიძლება ადამიანი წმინდა იყოს? პეტრეს სწამდა: ღვთის მიერ გაკიცხვა და განკითხვა ადამიანის საუკეთესო მფარველობა და უდიდესი მადლია. მხოლოდ ღვთის მიერ გაკიცხვითა და განკითხვით შეუძლია ადამიანს გამოფხიზლდეს და შეიძულოს ხორცი და სატანა. ღვთის მკაცრი წვრთნა ათავისუფლებს ადამიანს სატანის გავლენისგან, ათავისუფლებს მას საკუთარი პატარა სამყაროსგან და აძლევს საშუალებას, იცხოვროს ღვთის ნათელში. არ არსებობს გაკიცხვასა და განკითხვაზე უკეთესი ხსნა! პეტრე ლოცულობდა: „ღმერთო! სანამ მკიცხავ და განმსჯი, მეცოდინება, რომ არ მიგიტოვებივარ. თუნდაც არ მომცე სიხარული ან სიმშვიდე, ტანჯვაში მაცხოვრო და უთვალავი გვემა დამატეხო თავს, სანამ არ მიმატოვებ, ჩემი გული მშვიდად იქნება. დღეს შენს მიერ ჩემი გაკიცხვა და განკითხვა ჩემს საუკეთესო მფარველობად და უდიდეს კურთხევად იქცა. მადლი, რომელსაც მაძლევ, მიცავს. დღეს შენ მადლს მანიჭებ და ეს მადლი შენი სამართლიანი ხასიათის გაცხადებაა, ეს არის გაკიცხვა და განკითხვა; მით უმეტეს, ეს არის განსაცდელი და ტანჯული ცხოვრება.“ პეტრემ შეძლო ხორციელი ტკბობის უარყოფა და უფრო ღრმა სიყვარულისა და უფრო დიდი მფარველობის ძიება, რადგან მან ესოდენ დიდი მადლი მიიღო ღვთის მიერ გაკიცხვისა და განკითხვისგან. თავის ცხოვრებაში, თუ ადამიანს სურს განიწმინდოს და მიაღწიოს ხასიათის ცვლილებებს, თუ სურს ცხოვრებაში გამოავლინოს აზრიანი არსებობა და შეასრულოს თავისი, როგორც ქმნილების, მოვალეობა, მაშინ მან უნდა მიიღოს ღვთის მიერ გაკიცხვა და განკითხვა და არ უნდა დაუშვას, რომ ღვთის მიერ წვრთნა და განგმირვა მოშორდეს მას, რათა გათავისუფლდეს სატანის მანიპულირებისა და გავლენისგან და იცხოვროს ღვთის ნათელში. იცოდე, რომ ღვთის მიერ გაკიცხვა და განკითხვა არის ნათელი და ადამიანის ხსნის ნათელი, რომ არ არსებობს ადამიანისთვის ამაზე უკეთესი კურთხევა და არც უფრო დიდი მადლი ან უკეთესი მფარველობა. ადამიანი სატანის გავლენის ქვეშ ცხოვრობს და ხორციელად არსებობს; თუ იგი არ განიწმინდება და არ მიიღებს ღვთის მფარველობას, მაშინ ადამიანი სულ უფრო მეტად გახრწნილი გახდება. თუ მას სურს, უყვარდეს ღმერთი, მაშინ იგი უნდა განიწმინდოს და გადარჩეს. პეტრე ლოცულობდა: „ღმერთო, როდესაც კეთილად მეპყრობი, ვხარობ და ნუგეშს ვგრძნობ; როდესაც მკიცხავ, კიდევ უფრო დიდ ნუგეშსა და სიხარულს ვგრძნობ. თუმცა სუსტი ვარ და ენით აღუწერელი ტანჯვა გადავიტანე, თუმცა ცრემლები მდის და სევდიანი ვარ, შენ იცი, რომ ეს სევდა ჩემი ურჩობისა და ჩემი სისუსტის გამოა. ვტირი, რადგან არ შემიძლია შენი განზრახვების შესრულება, ვგრძნობ სევდასა და სინანულს, რადგან არასაკმარისი ვარ შენი მოთხოვნებისთვის, მაგრამ მზად ვარ, მივაღწიო ამ დონეს, მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც ძალმიძს, რათა დაგაკმაყოფილო. შენს მიერ გაკიცხვა ჩემს მფარველობად და საუკეთესო ხსნად იქცა; შენს მიერ განკითხვა აღემატება შენს შემწყნარებლობასა და მოთმინებას. შენს მიერ გაკიცხვისა და განკითხვის გარეშე, ვერ გავიხარებდი შენი წყალობითა და სიკეთით. დღეს კიდევ უფრო მეტად ვხედავ, რომ შენი სიყვარული ზეცას აღემატება და ყველაფერზე მაღლა დგას. შენი სიყვარული მხოლოდ წყალობა და სიკეთე არ არის; უფრო მეტიც, ეს არის გაკიცხვა და განკითხვა. ესოდენ ბევრი რამ მივიღე შენს მიერ გაკიცხვისა და განკითხვისგან. შენს მიერ გაკიცხვისა და განკითხვის გარეშე, ვერცერთი ადამიანი ვერ განიწმინდებოდა და ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებდა შემოქმედისგან მომდინარე სიყვარულის გამოცდას. თუმცა ასობით განსაცდელი და გასაჭირი გადავიტანე და სიკვდილსაც კი ძლივს გადავურჩი, მათ საშუალება მომცეს, ჭეშმარიტად შემეცანი და უდიდესი ხსნა მომეპოვებინა. შენს მიერ გაკიცხვა, განკითხვა და წვრთნა რომ არ განმეცადა, მაშინ სიბნელეში ვიცხოვრებდი, სატანის ბატონობის ქვეშ. რა სარგებელი მოაქვს ადამიანის ხორცს? შენს მიერ გაკიცხვა და განკითხვა რომ არ განმეცადა, ეს ისე იქნებოდა, თითქოს შენმა სულმა მიმატოვა, თითქოს აღარ იყავი ჩემთან. ასე რომ ყოფილიყო, როგორ გავაგრძელებდი სიცოცხლეს? შენ მომივლინე ავადმყოფობა და წამართვი თავისუფლება, მე კი შევძელი სიცოცხლის გაგრძელება, მაგრამ ოდესმე რომ შეგეწყვიტა ჩემი გაკიცხვა და განკითხვა , სიცოცხლის გაგრძელების არავითარი გზა არ მექნებოდა. შენს მიერ გაკიცხვისა და განკითხვის გარეშე რომ ვყოფილიყავი, შენს სიყვარულს დავკარგავდი. შენი სიყვარული მეტისმეტად ღრმაა საიმისოდ, რომ სიტყვებით გადმოვცე. შენი სიყვარულის გარეშე სატანის ბატონობის ქვეშ ვიცხოვრებდი და ვერ შევძლებდი შენი დიდებული სახის ხილვას. როგორ გავაგრძელებდი სიცოცხლეს? ძლივს შევძლებდი ასეთ სიბნელეში, ასეთ ცხოვრებაში გაძლებას. შენი ჩემთან ყოფნა შენს ხილვას ჰგავს, ამიტომ როგორ შემიძლია შენი მიტოვება? მთელი გულწრფელობით გევედრები, გთხოვ, არ წამართვა ჩემი უდიდესი ნუგეში, თუნდაც ეს მხოლოდ შენი მანუგეშებელი სიტყვების მცირედი ნაწილი იყოს. მე გავიხარე შენი სიყვარულით და დღეს არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა; როგორ შეიძლება, არ მიყვარდე? შენი სიყვარულის გამო ბევრი სევდის ცრემლი დავღვარე, თუმცა მუდამ ვგრძნობდი, რომ ასეთი ცხოვრება უფრო აზრიანია, უფრო მეტად შეუძლია ჩემი გამდიდრება, ჩემი შეცვლა და უფრო მეტად მაძლევს საშუალებას, მოვიპოვო ჭეშმარიტება, რომელიც ქმნილებებს უნდა გააჩნდეთ.“

ადამიანის მთელი ცხოვრება სატანის ბატონობის ქვეშ მიმდინარეობს და არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია სატანის გავლენისგან გათავისუფლება. ყველა ბინძურ სამყაროში ცხოვრობს, გახრწნილებასა და სიცარიელეში, უმცირესი აზრისა თუ ღირებულების გარეშე; ისინი ასეთი თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობენ ხორცისთვის, ვნებისთვის და სატანისთვის. მათ არსებობას უმცირესი ღირებულებაც კი არ გააჩნია. ადამიანს არ ძალუძს იმ ჭეშმარიტების პოვნა, რომელიც მას სატანის გავლენისგან გაათავისუფლებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს სწამს ღმერთი და კითხულობს ბიბლიას, მას არ ესმის, როგორ გათავისუფლდეს სატანის გავლენის კონტროლისგან. საუკუნეების განმავლობაში ძალიან ცოტა ადამიანმა აღმოაჩინა ეს საიდუმლო, ძალიან ცოტა ჩასწვდა მას. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ეზიზღება სატანა და ხორცი, მან არ იცის, როგორ დააღწიოს თავი სატანის მავნე გავლენას. დღეს, განა კვლავ სატანის ბატონობის ქვეშ არ ხართ? არ ნანობთ თქვენს ურჩ ქმედებებს და მით უმეტეს, არ გრძნობთ, რომ ბინძურნი და ურჩნი ხართ. ღვთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, სულის სიმშვიდეც კი გაქვს და დიდ სიმშვიდეს გრძნობ. განა შენი სიმშვიდე იმით არ არის გამოწვეული, რომ გახრწნილი ხარ? განა სიმშვიდის ეს განცდა შენი ურჩობიდან არ მომდინარეობს? ადამიანი ადამიანთა ჯოჯოხეთში ცხოვრობს, იგი სატანის ბნელი გავლენის ქვეშ ცხოვრობს; მთელ დედამიწაზე ავი სულები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ და ადამიანის ხორცს ხელყოფენ. დედამიწაზე მშვენიერ სამოთხეში არ ცხოვრობ. ადგილი, სადაც იმყოფები, ეშმაკთა სამყოფელი, ადამიანთა ჯოჯოხეთი და ქვესკნელია. თუ ადამიანი არ განიწმინდება, მაშინ იგი ბინძურია; თუ იგი არ არის ღვთის მიერ დაცული და მზრუნველობით გარემოცული, მაშინ კვლავ სატანის ტყვეა; თუ იგი არ არის განკითხული და გაკიცხული, მაშინ მით უმეტეს არ შესწევს უნარი, თავი დააღწიოს სატანის ბნელი გავლენის ჩაგვრას. გახრწნილი ხასიათი, რომელსაც ავლენ და ურჩი ქცევა, რომელსაც ცხოვრებაში გამოავლენ, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ კვლავ სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობ. თუ შენი გონება და ფიქრები არ განწმენდილა და შენი ხასიათი არ განკითხულა და გაკიცხულა, მაშინ მთელი შენი არსება კვლავ სატანის ბატონობის მარწუხებშია, შენს გონებას სატანა აკონტროლებს, შენი ფიქრებით სატანა მანიპულირებს და მთელი შენი არსება სატანის ხელშია. იცი თუ არა, ახლა რაოდენ შორს ხარ პეტრეს სტანდარტებისგან? გაგაჩნია კი ასეთი სულიერი მონაცემები? რამდენად იცნობ დღევანდელ განკითხვასა და გაკიცხვას? რამდენს ფლობ იმისგან, რაც პეტრემ შეიცნო? თუ დღეს არ შეგიძლია ამის შეცნობა, შეძლებ კი მომავალში ამ ცოდნის მიღწევას? შენნაირ ზარმაცსა და ლაჩარს უბრალოდ არ შესწევს გაკიცხვისა და განკითხვის შეცნობის უნარი. თუკი ხორციელ სიმშვიდესა და ხორციელ სიამეთა მოხვეჭას ესწრაფვი, მაშინ განწმენდის არავითარი გზა არ დაგრჩება და, საბოლოოდ, სატანას გადაეცემი, რადგან ის, რითაც ცხოვრობ, თავად სატანა და ხორცია.დღესდღეობით ბევრი ადამიანი საერთოდ არ ისწრაფვის სიცოცხლისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ ადარდებთ განწმენდა ან უფრო ღრმა სასიცოცხლო გამოცდილებაში შესვლა. თუ ასეა, როგორ შეიძლება მათი სრულყოფა? მათ, ვინც არ ისწრაფვის სიცოცხლისკენ, არ აქვთ სრულყოფის შესაძლებლობა, ხოლო მათ, ვინც არ ისწრაფვის ღვთის შეცნობისკენ და არ ისწრაფვის საკუთარი ხასიათის ცვლილებებისკენ, არ შესწევთ უნარი, თავი დააღწიონ სატანის ბნელ გავლენას. ისინი სერიოზულად არ ეკიდებიან ღვთის შეცნობასა და ხასიათის ცვლილებებს ზუსტად ისე, როგორც რელიგიური ადამიანები, რომლებიც მხოლოდ რიტუალებს მიჰყვებიან და მსახურებებს ესწრებიან. განა ეს ამაო არ არის? თუ ღვთისადმი რწმენაში ადამიანი სერიოზულად არ ეკიდება სიცოცხლის საკითხებს, არ ისწრაფვის ჭეშმარიტებაში შესვლისკენ, არ ისწრაფვის ხასიათის ცვლილებებისკენ და მით უმეტეს, არ ისწრაფვის ღვთის საქმის შეცნობისკენ, მაშინ იგი ვერ იქნება სრულყოფილი. თუ გსურს სრულყოფილი გახდე, მაშინ უნდა გესმოდეს ღვთის საქმე. კერძოდ, უნდა გესმოდეს მის მიერგაკიცხვისა და განკითხვის მნიშვნელობა და ის, თუ რატომ აღესრულება ეს საქმე ადამიანზე. შეგიძლია ამ საქმის მიღება? ამგვარი გაკიცხვისას, შეგიძლია მიაღწიო იმავე გამოცდილებასა და ცოდნას, რასაც პეტრემ? თუ ისწრაფვი ღვთისა და სულიწმიდის საქმის შეცნობისკენ, და თუ ისწრაფვი შენი ხასიათის ცვლილებებისკენ, მაშინ გაქვს სრულყოფის შესაძლებლობა.

მათთვის, ვინც სრულყოფილი უნდა გახდეს, დაპყრობის საქმის ეს ეტაპი აუცილებელია; მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი დაპყრობილია, შეუძლია მას სრულყოფის საქმის გამოცდა. მხოლოდ დაპყრობილის როლის შესრულებას არ გააჩნია დიდი ღირებულება, რაც არ გაქცევს ღვთისთვის გამოსადეგად. არ გექნება სახარების გავრცელებაში შენი წვლილის შეტანის არავითარი საშუალება, რადგან არ ისწრაფვი სიცოცხლისკენ და არ ისწრაფვი საკუთარ თავში ცვლილებისა და განახლებისკენ, და ამიტომ არ გაგაჩნია პრაქტიკული სასიცოცხლო გამოცდილება. ამ ეტაპობრივი საქმის განმავლობაში შენ ერთ დროს მოქმედებდი როგორც მსახურების შემსრულებელი და როგორც საპირისპირო ფონი, მაგრამ თუ საბოლოოდ არ ისწრაფვი, იყო პეტრე, და შენი სწრაფვა არ მიჰყვება იმ გზას, რომლითაც პეტრე სრულყოფილი გახდა, მაშინ, ბუნებრივია, ვერ გამოსცდი ხასიათის ცვლილებებს. თუ ხარ ის, ვინც სრულყოფისკენ ისწრაფვის, მაშინ გაცემული გექნება მოწმობა და იტყვი: „ღვთის ამ ეტაპობრივ საქმეში მე მივიღე ღვთისგან გაკიცხვისა და განკითხვის საქმე, და თუმცა დიდი ტანჯვა გადავიტანე, შევიცანი, როგორ სრულყოფს ღმერთი ადამიანს, მოვიპოვე ღვთის მიერ აღსრულებული საქმე, შევიცანი ღვთის სამართლიანობა და მისმა გაკიცხვამ გადამარჩინა. მისი სამართლიანი ხასიათი მომევლინა და მომიტანა კურთხევები და მადლი; სწორედ მის მიერ განკითხვამ და გაკიცხვამ დამიცვა და განმწმინდა. ღვთის მიერ რომ არ ვყოფილიყავი გაკიცხული და განკითხული და ღვთის მკაცრი სიტყვები რომ არ მოვლენილიყო ჩემზე, ვერ შევიცნობდი ღმერთს და ვერც გადავრჩებოდი. დღეს ვხედავ: როგორც ქმნილება, ადამიანი არა მხოლოდ ტკბება შემოქმედის მიერ შექმნილი ყოველივეთი, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველა ქმნილება უნდა დატკბეს ღვთის სამართლიანი ხასიათითა და მისგან მომდინარე სამართლიანი განკითხვით, რადგან ღვთის ხასიათი ღირსია იმისა, რომ ადამიანმა მისით იხაროს. როგორც სატანის მიერ გახრწნილი ქმნილება, ადამიანი უნდა დატკბეს ღვთის სამართლიანი ხასიათით. მის სამართლიან ხასიათში არის გაკიცხვა და განკითხვა და უფრო მეტიც, არის უდიდესი სიყვარული. თუმცა დღეს არ შემწევს უნარი, სრულად მოვიპოვო ღვთის სიყვარული, წილად მხვდა ბედნიერება, მეხილა იგი და ამით ვიკურთხე.“ ეს არის ის გზა, რომელსაც გადიან ისინი, ვინც სრულყოფას გამოსცდის, და ეს არის ის ცოდნა, რომელზეც ისინი საუბრობენ. ასეთი ადამიანები პეტრეს მსგავსნი არიან; მათ პეტრესნაირი გამოცდილება აქვთ. ასეთი ადამიანები ასევე არიან ისინი, ვინც მოიპოვა სიცოცხლე და ვინც ფლობს ჭეშმარიტებას. როდესაც ისინი ბოლომდე გამოცდიან, შეძლებენ სრულად გათავისუფლდნენ სატანის გავლენისგან ღვთის განკითხვის შუაგულში და იქნებიან ღვთის მიერ მოპოვებულნი.

მას შემდეგ, რაც ადამიანები დაპყრობილნი არიან, არ გააჩნიათ არავითარი მძლავრი მოწმობა. მხოლოდ შეარცხვინეს სატანა, მაგრამ ცხოვრებაში არ გამოუვლენიათ ღვთის სიტყვების რეალობა. არ მოგიპოვებია მეორე ხსნა; მხოლოდ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი მოიპოვე, თუმცა არ გამხდარხარ სრულყოფილი — ეს უდიდესი დანაკარგია. უნდა გესმოდეთ, რაში უნდა შეხვიდეთ და რა უნდა გამოავლინოთ ცხოვრებაში, და უნდა შეხვიდეთ მათში. თუ საბოლოოდ ვერ მიაღწევ სრულყოფას, მაშინ არ იქნები ნამდვილი ადამიანი და სინანულით აღივსები. დასაბამში ღვთის მიერ შექმნილი ადამი და ევა უბიწო ადამიანები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ედემის ბაღში ყოფნისას ისინი უბიწონი და სიბინძურით შეუბილწავნი იყვნენ. ისინი ასევე იეჰოვას ერთგულნი იყვნენ და არაფერი იცოდნენ იეჰოვას ღალატის შესახებ. ეს იმიტომ, რომ ისინი სატანის გავლენის არევ-დარევის გარეშე იყვნენ და არ იყვნენ მისით მოწამლულნი. ისინი მთელ კაცობრიობაში ყველაზე უბიწონი იყვნენ. ისინი ედემის ბაღში ცხოვრობდნენ, ყოველგვარი სიბინძურით შეუბილწავნი, ხორცისგან დაუპყრობელნი და იეჰოვას შიშით აღსავსენი. მოგვიანებით, როდესაც სატანამ აცდუნა ისინი, ისინი მოიწამლნენ გველის საწამლავით და იეჰოვას ღალატის სურვილით და სატანის გავლენის ქვეშ დაიწყეს ცხოვრება. დასაბამში ისინი უბიწონი იყვნენ და ეშინოდათ იეჰოვასი; მხოლოდ ამ მდგომარეობაში იყვნენ ისინი ადამიანები. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სატანამ აცდუნა ისინი, მათ შეჭამეს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი და სატანის გავლენის ქვეშ დაიწყეს ცხოვრება. ისინი თანდათან გაიხრწნენ სატანის მიერ და დაკარგეს ადამიანის თავდაპირველი ხატი. დასაბამში ადამიანი იეჰოვათი სუნთქავდა, ოდნავადაც არ იყო ურჩი და გულში ბოროტება არ ედო. იმხანად ადამიანი ჭეშმარიტად ადამიანი იყო. სატანის მიერ გახრწნის შემდეგ ადამიანი მხეცად იქცა. მისი ფიქრები ბოროტებითა და სიბინძურით აღივსო, სიკეთისა და სიწმინდის გარეშე. განა ეს სატანა არ არის? გამოცდილი გაქვს ღვთის საქმის დიდი ნაწილი, თუმცა არ შეცვლილხარ და არ განწმენდილხარ. კვლავ სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობ და კვლავ არ ემორჩილები ღმერთს. ეს არის ის, ვინც მხოლოდ დაპყრობილია, მაგრამ არ გამხდარა სრულყოფილი. და რატომ ამბობენ, რომ ასეთი ადამიანი არ გამხდარა სრულყოფილი? იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ ისწრაფვის სიცოცხლისკენ ან ღვთის საქმის შეცნობისკენ, და ხარბად ესწრაფვის მხოლოდ ხორციელ ტკბობასა და წამიერ კომფორტს. შედეგად, მათ სიცოცხლე-ხასიათში არავითარი ცვლილება არ ხდება და არ დაუბრუნებიათ ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის თავდაპირველი მსგავსება. ასეთი ადამიანები მოსიარულე გვამები არიან, ისინი მკვდრები არიან, რომლებსაც სული არ გააჩნიათ! ისინი, ვინც არ ისწრაფვის სულიერი საკითხების შეცნობისკენ, განწმენდისა და ცხოვრებაში ჭეშმარიტების გამოვლენისკენ, ვინც კმაყოფილდება მხოლოდ ნეგატიური კუთხით დაპყრობით და ვისაც არ შეუძლია ღვთის სიტყვებით ცხოვრება და წმინდა ადამიანად ქცევა — ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ გადარჩენილან. რადგან ჭეშმარიტების გარეშე ადამიანს არ შეუძლია მტკიცედ იდგეს ღვთის განსაცდელების დროს; მხოლოდ ისინი, ვისაც შეუძლია მტკიცედ დგომა ღვთისგან მოვლენილი განსაცდელების დროს, არიან გადარჩენილნი. მე მსურს პეტრეს მსგავსი ადამიანები, ადამიანები, რომლებიც სრულყოფისკენ ისწრაფვიან. დღევანდელი ჭეშმარიტება ენიჭებათ მათ, ვისაც სწყურია და ვინც ეძიებს მას. ეს ხსნა ენიჭებათ მათ, ვისაც სწყურია ღვთის მიერ გადარჩენა. ეს ხსნა მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ თქვენ მოიპოვოთ; ის ასევე გაძლევთ საშუალებას, იყოთ ღვთის მიერ მოპოვებულნი — თქვენ მოიპოვებთ ღმერთს, რათა ღმერთმა მოგიპოვოთ თქვენ. დღეს მე გითხარით ეს სიტყვები, თქვენ მოისმინეთ ისინი და ამ სიტყვების შესაბამისად უნდა განახორციელოთ პრაქტიკაში. თუ საბოლოოდ ამ სიტყვებს პრაქტიკაში განახორციელებთ, მაშინ მე მოგიპოვებთ ამ სიტყვების მეშვეობით; ამავდროულად, თქვენც მოიპოვებთ ამ სიტყვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიპოვებთ ამ უდიდეს ხსნას. როგორც კი განიწმინდებით, ნამდვილი ადამიანები გახდებით. თუკი არ ძალგიძს ჭეშმარიტებით ცხოვრება ან ან იმის მსგავსად და ხატად ცხოვრება, ვინც სრულყოფილებას მიაღწია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი კი არა ხარ, არამედ მოსიარულე გვამი და მხეცი, რადგან ჭეშმარიტების გარეშე ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას სუნთქვას მოკლებული ხარ და შესაბამისად, მკვდარი ხარ, რომელსაც სული არ გააჩნია! მიუხედავად იმისა, რომ დაპყრობის შემდეგ მოწმობის გაცემა შესაძლებელია, რასაც მოიპოვებ, მხოლოდ მცირეოდენი ხსნაა და არ გამხდარხარ ცოცხალი არსება, რომელსაც სული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი გაქვს გაკიცხვა და განკითხვა, შენი ხასიათი ამის შედეგად არ განახლებულა ან შეცვლილა; კვლავ შენ ძველ მეს წარმოადგენ, სატანისგან ხარ და არ ხარ ის, ვინც განიწმინდა. მხოლოდ მათ აქვთ ღირებულება, ვინც სრულყოფილნი გახდნენ და მხოლოდ ასეთმა ადამიანებმა მოიპოვეს ჭეშმარიტი სიცოცხლე. ერთ დღეს ვინმე გეტყვის: „შენ გამოსცადე ღვთის საქმე, ამიტომ ისაუბრე იმაზე, თუ როგორია მისი საქმე. დავითმა გამოსცადა ღვთის საქმე და იხილა იეჰოვას საქმენი, მოსემაც იხილა იეჰოვას საქმენი, და ორივემ შეძლო იეჰოვას საქმეთა აღწერა და იეჰოვას საოცრებაზე საუბარი. თქვენ იხილეთ უკანასკნელი დღეების განკაცებული ღვთის მიერ აღსრულებული საქმე; შეგიძლია ისაუბრო მის სიბრძნეზე? შეგიძლია ისაუბრო მისი საქმის საოცრებაზე? რა მოთხოვნები წაგიყენათ ღმერთმა და როგორ გამოსცადეთ ისინი? თქვენ გამოსცადეთ ღვთის საქმე უკანასკნელ დღეებში — რა არის თქვენი უდიდესი ხილვა? შეგიძლიათ ამაზე საუბარი? შეგიძლიათ ისაუბროთ ღვთის სამართლიან ხასიათზე?“ როგორ უპასუხებ ამ კითხვებს? თუ იტყვი: „ღმერთი ესოდენ სამართლიანია, იგი გვკიცხავს და განგვსჯის და დაუნდობლად გვამხელს. ღვთის ხასიათი ჭეშმარიტად შეუწყნარებელია ადამიანის მიერ მისი შეურაცხყოფისადმი. ღვთის საქმის გამოცდის შემდეგ შევიცანი, რომ ჩვენ მხეცები ვართ, და ჭეშმარიტად ვიხილე ღვთის სამართლიანი ხასიათი,“ მაშინ ის ადამიანი კვლავ გკითხავს: „კიდევ რა იცი ღვთის შესახებ? როგორ ახორციელებს ადამიანი პრაქტიკაში სიცოცხლეში შესვლას? გაქვს რაიმე პირადი მტკიცე ნება?“ უპასუხებ: „სატანის მიერ გახრწნის შემდეგ, ქმნილებები მხეცებად იქცნენ და არაფრით განსხვავდებიან ვირებისგან. დღეს ღვთის ხელში ვცხოვრობ, ამიტომ უნდა შევასრულო შემოქმედის განზრახვანიი და დავემორჩილო ყველაფერს, რასაც იგი გვასწავლის. სხვა არჩევანი არ მაქვს.“ თუ მხოლოდ ასე ზოგადად ისაუბრებ, ის ადამიანი ვერ გაიგებს, რას ამბობ. როდესაც გეკითხებიან, რა იცი ღვთის საქმის შესახებ, ისინი შენს პირად გამოცდილებას გულისხმობენ. ისინი კითხულობენ, რა ცოდნა გაქვს ღვთის გაკიცხვისა და განკითხვის შესახებ მათი გამოცდის შემდეგ და ამით ისინი შენს პირად გამოცდილებას გულისხმობენ და გთხოვენ, ისაუბრო ჭეშმარიტების შენეულ ცოდნაზე. თუ არ შეგიძლია ასეთ რამეებზე საუბარი, ეს ამტკიცებს, რომ არაფერი იცი დღევანდელი საქმის შესახებ. მუდამ ისეთ სიტყვებს ამბობ, რომლებიც მოჩვენებითად სწორია ან საყოველთაოდ ცნობილია; არ გაგაჩნია კონკრეტული გამოცდილება, მით უმეტეს, შენი ცოდნის არსი და ასევე არ გაქვს ჭეშმარიტი მოწმობები, ამიტომ სხვები არ არიან შენით დარწმუნებულნი. ნუ იქნები ღვთის ნეგატიური მიმდევარი და ნუ ისწრაფვი იმისკენ, რაც ცნობისმოყვარეობას გიღვიძებს. იმით, რომ არც ცივი ხარ და არც ცხელი, საკუთარ თავს დაღუპავ და შენს სიცოცხლეს შეაფერხებ. თავი უნდა დააღწიო ასეთ ნეგატიურ და პასიურ მდგომარეობას და დახელოვნდე დადებითი რამეების ძიებასა და საკუთარი სისუსტეების დაძლევაში, რათა მოიპოვო ჭეშმარიტება და ცხოვრებაში გამოავლინო ჭეშმარიტება. საშიში არაფერია, რომ სისუსტეები და შენი ნაკლოვანებები არ არის შენი უდიდესი პრობლემა. შენი უდიდესი პრობლემა და შენი უდიდესი ნაკლი არის გულგრილობაა და ის, რომ არ გაქვს ჭეშმარიტების ძიების სურვილი. თქვენი ყველას უდიდესი პრობლემა ლაჩრული მენტალიტეტია, როდესაც კმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ და უბრალოდ ნეგატიურზე ფიქრობთ. ეს არის თქვენი უდიდესი დაბრკოლება და თქვენ მიერ ჭეშმარიტების ძიების უდიდესი მტერი. თუ მხოლოდ იმიტომ ემორჩილები, რომ ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები ესოდენ ღრმაა, მაშინ ჭეშმარიტად არ ფლობ ცოდნას და არც ჭეშმარიტებას აფასებ. შენი ამგვარი მორჩილება არ არის მოწმობა და მე არ ვიწონებ ასეთ მორჩილებას. ვინმემ შეიძლება გკითხოს: „ზუსტად საიდან მოდის შენი ღმერთი? რა არის ამ შენი ღვთის არსი?“ უპასუხებ: „მისი არსი გაკიცხვა და განკითხვაა.“ შემდეგ ისინი განაგრძობენ: „განა ღმერთი მოწყალე და მოსიყვარულე არ არის ადამიანის მიმართ? განა არ იცი ეს?“ იტყვი: „ეს სხვების ღმერთია. ეს ის ღმერთია, რომელიც რელიგიის ხალხს სწამს და ეს არ არის ჩვენი ღმერთი.“ როდესაც შენ, ასეთი ადამიანი, ქადაგებ სახარებას, ჭეშმარიტ გზას ამახინჯებ და მაშ, რა სარგებელი მოგაქვს? როგორ შეუძლიათ სხვებს შენგან ჭეშმარიტი გზის მოპოვება? ჭეშმარიტების გარეშე ხარ და არაფრის თქმა არ შეგიძლია ჭეშმარიტებაზე და მით უმეტეს, არ შეგიძლია ცხოვრებაში ჭეშმარიტების გამოვლენა. რა გაძლევს უფლებას, იცხოვრო ღვთის წინაშე? როდესაც სხვებს უქადაგებ სახარებას და როდესაც ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებ და მოწმობ ღმერთზე, თუ არ შეგიძლია მათი დარწმუნება, ისინი გააბათილებენ შენს სიტყვებს. განა უსარგებლო არ ხარ? შენ გამოსცადე ღვთის საქმის ესოდენ დიდი ნაწილი, თუმცა, როდესაც ჭეშმარიტებაზე საუბრობ, სიცხადე გაკლია. განა არაფრისმაქნისი არ ხარ? რა სარგებელი მოგაქვს? როგორ შეიძლება, გამოცდილი გქონდეთ ღვთის საქმის ესოდენ დიდი ნაწილი და მაინც არ გქონდეთ მის შესახებ უმცირესი ცოდნაც კი? როდესაც გეკითხებიან, რა რეალური ცოდნა გაქვს ღვთის შესახებ, სიტყვებს ვერ პოულობ ან შეუსაბამო პასუხებს იძლევი — ამბობ, რომ ღმერთი ძლევამოსილია, რომ ის დიდი კურთხევა, რომელიც მიიღე, ჭეშმარიტად ღვთის ამაღლებაა და რომ არ არსებობს იმაზე დიდი პრივილეგია, ვიდრე ღვთის პირადად ხილვა. რამდენად ღირებულია ამისი თქმა? ეს უსარგებლო, ცარიელი სიტყვებია! მას შემდეგ, რაც გამოსცადე ღვთის საქმის ესოდენ დიდი ნაწილი, მხოლოდ ის იცი, რომ ღვთის ამაღლება ჭეშმარიტებაა? უნდა იცნობდე ღვთის საქმეს და მხოლოდ მაშინ გექნება ჭეშმარიტი მოწმობები. როგორ შეუძლიათ მათ, ვისაც არ მოუპოვებია ჭეშმარიტება, მოწმობა გასცენ ღვთისთვის?

თუ ესოდენ დიდმა საქმემ და ამდენმა სიტყვამ არავითარი გავლენა არ მოახდინა შენზე, მაშინ, როდესაც დადგება ღვთის საქმის გავრცელების დრო, ვერ შეძლებ შენი მოვალეობის შესრულებას და შერცხვენილი და დამცირებული იქნები. იმ დროს იგრძნობ, რომ ესოდენ დავალებული ხარ ღვთის წინაშე და რომ შენი ცოდნა ღვთის შესახებ ესოდენ ზედაპირულია. თუ დღეს არ ისწრაფვი ღვთის შეცნობისკენ, სანამ იგი მოქმედებს, მაშინ მოგვიანებით მეტისმეტად გვიანი იქნება. საბოლოოდ, არ გექნება არავითარი ცოდნა, რომელზეც ისაუბრებ — ცარიელი დარჩები, არაფრის მქონე. რით ჩააბარებ ანგარიშს ღმერთს? გეყოფა კი სინდისი, რომ წარდგე ღვთის წინაშე? ახლავე გულმოდგინედ უნდა ისწრაფვოდე, რათა საბოლოოდ, პეტრეს მსგავსად, შეიცნო, რაოდენ სასარგებლოა ღვთის მიერ გაკიცხვა და განკითხვა ადამიანისთვის და რომ ამის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება და მხოლოდ სულ უფრო ღრმად ჩაიფლობა ბინძურ მიწაში, ლაფში. ადამიანები სატანამ გაზრწნა. ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავენ და ერთმანეთს თელავენ; მათ დაკარგეს თავიანთი ღვთისმოშიში გულები. მათი ურჩობა მეტისმეტად დიდია, მათი წარმოდგენები მეტისმეტად ბევრია და ყველა მათგანი სატანისგანაა. ღვთის გაკიცხვისა და განკითხვის გარეშე, ადამიანის გახრწნილი ხასიათი ვერ განიწმინდებოდა და იგი ვერ გადარჩებოდა. ის, რაც გამოიხატება განკაცებული ღვთის საქმით ხორცში, ზუსტად ის არის, რაც სულის მიერ გამოიხატება და საქმე, რომელსაც იგი აღასრულებს, ხორციელდება იმის შესაბამისად, რაც სულის მიერ კეთდება. დღეს, თუ არ გაქვს ამ საქმის ცოდნა, მაშინ ესოდენ სულელი ხარ და ესოდენ ბევრი დაკარგე! თუ არ მოგიპოვებია ღვთის ხსნა, მაშინ შენი რწმენა რელიგიური რწმენაა და შენ ხარ ქრისტიანი, რომელიც რელიგიურია. რადგან მკვდარ წესებს ეჭიდები, დაკარგე სულიწმიდის ახალი საქმე; სხვა ადამიანებს, რომლებიც ისწრაფვიან ღვთისადმი სიყვარულისკენ, შეუძლიათ ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის მოპოვება მაშინ, როცა შენს რწმენას არ შეუძლია ღვთის მოწონების მოპოვება. ნაცვლად ამისა, ბოროტმოქმედად იქეცი, ადამიანად, რომელიც დამანგრეველ და საძულველ ქმედებებს სჩადის; სატანის დასაცინი და სატანის ტყვე გახდი. ღმერთი მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ ადამიანს სწამდეს, არამედ იმისთვის, რომ უყვარდეს იგი, ისწრაფვოდეს მისკენ და თაყვანს სცემდეს მას. თუ დღეს არ ისწრაფვი, მაშინ დადგება დღე, როდესაც იტყვი: „მაშინ რატომ არ მივყვებოდი ღმერთს ჯეროვნად, რატომ არ ვაკმაყოფილებდი მას ჯეროვნად, რატომ არ ვისწრაფვოდი ჩემს სიცოცხლე-ხასიათში ცვლილებებისკენ? როგორ ვნანობ, რომ მაშინ არ შემეძლო ღვთისადმი დამორჩილება და არ ვისწრაფვოდი ღვთის სიტყვის შეცნობისკენ. ღმერთმა მაშინ ესოდენ ბევრი თქვა — რატომ არ ვისწრაფვოდი? ესოდენ სულელი ვიყავი!“ უკიდურესად შეიძულებ საკუთარ თავს. დღეს არ გჯერა ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვების და ყურადღებას არ აქცევ მათ; როდესაც დადგება დღე, როცა ეს საქმე გავრცელდება და სრულად იხილავ მას, ინანებ და იმ დროს გაოგნდები. არსებობს კურთხევა, მაგრამ არ იცი, როგორ დატკბე მისით, და არსებობს ჭეშმარიტება, მაგრამ არ ისწრაფვი მისკენ. განა თავად არ იქმნი პრობლემებს? დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის საქმის შემდეგი ეტაპი ჯერ არ დაწყებულა, დამატებითი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ შენთვის და ცხოვრებაში არც დამატებით რაიმის გამოვლენა მოუთხოვიათ შენგან. არსებობს ესოდენ დიდი საქმე და ამდენი ჭეშმარიტება; განა არ არის ის იმის ღირსი, რომ შეიცნო? განა გაკიცხვასა და განკითხვას არ ძალუძს შენი სულის გამოფხიზლება? განა გაკიცხვასა და განკითხვას არ ძალუძს, შეგაძულოს საკუთარი თავი? კმაყოფილდები სატანის გავლენის ქვეშ ცხოვრებით, სიმშვიდითა და სიხარულით, და მცირედი ხორციელი კომფორტით? განა ყველაზე მდაბალი არ ხარ ადამიანთა შორის? არავინაა იმათზე სულელი, ვინც იხილა ხსნა, მაგრამ არ ისწრაფვის მის მოსაპოვებლად; ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხარბად ესწრაფვიან ხორციელს და ტკბებიან სატანით. იმედოვნებ, რომ შენს რწმენას ღვთისადმი არ მოჰყვება არავითარი სირთულე ან გასაჭირი, ან უმცირესი ტანჯვა. მუდამ ისწრაფვი იმისკენ, რაც უსარგებლოა, და არავითარ ღირებულებას არ ანიჭებ სიცოცხლეს; ნაცვლად ამისა, საკუთარ არარეალურ ილუზიებს ჭეშმარიტებაზე წინ აყენებ. ესოდენ უსარგებლო ხარ! ღორივით ცხოვრობ — რა განსხვავებაა შენსა და ღორებსა თუ ძაღლებს შორის? განა ისინი, ვინც არ ისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ და ნაცვლად ამისა, უყვარს ხორცი, მხეცები არ არიან? განა ის მკვდრები, რომლებსაც სული არ გააჩნიათ, მოსიარულე გვამები არ არიან? რამდენი სიტყვა ითქვა თქვენ შორის? განა მხოლოდ მცირე საქმე აღსრულდა თქვენ შორის? რამდენი რამ მოგაწოდეთ თქვენ? მაშ, რატომ არ მოგიპოვებია ის? რაზე გაქვს საწუწუნო? განა ისე არ არის, რომ არაფერი მოგიპოვებია, რადგან მეტისმეტად შეყვარებული ხარ ხორცზე? და განა ეს იმიტომ არ არის, რომ შენი ილუზიები მეტისმეტად არარეალურია? განა ეს იმიტომ არ არის, რომ მეტისმეტად სულელი ხარ? თუ ვერ მოიპოვებ ამ კურთხევებს, შეგიძლია დაადანაშაულო ღმერთი იმაში, რომ არ გადაგარჩინა? ერთადერთი, რისკენაც ისწრაფვი, არის ის, რომ ღვთისადმი რწმენის შემდეგ მოიპოვო სიმშვიდე — რომ შენი შვილები არ იყვნენ ავად, რომ შენს ქმარს ჰქონდეს კარგი სამსახური, რომ შენმა ვაჟმა იპოვოს კარგი ცოლი, რომ შენმა ქალიშვილმა იპოვოს კარგი ქმარი, რომ შენმა ხარებმა და ცხენებმა კარგად მოხნან მიწა, რომ ხელსაყრელი ამინდები იყოს შენი მოსავლისთვის. აი, რისკენ ისწრაფვი. შენი სწრაფვა მხოლოდ კომფორტში ცხოვრებაა — რომ შენს ოჯახს არავითარი უბედურება არ შეემთხვეს, რომ ქარებმა გვერდი აგიარონ, რომ შენს სახეს ქვიშა არ შეეხოს, რომ შენი ოჯახის მოსავალი არ დაიტბოროს — რომ არავითარი კატასტროფა არ შეგეხოს, იცხოვრო „ღვთის წიაღში“, იცხოვრო მყუდრო ბუდეში. შენნაირი ლაჩარი, რომელიც მუდამ ხორცზე ზრუნვისკენ ისწრაფვის — გაქვს კი გული, გაქვს კი სული? განა მხეცი არ ხარ? მე გიბოძებ ჭეშმარიტ გზას ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ვითხოვ, მაგრამ შენ არ ისწრაფვი მისკენ. კვლავაც ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვისაც ღმერთი სწამს? მე გიბოძებ ნამდვილ ადამიანურ ცხოვრებას, მაგრამ შენ არ ისწრაფვი მისკენ. განა ღორსა და ძაღლს არ გავხარ? ღორები არ ისწრაფვიან ადამიანის ცხოვრებისკენ, ისინი არ ისწრაფვიან განწმენდისკენ; მათ არ ესმით, რა არის სიცოცხლე. მას შემდეგ, რაც მაძღრისად შეჭამენ, ყოველდღე უბრალოდ სძინავთ. მე გიბოძე ჭეშმარიტი გზა, მაგრამ შენ არ მოგიპოვებია ის, და ხელცარიელი რჩები. გსურს, გააგრძელო ასეთი ცხოვრება, ღორის ცხოვრება? რა აზრი აქვს ასეთი ადამიანების სიცოცხლეს? შენი ცხოვრება საძულველი და მდაბალია, ცხოვრობ სიბინძურესა და გარყვნილებაში, და არ ისწრაფვი არავითარი მიზნისკენ, მაშ, განა შენი ცხოვრება ყველაზე მდაბალი არ არის? გეყოფა კი სინდისი, რომ წარდგე ღვთის წინაშე? თუ ამგვარად გააგრძელებ გამოცდას, განა ხელცარიელი არ დარჩები? ჭეშმარიტი გზა გებოძა, მაგრამ საბოლოოდ შეძლებ თუ არა მის მოპოვებას, შენს საკუთარ სწრაფვაზეა დამოკიდებული. ხალხი ამბობს: „ღმერთი სამართლიანია. სანამ ადამიანი ბოლომდე მიჰყვება მას, იგი უდავოდ მიუკერძოებელი იქნება ადამიანის მიმართ, რადგან იგი ყოვლად სამართლიანია. თუ ადამიანი ბოლომდე მიჰყვება მას, განა იგი მიატოვებს ადამიანს?“ მე მიუკერძოებელი ვარ ყველა ადამიანის მიმართ და განვსჯი ყველა ადამიანს ჩემი სამართლიანი ხასიათით, თუმცა მოთხოვნები, რომლებსაც ადამიანებს ვუყენებ, მოიცავს შესაბამის პირობებს, და ის, რასაც ვითხოვ, ყველა ადამიანმა უნდა შეასრულოს, იმის მიუხედავად, თუ ვინ არიან ისინი. არ მადარდებს, რაოდენ დიდი სტაჟი გაქვს ან რაოდენ გამოცდილი ხარ; მხოლოდ ის მადარდებს, მიჰყვები თუ არა ჩემს გზას და გიყვარს და გწყურია თუ არა ჭეშმარიტება. თუ ჭეშმარიტება გაკლია და ნაცვლად ამისა შეარცხვენ ჩემს სახელს და არ მოქმედებ ჩემი გზის შესაბამისად და მხოლოდ უდარდელად და უყურადღებოდ მომყვები, მაშინ განგგმირავ და დაგსჯი შენი ბოროტებისთვის. რას იტყვი მაშინ? შეძლებ თქმას, რომ ღმერთი არ არის სამართლიანი? თუ დაიცავი ყველა სიტყვა, რომელიც დღეს წარმოვთქვი, მაშინ შენ ხარ ადამიანი, რომელიც მე მომწონს. ამბობ, რომ მუდამ იტანჯებოდი ღვთის მიყოლისას, რომ ქარ-ცეცხლში მიჰყვებოდი მას და იზიარებდი მის ჭირსა და ლხინს, მაგრამ ცხოვრებაში არ გამოგივლენია ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები; მხოლოდ ის გსურს, რომ ყოველდღე ირბინო ღვთისთვის და თავი გაიღო მისთვის; არასოდეს გიფიქრია, აზრიან არსებობაზე. ასევე ამბობ: „ასეა თუ ისე, მწამს, რომ ღმერთი სამართლიანია. მე ვიტანჯები მისთვის, დავრბივარ მისთვის და თავს ვუძღვნი მას და თუნდაც არავითარი მიღწევა არ მქონდეს, გასაჭირი ხომ დავითმინე; იგი უდავოდ გამიხსენებს.“ მართალია, რომ ღმერთი სამართლიანია, თუმცა ეს სამართლიანობა შეუბილწავია: იგი არ შეიცავს ადამიანურ ნებას და არ არის წაბილწული ხორცით ან ადამიანური გარიგებებით. ყველა, ვინც ურჩია და წინააღმდეგობას უწევს, ყველა, ვინც არ მიჰყვება მის გზას, დაისჯება; არავის მიეტევება და არავინ იქნება დანდობილი! ზოგიერთი ამბობს: „დღეს შენთვის დავრბივარ; საბოლოოდ, შეგიძლია მცირედი კურთხევა მომცე?“ ამიტომ გეკითხები: „დაიცავი ჩემი სიტყვები?“ სამართლიანობა, რომელზეც საუბრობ, გარიგებაზეა დაფუძნებული. მხოლოდ იმას ფიქრობ, რომ მე სამართლიანი ვარ, რომ მიუკერძოებელი ვარ ყველა ადამიანის მიმართ, და რომ ყველა, ვინც ბოლომდე გამომყვება, უდავოდ გადარჩება და მოიპოვებს ჩემს კურთხევას. ქვეტექსტი ქჩემი სიტყვებისა: „ყველა, ვინც ბოლომდე გამომყვება, უდავოდ გადარჩება“ არის ის, რომ ისინი, ვინც ბოლომდე გამომყვებიან, სრულად იქნებიან ჩემ მიერ მოპოვებულნი; ისინი არიან ადამიანები, ვინც ჩემ მიერ დაპყრობის შემდეგ ეძიებენ ჭეშმარიტებას და სრულყოფილნი ხდებიან. რამდენი მოთხოვნა დააკმაყოფილე? მხოლოდ ის მოთხოვნა დააკმაყოფილე, რომ ბოლომდე გამომყოლოდი, მაგრამ სხვა რა? დაიცავი ჩემი სიტყვები? ჩემი ხუთი მოთხოვნიდან ერთი დააკმაყოფილე, თუმცა დანარჩენი ოთხის დაკმაყოფილების განზრახვა არ გაქვს. უბრალოდ იპოვე ყველაზე მარტივი, ყველაზე იოლი გზა, და ისწრაფვი იმ განწყობით, რომ უბრალოდ იღბლის იმედად ხარ. შენნაირი ადამიანის მიმართ ჩემი სამართლიანი ხასიათი მხოლოდ გაკიცხვასა და განკითხვას და სამართლიან საზღაურს ნიშნავს; ეს ნიშნავს ყველა ბოროტმოქმედის სამართლიან დასჯას. ყველა, ვინც არ მიჰყვება ჩემს გზას, უდავოდ დაისჯება, თუნდაც ბოლომდე გამომყვეს. ეს არის ღვთის სამართლიანობა. როდესაც ეს სამართლიანი ხასიათი ადამიანის დასჯაში გამოიხატება, ადამიანი გაოგნდება და ინანებს, რომ ღვთის მიყოლისას არ მიჰყვებოდა მის გზას. „იმ დროს მხოლოდ მცირედით ვიტანჯე ღვთის მიყოლისას, მაგრამ არ მივყვებოდი ღვთის გზას. რა გამართლება არსებობს? სხვა გზა არ არის, გარდა გაკიცხვისა!“ თუმცა გონებაში ფიქრობს: „ასეა თუ ისე, ბოლომდე გამოგყევი, ამიტომ, თუნდაც გამკიცხო, ეს არ შეიძლება იყოს მეტისმეტად მკაცრი გაკიცხვა, და მას შემდეგ, რაც გავიკიცხები, მაინც გენდომები. ვიცი, რომ სამართლიანი ხარ, და სამუდამოდ ასე არ მომექცევი. ბოლოს და ბოლოს, არ ვგავარ მათ, ვინც აღიგვება; ისინი, ვინც უნდა აღიგავოს, მძიმედ გაიკიცხებიან, მაშინ როცა ჩემი გაკიცხვა უფრო მსუბუქი იქნება.“ სამართლიანი ხასიათი არ არის ისეთი, როგორსაც შენ ამბობ. საქმე ისე არ არის, რომ მათ, ვინც ჯეროვნად აღიარებს თავის ცოდვებს, ლმობიერად ეპყრობიან. სამართლიანობა სიწმინდეა და ხასიათი, რომელიც ადამიანის მხრიდან შეურაცხყოფის მიმართ შეუწყნარებელია და , რაც ბინძურია და არ შეცვლილა, ღვთის სიძულვილის სამიზნეა. ღვთის სამართლიანი ხასიათი კანონი კი არ არის, არამედ ადმინისტრაციული განკარგულებაა: ეს არის ადმინისტრაციული განკარგულება სასუფეველში და ეს ადმინისტრაციული განკარგულება არის სამართლიანი სასჯელი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არ ფლობს ჭეშმარიტებას და არ შეცვლილა და არ არსებობს ხსნის არავითარი გამონაკლისი. რადგან, როდესაც თითოეული ადამიანი დახარისხდება თავისი გვარისამებრ, კეთილი დაჯილდოვდება და ბოროტი დაისჯება. სწორედ მაშინ გაცხადდება ადამიანის დანიშნულების ადგილი; ეს არის დრო, როდესაც ხსნის საქმე დასრულდება, რის შემდეგაც ადამიანის გადარჩენის საქმე აღარ აღესრულება, და საზღაური მიეზღვება თითოეულ მათგანს, ვინც ბოროტებას სჩადის. ზოგიერთი ამბობს: „ღმერთს ახსოვს თითოეული მათგანი, ვინც ხშირად მის გვერდითაა. იგი არცერთ ჩვენგანს არ დაივიწყებს. გარანტირებული გვაქვს, რომ ღვთის მიერ სრულყოფილნი გავხდებით. მას არ ეხსომება არცერთი რიგითი მორწმუნე. უდავოა, რომ რიგით მორწმუნეთა შორის ისინი, ვინც სრულყოფილი გახდება, რაოდენობრივად ჩვენზე ნაკლებნი არიან, ჩვენზე, ვინც ხშირად ვურთიერთობთ ღმერთთან; ღმერთი ვერ შეძლებს რომელიმე ჩვენგანის დავიწყებას, ჩვენ ყველანი ღირსეულად მიგვიჩნია ღმერთმა და გარანტირებული გვაქვს, რომ ღვთის მიერ სრულყოფილნი გავხდებით.“ თქვენ ყველას გაქვთ ასეთი წარმოდგენები. არის ეს სამართლიანობა? განახორციელე თუ არა ჭეშმარიტება პრაქტიკაში? სინამდვილეში ავრცელებ ასეთ საფუძველს მოკლებულ ხმებს — სირცხვილი არ გაგაჩნია!

დღეს ზოგიერთი ისწრაფვის, რომ ღვთის მიერ იქნას გამოყენებული, მაგრამ დაპყრობის შემდეგ ისინი პირდაპირ ვერ იქნებიან გამოყენებულნი. რაც შეეხება დღეს წარმოთქმულ სიტყვებს, თუ მაშინ, როდესაც ღმერთი იყენებს ადამიანებს, კვლავ არ შეგიძლია მათი შესრულება, არ გამხდარხარ სრულყოფილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის სრულყოფის პერიოდის დასასრულის დადგომა განსაზღვრავს, ადამიანი განიდევნება თუ ღვთის მიერ იქნება გამოყენებული. ისინი, ვინც დაპყრობილია, მხოლოდ და მხოლოდ პასიური და ნეგატიური მხარის მაგალითებს წარმოადგენენ; ისინი ნიმუშები და ეტალონები არიან, მაგრამ მეტი არაფერი, თუ არა საპირისპირო ფონი. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლე-ხასიათი შეიცვლება და იგი მიაღწევს ცვლილებებს შინაგანად და გარეგნულად, იქნება იგი სრულად სრულქმნილი. დღეს რომელი გსურს: იყო დაპყრობილი თუ გახდე სრულყოფილი? რომლის მიღწევა გსურს? დააკმაყოფილე თუ არა სრულყოფის პირობები? რომელი პირობები გაკლია ჯერ კიდევ? როგორ უნდა აღიჭურვო და როგორ უნდა აინაზღაურო შენი ნაკლოვანებები? როგორ უნდა დაადგე სრულყოფის გზას? როგორ უნდა დაემორჩილო სრულად? ითხოვ, რომ სრულყოფილი გახდე, მაშ, ისწრაფვი განწმენდისკენ? ხარ თუ არა ადამიანი, რომელიც ეძიებს გაკიცხვისა და განკითხვის გამოცდას, რათა განიწმინდოს? ისწრაფვი განწმენდისკენ, მაშ, მზად ხარ, მიიღო გაკიცხვა და განკითხვა? ითხოვ ღვთის შეცნობას, მაგრამ გაქვს კი მისი გაკიცხვისა და განკითხვის ცოდნა? დღეს საქმის უდიდესი ნაწილი, რომელსაც უფალი შენზე აღასრულებს, გაკიცხვა და განკითხვაა; რა ცოდნა გაქვს ამ საქმის შესახებ, რომელიც შენზე აღესრულა? განგწმინდა თუ არა გაკიცხვამ და განკითხვამ, რომელიც გამოსცადე? შეგცვალა თუ არა მან? მოახდინა თუ არა მან რაიმე გავლენა შენზე? დაიღალე თუ არა დღევანდელი ესოდენ დიდი საქმით — წყევლით, განკითხვითა და გამოაშკარავებით — თუ გრძნობ, რომ ეს ყველაფერი უდიდესი სარგებლის მომტანია შენთვის? გიყვარს ღმერთი, მაგრამ რატომ გიყვარს იგი? იმიტომ გიყვარს, რომ მცირედი მადლი მიიღე? თუ იმიტომ, რომ სიმშვიდე და სიხარული მოიპოვე? თუ იმიტომ, რომ მისი გაკიცხვითა და განკითხვით განიწმინდე? ზუსტად რა განაპირობებს იმას, რომ გიყვარდეს ღმერთი? რა პირობები დააკმაყოფილა პეტრემ იმისათვის, რომ სრულყოფილი გამხდარიყო? მას შემდეგ, რაც იგი სრულყოფილი გახდა, რა იყო მისი გამოხატვის გადამწყვეტი გზა? იმიტომ უყვარდა უფალი იესო, რომ ენატრებოდა იგი, თუ იმიტომ, რომ ვერ ხედავდა მას, თუ იმიტომ, რომ საყვედურს გრძნობდა? თუ იმიტომ უყვარდა უფალი იესო კიდევ უფრო მეტად, რომ მიიღო გასაჭირის ტანჯვა და ამგვარად შეიცნო საკუთარი სიბინძურე და ურჩობა ისევე, როგორც უფლის სიწმინდე? მისი ღვთისმოყვარე გული ღვთის გაკიცხვისა და განკითხვის გამო გახდა უფრო უბიწო, თუ სხვა რამის გამო? რომელია ეს? შენ გიყვარს ღმერთი ღვთის მადლის გამო და იმიტომ, რომ დღეს მან მცირედი კურთხევა მოგცა. არის კი ეს ჭეშმარიტი სიყვარული? როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი? უნდა მიიღო თუ არა მისი გაკიცხვა და განკითხვა და მისი სამართლიანი ხასიათის ხილვის შემდეგ, შეძლო თუ არა მისი ჭეშმარიტად შეყვარება ისე, რომ სრულად იყო დარწმუნებული და გქონდეს მისი ცოდნა? პეტრეს მსგავსად, შეგიძლია თქვა, რომ არ შეგიძლია, საკმარისად გიყვარდეს ღმერთი? ის, რისკენაც ისწრაფვი, არის ის, რომ დაპყრობილი იყო გაკიცხვისა და განკითხვის შემდეგ, თუ ის, რომ იყო განწმენდილი, დაცული და მზრუნველობით გარემოცული გაკიცხვისა და განკითხვის შემდეგ? ზუსტად რომლისკენ ისწრაფვი? არის შენი ცხოვრება აზრიანი, თუ უაზრო და ყოველგვარ ღირებულებას მოკლებული? ხორცი გსურს თუ ჭეშმარიტება გსურს? განკითხვა გსურს თუ კომფორტი გსურს? მას შემდეგ, რაც გამოსცადე ღვთის საქმის ესოდენ დიდი ნაწილი და იხილე ღვთის სიწმინდე და სამართლიანობა, როგორ უნდა ისწრაფვოდე? ზუსტად როგორ უნდა გაიარო ეს გზა? როგორ უნდა განახორციელო პრაქტიკაში ღვთისადმი სიყვარული? მიაღწია თუ არა ღვთის გაკიცხვამ და განკითხვამ რაიმე შედეგს შენში? გაქვს თუ არა ღვთის გაკიცხვისა და განკითხვის ცოდნა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ავლენ ცხოვრებაში და რა დონეზე გიყვარს ღმერთი! შენი ბაგეები ამბობს, რომ გიყვარს ღმერთი, თუმცა ის, რასაც ცხოვრებაში ავლენ, ძველი, გახრწნილი ხასიათია; არ გაქვს ღვთისმოშიში გული და მით უმეტეს, არ გაქვს სინდისი. უყვართ ასეთ ადამიანებს ღმერთი? არიან ასეთი ადამიანები ღვთის ერთგულნი? არიან ისინი ისეთები, ვინც იღებს ღვთის გაკიცხვასა და განკითხვას? ამბობ, რომ გიყვარს ღმერთი და გწამს მისი, თუმცა არ თმობ შენს წარმოდგენებს. შენს საქმეში, სულიერ შესვლაში, შენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებსა და შენს ცხოვრებაში არ არის ღვთისადმი სიყვარულის უმცირესი გამოვლინებაც კი და არ არსებობს ღვთისმოშიში გული. არის ეს ის, ვინც მოიპოვა გაკიცხვა და განკითხვა? შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს პეტრე? აქვთ თუ არა მათ, ვინც პეტრეს ჰგავს, მხოლოდ ცოდნა, მაგრამ არა ცხოვრებაში გამოვლენა? დღეს რა არის ის პირობა, რომელიც მოითხოვს ადამიანისგან, გამოავლინოს ნამდვილი ცხოვრება? იყო თუ არა პეტრეს ლოცვები მხოლოდ სიტყვები, რომლებიც მისი ბაგეებიდან გადმოდიოდა? განა ისინი არ იყო მისი გულის სიღრმიდან მომავალი სიტყვები? მხოლოდ ლოცულობდა პეტრე და არ ახორციელებდა ჭეშმარიტებას პრაქტიკაში? ვისი გულისთვის არის შენი სწრაფვა? როგორ უნდა მოიქცე, რომ მიიღო მფარველობა და განწმენდა ღვთის გაკიცხვისა და განკითხვის დროს? განა ღვთის გაკიცხვასა და განკითხვას არავითარი სარგებელი არ მოაქვს ადამიანისთვის? განა ყოველი განკითხვა სასჯელია? შესაძლოა, რომ მხოლოდ სიმშვიდე და სიხარული, მხოლოდ მატერიალური კურთხევა და წამიერი კომფორტი იყოს სასარგებლო ადამიანის სიცოცხლისთვის? თუ ადამიანი უზრუნველობისა და კომფორტის გარემოში ცხოვრობს, ცხოვრობს განკითხვის გარეშე, შეძლებს კი იგი განწმენდას? თუ ადამიანს სურს შეიცვალოს და განიწმინდოს, როგორ უნდა მიიღოს მან სრულყოფა? რომელი გზა უნდა აირჩიო დღეს?

წინა: მოაბის შთამომავლების ხსნის მნიშვნელობა

შემდეგი: თქვენ უნდა გესმოდეთ საქმე — ნუ მიჰყვებით დაბნეულნი!

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება